ტეგების არქივი: videos gadmowera

სასწრაფოდ! რა ჩაიდინა პოლიციამ ბათუმში ხალხი ქუჩაშია გამოსული (ვიდეო)

ინტერნეტმომხმარებელი ნინული ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„მივმართავ ქალაქ ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას! ნახეთ რა ხდება ბათუმის ბულვარში, სადაც დაცვის პოლიციელები ქართულ ცეკვას უკრძალავენ ბავშვებს. მიზეზს არ ხსნიან, იმიტომ რომ ასე უნდათ. სინამდვილეში მთელ ბათუმში ისმის თურქული და ირანული მუსიკები! თურმე თურქეთის საელჩოს არ მოსწონს და ხელს უშლის ქართული მუსიკა და ცეკვა, რომელიც იქვეა 30 მეტრში. დაფიქსირდა, ხელი შეუშალეს საელჩოს ქართული დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა, ისე რომ მათ პატრულიც არ გამოიძახეს! გთხოვთ გააზიაროთ ყველამ, რათა გავრცელდეს თურქულ-ქართული სპეცსამსახურების კოჰაბიტაციის მონახაზი!

1456 ნახვა

მისი სიმღერის საშინლად შესრულების მოსმენისას, სტინგი რეაქციას ვერ მალავს (ვიდეო)

რა თქმა უნდა, დიდი პატივია, როდესაც სიმღერას იმ არტისტის წინაშე ასრულებ, ვისაც ეს ნაწარმოები ეკუთვნის. ხშირ შემთხვევაში ეს პატივისცემად ითვლება, თუმცა ხანდახან ყველაფერი ისე კარგად არ მიდის როგორც დაგეგმილი გვქონდა.

რამდენიმე კვირის წინ, შვედური Polar Music Prize, რომელსაც ხშირად მუსიკის ნობელის პრემიასაც უწოდებენ, სტინგს გადაეცა. საზეიმო ცერემონიალზე კი, მისთვის პატივის მიგება ლეგენდარულმა პუერტო რიკოელმა გიტარისტმა, ხოსე ფელიციანომ გადაწყვიტა. მან სტინგის კლასიკა Every Breath You Take შეასრულა, მაგრამ მაინცდამაინც კარგად არ გამოუვიდა.

როგორც ხედავთ, სტინგის დამოკიდებულება მისმა ემოციებმა და მიმიკამ გასცა.

97 ნახვა

ცხოველები ეხუტებიან ადამიანებს გაოცდებით (ვიდეო)

189 ნახვა

რა მდგომარეობაშია გამწარებული ხალხი ელიავაზე, სადაც ძლიერი ხანძარია (ვიდეო)

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაღაზიების მეპატრონეები ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ. მათი თქმით, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, ამიტომ ცეცხლი სხვა ობიექტებზეც რომ არ გავრცელდეს, ვერტმფრენები უნდა დაიხმარონ.

ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი სამსართულიან შენობას უკიდია. მაღაზიების მეპატრონეებს საქონელი სავაჭრო ობიექტებიდან გააქვთ. ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობს. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

259 ნახვა

შემზარავი კადრები: მთვრალი თინეიჯერები “Instagram”-ის პირდაპირ ეთერში გზიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ (+18)

სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახოთ!

შემზარავი კადრები: მთვრალი თინეიჯერები “Instagram”-ის პირდაპირ ეთერში გზიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ, შემთხვევა რუსეთში მოხდა (+18).

2673 ნახვა

“საქართველო ჩემი გულია” ბერას გამოსვლა FOX5 NEWS (ვიდეო)

271 ნახვა

კიბოს პროფილაქტიკა ხალხური მედიცინის რჩევების მიხედვით (ვიდეო)

429 ნახვა

Birja Mafia – ს წევრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ვიდეო)

რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მიხეილ მგალობლიშვილმა იმღერა კიდეც. მან მედიასთან სასამართლო შენობის გარეთ მცირე კომენტარი გააკეთა.

“მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა. სირცხვილი მათ, ვინც ამ ამბის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა,” – განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

სასამართლო პროცესზე კი რეპერმა, მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

მეორე რეპერის, გიორგი ქებურიას პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

პროკურატურის პოზიციით, ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. შეკითხვაზე – დაიკითხნენ თუ არა პოლიციელები, პროკურორის თქმით, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.

„იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლევები არ არინ, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდათ, მათი პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის,“ – განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

ჯგუფ ბირჟა მაფიას რეპერი გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ის წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მუსიკოსი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და აღიარებით ჩვენებაზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს.

გიორგი ქებურიამ ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, რეპერ ბერა ივანიშვილს, იცნობს და მას მადლობა გადაუხადა.

ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან რეპერი მიხეილ მგალობლიშვილიც გათავისუფლდა. ის პოლიციამ გიორგი ქებურიასთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, თუმცა რეპერები აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გავრცელებული კლიპის გამო დააკავეს.

გიორგი ქებურიას განცხადებით, კომპანიას, რომელმაც კლიპის გადაღება დააფინანსა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის დაფარვა მოსთხოვეს.

მუსიკოსის თქმით, მას დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება არც უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ოქმის მიხედვით, რეპერები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის გამო დააკავეს.

771 ნახვა

კალაძე: მიუღებელია, რომ პოლიციელის მხრიდან ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეხმაურება თბილისში, Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერ აქციას და ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, როგორც ეს პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა.

“თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი უწყების თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია”, – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, ის ენდობა პოლიციას და მიუღებელია, რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს პოლიციელებს. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა და თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, დაისჯება.

კახა კალაძე, შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს ქართული ოცნებიდან. ამის შესახებ მისი თანაგუნდელები ღიად საუბრობენ. არჩევნები რამდენიმე თვეში, 2017 წლის შემოდგომაზე იმართება. სანამ კალაძე Birja Mafia-ს დაკავებულ წევრებზე ამ განცხადებას გაავრცელებდა, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ რეპერებს. აღნიშნულ განცხადებებს კი წინ უძღოდა მასშტაბური აქცია, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 10 ივნისს გამართა.

აქცია რუსთაველის გამზირზე რეპერების დუეტის, Birja Mafia-ს წევრების, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის მხარდასაჭერად გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 9 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუსიკოსებს სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

339 ნახვა

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში 3 ივნისი 2017

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში. ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს 95 სპორტსმენი. შეჯიბრი გაიმართება 9 სხვადასხვა კატეგორიაში. ჩემპიონატის გახსნა – დახურვა მოხდება გრანდიოზულ ვითარებაში. საპრიზო ფონდი 20 ათასი ლარი.

ბილეთები გაყიდვაშია. წინასწარ შეძენა შეგიძლიათ საიტიდან: ბმული და ასევე ფილარმონის სალაროში. სკამების ამოწურვის შემთხვევაში გაიყიდება ფეხზე დასადგომი.

Facebook ღონისძიება: ბმული

საქართველოს ეროვნული ჩემპიონატი ბოდიბილდინგსა და ფიტნესში 30.05.2015 (ნაწყვეტი)

118 ნახვა

ვიდეო: მთის ველოსიპედისტს დაშვებისას დათვი გამოეკიდა

ბაიკერები მშვიდად ეშვებიან ტრასაზე, რა დროსაც ტყიდან უშველებელი დათვი გამორბის და ცდილობს წინ მიმავალ სპორტსმენს დაეწიოს და თავს დაესხას. მას შემდეგ, რაც ველოსიპედისტი მისგან გაქცევას ახერხებს, დათვი ჭკვიანურად იქცევა და ცდილობს მას გზა მოუჭრას, რა დროსაც სპორტსმენს უკნიდან თავისი კოლეგა ეძახის და საფრთხის შესახებ აცნობებს. ველოსიპედისტი ჩერდება და უკან ბრუნდება. სად წავიდა დათვი, ეს ვიდეოში ნაჩვენები არ არის. სავარაუდოდ ის კვლავ ტყეში მიიმალა და მომდევნო მსხვერპლის მოლოდინში უკეთ მოემზადება.

386 ნახვა

დათო ხუჯაძისა და მარინა დევიატოვას აჭარული სიმღერა (ვიდეო)

დათო ხუჯაძემ მარინა დევიატოვასთან ერთად დუეტში აჭარული სიმღერის რემიქსი შეასრულა, რომელმაც ქართველი მსმენელის ერთი ნაწილი მოხიბლა.

249 ნახვა

პორნოვარსკვლავს გადაღების დროს ზვიგენმა უკბინა (ვიდეო)

ამერიკელ პორნოვარსკვლავ მოლი კავალის ფლორიდაში, წყალქვეშა გადაღების დროს, ზვიგენმა უკბინა. 33 წლის მსახიობის წყლიდან ამოყვანა დროულად მოასწრეს. მას 20 ნაკერი დაადეს.

1286 ნახვა