ტეგების არქივი: დაპირისპირება ბათუმში

რა ხდებოდა Facebook-ზე ბათუმში განვითარებული მოვლენების პარალელურად (ვიდეო)

ბათუმში განვითარებულ მოვლენებს უამრავი გამოხმაურება მოჰყვა Facebook-ზე.
გთავაზობთ 15 პოსტს, რომელშიც ასახულია განწყობები, თუ რა ხდებოდა Facebook-ზე ბათუმში განვითარებული დრამატული მოვლენების პარალელურად.

ყველა გამოხმაურება იხლეთ ჰეშთეგზე #ბათუმი

143 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი საგანგებო განცხადებას “ფეისბუქის” საშუალებით აკეთებს

“ბათუმში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, მოვუწოდებთ ყველა მხარეს შეინარჩუნონ სიმშვიდე და არ დაუშვან მოვლენების კიდევ უფრო მეტი ესკალაცია. მუდმივ კონტაქტზე ვართ პრემიერმინისტრთან და შინაგან საქმეთა მინისტრთან. მიგვაჩნია, რომ დაცული უნდა იყოს შეკრების უფლება და გამოხატვის თავისუფლება, თუმცა ამავდროულად პატივი უნდა ვცეთ სახელმწიფო ინსტიტუტებს და კანონს, დაუშვებელია ნებისმიერი ფორმით ძალადობა. გვესმის, რომ აქციის მონაწილეებს შესაძლოა ჰქონდათ პროტესტის გამოხატვის გარკვეული მიზეზები, თუმცა ასეთ დაძაბულ ვითარებაში აუცილებელია სასწრაფოდ განიმუხტოს სიტუაცია და დაიწყოს გამოძიება. ხელისუფლებამაც და აქციის მონაწილეებმაც ყველა წინაპირობის განეიტრალებაზე უნდა იზრუნონ.

მოვუწოდებ ხელსუფლებას დაიცვას თითოეული მოქალქის გამოხატვის უფლება, მოვუწოდებ საზოგადოებას პატივი სცენ სახელმწიფო ინსტიტუციებს, ვინაიდან მხოლოდ ასე შევძლებთ ძლიერი და დემოკრატიული, თავისუფალი ქვეყნის მშენებლობას”, – ნათქვამია მარგველაშვილის მიერ, “ფეისბუქზე” გაკეთებულ საგანგებო განცხადებაში.

74 ნახვა

ბათუმში სავარაუდოდ, პოლიციის მანქანა იწვის (ვიდეო)

87 ნახვა

ბათუმის ქუჩებში სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ (ვიდეო)

რა ხდება ბათუმის ქუჩებში სპეცრაზმის მიერ აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ – უწყვეტი ეთერი.

გთავაზობთ დათო ტრაპაიძის Facebook Live – ის რეტრანსლაციას

134 ნახვა

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის პირველი განცხადება ბათუმში სპეცრაზმის მიერ, აქციის მონაწილეების დაშლის შემდეგ

აჭარის მთავრობის თავმჯდომარის ზურაბ პატარაძის ინფორმაციით, დაკავებული ბათუმელების გათავისუფლება უახლოეს საათებში მოხდება. ამის შესახებ პატარიძემ ”საზოგადოებრივი მაუწყებლის” ეთერში ჩართვისას განაცხადა. როგორც მან აღნიშნა, შს მინისტრისგან პირობა მიიღო, რომ დაკავებულები უახლოეს საათებში გათავისუფლდებიან.

პატარაძე ბათუმის მოსახლეობას სიმშვიდის შენარჩუნებისკენ მოუწოდებს.

”მოვუწოდებ ჩემს ბათუმელებს, ჩემს აჭარლებს შეინარჩუნონ სიმშვიდე. ვიცი, რომ რთული ვითარებაა და ვნებათაღელვაა. ვესაურე შს მინისტრს და ვთხოვე დაუყოვნებლივ მოხდეს დაკავებულების გათავისუფლება. მივიღე მისგან პირობა, რომ უახლოეს საათებში, მაქსიმუმ 1 საათში მოხდება მათი გათავისუფლება. მე ვიძლევი ამის გარანტიას”, – განაცხადა ზურაბ პატარაძემ.

მისივე თქმით, უახლოეს საათებში, როდესაც ის ბათუმში დაბრუნდება, მთავრობის წევრებთან ერთად ჩაატარებს შესაბამის ღონისძიებებს, რათა ვითარება სტაბილური გახდეს.

”ჩვენ, ჩვენს მოსახლეობასთან ერთად, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ სიმშვიდე და სტაბილურობა ჩვენს რეგიონში”, – განაცხადა აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

112 ნახვა

ბათუმში აქციის მონაწილეები პატრულს პირის დაკავების უფლებას არ აძლევენ (ვიდეო)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამ წუთებში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული.

დაპირისპირებისას პატრული აქციის ერთ-ერთი მონაწილის დაკავებას ცდილობდა, თუმცა აქციის სხვა მონაწილეებმა სამართალდამცავებს ამის საშუალება არ მისცეს. საბოლოოდ, აღნიშნული პიროვნება პატრულს აღარ დაუკავებია.

შეგახსენებთ, რომ ამ საღამოს ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა, სულ 5 პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს.

მარიკო კეკელიძე

125 ნახვა

დაპირისპირება პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ბათუმში (ვიდეო)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ამ წუთებში მოსახლეობასა და პოლიციას შორის დაპირისპირებაა. დაპირისპირების დროს ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, რომელიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. ამ დროისთვის ადგილზე პოლიციის დამატებითი ძალებია მობილიზებული. სამართლადამცველები ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე გზის გახსნას ცდილობდნენ, რასაც დაპირისპირება მოყვა.

მარიკო კეკელიძე

127 ნახვა

ხმაური ბათუმში და დაკავებული 5 პირი – რა ხდება ჭავჭავაძის ქუჩაზე (ვიდეო)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა კიდევ სამი პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს. მანამდე ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილების განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს 50-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარ ფაქტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა კვლავ გადაკეტილია.

მარიკო კეკელიძე

69 ნახვა