როგორია “მინიატურების პარკი”, რომელიც “ქართუმ” სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა (ვიდეო)

“საქართველო მინიატურებში” – ქვეყნის კულტურულ–არქიტექტურულ ძეგლთა მაკეტები 2 ჰექტარ მიწის ფართობს იკავებს და შეკვეთილში, ატრაქციონების პარკ “ციცინათელას” მიმდებარე ტერიტორიაზე, ტურისტულ–რეაკრიაციულ პარკშია გაშენებული.

მინიატურების პარკის მშენებლობა დაიწყო 2014 წლის ზაფხულში, „ქართუ ჯგუფის“ საკუთრებაში არსებულ 2 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე.

მინიატურების კომპლექსი დააპროექტა კომპანიამ “არქიტექტურული ლაბორატორია #3”. კომპლექსი მოიცავს: პარკს, თავად მინიატურებს, ინფრასტრუქტურას და ვიზიტორთა ცენტრს, რომელშიც განათავსებულია მინი ამფითეატრი, კაფე და სხვა ფუნქციური სივრცეები.

პარკში წარმოდგენილია 44 არქიტექტურული ძეგლის მინიატურა, წლის ბოლომდე დაგეგმილია კიდევ 5 ძეგლის მონტაჟი. 2017 წელს პარკს კიდევ რამდენიმე მინიატურა დაემატება.

პარკი ფონდმა “ქართუმ” სახელმწიფოს საჩუქრად გადასცა.

125 ნახვა

კომენტარის დატოვება