ტეგების არქივი: პოლიტიკა

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად მოკვდა – (სტატიის თარგმანი)

გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ “ვაშინგტონ თაიმსმა” საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას ვრცელი, კრიტიკული სტატია მიუძღვნა. საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი” სტატიის სრულ თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

არაა ის რეფორმატორი, რომელიც უკრაინას სჭირდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქებას იმსახურებს ათი წლის წინ თავისი ქვეყნის ეკონომიკის საფუძვლიანად შეცვლისთვის, ამჯობინებს, რომ მას მოიხსენებდნენ, როგორც „ძველ რევოლუციონერს“. თუმცა ეს არ არის მიზეზი, თუ რატომ მიიწვიეს ის უკრაინაში ოთხი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დამარცხდა არჩევნებში.
სააკაშვილი უკრაინაში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიწვია, რომელთან ერთად ის უნივერსიტეტში სწავლობდა. ბატონმა პოროშენკომ იცოდა, რომ ბატონ სააკაშვილს სჭირდებოდა ადგილი, სადაც ის იცხოვრებდა, და რომ მას გამოცდილი რეფორმატორის უნარები ჰქონდა. ასე რომ, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ანდო უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოლქის – ოდესის გუბერნატორობა. ოლქი მიხედვას საჭიროებდა. იმ პერიოდში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ამ ამოცანის შესრულებას შეძლებდა.
უკრაინის საზოგადოებაში დიდი იმედი გაჩნდა, თუმცა ამაოდ.
რეფორმატორის ნაცვლად, მივიღეთ რევოლუციონერი. სასწაულმოქმედის ნაცვლად, მივიღეთ ვირუსი, რომელიც სრულიად უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს მოედო, და მის უკან იდგა შეურაცხყოფილი ეგო და ძალაუფლების სურვილი. სააკაშვილი იქცა, სულ მცირე, დესტრუქციის იარაღად უკრაინაში ჩასვლის შემდეგ – ქვეყანაში, რომელიც ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ გადატრიალებას. მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, გაავრცელა მეორე, მაიდანის სტილის რევოლუციისკენ მოწოდებები, აბუჩად აიგდო უკრაინის კანონმდებლობა და მოუწოდა საჯარო დაწესებულებების შტურმისკენ.
უკრაინას არ სჭირდება კიდევ ერთი რევოლუცია და არც ამის ფუფუნება აქვს.
უკრაინა ჩაბმულია მიმდინარე ომში რუსეთთან, რომლის შეიარაღებულმა ძალებმა უკანონოდ დაიკავეს ყირიმი და განახორციელეს აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია. გარდა ამისა, კრემლი განაგრძობს დეზინფორმაციის და პროპაგანდის გამოყენებას უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისა და მისი რეფორმატორული ძალისხმევის დესტაბილიზაციისთვის. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, სააკაშვილი მზად იყო, წასულიყო ეშმაკთან გარიგებაზე და მიეღო ფინანსური დახმარება კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქისგან.
ის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს – მწარე რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ნებით თუ უნებლიედ, სააკაშვილი იქცა ინსტრუმენტად, რომელიც ძირს უთხრის უკრაინას. ის, ალბათ, ხედავს და აცნობიერებს ამ ფაქტს, მაგრამ კადნიერებას ამჟღავნებს და გულთან ახლოს არ მიაქვს. თავისი ქმედებების არც ფასი და არც შედეგები მას სულაც არ ადარდებს. ერთადერთი, რაც ბატონ სააკაშვილს ადარდებს, არის თავად ბატონი სააკაშვილი.
უკრაინა 2017 წელს არ არის საქართველო 2003-2013 წლებში, როცა სააკაშვილი ქვეყნის სათავეში იდგა. როგორც ჩანს, ის სასწაულებს ახდენს მხოლოდ მაშინ, როცა სრული კონტროლი აქვს. საქართველოში ის იყო ეფექტიანი რეფორმატორი იმიტომ, რომ აკეთებდა, რაც სურდა – და რის ფასად, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. დღევანდელი უკრაინა არ არის და არც უნდა იყოს ასეთი ქვეყანა. ჩვენ გადავიტანეთ ორი რევოლუცია, რათა თავიდან აგვეცილებინა მსგავსი ავტორიტარული მმართველობა. უკრაინას ავტოკრატია რომ სურდეს, დიდი ხნის წინ დანებდებოდა რუსეთს.
დღესდღეობით უკრაინას სჭირდება სამი რამ: მშვიდობა აღმოსავლეთში, გარე დახმარება და მტკიცე ურთიერთობების დამყარება ხელისუფლებასა და უკრაინის მოქალაქეთა შორის. სააკაშვილს არ შეაქვს წვლილი არც ერთი ხსენებული მიზნის მიღწევაში. ის აცხადებს, რომ აუჯანყდა კორუმპირებულ ინსტიტუტებს, მაგრამ ეს ტყუილია. ის ანადგურებს საზოგადოების ნდობას. მისი კრიტიკა არც სამართლიანობით და არც პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მისი მოქმედება გაუფრთხილებელი და წინდაუხედავია. ის აგრესიულია და მოუქნელი იქ, სადაც სიფრთხილე და თავშეკავებაა აუცილებელი – და ეს სახუმარო საქმე არ გახლავთ, რადგანაც აქ ლაპარაკია მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეზე და სტაბილურობაზე მთელი რეგიონის მასშტაბით.
ეს არ გულისხმობს იმას, რომ თავად უკრაინის ხელისუფლება უმწიკვლოა. რასაკვირველია, არა. დაშვებულია ძალიან ბევრი შეცდომა და რეფორმები არ ხორციელდება სასურველი ტემპებით, მაგრამ ამ საკითხების უმრავლესობასთან სააკაშვილს არაფერი ესაქმება.
ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეხებოდა უკრაინის სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიუროს წევრთა ჩამოშორების ახლახან განხორციელებული მცდელობას – მაგრამ უკრაინული საზოგადოება აღარ არის სათამაშო პოლიტიკური კლასის ხელში. უკრაინის რეფორმები, თუნდაც არასტაბილურად, მაგრამ მაინც ხორციელდება. უკრაინელი ხალხი აღარ აიტანს ინერტულობას და აღვირახსნილ კორუფციას.
ჩვენს ემოციურად დამუხტულ ეპოქაში პოლიტიკური კლასი ვალდებულია, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა. ვაღიაროთ სიმართლე: ამ მხრივ ჩვენ ყოველთვის არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა ეს არც აკნინებს ბოლო წლებში უკრაინაში მიღწეულ უზარმაზარ წინსვლას და არც უგულებელყოფს ჯერ კიდევ განსახორციელებელ საქმიანობას. უკრაინას სჭირდება პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ლიდერები, ლიდერები ხედვით, სანდო და პატრიოტი ლიდერები, რომლებიც მზად არიან, ემსახურონ ხალხს, და არა ქაოსისა და არასტაბილურობის წყარო-ლიდერები. სააკაშვილი ამ მოთხოვნებს არ პასუხობს.

წყარო: ბმული

216 ნახვა

ვლადიმირ პუტინის მოულოდნელი მიმართვა – “ჩემო ძვირფასო, საქართველოს მოქალაქეებო!” (ვიდეო)

ჩვენ გულწრფელად ვისწრაფვით, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირები ნაყოფიერად განვითარდეს, გამდიდრდეს ახალი საქმეებით, იდეებითა და გეგმებით” , – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქართველი ხალხისა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილში.
ინფორმაციას „რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქართველ ხალხსა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებს დამდეგ გამარჯვების დღეს ულოცავს:
„ძვირფასო ვეტერანებო! ძვირფასო, საქართველოს მოქალაქეებო! სულითა და გულით გილოცავთ დიადი გამარჯვების 69 წლის იუბილეს. ჩვენი მამებისა და პაპების უკვდავი გმირობა, რომელთაც სამშობლო და მომავალი თაობებისთვის მშვიდობა სასტიკ, სისხლიან ომში დაიცვეს, გმირული და ურყევი თავფურცელია რუსეთ-საქართველოს ერთიან ისტორიაში.
მრავალსაუკუნოვანი კავშირი, კულტურული და სულიერი სიახლოვე, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ტრადიციები დღეს უმნიშვნელოვანესი საწინდარია რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლობის აღსადგენად.
ამ საზეიმო დღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ, საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობასა და აყვავებას”, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის წერილში.

317 ნახვა

თეა წულუკიანის და ნუგზარ კაკულიას ქალიშვილის ახალი ფოტო

დავით გაგუას კლინიკა სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ ოფიციალურ გვერდზე, იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის შვილის ფოტოს აქვეყნებს.

“18 მარტს დავით გაგუას კლინიკა David Gagua Clinic-ში დაიბადა მერი კაკულია წონა – 3000 გრ. სიგრძე-49 სმ. ვულოცავთ ქ-ონ თეა წულუკიანს და მის ოჯახს გოგონას დაბადებას”, – ნათქვამია კლინიკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანსა და მის მეუღლეს ნუგზარ კაკულიას გოგონა ორი დღის წინ შეეძინათ.

193 ნახვა

შემაძრწუნებელი კადრები: ქვების წვიმა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან (ვიდეო)

აჭარის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მძიმე მოვლენების ამსახველი კადრები, როცა აქციის მონაწილეები ქვებს ისროდნენ, აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

340 ნახვა

რა ხდებოდა Facebook-ზე ბათუმში განვითარებული მოვლენების პარალელურად (ვიდეო)

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა Facebook-ზე.
გთავაზობთ 15 პოსტს, რომელშიც ასახულია განწყობები, თუ რა ხდებოდა Facebook-ზე ბათუმში განვითარებული დრამატული მოვლენების პარალელურად.

ყველა გამოხმაურება იხლეთ ჰეშთეგზე #ბათუმი

143 ნახვა

როგორ ანადგურებენ აქციის მონაწილეები პატრულის ავტომობილს (ვიდეო)

ბათუმში აქციის მონაწილეებმა 3 ავტომობილი გადაწვეს. გარდა ამისა, კადრებში ჩანს, თუ როგორ ანადგურებენ ისინი სამართალდამცავების კიდევ ერთ ავტომობილს.
ამასთან, აჭარის პოლიციის სამმართველოს შენობის წინ აქციის მონაწილეებმა ნაგვის ურნები მიიტანეს. როგორც “პალიტრავიდეოს” ადგილობრივი კოორესპოდენტი იუწყება, აქციის მონაწილეები ურნებს ეფარებიან, რათა სპეცრაზმის მიერ ნასროლი რეზინის ტყვიები არ მოხვდეთ. ჭავჭავაძის ქუჩაზე, ცალკეული ჯგუფები საპატრულო პოლიციის მანქანებს ატრიალებენ და დაზიანებას ცდილობენ.
სპეცრაზმის თანამშრომლები ამ დრომდე პოლიციის შენობის ეზოში არიან გამაგრებულები.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

194 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას “ფეისბუქის” საშუალებით აკეთებს

“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა. გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ.

მოვუწოდებ ხელსუფლებას დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას”, – ნათქვამია მარგველაშვილის მიერ, “ფეისბუქზე” გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

74 ნახვა

ბათუმში უკვე 3 მანქანა გადაწვეს – კადრები მოქმედების ადგილიდან (ვიდეო)

აქციის მონაწილეებმა ბათუმში დაზიანებული 3 ავტომობილი გადაწვეს.

მარიკო კეკელიძე

107 ნახვა

შს მინისტრის პირველი კომენტარი ბათუმის დრამატულ ვითარებაზე (ვიდეო)

საჭირო თუ გახდა, დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული, – ამის შესახებ ბათუმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საჭირო თუ გახდა საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული.

“თუ საჭირო გახდა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული. საჭირო თუ გახდა საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავეცნო შექმნილ ვითარებას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

210 ნახვა

ბათუმში სავარაუდოდ, პოლიციის მანქანა იწვის (ვიდეო)

87 ნახვა

აქციის მონაწილეებმა პოლიციის მანქანა გადააყირავეს (ვიდეო)

აქციის მონაწილეებმა პოლიციის ავტომობილი გადააყირავეს სამმართველოს მიმდებარე ტერიტორიაზე. აქცია გრძელდება.

ვიდეო: Facebook: ბათუმი / Batumi

119 ნახვა

ბათუმის ქუჩებში სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ (ვიდეო)

რა ხდება ბათუმის ქუჩებში სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ – უწყვეტი ეთერი.

გთავაზობთ დათო ტრაპაიძის Facebook Live – ის რეტრანსლაციას

134 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პირველი განცხადება ბათუმში სპეცრაზმის მიერ, აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, დაკავებული ბათუმელების გათავისუფლება უახლოეს საათებში მოხდება. ამის შესახებ პატარიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შს მინისტრისგან პირობა მიიღო, რომ დაკავებულები უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან.

პატარაძე ბათუმის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

”მოვუწოდებ ჩემს ბათუმელებს, ჩემს აჭარლებს შეინარჩუნონ სიმშვიდე. ვიცი, რომ რთული ვითარებაა და ვნებათაღელვაა. ვესაურე შს მინისტრს და ვთხოვე დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მივიღე მისგან პირობა, რომ უახლოეს საათებში, მაქსიმუმ 1 საათში მოხდება მათი გათავისუფლება. მე ვიძლევი ამის გარანტიას”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს საათებში, როდესაც ის ბათუმში დაბრუნდება, მთავრობის წევრებთან ერთად ჩაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა ვითარება სტაბილური გახდეს.

”ჩვენ, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

112 ნახვა

მონტაჟის გარეშე: 6-წუთიანი მასალა, როგორ შლის სპეცრაზმი აქციას (ვიდეო)

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რომელმაც აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. როგორც “ინტერპრესნიუსის” კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მანამდე კი აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წევრებს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. ამის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმი პოლიციის შენობაში შებრუნდა და შენობის ეზოში განლაგდა, შემდეგ კი სამართალდამცველებმა აქციის დაშლის მიზნით ცრემლსადენი გაზი გამოიყენეს.

358 ნახვა

პირდაპირი ეთერი: ბათუმში სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები დაშალა (ვიდეო)

უწყვეტი ეთერი: რა ხდება ამ წუთებში ბათუმში, სადაც სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები დაშალა

ირაკლი ბაკურიძის ლაივი

145 ნახვა

პირდაპრი ეთერი ბათუმიდან: სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რომელმაც აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მარიკო კეკელიძე

72 ნახვა

ბათუმში სპეცრაზმმა აქციის მონაწილეები ცრემლსადენი გაზით დაშალა (ვიდეო)

აჭარის პოლიციის მთავარ სამმართველოსთან სპეციალური დანიშნულების რაზმი გამოჩნდა, რომელმაც აქციის მონაწილეების დაშლა დაიწყო. როგორც ინტერპრესნიუსის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება, აქციის დაშლის მიზნით სპეცრაზმმა ცრემლსადენი გაზი გამოიყენა.

მანამდე კი როგორც აქციის მონაწილეებმა სპეცრაზმის წევრებს და სამართალდამცველებს ქვები დაუშინეს. ამის შემდეგ სპეციალური დანიშნულების რაზმი პოლიციის შენობაში შებრუნდა და შენობის ეზოში განლაგდა.

ავტორი: მარიკო კეკელიძე

92 ნახვა

ბათუმში აქციის მონაწილეები პატრულს პირის დაკავების უფლებას არ აძლევენ (ვიდეო)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამ წუთებში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

დაპირისპირებისას პატრული აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას ცდილობდა, თუმცა აქციის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცავებს ამის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, აღნიშნული პიროვნება პატრულს აღარ დაუკავებია.

შეგახსენებთ, რომ ამ საღამოს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა, სულ 5 პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს.

მარიკო კეკელიძე

125 ნახვა

დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ბათუმში (ვიდეო)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამ წუთებში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. სამართლადამცველები ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის გახსნას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

მარიკო კეკელიძე

127 ნახვა

ხმაური ბათუმში და დაკავებული 5 პირი – რა ხდება ჭავჭავაძის ქუჩაზე (ვიდეო)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა კიდევ სამი პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს. მანამდე ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილების განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს 50-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარ ფაქტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა კვლავ გადაკეტილია.

მარიკო კეკელიძე

69 ნახვა