ტეგების არქივი: diabeti

მწვანე ლობიო ნივრის სოუსით

საჭიროა:
– 500 გრ მწვანე ლობიო დიაგონალზე დაჭრილი
– 1 კბილი ნიორი
– ½ ჩაის კოვზი მარილი
– 150 მლ უცხიმო იოგურტი
– 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
– შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ლობიო ვხარშოთ ადუღებულ წყალში ,სანამ არ დარბილდება (6-8წუთი).
შემდეგ ჩენჩოები გავრეცხოთ კარგად და გავამშრალოთ.
ნიორი გავსრისოთ კოვზით და ავურიოთ მარილი, შემდეგ იოგურტი, კარაქი, ოხრახუში და წიწაკა.
ნივრის სოუსი ავურიოთ ლობიოში და მივირთვათ.

მზა კერძი შედგება 4 პორციისგან და შეიცავს:
– 336 კალორიას
– 12გ ცილას
– 16გ ცხიმს
– 44გ ნახშირწყლებს

586 ნახვა

მზის სხივი

საჭიროა:
1 ჭიქა ბრინჯი
1 ჭიქა რძე
2 ცალი კვერცხი
1 ჭიქა კურაგა (გარგარის ჩირი)
2 სუფრის კოვზი ფრუქტოზა
1 სუფრის კოვზი ზეთი
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
გარეცხილი ბრინჯი მოხარშეთ წყალში (პროპორციით 1:2). 12-15 წუთის შემდეგ, როცა ბრინჯი მთელ წყალს შეიწოვს, დაამატეთ რძე, მარილი და ხარშეთ კიდევ 5 წუთს. მიღებული ფაფა გააცივეთ, დაუმატეთ ფრუქტოზა (1,5 სუფრის კოვზი), კვერცხის გული, აურიეთ, ჩადეთ ცხიმწასმულ ფორმაში, მოაყარეთ დაკეპილი გარგარის ჩირი, კვერცხის ცილისა და დარჩენილი ფრუქტოზისგან ათქვიფეთ ბეზე და გადაუსვით. შედგით ცხელ ღუმელში 15 წუთით. რომ გაცივდება, დაჭერით და ისე მიიტანეთ სუფრასთან.

220 ნახვა

ვინეგრეტი “გაზაფხული”

საჭიროა:
2 ცალი კარტოფილი
2 ცალი სტაფილო
1 ცალი ჭარხალი
100 გ ყვავილოვანი კომბოსტო
2 ცალი მჟავე კიტრი
3 სუფრის კოვზი კონსერვებული მწვანე მუხუდო
0,5 კონა სალათის ფურცელი
2-3 სუფრის კოვზი არაჟანი
3 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ცალ-ცალკე მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტო. კომბოსტოს თავი დაშალეთ ყვავილედებად, სალათა მსხვილად დაკეპეთ, დანარჩენი ბოსტნეული რგოლებად დაჭერით, დაამატეთ მუხუდო, კამა, შეაზავეთ არაჟნითა და მარილით.

303 ნახვა

სოფლის ომლეტი

საჭიროა:
150 გ კომბოსტო
2 ცალი კვერცხი
0,5 ლ რძე
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
2-3 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი კომბოსტო მოხრაკეთ ზეთში (3-5 წუთის განმავლობაში), დაამარილეთ, მოასხით კვერცხშეთქვეფილი რძე. დაახურეთ თავზე და 10 წუთით დატოვეთ ცეცხლზე. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი.

192 ნახვა

ბადრიჯანი ნივრით

საჭიროა:
ბადრიჯანი – 500 გრ
ნიორი – 1 კბილი
ოხრახუში – 60 გრ
ნიახური – 60 გრ
პამიდორი – 150 გრ
მცენარეული ზეთი – 3 სუფრის კოვზი
ქინძი და კამა – 20 გრ
მარილი და პილპილი – გემოვნებით

მომზადების წესი:
გავთალოთ ბადრიჯანი,ერთი მხრიდან გავჭრათ გრძივ მონაკვეთზე და ამოვიღოთ ცელულოზის რბილობი.
მარიალიან ადუღებულ წყალში ჩავყაროთ ბადრიჯნები და ვადუღოთ 10-15 წუთის განმავლობაში.
შემდეგ ამოვიღოთ და გავწუროთ ხელით.
ამასობაში კი ცელულოზის რბილობი დავამარილოთ და ავურიოთ მწვანილებს.
მიღებული ნარევი შევწვათ მცენარეულ ზეთში.
გაჭრილ ბარდიჯნებში ჩავდოთ ფარშივირებული რბილობი
გავაცხელოთ ტაფა,დავასხათ მცენარეული ზეთი და ჩავაწყოთ ბადრიჯნები ისე რომ გაჭრილი მხარეები მოვაქციოთ ზევით.იქვე მივაწყოთ შუაზე გაჭრილი პამიდვრები.
დააყარეთ მარილი,მწყვანილი,ჩავასხათ წყალი და ვხარშოთ 5 წუთი.

– კალორია– 82
– ცხიმი – 6 გრ
– ნახშირყლები – 6 გრ
– ცილა – 1,4 გრ

456 ნახვა