ტეგების არქივი: mixeil cagareli

26 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მუშაობის განწყობაზე არ ხართ. დასვენება და მეგობრებთან ერთად გართობა გსურთ. დახმარება კოლეგებს, ოჯახის წევრებს სთხოვეთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ.

კურო
ყურადღება გმართებთ ინფორმაციისადმი. მეტად გამოავლინეთ დოპლომატიური ნიჭი და გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახს წევრებთან. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ, გამოიძინეთ.

ტყუპი
საქმეებით და შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. მოუწყვეთ სიურპრიზები ოჯახის წევრებს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად რომანტიკულ გარემოში გაატარეთ.

კირჩხიბი
მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობები. საქმიანი ადამიანები დაფასებენ თქვენს აქტიურობას. საღამოს ტელევიზორთან და კომპიუტერთან ნუ გაატარებთ, მეგობრებთან ერთად გაერთეთ.

ლომი
ნებისმიერ რთულ საკითხს მარტივად მოაგვარებთ და მნიშვნელოვან კითხვას ადვილად გასცემთ პასუხს. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
გააცანით ხელმძღვანელობას თქვენი იდეები, ახალი პროექტები. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ, თქვენს იდილიას არაფერი შეუშლის ხელს.

სასწორი
ნუ გერიდებათ, დახმარებისთვის გავლენიან მეგობრებს მიმართეთ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

მორიელი
კარგი დღეა თავგადასავლებისა და მოგზაურობის მოყვარული ნიშნებისთვის. აგრეთვე, წარმატება გელით სხვადასხვა სფეროში. მთავარია, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედოთ.

მშვილდოსანი
საქმიანი შემოთავაზებების, ახალი საქმეების დაწყების დღეა. იყავით დაკვირვებული. ოჯახის წევრები თქვენთან ერთად დროის გატარებაზე ოცნებობენ. მოუწყვეთ მათ მხიარული ვახშამი.

თხის რქა
საინტერესო ადამიანების გაცნობა გელით. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. საღამოს გამონახეთ დრო, მეგობრებთან ერთად შოპონიგი მოიწყვეთ.

მერწყული
მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება ისე მიიღეთ, რომ თავად არ დაზარალდეთ. სამსახურში საინტერესო შემოთავაზებას მიიღებთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

თევზები
დღეს მეტად გამოავლინეთ თქვენი ნიჭი და შესაძლებლობა. გავლენიანი ადამიანების ყურადღებას დაიმსახურებთ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობისას აკონტროლეთ ემოციები.

539 ნახვა

26 ივლისი, მთვარის მეოთხე დღე

ოთხშაბათი, მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქოს
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. აგრეთვე დაკარგული ნივთების, ადამიანების მოსაძებნად.
გააფართოეთ ბიზნესი, დაარეგულირეთ ურთიერთობა ბიზნესპარტნიორებთან.
მოაგვარეთ ფინანსური საკითხები.
არასასურველია უძრავი ქონებით ვაჭრობა.
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
კარგი დღეა სწავლისთვის, სამეცნიერო სამუშაოსთვის, გამოცდის ჩაბარება სხვა დღისთვის გადადეთ.
ცუდი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, შორ მანძილზე მგზავრობისთვის.
შეძლებისდაგვარად მოუარეთ ყვავილებს, დარგეთ ხეები, გაისეირნეთ ბუნებაში.
სიყვარულისა და სექსისთვის იდეალური დღეა.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ეგოისტია. საკუთარი მიზნის მისაღწევად უკან არაფერზე დაიხევს.
მოერიდეთ ალკოჰოლს, სიგარეტს, კუჭის გადატვირთვას.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: სარდიონიქსი და მწვანე ნეფრიტი.

მთვარის მეოთხე დღე დაიწყება 8:12

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.

116 ნახვა

25 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მხიარული და მოვლენებით დატვირთული დღე გელით. სარფიან ხელშეკრულებას გააფორმებთ. საღამოს საინტერესო შეხვედრა გელით. ნუ გაართულებთ ურთიერთობას სასიყვარულო პარტნიორთან.

კურო
საქმიანი და რომანტიკული შეხვედრებით აღსავსე სამშაბათი გელით. თქვენი პერსონით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. საღამოს ელოდეთ სიურპრიზს.

ტყუპი
ავანტიურისა და თავგადასავლისთვის ხართ მზად. ფრთხილად და დაკვირვებულად იმოქმედეთ. საყვარელ ადამიანთან გულახდილი საუბარი გელით.

კირჩხიბი
მეტი ყურადღება გმართებთ მუშაობისას, განსაკუთრებით, დოკუმენტების შედგენისას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, საქმიან პარტნიორებთან. საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

ლომი
შეხვდით საქმიან პარტნიორებს. ხელშეკრულებების გაფორმებამდე საბუთები გააცანით მეგობარ იურისტს. საღამოს ელოდეთ სტუმრებს, სიურპრიზებს.

ქალწული
ახლობლები თქვენს მხარდაჭერას საჭიროებენ. დაეხმარეთ კოლეგებს სამსახურის საქმეების მოგვარებაში. საღამო ოჯახში, მშვიდ გარემოში გაატარეთ.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან, მატერიალური მდგომარეობა. საღამოს მხიარულება და სასიამოვნო ადამიანების გაცნობა გელით.

მორიელი
დაიწყეთ ახალ პროექტებზე მუშაობა. მოერიდეთ ურთიერთობას ჭორიკან და ინტრიგან ადამიანებთან. საღამო ნათესავებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
საინტერესო შეხვედრების დღე გელით. გავლენიან ადამიანებს გაიცნობთ. გააცანით მათ თქვენი იდეები. საღამოს მეგობრებთან ერთად იმხიარულეთ.

თხის რქა
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად, სწავლისა და თვითგანათლებისთვის. თქვენს მზრუნველობას საჭიროებენ ოჯახის პატარა წევრები. საყვარელი ადამიანი მზრუნველი და დამჯერია.

მერწყული
ნუ ხართ გულღია, განსაკუთრებით უცნობ ადამიანებთან. აკონტროლეთ ერთგული თანამშრომლებიც კი. დღის მეორე ნახევარი აქტიურ დასვენებას დაუთმეთ.

თევზები
კოლეგებთან გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა და ერთად ახალი პროექტების განხორციელებას შეძლებთ. გამონახეთ დრო და დიდი ხნის უნახავ მეგობრებს შეხვდით.

104 ნახვა

25 ივლისი, მთვარის მესამე დღე

სამშაბათი, მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქოს
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ.
მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
კარგია ვარჯიში.
არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი სპორტსმენი, მებრძოლი გამოვა.
გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: ლალი, ავანტიურინი.

მთვარის მესამე დღე დაიწყება 6:33
მთვარე ქალწულის ზოდიაქოში გადავა 14:32

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.

51 ნახვა

24 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
თუ გართობაზე დიდ დროს არ დახარჯავთ, ყველა საქმეს საუკეთესოდ მოაგვარებთ. ნუ მიაქცევთ ყურადღებას მოშურნეებს. თქვენი იდეებით გავლენიანი ადამიანები დაინტერესდებიან. პირად სფეროში მნიშვნელოვანი ცვლილებები გელით.

კურო
მარტივად და ნერვიულობის გარეშე მოაგვარებთ ყველა საკითხს. შეიძლება სასიამოვნო შემოთავაზება მიიღოთ უფროსისგან. მეტი მზრუნველობა გმართებთ ნათესავების მიმართ. იმავეს ითხოვს თქვენგან თქვენი სასიყვარულო პარტნიორი.

ტყუპი
საქმეებითა და ვალდებულებებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ფულის ხარჯვას. საღამო გართობას, სასიყვარულო თავგადასავალს დაუთმეთ.

კირჩხიბი
დილიდანვე მოაგვარეთ სამსახურის საქმეები. საქმიანი შეხვედრები და მოლაპარაკებები გელით. უარი არ თქვათ სასიყვარულო თავგადასავალზე. თავისუფალი დრო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ლომი
რუტინული სამუშაოც კი სიამოვნებას მოგგვრით. დილიდანვე ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია, შეადგინეთ შეხვედრების განრიგი. საღამოს მეგობრებთან ერთად გართობა მოგინდებათ.

ქალწული
ისწავლეთ უარის თქმა და ზარმაცი კოლეგების საქმეებს თქვენ ნუ შეასრულებთ. საინტერესო შეხვედრები და ნაცნობობა გელით. საღამოს მხიარულ წვეულებას არ გამოაკლდეთ.

სასწორი
ნუ მოცდებით მოშურნეებთან ურთიერთობის გარკვევას. შეხვდით საქმიან პარტნიორებს, შეადგინეთ სამოქმედო გეგმა. საღამო შემოქმედებით საქმიანობას, დასვენებას დაუთმეთ.

მორიელი
სიურპრიზებით მდიდარი დღე გაგითენდათ. საჭირო და გავლენიან ადამიანებთან გელით შეხვედრა. იმოქმედეთ გეგმის მიხედვით. თუ საყვარელი ადამიანი გაზარმაცებულია, თქვენ მეტად უნდა გააქტიურდეთ.

მშვილდოსანი
ენერგიული და პოზიტიური ხართ. იყავით აქტიური, ახალი იდეები გაუზიარეთ კოლეგებს. შუადღის შემდეგ ცოტა დაისვენეთ, რადგან საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით.

თხის რქა
საღამოს კმაყოფილი იქნებით შესრულებული სამუშაოთი. ეცადეთ, ნაკლებად ინერვიულოთ წვრილმანებზე, იმაზე, რაც ადვილად გამოსწორდება. საყვარელი ადამიანი მხიარულ პაემანს მოგიწყობთ.

მერწყული
საინტერესო საქმიან შემოთავაზებებს მიიღებთ. თუმცა, ნუ იჩქარებთ დათანხმებას, ჯერ ყველაფერი გაანალიზეთ. პირად ურთიერთობაში იდეალური პერიოდი დაგიდგათ. საყვარელ ადამიანთან “ერთ ტალღაზე” ხართ.

თევზები
მოერიდეთ მკვეთრ გამონათქვამებს გარშემო მყოფების მიმართ. ნუ გაართულებთ ურთიერთობას ახლობლებთან. პირად ურთიერთობაში დაიცავით საკუთარი პოზიცია, საყვარელმა ადამიანმა მეტად უნდა გაგანებივროთ.

77 ნახვა

24 ივლისი, მთვარის მეორე დღე

ორშაბათი, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
კარგი დღეა ნებისმიერი საქმის დასაწყებად; ფინანსური საკითხების მოსაგვარებლად; ვაჭრობისთვის.
არ იკამათოთ, გადადეთ სასამართლო საქმეები.
კარგ დღეა შემოქმედებითი და სამეცნიერო საქმეებისთვის. სწავლისთვის და გამოცდების ჩასაბარებლად.
უფროსთან შეხვედრა სიკეთეს არ მოგიტანთ.
კარგი დღეა საქმიანობის, სამსახურის შესაცვლელად.
თამამად გაემგზავრეთ სამოგზაუროდ, მივლინებაში.
სხვა დღისთვის გადადეთ ნიშნობა და ქორწინება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი გონებით გამოირჩევა. ერთგული და შრომისმოყვარე იქნება.
შეამცირეთ ალკოჰოლისა და სასმლის დოზა.
თმის შეჭრა სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვებია: ჟადეიტი, აქატი.

მთვარის მეორე დღე დაიწყება 5:33

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ლომში
მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
გაამდიდრეთ რაციონი კურაგით, ქიშმიშით, ლეღვით (ან ჩირით), მწვანილით.

42 ნახვა

23 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. საღამოს დაესწარით წვეულებას, კულტურულ ღონისძიებას.

კურო
შეხვედრებით დატვირთული დღე გელით. იყავით აქტიური, თუმცა, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

ტყუპი
სასიამოვნო შეხვედრებისა და რომანტიკული თავგადასავლების დღეა. საღამო მეგობრებთან ერთად გართობას დაუთმეთ.

კირჩხიბი
ყური დაუგდეთ ნათესავების რჩევას. დღის მეორე ნახევარი შემოქმედებითი იდეები განახორციელეთ. საღამოს რომანტიკული შეხვედრა გელით.

ლომი
მეტი დრო გაატარეთ ნათესავებთან ერთად. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ. საღამოს დაესწარით კულტურულ ღონისძიებას.

ქალწული
რომანტიკულ განწყობაზე ხართ და საყვარელი ადამიანი თავგადასავალში აიყოლიეთ. საღამოს ოჯახურ წვეულებას არ გამოაკლდეთ, მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

სასწორი
ყველასთან გულახდილი ნუ ხართ, ჯერ გაერკვიეთ ვინაა თქვენი ნამდვილი მეგობარი. პირად ცხოვრებაში სიურპრიზები გელით.

მორიელი
მშვიდი, წყნარი დღე გელით. დასვენების, მოდუნების საშუალება მოგეცემათ. საღამოს ელოდეთ სტუმრებს.

მშვილდოსანი
მეტად დაისვენეთ, გამოიძინეთ. ჩამოწერეთ სამომავლო გეგმა. საღამოს საყვარელ ადამიანთან ერთად ქალაქგარეთ გაისეირნეთ.

თხის რქა
დღე ისე გადაანაწილეთ, რომ არც ნათესავებს მოაკლოთ ყურადღება და მეგობრებთანაც შეძლოთ გართობა. მოერიდეთ ალკოჰოლის მიღებას.

მერწყული
შოპინგის, მეგობრებთან ერთად მხიარულების დღე გელით. გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

თევზები
მშვიდი, პოზიტიური დღე გელით. მეტად დაისვენეთ და გამოიძინეთ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

54 ნახვა

23 ივლისი, მთვარის პირველი დღე

კვირა, მთვარე გადის ლომის ზოდიაქოს
მთვარის პირველი დღე
დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ.
მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ.
მეტად დაისვენეთ.
ცუდია მოგზაურობა, შორ მანძილზე მგზავრობა.
ქორწინება და ნიშნობა სხვა დღისთვის გადადეთ.
მოერიდეთ ფიზიკურ გადაღლას, მოსალოდნელია ტრავმები.
არ გადატვირთოთ კუჭი. მოერიდეთ ცხელ და ცხარე საკვებს. არ მიიღოთ ალკოჰოლი.
არ შეიჭრათ თმა!
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ღრმა სიბერემდე მიაღწევს, მაგრამ სიცოცხლის ბოლომდე ბავშვური, მიამიტი და მეოცნებე იქნება.
ამ დღის ქვებია: ბრილიანტი და მთის ბროლი. თუმცა, გაფრთხილდით, ბრილიანტის ტარება ყველასთვის მიზანშეწონილი არაა.

მთვარის ოცდამეცხრე დღე
საკმაოდ რთული დღეა.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს.
სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარი.
არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას.
მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში.
ამ დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება.
სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი – არა.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ძილის წინ მიიღეთ შხაპი.
ამ დღის ქვებია: შავი მარგალიტი, ობსიდიანი.

მთვარის პირველი დღე დაიწყება 12:45
მანამდე იქნება მთვარის ოცდამეცხრე დღე
მთვარე ლომის ზოდიაქოში გადავა 12:33

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ლომში
მოერიდეთ გულის გადაღლას, შესაძლოა შეგაწუხოთ რადიკულიტმა.
მოერიდეთ ოპერაციებსა გულსა და ზურგზე.
უმჯობესდება ფსიქოემოციური ფონი. ადამიანი უფრო ხალისიანი ხდება.
კარგად გამოიძინეთ, მიიღეთ მზის აბაზანები და დიდხანს ისეირნეთ.
გაამდიდრეთ რაციონი კურაგით, ქიშმიშით, ლეღვით (ან ჩირით), მწვანილით.

37 ნახვა

22 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
კარგი დღეა დასვენებისთვის, მოგზაურობისა და საინტერესო შეხვედრებისთვის. სასურველია, ურთიერთობა გქონდეთ თქვენთვის სასიამოვნო ადამიანებთან.

კურო
მოერიდეთ ფინანსურ მაქცინაციებში მონაწილებას. ფული მოზომილად ხარჯეთ. დახმარებისთვის გამოცდილ მეგობრებს მიმართეთ. საყვარელი ადამიანი მოსიყვარულე და მზრუნველია.

ტყუპი
ყველა საოჯახო ვალდებულებას ერთ დღეში ვერ გააკეთებთ. დღეს მეტი დრო დაუთმეთ გართობას. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ნათესავებთან. მათ თქვენი მხარდაჭერა და მზრუნველობა სჭირდებათ.

კირჩხიბი
მთელი დღე გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად. ბავშვებს მიეცით ცელქობის უფლება. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ.

ლომი
კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, მოგზაურობისა და მეგობრული შეხვედრებისთვის. საღამოს რომანტიკული პაემანი და გულახდილი საუბარი გელით.

ქალწული
ნათესავებს თქვენი აქტიურობისა და დახმარების იმედი აქვთ. მხიარულება დღის მეორე ნახევარში დაგეგმეთ. დესერტად რომანტიკული თავგადასავალი გელით.

სასწორი
წარმატებული დღე გელით. ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. პირად ცხოვრებაში სასიამოვნო ცვლილებებია მოსალოდნელი.

მორიელი
მშვიდი, წყნარი დღე გელით. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების მოგვარებას, გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

მშვილდოსანი
შეხვედრებისა და ნაცნობობის დღეა. მეტი დრო გაატარეთ ოჯახის წევრებთან ერთად, აუსრულეთ მათ სურვილები. პირად ცხოვრებაში სტაბილურობა დაისადგურებს.

თხის რქა
ნაკლები დრო დაუთმეთ საქმეებს, ვალდებულებებს და მეტი – ოჯახის წევრებთან ურთიერთობას. გაერთეთ ბავშვებთან ერთად. საყვარელ ადამიანს ჭირვეულობის უფლება მიეცით.

მერწყული
დასვენების დღის მიუხედავად სამსახურისა და საოჯახო საქმეების შესრულება მაინც მოგიწევთ. საღამო ნათესავებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თევზები
საინტერესო და სასიამოვნო შეხვედრების დღეა. საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. პირად ცხოვრებაში სიურპრიზები გელით. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

44 ნახვა

22 ივლისი, მთვარის ოცდამერვე დღე

შაბათი, მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს
ამ დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება.
კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის.
შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ.
მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან.
კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად.
სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად.
მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა.
თმის შეჭრა უფრო მეტად გაგალამაზებთ.
მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას, მწერების მოკვლას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი მთელ ცხოვრებას უზრუნველად გაატარებს, მაგრამ საკმაოდ ზარმაციც იქნება.
ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი.
ამ დღის ქვებია: ჟადეიტი, აქვამარინი, ამეთვისტო.

მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 2:10

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კირჩხიბში
ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

32 ნახვა

21 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
ისე იმოქმედეთ, როგორც თქვენთვის იქნება უკეთესი. ეცადეთ, დაასრულოთ დაწყებული საქმეები. ნუ ინერვიულებთ წვრილმანების გამო. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ საღამოს მოგიწყობთ.

კურო
პროფესიული სფერო სასიამოვნო მომენტებთ იქნება აღსავსე. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. ნათესავებს დახმარებაზე უარი არ უთხრათ.

ტყუპი
გადაამოწმეთ კოლეგების მიერ შესრულებული საქმეები. ურთიერთობა საქმიან პარტნიორებთან. დახმარებისთვის მიმართეთ გამოცდილ კოლეგებს, საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

კირჩხიბი
ნებისმიერი საქმის მოგვარებაში მეგობრები დაგეხმარებიან. ეცადეთ, ერთგულებსა და გამოცდილებს მიმართოთ. ნუ ხართ ზედმეტად ეჭვიანი საყვარელი ადამიანის მიმართ.

ლომი
ყველა საქმეს ადვილად გაუმკლავდებით. გვიანობამდე სამსახურში ნუ დარჩებით, ოჯახის წევრები საოჯახო ვახშამზე გელიან.

ქალწული
დილა სამსახურის საქმეების მოგვარებას დაუთმეთ. საღამოს საოჯახო ვალდებულებები შეასრულეთ. მზრუნველობის გარეშე ნუ დატოვებთ შვილებს.

სასწორი
შეინარჩუნეთ ცივსისხლიანობა. ნურავის და ნურაფერს მოაშლევინებთ ნერვებს. საყვარელი ადამიანი ყველა სურვილს აგისრულებთ. საღამო ოჯახურ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
კარგი დღეა პროფესიული საკითხების მოსაგვარებლად. საყვარელი ადამიანი მეტ ყურადღებას ითხოვს თქვენგან და ეცადეთ, მას რომანტიკული საღამო მოუწყოთ.

მშვილდოსანი
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას. დაასრულეთ პროექტები, რათა უქმეებზე დასვენება შეძლოთ. საღამოს რომანტიკული პაემანი დანიშნეთ.

თხის რქა
მეტი დრო დაუთმეთ სამსახურის საქმეების მოგვარებას, რათა საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატაროთ. განსაკუთრებულ ყურადღებას ითხოვს სასიყვარულო პარტნიორი.

მერწყული
გააუმჯობესეთ ურთიერთობა კოლეგებთან, უფროსთან. საოჯახო საქმეები ნათესავების ინტერესების გათვალისწინებით მოაგვარეთ. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ.

თევზები
დიპლომატიურად მოაგვარეთ უსიამოვნება გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა საყიდლებისთვის. საყვარელი ადამიანი საჩუქრებითა და მზრუნველობით გაანებივრეთ.

1151 ნახვა

21 ივლისი, მთვარის ოცდამეშვიდე დღე

პარასკევი, მთვარე გადის კირჩხიბის ზოდიაქოს
კარგი დღეა ახალი საქმეების დასაწყებად. შანსი მოგეცემათ მოაგვაროთ ძველი პრობლემები.
კარგი დღეა ბიზნესისა და სავაჭრო საქმეებისთვის.
კარგი დღეა უფროს თაობასთან ურთიერთობისთვის. მათგან რჩევის მიღება.
ურთიერთობის, საქმეების გარჩევას არ გირჩევთ.
კარგი დღეა საქმიანობის, სამუშაო ადგილის შესაცვლელად.
კარგია მოგზაურობის (განსაკუთრებით საზღვაოს) დაწყება.
მცირე ფიზიკური დატვირთვა არ გაწყენთ, კარგი დღეა საოჯახო საქმეების შესასრულებლად, ყვავილების დასარგავად,
კარგი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი წარმატებული და იღბლიანია. შესაძლოა, მთელი ცხოვრება მოგზაურობაში, ცხოვრების აზრის ძიებაში გაატაროს.
თმის შეჭრა ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ.
ამ დღის ქვებია: გამჭვირვალე ამეთვისტო, ზურმუხტი, ვარდისფერი და ჟოლოსფერი კვარცი.

მთვარის ოცდამეშვიდე დღე დაიწყება 2:12
მთვარე კირჩხიბის ზოდიაქოში გადავა 12:10

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კირჩხიბში
ამ დღის რთული ორგანო კუჭია. მოერიდეთ ოპერაციებსა და მკურნალობის დაწყებას კუჭზე, ნაღვლის ბუშტზე, მკერდზე, ლიმფურ სისტემაზე, საშვილოსნოზე.
მოერიდეთ ალკოჰოლს, ქიმიური პრეპარატების მიღებას.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა მარილებისა და წიდებისაგან.
ნუ მიირთმევთ მძიმე საკვებს.
კარგი დღეა კბილების სამკურნალოდ.
ივარჯიშეთ, რათა გაგიუმჯობესდეთ ხერხემლისა და სახსრების მდგომარეობა.

284 ნახვა

20 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დაკვირვება გმართებთ სამსახურის საქმეების მოგვარებისას. აკონტროლეთ პარტნიორები და კონკურენტები. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

კურო
პერსპექტიულ ადამიანებთან გელით ნაცნობობა. დაასრულეთ დაწყებული საქმეები. მეტი დრო დაუთმეთ პირადი ურთიერთობის გაუმჯობესებას.

ტყუპი
დღეს არ მოიწყენთ, სიურპრიზები და მხიარულება გელით. საინტერესო საქმიან შემოთავაზებებსაც მიიღებთ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით გაგანებივრებთ.

კირჩხიბი
რთულ სიტუაციაშიც კი არ დაკარგავთ თვითკონტროლს და სასარგებლო დასკვნებსაც გამოიტანთ. იყავით დაკვირვებული დეტალებისადმი. გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან.

ლომი
მშვიდობიანად მოაგვარეთ უსიამოვნება კოლეგებთან. მეგობრებთან ერთად მხიარულება კარგია, მაგრამ საყვარელ ადამიანს და ოჯახის წევრებს უყურადღებოდ ნუ მიატოვებთ.

ქალწული
ზომიერება დაიცავით ყველაფერში. მეტი დაკვირვება გმართებთ სამსახურის საქმეების მოგვარებისას. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ სიურპრიზს გიმზადებთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

სასწორი
შანსი მოგეცემათ გააუმჯობესოთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან. თქვენს რჩევებს უფროსიც კი გაითვალისწინებს. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

მორიელი
შეხვედრებითა და ნაცნობობით დატვირთული დღე გელით. გართობაზე გადართულს შეიძლება მნიშვნელოვანი საქმეები გამოგრჩეთ. საღამოს რომანტიკა და სიურპრიზები გელით.

მშვილდოსანი
მეტად გამოავლინეთ ორგანიზატორული თვისებები. გამონახეთ დრო ბავშვებისთვის. საღამოს ოჯახურ-მეგობრული ვახშამი მოაწყვეთ.

თხის რქა
დილიდანვე დაგეგმეთ დღევანდელი დღე. პროფესიულ სფეროში სირთულეებია მოსალოდნელი, მაგრამ ყველაფერს გაუმკლავდებით. გააუმჯობესეთ ურთიერთობა სასიყვარულო პარტნიორთან.

მერწყული
მეტი ყურადღება გმართებთ სამსახურის საქმეებისადმი. ფული მოზომილად და გააზრებულად ხარჯეთ. საღამოს სუფთა ჰაერზე გასეირნება და მხიარულება მოგინდებათ.

თევზები
დღეს ატიური უნდა იყოთ, განსაკუთრებით, პირად ურთიერთობებში. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ, სუფთა ჰაერზე გაისეირნეთ.

61 ნახვა

20 ივლისი, მთვარის ოცდამეექვსე დღე

ხუთშაბათი, მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს
საკმაოდ რთული დღეა. თავი შეიკავეთ ყოველგვარი კონფლიქტისგან.
არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფულის ხარჯვას; ვაჭრობაში არ მოტყუვდეთ;
კარგი დღეა სწავლისა და გამოცდის ჩასაბარებლად.
მოერიდეთ სამსახურის, საქმიანობის შეცვლას. უფროსთან კამათს.
მგზავრობა და მივლინება სხვა დღისთვის გადადეთ.
კარგია მსუბუქი ვარჯიში; საოჯახო საქმეების შესრულება.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი ბედნიერი და მდიდარი იქნება, მაგრამ არ უნდა იყოს ამაყი და არ უნდა ჰქონდეს საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენა.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია – თევზისა და ბოსტნეულის.
თავი შეიკავეთ მოწევისა და ალკოჰოლისგან.
თმის შეჭრა ბედნიერებასა და სიხარულს მოგიტანთ.
ამ დღის ქვებია: ყვითელი ნეფრიტი, ჟადეიტი და ქრიზოპრაზი.

მთვარის ოცდამეექვსე დღე დაიწყება 1:27

სამედიცინო რეკომენდაციები _ მთვარე ტყუპში
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. “მოწევის ადგილებს”. გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.

20 ნახვა

19 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
სამსახურის საქმეებით დატვირთული დღე გელით. მოერიდეთ ურთიერთობას ნეგატიურად განწყობილ ადამიანებთან. საღამო საოჯახო საქმეების მოგვარებას დაუთმეთ.

კურო
დღეს მეტად უნდა გამოავლინოთ: ფანტაზია, დაკვირვება და სიჯიუტე. სიურპრიზი გელით სასიყვარულო სფეროში. საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

ტყუპი
დღეს იმდენად კარგად გაართმევთ სამსახურის საქმეებს თავს, რომ კოლეგების შექებას დაიმსახურებთ. საღამოს საოჯახო საქმეები მოაგვარეთ.

კირჩხიბი
მოერიდეთ საეჭვო საქმიანობაში ჩართვას, ავანტიურასა და ფულის ფლანგვას. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით.

ლომი
კოლეგების დახმარებით ყველა საქმეს ადვილად მოაგვარებთ. ყურადღება გმართებთ ფინანსური საკითხების მიმართ. საყვარელი ადამიანი მზრუნველობით აგავსებთ.

ქალწული
აქტიური ხართ და საქმეების მოგვარება არ გაგიჭირდებათ. იყავით დაკვირვებულები კონკურენტების მიმართ. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული ვახშამი მოუწყვეთ.

სასწორი
ნუ გაამხელთ საიდუმლოებებს და გენიალურ იდეებს. საღამო საოჯახო საქმეებს დაუთმეთ მეტი დრო გაატარეთ ბავშვებთან და უფროს ნათესავებთან ერთად.

მორიელი
მეტი ინიციატივა გამოიჩინეთ სამსახურის საქმეების მოგვარებისას. მოერიდეთ ურთიერთობას არაკეთილსინდისიერ ადამიანებთან. საყვარელი ადამიანი არ აეჭვიანოთ.

მშვილდოსანი
დაასრულეთ დაწყებული საქმეები, დაიხმარეთ კოლეგები, ახლობლები. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

თხის რქა
მეტად გამოავლინეთ ინიციატივა, იყავით გაბედული. საოჯახო საკითხების მოგვარებისას გაითვალისწინეთ უხუცესი ნათესავების რჩევები.

მერწყული
მოაგვარეთ სამსახურის საქმეები და საღამოს მეგობრებთან გასართობას მოიცალეთ. კარგი დღეა შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად.

თევზები
წარმატებული დღე გელით, განახორციელებთ იდეებს, მაგრამ თქვენს გამარჯვებას მოშურნეებს ნუ გაუმხელთ. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე იქნებით.

1277 ნახვა

19 ივლისი, მთვარის ოცდამეხუთე დღე

ოთხშაბათი, მთვარე გადის ტყუპის ზოდიაქოს
ახალ საქმეებს ნუ წამოიწყებთ, მაგრამ დაწყებულები დაასრულეთ.
კარგი დღეა ვაჭრობისთვის, სასამართლო საქმეებისთვის.
არასასიამოვნო დღეა კონტაქტებისთვის, – აკონტროლეთ თქვენი ემოციები. არ იკამათოთ და მოერიდეთ უსიამოვნო საუბრებს.
კარგი დღეა მოგზაურობის დასაწყებად, მგზავრობისათვის.
სხვა დღისთვის გადადეთ ქორწინება და ნიშნობა.
ამ დღეს დაბადებული ბავშვი ჩვილობიდანვე ავლენს სიბრძნეს. იღბლიანია და ხშირად ხედავს წინასწარმეტყველურ სიზმრებს.
მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს.
სუსტი წერტილია ყურები: მოერიდეთ მათ გახვრეტას, ოპერაციას, გაწმენდას.
თმის სტილისტთან ვიზიტი სხვა დღისთვის გადადეთ.
ამ დღის ქვაა: წითელი იასპი.

მთვარის ოცდამეხუთე დღე დაიწყება 00:52
მთვარე ტყუპის ზოდიაქოში გადავა 11:31

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ტყუპში
მოერიდეთ სუნთქვითი ვარჯიშის ჩატარებას. ოპერაციებს სასუნთქ ორგანოებზე.
ნაკლები დრო გაატარეთ უჰაერო ოთახში, მოერიდეთ ე.წ. “მოწევის ადგილებს”. გაანიავეთ ოთახი.
აგრეთვე შეამცირეთ დატვირთვა ხელებსა და მხრებზე.
დაღლილობას სუფთა ჰაერზე გასეირნება, მსუბუქი ვარჯიში მოგიხსნით.
მსუბუქად იკვებეთ. გაამდიდრეთ რაციონი რძის პროდუქტებით, მწვანილით.

297 ნახვა

18 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
მოთმინება გმართებთ ახლობლების შეცდომებისადმი. საყვარელი ადამიანი გაამხნევეთ და დაეხმარეთ წარმატების მიღწევაში. საღამოს რომანტიკულ განწყობაზე იქნებით.

კურო
მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საკითხების მოგვარებას. სამსახურში ერთგული კოლეგების დახმარების იმედი გქონდეთ. საღამოს შეეხმიანეთ დიდი ხნის უნახავ მეგობრებს.

ტყუპი
ნაკლები ყურადღება მიაქციეთ წვრილ უსიამოვნებებს, შეფერხებებს და მეტი დრო დაუთმეთ დაწყებული საქმეების მოგვარებას. საღამო მშვიდ გარემოში გაატარეთ; გაიუმჯობესეთ ძილის რეჟიმი.

კირჩხიბი
კოლეგებთან ერთად განიხილეთ სამომავლო პროექტები, მაგრამ მათი განხორციელება ერთი კვირით გადადეთ. საყვარელი ადამიანი თქვენს მზრუნველობას საჭიროებს.

ლომი
რთულ საკითხებსაც კი მარტივად მოაგვარებთ. უბრალოდ, მეტი ყურადღება მიაქციეთ დეტალებს. დახმარება გამოცდილ კოლეგებს სთხოვეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

ქალწული
წარმატებული დღე ელით საქმიან და რომანტიკულ ქალწულებს. ფორტუნა გწყალობთ, მაგრამ მუშაობისას ინტუიციაც უნდა მოიშველიოთ. სიურპრიზი გელით პირად ცხოვრებაში.

სასწორი
გაგიუმჯობესდებათ ურთიერთობა კოლეგებთან. ისინი პროფესიონალურ საიდუმლოებებს გაგიმხელენ. საღამოს ოჯახის წევრებთან ერთად შოპინგი მოიწყვეთ.

მორიელი
თქვენი მხარდაჭერა შეიძლება ახლობლებსაც დასჭირდეთ და უცნობებსაც. იყავით გულისხმიერი და დაკვირვებული მუშაობისას. საღამოს რომანტიკული თავგადასავალი გელით.

მშვილდოსანი
საინტერესო და საჭირო ადამიანებთან გელით შეხვედრა. განიხილეთ მიმდინარე საკითხები. ნუ იჩქარებთ ახალი პროექტების დაწყებას. საღამოს პაემანზე საყვარელი ადამიანი არ ალოდინოთ.

თხის რქა
გარშემო მყოფებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. საყვარელი ადამიანთან გულითადი საუბარი გელით, რაც დამოკიდებულებას გაგიუმჯობესებთ.

მერწყული
მცირე შეფერხებებმა განწყობა არ გაგიფუჭოთ. იყავით მეტად აქტიური, მობილიზებული. ოჯახის წევრები თქვენს მზრუნველობას საჭიროებენ.

თევზები
რთულ საკითხებსაც კი მარტივად და სწრაფად მოაგვარებთ. რჩევა გამოცდილ და ერთგულ მეგობრებს ჰკითხეთ. საღამო შეხვდით დიდი ხნის უნახავ ახლობლებს.

1436 ნახვა

18 ივლისი, მთვარის ოცდამეოთხე დღე

სამშაბათი, მთვარე გადის კუროს ზოდიაქოს
ამ დღეს კარგია ახალი, მნიშვნელოვანი საქმეების დაწყება. ფინანსური საკითხების მოგვარება. ვაჭრობა.
მოერიდეთ კამათს, საქმეების გარჩევას.
არ გირჩევთ მგზავრობას, საცხოვრებელი მისამართის შეცვლას.
სარგებელს მოგიტანთ კოლექტიური სამუშაო, მაგრამ კოლეგების მიმართ ირონიის, ცინიზმის გამოვლენას არ გირჩევთ.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი შემოქმედებითი ნიჭით იქნება დაჯილდოებული.
მოერიდეთ ალკოჰოლსა და სიგარეტს. მიირთვით მსუყე საკვები და ნაკლები სითხე მიიღეთ.
თუ არ გსურთ ჯანმრთელობის პრობლემა შეგექმნათ, თმის შეჭრისგან თავი შეიკავეთ.
ამ დღის ქვებია: მალაქიტი, ცისფერი ნეფრიტი, ობსიდიანი.

მთვარის ოცდამეოთხე დღე დაიწყება 00:23

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.

339 ნახვა

17 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
საინტერესო დღე გელით, ინტუიციაზე დაყრდნობით იმოქმედეთ. საქმიანი პარტნიორები მომთხოვნები და ეჭვიანები არიან. პირადი ცხოვრება ჩაფიქრებულზე უკეთესად გაქვთ.

კურო
საინტერესო შემოთავაზებებს მიიღებთ. აირჩიეთ საუკეთესო ვარიანტი. თუმცა, მოშურნეებს თქვენი წარმატების შესახებ ნუ გაუმხელთ. საღამო სუფთა ჰაერზე გაატარეთ.

ტყუპი
საინტერესო მოვლენებით დატვირთული დღე გელით. ეცადეთ, მოვლენების და საქმის კურში იყოთ. საქმიან პარტნიორებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. სასიყვარულო სფეროს გასაუმჯოობესებად – ფანტაზია.

კირჩხიბი
მიუხედავად იმისა, რომ შემოქმედებითი იდეების განხორციელება გსურთ, დღევანდელი დღე რუტინული საქმეების მოგვარებას უნდა დაუთმოთ. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ლომი
გარშემო საიმედო და გამოცდილი ადამიანების ჯგუფი შემოიკრიბეთ და მეტად გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. თუმცა, იყავით მომთმენი და ღიმილიანი. ერთიანი ძალებით არ გაგიჭირდებათ მოშურნეების გზიდან ჩამოცილება.

ქალწული
სიურპრიზებით აღსავსე დღე გელით. საინტერესო და საჭირო ადამიანებს გაიცნობთ. საქმიან შემოთავაზებას მიიღებთ. კარგი იქნება, თუ დროზე ადრე არ გახსნით ყველა კარტს.

სასწორი
ჩამოწერეთ შესასრულებელი საქმეების სია და არ გადაუხვიოთ გეგმიდან. კარგი დღეა სწავლისა და შემოქმედებითი იდეების განსახორციელებლად. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მორიელი
იდეებისა და გეგმების რეალიზებას შეძლებთ. მთავარია, არ აჩქარდეთ და გვერდით გამოცდილი ადამიანები გყავდეთ. საყვარელი ადამიანი რომანტიკულ თავგადასავალში აიყოლიეთ.

მშვილდოსანი
დილიდან სამსახურის საქმეების მოგვარებით იქნებით დაკავებული. სწორად შეადგინეთ სამოქმედო გეგმა და პირადი ცხოვრებისთვისაც მოიტოვეთ დრო. საყვარელი ადამიანის მიმართ მეტად მომთმენი უნდა იყოთ.

თხის რქა
დააფასეთ საკუთარი თავი და დრო. ნუ ითავებთ გარშემო მყოფების საქმეებისა და პრობლემების მოგვარებას. საღამო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

მერწყული
ფორტუნა გწყალობთ. იყავით მეტად კომუნიკაბელური. საჭირო და გავლენიან ადამიანებთან ურთიერთობისას მეტად გამოავლინეთ დიპლომატია. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

თევზები
მეტი ყურადღება მიაქციეთ ახლობლების რჩევებს. ზოგიერთი სასარგებლო იქნება. ინტუიციასაც ენდეთ. პირად ურთიერთობაში ჰარმონია და ურთიერთგაგება დაისადგურებს.

1426 ნახვა

17 ივლისი, მთვარის ოცდამესამე დღე

ორშაბათი, მთვარე გადის კუროს ზოდიაქოს
კარგი დღეა ძველი საქმეების დასასრულებლად. ახლებს ნუ წამოიწყებთ.
ნუ განახორციელებთ სერიოზულ ფინანსურ ოპერაციებს.
სწავლისთვის ნეიტრალური დღეა, მაგრამ გამოცდა სხვა დროისთვის გადადეთ.
უმჯობესია ეს დღე განმარტოებით, ბუნებაში გაატაროთ. მაქსიმალურად შეამცირეთ კონტაქტები, გულითადი საუბრები.
მოერიდეთ ხელმძღვანელობასთან კონფლიქტს. სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
გათავისუფლდით უსარგებლო ნივთებისაგან.
არასასურველი დღეა ქორწინებისა და ნიშნობისათვის.
ამ დღეს დაბადებულ ადამიანს ყველა დაწყებული საქმე ბოლომდე მიჰყავს და წარმატებასაც აღწევს.
მოერიდეთ ხორციან კერძებს. სასურველია მიირთვათ რძე და რძის პროდუქტები.
თმისა და ფრჩხილების შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: რაუხტოპაზი, შავი ნეფრიტი.

მთვარე კუროს ზოდიაქოში გადავა 9:04

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე კუროში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას კისერსა და ყელზე.
ამ დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
კარგი დღეა ბუნებაში სასეირნოდ, მიწაზე სამუშაოდ.
დღეს კარგია ცურვა, საუნა.
რაციონიდან გამორიცხეთ პროდუქტები, რომლებიც სახამებელსა და ნახშირწყლებს შეიცავს.

308 ნახვა