ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)

ჟურნალისტი მაგდა კლდიაშვილი სპორტსმენის შესახებ სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს ავრცელებს.
“ქართველმა ნიჩბოსანმა, ზაზა ნადირაძემ, ოლიმპიადაზე მეხუთე ადგილი დაიკავა. ეს ადგილი, ჩვენთვის ოქროს ტოლფასია. ეს ბიჭი, სულ 23 წლისაა, არ ჰყავს მამა და იმისთვის, რომ არჩინოს ოჯახი, ხშირად მტვირთავადაც უწევს მუშაობა. ამ ბიჭს, რამდენიმე წლის წინ, აზერბაიჯანი ეპატიჟებოდა და რომ არა დათო ქაცარავას თავდადებული ბრძოლა, დავკარგავდით მასაც. რამდენიმე წლის წლის, ნადირაძე ჩამოწერეს, რომ შენგან არაფერი დადგებაო. კანოეს ფედერაციის მწირი ფინანსები მის მომზადებას ხმარდებოდა.

ოლიმპიური კომიტეტის სამოწყალო 500-ლარიანი სტიპენდია და ვინმეს მეტის იმედი ჰქონდა? მე თუ მკითხავთ, ჩვენ არც ამ მეხუთე ადგილს ვიმსახურებდით, არ დაუმსახურებია ჩვენს ქვეყანას, მაგრამ დაიმსახურა ამ ბიჭმა, რომელმაც დაუღალავად იშრომა რამდენიმე წელი, იმისთვის, რომ გაეკეთებინა ის, რაც გუშინ გააკეთა, რაც დღეს გააკეთა და მე დარწმუნებული ვარ, რომ 4 წელიწადში ზაზა ნადირაძე ოლიმპიური ჩემპიონი იქნება!! სპორტის სამინისტრო, ოლიმპიური კომიტეტი – მიხედეთ ასეთ თვითნაბად ტალანტებს!!! უპატრონეთ. დააფინანსეთ ფედერაცია, გააკეთთ ბაზა! შედეგი კარგია, მაგრამ რას აკეთებთ, წარმატებისთვის ხელშესაწყობად? არაფერს!” – წერს მაგდა კლდიაშვილი პოსტში.

15 ნახვა

ქართველი ნიჩბოსანი ზაზა ნადირაძე რიოს ოლიმპიადაზე ფინალში მე-5 ადგილზე გავიდა.

| სპორტი | 0 კომენტარი
ავტორის შესახებ
-


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)