ტეგების არქივი: ვინეგრეტი

ვინეგრეტი “გაზაფხული”

საჭიროა:
2 ცალი კარტოფილი
2 ცალი სტაფილო
1 ცალი ჭარხალი
100 გ ყვავილოვანი კომბოსტო
2 ცალი მჟავე კიტრი
3 სუფრის კოვზი კონსერვებული მწვანე მუხუდო
0,5 კონა სალათის ფურცელი
2-3 სუფრის კოვზი არაჟანი
3 სუფრის კოვზი დაჭრილი კამა
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
ცალ-ცალკე მოხარშეთ კარტოფილი, სტაფილო და ყვავილოვანი კომბოსტო. კომბოსტოს თავი დაშალეთ ყვავილედებად, სალათა მსხვილად დაკეპეთ, დანარჩენი ბოსტნეული რგოლებად დაჭერით, დაამატეთ მუხუდო, კამა, შეაზავეთ არაჟნითა და მარილით.

303 ნახვა