ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)

1. სელფის ჯოხი
სელფი სტიკი მეტყველებს იმაზე, რომ ძალიან გიყვარს სელფების გადაღება (ანუ გარკვეულწილად ხარ დამოკიდებული სელფების გადაღებაზე, რახან დახარჯე ფული და ხელის გამაგრძელებელი იყიდე). გოგონებს არ უყვართ მესელფე ბიჭები, რადგანაც მიაჩნიათ, რომ ისინი ნარცისები არიან.

2. გამჭირვალე მაისური
დიახ, შენ იცი რასაც ვგულისხმობ. გამჭირვალე მაისურში შენ ძუძუსთავები გიჩანს. რა თქმა უნდა, შეგიძლია ჩაიცვა ასეთი ზედა, თუ პორნო-ქასტინგში იღებ მონაწილეობას, თუმცა, არა ქუჩაში ან შეხვედრაზე.

3. სკინი-ჯინსები
გასაგებია, რომ ბოლო ტრენდები და სხვადასხვა მოდური სახლი გეუბნება, რომ ეს ძალიან მაგარია, რომ ეს მოდაშია და ქალებს მოსწონთ – არ დაიჯერო! სისულელეა. თუ გამხდარი ხარ, ასეთ ჯინსებში ჩონჩხივით გამოიყურები, თუ ხარ სრული – ჰგავხარ ძეხვს ან სორდელს, თუ ხარ ათლეტური აღნაგობის – ნუ იცვამ და ეგაა! ქალებს ეს საშინლად არ მოსწონთ.

4. მაღალი წინდები + შორტები
გოიმობის ზეიმი და ჩამორჩენილობის საერთაშორისო ფესტივალი 2015.
არასდროს! არასდროს არ ჩაიცვა ასე! თუ გიყვარს შორტები, შეგიძლია, ჩაიცვა გოლფები (მუხლებამდე) და არა გრძელი წინდები (რომელიც კანჭის კუნთის ქვედა ნაწილს ძლივს ფარავს). ისე არც გოლფებია საუკეთესო ვარიანტი, თუ არ ხარ სპორტული აღნაგობის.

5. ნატურალური ბეწვეული
არასდროს შემოიცვა, რა თქმა უნდა, თუ არ ხარ გია სურამელაშვილი. 😉

6. ბიჟუტერია
გასაგებია, რომ შეიძლება გიყვარდეს ბეჭდები, სამაჯურები, ბრჭყვიალა ლითონები, თუმცა, ყველაფერი ნორმის ჩარჩოებში, მეგობარო. გოგონებს სულაც არ მოსწონთ ნაძვისხესავით ასხმული ათობით ლითონის სათამაშო.

7. ქამრის გიგანტური ბალთები
გასაგებია, რომ გინდა, გოგონამ შენს საზარდულს მიაქციოს ყურადღება, მაგრამ როგორც წესი, გიგანტური აქსესუარები უყვართ ადამიანებს, რომელთაც აქვთ გარკვეული კომპლექსები და გოგონებმა ეს კარგად იციან.

8. გრძელი ფრჩხილი ნეკა თითზე
მსოფლიოში სამი საზიზღარი რამ არსებობს – 1. გენიტალური ჰერპესი, 2. გრეის ორმოცდაათი ელფერი, 3. გრძელი ფრჩხილი ნეკა თითზე. ზოგადად არსებობენ ქალები, რომელთან მოსწონთ, როცა მამაკაცს აქვს ოდნავ (!არ გადააჭარბო) გრძელი ფრჩხილები (+მოვლილი), თუმცა, არ მინახავს არც ერთი ქალი, რომელსაც მოსწონს გრძელი ფრჩხილი მხოლოდ ნეკა თითზე. რა თქმა უნდა, თუ თბილისი-პერიფერიის მარშრუტკის მძღოლი არ ხარ და ამ ფრჩხილით ყურებში არ იქექები. ამ შემთხვევაში შენ აღარაფერი შეგცვლის.

9. Bluetooth – გარნიტურა
ალბათ გგონია, რომ ეს შენს მაღალ სტატუსს ასახავს? გგონია, ქალი დაიჯერებს, რომ ძალიან დაკავებული ხარ… მოიხსენი ეს ყურის ჭია და დადე ადგილას. დღეს ამით ვერავის გააკვირვებ, თუმცა, კი გააცინებ.

10. ღია ფეხსაცმელი
მმ… სანდლები. სხვათაშორის, ქალებს უყვართ, როცა მამაკაცს ფეხზე სანდლები აცვია, თუმცა, ქალებს ასევე უყვართ, როცა მამაკაცები უვლიან ქუსლებს, ფეხის ფრჩხილებს (არ არის საჭირო პედიკურის გაკეთება სილამაზის სალონში, საკმარისია თვითონ უვლიდე სახლში).

29 ნახვა

10 რამ, რაც ქალს შენში ყველაზე მეტად აღიზიანებს

| რჩევები | 0 კომენტარი
ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)