ტეგების არქივი: დუკანის დიეტა

პიერ დუკანის აკროშკა

საჭიროა:
– 2 ნაჭერი მჭლე ლორი ან მოხარშული ქათამი
– 2 მოხარშული კვერცხი
– 4 ბოლოკი
– 1 კიტრი
– 2 ჭიქა კეფირი 0-1.5%
– 1/2 ჭიქა მინერალური წყალი
– 1/2 ღვინის ძმარი
– ოხრახუში ან ქინძი, კამა
– მწვანე ხახვი
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ლორი/ქათამი,კვერცხი და კიტრი დავჭრათ კუბიკებად. დავჭრათ მწვანილი,ხოლო ბოლოკი კარგად ჩავხეხოთ.
ბოსტნეული მოვათავსოთ თასში და დავასხათ კეფირი,საჭიროების შემთვევაში დავუმატოთ წყალი, ბოლოს კი ძმარი.
კერძის მომზადებას ჭირდება 10 წუთი და შედგება ორი პორციისგან.

9215 ნახვა

პიერ დუკანის ქათმის სუპი სოკოთი

საჭიროა:
250 გრ მოხარშული ქათმის მკერდი
100 გრ სოკო
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ქინძი
შავი პილპილი
1 ლიტრი ბოსტნეულის ქათმის ბულიონი

მომზადების წესი:
გავწმინდოთ სოკო და დავჭრათ ზოლებად,გავსრისოთ და ავურიოთ ერთმანეთში ქინძი,წიწაკა და ნიორი.
დაჭრილი სოკო,ხახვი და ქინძი ჩავყაროთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გავაცხელოთ ბულიონი,როდესაც ადუღდება ჩავყაროთ სოკო,ნარევი მწვანილი, ნიორი, ქინძი და პილპილი. დავაფაროთ თავსახური და ვადუღოთ 5წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.
დავამატოთ ბულიონში თხლად დაჭრილი ქათამი.
რამოდენიმე წუთი ვადუღოთ და შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი.

კერძის მომზადებას სჭირდება 35 წუთი და მოცემული ინგრედიენტების მიხედვით შედგება ორი პორციისაგან

5242 ნახვა

პიერ დუკანის ბლინები

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი 0% რძე
– 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
– 2 სუფრის კოვზი ხაჭო 0%
– 2 სუფრის კოვზი (20 გრ) სიმინდის სახამებელი
– სახარინი გემოვნებით
– ვანილი
– 1 სუფრის კოვზი (15 მლ) მდუღარე წყალი

მომზადების წესი:
ინგრედიენტები თასში დავამატოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კვერცხი, რძე, გამაფხვიერებელი, ხაჭო,სიმინდის სახამებელი, სახარინი და ვანილი (თითქმის ყველაფერი გარდა მდუღარე წყლისა).
თასში მოთავსებული ინგრედიენტები ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
შემდეგ მორევის დროს დავუმატოთ მდუღარე წყალი.

ტაფაზე (უმჯობესია პატარა) დავასხათ ცოტა მცენარეული ზეთი და სუფრის კოვზით დავასხათ ბლინის მასა და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე.

8648 ნახვა

ქათამი დუკანურად

საჭიროა:
– 1 მთელი საშუალო ზომის ქათამი
– 1 ლიმონი
– 1 წითელი მწარე წიწაკა
– 1 სმ ახალი კოჭა (Ginger)
– 3 კბილი ნიორი
– 1 ჩაის კოვზი წიწაკა
– 2 სუფრის კოვზი ხმელი ორეგანო

მომზადების წესი:
თავდაპირველად გავათბოთ ღუმელი 190 გრადუსამდე (200 გრადუსი იდეალურია)
ლიმონი გავჭრათ შუაზე და ნახევარი ლიმონი დავაწუროთ ქათამს.
გავასუფთაოთ წითელი წიწაკა ღეროსგან და გავჭრათ სიგრძეზე, რათა განვათავისუფლოთ შიგნეულობისგან, შემდეგ დავჭრათ წვრილად ისე რომ მოვათავსოთ ქათმის მკერდში.
ასევე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კოჭა და ნიორი.
ბოლოს მოვაყაროთ წიწაკა და ორეგანო და შევდგათ ღუმელში 1-2 საათი (დამოკიდებულია ქათმის ზომაზე)

1237 ნახვა

ქათამი ლიმონით დუკანურად

საჭიროა:
– 3 ქათმის მკერდი
– 1 ლიმონი
– 1 წითელ წიწაკა
– 1 დიდი კბილი ნიორი
– 1 სანტიმეტრი ახალი კოჭა
– ერთი მუჭა ახალი ქინძი
– 250გრ 0% იოგურტი ან კეფირი
– ოხრახუში
– მწვანე ხახვი
– წიწაკა
– მარილი და პილპილი გემოვნებით

მარინადისთვის:
– 1 დიდი ლიმონი,დავჭუროთ
– 1 წითელ წიწაკა, პატარა ნაჭრებად დაჭრილი
– 1 დიდი კბილი ნიორი, დაჭრილი
– 1 სანტიმეტრი ახალი კოჭა (Ginger) დაჭრილი
– ერთი მუჭა ახალი ქინძი, დაჭრილი

სოუზისათვის:
– 250გრ 0% იოგურტი/კეფირი
– 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
– 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი
– ½ ჩაის კოვზი წიწაკა
– მარილი და პილპილი

მარინადის ინგრედიენტები კარგად ავურიოთ თასში, შემდეგ თასში დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი
ქათმის მკერდი და მოვათავსოთ მაცივარში ნახევარი საათით (უკეთესს შემთხვევაშ 1 საათით)
სანამ ქათამი მაცივარშია, მოამზადეთ სოუზი მოცემული ინგრედინტებისაგან და ასევე მოათავსეთ მაცივარში.
1 სააათის შემდეგ დამარინადებული ქათამი მოვამზადოთ გრილზე 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მივირთვათ სოუზთან ერთად.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

911 ნახვა

ქათამი როზმარინით დუკანურად

საჭიროა:
– 1 მთელი ქათამი, სასურველია თავისუფალი სპექტრი
– 4 ახალი როზმარი
– 4 ნაჭერი ლიმონი

მომზადების წესი:
– ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსსზე.
– ქათამს გვერდებზე ჩავუჭრათ კანი ისე რომ ჯიბეებს გავდეს და ჩავალაგოთ 2-2 როზმარინი და ლიმონის ნაჭრები.
– ღუმელში გავაჩეროთ 1საათი და 45 წუთი.
– შემდეგ გავასუფთავოთ კანისგან და მივირთვათ.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

876 ნახვა

შებოლილი ორაგულის ომლეტი დუკანურად

საჭიროა:
– 6 კვერცხი
– 200გრ შებოლილი ორაგული
– 2 სუფრის კოვზი უცხიმო ნატურალური იოგურტი/კეფირი
– 1 სუფრის კოვზი გამხმარი კამა
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი
– ახლად დაფქვილი პილპილი

მომზადების წესი:
– გავახცელოთ ღუმელი 180 გრადუსზე
– თასში ავურიოთ კვერცხი,კამა და იორგურტი/კეფირი
– დაამატეთ დაჭრილი ორაგული,სეზონის ახლად დაფქვილი პილპილი და აურიეთ კარგად.
– კვერცხის ნარევი ჩავასხათ სილიკონის გორმაში,მოვაყაროთ დარჩენილი ორაგული და მწვანე ხახვი და შევდგათ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

617 ნახვა

კვერცხი იტალიურად (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 4 კვერცხი
– ნახევარი დიდი ხახვი, დაჭრილი
– მცენარეული ზეთი
– 400გრ დაჭრილი პომიდორი
– 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი
– რამდენიმე ფოთოლი რეჰანი
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
– ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და კარგად მოვხრაკოთ ხახვი.
– დაამატეთ პომიდორი, 3 სუფრის კოვზი წყალი, აურიეთ კარგად, დაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში.
– თუ შეარყობთ რომ სოუზი ტაფაზე იკრავს,დაამატეთ წყალი.
– შემდეგ დავუმატოთ რეჰანი და კარგად ავურიოთ რომ პამიდორმა აითვისოს რეჰანის არომატი.
– შემდეგ დავუმატოთ კვერცხი,მარილი და პილპილი.
– ცეცხლიდან მაშინ გადმოდგით კვერცხი,როდესაც ცილა იქნება გამაგრებული ხოლო კვერცხის გული ჯერ კიდევ თხევადი.

კერძი მომზადებულია მონაცვლეობის ფაზისათვის

5814 ნახვა

ესპანური ომლეტი (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– ახალი ისპანახი ან ბავშვის ისპანახი (260გრ)
– 4 კვერცხი
– 1 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი/კეფირი
– 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
– 1 ლიმონი
– 1 კოვზი წიწაკა (სურვილისამებრ)
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
– მოვათავსოთ ისპანახი ქვაბში (დაბალ ცეცხლზე)
– თასში ავთქვიფოთ კვერცხი და დავუმატოთ იოგურტი/კეფირი.
– შევურიოთ ერთმანეტში ლიმონის წვენი,წიწაკა,მარილი,პილპილი,კვერცხი,შვრიის ქატო და ისპანახი.
– მოვათავსოთ სილიკონის გორმაში და გავაჩეროთ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.

1972 ნახვა

ბულგარული წიწაკა დუკანურად

საჭიროა:
– 4 წითელი ბულგარული წიწაკა
– 300გრ მჭლე ხორცი
– 1 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
– 2 კბილი ნიორი
– 1 ჩაის კოვზი წიწაკა

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე
– გავჭრათ სიგრძეზე ბულგარული და გავასუფთაოთ შიგთავსისაგან.
– შევდგათ ღუმელში და გავაჩეროთ 20 წუთი.
– შემდეგ სათითაოდ ყველა ბულგარულში ჩავდოთ კვერცხის,ხორცის,შვრიის და ნივრის ფარში და ისევ ღუმელში შევდგათ.
– გავაჩეროთ ნახევარი საათი,სანამ ხორცი არ გამზადდება.

1203 ნახვა

ბერძნული სალათი დუკანურად

კერძი მომზადებულია მონაცვლეობის ფაზისათვის

საჭიროა:
– 300 გრ მოხარშული ქათამი
– 1 კიტრი
– 3 საშუალო სალათი პომიდორი
– ნახევარი წითელი წიწაკა
– ნახევარი პატარა წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი
– 1 კოვზი ხმელი ორეგანო
– 1 პატარა სალათის ფოთოლი
– ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი მარტივია – ავურიოთ ინგრედიენტები თასში

1900 ნახვა

შვრიის ბლინები (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო (თუ მონაცვლების ფაზაში ხართ +1 კოვზი)
– 3 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი

მომზადების წესი:
– მომზადების წესი მარტივია, ავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთში და ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
– გავაცხელოთ ტაფა და მზა მასა დავასხათ

3843 ნახვა

ბეკონის და კვერცხის სენდვიჩი

საჭიროა:
– 2 შვრიის ქატოს ბლინი
– 8 უცხიმო ბეკონი
– 2 კვერცხი
– ხმელი კამა
– ახლად დაფქვილი პილპილი

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
– შევდოთ ბეკონი,რომელსაც მომზადებისათვის ჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი.
– სანამ ბეკონი მზადდება,მოვხარშოთ კვერცხი.
– თითო ბლინზე მოვათავსოთ ბეკონი კვერცხი და კამა

207 ნახვა

კრევეტების კოქტეილი (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 150გრ მოხარშული კრევეტი
– 200გრ უცხიმო იოგუეტი
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი
– ლიმონის წვენი
– ტაბასკოს სოუსი, სურვილისამებრ

მომზადების წესი მარტივია: დავაბლენდეროთ სანამ ერთი მასა არ გახდება

397 ნახვა

ქათამი იმბირით და ლიმონით (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 2 ქათმის მკერდი
– 1 ლიმონი (დაწურული)
– 1 სუფრის კოვზი იმბირი

მომზადების წესი:
გავჭრათ ხორცი სიგრძეზე,შემდეგ მოვათავსოთ თასში სადაც დავუმატებთ
ლიმონს და დაფქვილ იმბირს,ხელით კარგად ავურევთ ,შემდეგ კი შევდგათ მაცივარში
დამარინადებული ხორცი 1 საათით.
1 საათის შემდეგ მოვამზადოთ გრილის ტაფაზე ან ღუმელში (როგორც მოსახერხებელია).

შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ბლინებთან ერთად შეტევის ფაზაში, ხოლოდ სალათებთან ერთად მონაცვლეობის ფაზაში.

852 ნახვა

პიერ დუკანის მსუბუქი საუზმე

ერთი კვირაა რაც დიეტა დავიწყე ჭამიდან ჭამამდე მაინც მშივდება !

გადავწყვიტე ცოტა დრო წახემსებას დავუთმო და შემოგთავაზოთ Snack იდეები,რომელიც პიერ დუკანის დიეტას შეეფერება!

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ჩემი იდეები და გადაწყვეტილება მივიღოთ ერთად!

Snack იდეები ცილის დღეებში (შეტევის ფაზაში)

  • მოხარშული კვერცხი
  • კრაბის ჩხირები
  • შებოლილი ორაგული და დაბალ ცხიმიანი კეფირი/იოგურტი/ყველი ან ხაჭო
  • მოხარშული კრევეტები,დაბალ ცხიმიან კეფირთან ან იოგურტთან ერთად
  • ლორი/ვიჩინა დაბალ ცხიმიან ყველთან ან ხაჭოსთან ერთად
  • შემწვარი ქათამი
  • შვრიის ბლინები დაბალკალორიული ციივ ხორცით ან შებოლილი ორაგულით
  • უშაქრო ჟელე
  • დაკონსერვებული ტუნა ან ორაგული მარილწყალში

Snack იდეები ცილის და ბოსტნეულის დღეებში (მონაცვლების ფაზაში)

  • პომიდორი
  • ნიახური ნაღების ყველით
  • სტაფილოს ჩხირები ნაღების ყველთან ერთად
  • პამიდორი და მწვანილი ავურიოთ ნაღების ყველში
  • ვარდკაჭაჭას ფოთლები ხაჭოსთან ერთად
  • ლორი და პამიდორი შვრიის ბლინებთან ერთად
  • კიტრი კეფირთან ან იოგურტთან ერთად
  • შვრიის ბლინები ტუნასთან და სალათის ფოთლებთან ერთად
  • იოგურტი / კეფირი

2580 ნახვა

ჟოლოს ჩიზქეიქი

ბისკვიტის ინგრედიენტები:
2 კვერცხის ცილა
1 კვერცხის გული
1 სუფრის კოვზი სახამებელი
2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
2 სუფრის კოვზი შაქრის შემცვლელი
ვანილი

ყველის ფენის ინგრედიენტები:
500 გრ უცხიმო კრემ-ყველი (ricotta, Philadelphia)
150 გრ უცხიმო იოგურტი
1 კვერცხი
2 სუფრის კოვზი სახამებელი
4 ცალი შაქრის შემცვლელი
ვანილი
1 ჭიქა ჟოლო

ჟელეს შემადგენლობა:
100 მლ უშაქრო ჟოლოს სიროფი
3 ჟელატინის ფოთლები (ან 1 სუფრის კოზვი)

მომზადების წესი:
ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსსზე.
თასში ავურიოთ კვერცხის ცილა და მარილი,ვთქვიფოთ სანამ არ გამყარდება, შემდეგ დაამატოთ კვერცხის გული და სახამებელი.
შერეული მასა გავაჩეროთ 2-3 წუთის განმავლობაში.
დამატება დამატკბობელი, ქატო და ვანილი და დაასხით ნარევს
გამოაცხეთ 12 დან 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

ცალკე თასში ავურიოთ ყველის ფენისათვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი, გარდა ჟოლოსა.
ჟოლო ბოლოს დავამატოთ და ავურიოთ ნაზად,ისე რომ ჟოლოები არ დაიშალოს.

ბისკვიტს მოვასხათ ყველის ფენა და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში 50-60 წუთი.

როდესაც გამზადდება,დავტოვოთ გასაგრილებლად.

როდესაც გაცივდება,დავალაგოთ ჟოლოები და მოვასხათ უკვე გამზადებული ჟელე
შემდეგ შევდგათ მაცივარში და გავაჩეროთ 2 საათი.

282 ნახვა