ტეგების არქივი: advili dieta

მაწვნის მარტივი და ეფექტური დიეტა, მოკლე დროში დაგაკლებინებთ წონას

მითითებები:

1) ერთ ქილა მაწონში 1 სუფრის კოვზი თაფლი და 1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა აურიეთ ერთმანეთში.

2) გადაანაწილეთ და მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

შეგიძლიათ ასევე მიირთვათ ხილი, ბოსტნეული და ბორჯომი.

ინგრედიენტები:

1 ქილა მაწონი
1 სუფრის კოვზი თაფლი
1 სუფრის კოვზი ხსნადი ყავა

2182 ნახვა

გრეიფრუტის დიეტა ყოველი ჭამის წინ საჭიროა ნახევარი გრეიფრუტის ჭამა

არსებობს სხვადასხვა გრეიფრუტის დიეტა, თუმცა ყველა მათგანს ერთი საერთო წესი აქვთ – ყოველი ჭამის წინ საჭიროა ნახევარი გრეიფრუტის ჭამა.

მითითებები:

1) დღე საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ნაჭერი უცხიმო შაშხი 25 გრამი, უშაქრო ყავა ან ჩაი. სადილი: 1 გრეიპფრუტი, 250 გრამი ბოსტნეულის სალათი (ნებისმიერ ბოსტნეული, გარდა კარტოფილის და სიმინდის) ლიმონით და მწვანილით შეკმაზული, ყავა ან ჩაი. ვახშამი: 150 გრამი მოხარშული (ან გრილზე შემწვარი) უცხიმო ხორცი, 200 გრამი მწვანე სალათი ლიმონის წვენით, თაფლიანი ჩაი.

2) დღე საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, უშაქრო ყავა ან ჩაი. სადილი: 1 გრეიფრუტი, 50 გრამი ყველი 20-30% ცხიმიანობის ან უცხიმო ხაჭო. ვახშამი: 200 გრამი თევზი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული), დიდი პორცია ბოსტნეულის სალათა (კიტრი, კომბოსტო, ბროკოლი, სალათის ფურცლები, წიწაკა და ა.შ.) შეკმაზული 1 ჩაის კოვზი ლიმონის წვენით და 1 ჩ/კ ზეითუნის ზეთით, 20 გრ. შავი პური.

3) დღე საუზმე: გრეიფრუტის წვენი (უშაქრო) ან 1 გრეიფრუტი, 2 ჩაის კოვზი შვრიის ფაფა ან მიუსლი 1 ჩაის კოვზ ქიშმიშთან ერთად, 2-3 დაქუცმაცებულ თხილეულთან (გარდა არაქისისა) და 4 ჩ/კ უცხიმო იოგურტი ან რძე. სადილი: 1 გრეიფრუტი, 1 ჭიქა ბოსტნეულის სუპი ან ბულიონი 2 სუხართან ერთად. ვახშამი: 200 გრამი ქათმის თეთრი ხორცი (მოხარშული ან გრილზე მომზადებული), 2 ჩაშუშული პომიდორი, ძილის წინ ნახევარი გრეიფრუტი.

4) დღე საუზმე: 1 ჭიქა ტომატის წვენი, 1 მოხარშული კვერცხი, ჩაი ლიმონით. სადილი: 1 გრეიფრუტი, სალათის დიდი პორცია მომზადებული სტაფილოსგან ან მწვანე ბოსტნეულისგან და შეკმაზული ლიმონის წვენით და ზეითუნის ზეთით, პურის ნაჭერი და ტოსტი. ვახშამი: 400 გრამი მოხარშული ან ჩაშუშული ბოსტნეული (ყაბაყი, კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო, ნიახური), ჩაი; ძილის წინ – გრეიფრუტი ან მისი წვენი.

5) დღე საუზმე: ხილის სალათა ვაშლის, გრეიფრუტის და ფორთოხლისაგან, ყავა ან ჩაი ლიმონით. სადილი: 1 დიდი ორთქლზე გამომცხვარი კარტოფილი, 200 გრამი სალათი მწვანე ბოსტნეულისგან ან კომბოსტოსგან. ვახშამი: 200 გრამი უცხიმო ძროხის ხორცი ან 250 გრამი ქათმის თეთრი ხორცი ან 250 გრამი თევზის ფილე, ტომატის წვენი ან მოშუშული პომიდორი; ძილის წინ – გრეიპფრუტი ან წვენი.

6) დღე ნებისმიერი მენიუს არჩევა შეგიძლიათ წინა დღეებიდან.

7) დღე ნებისმიერი მენიუს არჩევა შეგიძლიათ წინა დღეებიდან

დიეტა გრძელდება 7 დღე და არ შეიძლება 7 საათის მერე საკვების მიღება. ასევე უნდა გაითვალისწინოთ, რომ საკმაოდ დაბალკალორიული დიეტაა (800 კკალ) და ამიტომ არ არის რეკომენდირებული მისი ხანგრძლივად დაცვა.

ამ დიეტის დროს უარი უნდა თქვათ მარილზე და სხვა საკმაზებზე. ხორცი დასაშვებია უცხიმო, შეიძლება მხოლოდ საკუთარ წვენში კონსერვირებული თევზის გამოყენება.
მწვავე შიმშილის გრძნობის შემთხვევაში შეგიძლიათ 1 ჭიქა კეფირის დალევა, ოღონდ არა ძილის წინ.
შეიძლება ვაშლის ან ფორთოხლის ჭამა და დღეში ერთხელ 1 ჩ/კ თაფლის, მწვანე ჩაისთან ერთად.
ამ დიეტით ერთი კვირის განმავლობაში 3-4 კილოგრამის დაკლებაა შესაძლებელი.

ინგრედიენტები:

250 გრ. ბოსტნეულის სალათა
1 ფინჭანი უშაქრო ყავა ან ჩაი
2 ნაჭერი უცხიმო შაშხი
1 ცალი გრეიფრუტი
150 გრ. ხორცი
2 ცალი კვერცხი
50 გრ. ყველი
200 გრ. თევზი
20 გრ. შავი პური
200 გრ. ქათმის ფილე
1 ჭიქა ტომატის წვენი
400 გრ. მოხარშული ბოსტნეული

328 ნახვა

ერთდღიანი დიეტა ეფექტური შედეგით

ერთდღიანი დაბალკალორიული დიეტის მენიუ – 1635 კკალ.

მითითებები:

1) პირველი საუზმე ხაჭო – 100 გრ., ჩათუსული სტაფილო – 200 გრ., რძიანი ყავა შაქრის გარეშე -200გრ.

2) მეორე საუზმე კომბოსტოს სალათა არაჭნით (მარილის გარეშე) – 170 გრ. სადილი წვნიანი ვეგეტერიანული (½ პორცია) – 200 გრ., მოხარსული ხორცი – 90 გრ., მწვანე გოროხი უცხიმოთ – 50 გრ., ვაშლი – 100 გრ.

3) სამხარი ხაჭო – 100 გრ., ასკილის ნახარში – 180 გრ.,

4) ვახშამი მოხარშული თევზი – 100 გრ., ბოსტნეულის სალათი – 125 გრ., ძილის წინ კეფირი – 180 გრ.

5) მთელი დღის განმავლობაში ჭვავის პური – 150 გრ.

ინგრედიენტები:

100 გრ. ხაჭო
200 გრ. ჩათუშული სტაფილო
200 გრ. რძიანი ყავა
70 გრ. არაჟანი
100 გრ. კომბოსტო
200 გრ. წვნიანი
90 გრ. ხორცი
50 გრ. ბარდა
100 გრ. ვაშლი
100 გრ. ხაჭო
100 გრ. თევზი
125 გრ. ბოსტნეულის სალათა
180 გრ. კეფირი
150 გრ. ჭვავის პური

1402 ნახვა

თაფლის დიეტა შიმშილის გრძნობის მარტივად დასაკარგად

დიეტის მიზანი მდგომარეობს შიმშილის გრძნობის მარტივად დაკარგვაში. რადგან თაფლი დიდი ოდენობით გლუკოზის შემცველია.

მითითებები:

1) დღეში ორჯერ უნდა დალიოთ ჩაი თაფლთან ერთად.

2) იღებთ ერთ კოვზ თაფლს, ცოტ-ცოტას უკბეჩთ, და ჩაის ისე აყოლებთ.

თაფლი ჩაიში არ აურიოთ.

ინგრედიენტები:

– ჩაი
– თაფლი

984 ნახვა

ბრაზილიური დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ 4-5 კილოგრამი 14 დღეში

დიეტის ხანგრძლივობაა 14 დღე. ვისაც არ უყვარს კვერცხი, ამ დიეტის დაცვა გაუჭირდება. ორი კვირის განმავლობაში შეიძლება 4-5 კილოგრამის დაკლება.

მითითებები:

1) დღე: სამჯერ დღეში ერთი მოხარშული კვერცხი, ჭიქა ყავა, ერთი ვაშლი.

2) დღე: სამჯერ დღეში ერთი მოხარშული კვერცხი, ჭიქა ყავა, ერთი ვაშლი.

3) დღე დილა- 2 კვერცხი; სადილი – 1 ნაჭერი საქონლის ხორცი; საღამოს – ერთი კვერცხი, ისპანახი.

4) დღე დილა- 1 კვერცხი; სადილი – მოხარშული თევზი, ერთი პომიდორი; საღამოს – ორი კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა.

5) დღე დილა- 1 კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილი – 2 კვერცხი, ერთი პომიდორი; საღამოს – შემწვარი თევზი (უცხიმო), ბოსტნეული ძმრით.

6) დღე დილა- 1 კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილი – ერთი ნაჭერი საქონლის ხორცი, კიტრი; საღამოს – ხბოს ხორცი (უცხიმო), ერთი პომიდორი, ყავა.

7) დღე დილა- 1 კვერცხი, ერთი ფინჯანი ყავა; სადილი – ნახევარი წიწილა (შემწვარი ცხიმის გარეშე), ბოსტნეული; საღამოს – წიწილის მეორე ნახეარი, ერთი ვაშლი, ერთი ფინჯანი ყავა. მომდევნო კვირა მეორდება თავიდან.

ინგრედიენტები:

1 ცალი ვაშლი
1 ცალი კვერცხი
1 ფინჯანი ყავა
1 ნაჭერი სქონლის ხორცი
1 პორცია მოხარშული თევზი
1 ნაჭერი საქონლის ცორცი
1 ნაჭერი ხბოს ხორცი
1/2 შემწვარი წიწილა

541 ნახვა

მსუყე დიეტა ეფექტური შედეგით

გიჭირთ შიმშილი და მძიმე დიეტების დაცვა? მაშინ ეს დიეტა თქვენთვისაა.

მითითებები:

1) საუზმე: 100 გრამი ყველი, 100 გრამი ხაჭო, პურის პატარა ნაჭერი.

2) სადილი: 200 გრამი უცხიმო ხაჭო, 2 ცალი მოხარშული კვერცხი, 1 ჭიქა ადუღებული წყალი.

3) ვახშამი: 100 გრამი მოხარშული კართოფილი სოკოთი, 70 გრამი თევზი, ჩაი (საშუალოდ დამტკბარი).

დიეტის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 7 დღისა.

ინგრედიენტები:

100 გრამი ყველი
300 გრამი ხაჭო
1 ნაჭერი პური
2 ცალი მოხარშული კვერცხი
100 გრამი მოხარშული კართოფილი სოკოთი
70 გრამი თევზი
– ჩაი

596 ნახვა

სამდღიანი დიეტა ეფექტური შედეგით

დიეტა გათვლილია 3 დღეზე. მნიშვნელოვანია, რომ მომდევნო 4 დღის განმავლობაში იკვებოთ ზომიერად. დიეტა საკმაოდ ადვილია. იგი მიეკუთვნება დაბალკალორიული დიეტებს დაახლოებით 900 კალორიით დღე-ღამეში.

მითითებები:

1) I დღე საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 ნაჭერი პური, 2 სუფრის კოვზი არაქისის პასტა ან მურაბა. მე-2 საუზმე: ½ გრეიპფრუტი ლანჩი: ½ ქილა ტუნეცი ზეთში (tuna), 1 ნაჭერი პური, 4 ბოლოკი. სადილი: 100 გრამი კანგაცლილი და უცხიმო ქათმის ხორცი , 1 ჭიქა მოხარშული მწვანე ლობიო, 1 ჭიქა მოხარშული ჭარხალი, 1 ნაჭერი ხრამუნა პური. დაჭერით ქათამი თხლად, დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი სოიოს სოუსი და მუდმივი მორევით სწრაფად შევწვათ მშრალ ტეფალის ტაფაზე.ძილის წინ: 1ვაშლი.

2) II დღე საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 1 კვერცხი (ნებისმიერი სახით – მოხარშული, თოხლოდ, ომლეტი), 1 ნაჭერი პური. მე-2საუზმე: 1 ბანანი. ლანჩი: 1 ჭიქა ხაჭო, 4 ბოლოკი, კამა, 5 კრეკერი. სადილი: 2 სოსისი, 1 ჭიქა მოხარშული ბროკოლი, ½ ჭიქა სტაფილო, 1 ნაჭერი ხრამუნა პური. ვარიანტი – შესაძლებელია შეცვალოთ: ბროკოლი + სტაფილო – 1 ჭიქა დიეტური ბორშჩით. ძილის წინ: ჩაი, 2 შავი ქლიავი.

3) III დღე საუზმე: უშაქრო ყავა ან ჩაი, 5 კრეკერი, 1 ნაჭერი ყველი. მე-2 საუზმე: 1 ვაშლი. ლანჩი: 1 მოხარშული კვერცხი, 1 კიტრი (ახალი ან დამარილებული), 4 ბოლოკი, 1 ნაჭერი პური. სადილი: ½ ჭიქა ტუნეცი, 1 ჭიქა მოხარშული ჭარხალი, 1 ჭიქა ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ხრამუნა პური. ვარიანტი: ტუნეცი შესაძლებელია შეცვალოთ 200 გრამი ქათმის ხორცი თ, მომზადებული ისე, როგორც ზემოთაა აღწერილი. ძილის წინ: ნესვი ½ (პატარა ზომის), ან 1 ვაშლი.

ინგრედიენტები:

1 ფინჯანი უშაქრო ყავა ან ჩაი
1 ნაჭერი პური
4 ცალი ბოლოკი
1/2 გრეიპფრუტი
100 გრ, ქათმის ხორცი
1 ჭიქა ლობიო
1 ვაშლი
1 ცალი კვერცხი
1 ცალი ბანანი
2 ცალი სოსისი

509 ნახვა

ბარდას დიეტა ის 3 დღისგან შედგება წონაში კი 2-3 კილოგრამს დაგაკლებინებთ

ბარდას დიეტა მოკლევადიანია და ის 3 დღისგან შედგება. წონაში კი 2-3 კილოგრამს დაგაკლებინებთ. ბარდა აგრეთვე ძალიან სასარგებლოა თქვენი ორგანიზმისთვის.

მითითებები:

1) აიღეთ ერთი ჭიქა მშრალი ან ცოცხალი ბარდა, დაუმატეთ 4 ჭიქა წყალი და პატარა ცეცხლზე მოხარშეთ. მოხარშვის შემდეგ უმჯობესია თუ ბარდას ფაფად გადააქცევთ. შემდეგ დაუმატეთ სანელებლები თქვენი გემოვნებით, ეცადეთ რაც შეიძლება ცოტა მარილი გაუკეთოთ.

2) მიღებული კერძი გაყავით 4-5 ტოლ ნაწილად და დღის განმავლობაში მიირთვით.

სხვა პროდუქტების მიღება აკრძალულია, გარდა წყლისა და უშაქრო ჩაისა.

ინგრედიენტები:

ბარდა მშრალი ან ცოცხალი
წყალი

441 ნახვა

ანანასის დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ 2 დღეში 2 კილოგრამი

ორი დღის განმავლობაში, ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენების გარეშე, თქვენ იკლებთ 2 კილოგრამს.

მითითებები:

1) დაჭერით ანანასი რგოლებად და მიიღეთ ოთხ ნაწილად: – საუზმე – სადილი – სამხარი – ვახშამი

2) კვირაში ორი დღის განმავლობაში დალიეთ ერთი ლიტრი ანანასის წვენი.

თუ თვლით, რომ ასეთი დიეტა თქვენთვის მკაცრია, მაშინ დღის განმავლობაში მიირთვით 100 გრ. უცხიმო ხაჭო, 100 გრ. ფრინველის ხორცი და ცოტა ჭვავის პური.

ინგრედიენტები:

2 კგ ანანასი
1 ლიტრი ანანასის წვენი

577 ნახვა

ცილების ეფექტური დიეტა

მითითებები:

1) პირველი 2 კვირა უნდა მიიღოთ მხოლოდ ცილები:

2) – ხორცი და მისი ნაწარმი, თევზეული; – უშაქრო ჩაი, ან ყავა – არანაირი ბოსტნეული! მხოლოდ ხილი და მწვანილი; – არანაირი საწებლები! მხოლოდ მაიონეზი და ისიც, მცირე რაოდენობით; – კერძები უმჯობესია – მოხარშული, მაგრამ თუ შეწვავთ – მხოლოდ კარაქში; – რძის ნაწარმი შეგიძლიათ მიირთვათ შეუზღუდავად; – არანაირი პური და მარილი!

3) მესამე კვირას ყოველდღიურად ამატებთ 1 კიტრს და 1 ვაშლს. მეოთხე კვირას მიირთმევთ მხოლოდ ბოსტნეულს და ზეთზე დამზადებულ საკვებს. არანაირი ცილების შემცველი პროდუქტი! აგრეთვე შეგიძლიათ მიიღოთ ნატურალური წვენები.

1264 ნახვა

10 პროდუქტის დიეტა დაგეხმარებათ დაიკლოთ 2 კილოგრამი ერთ კვირაში

მითითებები:

1) კვირის განმავლობაში თქვენი რაციონი უნდა შედგებოდეს მხოლოდ აქ მოცემული პროდუქტებისგან.

2) მოამზადეთ სხვადასხვა კერძები მათი გამოყენებით.

ინგრედიენტები:

– ქათმის ფილე
– კვერცხი
– კეფირი
– პომიდორი
– კიტრი
– ყაბაყი
– კომბოსტო
– ბადრიჯანი
– ბადრიჯანი
– სოკო
– ვაშლი

დამატებით სიაში შეგიძლიათ ჩართოთ: დღეში ერთი თავი ხახვი, ნიორი, კამა, ოხრახუში, ლიმნის წვენი, მწვანე ჩაი და ერთი სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი.

233 ნახვა

გეიშას დიეტა 5 დღიანია ამ პერიოდის განმავლობში 5-7 კილოგრამამდე დაიკლებთ

გეიშას დიეტა 5 დღიანია (არაა რეკომენდირებული 5 დღეზე მისი დაცვა), ამ პერიოდის განმავლობში 5-7 კილოგრამამდე დაიკლებთ.დიეტის დროს არ მიირთვათ შაქარი და მარილი.

მითითებები:

1) სადილი: 2 ჭიქა მწვანე ჩაი.

2) საუზმე: ერთი თეფში უმარილო ბრინჯი და ერთი ჭიქა რძე.

3) ვახშამი: ერთი თეფში უმარილო ბრინჯი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი რძით (50/50 ზე).

ინგრედიენტები:

ჩაი
რძე
ბრინჯი

1146 ნახვა

14 დღიანი გერმანული დიეტა გასაოცარი შედეგით

მითითებები:

1) დღე: საუზმე: შავი უშაქრო ყავა. სადილი: 2 მოხარშული კვერცხი და 1 ცალი პომიდორი. ვახშამი: მოხარშული (ან შემწვარი) თევზი – უმარილოდ.

2) დღე: საუზმე: შავი ყავა, ორცხობილათი. სადილი: მოხარშული (ან შემწვარი) თევზი – უმარილოდ. კომბოსტოს სალათა – ზეთით. ვახშამი: 200 გრ. ხორცი, 1 ჭიქა მაწონი.

3) დღე: საუზმე: შავი ყავა, ორცხობილათი. სადილი: 1 ცალი ზეთში შემწვარი ბადრიჯანი, 1 ვაშლი. ვახშამი: 2 ცალი კვერცხი, 200 გრ მოხარშული ხორცი, კომბოსტოს სალათა – ზეთით.

4) დღე: საუზმე: შავი ყავა. სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 3 ცალი სტაფილო – ზეთში,15 გრ ყველი. ვახშამი: ხილი.

5) დღე: საუზმე: 3 ცალი გახეხილი სტაფილო ან სალათა – უზეთოდ. სადილი: მოხარშული (ან შემწვარი) თევზი – უმარილოდ. 1 ცალი პომიდორი. ვახშამი: ხილი.

6) დღე საუზმე: ყავა. სადილ: ნახევარი ქათამი, კომბოსტოს ან სტაფილოს სალათა – უზეთოდ. ვახშამი: 2 ცალი კვერცხი, 1 სტაფილო (გახეხილი).

7) დღე საუზმე: ჩაი. სადილი: 200 გრ ხორცი, ხილი. ვახშამი: რომელიც გსურთ (აირჩიეთ მოცემული დიეტის ვახშმებიდან).

8) დღე: მეექვსე დღის მსგავსად. საუზმე: ყავა. სადილ: ნახევარი ქათამი, კომბოსტოს ან სტაფილოს სალათა – უზეთოდ. ვახშამი: 2 ცალი კვერცხი, 1 სტაფილო (გახეხილი).

9) დღე: მეხუთე დღის მსგავსად. საუზმე: 3 ცალი გახეხილი სტაფილო ან სალათა – უზეთოდ. სადილი: მოხარშული (ან შემწვარი) თევზი – უმარილოდ. 1 ცალი პომიდორი. ვახშამი: ხილი.

10) დღე: მეოთხე დღის მსგავსად. საუზმე: შავი ყავა. სადილი: 1 მოხარშული კვერცხი, 3 ცალი სტაფილო – ზეთში,15 გრ ყველი. ვახშამი: ხილი.

11) დღე: მესამე დღის მსგავსად. საუზმე: შავი ყავა, ორცხობილათი. სადილი: 1 ცალი ზეთში შემწვარი ბადრიჯანი, 1 ვაშლი. ვახშამი: 2 ცალი კვერცხი, 200 გრ მოხარშული ხორცი, კომბოსტოს სალათა – ზეთით.

12) დღე: მეორე დღის მსგავსად. საუზმე: შავი ყავა, ორცხობილათი. სადილი: მოხარშული (ან შემწვარი) თევზი – უმარილოდ. კომბოსტოს სალათა – ზეთით. ვახშამი: 200 გრ ხორცი, 1 ჭიქა მაწონი.

13) დღე; პირველი დღის მსგავსად. საუზმე: შავი უშაქრო ყავა. სადილი: 2 მოხარშული კვერცხი და 1 ცალი პომიდორი. ვახშამი: მოხარშული (ან შემწვარი) თევზი – უმარილოდ.

14) დღე: მეშვიდე რის მსგავსად. საუზმე: ჩაი. სადილი: 200 გრ ხორცი, ხილი. ვახშამი: რომელიც გსურთ (აირჩიეთ მოცემული დიეტის ვახშმებიდან).

ინგრედიენტები:

– შავი უშაქრო ყავა
4 ცალი მოხარშული კვერცხი
4 ცალი პომიდორი
– თევზი
– ორცხობილა
– კომბოსტო
– ზეთი
1200 გრ. ხორცი
2 ჭიქა მაწონი
2 ცალი ბადრიჟანი
2 ცალი ვაშლი
4 ცალი კვერცხი
14 ცალი სტაფილო
30 გრამი ყველი
– ჩაი

1420 ნახვა

კომბოსტოს დიეტის ხანგრძლივობაა 10 დღე შედეგი გასაოცარია

კომბოსტოს დიეტის ხანგრძლივობაა 10 დღე.

მითითებები:

1) საუზმე: უშაქრო ყავა. სადილი: ერთი კოვზი კომბოსტო არარაფინირებული მცენარეული ზეთით (დღეგამოშვებით), ერთი კვერცხი. ვახშამი: 200 გ. ხორცი ან 200 გ. თევზი, ან 200 გ. კეფირი.

2) შუალედებში, ნებისმიერი რაოდენობით, შეიძლება კომბოსტოს მირთმევა. დღის განმავლობაში უნდა დალიოთ 2 ლიტრი წყალი. შეიძლება მწვანე ჩაი. გამორიცხულია მარილი.

ინგრედიენტები:

200 გრამი ხორცი
200 გრამი კეფირი
200 გრამი თევზი

706 ნახვა

ბანანის და კეფირის დიეტა 3-4 დღიანია თქვენ 2-3 კილოგრამს დაიკლებთ

ბანანის და კეფირის დიეტა 3 დღიანია ( 4 დღეც დაშვებულია) ამ პერიოდში თქვენ 2-3 კილოგრამს დაიკლებთ. დიეტა საკმაოდ მკაცრია თუმცა ეფექტური და გემრიელიც.

მითითებები:

მთელი დღის განმავლობაში მიირთვით მარტო 3-4 ბანანი და ნახევარი ლიტრი კეფირი.

ინგრედიენტები:

ბანანი
კეფირი

658 ნახვა

მწვანე დიეტა 3 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 2-2.5 კილოგრამამდე დაიკლებთ

მწვანე დიეტა 3 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 2-2.5 კილოგრამამდე დაიკლებთ. მწვანე დიეტა სკმაოდ ძველია, იგი ამერიკელმა დიეტოლოგებმა დაახლოებით ერთი საუკუნის წინ შეადგინეს.

მითითებები:

1) სადილი:
წიწიბურა გახეხლ ვაშლთან ერთად და ცოტაოდენ თაფლთან.

2) ლანჩი:
ერთი ჭიქა კეფირი, ერთი კივი, ერთი მწვანე ვაშლი.

3) საუზმე:
მწვანე ბოსტნეულის სალათი, ერთი მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა მწვანე ვაშლის წვენი.

4) ვახშამი:
მოთუშული კომბოსტო ყაბაყთან ერთად, ცოტაოდენი მოხარშული თევზი.

ინგრედიენტები:

თევზი
ვაშლი
წიწიბურა
კივი
კეფირი
ყაბაყი
თაფლი
კომბოსტო

607 ნახვა

ვაშლის და კეფირის დიეტა ერთკვირიანია და თქვენ 5-6 კილოგრამს დაიკლებთ

ვაშლის და კეფირის დიეტა ერთკვირიანია და ამ პერიოდში თქვენ 5-6 კილოგრამს დაიკლებთ. დიეტა საკმაოდ მკაცრია. მოერიდეთ მის დაცვას თუ ჯანმრთელობის პრობლემები გაქვთ.

მითითებები:

1) 9:00 – ერთი ვაშლი, ნახევარი საათის შემდეგ ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი.

2) 12:00 – ერთი ვაშლი, ნახევარი საათის შემდეგ ნახევარი ჭიქა უცხიმო კეფირი.

3) 15:00 – ერთი ვაშლი, ნახევარი საათის შემდეგ ერთი ჭიქა უცხიმო კეფირი.

4) 17:00 – ერთი ვაშლი, ნახევარი საათის შემდეგ ნახევარი ჭიქა უცხიმო კეფირი.

5) 19:00 – ერთი ვაშლი, ნახევარი საათის შემდეგ ნახევარი ჭიქა უცხიმო კეფირი.

6) 21:00 – ნახევარი საათის შემდეგ ნახევარი ჭიქა უცხიმო კეფირი.

ინგრედიენტები:

კეფირი
ვაშლი

953 ნახვა

მწვანე ყავის დიეტა მისი მეშვეობით უამრავმა ადამიანმა დაიკლო კილოგრამები

მწვანე ყავის დიეტა პოპულარული ბოლო პერიოდში (განსაკუთრებით 2011 წლიდან) გახდა. მისი მეშვეობით უამრავმა ადამიანმა დაიკლო არასასურველი კილოგრამები.

მითითებები:

1) დიეტის დროს ჩვეული რაციონი არ იცვლება, თუმცა მაქსიმალურად მოერიდეთ ტკბილეულ და მარილიან საკვებს.

2) დღეში არაუმეტეს 4 ფინჯანი მწვანე ყავისა.

3) მიიღეთ მწვანე ყავა საკვებამდე 20-25 წუთით ადრე.

4) დიეტის დროს ეცადეთ მაქსიმალურად ჯანმრთელად იკვებოთ, რაც შეიძლება მეტი ხილი და ბოსტნეული მიირთვით.

ინგრედიენტები:

მწვანე ყავა

142 ნახვა

მარწყვის დიეტა 4 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 3 კილოგრამს დაიკლებთ

მარწყვის დიეტა 4 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 3 კილოგრამს დაიკლებთ. ეცადეთ ეს დიეტა მაშინ დაიცვათ, როდესაც მარწყვის სეზონია.

მითითებები:

1) დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი და ერთი ვაშლი, ერთი ჭიქა კეფირი, ერთი სუფრის კოვზი თაფლი. ამ ინგრედიენტებისგან გააკეთეთ სალათი ან ბლენდერში ადღვიბეთ და ისე მიირთვით.
სადილი: ერთი ჭიქა მარწყვი. ორი კიტრი, 50 გრამი მოხარშული ქათამის ფილე, მწვანილი, მცენარეული ზეთი, რამდენიმე ნიგოზი.
სამხარი: 1 ჭიქა მარწყვი.
ვახშამი: 100 გრ კარტოფილი, ერთი თავი ხახვი, 50 გრ ხაჭო, ნახევარი ჭიქა კეფირი, ნახევარი ლიმნის წვენი – ამ ინგრედიენტებისგან მოამზადეთ სალათი. 1 ჭიქა მარწყვი.

2) დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი.
ლანჩი: ერთი ჭიქა კეფირში არეული ერთი ფინჯანი მარწყვი.
სადილი: სამი თხელი ბლინი მარწყვის შიგთავსით.
ვახშამი: 100 გრამი კომბოსტო და ერთი ფინჯანი მარწყვი.

3) დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი და ერთი გახუხული პური.
სადილი: 200 გრამი ნესვი, ერთი ფინჯანი მარწყვი, ერთი ბანანი.
ვახშამი: ერთი ფინჯანი მარწყვი. 50 გრამი მოხარშული კარტოფილი, 50 გრამი მოხარშული სტაფილო, 50 გრ კომბოსტო – ამ ინგრედიენტებისგან სალათი.

4) დღე:
საუზმე: ერთი ფინჯანი მარწყვი, 50 გრამი უმარილო ყველი.
სადილი: ერთი ფინჯანი მარწყვი. სალათი ხახვისგან, 100 გრამი მოხარშული თევზისგან და სალათის ფოთლებისგან.
ვახშამი: ერთი ფინჯანი მარწყვი და 100 გრამი კომბოსტო.

ინგრედიენტები:

მარწყვი
თაფლი
ვაშლი
კიტრი
ქათმის ფილე
ზეთი
ნიგოზი
თევზი
კომბოსტო
კარტოფილი
ყველი
სალათის ფოთოლი

213 ნახვა

მარცვლოვანი დიეტა 4 დღიანია და წონაში 4 კილოგრამს დაგაკლებინებთ

მარცვლოვანი დიეტა 4 დღიანია და წონაში 4 კილოგრამს დაგაკლებინებთ. დიეტის დროს თითო დღეს იღებთ მხოლოდ და მხოლოდ ერთ პროდუქტს. რაოდენობა არაა შეზღუდული თუმცა მიირთვით იმდენი, რომ შიმშილის გრძნობა ოდნავ მაინც გქონდეთ მთელი დღის გნმავლობაში. და მაქსიმალურად მოერიდეთ მარილის ან შაქრის დამატებას კერძებში.

მითითებები:

1) დღე:
წიწიბურა

2) დღე:
ჰერკულესი

3) დღე:
ბრინჯი

4) დღე:
ხლებცი

ინგრედიენტები:

ჰერკულესი
წიწიბურა
ბრინჯი
ხლებცი

764 ნახვა