ტეგების არქივი: gaxdoma

10 ყველაზე პოპულარული შეცდომა

გახდომის რა გზაც არ უნდა აირჩიოთ, ქვემოთ მოტანილი 10 შეცდომა პროცესს საგრძნობლად შეაფერხებს

1. ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან უვახშმობა
როცა დიეტის ინსტრუქციაში წერია, რომ საკვების ბოლო მიღება საღამოს 6–7 საათზე გვიან არ უნდა მოხდეს, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ დროს ის აუცილებლად უნდა შედგეს. თანაც იდეალურ შემთხვევაში, ეს სრულფასოვანი ვახშამი უნდა იყოს და არა იოგურტი ან ვაშლი. რა თქმა უნდა, უკიდურეს შემთხვევაში მსუბუქი წახემსებაც დაიშვება.

2. გახსოვდეთ, რომ ზედმეტად მსუბუქი ვახშამი ან მისი სრული არარსებობა უფრო მოხდენილს არ გაგხდით. ასეთი მიდგომა დაამუხრუჭებს გახდომის პროცესს, რადგან საკვების მიღების დიდი დროითი წყვეტა ჩვენს ორგანიზმს აიძულებს მირთმეული ხანგრძლივ პერიოდზე გაანაწილოს და ფერხდება ნივთიერებათა ცვლა. უფრო მეტიც: ხანგრძლივი შიმშილობა ადრე თუ გვიან დიეტაზე ხელს ჩაგაქნევინებთ. ამიტომ არ ღირს საკუთარი ნებისყოფის გამოცდა.

2. ხშირი წახემსება დღის განმავლობაში
რეკომენდებულია დღეში სამჯერ მირთმევა: საუზმე, სადილი და ვახშამი. თუ ძალიან ადრე დგებით, შეგიძლიათ ორი საუზმეც მოიწყოთ. მაგრამ დღის განმავლობაში მოერიდეთ ხშირ წახემსებას. როცა მადას საკვების მიღებამდე იკლავთ, ავტომატურად იმაზე ბევრად ნაკლებს ჭამთ, ვიდრე გესაჭიროებათ მომდევნო ტრაპეზამდე. ეს იმას ნიშნავს, რომ მომდევნო წახემსებისას გაუმართლებლად მეტს მიირთმევთ, რადგან უკვე შიმშილი გაგიმძაფრდებათ.

3. ძალიან ბევრი ხილი და კენკრა
ბევრი ადამიანი ფიქრობს, რომ ხილისა და კენკრის უზომოდ მირთმევა შეიძლება, რადგან ეს წონაზე არ იმოქმედებს. მცდარი აზრია. ხილი და კენკრა ფრუქტოზას შეიცავს. რა თქმა უნდა, ის ბევრად უფრო სასარგებლოა, ვიდრე რაფინირებული შაქარი, მაგრამ არანაკლებ კალორიულია. როგორც ნახშირწყლები, ისიც სისხლში გლუკოზის დონის ცვალებადობას იწვევს, ისე რომ, ხილის მირთმევიდან რამდენიმე ხნის შემდეგ თქვვენ შიმშილის მძაფრი გრძნობა გეუფლებათ. გაითვალისწინეთ, რომ ვაშლი, ციტრუსები, ქლიავი, კივი, ცოტაოდენი საზამთრო, ანანასი ბევრ უჯრედისს შეიცავს და ცოტა შაქარს, ამიტომ ბევრ დიეტაში დაშვებულია.

4. სადილზე არასწორი პროდუქტების შეთავსება
სადილზე შეიძლება ბრინჯის, წიწიბურას და ბოსტნეულის შეთავსება ხორცთან, ქათამთან ან თევზთან. მაგრამ არ შეიძლება ხორცის, ქათმისა და თევზის კარტოფილთან და მაკარონთან ერთად დაგემოვნება. ეს ორი გარნირი სადილზე მხოლოდ ბოსტნეულთან და ყველთან ერთადაა მისაღები. ამგვარად, თუკი წყალზე დამზადებულ ბოსტნეულის წვნიანს მიირთმევთ კარტოფილით, მეორე კერძი ბიფშტექსი არ უნდა იყოს. ასე თქვენ ხელს შეუწყობთ საჭმლის მონელების პროცესს და დააჩქარებთ ნივთიერებათა ცვლას.

5. პროდუქტების არასწორი შეთავსება ვახშამზე
ხორცი, თევზი და ქათამი ვახშამზე მხოლოდ დამოუკიდებელ კერძებად შეიძლება მიირთვათ. არანაირი კომბინაციები მათი მონაწილეობით არ დაიშვება. სხვაგვარად დაძინებამდე მირთმეულის მონელებას ვერ მოასწრებთ და ვახშამი დილით სასწორზე აისახება.

6. საუზმეს თუ ტკბილეულს მოვაკლებ, უფრო მალე გავხდები
კიდევ ერთი შეცდომა: როცა რაციონიდან რომელიმე პროდუქტს ამოიღებთ, იმის რისკს ზრდით, რომ ერთ დღეს რეჟიმს ვეღარ გაუძლებთ. როცა უარს ტკბილეულზე იტყვით, ერთხანს სწრაფად დაიკლებთ, მაგრამ დიდხანს საყვარელ პროდუქტზე უარის თქმას ვერ შეძლებთ. ადრე თუ გვიან, ლამაზი ფიგურის ოცნებას ნამცხვრის სიყვარული დაძლევს და, როგორც წესი, ეს დილით კი არ მოხდება, როცა ყველაფრის ჭამა შეიძლება, არამედ გვიან საღამოს. როცა ჩვენი ნერვული სისტემა უკვე გადატვირთულია, საკუთარი თავის გაკონტროლება ძალიან რთულია.

7. მას შემდეგ, რაც დაქალთან სტუმრობისას „გადავაჭარბე“, ერთი დღე უნდა ვიშიმშილო
ნუ დასჯით საკუთარ თავს განტვირთვის დღეებით იმის გამო, რომ „აიწყვიტეთ“. ამით მხოლოდ უარესს შედეგს მიიღებთ. შიმშილის მცდელობებს, როგორც წესი, იმისკენ მივყავართ, რომ კიდევ უფრო მეტს იმატებთ. თუკი სტუმრად თავი ვერ შეიკავეთ და ბევრი მიირთვით, მომდევნო დღეს ჩვეულებრივ განაგრძეთ დიეტა და ნუ გაამკაცრებთ. იმ ერთ დღეში დაგროვილი წონა, როგორც წესი, მომდევნო რამდენიმე დღის მანძილზე ზედმეტი ძალისხმევის გარეშე იკარგება.

8. ფიზიკური დატვირთვის გარეშეც მშვენივრად ვხდები
რა თქმა უნდა, გახდომას სპორტის გარეშეც მოახერხებთ. მაგრამ ზედმეტი არაა იმის ცოდნა, რომ ფიზიკური დატვირთვა კუნთებს ტონუსში ამყოფებს, ამკვრივებს კანს, სილუეტის კორექციას ახერხებს, სისხლს ჟანგბადით ამდიდრებს, ნივთიერებათა ცვლას აჩქარებს. ანუ, თუ არ გსურთ ფინიშთან დაკიდებული კანით, მოხრილი და მოდუნებული კუნთებით მიხვიდეთ, ვარჯიში აუცილებლად მოგიწევთ. გარდა ამისა, სპორტი  მობილიზებაში გეხმარებათ და უფრო თანმიმდევრულს გხდით. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, თუკი გახდომის გზის გამარჯვებით დასრულებას აპირებთ.

9. სულ რამდენიმე კილოგრამის მოკლებას ვაპირებ და სულაც არაა კანის მოვლის პროცედურების აუცილებლობა
შესაძლოა, საგანგებო ღონისძიებებს თქვენი კანი არ საჭიროებდეს, მაგრამ ყავის სკრაბი, მასაჟი და საკუთარი თავის მიმართ გაძლიერებული ყურადღება ნებისმიერი ქალის ცხოვრების განუყოფელი ნაწილია. თქვენი მთავარი მოტივაცია ხომ თავად თქვენ უნდა იყოთ, ამისთვის კი საკუთარი თავის შეყვარებაა საჭირო. „თქვენი გრძნობების გამოხატვა“ სწორედ იმ ძალითა და დროით გამოიხატება, რომელსაც საკუთარ თავს უთმობთ.

დასკვნა: დაიცავით ეს რჩევები და გახდომა უფრო გაგიადვილდებათ

311 ნახვა

კიტრის კოქტეილი

საჭიროა:
– კიტრი – 6 ცალი (საშუალო)
– ნიახური – 3 ცალი
– ლიმონი – ½ ცალი
– ყინულის კუბიკები

მომზადების წესი:
ლიმონი გავწუროთ, კიტრი და ნიახური გავთალოთ და დავაბლენდეროთ,დავუმატოთ ლიმონის წვენი.

ორი პორცია კიტრის კოკტეილი – 58 კალორია

1138 ნახვა

იმბირის ჩაი

იმბირის ჩაი გამოიყენება შემდეგი პროპორციით: ქლიავის ხელა იმბირი და 2 ლიტრი წყალი.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე იმბირის ჩაის რეცეპტს.

  • გავთალოთ იმბირი,დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავყაროთ თერმოსსში, დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე საათით.მივიღოთ კვებამდე ნახევარი საათით ადრე 0.5 ან 1 ჭიქა იმბირის ჩაი.
  • გავთალოთ იმბირი: გავხეხოთ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად,გავასუფთაოთ რამოდენიმე კბილი ნიორი,ჩავყაროთ იმბირი და ნიორი თერმოსსში,დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ მხოლოდ 15 წუთით.ვსვათ ჩაი მთელი დღის განმავლობაში კვების რაოდენობის მიღების მიუხედავად.
  • გავთალოთ და თხლად დავჭრათ იმბირი,შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ ადუღებიდან 15 წუთი.როდესაც ჩვენი ჩაი გამზადდება,გაგრილების შემდეგ დავუმატოთ ჭიქის მეოთხედი ლიმნის წვენი და ცოტა თაფლი.

669 ნახვა

კლინიკა მაიოს დიეტა ზუსტი დაცვით კვირაში 4 – 8 კგ – მდე დაიკლებთ

კლინიკის დიეტოლოგები და ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია, რადგან ის ხელს უშლის ორგანიზმს ცხიმისაგან განთავისუფლებისათვის. მინიმუმ 24 საათი უნდა იყოს გასული დიეტის შეწყვეტისაგან რომ მივიღოთ ალკოჰოლური სასმელი.

დიეტა დაფუძნებულია “ცხიმის მწველ წვნიანზე”.
ამ წვნიანის მიღება აუცილებელია ყოველდღიურად – იმდენად ხშირად და იმდენად, როგორც გსურთ.რაც უფრო მეტს მიირთმევთ მით უფრო მეტ კილოგრამებს დაიკლებთ.

დიეტის ზუსტი დაცვით კვირაში 3-4 კილოდან 8 კილომდე დაიკლებთ. მნიშვნელოვანია მოცემული პროდუქტების მოცემულ დღეებში მიღება.

თუ ერთი კვირის განმავლობაში 7 კილოს ან მეტს დაკარგავთ, გააკეთეთ 2 დღიანი შესვენება და განაგრძეთ დიეტა ნებისმიერ დროს. წვნიანი არ მიიღოთ დიეტის გარეშე.

დიეტის დროს კატეგორიულად იკრძალება:
– პური
– ალკოჰოლი
– გაზიანი სასმელები
– შემწვარი ან ცხიმდამატებული
– შვიდდღიან დიეტას შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ დროს, მისი შეწყვეტის ან დარღვევის შემთვევაში დაიწყეთ პირველი დღიდან.

სულ რაღაც 7 დღეში თქვენ სიმსუბუქეს იგრძნობთ,მინიმუმ 4-5 კილოს ,ხოლო მაქსიმუმ 8-ს დაიკლებთ. შეიგრძნობთ თქვენს ჯანმრთელობასა და ენერგიას, დიეტის დაცვის პერიოდში თქვენ იგრძნობთ პოზიტიურ დინამიკას თქვენს ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში.

ზოგადი წესები
– მკაცრად დაიცვას რეკომენდაციები ყოველდღე. დაუშვებელია გადახვევა და ფანტაზიები.
– აიწონეთ ყოველ დილით
– წვნიანი ჭამეთ ყოველთვის, როგორც კი იგრძნობთ შიმშილს
– კარაქი – ის შეიძლება გამოყენებულ იქნას კვირაში მხოლოდ ერთხელ მოხარშულ კარტოფილთან ერთად
– ყურადღებით ამოიღეთ ცხიმი ხორციდან და მიირთვით კანგცალილი

ცხიმის მწველი წვნიანის რეცეპტი:
6 საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პამიდორი (შესაძლებელია დაკონსერვებული),
1 პატარა თავი კომბოსტო, 2 მწვანე წიწაკა, 1 კონა ნიახური, 2 ცალი ბოსტნეულის ბულიონის კუბიკი.

წვნიანის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს,ასევე აუცილებელია შევავსოთ დიეტა სხვა კომპონენტებისაგან.

პირველი დღე:
დღეს მიირთმევთ მხოლოდ სუპს და ხილს,ხილი დასაშვებია ნებისმიერი სახის,გარდა ბანანისა.
შეგიძიათ მიირთვათ ჩაი ან ყავა

მეორე დღე:
სუპი და ბოსტნეული ნებისმიერი სახის.
ლანჩის დროს, , შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კარტოფილი კარაქით. არ ჭამოთ არც ერთი სახის ხილი. დალიეთ სასმელი წყალი.

მესამე დღე:
წვნიანი,ხილი და ბოსტნეული,თუმცა ამჯერად გამორიცხულია მოხარშული კარტოფილი.
თუ თქვენ ამ სამი დღის განმავლობაში სწორად დაიცავთ კვების რაციონს,თქვენ უკვე დაიკლებთ 2,5-3 კილოს.

მეოთხე დღე:
წვნიანი,ხილი,ბოსტნეული,ბანანი და რძე!
სუპი,ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი რაოდენობით მაგრამ არა ბანანი. ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ არაუმეტეს სამისა.

მეხუთე დღე:
ძროხის ხორცი,პამიდორი და სუპი. ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ 300დან 800გრამამდე,პამიდორი რამდენიც გინდათ,დღეს სასურველია მიირთვათ სუპი მხოლოდ ერთხელ.

მეექვსე დღე:
ხორცი,ბოსნეული და სუპი.თუ გსურთ შეგიძლიათ მიირთვათ 2-3 ცალი სტეიკი და ასევე ყველა ფოთლოვანი ბოსტნეული.

მეშვიდე დღე:
ყავისფერი ბრინჯი,ხილის წვენი და ბოსტნეული. ბრინჯს შეგიძლიათ დაამატოთ ხახვი,ყვავილოვანი კომბოსტო და პამიდორი.

1847 ნახვა

გასახდომი განტვირთვის დღეები რის დროსაც ვიკლებთ დღეში 500-800 გრამს

განტვირთვის დღეები უკეთესია შაბათ-კვირას მოვაწყოთ,მოვუმატოთ ფიზიკურ დატვირთვას და კარგად გამოვიძინოთ.

გასახდომი განტვირთვის დღეები – ეს არის ორგანიზმის ერთგვარი გამოცოცხლება,კვების ზიგზაგი რის დროსაც ვიკლებთ დღეში 500-800 გრამს!

მაგალითად ადვილად გადასაგორებელია ხილ-ბოსტნეულის განტვირთვის დღეები,რადგან გეუფლებათ საკმარისი საკვების მიღების შეგრძნება,როგორც შედეგი კი რეფლექსურად ითრგუნება კვების ცენტრი.

ცილოვანი საკვების კი აჩქარებს ცხიმებისა და ნახშირყლების ათვისებას და შესაბამისად ადვილად გადაიტანება.

გასახდომი განტვირთვის დღეები იყოფა რამოდენიმე ნაწილად:

ცილოვანი დღეები : კეფირი, ხაჭო,ხორცი, თევზი. ცხიმოვანი დღეები : არაჟანი და ნაღები. ნახშირწყლების  დღეები : წიწიბურა, ბრინჯი, ვაშლი, კიტრი, საზამთრო  და შოკოლადიც კი !

თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული განტვირთვის დღე თქვენივე გემოვნებით და რაც  არანაკლებ მნიშვნელოვანია – თქვენ შეგიძლიათ გაამეოროთ თქვენი არჩეული განტვირთვის დღეები,როდესაც ის შედეგს გამოირებს !

თუ თქვენ გინდათ უფრო სწრაფად დაიკლოთ წონაში,გირჩევთ რომ ჯერ გააკეთოთ ხორცის განტვირთვის დღე,შემდეგ კი ბოსტნეულის,კეფირის ან არაჟნის დღე. ამ შემთვევაში თქვენ ამ ორ დღეში დაიკლებთ 2 – 2,5 კილოს.

სანამ განტვირთვის დღეებს ავირჩევთ და შევასრულებთ,უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

განტვირთვის დღეები ეწინააღმდეგება ბალანსირებული დიეტის პრინციპს, ასე რომ განტვირთვის დღეების დაცვა შეიძლება კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.

ახლა კი შემოგთავაზებთ განტვირთვის დღეებს.

ხორცის განტვირთვის დღე – ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი:

1. უცხიმო და უმარილო 400 გრ მოხარშული ხორცი,გავყოთ ოთხ პორციად და თითო

პორცია მივირთვათ ნებისმიერ ბოსტნეულთან ერთად ( კარტოფილის გარდა).გარდა

ამისა ამ დღეს სასურველია საუზმეზე და ვახშამზე დავლიოთ უშაქრო ჩაი.

2. 200-250გრ უმარილო მოხარშული ხორცი  მივირთვათ უშაქრო ჩაისთან

და ნებისმიერ წვენთან ერთად. ეს შეგვიძლია გავიმეოროთ დღეში 5-6 ჯერ.

ხორცი შეგვიძლია ასევე მოვამზადოთ ღუმელში სანელებლებით.

ბოსტნეულის მოყვარულთათვის არსებობს

ბოსტნეულის განტვითვის დღე,

თითო ბოსტნეულის დღეს თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ 1,2  – 1,8 კილო ბოსტნეული (კარტოფილის გარდა).

საკვების მიღება შეგვიძლია დღეში 6ჯერ,ასევეშემოგთავაზებთ რამოდნიმე სალათს ბოსტნეულის დღისთვის:

ვინერეტი: სალათის თასში ჩავხეხოთ  100 გრ ყველი  და 100 გრ მოხარშული ჭარხალი, 100 გრ უმი სტაფილო, ორი კოვზი ბარდა (გაროხი), 50 გრ მწვანე ხახვი, 1-2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი, აურიეთ წვრილად დაჭრილი  კიტრი, მოვასხათ 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და ლიმნის წვენი ( ან ძმარი)

კომბოსტოს სალათი: წვრილად დაჭრილი 400 გრ კომბოსტოს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 2-3 წუთის განმავლობაში ( სიმწარის ამოსაღებად),შემდეგ გადავასხათ წყალი,ცოტა მარილი მოვაყაროთ. მოვასხათ მაიონეზი ან ზეითუნის ზეთი და დავუმატოთ შაქარი გემოვნებით.

ტკბილი სალათი: გავხეხოთ სტაფილო,ვაშლი  და ნიახური. დავუმატოთ ქიშმიში და ცოტა თაფლი.შეგვიძლია სურვილისამებრ დაამატოთ წვეთი მცენარეული ზეთი.

ბოსტნეულის განტვირთვის დღე ასევე მიეკუთვნება ნახშირყლების განტვირთვის დღეებს.

არაჟნის განტვირთვის დღე:

 არაჟნის დღეს 20-30% ცხიმიანი ,80 გრ არაჟანი შეგვიძლია მივირთვათ დღეში 5 ჯერ.

ასევე 1-2 ჭიქა ასკილის ბულიონი.

კიტრის განტვირთვის დღე:

კილო ნახევარი კიტრი (დაახლოებით 15-20 ცალი) გავყოთ 5 პორციად და მივირთვათ დღის განმავლობაში.

ვახშამზე შეგვიძლია  მივირთვათ 50გრ მოხარშული ხორცი ან ერთი მოხარშული კვერცხი,უშაქრო ჩაისთან ერთად.

კიტრის განტვირთვის დღე სხვათაშორის მიეკუთვება ნახშირწყლების განტვირთვის დღეს.

ყოველი 100 გრამი კიტრი,შეიცავს ცილების 0,8გრ-ს, ცხიმების 0,1გრ-ს, ნახშირწყლების 3მ-ს და 15 კალორიას.

რძის განტვირთვის დღე:

დღის განმავლობაში 6-8 ჯერ უნდა დავლიოთ 1-1,5 ლ რძე.

კეფირის განტვირთვის დღე:

დღეში 5ჯერ დავლიოთ 1-1,5 კეფირი.

შეგვიძლია მივაყოლოთ ნებისმიერი ტკბილი ხილი და ბოსტნეული.

ასევე მოამზადეთ კეფირ-ხილის კოკტეილი და კეფირის დღე გახდება თქვენთვის საყვარელი  განტვირთვის დღე ?

შეგვიძლია შემოგთავაზოთ კეფირის კოკტეილი.

ხაჭოს განტვირთვის დღე:

ხაჭოს მოყვარულებს შეგვიძლია შემოგთავაზოთ 3 ვარიანტი:

  • უცხიმო 400 გრ ხაჭო დაყოფილია ოთხ ეტაპად.შეგვიძლია შევურიოთ 1-2 ჩაის კოვზი ხორბლის ქატო ან მივირთვათ თაფლთან, ხილთან, კენკრასთან და ბოსტნეულთან ერთად.საუზმისა და ვახშმის დროს რეკომენრებულია ასკილის ბულიონი.
  •  დღეში 5ჯერ  1 ჭიქა რძე და 60გრ 9% ცხიმიანი ხაჭო.
  •  დღეში 5ჯერ   1 ჭიქა კეფირი და 500 გრ უცხიმო ხაჭო.

სალათების განტვირთვის დღე:

გამოიყენეთ ახალი ბოსტნეული, ხილი და მათი კომბინაციები 5-ჯერ დღეში 250-300 გრ. შეგიძლიათ დაამატოთ მცენარეული ზეთი ან არაჟანი.

შერეული განტვირთვის დღე:

დღეს გადაანაწილეთ 4 პორციაზე 6 ჭიქა რძე, მოხარშული 350 გრ ხორცი და 50-60 გრ ბოსტნეული .

მოხარშული ხორცი შეგვიძლია შევცვალოთ მოხარშული თევზით.

როდესაც სახლში არაფერია კარტოფილის გარდა,მოიწყეთ

კარტოფილის განტვირთვის დღე:

500 გრ კარტოფილი კარგად გავრეცხოთ კანიანად და მოვხარშოთ.

ან გავჭრათ სიგრძეზე და მაღალ ტემპერატურაზე შევდოთ ღუმეში 20-25 წუთი ( კანით ქვევით,უმარილოდ  და უზეთოდ)

500 გრ კარტოფილი გავყოთ ოთხ პორციად და მივირთვათ დღის განმავლობაში.
გარდა ამისა რეკომენდირებულია 2 ჭიქა ასკილი.

ჩაის  განტვირთვის დღეებში უკეთესია გამოვიყენოთ მწვანე ჩაი.

მას აქვს თვისება: მწვანე ჩაი წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს წონის კლებას. დიეტოლოგები თვლიან, რომ ორი ჭიქა  მწვანე ჩაი უშაქროდ დღეში წვავს 80 კალორიას.მწვანე ჩაი აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის ხელს უწყობს ღვიძლის და თირკმლის მუშაობას , ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და უმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ასე რომ! ჩაის დამახდუნებელი განტვირთვის დღე,არ ქინება ცუდი ჩვენი ორგანიზმის გასაწმენდად.

ჩაი შეგვიძლია ვსვათ მთელი დღე,დღის განმავლობაში კი ჩაისთან ერთად უნდა დავლიოთ 2ლ წყალი.მწვანე ჩაი მდიდარია ცილებით და იძლევა დანაყრების განცდას, რაც განასხვავებს მას წყლის განტვირთვის დღისგან.

ბრინჯის განტვირთვის დღე:

ბრინჯი – 50გრ
შაქარი – 120 გრ
ხილი – 1.5 კგმოვხარშოთ ახალი ან ხმელი ხილის კომპოტი და  დავლიოთ ერთი ჭიქა 6-ჯერ დღეში. დღეში ორჯერ, ტკბილ კომპოტს მივაყოლოთ  უმარილო ბრინჯის ფაფა.

1107 ნახვა

პოლონური დიეტა

პოლონური დიეტა მრავალფეროვანია, მათ შორის ბევრი ხილი და ბოსტნეულია, და რაც მთავარია, არ ახლავს შიმშილის მუდმივი გრძნობა.

დღეში სასურველია მივიღოთ არაუმეტეს სამი ოთხი ჭიქა სითხე (მათ შორის, სუპები, წვენი, ყავა, ჩაი).

მენიუ A და მენიუ B უნდა გამოვიყენით დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში, რომელიც იქნება მაქსიმალური წონის დაკარგვის მიზეზი.

დიეტა გრძელდება 4 კვირა.

პირველი კვირა

მენიუ A
საუზმე: ერთი ჭიქა თბილი რძე და 1 ჩაის კოვზი თაფლი, სუხარი
მე -2 საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი სერი პური, თხელი ფენა კარაქი, სალათის ფოთლები ან სხვა მწვანილი
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი(მჭლე ხორცი (100 გრ), 2-3 კარტოფილი) ხილის სალათი შაქრით და ლიმონის წვენით.
შუადღე: 2 პომიდორი ან ერთი ჭიქა ტომატის წვენი, ტოსტი ან სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი, 2 ნაჭერი პური და კარაქის თხელი ფენით და ოხრახუშით.

მენიუ B
საუზმე: ჭიქა ჩაი უშაქროდ, ერთი ნაჭერი შავი პური ოხრახუშთან ერთად .
მე -2 საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი, ერთი ნაჭერი შავი პური, ოდნავ დამარილებული
სადილი: წვნიანი (მოხარშული თევზი (100 გრ), 2-3 კარტოფილი, ოხრახუში) მწვანე სალათა.
შუადღე: ხილის წვენი (1 ჭიქა) ტორტი ან ფუნთუშა.
ვახშამი: ერთი ჭიქა რძე, 2 ნაჭერი პური თაფლით.

მეორე კვირა

მენიუ A
საუზმე: 1 ჭიქა ხილის ან ბოსტნეულის წვენი, ერთი სუხარი
მე -2 საუზმე: ერთი ნაჭერი შავი პური, ცოტა კარაქი და ყველით , ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ.
სადილი: ვეგეტარიანული სუპი, ქათმის კოტლეტი, სტაფილოს სალათი
შუადღე: ხილი, ფუნთუშა.
ვახშამი: ერთი ჭიქა იოგურტი, სუხარი ჯემით.

მენიუ B
საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი, 1 ნაჭერი შავი პური თაფლით.
მე -2 საუზმე: 2 ნაჭერი პური, ხორცი (100 გრ), 2 პომიდორი, ჭიქა ჩაი უშაქროდ.
სადილი: წვნიანი, (მოხარშული თევზი (100 გრ), 2 კარტოფილი) მწვანე სალათა.
შუადღე: იოგურტი,სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი უცხიმო ყველი, ბოლოკი.

მესამე კვირა

მენიუ A
საუზმე: ერთი ფინჯანი ყავა, ერთი ნაჭერი შავი პური თაფლით.
მე -2 საუზმე: იოგურტი, ერთი ნაჭერი შავი პური კარაქით, მოხარშული კვერცხი
სადილი: სოკოს წვნიანი, სტეიკი ან კოტლეტი, სალათი, ერთი ჭიქა წვენი.
შუადღე: ხილი, შავი პური.
ვახშამი: ერთი ჭიქა რძე, ფუნთუშა, ყველი (100 გრ).

მენიუ B
საუზმე: ჭიქა რძე თაფლი, პური.
მე -2 საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი პური, მჭლე ძეხვი (50 გ), 2 პომიდორი.
სადილი: წვნიანი, ჩაშუშული სოკო და ბოსტნეული, 2 გამომცხვარი ვაშლი.
შუადღე: ხილი, სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უშაქრო ჩაი, პური და თევზი (100 გრ), ვაშლი.

მეოთხე კვირა

მენიუ A
საუზმე: ჭიქა ჩაი, სუხარი თაფლით.
მე -2 საუზმე: 2 ნაჭერი პური კარაქით და უცხიმო ყველით (50 გ), 2 ვაშლი.
სადილი: წვნიანი, ქათამი (200 გრ), ბოსტნეული მწვანე სალათი
შუადღე: სტაფილოს წვენი,სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი, ფუნთუშები

მენიუ B
საუზმე: ჭიქა რძე, ჭვავის პური და კარაქი.
მე -2 საუზმე: მოხარშული კვერცხი, პური, კარაქი (20 გრ), ჩაი, ვაშლი.
სადილი: ერთი ჭიქა უცხიმო ბულიონი (ლობიო, პომიდორი, ორი მოხარშული კარტოფილი, ოხრახუში) ვაშლი.
შუადღე: იოგურტი, სუხარი
ვახშამი: ბოლოკი, 2 ბუტერბროდი პაშტეტით.

290 ნახვა