ტეგების არქივი: swori kveba

ფრანგული დიეტის ხანგძლივობა 7-8 დღეა და თქვენ 3-4 კილოგრამს დაიკლებთ

ფრანგული დიეტის ხანგძლივობა 7-8 დღეა ამ პერიოდში თქვენ 3-4 კილოგრამს დაიკლებთ. დიეტია საკმაოდ პოპულარულია და მის დროს შიმშილის გრძნობა თითქმის არ არის.

მითითებები:

1) საუზმე:
ერთი ფინჯანი ყავა, 50 გრამი პური, 70 გრამი ყველი

2) ლანჩი:
ორი ვაშლი.

3) სადილი:
100 გრამი მოხარშული ან უცხიმოდ შემწვარი ხორცი, 2 საათში ერთი ვაშლი

4) ვახშამი:
100 გრამი ხორცი, ორი მოხარშული კარტოფილი, უშაქრო ყავა.

ინგრედიენტები:

ყავა
ყველი
ხორცი
პური
ვაშლი

1626 ნახვა

შიმშილი გახდომისთვის ალბათ ყველაზე რთული დიეტაა (თუ ეწოდება დიეტა)

შიმშილი გახდომისთვის ალბათ ყველაზე რთული დიეტაა (თუმცა დიეტასაც ვერ დავარქმევთ). ზოგი ადამიანისთვის კი საერთოდ შეუძლებელია რამდენიმე დღე იშიმშილოს.

მითითებები:

1) შიმშილის დროს აუცილებლად მიიღეთ საკმარისი რაოდენობა სითხე.

2) არ განაგრძოთ შიმშილი თუ თავს ცუდად იგრძნობთ.

3) არ დაიწყოთ შიმშილი თუ გაქვთ ჯანმრთელობის პრობლემები.

შიმშილი რთულია, თუმცა შიმშილით ძალიან ეფექტურად იკლებთ წონაში. დღეში 1,5-2 კილოგრამამდე. თვეში ერთხელ რამდენიმე დღიანი შიმშილი სასარგებლოც კია.

ინგრედიენტები:

არანაირი საკვები მხოლოდ წყალი

1574 ნახვა

პურის დიეტა 3 დღიანია ამ პერიოდში თქვენ 2-3 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ

პურის დიეტა ერთ-ერთი ყველაზე იაფფასიანი დიეტაა (ფინანსური თვალსაზრისით). დიეტა 3 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 2-3 ზედმეტ კილოგრამს დაიკლებთ.

მითითებები:

1) 12 ნაჭერი შავი პურისგან გააკეთეთ ორცხობილა, და დღეში 4-ჯერ 3-3 ნაჭერი მიირთვით.

2) დალიეთ უშაქრო ჩაი დღეში სამჯერ და მიიღეთ მინიმუმ 2 ლიტრი წყალი.

ინგრედიენტები:

პური
წყალი
ჩაი

2379 ნახვა

საქმიანი დიეტა ერთ კვირიანია და წონაში 4-5 კილოგრამს დაგაკლებინებთ

საქმიანი დიეტა არის მათთვის ვისაც თითქმის არ აქვს თავისუფალი დრო და აქედან გამომდინარე ჯანმრთელი კვების კონტროლი უჭირთ. ეს დიეტა ერთ კვირიანია და წონაში 4-5 კილოგრამს დაგაკლებინებთ.
აირჩიეთ შემოტავასებული ვარიანტებიდან ერთერთი.

მითითებები:

1) საუზმე:
ა) 30 გრ სიმინდის ფანტელები (მზა საუზმე) რძით.
ბ) გახუხული პურის ერთი ნაჭერი, ერთი პომიდორი, ერთი ნაჭერი ყველი,
გ) ბანანის სენდვიჩი: ცეხვილი პურის ორი ნაჭერი, ერთი დაჭრილი ბანანი, ჩაის კოვზი თაფლი, ერთი სუფრის კოვზი ნატურალური იოგურტი ან კეფირი ან უმარილო ყველი.

2) სადილი:
ა) ბოსტნეულის სალათის დიდი ულუფა, ვაშლი ან ფორთოხალი, სენდვიჩი 50 გრ მოხარშული ქათამით მჟავე კიტრით, 25 გრამი ყველით, ერთი სუფრის კოვზი დაბალკალორიული მაიონეზით, ცოტაოდენი მწვანილით და კიტრით.
ბ) 200 გრამი მოხარშული კარტოფილი, ბოსტნეულის სალათის დიდი ულუფა, ერთი ფინჯანი დიეტური იოგურტი ან უცხიმო კეფირი, 125 გრამი მოხარშული ლობიო და 25 გრამი ყველი.

3) ვახშამი:
ა) რაიმე დაბალკალორიული კერძი, ბოსტნეულის სალათის დიდი ულუფა.
ბ) 150 გრამი მოხარშული ქათამი ან უკეთესია ინდაური, 75 გრამი შემწვარი კარტოფილი ან 125 გრამი კანიანად მოხარშული კარტოფილი, ცოცხალი ბოსტნეული ნებისმიერი და შეუზღუდავი რაოდენობით.
გ) 75 გრამი სპაგეტი დაკონსერვებული პომიდვრის სოუსით და 75 გრამი კრევეტები ან 100 გრამი მოხარშული ქათამი, ან 75 გრამი უცხიმო ლორი, ბოსტნეულის ან ხილის სალათა.

ინგრედიენტები:

კარტოფილი
იოგურტი
ბოსტნეული
ყველი
პური
ქათამის ხორცი
ლორი
ინდაურის ხორცი
კრევეტები
პომიდორი
მაიონეზი

1317 ნახვა

უმარილო დიეტის ხანგძლივობა 2 კვირაა და 7-10 კილოგრამამდე დაიკლებთ

მარილი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენი ორგანიზმისთვის. მაგრამ არა იმ რაოდენობით, რამდენას ჩვენ ჩვეულებრივ ვიღებთ. ამ დიეტის ხანგძლივობა 2 კვირაა და 7-10 კილოგრამამდე დაიკლებთ. დღის განმავლობაში 5-6 ჯერ უნდა მივიღოთ საკვები.

მითითებები:

1) საუზმე:
მშვრიის ფაფა მოხარშული წყალზე, მსხალი, ჩაი.
მეორე საუზმე:
ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი.
სადილი:
ქათმის ფილე, ბოსტნეულის სალათი ლიმნის წვენით, მინერალური წყალი.
სამხარი:
ორი ჭვავის პურის ნაჭერი კიტრით და სალათის ფურცლებით.
ვახშამი:
უცხიმო ხაჭო დარიჩინით, ჩაი.

2) საუზმე:
ორი კვერცხის ომლეტი შეზავებული სუნელებით, ყავა რძით.
მეორე საუზმე:
ვაშლი.
სადილი:
ისპანახი ნიგვზით და სპაგეტი „პრიმავერა“ (ბროკოლი, პომიდორი, სოკო, ზეითუნის ზეთი და ბალზამიკო).
სამხარი:
ერთი ჭიქა ტომატის წვენი (უმარილო).
ვახშამი:
მოთუშული საქონლის ან ხბოს ხორცი, მწვანე ბარდა.

3) საუზმე:
წიწიბურას ფქვილის ბლინები გარგრის ჯემით, ჩაი.
მეორე საუზმე:
ნატურალური იოგურტი და კიტრის სალათი.
სადილი:
შემწვარი ქათმის ხორცი, ბოსტნეულის სალათი.
სამხარი:
პომიდვრის სალათი მწვანილებით.
ვახშამი:
ბოსტნეულის წვნიანი.

4) საუზმე:
ჭვავის პურის ტოსტები, შავი ქლიავის ჩირი, იოგურტი.
მეორე საუზმე:
კეფირი, ვაშლი.
სადილი:
ბრინჯი ქათმის ნაჭრებით.
სამხარი:
სტაფილოს წვენი.
ვახშამი:
ზღვის პროდუქტების სალათი.

5) საუზმე:
ორი მოხარშული კვერცხი და ისპანახი.
მეორე საუზმე:
უცხიმო კეფირი და ერთი ჭიქა კენკრა.
სადილი:
თევზი და ბოსტნეულის სალათი.
სამხარი:
ერთი მუჭა ნიგოზი.
ვახშამი:
თევზი და ბოსტნეული.

6) საზუმე:
შვრიის ფაფა (რძეზე მოხარშული) თაფლით და ჟოლოთი, ყავა.
მეორე საუზმე:
ყავა და პატარა ფუნთუშა.
სადილი:
ქათმის მწვადი (კეფირის მარინადში).
სამხარი:
კიტრის, პომიდვრის და მწვანილებისგან დამზადებული სალათი.
ვახშამი:
მოთუშული ბოსტნეული და იოგურტი.

7) საუზმე:
ჭვავის ხრაშუნა პური უცხიმო ყველით, ყურძენი.
მეორე საუზმე:
ქატო იოგურტით.
სადილი:
გოგრის წვნიანი (კრემ-სუპი), კარტოფილის სალათი და თევზი.
სამხარი:
ცოტაოდენი გარგრის ჩირი და თხილი.
ვახშამი:
ქათმის ფილე დამზადებული გრილზე, ბოსტნეულის სალათი.

ინგრედიენტები:

შვრიიის ფაფა
მსხალი
კიტრი
სალათის ფურცლები
ქათმის ფილე
მინერალური წყალი
ხორცი
ტომატის წვენი
სტაფილოს წვენი
პომიდორი
თევზი
ნიგოზი
თხილი
კარტოფილის სალათა

1956 ნახვა

2 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დასვენების, უსაქმურობის დღე მოიწყვეთ. თუ მოგეწყინებათ მეგობრებს შეეხმიანეთ. საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

კურო
ნუ ეცდებით ყველას ასიამოვნოთ. ისე მოიქეცით, რომ თავად იყოთ ბედნიერი. საყვარელ ადამიანთან ერთად მეტი დრო გაატარეთ. იმხიარულეთ.

ტყუპი
გარშემო მყოფები საქმეებისა და პრობლემების მოგვარებაში დაგეხმარებიან. ოჯახის წევრებმა საოჯახო წვეულების მოწყობა გადაწყვიტეს და არ გამოაკლდეთ.

კირჩხიბი
შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. ზოგიერთს სიურპრიზი ელის. გაგიუმჯობესდებათ დამოკიდებულება სასიყვარულო პარტნიორთან. მარტოხელებს ფლირტი ელით.

ლომი
როგორც ყოველთვის მომხიბვლელად გამოიყურებით და დღეს სადაც არ უნდა მოხვდეთ ყურადღების ცენტრში იქნებით. არ გამოაკლდეთ მხიარულობასა და წვეულებებს.

ქალწული
დღევანდელი დღე მოგზაურობისთვის, მეგობრებთან ურთიერთობისაა შექმნილი. საღამოს ნათესავებს უმასპინძლეთ.

სასწორი
პოზიტიური დღე გელით. მთავარია, სწორად გადაანაწილოთ თქვენი ძალა, რომ არ გადაიღალოთ. საღამოს სასიყვარულო თავგადასავალი გელით.

მორიელი
დაივიწყეთ ყველა უსიამოვნება და იმხიარულეთ. ოჯახის წევრები იდეების განხორციელებაში დაგეხმარებიან. საღამოს საყვარელ ადამიანს სიურპრიზი მოუწყვეთ.

მშვილდოსანი
დაისვენეთ, გამოიძინეთ და მოემზადეთ მეგობრებთან შესახვედრად, სამხიარულოდ. თუმცა, შინ მისვლა არ დააგვიანოთ.

თხის რქა

მოწყენის მიზეზი არ გაქვთ. მეტად გაიღიმეთ და დატკბით ცხოვრებით. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ გაემგზავრეთ და პიკნიკი მოაწყვეთ.

მერწყული
უსიამოვნებები დიპლომატიურად მოაგვარეთ. პირადი ცხოვრების გასაუმჯობესებლად მეტად უნდა გააქტიურდეთ.

თევზები
გარშემო მყოფები თქვენი სურვილების ასრულებას შეეცდებიან. დაგეხმარებიან ნებისმიერ საქმეში. წარმატება გელით პირად ცხოვრებაში.

732 ნახვა

2 აპრილი, მთვარის მეშვიდე დღე

კვირა, მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს
ისეთი საქმეები წამოიწყეთ, რომლებსაც დღესვე დაასრულებთ და სხვა დროისთვის არ გადადებთ.
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.
ფინანსური ოპერაციების დაგეგმვასა და უძრავი ქონების ყიდვა-გაყიდვას არ გირჩევთ.
კარგი დღეა მსხვილი საყიდლებისთვის.
კარგი დღეა შემოქმედებითი საქმიანობისთვის, სწავლისა და გამოცდების ჩასაბარებლად.
უფროსთან და თანამდებობის პირებთან ნებისმიერ საქმეს მარტივად მოაგვარებთ.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისა და საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ან ორატორი იქნება ან ჭორიკანა.
ზომიერება გმართებთ საკვებსა და სასმელში.
თმის შეჭრა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვებია: მარჯანი, საფირონი.
დღის გაფრთხილება: არ მიირთვათ კვერცხი და ქათმის ხორცი. მოერიდეთ ქაღალდების დახევას, ჭურჭლის გატეხვას.

მთვარის მეშვიდე დღე დაიწყება 9:28
მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა 22:27

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კირჩხიბში
ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

281 ნახვა

თეთრი დიეტა ერთ კვირიანი და დაახლოებით 5-6 კილოგრამს დაიკლებთ

თეთრი დიეტა შედგება უმეტესად რძის პროდუქტებისგან, ზუსტად აქედან გამომდინარეობს მისი სახელიც. თუ თქვენ გიყვართ რძის პროდუქტები და თან საკმაოდ მარტივად გახდომა გსურთ, ეს დიეტა თქვენთვისაა. თეთრი დიეტა ერთ კვირიანი და დაახლოებით 5-6 კილოგრამს დაიკლებთ.

მითითებები:

1) საუზმე:
იოგურტი 125გრამი, 1 ვაშლი, ბანანი, მსხალი, ქლიავის ჩირი (მჟავე ხილის გარდა ნებისმიერი), ჩაი თაფლით ან ყავა რძით.

2) ლანჩი:
ფაფა უცხიმო რძით ან წყალზე მომზადებული 100გრამი, ნაკლებად ცხიმიანი ხაჭო 125გრამი, 1 ჭიქა რძე.

3) სადილი:
1 მოხარშული კვერცხი, კიტრის და პომიდვრის სალათი დაბალკალორიული იოგურტით ან 100 გრამი დაბალკალორიული ხაჭო ხილით, კეფირი ან მაწონი.

4) ვახშამი:
1 ხილი, დაბალკალორიული იოგურტი 125გრამი.

ინგრედიენტები:

ვაშლი
იოგურტი
კეფირი ან მაწონი
ხაჭო
რძე
თაფლი
ჩაი
კიტრი
კვერცხი
პომიდორი

1627 ნახვა

წიწიბურას დიეტით ერთი კვირის განმავლობაში წონაში 10კგ – მდე იკლებთ

ერთკვირიანი დიეტა, რომლის განმავლობაში წონაში 10 კილოგრამამდე იკლებთ. წიწიბურა კლავს შიმშილის გრძნობას და წმენდს ორგანიზმს.

მითითებები:

1) ეს არის ერთკვირიანი დიეტა, რომლის განმავლობაში წონაში 10 კილოგრამამდე იკლებთ. წიწიბურა კლავს შიმშილის გრძნობას და წმენდს ორგანიზმს. მთელი დღე მიირთვით მხოლოდ სპეციალური რეცეპტით მომზადებულ წიწიბურა.

2) წიწბურის დამზადების წესი:

3) საღამოს წიწიბურას გარეცხავთ, დაასხავთ ადუღებულ წყალს და დატოვებთ დილამდე.

4) წიწიბურა შეგიძლიათ მიირთვათ 1%-მდე ცხიმიანობის (ანუ უცხიმო) კეფირით ან მაწვნით.

5) ამ დიეტის მერე აუცილებელია ერთთვიანი შესვენება.

მთელი დღე მიირთვით მხოლოდ სპეციალური რეცეპტით მომზადებულ წიწიბურა.

ინგრედიენტები:

1 პორცია წიწიბურა
1 ჭიქა კეფირი

3426 ნახვა

ამერიკული დიეტა ვახშამის გარეშე

ამერიკული დიეტა არ კრძალავს არაფერს, გარდა ვახშმისა.
ტკბილეული, ფუნთუშეული, ღვინო, ლუდი და სხვა ალკოჰოლი – შეგიძლიათ ეს ყველაფერი მიირთვათ, ოღონდ აუცილებლად დღის პირველ ნახევარში. დიეტა შედეგს რამოდენიმე დღეში ვერ მოგცემთ, თუმცა ორ -სამ კვირაში თქვენი დაკლებული კილოგრამები აშკარა და შესამჩნევი გახდება.

მითითებები:

1) ნურაფერს მიირთმევთ 17:00 საათის შემდეგ, წყლის გარდა; – წყალი არა მხოლოდ საღამოს, არამედ დღის მანძილზეც დიდი რაოდენობით უნდა დალიოთ. წყლის საკმარისი რაოდენობა ეხმარება ორგანიზმს შლაკებისგან გაწმენდაში და ხელს უწყობს ტოქსინების გამოდევნას ორგანიზმიდან. თუმცა ეცადეთ რომ 17:00 ის მერე ბევრი წყალიც არ დალიოთ.

2) გახსოვდეთ, დიეტის დროს ეცადეთ რაც შეიძლება ნაკლები ტკბილეული, ფუნთუშეული და ცხიმიანი საკვები მიირთვათ. ეს აკრძალული არაა თუმცა ჩვეული დოზის შემცირება უფრო კარგი ეფექტის მომცემი იქნება.

3) ეცადეთ რაც შეიძლება მეტი იმოძრაოთ. ისეირნეთ, უკეთესი იქნება თუ სუფთა ჰაერზე იზამთ ამას. აგრეთვე კარგი იქნება ცურვა, ან სხვა სპორტული აქტივობებით დაკავება.

ამერიკული დიეტის დღიური რაციონი შეგიძლიათ თქვენი შეხედულებისამებრ გადაინაწილოთ.

1105 ნახვა

2 კვირიანი ამერიკული დიეტით 10 – 12 კილოგრამს დაიკლებთ

თუკი ამ დიეტას სწორად შეასრულებთ, 2 კვირაში დაახლოებით 10-12 კილოგრამს დაიკლებთ. ამასთან ერთად კი ნივთიერებათა ცვლასაც დაარეგულირებთ.

მითითებები:

1) საუზმე:
დიეტის განმავლობაში არ იცვლება.
1 ფინჯანი რძიანი ყავა.
1 საშუალო ფორთოხალი ან 1 ვაშლი.
1 თოხლო კვერცხი.
1 ნაჭერი პური.

2) სადილი: შემწვარი ან მოხარშული თევზი 200 გრამი.
ნიახური ლიმნის წვენით 100 გრამი.
ვახშამი:
100 გრამ წვრილად დაჭრილ მოხარშული ხორცს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი ხახვის წვენი.
კარგად აურიეთ და მიირთვით 1 ნაჭერ პურთან ერთად.

3) სადილი:
მოთუშული ისპანახი 200 გრამი;
ხბოს შემწვარი ღვიძლი 150 გრამი;
2 ცალი მოხარშული კარტოფილი.
ვახშამი:
1 ჭიქა იოგურტი.
ბოსტნეულის სალათი 1 ნაჭერი პური, თოხლო კვერცხი და 1 ნაჭერი ლორი.

4) სადილი:
ტომატის წვენი 200 გრამი.
ფორთოხალი 200 გრამი.
სალათის ფურცლები.
ვახშამი:
1 ჭიქა იოგურტი.
2 ცალი კარგად მოხარშული კვერცხი, 2 ცალი პომიდორი და 1 ნაჭერი პური ან 1 ვაშლი.

5) სადილი:
მოხარშული ან შემწვარი წიწილა 200 გრამი;.
კომბოსტო 150 გრამი.
1 ნაჭერი პური.
ვახშამი:
ხაჭო 500 გრამი.
1 ნაჭერი პური.
1 ჭიქა უცხიმო რძე.

6) სადილი:
მოხარშული ხორცი 150 გრამი.
გახეხილი სტაფილო 250 გრამი.
2 ცალი მოხარშული კარტოფილი.
ვახშამი:
პომიდვრით, ლიმნის წვენით და მწვანე ხახვით.
1 ცალი ვაშლი , 2 ცალი შემწვარი კვერცხი.

7) სადილი:
მოხარშული თევზი 200 გრამი.
მწვანე სალათი 150 გრამი, 1 ნაჭერი პური.
ვახშამი:
ძროხის მოხარშული ხორცი 150 გრამი.
ბოსტნეულის სალათი 150 გრამი.
ვაშლი და ერთი ჭიქა უცხიმო რძე.

8) სადილი:
მოხარშული ქათამი 200 გრამი.
მოხარშული ბრინჯი 100 გრამი.
მწვანე სალათი ლიმონის წვენით 100 გრამი.
ვაშლი და 1 ჭიქა უცხიმო რძე.
ვახშამი:
1 ჭიქა იოგურტი.
2 საშუალო ზომის კატლეტი.
1 ნაჭერი პური და ერთი ვაშლი.

ინგრედიენტები:

ფორთოხალი
ვაშლი
კვერცხი
პური
თევზი
მოხარშული ხორცი
ისპანახი
ტომატის წვენი
მოხარშული კარტოფილი
სალათის ფურცლები
რძე
იოგურტი

1731 ნახვა

ბანანის დიეტა მარტივი და ეფექტურია. ერთ კვირაში თქვენ დაიკლებთ 5-7 კილოგრამს

ბანანის დიეტა ძალიან მარტივია და ეფექტურია. ერთ კვირაში თქვენ დაიკლებთ 5-7 კილოგრამს. კილოგრამების დაკლებასთან ერთად ბანანის დიეტა სასარგებებლოა თქვენი კანისთვის, ფრჩხილებისთვის და თმისთვის.

მითითებები:

1) დღეში მიირთვით 1,5 კილოგრამი ბანანი. ეს რაოდენობა გაყავით 4-6 ნაწილად და დღის განმავლობაში მიირთვით. აგრეთვე მიიღეთ ჩვეულებრივზე მეტი წყალი ან უშაქრო მწვანე ჩაი.

2) თუ ძალიან გაგიჭირდათ ამ დიეტის დაცვა შეგიძლიათ დღეში ერთი მოხარშული კვერცხი მიირთვათ (ბანანთან ერთად არა). ბანანის დიეტის გამეორება 1.5 თვის გასვლის შემდეგ არის რეკომენდირებული.

ინგრედიენტები:

ბანანი
მწვანე ჩაი
მოხარშული კვერცხი

1198 ნახვა

ბალერინების დიეტით შესაძლებელია 3-დან 5 კილოგრამამდე წონაში დაკლება

დიეტა გამოიყენება თვეში ერთხელ, სამი დღის განმავლობაში. უარი უნდა ვთქვათ შაქრისა და მარილის მიღებაზე. შესაძლებელია 3-დან 5 კილოგრამდე წონაში დაკლება.

მითითებები:

1) დილა: თოხლო კვერცხი.

2) 3 საათის შემდეგ: 175 გრამი ხაჭო და ერთი ჭიქა უშქრო ჩაი.

3) 3 საათის შემდეგ: 175 გრამი ხაჭო და ჩაი.

ინგრედიენტები:

175 გრამი ხაჭო
1 ჭიქა უშაქრო ჩაი

1151 ნახვა

საზამთროს დიეტა 15 დღეში თქვენ დაიკლებთ დაახლოებით 8 კილოგრამს

15 დღეში თქვენ დაიკლებთ დაახლოებით 8 კილოგრამს.

მითითებები:

1) დღის განმავლობაში მიირთვით საზამთრო თქვენი წონის შესაბამისად შემდეგი პროპორციით (კილოგრამებში) 1:10 თუ თქვენ მეორე დღეს არ გაქვთ სიმძიმის შეგრძნება მუცელში, მეტეორიზმი და სხვა უსიამოვნო შეგრძნებები, თამამდ გააგრძელეთ დიეტა (იკლებთ სამ კილოგრამამდე წონას).

2) ხუთდღიანი დიეტის მერე გადადით ათდღიან დიეტზე საუზმე: უტკბილო შვრიის ფაფა,ცოტა ყველი; სადილი: თევზის პატარა ნაჭერი (ან ხორცი) და სალათი უცხიმოდ; ვახშამი: საზამთროს დიდი ნაჭერი (თქვენი წონის შესაბამისად) შემდეგი პროპორციით 1:30

საზამთროს დიეტა ხუთ დღეზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
დიეტა არ შეიძლება მათთვის ვისაც ნაღვლის ბუშტში კენჭი აქვთ, ან დაავდებულნი არიან დიაბეტითა და პანკრეასით.

ინგრედიენტები:

400 გრამი საზამთრო
1 თევზის პატარა ნაჭერი
1 პორცია უტკბილო შვრიის ფაფა

855 ნახვა

გასახდომი საუზმე 10 დღიანი დიეტა

სხვადასხვა ინგრედიენტებისგან შემდგარი 10 დღიანი დიეტა – საუზმე.

მითითებები:

1) კარგად აურიეთ მოცემული ინგრედიენტები

2) მიირთვით დილაობით

ინგრედიენტები:

500 გრ. მაწონი
150-200 გრ. ხაჭო (უცხიმო)
1 მუჭა გოგრის გაფცქვნილი თესლი
5 ცალი ქიშმიში
3-4 ცალი შავი ქლიავის ჩირი
1 ცალი ვაშლი
– მარილი
– შავი პილპილი
– მწვანილი

2366 ნახვა

პომიდვრის წვენის დიეტა 12 დღიანია და თქვენ 4-7 კილოგრამს დაიკლებთ

თუ თქვენ გიყვართ პომიდვრის წვენი აუცილებლათ ცადეთ პომიდვრის წვენის დიეტა. ის 12 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 4-7 კილოგრამ ზედმეტ წონას დაიკლებთ.

მითითებები:

1) საუზმე: ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი, 1 ნაჭერი ჭვავის პური, ნახევარი პორცია ხაჭო. ერთი ხილი.

2) სადილი: ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი, ერთი პორცია მოხარშული ბრინჯი ბოსტნეულთან, 150 გრამი მოხარშული თევზი, 100 გრამი ყურძენი.

3) ვახშამი: ერთი ჭიქა პომიდვრის წვენი, 100 გრამი საქონლის ფარში, ერთი პორცია მოშუშული სოკო ხახვთან, 2-3 მოხარშული კარტოფილი.

ინგრედიენტები:

პომიდვრის წვენი
პური
ხილი
ბრინჯი
ბოსტნეული
თევზი
ყურძენი
კარტოფილი
ფარში
სოკო

169 ნახვა

მინუს 5 კგ 3 დღეში თუ სასწრაფოდ გჭირდებათ დაკლება ეს დიეტა თქვენთვისა

მინუს 5 კილოგრამი 3 დღეში – ერთ-ერთი ყველაზე მკაცრი დიეტაა, მაგრამ თუ სასწრაფოდ გჭირდებათ კილოგრამების დაკლება ეს დიეტა თქვენთვისა. 3 დღეში 4-5 კილოგრამამდე დაიკლებთ.

მითითებები:

1) საუზმე: 1 მოხარშული კვერცხი.

2) ლანჩი: 150 გრამი უცხიმო ხაჭო.

3) სადილი: 150 გრამი უცხიმო ხაჭო. უშაქრო ჩაი.

4) სადილის მერე დაძინებამდე გაზგასული მინერალური წყალი.

ინგრედიენტები:

კვერცხი
ხაჭო
ჩაი
მინერალური წყალი

3022 ნახვა

ერთი ჭიქის დიეტა 2-3 კვირიანია და კვირაში თქვენ 1-3 კილოგრამს დაიკლებთ

ერთი ჭიქის დიეტა 2-3 კვირიანია და კვირაში თქვენ 1-3 კილოგრამ ზედმეტ წონას დაიკლებთ. დიეტა ძალიან მარტივი და სახალისო დასაცავია.

მითითებები:

1) დიეტის პერიოდში დღეში უნდა მიირთვათ 5-6 ჯერ ნებისმიერი საკვები რომელიც ერთ საშუალო ზომის ჭიქაში ჩაეტევა. ამგვარად თქვენ ხშირად და ცოტ-ცოტას შეჭამთ.

2) უკეთესი ეფექტისთვის მაქსიმალურად შეამცირეთ ტკბილი, მარილიანის და ალკოჰოლის რაოდენობა.

497 ნახვა

წვენის განტვირთვის დღე საკმაოდ ეფექტიურია 1 დღეში 1 კგ დაიკლებთ

წვენის განტვირთვის დღე საკმაოდ ეფექტიურია. ის ერთ დღიანია და ამ დღეს თქვენ ერთ კილოგრამამდე დაიკლებთ. რეკომენდირებულია 2-3 კვირაში ერთხელ.

მითითებები:

1) მთელი დღის განმავლობაში ვსვამთ 1-2 ლიტრამე ხილის ან ბოსტნეულის წვენს.

2) გაითვალისწინეთ რომ წვენი ახალდაწურული უნდა იყოს და არა ნაყიდი სუპერმარკეტში.

191 ნახვა

შერეული დიეტა 20-30 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 7-10 კგ დაიკლებთ

შერეული დიეტა საკმაოდ გრძელვადიანია. ის 20-30 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 7-10 კილოგრამამდე დაიკლებთ. დიეტა საკმაოდ მარტივი დასაცავია.

მითითებები:

დიეტის მენიუ საკმაოდ მარტივია ორი დრე მივირთმევთ ცილოვან საკვებს და შემდეგი 2 დღე მოსტნეულს და ხილს. ასე მთელი დიეტის განმავლობაში.

339 ნახვა