25 ივლისი, მთვარის მესამე დღე

სამშაბათი, მთვარე გადის ქალწულის ზოდიაქოს
არ წამოიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსური საქმეების გადაჭრას. ვაჭრობა და კამათი კარგს არაფერს მოგიტანთ.
მოერიდეთ მგზავრობას, სამსახურის, საქმიანობის შეცვლას.
კარგია ვარჯიში.
არ გირჩევთ ქორწინებასა და ნიშნობას.
ამ დღეს დაბადებული ადამიანი კარგი სპორტსმენი, მებრძოლი გამოვა.
გაუფრთხილდით კეფასა და ყურებს.
თმის შეჭრას არ გირჩევთ.
ამ დღის ქვებია: ლალი, ავანტიურინი.

მთვარის მესამე დღე დაიწყება 6:33
მთვარე ქალწულის ზოდიაქოში გადავა 14:32

სამედიცინო რეკომენდაციები – მთვარე ქალწულში
მოერიდეთ ოპერაციების ჩატარებას მუცლის ღრუს ორგანოებზე. მარტივ ოპერაციასაც კი შეიძლება გართულება მოჰყვეს.
ნუ იშიმშილებთ, მაგრამ ნურც კუჭს გადატვირთავთ. მოერიდეთ რთულად გადასამუშავებელი საკვების მიღებას.
კარგია სეირნობა, ბაღსა და ბოსტანში მუშაობა; ვარჯიში.
კარგია ორგანიზმის გაწმენდა და ფიტოთერაპია.

49 ნახვა

კომენტარის დატოვება