Загрузка...
„ეს გააკეთეს ბადრი პატარკაციშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა…”


ჩვენი გვერდი:


„ბიძინა ივანიშვილის გამოჩენა იყო ბნელ გვირაბში სინათლის სხივი. გავიხსენოთ რა დღეში ვიყავით „ნაციონალების“ დროს. ბატონი ბიძინა რომ არ გამოჩენილიყო რაღაც საშინელება გველოდა“, – ამის შესახებ მოკლული ბუტა რობაქიძის დედამ ია მეტრეველმა „მარშალპრესთან“ ინტერვიუში განაცხადა. ია მეტრეველი ამბობს, რომ საქართველოს ყოფილ პრემიერ-მინისტრს ბიძინა ივანიშვილს საქართველოსა და ქართველი ხალხისთვის კეთილი საქმეები უანგაროდ აქვს გაკეთებული და ეს ხალხმა არ უნდა დაივიწყოს.

“ბადრი პატარკაციშვილი იყო გამორჩეული პატრიოტი და ჩვენთვის ძალიან დიდი იმედი. მე დღესაც ვთვლი, რომ ის განზრახ გაისტუმრეს იმ ქვეყნად. ის იყო ძალიან კეთილშობილი და ქველმოქმედი ადამიანი, რომელსაც ასე ძალიან უყვარდა საქართველო, რომელიც ყველაფერს გააკეთებდა იმისთვის, რომ უკეთ ეცხოვრა ქართველ ხალხს. ეს იმედი, რომ ჩაგვიკვდა, ძალიან დიდი ტრაგედია იყო ქართველი ხალხისთვის. ძალიან ვწუხვარ, რომ მას არ დაცალდა…

მე ორად ორი ადამიანი ვიცი საქართველოში – ეს იყო ბადრი პატარკაციშვილი და ეს არის ბიძინა ივანიშვილი, რომლებმაც ამდენი სიკეთე გაუკეთეს ქვეყანას. თუ რამე არის შემორჩენილი, განახლებული, გაკეთებული თურმე აკეთებდა ბატონი ბიძინა და ბატონი ბადრი. ძალიან ბევრი მილიონრების სახელები და გვარები მესმის აქეთ-იქიდან, ზოგს ვიცნობთ, მაგრამ მათი საქმეები მე არ დამინახავს.

ბატონი ბიძინას გამოჩენა, ეს იყო ბნელ გვირაბში სინათლის სხივი, ისეთ პერიოდში გამოჩნდა. დღეს ერთი გავიხსენოთ რა დღეში ვიყავით მაშინ და დღეს რა დღეში ვიქნებოდით, ბიძინა ივანიშვილი რომ არ გამოჩენილიყო, რაღაც საშინელება გველოდა, ჯერ კიდევ სად ვიყავით, ისინი იქნებოდნენ სამუდამოდ და ალბათ, ჩვენ აღარც ვიქნებოდით.
„ნაციონალები“ ისე იყვნენ მოძლიერებული, ისე ჰყავდათ ხალხი დაშინებული, გაუბედურებული, რომ ლაპარაკისაც კი ეშინოდათ. სახელმწიფო სტრუქტურები, მთელი რესურსი მათ როგორც უნდოდათ ატრიალებდნენ… ქვეყანა ჯიბეში ჰქონდათ ჩადებული, გამოსავალი არ ჩანდა.

ბატონი ბიძინა არის რაღაც ფენომენალური პიროვნება. ადამიანს, რომელსაც ამდენი წლების განმავლობაში საერთოდ არ ვიცნობდით, თურმე ინახავდა, აშენებდა ნახევარ საქართველოს, ტაძრები, სამებიდან დაწყებული ყველაფერი მისი გაკეთებულია. სააკაშვილი რომ იბრალებდა, ლენტებს ჭრიდან და გვატყუებდა მე ვაკეთებო, თურმე ყველაფერი, პატრულიც კი, რეფორმა – ბიძინა ივანიშვილის დაფინანსნებულია და დღესაც მისი ნაყიდი მანქანები ჩამოდის. ამდენი რაღაცას აკეთებდა, ისე რომ საერთოდ არ ჩანდა, მადლობასაც არ ელოდა. აი, ასეთი სიკეთე მესმის მე. ეს ადამიანი ისე აკეთებდა ამ სიკეთეს, რომ სანაცვლოდ არაფერს იღებდა და ითხოვდა, ამისთვის დიდი მადლობა მას.

მე ბიძინა ივანიშვილს რამდენჯერაც შევხვდი, დავინახე რომ ძალიან უშუალო ადამიანია, არანაირი ამპარტავნობა, ძალიან თბილი და მორიდებულია. მის ოჯახსაც ეტყობა ეს ყველაფერი, მეუღლეს და შვილებს, ამიტომ ვცემ მას დიდ პატივს. თავის მხარეში საჩხერეში რაც გააკეთა, ერთი ჰკითხეთ, როგორ ცხოვრობს იქ ხალხი და რა ბედნიერი არიან. ბატონი ბიძინას წინააღმდეგ იმდენი სიბინძურე იწერება, რაც ნამდვილად არ უნდა ხდებოდეს. მე მინდა საზოგადეოაბას შევახსენო, ნუ დავივიწყებენ ამხელა მის სიკეთეს. ბატონი ბიძინა ვერ ჩამოივლიდა და ჯიბეში ფულს ვერ ჩაუდებდა ყველას. ამ კაცმა გაგვათავისუფლა იმ ჯოჯოხეთისგან და ახლა რაღა უნდათ ამ კაცისგან?! ადამიანმა მოგვიტანა ამხელა თავისუფლება და ახლა საკუთარ თავებს თავად უნდა მივხედოთ“, – განაცხადა ია მეტრეველმა.

1223 ნახვა

„ეს გააკეთეს ბადრი პატარკაციშვილმა და ბიძინა ივანიშვილმა…”

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)