ტეგების არქივი: qartuli arxebi

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად მოკვდა – (სტატიის თარგმანი)

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ “ვაშინგტონ თაიმსმა” საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას ვრცელი, კრიტიკული სტატია მიუძღვნა. საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი” სტატიის სრულ თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

არაა ის რეფორმატორი, რომელიც უკრაინას სჭირდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქებას იმსახურებს ათი წლის წინ თავისი ქვეყნის ეკონომიკის საფუძვლიანად შეცვლისთვის, ამჯობინებს, რომ მას მოიხსენებდნენ, როგორც „ძველ რევოლუციონერს“. თუმცა ეს არ არის მიზეზი, თუ რატომ მიიწვიეს ის უკრაინაში ოთხი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დამარცხდა არჩევნებში.
სააკაშვილი უკრაინაში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიწვია, რომელთან ერთად ის უნივერსიტეტში სწავლობდა. ბატონმა პოროშენკომ იცოდა, რომ ბატონ სააკაშვილს სჭირდებოდა ადგილი, სადაც ის იცხოვრებდა, და რომ მას გამოცდილი რეფორმატორის უნარები ჰქონდა. ასე რომ, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ანდო უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოლქის – ოდესის გუბერნატორობა. ოლქი მიხედვას საჭიროებდა. იმ პერიოდში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ამ ამოცანის შესრულებას შეძლებდა.
უკრაინის საზოგადოებაში დიდი იმედი გაჩნდა, თუმცა ამაოდ.
რეფორმატორის ნაცვლად, მივიღეთ რევოლუციონერი. სასწაულმოქმედის ნაცვლად, მივიღეთ ვირუსი, რომელიც სრულიად უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს მოედო, და მის უკან იდგა შეურაცხყოფილი ეგო და ძალაუფლების სურვილი. სააკაშვილი იქცა, სულ მცირე, დესტრუქციის იარაღად უკრაინაში ჩასვლის შემდეგ – ქვეყანაში, რომელიც ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ გადატრიალებას. მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, გაავრცელა მეორე, მაიდანის სტილის რევოლუციისკენ მოწოდებები, აბუჩად აიგდო უკრაინის კანონმდებლობა და მოუწოდა საჯარო დაწესებულებების შტურმისკენ.
უკრაინას არ სჭირდება კიდევ ერთი რევოლუცია და არც ამის ფუფუნება აქვს.
უკრაინა ჩაბმულია მიმდინარე ომში რუსეთთან, რომლის შეიარაღებულმა ძალებმა უკანონოდ დაიკავეს ყირიმი და განახორციელეს აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია. გარდა ამისა, კრემლი განაგრძობს დეზინფორმაციის და პროპაგანდის გამოყენებას უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისა და მისი რეფორმატორული ძალისხმევის დესტაბილიზაციისთვის. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, სააკაშვილი მზად იყო, წასულიყო ეშმაკთან გარიგებაზე და მიეღო ფინანსური დახმარება კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქისგან.
ის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს – მწარე რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ნებით თუ უნებლიედ, სააკაშვილი იქცა ინსტრუმენტად, რომელიც ძირს უთხრის უკრაინას. ის, ალბათ, ხედავს და აცნობიერებს ამ ფაქტს, მაგრამ კადნიერებას ამჟღავნებს და გულთან ახლოს არ მიაქვს. თავისი ქმედებების არც ფასი და არც შედეგები მას სულაც არ ადარდებს. ერთადერთი, რაც ბატონ სააკაშვილს ადარდებს, არის თავად ბატონი სააკაშვილი.
უკრაინა 2017 წელს არ არის საქართველო 2003-2013 წლებში, როცა სააკაშვილი ქვეყნის სათავეში იდგა. როგორც ჩანს, ის სასწაულებს ახდენს მხოლოდ მაშინ, როცა სრული კონტროლი აქვს. საქართველოში ის იყო ეფექტიანი რეფორმატორი იმიტომ, რომ აკეთებდა, რაც სურდა – და რის ფასად, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. დღევანდელი უკრაინა არ არის და არც უნდა იყოს ასეთი ქვეყანა. ჩვენ გადავიტანეთ ორი რევოლუცია, რათა თავიდან აგვეცილებინა მსგავსი ავტორიტარული მმართველობა. უკრაინას ავტოკრატია რომ სურდეს, დიდი ხნის წინ დანებდებოდა რუსეთს.
დღესდღეობით უკრაინას სჭირდება სამი რამ: მშვიდობა აღმოსავლეთში, გარე დახმარება და მტკიცე ურთიერთობების დამყარება ხელისუფლებასა და უკრაინის მოქალაქეთა შორის. სააკაშვილს არ შეაქვს წვლილი არც ერთი ხსენებული მიზნის მიღწევაში. ის აცხადებს, რომ აუჯანყდა კორუმპირებულ ინსტიტუტებს, მაგრამ ეს ტყუილია. ის ანადგურებს საზოგადოების ნდობას. მისი კრიტიკა არც სამართლიანობით და არც პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მისი მოქმედება გაუფრთხილებელი და წინდაუხედავია. ის აგრესიულია და მოუქნელი იქ, სადაც სიფრთხილე და თავშეკავებაა აუცილებელი – და ეს სახუმარო საქმე არ გახლავთ, რადგანაც აქ ლაპარაკია მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეზე და სტაბილურობაზე მთელი რეგიონის მასშტაბით.
ეს არ გულისხმობს იმას, რომ თავად უკრაინის ხელისუფლება უმწიკვლოა. რასაკვირველია, არა. დაშვებულია ძალიან ბევრი შეცდომა და რეფორმები არ ხორციელდება სასურველი ტემპებით, მაგრამ ამ საკითხების უმრავლესობასთან სააკაშვილს არაფერი ესაქმება.
ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეხებოდა უკრაინის სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიუროს წევრთა ჩამოშორების ახლახან განხორციელებული მცდელობას – მაგრამ უკრაინული საზოგადოება აღარ არის სათამაშო პოლიტიკური კლასის ხელში. უკრაინის რეფორმები, თუნდაც არასტაბილურად, მაგრამ მაინც ხორციელდება. უკრაინელი ხალხი აღარ აიტანს ინერტულობას და აღვირახსნილ კორუფციას.
ჩვენს ემოციურად დამუხტულ ეპოქაში პოლიტიკური კლასი ვალდებულია, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა. ვაღიაროთ სიმართლე: ამ მხრივ ჩვენ ყოველთვის არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა ეს არც აკნინებს ბოლო წლებში უკრაინაში მიღწეულ უზარმაზარ წინსვლას და არც უგულებელყოფს ჯერ კიდევ განსახორციელებელ საქმიანობას. უკრაინას სჭირდება პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ლიდერები, ლიდერები ხედვით, სანდო და პატრიოტი ლიდერები, რომლებიც მზად არიან, ემსახურონ ხალხს, და არა ქაოსისა და არასტაბილურობის წყარო-ლიდერები. სააკაშვილი ამ მოთხოვნებს არ პასუხობს.

წყარო: ბმული

216 ნახვა

სასწრაფოდ! რა ჩაიდინა პოლიციამ ბათუმში ხალხი ქუჩაშია გამოსული (ვიდეო)

ინტერნეტმომხმარებელი ნინული ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„მივმართავ ქალაქ ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას! ნახეთ რა ხდება ბათუმის ბულვარში, სადაც დაცვის პოლიციელები ქართულ ცეკვას უკრძალავენ ბავშვებს. მიზეზს არ ხსნიან, იმიტომ რომ ასე უნდათ. სინამდვილეში მთელ ბათუმში ისმის თურქული და ირანული მუსიკები! თურმე თურქეთის საელჩოს არ მოსწონს და ხელს უშლის ქართული მუსიკა და ცეკვა, რომელიც იქვეა 30 მეტრში. დაფიქსირდა, ხელი შეუშალეს საელჩოს ქართული დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა, ისე რომ მათ პატრულიც არ გამოიძახეს! გთხოვთ გააზიაროთ ყველამ, რათა გავრცელდეს თურქულ-ქართული სპეცსამსახურების კოჰაბიტაციის მონახაზი!

1456 ნახვა

„ეს გააკეთეს ბადრი პატარკაციშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა…”

„ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა იყო ბნელ გვირაბში სინათლის სხივი. გავიხსენოთ რა დღეში ვიყავით „ნაციონალების“ დროს. ბატონი ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო რაღაც საშინელება გველოდა“, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა „მარშალპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ია მეტრეველი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის კეთილი საქმეები უანგაროდ აქვს გაკეთებული და ეს ხალხმა არ უნდა დაივიწყოს.

“ბადრი პატარკაციშვილი იყო გამორჩეული პატრიოტი და ჩვენთვის ძალიან დიდი იმედი. მე დღესაც ვთვლი, რომ ის განზრახ გაისტუმრეს იმ ქვეყნად. ის იყო ძალიან კეთილშობილი და ქველმოქმედი ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან უყვარდა საქართველო, რომელიც ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ უკეთ ეცხოვრა ქართველ ხალხს. ეს იმედი, რომ ჩაგვიკვდა, ძალიან დიდი ტრაგედია იყო ქართველი ხალხისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ მას არ დაცალდა…

მე ორად ორი ადამიანი ვიცი საქართველოში – ეს იყო ბადრი პატარკაციშვილი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომლებმაც ამდენი სიკეთე გაუკეთეს ქვეყანას. თუ რამე არის შემორჩენილი, განახლებული, გაკეთებული თურმე აკეთებდა ბატონი ბიძინა და ბატონი ბადრი. ძალიან ბევრი მილიონრების სახელები და გვარები მესმის აქეთ-იქიდან, ზოგს ვიცნობთ, მაგრამ მათი საქმეები მე არ დამინახავს.

ბატონი ბიძინას გამოჩენა, ეს იყო ბნელ გვირაბში სინათლის სხივი, ისეთ პერიოდში გამოჩნდა. დღეს ერთი გავიხსენოთ რა დღეში ვიყავით მაშინ და დღეს რა დღეში ვიქნებოდით, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, რაღაც საშინელება გველოდა, ჯერ კიდევ სად ვიყავით, ისინი იქნებოდნენ სამუდამოდ და ალბათ, ჩვენ აღარც ვიქნებოდით.
„ნაციონალები“ ისე იყვნენ მოძლიერებული, ისე ჰყავდათ ხალხი დაშინებული, გაუბედურებული, რომ ლაპარაკისაც კი ეშინოდათ. სახელმწიფო სტრუქტურები, მთელი რესურსი მათ როგორც უნდოდათ ატრიალებდნენ… ქვეყანა ჯიბეში ჰქონდათ ჩადებული, გამოსავალი არ ჩანდა.

ბატონი ბიძინა არის რაღაც ფენომენალური პიროვნება. ადამიანს, რომელსაც ამდენი წლების განმავლობაში საერთოდ არ ვიცნობდით, თურმე ინახავდა, აშენებდა ნახევარ საქართველოს, ტაძრები, სამებიდან დაწყებული ყველაფერი მისი გაკეთებულია. სააკაშვილი რომ იბრალებდა, ლენტებს ჭრიდან და გვატყუებდა მე ვაკეთებო, თურმე ყველაფერი, პატრულიც კი, რეფორმა – ბიძინა ივანიშვილის დაფინანსნებულია და დღესაც მისი ნაყიდი მანქანები ჩამოდის. ამდენი რაღაცას აკეთებდა, ისე რომ საერთოდ არ ჩანდა, მადლობასაც არ ელოდა. აი, ასეთი სიკეთე მესმის მე. ეს ადამიანი ისე აკეთებდა ამ სიკეთეს, რომ სანაცვლოდ არაფერს იღებდა და ითხოვდა, ამისთვის დიდი მადლობა მას.

მე ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერაც შევხვდი, დავინახე რომ ძალიან უშუალო ადამიანია, არანაირი ამპარტავნობა, ძალიან თბილი და მორიდებულია. მის ოჯახსაც ეტყობა ეს ყველაფერი, მეუღლეს და შვილებს, ამიტომ ვცემ მას დიდ პატივს. თავის მხარეში საჩხერეში რაც გააკეთა, ერთი ჰკითხეთ, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი და რა ბედნიერი არიან. ბატონი ბიძინას წინააღმდეგ იმდენი სიბინძურე იწერება, რაც ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს. მე მინდა საზოგადეოაბას შევახსენო, ნუ დავივიწყებენ ამხელა მის სიკეთეს. ბატონი ბიძინა ვერ ჩამოივლიდა და ჯიბეში ფულს ვერ ჩაუდებდა ყველას. ამ კაცმა გაგვათავისუფლა იმ ჯოჯოხეთისგან და ახლა რაღა უნდათ ამ კაცისგან?! ადამიანმა მოგვიტანა ამხელა თავისუფლება და ახლა საკუთარ თავებს თავად უნდა მივხედოთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

1282 ნახვა

მისი სიმღერის საშინლად შესრულების მოსმენისას, სტინგი რეაქციას ვერ მალავს (ვიდეო)

რა თქმა უნდა, დიდი პატივია, როდესაც სიმღერას იმ არტისტის წინაშე ასრულებ, ვისაც ეს ნაწარმოები ეკუთვნის. ხშირ შემთხვევაში ეს პატივისცემად ითვლება, თუმცა ხანდახან ყველაფერი ისე კარგად არ მიდის როგორც დაგეგმილი გვქონდა.

რამდენიმე კვირის წინ, შვედური Polar Music Prize, რომელსაც ხშირად მუსიკის ნობელის პრემიასაც უწოდებენ, სტინგს გადაეცა. საზეიმო ცერემონიალზე კი, მისთვის პატივის მიგება ლეგენდარულმა პუერტო რიკოელმა გიტარისტმა, ხოსე ფელიციანომ გადაწყვიტა. მან სტინგის კლასიკა Every Breath You Take შეასრულა, მაგრამ მაინცდამაინც კარგად არ გამოუვიდა.

როგორც ხედავთ, სტინგის დამოკიდებულება მისმა ემოციებმა და მიმიკამ გასცა.

97 ნახვა

ოჯახის შექმნის მიზნით, დაგეგმილ პაემნებს მთავრობა დააფინანსებს

იაპონელი მამაკაცების 30% ქალთან ურთიერთობას, მაღალტექნოლოგიურ თოჯინებთან ურთიერთობას ამჯობინებს. რეალურად ოჯახების შექმნა მხოლოდ 20%- ს უნდა . ამიტომ იაპონიის მთავრობამ გადაწყვიტა დააფინანსოს ქალისა და ვაჟის პაემნები, თუ ისინი ოჯახს შექმნიან 10 წლის განმავლობაში ათავისუფლებენ კომუნალური გადასახადებისგან.

შეხვედრებისთვის სპეციალურად მოაწყვეს რესტორნები კაფეები რომ წყვილმა თავი მყუდროდ და ბედნიერად იგრძნოს.

193 ნახვა

მარადონა: “კედელზე პუტინის პორტრეტი მაქვს”

ლეგენდარულმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ, რომელიც კონფედერაციის თასის დასკვნით ეტაპს დაესწრო რუსეთში, ამ ქვეყნის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის შესახებ ისაუბრა.

მარადონას თქმით, პუტინი თავისი კუმირია და მისი ფოტო კედელზე აქვს ჩამოკიდებული.

“იგი მსოფლიოში მშვიდობის დამყარებისკენ მიისწრაფის. პუტინი ნამდვილად ფენომენალური პიროვნებაა, რომელსაც ძალიან ვაფასებ და დიდ პატივს ვცემ. ჩემს კედელზე ორი პორტრეტია – ერთი ფიდელ კასტროსი, ხოლო მეორე – ვლადიმერ პუტინის”. – განაცხადა მარადონამ

შეგახსენებთ, რომ მარადონა კუბის დიქტატორის ფიდელ კასტროს ახლო მეგობარი იყო.

118 ნახვა

ცხოველები ეხუტებიან ადამიანებს გაოცდებით (ვიდეო)

189 ნახვა

რა მდგომარეობაშია გამწარებული ხალხი ელიავაზე, სადაც ძლიერი ხანძარია (ვიდეო)

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძრის ჩასაქრობად მაღაზიების მეპატრონეები ვერტმფრენის გამოყენებას ითხოვენ. მათი თქმით, მეხანძრეები ხანძრის ლოკალიზებას ამ დრომდე ვერ ახერხებენ, ამიტომ ცეცხლი სხვა ობიექტებზეც რომ არ გავრცელდეს, ვერტმფრენები უნდა დაიხმარონ.

ელიავას ბაზრობაზე ცეცხლი სამსართულიან შენობას უკიდია. მაღაზიების მეპატრონეებს საქონელი სავაჭრო ობიექტებიდან გააქვთ. ხანძარს 17 სახანძრო მანქანა აქრობს. ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე ვერ ხერხდება.

259 ნახვა

გაზზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიერების არქონა 100-ქულიან საჯარიმო სისტემაზე?

გაზზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიერების არქონა 100-ქულიან საჯარიმო სისტემაზე არ მოქმედებს. ამის შესახებ “ფორტუნას” საპატრულო პოლიციაში მედიაში გავრცელებული იმ ინფორმაციის საპასუხოდ განუცხადეს, სადაც საუბარია იმაზე, რომ თითქოს, გაზზე მომუშავე მანქანების ტექდათვალიარების არქონის გამო 100-ქულიანი სისტემით დაჯარიმდებიან და 15 ქულა ჩამოაკლდებათ.

მათი თქმით, ტექდათვალიერება სულ სხვა საკითხია და არანაირად არ უკავშირდება მოძრაობის წესებისთვის შემოღებულ 100-ქულიან სისტემას, რომელცი 1-ლი ივლისიდან უნდა ამოქმედდეს. მით უმეტეს, რომ ტექდათვალიერების ვალდებულება ძალაში 2018 წლის იანვრიდან შედის. ეს ეხება, როგორც გაზზე, ასევე ბენზინსა და სხვა საწვავზე მომუშავე მანქანებს.

როგორც საპატრულო პოლიციაში აცხადებენ, მათთვის უცნობია, თუ რატომ გავრცელდა ეს მცდარი ინფორმაცია, რადგან მსგავსი საკითხი საერთოდ არ დამდგარა დღის წესრიგში.

519 ნახვა

შემზარავი კადრები: მთვრალი თინეიჯერები “Instagram”-ის პირდაპირ ეთერში გზიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ (+18)

სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახოთ!

შემზარავი კადრები: მთვრალი თინეიჯერები “Instagram”-ის პირდაპირ ეთერში გზიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ, შემთხვევა რუსეთში მოხდა (+18).

2673 ნახვა

როგორ გამოიყურება “ტიტანიკი” ჩაძირვიდან 105 წლის შემდეგ (ფოტოები)

ლეგენდალური ლაინერი „ტიტანიკი“ ზუსტად 105 წლის წინ ჩაიძირა, 1912 წელს.

დღეს ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც წყალქვეშაა გადაღებული და რომლებზეც ნათლად ჩანს, როგორაა შენახული გემის კორპუსი.

ამჟამად „ტიტანიკი“ 4 ათასი მეტრის სიღმეზეა და მისი კორპუსის ორ ნაწილს შორის დაშორება 600 მეტრია. შეგახსენებთ, ჩაძირვისას ლაინერი შუაზე გადატყდა.

მეცნიერები ფსკერის ამ ნაწილში დღემდე პოულობენ სარკეებს, სკივრებს, ავეჯსა და სხვა ნივთებს, რომელიც გემის ინტერიერისა და მგზავრების ბარგის ნაწილია.

1417 ნახვა

“საქართველო ჩემი გულია” ბერას გამოსვლა FOX5 NEWS (ვიდეო)

271 ნახვა

კიბოს პროფილაქტიკა ხალხური მედიცინის რჩევების მიხედვით (ვიდეო)

429 ნახვა

ღვთისმშობლის ხატის მცველები დუმულს არღვევენ! როგორ უმალავენ პატრიარქს იმას რაც მათ ინტერესებში არ შედის და რა გზა გაიარა ხატმა სამების ტაძრიდან ჯვრის მონასტრამდე?!

ღვთისმშობლის ხატი “დედოფალი – სიხარულის მომნიჭებელი“ ათონის მთაზე, ივერონში დაბრძანებული “ივერიის ღვთისმშობლის-პორტაიტისად“ წოდებულის ზუსტი და უნიკალური ასლია. ღვთისმობლის ხატს დიდი სასწაულები და წინააღმდეგობები ახლავს თან რომლის შესახებაც არაერთხელ დაგვიწერია. დღეს კი გთავაზობთ ხატის მცველების ვრცელი წერილიდან შემოკლებულ ვერსიას სადაც საუბარია სასულიერო პირების თვითნებობასა და შიდა დაპირისპირებაზე რომელიც მცველებმა საკუთარ თავზე გამოსცადეს. საუბარია განსაცდელზე რომლის წინაშეც აღმოჩნდნენ ღვთისმშობლის ხატი და მისი მცველები თუ რა გზა გაიარეს ჯვრის მონასტერში ქართველთა კუთხის შესაქმნელად და ხატის ასლის დასაბრძანებლად.

უკავშირდება თუ არა სამების ტაძრის ხანძარი და ვარძიის გადაწვა სასწაულმოქმედი ხატის დევნას?

ისტორია რომელსაც ახლა მოისმენთ პირველად იწერება, თუმცა ამ ჯერადაც იქნება ძალიან მცირედი იმ დიდი ამბისა, რომელსაც ოდესმე გიამბობთ. ნათქვამია ხალხი ბრბოაო, მაგრამ ეს ალბათ იმათი პირიდან, ვინც ხალხს ასეთად მიიჩნევს, მაგრამ უფალმა შეიყვარა სწორედ ეს ხალხი და ევნო მათთვის. ესაა, ამბავი სიყვარულისა და ღალატისა, ამბავი თანგანწირვისა და უღირსობისა, ეს ამბავი მოგითხრობთ ფარისევლობასა და უფლის ღირსეულად დახვედრის შესახებ. მაშ ასე:

შარშან, როდესაც გაჩნდა ქართველთათვის სანუკვარი ქართველთა კუთხის შექმნის შესაძლებლობა წმინდა მიწაზე, დიდმა სიხარულმა დაისადგურა ჩვენს გულში. მართალია იმის ილუზია არ გვქონია, რომ აეროპორტში მთელი ერი დაგვხვდებოდა (რაც ასეთი მოვლენების დროს ასეც უნდა ხდებოდეს) მაგრამ არც იმისი მოლოდინი გვქონდა, რაც მოხდა შემდგომ. მივყვეთ მოვლენებს და ბევრი რამ შევამოკლოთ, ისიც საკმარისი იქნება.
როდესაც ჩამოვედით უდიდესი სიხარული ვაუწყეთ ხალხს ტელევიზიით, დაიწერა პრესაშიც ჟურნალებშიც და ინტერნეტ სივრცეშიც, რომ სამ საუკუნეზე მეტი დროის გასვლის შემდეგ, პირველად გვეძლეოდა ქართველებს შანსი, შეგვექმნა ქართველთა კუთხე იერუსალიმის ჯვრის მონასტერში. გავრცელდა ვიდეო მასალებიც და გულში იმედიც გაჩნდა. ეს იყო ოქტომბრის თვე. ჩვენ ჩამოსვლისთანავე დავიწყეთ ზრუნვა ხატის შექმნაზე და დიდი სიხარულით მივმართეთ საპატრიარქოს, რომ ეს უდიდესი სიხარული მიგვეტანა მის უწმინდესობამდე და მისი გული გაგვეხარებინა, გული რომელიც მუდამ სავსეა უამრვაი ტკივილით. მივედით ანთებული გულებით რკინის კარამდე, მაგრამ უკან მოგვაბრუნეს! აქედან დაიწყო უამრავი მცდელობა, რომ უწმინდესისთვის ხმა მიგვეწვდინა, მაგრამ ამაოდ. საპატრიარქოში სიარულს თვეზე მეტი მოვანდომეთ უშედეგოდ. ამავდროულად სამების ტაძარშიც მივედით, არქიმანდრიტი იოანე მჭედლიშივილი დაგვხვდა ჩვენ ვუთხარით, რომ მიუხედავად იმისა, რომ უწმინდესის კურთხევა არსებობდა მაინც არ მივაბრძანეთ ხატი პირდაპირ და წინასწარ შეთანხმება ვარჩიეთ. მოაბრძანეთო გვითხრა და ჩვენც გახარებულები დავბრუნდით კვლავ. შობის მარხვა დაიწყო და მრევლმაც დიდი სურვილი გამოთქვა ხატის მოლოცვისა, ჩვენც კვლავინდებურად მივაბრძანეთ ხატი სამების ტაძარში, მაგრამ.. მაგრამ ღვთისმშობელი გამოაგდეს ტაძრიდან. მერე რა, რომ პატრიარქის კურთხევა გაქვთ, წადით და ხელახლა გაარკვიეთ ეგ ამბავიო და ხატიანად უკან გამოგვაბრუნეს. ამ ამბავს ბევრი ადამიანი შეესწრო. იმედგაცრუებული ხალხი ეზოში ცდილობდა ხატის მოლოცვას, ჩვენ კი თავზარდაცემულები მივყვებოდით სამების ეზოს, ნუთუ ეს დღეც გათენდა და დედა ღვთისას ადგილი აღარაა უკვე სამების ტაძარში?! უკვე ორი მიზეზი გაჩნდა უწმინდესის ნახვისა, ერთი ის, რომ ხატის დევნა სცოდნოდა და მეორე ის რომ ჯვრის მონასტრის ამბავი შეეტყო! ამბის გარკვევასა და კარდაკარ სიარულში შობამაც ჩაიარა. ბოლოს დავუკავშირდით მამა ილია ნასიძეს, სამების ტაძრის წინამძღვარს და ისიც მხოლოდ ტელეფონით. დავრეკეთ “დაააააააააა” ისმის ყურმილში.. ვესაუბრეთ და გვითხრა საკმაოდ ცივად, რომ მხოლოდ ნათლისღებისთვის შეძლება პატრიარქისგან კურთხევის აღებას ხატის გამობრძანებაზე. მოვიდა ნათლისღებაც და სამების წინამძღვარმა კვლავ ტელეფონით გვამცნო, რომ უწმინდესს ვერ დაელაპარაკა, წადით და საპატრიარქოში არკვიეთ ყველაფერი შორენასთანო. იმ შორენასთან დღეს რომ პოპულარობის გამო ლამის ოპრა უინფრის შოუშიც კი მიიწვიონ. ამასობაში ხატის წერაც დაიწყო, მაგრამ ჰოი საოცრებავ, არ ვიცი თუ გინახავთ მწვანე ღვთისმშობელი, მაგრამ ახალი ტენდენციაა ხატწეროაშო. არ გვინდა ეს მწვანე ღვთისმშობელი, მაგრამ ვინ გისმენს, ყველაფერი დაძაბულობამდე და ჩხუბამდე მიჰყავთ, რათა როგორმე კონფლიქტის ფონზე ჩაიშალოს ხატის შექმნაც. ბოლოს სიტუაცია იმდენად გართულდა, რომ ხატი “დედოფლის” გაქრობის საშიშროებაც კი დადგა და ხატი ქვეყნიდან გავაქციეთ. ამ დეტალებზე დღემდე არ ვსაუბრობთ, ეს ძალიან მძიმეა და სახიფათო, მაგრამ ერთი რამ ფაქტია, რაც მომლოცველებსაც ახსოვთ, ხშირად ჩვენს უნებართვოდ ქრებოდა “დედოფალი” სამების ტაძრის შუატაძრიდან, ხან საკურთხეველში იყო შებრძანებული და ხან რა იყო მიზეზი. ხალხს ეუბნებოდნენ მცველებმა წააბრძანესო, ერთმა სტიქაროსანმა რომელიც ჯერ კიდევ არ გვიცნობდა სახეზე მცველებს, ჩვენვე გვითხრა როცა ხატი მოვიკითხეთ, მახათაზე გადააბრძანესო, ამ დროს კი “დედოფალი” სამების ტაძარში იყო დამალული. როდესაც ხალხი ადგილსამყოფელს გვეკითხებოდა ხატისას, ჩვენ გვიწევდა ამ ყველაფრის დამალვა და ვცდილობდით ეკლესიის სახელი არ შელახულიყო. დაიწყო დევნა ღვთისმშობლისა. არ აღმოჩნდა არცერთი მღვდელი არცერთი ტაძრისა, ვინც მრევლს მისცემდა საშუალებას ხატი მოელოცათ. რამოდენიმე თვე იმყოფებოდა ხატი უცხოეთში. ამავდროულად ჩვენ კვლავ ვცდილობთ უწმინდესთან შეხვედრას, ვხვდებით სხვადასხვა სასულიერო პირებს და ვთხოვთ დახმარებას, მაგრამ ყველა ამბობს უარს. ბოლოს უკვე გაჩნდა მუქარა და მინიშნება ჩვენი სიცოცხლის ხელყოფისა. ხატის გვერდზეც კი წერდა ზოგიერთი “მრევლი” ამას. ძირითადად ისინი ვინც ოპონირებას გვიწევდნენ უმთავრესად სასულიერო პირების ან ოჯახის წევრები იყვნენ ან ახლობლები. ერთ-ერთ შეხვედრაზე საკმაოდ “მაღალხარისხოვანმა” სასულიერო პირმა რამოდენიმეჯერ გვითხრა, ფრთხილად იყავით არ მოგკლანო. ამას გვეუბნებოდა ზოგიერთი ცნობილი სასულიერო პირიც. ამის თქმა იყო და ზუსტად მესამე დღეს ხანძარი გაჩნდა სამების ტაძარში. სამება იწვოდა! თავად სამებაშიც არიან განსაკუთრებულად სუფთა და წმინდა მამები, მაგრამ ისინი ფონს ნამდვილად ვერ ქმნიან. იყო თუ არა სამების ხანძარი სასჯელი უფლისგან, მისი დედის დევნის გამო ეს თქვენთვის მოგვინდვია.

დრო გადიოდა და ბოლოს კიდევ ერთი დაძაბულობა შეიქმნა. დაგვპირდნენ მეუფე დანიელმა შემოგითვალათ, რომ ის შეგახვედრებთ უწმინდესს სამებაშიო, დაგვითქვეს კონკრეტული დღე. მივედით. მუდამ რომ უწმინდესის გვერდით დგას მეუფე დანიელი და ყოველ სიტყვაზე, რომ ემოწმება უწმინდეს თქვენის წინამძღოლობითო, მაინცადამაინც იმ დღეს არ მოვიდა და გვითხრეს არქიდიაკონია გაფრთხილებული და ის შეგიყვანთო. მოკლედ იქ ისეთი გაკითხვა გამოკითხვა ატყდა, გაჩერებად არ ღირდა, მაგრამ სხვა რა გზა იყო. ბოლოს როგორც იქნა ჩვენი რიგიც მოვიდა და არქიდიაკონმა წინასწარ გაგვაფრთხილა, მიგიყვანთ ოღონდ ხმა არ უნდა ამოიღოთო. მართალი გითხრათ ეს რას ნიშნავდა არც გვიფიქრია. უწმინდესთან მიგვიყვანეს, მუხლი მოვიყარეთ და უეცრად უწმინდესს ეუბნებიან, უწმინდესო ამათ დალოცვა უნდაო. უწმინდესი კარგად გვიცნობს მრავალი წელია, თან იცის, რომ უდიდესი ხატის მცველები ვართ. უწმინდესმა გაკვირვებულმა გადმოგვხედა ყველას, ასეთ სიგიჟეს არ ელოდა. ჩვენ ვუთხარით ჯვრისმონასტრის ამბავი და როგორც კი ნახეს, რომ ეს ამბავი ვუთხარით დაგვეჯაჯგურნენ გვეცნენ მკლავებში წამოგვაყენეს და საკურთხევლიდან გამოგვიყვანეს. ზედ საყვედურიც მოგვაყოლა არქიდიაკონმა. არც მანამდე ვაკლებდით სამებაში უწმინდესთან შეხვედრის მცდელობას, მაგრამ იქ როგორც წესი, უწმინდესის დაცვის წევრი, რომელიც მეუფე სერაფიმეს სიძედ ეკუთვნის, გვიღობავდა გზას. ყველას აფრთხილებდა, რომ საკურთხეველში არ შევეხვედრებინეთ ვინმეს უწმინდესთან. ერთხელაც ისე დაემთხვა, რომ წირვაზე თავად მეუფე სერაფიმე გახლდათ ჩამობრძანებული, ძალიან გავიხარეთ, რადგან მეუფეს კარგად ვიცნობდით და იმედი მოგვეცა, რომ უწმინდესს შეგვახვედრებდა. ჩვენ მეუფეს მანამდე ბორჯომშიც ვსტუმრობდით და “დედოფალიც” გვყავდა ჩაბრძანებული იქ. მეუფემ რომ დაგვინახა, მისთვის ჩვეული ღიმილით მოგვიკითხა. ჩვენ სიტუაცია ავუხსენით და ვუთხარით, რომ გამგზავრება ხატისა კარზე იყო მომდგარი, ხოლო უწმინდესმა არაფერი იცოდა და ამიტომ სასწრაფოდ გვინდოდა მისი ნახვა. მეუფემ ღიმილით გვიპასუხა, აბა მე რა შემიძლია, ამ ეპარქიაში სტუმარი ვარო და საკურთხეველში შევიდა. სახტად დავრჩით, მაგრამ რაც შემდგომ მოხდა ამან უფრო გაგვაკვირვა, გავიდა მცირეოდენი დრო და მეუფე სერაფიმე მართლაც რომ სტუმრად იქცა ქართულ ეკლესიაში. დიდ ხარ შენ უფალო და საკვირველ არიან საქმენნი შენი. ჩვენ დღემდე ძალიან გვიყვარს მეუფე სერაფიმე და ვაფასებთ მის ამაგსა და ღვაწლს, შეუმცდარი არავინაა ამქვეყნად და არა არს კაცი, რომელიც ცხონდეს და არა სცოდოს.

ერთ დღესაც, როდესაც მივედით გვენახა ხატის ასლი რა მდგომარეობაში იყო, მოულოდნელობამ თავზარი დაგვეცა. ხატი ეზოში გამოებრძანებინათ, ზედ გაურკვეველი წარწერები გაეკეთებინათ და ფოტოებს უღებდნენ. წარწერებზე მოხსენიებულნი იყვნენ ვიღაც უცხო მღვდლები, დიაკვნები, მონაზვნები, თითქოს ხატი კი არა ბლოკნოტი ყოფილიყოს, თანაც სრულიად გაუგებარი ხალხი. ჩვენს აღშფოთებას საზღვარი აღარ ჰქონდა, გადავწყვიტეთ, შეგვეწყვიტა ხატის იქ დაწერის პროცესი და ხატის წამობრძანება რომ გადავწყვიტეთ აი იქ ატყდა გაწევ გამოწევა. ხატს არ გვატანდნენ. არ ვიცი, როგორ და საიდან მაგრამ უაცრად ვიღაც ჩვენთვის უცხო მღვდლები, გვირჩევდნენ საქმესა და გვიწყვეტავდნენ ხატის წამობრძანების ამბავს. ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ ხატი წამოვაბრძანეთ, რომელიც სხვა ხატმწერმა დაასრულა. შემდეგ კიდევ იმდენად მძიმე ამბები მოხდა, რომ მათ ამ წერილში არ გავიხსენებთ. ყველაფერს აკეთებდნენ, რომ დრო მოეგოთ, ვხვდებოდით, რომ რაღაცისთვის იგებდნენ დროს და ბოლოს ირკვევა შემდეგი..

ხელდახელ დაიწერა თამარ მეფის ხატი, რომელის იერუსალიმში წაბრძანებაც და ჯვრის მონასტრისთვის ჩუქებაც გადაეწყვიტათ. როგორც ტელევიზიით ითქვა საქმეს სათავეში ჩაუდგა სვეტიცხოვლის წინამძღვარი სერაფიმე. გასაგები იყო, რომ ქართველთა კუთხის თემის გადაფარვა მოინდომეს. მაშინ როცა ისტორიული ფაქტის სამზადისში ვართ, ეკლესია ფულს და თანაც დიდს ხარჯავს ამდაგვარ გაუგებარ სვლაში. მოკლედ წმინდა მეფე თამარის ხატი ჩააბრძანეს წმინდა მიწაზე და ეცადნენ სწორედ ის ადგილი დაეკავებინათ სადაც დედოფალი უნდა დაბრძანებულიყო.

ამ დროისთვის უკვე მრევლმა დაიწყო დახმარების გაწევა ჩვენთვის ხატი მზადდება, უკვე დასრულდა კიოტიც, მაგრამ უწმინდესის გარეშე შეიძლება მისი წაბრძანება? პატრიარქს ხომ უნდა ვცეთ პატივი და ამას ვფიქრობთ ისევ ჩვენ და არა ისინი, რომელთაც ეს პირდაპირ ევალებათ. ისევ ჩვენ ვცდილობთ პატრიარქი ცუდ მდგომარეობაში, სამარცხვინო მდგომარეობაში არ აღმოჩნდეს, ამიტომ ნებისმიერ ფასად უნდა მოხდეს მასთან შეხვედრა. ბოლოს გავედით კონტაქტზე მამა კახაბერთან, იმ მამა კახაბერთან საუკუნის გამოსვლა რომ ჰქონდა მარიამობისთვის იმედის ეთერში. დაგვპირდა უწმინდეს შეგახვედრებთო მაგრამ შეხვედრა არ მოხდა. ამავდროულად მოვახერხეთ შორენასთან შეხვედრა, რამაც შედეგი მაინც არ გამოიღო. ბოლოს გვითხრეს ღამის ლოცვაზე მოდითო. მივაბრძანეთ ეს უზარმაზარი და ულამაზესი ხატი პატრიარქთან. პატრიარქმა ხატი აკურთხა, როგორც იქნა ეს მოხდა და გზაც დაგვილოცა. ჩვენ შევძელით, რომ პატრიარქის სახელი გადაგვერჩინა, რადგან ეს იყო გადამწყვეტი, როდესაც ამხელა რამ ხდება და პატრიარქმა არ იცის არაფერი, ეს არის ძალიან სამარცხვინო ფაქტი.

როგორც იქნა მოვიდა დრო, როდესაც ფინანსები შევაკოწიწეთ და რეალური გახდა ხატის წაბრძანება წმინდა მიწაზე. ბიზნესმენებმაც უარი თქვეს და საპატრიარქოსაც არ გასჩენია სურვილი მრავალმილიონიანი ბიუჯეტიდან ორი ბილეთი მაინც ეყოდა ჩვენთვის. წავედით ფარულად. ყველაფრის გათვაისწინებით გადავწყვიტეთ არავი სცოდნოდა გაფრენის თარიღი. ყველა ყველაფერზე წამსვლელი იყო და ამის გამოცდილება მრავლად გვქონდა უკვე. ფული გვქონდა იმდენად ცოტა, რომ საჭმელზეც კი ვერ გვეყოფოდა, ამიტომ თბილისში ვიყიდეთ ორი თავი ყველი, რომელიც უნდა გვყოფნოდა ისრაელსა და პალესტინაში ყოფნის დროს. სულ ეს იყო ჩვენი საგზალი, მხოლოდ ერთი ტრაპეზი გვქონდა წმინდა მიწაზე და ჩვენი წაყოლებული საგზალი. ჩავედით და ჩავედით როგორ?! ორი ხატით, თანაც ერთი უზარმაზარი ხატი იყო თავისი დიდრონი სადგამით. ისე გამოვიყურებოდით თითქოს მთელი თბილისი თან წაგვეღოს. როდესაც ჩავედით არქიმანდრიტი კლავდიოსი ქალაქში არ აღმოჩნდა და ხატის დახვედრა დაავალა იქ მყოფ ქართველ სასულიერო პირს, რომელმაც განგვიცხადა მე არ მცალია მაგისთვისო, განა ღვთისმშობელზე მნიშვნელოვანი რა გაქვთ ასეთი თქო, ვკითხე გულუბრყვილოთ, მაგრამ ხაზგასმით მითხრა, ნუთუ რაიმე გაუგებრად გითხარით რომ არ მცალიაო. გასაგები იყო ყველაფერი…

ქართველთა კუთხე შეიქმნა, ხატი დაბრძანდა. ასევე მოვიპოვეთ ადგილი იერუსალიმის საპატრიარქო ტაძარშიც, გადავიღეთ ფილმი, გვქონდა უამრავი მნიშვნელოვანი შეხვედრა, მაგრამ მთავარი მოულოდნელობა წინ გველოდა. იერუსალიმში თბილისიდან ზარი გაისმა, ზარის ავტორი მოითხოვდა უკვე დაბრძანებული ხატის აღებას ქართველთა კუთხიდან და იქ სთავაზობდა რამოდენიმე თვით ადრე ჩაბრძანებული თამარ მეფის ხატის დაბრძანებას. სატელეფონო საუბარი დიდხანს გაგრძელდა, ბოლოს აღელვებულმა არქიმანდრიტმა ხმააწეულმა უთხრა, რა თამარ მეფე, რა თამარ მეფე! ეს ივერიის ღვთისმშობელია ნუთუ არ გესმითო!!! ძალიან შემრცხვა, შემრცხვა ქართველთა ეს საქციელი, თუმცა არა. ეს არ იყო ქართველთა საქციელი. ქართველებმა შექმნეს ქართველთა კუთხე, ეს იყო ერთი უგუნური ჯგუფის ახირება. მეორე დილას ჯერ კიდევ სასტუმროში ვიყავით, რომ გავიგეთ ვარძიის ტაძრის გადაწვა და ვკითხულობდით პანიკით სავსე სტატიებს, სადაც თამარ მეფის ფრესკის წაშლის საკითხს განიხილავდნენ.

სწორედ იმ ხანებში ტელეკომპანია “იმედმა” გააკეთა სპეციალური რეპორტაჟი ქართველთა კუთხის შექმნაზე და იმ პრობლემებზე რაც იყო შექმნილი. რამოდენიმე დღე ელოდნენ საპატრიარქოს პოზიციასა და კომენტარს და ბოლოს საპატრიარქოს სახელით მამა კახაბერი აკეთებს ასეთ განცხადებას თან მრავლისმეტყველი ღიმილით. “ეს არის კერძო ინიციატივა”. ანუ ქართველთა კუთხის შექმნა წმინდა მიწაზე იყო კერძო ინიციატივა მათთვის, რეალურად კი ეს მოვლენა იმხელა მასშტაბის არის, რომ წონის კიდეც არაერთი ეკლესიის მთელ საქმიანობას. აქვე მამა კახაბერი არ მოერიდა, რომ ეთვა სიცრუეც. ეს ბიჭები თავისი სურვილით წავიდნენო, თავისი სურვილით გადაწყვიტეს ხატის ჩაბრძანებაო. წმინდა მიწაზე გამგზავრების წინაც როდესაც პირველად მივდიოდით, ყველაფრი წინასწარ იცოდა უწმინდესმა, გზა დაგვილოცა, შემდეგ სამების ტაძარში შედგა გზის დალოცვაც, რომელსაც მრევლიც დაესწრო, მან კი ყოველივე გადაასხვაფერა. ძალიან ცუდია, როცა სამღვდელო პირი ცრუობ.

ერთი რამ ფაქტია, რომ დღესაც კი, როცა ქართველი სასულიერო პირები ჯვირს მონასტერში ჩადიან, არასოდეს ახვედრებენ კადრში ამ დიდებულ ხატს. ჯერ არ გამოჩენილა არცერთი სამღვდელო პირი, რომელსაც გამოუხატავს სიხარული ქართველთა კუთხის შექმნისა ან საერთოდ ქართული დიდებული ხატის გამოჩენისა წმინდა მიწაზე. ასეთ სასულიერო პირს ვერ იპოვნით
ალბათ ზოგი იფიქრებს, რომ განაწყენებულან მცველებიო, მაგრამ ეს ასე არ არის. საწყენი აქ არაფერია. ჩვენ ასეთი სულმოკლენი რომ ვყოფილიყავით არც ღვთისმშბელი აგვირჩევდა მცველად და ვერც ამდენ განსაცდელს გავუძლებდით. გულსატკენი ისაა, რომ მთელი ამ დროის მანძილზე ვერ აღვძარით სათნოებები იმ ადამიანებში, ვისაც ყველაზე მეტად უნდა ჰქონდეთ.

270 ნახვა

Birja Mafia – ს წევრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ვიდეო)

რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მიხეილ მგალობლიშვილმა იმღერა კიდეც. მან მედიასთან სასამართლო შენობის გარეთ მცირე კომენტარი გააკეთა.

“მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა. სირცხვილი მათ, ვინც ამ ამბის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა,” – განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

სასამართლო პროცესზე კი რეპერმა, მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

მეორე რეპერის, გიორგი ქებურიას პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

პროკურატურის პოზიციით, ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. შეკითხვაზე – დაიკითხნენ თუ არა პოლიციელები, პროკურორის თქმით, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.

„იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლევები არ არინ, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდათ, მათი პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის,“ – განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

ჯგუფ ბირჟა მაფიას რეპერი გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ის წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მუსიკოსი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და აღიარებით ჩვენებაზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს.

გიორგი ქებურიამ ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, რეპერ ბერა ივანიშვილს, იცნობს და მას მადლობა გადაუხადა.

ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან რეპერი მიხეილ მგალობლიშვილიც გათავისუფლდა. ის პოლიციამ გიორგი ქებურიასთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, თუმცა რეპერები აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გავრცელებული კლიპის გამო დააკავეს.

გიორგი ქებურიას განცხადებით, კომპანიას, რომელმაც კლიპის გადაღება დააფინანსა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის დაფარვა მოსთხოვეს.

მუსიკოსის თქმით, მას დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება არც უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ოქმის მიხედვით, რეპერები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის გამო დააკავეს.

771 ნახვა

პროკურატურა Birja Mafia-ს წევრებისთვის, აღკვეთის ღონისძიებად, პატიმრობას აღარ მოითხოვს

პროკურატურა Birja Mafia-ს წევრებისთვის, აღკვეთის ღონისძიების სახით, პატიმრობას აღარ მოითხოვს. ამის შესახებ პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ.

“იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებულები გამოთქვამენ მზადყოფნას ითანამშრომლონ გამოძიებასთან და ასევე წარსულში არ არიან ნასამართლევი, ბრალდების მხარე დაეთანხმება აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებით შეცვლას,” – აღნიშნავენ პროკურატურაში.

ამავე განცხადებით ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სამართალდამცავების მხრიდან, Birja Mafia-ს წევრების დაკავების დროს, მტკიცებულებების შესაძლო გაყალბებაზე გამოძიება დაიწყო.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსი 3691 (სისხლის სამართლის საქმეზე მტკიცებულების ფალსიფიკაცია) და 333-ე (სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება) მუხლებით დაიწყო.

პროკურატურამ Birja Mafia-ს წევრები რამდენიმე საათის წინ გამოკითხა. გლდანის წინასწარი დაკავების იზოლატორში მიშკა მგალობლიშვილისა და გიორგი ქებურიას გამოკითხვა რამდენიმე საათი გაგრძელდა.

Birja Mafia-ს წევრები, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილს თბილისის საქალაქო სასამართლომ წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მათ სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში რეპერებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

92 ნახვა

კალაძე: მიუღებელია, რომ პოლიციელის მხრიდან ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეხმაურება თბილისში, Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერ აქციას და ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, როგორც ეს პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა.

“თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი უწყების თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია”, – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, ის ენდობა პოლიციას და მიუღებელია, რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს პოლიციელებს. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა და თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, დაისჯება.

კახა კალაძე, შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს ქართული ოცნებიდან. ამის შესახებ მისი თანაგუნდელები ღიად საუბრობენ. არჩევნები რამდენიმე თვეში, 2017 წლის შემოდგომაზე იმართება. სანამ კალაძე Birja Mafia-ს დაკავებულ წევრებზე ამ განცხადებას გაავრცელებდა, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ რეპერებს. აღნიშნულ განცხადებებს კი წინ უძღოდა მასშტაბური აქცია, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 10 ივნისს გამართა.

აქცია რუსთაველის გამზირზე რეპერების დუეტის, Birja Mafia-ს წევრების, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის მხარდასაჭერად გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 9 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუსიკოსებს სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

339 ნახვა

ბირჟა მაფიის წევრებს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ

„ბირჟა მაფიის“ წევრებს, მიშკა მგალობლიშვილსა და გიორგი ქებურიას, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ. ამას სისხლის სამართლის კოდექსის ის მუხლი ითვალისწინებს, რომლითაც მათ ბრალი წარედგინათ (სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ პუნქტი).

შსს-ს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მ.მ.-ს პირადი ჩხრეკისას 1,4965 გრამი ნარკოტიკული საშუალება „მდმა“, ხოლო გ.ქ.-ს პირადი ჩხრეკისას 2,3342 გრამი „მდმა“ ამოიღეს. შსს-ს ცნობით, გ.ქ. დანაშაულს აღიარებს.

„შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს მე-2 და მე-3 განყოფილებების თანამშრომლებმა ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიების შედეგად, ორი პირი – 1989 წელს დაბადებული მ.მ. და 1996 წელს დაბადებული გ.ქ. ნარკოდანაშაულისათვის თბილისში დააკავეს“.

ჰიპ-ჰოპ პროექტის „ბირჟა მაფიას“ ბოლო კლიპს უკავშირებს მიშკა მგალობლიშვილისა და Kay G (გიორგი ქებურია) დაკავებას ოჯახის ახლობელი. მისი ინფორმაციით, დაკავების წინა დღეს გიორგი ქებურიას შსს-დან დაურეკეს და კლიპის აღება მოსთხოვეს, რაზეც უარი თქვეს და მხოლოდ პოლიციელი დაფარეს.

„როგორც ვიცი, წინა დღით დაურეკეს და სთხოვეს კლიპის წაშლა, ამათ არ წაუშლიათ, მაგრამ დაბლარეს პოლიციელი და აღარ ჩანდა და მეორე დღეს მოხდა ეს ამბავი. ვინ დაურეკა, ზუსტად არ ვიცი. ჩემი ინფორმაციით, შშს-დან პირადად მიშკას ესაუბრნენ“ – განუცხადა ოჯახის ახლობელმა „ლიბერალს“.

2434 ნახვა

“კლიპის თემაა” – რატომ დააკავეს ჰიპ ჰოპ პროექტის “ბირჟა მაფია” წევრები (ვიდეო)

პოლიციამ რეპერები Young Mic (მიშკა მგალობლიშვილი) და Kay G (გიორგი ქებურია) დააკავა. მგალობლიშვილის ახლობლის ინფორმაციით, დაკავება პაროდიულ-სატირული ჰიპ-ჰოპ პროექტის “ბირჟა მაფიას” ბოლო კლიპს უკავშირდება, სადაც პოლიციელი ყელსაბამზეა გამობმული.

“დაკავების შემდეგ, დაკითხვაზე მყოფმა ორმა სხვადასხვა ადამიანმა მითხრა, რომ “კლიპის თემაა” – ამბობს ტაბულასთან საუბარში მგალობლიშვილის ახლობელი, რომელსაც ვინაობის დასახელება არ სურს. მისივე თქმით, დაკავების წინა დღეს მიშკა მგალობლიშვილს კლიპის Youtube-დან აღება მოსთხოვეს.

Young Mic მაშინ დააკავეს, როდესაც ის ტელეკომპანია იმედის შენობიდან გამოდიოდა, მანქანაში ჩასვეს და განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს აბები ამოუღეს და უთხრეს, რომ მისია და ბრალს ამის გამო წარუდგენდნენ. ტაბულასთან საუბარში მგალობლიშვილის ახლობელი ამბობს, რომ “მიშკა ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობს, არ ეწევა, არ სვამს, ვარჯიშობს, ამერიკელი ცოლი ჰყავს, ხოლო მისი სახლის ჩხრეკისას პოლიციამ საეჭვო ვერაფერი ვერ იპოვა”.

დაკავებულის ოჯახის წევრებს მიშკა მგალობლიშვილის ნახვის საშუალება არ აქვთ. მათ ზუსტად არც ის იციან, რომელი მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულის ჩადენას ედავებიან დაკავებულს.

ტაბულა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან და პროკურატურასთან დაკავშირებას ცდილობს. მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

235 ნახვა

7 ივნისი 22:25:47 წამზე საქართველოში დაფიქსირდა მიწისძვრა

– დღეს 22:25:47 წამზე საქართველოში დაფიქსირდა მიწისძვრა 5.1 მაგნიტუდის სიძლიერით
– ეპიცენტრი იყო ქალაქი სიღნაღი – სამხრეთ-დასავლეთი – 22კმ. სოფელი ქვემო ბოდბე – 15კმ.
– სეისმოლოგები ამ დროისათვის აზუსტებენ რა სიძლიერის მიწისძვრა იყო თბილისში

321 ნახვა