ტეგების არქივი: dukanis axali dieta

ყავის მუსი / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ინგრედიენტები:
60 მლ დაბალცხიმიანი რძე
1 ჩ/კ ხსნადი ყავა
3 კვერცხი
დამატკბობელი გემოვნებით

მომზადების წესი:
რძეს აურიეთ ხსნადი ყავა და აადუღეთ. გადმოდგით გაზქურიდან და გააგრილეთ.
ცალკე ჯამში ათქვიფეთ 3 კვერცხი დამატკბობელთან ერთად. ნელ-ნელა შეურიეთ რძის ნარევი და გააგრძელეთ მორევა.
ჩაასხით ცეცხლგამძლე ჭიქებში. გამოსაცხობ ტაფაზე დაასხით ადუღებული წყალი,(ასეთი გამოცხობის მეთოდი ნაჩვენიებია ქვემოთ სურათზე) დაალაგეთ ცეცხლგამძლე ჭიქები და გამოაცხეთ 20 წუთის განმავლობაში 150° ტემპერატურაზე.

გამოცხობის შემდეგ მოათავსეთ მაცივარში რამდენიმე საათით. მიირთვით ცივი.

3618 ნახვა

ქათმის ნაგეთსი დუკანურად / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შეგიძლიათ მიირთვათ პირველი ფაზიდან

ინგრედიენტები:
1 ჭიქა დაბალ პროცენტიანი იოგურტი ან არაჟანი
1 ჭიქა ქათმის ფილე,წვრილად დაჭრილი
1 კვერცხის ცილა
შვრიის ქატო 1,5 კოვზი
მარილი,პილპილი გემოვნებით

მომზადების წესი:
ქათმის ხორცი,მარილი,პილპილი და კვერცხის ცილა დააბლენდერეთ ერთად. გააკეთეთ პატარა ბურთულები. ამოავლეთ ჯერ იოგურტში ან არაჟანში და შემდეგ შვრიის ქატოში. გამოაცხეთ წინასწარ გახურებულ ღუმელში 15-20 წუთით.
გემრიელად მიირთვით!

2084 ნახვა

ქათმის ფილე ნივრით და შვრიის ქატოთი / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შეგიძლიათ მიირთვათ ყველა ფაზაში.

ინგრედიენტები:
1 ან 2 ც ნიორი
ქათმის ფილე 1 ცალი
შვრიის ქატო – პირველ ფაზაში 1,5 ს/კ, მეორე ფაზაში 2 ს/კ, მესამე ფაზაში 2,5 ს/კ
მარილი და სუნელები გემოვნებით

მომზადების წესი:
დაჭყლიტეთ ნიორი და აურიეთ შვრიის ქატოს. დაუმატეთ მარილი და სუნელები გემოვნებით. ქათამი ამოავლეთ ამ მასაში,ისე რომ კარგად დაიფაროს. შეგიძლიათ შეწვათ ღუმელში საშუალო ტემპერატურაზე 25 წუთის განმავლობაში, უცხიმო ტაფაზე, ან გრილზე. ნება თქვენია.
გემრიელად მიირთვით.

2225 ნახვა

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ცნობილი ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა შედგება 4 ფაზისგან.

პირველ ფაზაში დაშვებულია 72 დასახელების ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ პროდუქტებიდან ჩვენთვის სასურველი ერთი ან რამოდენიმე პროდუქტი და მივიღოთ დღის განმავლობაში როცა გვინდა და იმდენი, რამდენიც გვინდა.
ეს ცილოვანი პროდუქტები იყოფა 8 ჯგუფად.

1) ჯგუფი: ხორცეული;
2) ჯგუფი: ფრინველი და ბოცვერი;
3) ჯგუფი: თევზი&ზღვის პროდუქტები;
4) ჯგუფი: კვერცხი;
5) ჯგუფი: მცენარეული პროტეინები;
6) ჯგუფი: უცხიმო რძის პროდუქტები;
7) ჯგუფი: 2 ლიტრი წყალი დღეში;
8) ჯგუფი: შვრიის ქატო.

ხორცეული:

1. საქონლის ხორცი;

2. ხბოს ხორცი;

3. ცხენის ხორცი;

4. ხბოს / საქონლის ღვიძლი და თირკმელები;

5. ხბოს კოტლეტი (შნიცელი);

6. კურდღლის ხორცი;

7. საქონლის / ღორის ფილე (სუკი);

8. საქონლის / ხბოს ნეკნები;

9. საქონლის სტეიკი;

10. საქონლის / ხბოს / ცხვრის ენა;

11. როსტბიფი;

12. ძროხის ჩალაღაჯი;

13. გარეული ცხოველების ხორცი და მათი შიგნეული (ირემი, შველი,იხვი, კურდღელი).

ფრინველი და ბოცვერი (კანის და ხილული ცხიმის გარეშე)

14. წიწილა;

15. დედალი;

16. ფრინველის გულ-ღვიძლი;

17. ინდაური;

18. ხოხობი;

19. ციცარი;

20. სირაქლემა;

21. მტრედი;

22. მწყერი;

23. კაკაბი;

24. ინდაურის ლორი, 3% ცხიმინობის, 100გრ;

25. ქათმის ბარკლები;

თევზეული ყველანაირი- ახალი ან შებოლილი, ცხიმიანი და კონსერვი(საკუთარ წვენში)

26. სკუმბრია;

27. კალმახი;

28. ლოქო;

29. ორაგული;

30. ქაშაყი;

31. პალტუსი;

32. ქარიყლაპია;

33. კობრი;

34. ვირთევზა;

35. ქორჭილა;

36. სკაროსი;

37. კეფალი / ბარაბული;

38. სარდინი;

39. პიქშა;

40. ზვიგენი;

41. კამბალა;

42. სურიმი – თევზის ფარში;

43. თინუსი;

44. ხეკი;

45. ზღვის ენა;

46. საირა;

47. ლოუჩი;

48. ხიზილალა – წითელი და შავი;

49. სამეფო დორადა;

ზღვის პროდუქტები:

50. ხამანწკები;

51. მოლუსკები;

52. ლოკოკინა;

53. კიბორჩხალა;

54. ლანგუსტები;

55. მიდიები;

56. კალმარები;

57. კრევეტები;

58. რვაფეხა;

59. მდინარის კიბორჩხალა;

60. მელანთევზა;

61. ზღვის ზღარბი;

კვერცხი:

62. ქათმის / მწყერის / სირაქლემას კვერცხი;

მცენარეული პროტეინები:

63. კონჯაკის მაკარონი (შირატაკი);

64. საითანი;

65. ტოფუ;

რძის პროდუქტები 0% ცხიმიანობით:

66. რძე;

67. კეფირი;

68. ხაჭო;

69. კრემხაჭო;

70. ნატურალური იოგურტი / მაწონი;

71. ყველი;

72. მარცვლოვანი ყველი (Cottege Cheese).

ამ 72 დასახელების პროდუქტიდან მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტებია შეზღუდული, კერძოდ 675მლ/მგ დღეში და სუფთა რძე მაქ. 250მლ. ქათმის კვერცხი დღეში მხოლოდ 2 ცალი მთლიანად და ცილა შეუზღუდავი რაოდენობით.(რადგან კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, დაახლოებით 7გრ). ვისაც სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალი აქვს, დუკანი კვერცხის მიღებისგან თავის შეკავებას გვირჩევს და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ 2 ცალი კვერცხი დღეში.
ეს პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რაოდენობით ,დღის ნებისმეირ დროს. დაივიწყეთ კალორიების თვლა და 6 – ის მერე არ ჭამა.

შეტევის ფაზაში დასაშვებია ასევე ზოგიერთი დამატებითი პროდუქტები, მცირე რაოდენობით:

1 . ყავა, ჩაი, ბალახების ჩაი, მინერალური წყალი;

2. ძმარი, სოიოს სოუზი უშაქროდ;

3. ჟელატინი, 30 გრ აგარ-აგარი, გამაფხვიერებელი, დროჟი;

4. რამოდენიმე ღერი მწვანილი, 1 პატარა ზომის ხახვი, 2 – 3კბილი ნიორი და სუნელები.

5. მჟავე კიტრის პიკული 3 – 4 ცალი (უშაქრო );

6. ლიმონის წვენი, მხოლოდ საჭმელის გასაკეთებლად, როგორც დანამატი ( არ დალიოთ როგორც ლიმონათი და არ შეჭამოთ მისი რბილობი, როგორც ხილი);

7. შაქრის შემცვლელი 0 კალ ( არ შეიძლება ფრუქტოზა ,გლუკოზა, სორბიტი…)

8. 2 ს/კოვზი ტომატის პასტა, უშაქრო;

9. დიეტური კოკა კოლა, პეპსი და სხვა დიეტური სასმელები. 0 კალორიით .

10. კრაბის ჩხირები 0.1 %ცხიმინით შეუზღუდავად და მეტი ცხიმიანობის არაუმეტეს 8 ცალისა დღეში (200 გრამი);

11. ჯანჯაფილი (კოჭა).

12. შირატაკის ტიპის მაკარონი, კონჯაკის ბრინჯი;

13. ნებისმიერი ზეთი 1 ჩაის კოვზი;

14. გოჯი ბერი – 1 ჩაის კოვზი შეტევაში და 2 ფაზის ცილის დღეებში. მეორე ფაზის ცილა + ბოსტნეულის დღეებში 1 ს/კ.

15. მარილი ზომიერად და უშაქრო მდოგვი 1 ჩაის კოვზი.

16. უშაქრო საღეჭი რეზინი და კარამელები 5 ცალი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა დიაბეტური კანფეტი დუკანში დაშვებული არ არის. ყურადღება მიაქციეთ, რომ აკრძალული დამატკბობელი არ იყოს გამოყენებული. SULA – ს კარამელები აკრძალულია!

პირველი ფაზის დროს შეიძლება იგრძნოთ პირის სიმშრალე და უსიამოვნო სუნი პირიდან. არ შეგეშინდეთ ეს არის იმის დასტური რომ თქვენ დგეხართ სწორ გზაზე:) თუ იგრძენით თავბრისხვევა, გულის ფრიალი, სისუსტე კუნთებში და ა.შ. არ შეზღუდოთ მარილი, მიიღეთ ზომიერად.

აუცილებელია!

1) 1.5 სუფრის კოვზი ქატო

2) ყოველდღიური სიარული 20 წუთი

3) და აუცილებლად უნდა დალიოთ 1.5 ლიტრი წყალი (ყავა და ჩაი ითვლება სითხის რაოდენობაში).

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

49105 ნახვა

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური

ფრანგმა ექიმმა-დიეტოლოგმა და ნუტრიციტოლოგმა პიერ დუკანმა ბოლო წლებში შეიმუშავა ახალი, თავისი დიეტის საკმაოდ საინტერესო ვარიანტი, სახელწოდებით “ დუკანის ექსპრეს დიეტა” და დეტალურად აღწერა ის თავის წიგნში < კვების საფეხური: მეორე ფრონტი> . ეს არის მსუბუქი ცილოვანი დიეტა, უფრო უნივერსალური და ბალანსირებული კლასიკურ, 4- ფაზიანი დიეტისგან განსხვავებით. ამ დიეტით შესაძლებელია კვირაში საშუალოდ 700-1200გრ დაკლება და გრძელდება მანამ, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ. ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე დაიკლო წონაში ან ვისაც სულ ცოტა ზედმეტი კილოგრამები აწუხებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ დიეტით კლება მიდის უფრო ნელა, ვიდრე ტრადიციული 4-ფაზიანი დიეტისას.

დიეტის აუცილებელი პირობაა 1,5 ს/კ შვრიის ქატო, 2 ლ სუფთა წყალი და 30 წთ(შესაძლებელია მეტიც) ფეხით სიარული დღეში!!! და არანაირი ალკოჰოლი 6 დღის განმავლობაში.

დიეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კვირა გრძელდება 7 დღე/ საფეხური. ყოველ ახალ დღეს მენიუში ერთვება ახალი პროდუქტი, რაც გვიქმნის კიბის ასოციაციას. ე.ი. ყოველ დღე ადამიანი ადის თითო ახალ საფეხურზე, რაც ვლინდება მენიუში ახალი პროდუქტების დამატებით. ამგვარად წარმოიქმნება კვების კიბე. აქედან წარმოიქმნა ამ წიგნის და ახალი დიეტის სახელწოდებაც.

ორშაბათი: სუფთა ცილის დღე. ამ დღეს დაშვებულია ყველა პროდუქტი რაც < შეტევაში> იხ. 1 ფაზა. ამ პროდუქტებს ვიღებთ როცა გვინდა და რამდენიც გვინდა. შვრიის ქატოს დღიური ნორმა 1,5 ს/კ. დამატებითი პროდუქტები დაშვებული არ არის.

სამშაბათი: ცილოვან პროდუქტს ემატება ბოსტნეული- ნებისმიერი რაოდენობით, გარდა დიდი რაოდენობით სახამებლის შემცვლელი და ტკბილი ბოსტნეულისა. ( კარტოფილი აკრძალულია) დაშვებული 28 სახეობის ბოსტნეულის ჩამონათვალი იხილეთ < მეორე ფაზა, კრუიზი > შვრიის ქატო 1,5 ს/კ . დამატებითი პროდუქტები ისევ აკრძალულია.

ოთხშაბათი: ცილოვან პროდუქტებს და ბოსტნეულს ემატება 150გრ ნებისმიერი სახეობის ხილი(გარდა ბანანის, ყურძენის, ლეღვის, კარალიოკის და ბალისა).ეს შეიძლება იყოს 1 ც ვაშლი,1ც ფორთოხალი ან გრეიფრუტი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, ასევე 2-3 პატარა ზომის მანდარინი, 1 ნაჭერი საზამთრო ან ნესვი, 1 ფინჯანი კენკრა… აკრძალულია ნებისმიერი სახეობის ჩირი. ამ დღეს დაშვებულია 1 სახეობის დამატებითი პროდუქტი. შვრიის ქატოს ისევ 1,5 ს/კ.

ხუთშაბათი: ცილებს, ბოსტნეულს და პორცია ხილს ემატება 45გრ ხორბლის უხეში ცეხვილი პური( დაახლოებით 2 თხელი ნაჭერი). ისევ რჩება 1 დამატებითი პროდუქტი და შვრიის ქატო 1,5 ს/კ.

პარასკევი: ცილებს, ბოსტნეულს,პორცია ხილს და პურს ემატება 40 გრ ყველი მაქ. 20% ცხიმიანობით (დაახლოებით 1 ნაჭერი). 1 დამატებითი პროდუქტი და 1,5 ს/კ შვრიის ქატო ისევ რჩება.

შაბათი: ცილებს, ბოსტნეულს, პორცია ხილს, პურს და ყველს ემატება 220გრ სახამებლის შემცველი პროდუქტები(პარკოსნები, ბურღულეული, კარტოფილი) იგულისხმება უკვე მომზადებული/მოხარშული პროდუქტი და არა მოსახარში. ისევ რჩება 1 დამატებითი პროდუქტი და 1,5 ს/კ შვრიის ქატო.

კვირა: მენიუში რჩება ყველა ის პროდუქტი, რაც აქამდე გვქონდა. ამის გარდა შეგვიძლია საკუთარ თავს მოვუწყოთ ზეიმი და ამ დღეს მივირთვათ რაც გვსურს,დღეში ერთხელ რესტორნის პორცია პირველი, მეორე, დესერტის და 1 ბოკალი ღვინოს ჩათვლით.

თუ ამ კვირაში დაკლებული კგ არ გვაკმაყოფილებს, ვიმეორებთ დიეტას ისევ თავიდან იმდენჯერ, სანამ სასურველ წონას არ მივაღწევთ. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია გაკეთდეს მესამე ფაზა. იხ. ფაილებში.

გისურვებთ წარმატებებს!

ექსპრეს დიეტის შესაძლო ვარიანტი ( აუცილებელი არ არის )

დღე 1: საუზმე- ომლეტი კვერცხით და უცხიმო რძით, ნაკლებმარილიანი სიომგა და ყავა.
სადილი – ქათმის კატლეტი და უცხიმო კეფირი.
სამხარი – ხაჭო იოგურტით.
ვახშამი – ზღვის პროდუქტები. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ უფრო გიყვართ. განსაკუთრებით კარგი იქნება ზღვის კოქტეილი.

დღე 2: საუზმე-დილის ხაჭოს ნამცხვარი ჩაისთან ერთად, გემოვნების მიხედვით მწვანე ან შავი. უფრო უკეთესი იქნება ბალახების ჩაი, მაგ. პიტნის.
სადილი – ხბოს კატლეტები ბოსტნეულის სალათით.
სამხარი – კეფირი ქატოთი.
ვახშამი – ქათამი მოხარშული, შემწვარი ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულის რაგუსთან ერთად.

დღე 3: საუზმე-ჩიზქეიქი ნატურალური იოგურტით და ცოტა ხილით, ყავა.
სადილი – ნებისმიერი თევზის სუპი(უხა). უკეთესი იქნება თევზის “სოლიანკა”.
სამხარი – ხილი. გახსოვდეთ რომელია დაშვებული და რომელი არა.
ვახშამი – ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი/შემწვარი ხორცი.

დღე 4: საუზმე- ახალი ხაჭო კეფირით.
სადილი – ხორცის ჩაშუშული.
სამხარი – ნაკლებმარილიანი სიომგის და მწვანილის ბუტერბროტი.
ვახშამი – ხორცის რულეტი ბოსტნეულით.

დღე 5: საუზმე – ქათმის ფილე, 1 ვაშლი და ჩაი.
სადილი – შემწვარი თევზი ცეხვილ პურთან ერთად.
სამხარი – ქატოს ბლინები ხაჭოსთან ერთად.
ვახშამი – ქათმის კატლეტები ნებისმიერ ბოსტნეულის სალათთან ერთად.

დღე 6: საუზმე – მოხარშული კვერცხი, ნაკლებმარილიანი სიომგა, ყავა.
სადილი – გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ხსნადი ცილებით. მოამზადეთ ჩაშუშული ლობიო და მიირთვით ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
სამხარი – ჩიზქეიქი ბალახების ჩაისთან ერთად.
ვახშამი – ორთქლზე მომზადებული თევზი კომბოსტოს სალათთან ერთად.

დღე 7: საუზმე – კვერცხის ომლეტი ხორცთან ერთად. ყავა.
სადილი – ბოსტნეულის სუპი ხორცით.
სამხარი – ხილი, რომლიც შეიძლება მიირთვათ არომატულ ყველთან ერთად.
ვახშამი – ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი თევზი და 1 ბოკალი წითელი ღვინო.

სასმელები: რა შეიძლება დალიოთ 7 – დღიანი დიეტის დროს:
ხილის სასმელები;
ნატურალური წვენები, განზავებული სუფთა წყლით, თანაფარდობით 1:1;
კომპოტები;
მინერალური, არაგაზირებული წყალი;
კეფირი მაქ. 1% ცხიმიანობით.
არანაირი დამატკბობელი და შაქარი. ყველაფერი მხოლოდ ნატურალური. ასევე შეგიძლიათ დალიოთ კისელი.

უკუჩვენება: თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გაქვთ თირკმელების და საშარდე სისტემის პრობლემები, გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

20788 ნახვა

პიერ დუკანის დიეტა (სრული ვერსია)

ცნობილი ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა შედგება 4 ფაზისგან.

პირველი ფაზა – შეტევა

პირველ ფაზაში დაშვებულია 72 დასახელების ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ პროდუქტებიდან ჩვენთვის სასურველი ერთი ან რამოდენიმე პროდუქტი და მივიღოთ დღის განმავლობაში როცა გვინდა და იმდენი, რამდენიც გვინდა.
ეს ცილოვანი პროდუქტები იყოფა 8 ჯგუფად.

1) ჯგუფი: ხორცეული;
2) ჯგუფი: ფრინველი და ბოცვერი;
3) ჯგუფი: თევზი&ზღვის პროდუქტები;
4) ჯგუფი: კვერცხი;
5) ჯგუფი: მცენარეული პროტეინები;
6) ჯგუფი: უცხიმო რძის პროდუქტები;
7) ჯგუფი: 2 ლიტრი წყალი დღეში;
8) ჯგუფი: შვრიის ქატო.

ხორცეული:

1. საქონლის ხორცი;

2. ხბოს ხორცი;

3. ცხენის ხორცი;

4. ხბოს / საქონლის ღვიძლი და თირკმელები;

5. ხბოს კოტლეტი (შნიცელი);

6. კურდღლის ხორცი;

7. საქონლის / ღორის ფილე (სუკი);

8. საქონლის / ხბოს ნეკნები;

9. საქონლის სტეიკი;

10. საქონლის / ხბოს / ცხვრის ენა;

11. როსტბიფი;

12. ძროხის ჩალაღაჯი;

13. გარეული ცხოველების ხორცი და მათი შიგნეული (ირემი, შველი,იხვი, კურდღელი).

ფრინველი და ბოცვერი (კანის და ხილული ცხიმის გარეშე)

14. წიწილა;

15. დედალი;

16. ფრინველის გულ-ღვიძლი;

17. ინდაური;

18. ხოხობი;

19. ციცარი;

20. სირაქლემა;

21. მტრედი;

22. მწყერი;

23. კაკაბი;

24. ინდაურის ლორი, 3% ცხიმინობის, 100გრ;

25. ქათმის ბარკლები;

თევზეული ყველანაირი- ახალი ან შებოლილი, ცხიმიანი და კონსერვი(საკუთარ წვენში)

26. სკუმბრია;

27. კალმახი;

28. ლოქო;

29. ორაგული;

30. ქაშაყი;

31. პალტუსი;

32. ქარიყლაპია;

33. კობრი;

34. ვირთევზა;

35. ქორჭილა;

36. სკაროსი;

37. კეფალი / ბარაბული;

38. სარდინი;

39. პიქშა;

40. ზვიგენი;

41. კამბალა;

42. სურიმი – თევზის ფარში;

43. თინუსი;

44. ხეკი;

45. ზღვის ენა;

46. საირა;

47. ლოუჩი;

48. ხიზილალა – წითელი და შავი;

49. სამეფო დორადა;

ზღვის პროდუქტები:

50. ხამანწკები;

51. მოლუსკები;

52. ლოკოკინა;

53. კიბორჩხალა;

54. ლანგუსტები;

55. მიდიები;

56. კალმარები;

57. კრევეტები;

58. რვაფეხა;

59. მდინარის კიბორჩხალა;

60. მელანთევზა;

61. ზღვის ზღარბი;

კვერცხი:

62. ქათმის / მწყერის / სირაქლემას კვერცხი;

მცენარეული პროტეინები:

63. კონჯაკის მაკარონი (შირატაკი);

64. საითანი;

65. ტოფუ;

რძის პროდუქტები 0% ცხიმიანობით:

66. რძე;

67. კეფირი;

68. ხაჭო;

69. კრემხაჭო;

70. ნატურალური იოგურტი / მაწონი;

71. ყველი;

72. მარცვლოვანი ყველი (Cottege Cheese).

ამ 72 დასახელების პროდუქტიდან მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტებია შეზღუდული, კერძოდ 675მლ/მგ დღეში და სუფთა რძე მაქ. 250მლ. ქათმის კვერცხი დღეში მხოლოდ 2 ცალი მთლიანად და ცილა შეუზღუდავი რაოდენობით.(რადგან კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, დაახლოებით 7გრ). ვისაც სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალი აქვს, დუკანი კვერცხის მიღებისგან თავის შეკავებას გვირჩევს და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ 2 ცალი კვერცხი დღეში.
ეს პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რაოდენობით ,დღის ნებისმეირ დროს. დაივიწყეთ კალორიების თვლა და 6 – ის მერე არ ჭამა.

შეტევის ფაზაში დასაშვებია ასევე ზოგიერთი დამატებითი პროდუქტები, მცირე რაოდენობით:

1 . ყავა, ჩაი, ბალახების ჩაი, მინერალური წყალი;

2. ძმარი, სოიოს სოუზი უშაქროდ;

3. ჟელატინი, 30 გრ აგარ-აგარი, გამაფხვიერებელი, დროჟი;

4. რამოდენიმე ღერი მწვანილი, 1 პატარა ზომის ხახვი, 2 – 3კბილი ნიორი და სუნელები.

5. მჟავე კიტრის პიკული 3 – 4 ცალი (უშაქრო );

6. ლიმონის წვენი, მხოლოდ საჭმელის გასაკეთებლად, როგორც დანამატი ( არ დალიოთ როგორც ლიმონათი და არ შეჭამოთ მისი რბილობი, როგორც ხილი);

7. შაქრის შემცვლელი 0 კალ ( არ შეიძლება ფრუქტოზა ,გლუკოზა, სორბიტი…)

8. 2 ს/კოვზი ტომატის პასტა, უშაქრო;

9. დიეტური კოკა კოლა, პეპსი და სხვა დიეტური სასმელები. 0 კალორიით .

10. კრაბის ჩხირები 0.1 %ცხიმინით შეუზღუდავად და მეტი ცხიმიანობის არაუმეტეს 8 ცალისა დღეში (200 გრამი);

11. ჯანჯაფილი (კოჭა).

12. შირატაკის ტიპის მაკარონი, კონჯაკის ბრინჯი;

13. ნებისმიერი ზეთი 1 ჩაის კოვზი;

14. გოჯი ბერი – 1 ჩაის კოვზი შეტევაში და 2 ფაზის ცილის დღეებში. მეორე ფაზის ცილა + ბოსტნეულის დღეებში 1 ს/კ.

15. მარილი ზომიერად და უშაქრო მდოგვი 1 ჩაის კოვზი.

16. უშაქრო საღეჭი რეზინი და კარამელები 5 ცალი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა დიაბეტური კანფეტი დუკანში დაშვებული არ არის. ყურადღება მიაქციეთ, რომ აკრძალული დამატკბობელი არ იყოს გამოყენებული. SULA – ს კარამელები აკრძალულია!

პირველი ფაზის დროს შეიძლება იგრძნოთ პირის სიმშრალე და უსიამოვნო სუნი პირიდან. არ შეგეშინდეთ ეს არის იმის დასტური რომ თქვენ დგეხართ სწორ გზაზე:) თუ იგრძენით თავბრისხვევა, გულის ფრიალი, სისუსტე კუნთებში და ა.შ. არ შეზღუდოთ მარილი, მიიღეთ ზომიერად.

აუცილებელია!

1) 1.5 სუფრის კოვზი ქატო

2) ყოველდღიური სიარული 20 წუთი

3) და აუცილებლად უნდა დალიოთ 1.5 ლიტრი წყალი (ყავა და ჩაი ითვლება სითხის რაოდენობაში).

მეორე ფაზა – მონაცვლეობა

დუკანის დიეტის მეორე ფაზა-მონაცვლეობა , კრუიზი. მეორე ფაზა გრძელდება მანამ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ წონას. მონაცვლეობის სქემას ვირჩევთ ჩვენთვითონ 1/1 2/2 3/3 4/4 ან 5/5. მაგალითად, 1/1 ნიშნავს, რომ ერთი დღე ვჭამთ მხოლოდ ცილას და შემდეგი დღე ცილა + ბოსტნეულს, აუცილებლად ერთად. ამ პრინციპით შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი მონაცვლეობა 2/2 -3/3

4/4 ან 5/5 ექიმი დუკანი აღნიშნავს, რომ ყველაზე მარტივი 1/1 ზე მონაცვლეობაა .თუ რომელ სქემას აირჩევთ ნება თქვენია.
მეორე ფაზის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი პირველი ფაზიდან. ამ ეტაპზე ემატება 28 დასახელების ბოსტნეული, გარდა იმ ბოსტნეულისა რომელიც შეიცავს სახამებელს.

აკრძლულია: ავოკადო ,ბარდა, წითელი ლობიო, სიმინდი, ყველა სახის პარკოსნები და ბურღულეული: კარტოფილი, მაკარონი ,ბრინჯი, წიწიბურა.

დაშვებული ბოსტნეული:

1. არტიშოკი;

2. ბადრიჯანი;

3. მწვანე სალათის ფოთლები;

4. ყვავილოვანი კომბოსტო;

5. ბროკოლი;

6. სოკო (შამპინიონი);

7. ვარდკაჭკაჭა;

8. მჟაუნა;

9. კამა ბოლქვი (ფენხელი)

10. მწვანე ლობიო;

11. სტაფილო;

12. კომბოსტო ( თეთრი, წითელი, ვირზინგი);

13. გოგრა;

14. პრასი;

15. პალმის გული;

16. ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი, მწვანე);

17. ბოლოკი, თალგამი;

18. რევანდი (Rhubarb);

19. ბრიუსელის კომბოსტო;

20. ჭარხალი;

21. კიტრი;

22. ნიახური;

23. სოიო;

24. სატაცური;

25. ისპანახი;

26. პამიდორი;

27. ყაბაყი;

28. ხახვი.

ამ ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილო და ჭარხალი მივიღოთ არაუმეტეს 200 გრამისა დღეში, რადგან შეიცავს შაქარს.

მთავარი წესი

1) შვრის ქატო 2 სუფრის კოვზი;

2) შეკრულობის დროს 2 კოვზი ხორბლის ქატო ;

3) ეცადეთ რომ რძის პროდუქტი არ აღემატებოდეს 700 გრამს;

4) წყალი მინიმუმ 2 ლიტრი ;

5) ყოველდღიური სიარული 30 წუთი.

მეორე ფაზაში მენიუს მრავალფეროვნებისთვის დაშვებულია შემდეგი სახის დამატებითი

პროდუქტები:

1. სიმინდის სახამებელი – 1 სუფრის კოვზი ( 20 გრამი);

2. უცხიმო რძის ფხვნილი (მაქ. 1,5% ცხიმიანობით) 3ს/კ დღეში;

3. სოიოს ფქვილი-1 სუფრის კოვზი ან 20 გრამი;

4. კაკაოს უშაქრო ფხვნილი მაქს. 10- 11% ცხიმიანობით, 1 ჩაის კოვზი – ან 7 გრამი;

5. ქათმის სოსისი 10% ცხიმიანობით- 100 გრამი;

6. არაჟანი 3%- 1 ს/კ ან 30გრ;

7. სოიოს ნატურალური იოგურტი-1 ცალი;

8. იოგურტი ცხიმგამოცლილი 0 % ხილის ნაჭრებით უშაქრო – 100 გრამი;

9. თეთრი ღვინო 3 სუფრის კოვზი ან 30მლ ( მარტო სადილის მოსამზადებლად),ამასთან 100 მლ-ზე მეტი კვირაში არა;

11. გასპაჩო -1 ჭიქა ან 150 გრამი;

12. ყველი 7 %-30 გრ;

13. სოიოს სოუზი-1 ჩაის კოვზი ან 5 გრამი;

14. ქოქოსის რძე 15 % – 100 მლ;

15. ტემპე- 50 გრამი (სოიოსგან დამზადებული პროდუქტია, ვინც იცის და აქვს მიირთვას

16. უშაქრო კეტჩუპი 1ს/კ ცილის დღეებში და ცილა+ბოსტნეულის დღეებში შეუძრუდავად;

17. Extra light Philadelphia 30გრ;

18. ხორბლის ქატო 1 ს/კ დღეში;

19. ჩიას მარცვლები 1 ჩ/კ;

20. სელის თესლი 1ჩ/კ;

ამ სიიდან შეგიძლიათ აირჩიოდ მხოლოდ 2 პროდუქტი დღეში. ან ერთი პროდუქტი ორმაგი დოზით მაგალითად, 1ს/კ სიმინდის სახამებელი და 1 ჩ/კ კაკაო. ან მხოლოდ 2 ჩ/კ კაკაო დღეში. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დამატებითი პროდუქტი კლებას შეგიჩერებთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება!

უნდა ვიცოდეთ, რომ ბოსტნეულის რაციონში შეტანა იწვევს წონის მატებას, სინამდვილეში ეს მატება ხდება ბოსტნეულში შემავალი წყლის ხარჯზე, რომელიც მომდევნო სუფთა ცილის დღეებში უკვალოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან. წონის ასეთმა ცვალებადობამ, რომ თქვენს განწყობაზე და მოტივაციაზე არ იმოქმედოს, რეკომენდირებულია აიწონოთ კვირაში ერთხელ.

მეორე ფაზაში მენიუს მრავალფეროვნებისთვის დაშვებულია შემდეგი სახის დამატებითი პროდუქტები:

1. სიმინდის სახამებელი – 1 სუფრის კოვზი ( 20 გრამი);

2. უცხიმო რძის ფხვნილი (მაქ.1/5%)- 30 გრამი;

3. სოიოს ფქვილი-1 სუფრის კოვზი ან 20 გრამი;

4. კაკაოს უშაქრო ფხვნილი მაქს. 10- 11% ცხიმიანობით, 1 ჩაის კოვზი – ან 7 გრამი;

5. ქათმის სოსისი მაქ. 10% ცხიმიანობით 100 გრამი;

6. უშაქრო თხევადი აქტიმელი-1 პატარა ქილა;

7. სოიოს ნატურალური იოგურტი-1 ცალი;

9. იოგურტი ცხიმგამოცლილი 0 % ხილის ნაჭრებით უშაქრო – 100 გრამი(ნახშირწყლები არაუმეტეს 17%);

10. თეთრი სუფრის ღვინო 3 სუფრის კოვზი. ( მარტო სადილის მოსამზადებლად),ამასთან 100მლ-ზე მეტი კვირაში არა;

11. გასპაჩო -1 ჭიქა ან 150 გრამი;

12. ყველი 7 % ცხიმიანობით -30 მგ;

13. სოიოს სოუზი-1 ჩაის კოვზი ან 5 გრამი;

14. ქოქოსის რძე 15 %-მდე ცხიმიანობით – 100 მლ ;

15. ტემპე – 50 გრამი (სოიოსგან დამზადებული პროდუქტია, ვინც იცის და აქვს მიირთვას:)

16. უშაქრო კეტჩუპი 1ს/კ ცილის დღეებში და ცილა+ბოსტნეულის დღეებში შეუძრუდავად;

17. Extra light Philadelphia 30გრ;

ამ სიიდან შეგიძლიათ აირჩიოდ მხოლოდ 2 პროდუქტი დღეში. ან ერთი პროდუქტი ორმაგი დოზით:) მაგალითად, 1ს/კ სიმინდის სახამებელი და 1 ჩ/კ კაკაო. ან მხოლოდ 2 ჩ/კ კაკაო დღეში.

მესამე ფაზა – განმტკიცება

ჩვენი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ამოწურული რესურსების შევსება.სასურველი წონის მიღწევის შემდეგ , აუცილებელია დიეტის გაგრძელება და მესამე ფაზაში გადასვლა. მესამე ფაზა პირველი ნაბიჯია, ბალანსირებული კვების ხარჯზე, წონის შენარჩუნებისათვის.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა

მესამე ფაზის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია , თქვენს მიერ, პირველსა და მეორე ფაზაში დაკლებული კილოგრამების რაოდენობაზე.
ყოველი დაკლებული კილოგრამი მრავლდება 10 დღეზე.
მაგალითისთვის, თუ თქვენ დაიკელით 5 კგ ,მესამე ფაზის ხანგრძლივობა 5×10=50 დღეს შეადგენს.
მესამე ფაზა ორ ეტაპად იყოფა P3a და P3b .(P3=P3a+P3b)
თითოეულში თანაბარი რაოდენობის დღეებია .
P3a მოიცავს მესამე ფაზისათვის განსაზღვრული დღეების ნახევარს 50 / 2=25 ,
ისევე როგორც P3b.

მესამე ფაზაში დამატებული საკვები პროდუქტები

დიეტის მესამე ეტაპზე საკვები პროდუქტები უფრო მრავალფეროვნდება
ხორცით,ხილით,ყველით,(კრახმალის)სახამებლის შემცველი პროდუქტებითა და პურით.ნარჩუნდება პირველსა (72) და მეორე ფაზებში დაშვებული (72+28) პროდუქტი .72 ცილა ,28 ბოსტნეული .
მესამე ფაზაში აღარაა სავალდებულო ცილა ,ცილა ბოსტნეულის დღეთა მონაცვლეობის დაცვა .თქვენი მენიუ სტაბილიზაციის ეტაპიდან ცილა ბოსტნეულით კომბინირებული ,ვიტამინებით გაჯერებული საკვები იქნება .

სავალდებულო შვრიის ოდენობა ამჯერად 2,5 სკ შეადგენს .
ყოველდღიურად წყალი – 2 ლ (ყავა ,ჩაის ჩათლით)

ხორცის სახეობები:
ცხვარი , ღორის ხორცის ყველა ნაჭერი (მაქსიმალურად მჭლე ნაჭრები)

დღეში – ნებისმიერი ნებადართული ხილის 1 პორცია.
ერთ პორციად ითვლება :
1 ცალი – ვაშლი,მსხალი,ატამი,გრეიფრუტი,მომცრო ზომის მანგო ,ფორთოხალი,ვაშლატამა.
2 ცალი – კივი,მანდარინი,გარგალი.
1 მომცრო ფიალა – მარწყვი,მალინა,მაყვალი.
1 ნაჭერი – ნესვი, საზამთრო.

არ შეიძლება:
ბანანი, ყურძენი, ბალი, ავოკადო, ყველანაირი სახის ჩირი, ყველანაირი სახის თხილი.

* ახალი ინფორმაციით დუკანმა დაუშვა თხილის მცირედი ოდენობა .რაც მუჭაში ჩაგვეტევა დაახლოებით 15გრ. გაითვალისწინეთ ,რომ თუ თხილებს მიიღებთ ზეთის დღიურ ნორმას უნდა შეელიოთ! ფაქტობრივად ალტერნატივა გაქვთ ან თხილები, ან ზეთი.

დღეში – 40 გ დაბალი ცხიმიანობის მქონე ყველი (50%)
დღეში – 2 ნაჭერი პური (ცეხვილი)

კვირაში ერთხელ (p3a) კრახმალის შემცველი პროდუქტები ,რომელთა მზა (მოხარშული) მასა არ უნდა აღემატებოდეს 225 გრ.
კვირაში ორჯერ (p3b) კრახმალის შემცველი პროდუქტები ,რომელთა მზა (მოხარშული) მასა არ უნდა აღემატებოდეს 225 გრ

გამონაკლისის სახით,
P3a ფაზის დღეებში – კვირაში ერთხელ დაშვებულია თქვენთვის სასურველი საკვების მიღება ,თავისთვის ერთგვარი ზეიმის მოწყობა.
P3b დღეებში კი მსგავსი ნებივრობის უფლება კვირაში ორჯერ გექნებათ.
თუმცაღა ძაანაც ნუ გაინებივრევთ თავს და ყველაზე მსუყე და კალორიულ საკვებს ნუ მიეძალებით და ორი კაცის პორციასაც ნუ შეჭამთ.
ნებადართულია ასევე 1 ჭიქა მშრალი ღვინოს დალევა.

სავალდებულოა !
კვირაში ერთი ცილოვანი დღე.დუკანის რჩევით კარგი იქნება თუ ცილოვან დღედ ხუთშაბათს შევარჩევთ.

მესამე ფაზა მთლიანად წონის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ამ ფაზაში შესაძლოა შეიმჩნეს მცირედით წონის მატება და კლება ,თუმცაღა მთლიანობაში მიღწეულ წონას უნდა ინარჩუნებდეთ.

ფიზიკური დატვირთვა სასურველია გაზარდოთ 25 -30 წ. დუკანი რეკომენდაციას სწრაფ სიარულს უწევს.

დუკანის მიერ შემუშავებული ექსპრეს დიეტა – 7 საფეხური (გამარტივებული ვერსია) ,მესამე ფაზის ალტერნატივას წარმოადგენს.

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია

მეოთხე ფაზა გრძელდება უკვე მთელი ცხოვრება..
1) ჯანსაღი კვება – მიახლოებით უნდა იკვებოთ ისე როგორც მესამე ეტაპზე მაგრამ აქ უკვე შეგიძლიათ მოიწყოთ ორი სადღესასწაულო დღე – და ორი სახამებლის შემცვლელი პროდუქტი;
2) ხუთშაბათობით უნდა გააკეთოთ ეგრეთწოდებული განტვირთვის ანუ ცილის დღე;
3) აუცილებლად უნდა იაროთ მინიმუმ 20 წუთი;
4) ყოვედღიურად უნდა მიიღოთ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო.

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

150997 ნახვა

პიერ დუკანის აკროშკა

საჭიროა:
– 2 ნაჭერი მჭლე ლორი ან მოხარშული ქათამი
– 2 მოხარშული კვერცხი
– 4 ბოლოკი
– 1 კიტრი
– 2 ჭიქა კეფირი 0-1.5%
– 1/2 ჭიქა მინერალური წყალი
– 1/2 ღვინის ძმარი
– ოხრახუში ან ქინძი, კამა
– მწვანე ხახვი
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ლორი/ქათამი,კვერცხი და კიტრი დავჭრათ კუბიკებად. დავჭრათ მწვანილი,ხოლო ბოლოკი კარგად ჩავხეხოთ.
ბოსტნეული მოვათავსოთ თასში და დავასხათ კეფირი,საჭიროების შემთვევაში დავუმატოთ წყალი, ბოლოს კი ძმარი.
კერძის მომზადებას ჭირდება 10 წუთი და შედგება ორი პორციისგან.

9218 ნახვა

პიერ დუკანის ქათმის სუპი სოკოთი

საჭიროა:
250 გრ მოხარშული ქათმის მკერდი
100 გრ სოკო
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ქინძი
შავი პილპილი
1 ლიტრი ბოსტნეულის ქათმის ბულიონი

მომზადების წესი:
გავწმინდოთ სოკო და დავჭრათ ზოლებად,გავსრისოთ და ავურიოთ ერთმანეთში ქინძი,წიწაკა და ნიორი.
დაჭრილი სოკო,ხახვი და ქინძი ჩავყაროთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გავაცხელოთ ბულიონი,როდესაც ადუღდება ჩავყაროთ სოკო,ნარევი მწვანილი, ნიორი, ქინძი და პილპილი. დავაფაროთ თავსახური და ვადუღოთ 5წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.
დავამატოთ ბულიონში თხლად დაჭრილი ქათამი.
რამოდენიმე წუთი ვადუღოთ და შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი.

კერძის მომზადებას სჭირდება 35 წუთი და მოცემული ინგრედიენტების მიხედვით შედგება ორი პორციისაგან

5256 ნახვა

პიერ დუკანის ბლინები

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი 0% რძე
– 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
– 2 სუფრის კოვზი ხაჭო 0%
– 2 სუფრის კოვზი (20 გრ) სიმინდის სახამებელი
– სახარინი გემოვნებით
– ვანილი
– 1 სუფრის კოვზი (15 მლ) მდუღარე წყალი

მომზადების წესი:
ინგრედიენტები თასში დავამატოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კვერცხი, რძე, გამაფხვიერებელი, ხაჭო,სიმინდის სახამებელი, სახარინი და ვანილი (თითქმის ყველაფერი გარდა მდუღარე წყლისა).
თასში მოთავსებული ინგრედიენტები ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
შემდეგ მორევის დროს დავუმატოთ მდუღარე წყალი.

ტაფაზე (უმჯობესია პატარა) დავასხათ ცოტა მცენარეული ზეთი და სუფრის კოვზით დავასხათ ბლინის მასა და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე.

8683 ნახვა

ქათამი დუკანურად

საჭიროა:
– 1 მთელი საშუალო ზომის ქათამი
– 1 ლიმონი
– 1 წითელი მწარე წიწაკა
– 1 სმ ახალი კოჭა (Ginger)
– 3 კბილი ნიორი
– 1 ჩაის კოვზი წიწაკა
– 2 სუფრის კოვზი ხმელი ორეგანო

მომზადების წესი:
თავდაპირველად გავათბოთ ღუმელი 190 გრადუსამდე (200 გრადუსი იდეალურია)
ლიმონი გავჭრათ შუაზე და ნახევარი ლიმონი დავაწუროთ ქათამს.
გავასუფთაოთ წითელი წიწაკა ღეროსგან და გავჭრათ სიგრძეზე, რათა განვათავისუფლოთ შიგნეულობისგან, შემდეგ დავჭრათ წვრილად ისე რომ მოვათავსოთ ქათმის მკერდში.
ასევე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კოჭა და ნიორი.
ბოლოს მოვაყაროთ წიწაკა და ორეგანო და შევდგათ ღუმელში 1-2 საათი (დამოკიდებულია ქათმის ზომაზე)

1243 ნახვა

ქათამი ლიმონით დუკანურად

საჭიროა:
– 3 ქათმის მკერდი
– 1 ლიმონი
– 1 წითელ წიწაკა
– 1 დიდი კბილი ნიორი
– 1 სანტიმეტრი ახალი კოჭა
– ერთი მუჭა ახალი ქინძი
– 250გრ 0% იოგურტი ან კეფირი
– ოხრახუში
– მწვანე ხახვი
– წიწაკა
– მარილი და პილპილი გემოვნებით

მარინადისთვის:
– 1 დიდი ლიმონი,დავჭუროთ
– 1 წითელ წიწაკა, პატარა ნაჭრებად დაჭრილი
– 1 დიდი კბილი ნიორი, დაჭრილი
– 1 სანტიმეტრი ახალი კოჭა (Ginger) დაჭრილი
– ერთი მუჭა ახალი ქინძი, დაჭრილი

სოუზისათვის:
– 250გრ 0% იოგურტი/კეფირი
– 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
– 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი
– ½ ჩაის კოვზი წიწაკა
– მარილი და პილპილი

მარინადის ინგრედიენტები კარგად ავურიოთ თასში, შემდეგ თასში დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი
ქათმის მკერდი და მოვათავსოთ მაცივარში ნახევარი საათით (უკეთესს შემთხვევაშ 1 საათით)
სანამ ქათამი მაცივარშია, მოამზადეთ სოუზი მოცემული ინგრედინტებისაგან და ასევე მოათავსეთ მაცივარში.
1 სააათის შემდეგ დამარინადებული ქათამი მოვამზადოთ გრილზე 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მივირთვათ სოუზთან ერთად.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

914 ნახვა

ქათამი როზმარინით დუკანურად

საჭიროა:
– 1 მთელი ქათამი, სასურველია თავისუფალი სპექტრი
– 4 ახალი როზმარი
– 4 ნაჭერი ლიმონი

მომზადების წესი:
– ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსსზე.
– ქათამს გვერდებზე ჩავუჭრათ კანი ისე რომ ჯიბეებს გავდეს და ჩავალაგოთ 2-2 როზმარინი და ლიმონის ნაჭრები.
– ღუმელში გავაჩეროთ 1საათი და 45 წუთი.
– შემდეგ გავასუფთავოთ კანისგან და მივირთვათ.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

876 ნახვა

შებოლილი ორაგულის ომლეტი დუკანურად

საჭიროა:
– 6 კვერცხი
– 200გრ შებოლილი ორაგული
– 2 სუფრის კოვზი უცხიმო ნატურალური იოგურტი/კეფირი
– 1 სუფრის კოვზი გამხმარი კამა
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი
– ახლად დაფქვილი პილპილი

მომზადების წესი:
– გავახცელოთ ღუმელი 180 გრადუსზე
– თასში ავურიოთ კვერცხი,კამა და იორგურტი/კეფირი
– დაამატეთ დაჭრილი ორაგული,სეზონის ახლად დაფქვილი პილპილი და აურიეთ კარგად.
– კვერცხის ნარევი ჩავასხათ სილიკონის გორმაში,მოვაყაროთ დარჩენილი ორაგული და მწვანე ხახვი და შევდგათ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

619 ნახვა

კვერცხი იტალიურად (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 4 კვერცხი
– ნახევარი დიდი ხახვი, დაჭრილი
– მცენარეული ზეთი
– 400გრ დაჭრილი პომიდორი
– 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი
– რამდენიმე ფოთოლი რეჰანი
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
– ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და კარგად მოვხრაკოთ ხახვი.
– დაამატეთ პომიდორი, 3 სუფრის კოვზი წყალი, აურიეთ კარგად, დაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში.
– თუ შეარყობთ რომ სოუზი ტაფაზე იკრავს,დაამატეთ წყალი.
– შემდეგ დავუმატოთ რეჰანი და კარგად ავურიოთ რომ პამიდორმა აითვისოს რეჰანის არომატი.
– შემდეგ დავუმატოთ კვერცხი,მარილი და პილპილი.
– ცეცხლიდან მაშინ გადმოდგით კვერცხი,როდესაც ცილა იქნება გამაგრებული ხოლო კვერცხის გული ჯერ კიდევ თხევადი.

კერძი მომზადებულია მონაცვლეობის ფაზისათვის

5816 ნახვა

ესპანური ომლეტი (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– ახალი ისპანახი ან ბავშვის ისპანახი (260გრ)
– 4 კვერცხი
– 1 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი/კეფირი
– 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
– 1 ლიმონი
– 1 კოვზი წიწაკა (სურვილისამებრ)
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
– მოვათავსოთ ისპანახი ქვაბში (დაბალ ცეცხლზე)
– თასში ავთქვიფოთ კვერცხი და დავუმატოთ იოგურტი/კეფირი.
– შევურიოთ ერთმანეტში ლიმონის წვენი,წიწაკა,მარილი,პილპილი,კვერცხი,შვრიის ქატო და ისპანახი.
– მოვათავსოთ სილიკონის გორმაში და გავაჩეროთ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.

1977 ნახვა

ბულგარული წიწაკა დუკანურად

საჭიროა:
– 4 წითელი ბულგარული წიწაკა
– 300გრ მჭლე ხორცი
– 1 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
– 2 კბილი ნიორი
– 1 ჩაის კოვზი წიწაკა

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე
– გავჭრათ სიგრძეზე ბულგარული და გავასუფთაოთ შიგთავსისაგან.
– შევდგათ ღუმელში და გავაჩეროთ 20 წუთი.
– შემდეგ სათითაოდ ყველა ბულგარულში ჩავდოთ კვერცხის,ხორცის,შვრიის და ნივრის ფარში და ისევ ღუმელში შევდგათ.
– გავაჩეროთ ნახევარი საათი,სანამ ხორცი არ გამზადდება.

1203 ნახვა

ბერძნული სალათი დუკანურად

კერძი მომზადებულია მონაცვლეობის ფაზისათვის

საჭიროა:
– 300 გრ მოხარშული ქათამი
– 1 კიტრი
– 3 საშუალო სალათი პომიდორი
– ნახევარი წითელი წიწაკა
– ნახევარი პატარა წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი
– 1 კოვზი ხმელი ორეგანო
– 1 პატარა სალათის ფოთოლი
– ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი მარტივია – ავურიოთ ინგრედიენტები თასში

1908 ნახვა

შვრიის ბლინები (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო (თუ მონაცვლების ფაზაში ხართ +1 კოვზი)
– 3 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი

მომზადების წესი:
– მომზადების წესი მარტივია, ავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთში და ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
– გავაცხელოთ ტაფა და მზა მასა დავასხათ

3875 ნახვა

კრევეტების კოქტეილი (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 150გრ მოხარშული კრევეტი
– 200გრ უცხიმო იოგუეტი
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი
– ლიმონის წვენი
– ტაბასკოს სოუსი, სურვილისამებრ

მომზადების წესი მარტივია: დავაბლენდეროთ სანამ ერთი მასა არ გახდება

400 ნახვა

ქათამი იმბირით და ლიმონით (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 2 ქათმის მკერდი
– 1 ლიმონი (დაწურული)
– 1 სუფრის კოვზი იმბირი

მომზადების წესი:
გავჭრათ ხორცი სიგრძეზე,შემდეგ მოვათავსოთ თასში სადაც დავუმატებთ
ლიმონს და დაფქვილ იმბირს,ხელით კარგად ავურევთ ,შემდეგ კი შევდგათ მაცივარში
დამარინადებული ხორცი 1 საათით.
1 საათის შემდეგ მოვამზადოთ გრილის ტაფაზე ან ღუმელში (როგორც მოსახერხებელია).

შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ბლინებთან ერთად შეტევის ფაზაში, ხოლოდ სალათებთან ერთად მონაცვლეობის ფაზაში.

852 ნახვა