მასონური მონუმენტი პრეზიდენტის სასახლის ეზოში?

რეზიდენტის ავლაბრის სასახლის ეზოში მდებარე მონუმენტი, რომლის ავტორი ავსტრიის პრინცესა გაბრიელა ფონ ჰაბსბურგია, საზოგადოების ნაწილმა მასონურ სიმბოლოდ აღიქვა, თუმცა ავტორის თქმით, იგი “სამ ძალაუფლებას” მიეძღვნა.

11-მეტრიანი და 25-ტონიანი მონუმენტი ავლაბრის რეზიდენციის წინ 2009 წელს დაიდგა… კითხვებზე – მართლა მასონურია მონუმენტი, თუ არიან ჩვენს ქვეყანაში მასონები და რა მიზნებს ემსახურებიან ისინი – უპასუხებს პუბლიცისტი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი ელიზბარ ჯაველიძე:

– ამბობენ, რომ ავლაბრის სასახლის წინ მდგარი მონუმენტი მასონური სიმბოლოებისგან შედგება…
– სააკაშვილის სასახლის ეზოში მდებარე მონუმენტში თავდაყირა დგას სამკუთხედი, რომელიც პირამიდის ასოციაციას იწვევს. პირამიდა კი მასონთა სიმბოლოა. პირამიდას გარს ორი ტრანსპორტირი აკრავს, რომლებიც მასონთა სიმბოლოს, კუთხსაზომს განასახიერებს. სააკაშვილს იმის ჭკუა არ აქვს, რომ ამ ყველაფერს ჩასწვდეს, მაგრამ მას ამ ყველაფერს კარნახობენ. ეს მონუმენტი მასონებისთვის დადგა მიშამ, ამით აჩვენებს, რომ საქართველო მათ ექვემდებარება. მასონური სიმბოლოებით არის დახუნძლული შუშის ხიდი, რომელსაც “სააკაშვილის პამპერსი” დავარქვი. დააკვირდით ამ ხიდს, გველის ფორმა აქვს – მიგვანიშნებენ, რომ გველის სიბრძნეს უნდა ვეზიაროთ.

მასონები ყველაზე მეტად მართლმადიდებლობას ებრძვიან. ამაში მათ სააკაშვილიც ეხმარება და ამიტომაც აავსეს ჩვენი ქვეყანა სექტანტებით.
ჩვენს საზოგადოებაში, უმეცრებისა თუ უწიგნურობის გამო, გავრცელებულია აზრი, რომ მასონები არ არსებობენ. არადა, მასონები მსოფლიოს არიან მოდებული, ისინი ებრძვიან ეროვნულობას და წარმართავენ გლობალიზაციის პროცესს.

მასონური ორგანიზაციის წარმოშობის შესახებ რამდენიმე თქმულება არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ძვ.წ.აღ. მე-10 საუკუნეში, იერუსალიმში, სოლომონის ტაძრის მშენებლობისას, ქვისმთლელებმა შექმნეს საძმო, სწორედ ის იყო პირველი მასონური ორგანიზაცია. მთავარმა არქიტექტორმა ჰირამმა მშენებლები ჯგუფებად დაყო და მათ სახელები დაარქვა.

მეორე თვალსაზრისი ასეთია: მასონური დაჯგუფება შექმნეს ქალდეველებმა, ძველმა ინდოელებმა და ეგვიპტელებმა. მასონთა ერთ-ერთი დაჯგუფება – ტამპლიერები, ანუ ტაძრელები, მე-10 საუკუნეში ჩამოყალიბდა. მე-14 საუკუნეში კი არსებობდა მასონური დაჯგუფება “გველის საძმო”, საიდანაც წარმოიშვნენ ილუმინატები. მათი სიმბოლო გველი (ურობოროს) დედამიწას შემოხვევია და კუდი პირით უჭირავს. მოგეხსენებათ, გველი სიბრძნის სიმბოლოა და შესწევს ძალა, მსოფლიო დაამარცხოს.

მასონები განსაკუთრებით გაძლიერდნენ მე-17 საუკუნეში – ხან მალულად, ხანაც ცხადად ებრძოდნენ ეროვნულობას. მასონთა იდეოლოგიის საფუძველი იუდაიზმია. მასონებს სურთ, განაგონ სხვა ხალხების ბედი, ხელთ იგდონ მსოფლიოს სიმდიდრე და ძალაუფლება და დაიმონონ სხვა ხალხები.

– გარდა ძალაუფლების ხელში ჩაგდებისა, მასონებს კიდევ რა მიზნები აქვთ?
– მსოფლიო ბატონობის გარდა, მათ სურთ, გავლენა მოახდინონ კაცობრიობის ზნეობრივ, სულიერ ცხოვრებაზე. მათი ყველაზე დიდი მტერი მართლმადიდებლობა და ეროვნულობაა. მასონებს სურდათ, რომ მსოფლიო ერთპოლუსიანი გამხდარიყო, რომლის სათავეშიც ამერიკელები თავიანთ თავს განიხილავდნენ. ამერიკა ყველაზე დიდი მასონური ქვეყანაა, რადგან სწორედ მასონებმა დააარსეს. მასონების შექმნილია ამერიკის კონსტიტუცია.

აშშ-ის პრეზიდენტები – ვაშინგტონი, ლინკოლნი, ჯეფერსონი და სხვები მასონები იყვნენ. დღევანდელი მასონური დაჯგუფებები ხელმძღვანელობენ დიდ ბანკებს და ცნობილ ელექტრონულ თუ ბეჭდურ მედიას. მასონები წყვეტენ, ვინ უნდა იყოს ამა თუ იმ ქვეყნის პრეზიდენტი.

ჯორჯ სოროსიც მასონი და “სამასთა კომიტეტის” წევრია. ბევრი საერთაშორისო ორგანიზაციაც მასონებმა შექმნეს. მასონებს ბევრი მიზანი აქვთ – მათ შორის მთავარი ხალხის რაოდენობის შემცირება და ფიზიკური გენოციდია.

აშშ-ის მე-15 პრეზიდენტი ჯეიმზ ბიუკენენი თავის ნაწარმოებში – “დასავლეთის სიკვდილი”, წერს, როგორ უნდა შემცირდეს ევროპის დიდი სახელმწიფოებისა და თვით ამერიკის მოსახლეობა. მასონები აპირებენ, საქართველოში ნახევარ მილიონამდე ადამიანი, მომსახურე პერსონალი დარჩეს. ნათლად ჩანს, რომ საქართველოში დიდი ხნის დაწყებულია ფიზიკური და სულიერი გენოციდი. ჩვენი ხელისუფლების მიზანი, რომელიც მასონების კარნახით მოქმედებს, სწორედ ეს არის. ამიტომაც გახსნეს საზღვრები და ამიტომაც არის ამხელა ემიგრაცია.

– მასონურ სიმბოლოებზე ვისაუბროთ…
– მასონური სიმბოლოებიდან გამორჩეულია პირამიდა, რომელიც უძლიერესი მასონური სახელმწიფოს აშენებასთან ასოცირდება. პირამიდაზე გამოსახული თვალი საყოველთაო თვალთვალის ნიშანია. მასონები მართავენ მსოფლიოს, საბჭოთა კავშირიც ხომ მასონთა მიერ შეიქმნა. პიონერთა ყელსახვევიც მასონური სიმბოლო იყო, – ყელსახვევი, მით უფრო, წითელი (სისხლიანი) მასონურად თავისუფლების შეზღუდვას ნიშნავს.

– მასონთა სიმბოლიკაში არსებული ფარგალი რას ნიშნავს?
– ფარგალი მშენებლობასთან, გაზომვასთან არის დაკავშირებული, ნამგალი და ურო, საბჭოთა კავშირის სიმბოლოები, მასონური სიმბოლოები გახლდათ.
ახალ ქართულ გერბსა და დროშაზეც მასონური სიმბოლოებია, ვარდი კი – როზენკროიცერების სიმბოლო. მასონებმა სწორედ ვარდი მიაჩეჩეს სააკაშვილს და იმ სპექტაკლს “ვარდების რევოლუცია” უწოდეს. საქართველოს გერბზე წმინდა გიორგი უკუღმაა გამოსახული, რათა უკუღმა დატრიალდეს ყველაფერი.

ხუთჯვრიანი დროშა ქართული ეროვნული დროშა არასდროს ყოფილა, იგი, როგორც კათოლიკური ინტეგრაციის სიმბოლო, ჯვაროსნებს ჰქონდათ. ეს ყველაფერი შეგნებულად გააკეთა სააკაშვილმა, რომელიც პატარა მასონია, ედუარდ შევარდნაძეს კი ექსპერტები თეთრ მასონთა რიგებში განიხილავენ, რომლებიც უშუალოდ მსოფლიოს დაპყრობისათვის ბრძოლაში არიან ჩართულნი. პირველად შევარდნაძეს პარლამენტში მე ვუწოდე მასონი და ისე აღელდა, ტრიბუნამდე ვერ მიაღწია. მერე განაცხადა, მასონი რას ნიშნავს, არც კი ვიციო.

არადა, არსებობს მასალები, შევარდნაძე, გორბაჩოვი, ივანოვი და სხვები როგორ გაწევრდნენ მასონურ ლოჟაში. შევარდნაძე ძლიერი მასონია. ჩვენს მიშიკოს ამის შესახებ ბევრი არაფერი გაეგება, მაგრამ მასონთა დავალებებს პირნათლად ასრულებს. მასონთა მიზანი ნაცონალურ სახელმწიფოთა განადგურებაა. მასონური ორგანიზაციები სხვადასხვა ქვეყნის პრეზიდენტებს ეუბნებიან, გამდიდრდი, შენი გუნდიც გაამდიდრე, მთავარია, შენი ხალხი იყოს გაჭირვებული, მსოფლიოს მდიდარი სახელმწიფოებისგან რაც შეიძლება მეტი ვალი აიღე და როცა ვერ დააბრუნებ, დაგიმონებსო. ამიტომაც ხარჯავს ეს ხელისუფლება ნასესხებ ფულს უაზრო ქუჩის კონცერტებსა და ათას სისულელეში, ამიტომაც გვაქვს მილიარდობით ვალი. სააკაშვილს მსოფლიო ბანკი და სავალუტო ფონდი აძლევენ ფულს, მაგრამ იმასაც ეუბნებიან, რაში უნდა დახარჯოს. ასე რომ, ეს ფული ხალხს არ მოხმარდება.

– თანამედროვე ქართველებიდან ვინ არიან მასონები?
– არსებობს ნაშრომები “რუსეთის ახალი გვირგვინი” და “სახელმწიფო გადატრიალება”, სადაც მასონთა სიაში ამოიკითხავთ ზურაბ წერეთლის, კახა ბენდუქიძის, შევარდნაძის და სხვა ქართველთა გვარებს.

სხვათა შორის
მსოფლიოს ყველაზე ცნობილი მასონები: ვოლტერი, შილერი, გოეთე, ჰენრი ფორდი, კიპლინგი, ლევ ტოლსტოი, მოცარტი, ვოლტერ სკოტი, შილერი, არტურ კონან დოილი, ვიქტორ ჰიუგო, ჯუზეპე გარიბალდი, როტშილდი.

ნინო მაისურაძე
ყოველკვირეული გაზეთი ”ყველა სიახლე”

47 ნახვა

კომენტარის დატოვება