Загрузка...
მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად მოკვდა – (სტატიის თარგმანი)


ჩვენი გვერდი:


გავლენიანმა ამერიკულმა გამოცემამ “ვაშინგტონ თაიმსმა” საქართველოს ექსპრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილის მოღვაწეობას ვრცელი, კრიტიკული სტატია მიუძღვნა. საინფორმაციო სააგენტო “მარშალპრესი” სტატიის სრულ თარგმანს უცვლელად გთავაზობთ:

არაა ის რეფორმატორი, რომელიც უკრაინას სჭირდება
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, რომელიც ქებას იმსახურებს ათი წლის წინ თავისი ქვეყნის ეკონომიკის საფუძვლიანად შეცვლისთვის, ამჯობინებს, რომ მას მოიხსენებდნენ, როგორც „ძველ რევოლუციონერს“. თუმცა ეს არ არის მიზეზი, თუ რატომ მიიწვიეს ის უკრაინაში ოთხი წლის წინ, მას შემდეგ, რაც ის საქართველოში დამარცხდა არჩევნებში.
სააკაშვილი უკრაინაში პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ მიიწვია, რომელთან ერთად ის უნივერსიტეტში სწავლობდა. ბატონმა პოროშენკომ იცოდა, რომ ბატონ სააკაშვილს სჭირდებოდა ადგილი, სადაც ის იცხოვრებდა, და რომ მას გამოცდილი რეფორმატორის უნარები ჰქონდა. ასე რომ, პოროშენკომ სააკაშვილს უკრაინის მოქალაქეობა მიანიჭა და ანდო უკრაინის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ოლქის – ოდესის გუბერნატორობა. ოლქი მიხედვას საჭიროებდა. იმ პერიოდში იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი ამ ამოცანის შესრულებას შეძლებდა.
უკრაინის საზოგადოებაში დიდი იმედი გაჩნდა, თუმცა ამაოდ.
რეფორმატორის ნაცვლად, მივიღეთ რევოლუციონერი. სასწაულმოქმედის ნაცვლად, მივიღეთ ვირუსი, რომელიც სრულიად უკრაინის პოლიტიკურ სპექტრს მოედო, და მის უკან იდგა შეურაცხყოფილი ეგო და ძალაუფლების სურვილი. სააკაშვილი იქცა, სულ მცირე, დესტრუქციის იარაღად უკრაინაში ჩასვლის შემდეგ – ქვეყანაში, რომელიც ვეღარ გაუძლებს კიდევ ერთ გადატრიალებას. მან უკანონოდ გადაკვეთა უკრაინის საზღვარი, გაავრცელა მეორე, მაიდანის სტილის რევოლუციისკენ მოწოდებები, აბუჩად აიგდო უკრაინის კანონმდებლობა და მოუწოდა საჯარო დაწესებულებების შტურმისკენ.
უკრაინას არ სჭირდება კიდევ ერთი რევოლუცია და არც ამის ფუფუნება აქვს.
უკრაინა ჩაბმულია მიმდინარე ომში რუსეთთან, რომლის შეიარაღებულმა ძალებმა უკანონოდ დაიკავეს ყირიმი და განახორციელეს აღმოსავლეთ უკრაინის ოკუპაცია. გარდა ამისა, კრემლი განაგრძობს დეზინფორმაციის და პროპაგანდის გამოყენებას უკრაინის დემოკრატიულად არჩეული მთავრობისა და მისი რეფორმატორული ძალისხმევის დესტაბილიზაციისთვის. უფრო მეტიც, როგორც ჩანს, სააკაშვილი მზად იყო, წასულიყო ეშმაკთან გარიგებაზე და მიეღო ფინანსური დახმარება კრემლის მიერ მხარდაჭერილი ოლიგარქისგან.
ის რუსეთის წისქვილზე ასხამს წყალს – მწარე რეალობა მდგომარეობს იმაში, რომ ნებით თუ უნებლიედ, სააკაშვილი იქცა ინსტრუმენტად, რომელიც ძირს უთხრის უკრაინას. ის, ალბათ, ხედავს და აცნობიერებს ამ ფაქტს, მაგრამ კადნიერებას ამჟღავნებს და გულთან ახლოს არ მიაქვს. თავისი ქმედებების არც ფასი და არც შედეგები მას სულაც არ ადარდებს. ერთადერთი, რაც ბატონ სააკაშვილს ადარდებს, არის თავად ბატონი სააკაშვილი.
უკრაინა 2017 წელს არ არის საქართველო 2003-2013 წლებში, როცა სააკაშვილი ქვეყნის სათავეში იდგა. როგორც ჩანს, ის სასწაულებს ახდენს მხოლოდ მაშინ, როცა სრული კონტროლი აქვს. საქართველოში ის იყო ეფექტიანი რეფორმატორი იმიტომ, რომ აკეთებდა, რაც სურდა – და რის ფასად, ამას მნიშვნელობა არ ჰქონდა. დღევანდელი უკრაინა არ არის და არც უნდა იყოს ასეთი ქვეყანა. ჩვენ გადავიტანეთ ორი რევოლუცია, რათა თავიდან აგვეცილებინა მსგავსი ავტორიტარული მმართველობა. უკრაინას ავტოკრატია რომ სურდეს, დიდი ხნის წინ დანებდებოდა რუსეთს.
დღესდღეობით უკრაინას სჭირდება სამი რამ: მშვიდობა აღმოსავლეთში, გარე დახმარება და მტკიცე ურთიერთობების დამყარება ხელისუფლებასა და უკრაინის მოქალაქეთა შორის. სააკაშვილს არ შეაქვს წვლილი არც ერთი ხსენებული მიზნის მიღწევაში. ის აცხადებს, რომ აუჯანყდა კორუმპირებულ ინსტიტუტებს, მაგრამ ეს ტყუილია. ის ანადგურებს საზოგადოების ნდობას. მისი კრიტიკა არც სამართლიანობით და არც პასუხისმგებლობით გამოირჩევა. მისი მოქმედება გაუფრთხილებელი და წინდაუხედავია. ის აგრესიულია და მოუქნელი იქ, სადაც სიფრთხილე და თავშეკავებაა აუცილებელი – და ეს სახუმარო საქმე არ გახლავთ, რადგანაც აქ ლაპარაკია მილიონობით უკრაინელის სიცოცხლეზე და სტაბილურობაზე მთელი რეგიონის მასშტაბით.
ეს არ გულისხმობს იმას, რომ თავად უკრაინის ხელისუფლება უმწიკვლოა. რასაკვირველია, არა. დაშვებულია ძალიან ბევრი შეცდომა და რეფორმები არ ხორციელდება სასურველი ტემპებით, მაგრამ ამ საკითხების უმრავლესობასთან სააკაშვილს არაფერი ესაქმება.
ერთ-ერთი ასეთი საკითხი ეხებოდა უკრაინის სახელმწიფო ანტიკორუფციული ბიუროს წევრთა ჩამოშორების ახლახან განხორციელებული მცდელობას – მაგრამ უკრაინული საზოგადოება აღარ არის სათამაშო პოლიტიკური კლასის ხელში. უკრაინის რეფორმები, თუნდაც არასტაბილურად, მაგრამ მაინც ხორციელდება. უკრაინელი ხალხი აღარ აიტანს ინერტულობას და აღვირახსნილ კორუფციას.
ჩვენს ემოციურად დამუხტულ ეპოქაში პოლიტიკური კლასი ვალდებულია, გამოიჩინოს პასუხისმგებლობა. ვაღიაროთ სიმართლე: ამ მხრივ ჩვენ ყოველთვის არ ვდგავართ მოწოდების სიმაღლეზე. თუმცა ეს არც აკნინებს ბოლო წლებში უკრაინაში მიღწეულ უზარმაზარ წინსვლას და არც უგულებელყოფს ჯერ კიდევ განსახორციელებელ საქმიანობას. უკრაინას სჭირდება პრობლემების გადაჭრაზე ორიენტირებული ლიდერები, ლიდერები ხედვით, სანდო და პატრიოტი ლიდერები, რომლებიც მზად არიან, ემსახურონ ხალხს, და არა ქაოსისა და არასტაბილურობის წყარო-ლიდერები. სააკაშვილი ამ მოთხოვნებს არ პასუხობს.

წყარო: ბმული

139 ნახვა

მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკურად მოკვდა – (სტატიის თარგმანი)

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)