8 ივლისის ასტროლოგიური პროგნოზი

ვერძი
დღეს პოზიტიური და მეგობრული ურთიერთობისთვის ხართ მზად. დილით დაისვენეთ, გამოიძინეთ. საღამო ოჯახის წევრებთან ერთად გაატარეთ.

კურო
გააუმჯობესეთ ურთიერთობა ოჯახის წევრებთან. გაანებივრეთ ისინი მცირე საჩუქრებით. საღამოს არაფერი დაგეგმოთ, ახლობლებს უმასპინძლეთ.

ტყუპი
პოზიტიური დღე გელით. მთავარია, დილითვე მოაგვაროთ საოჯახო ვალდებულებები. საღამოს სიურპრიზები გელით საყვარელი ადამიანისგან.

კირჩხიბი
დილა საოჯახო ვალდებულებებს ან სამსახურის საქმეებს დაუთმეთ. შუადღის შემდეგ მეგობრებთან ერთად ბუნებაში გაისეირნეთ. საღამოს რომანტიკული სიურპრიზი გელით.

ლომი
იდეალური დღეა დასვენებისთვის. საოჯახო საქმეებს მზრუნველი ნათესავები მოგიგვარებენ. თავად დრო მეგობრებთან ერთად მხიარულ გარემოში გაატარეთ.

ქალწული
სიურპრიზებით მდიდარი დღე გელით. დილა საოჯახო ვალდებულებების მოგვარებას დაუთმეთ. კარგი დღეა შოპინგისთვის. საღამოს საყვარელ ადამიანს რომანტიკული პაემანი მოუწყვეთ.

სასწორი
გაიღიმეთ და მიიღეთ ბედის საჩუქრები. მოშურნეებს თქვენს სასიამოვნო სიახლეებს ნუ გაუმხელთ. საღამო მეგობრებთან ან ოჯახის წევრებთან ერთად ბუნებაში გაატარეთ.

მორიელი
გააუმჯობესეთ ურთიერთობა გარშემო მყოფებთან და იყავით მეტად პოზიტიური. საინტერესო ადამიანებს გაიცნობთ. საღამო მეგობრებთან ერთად გაატარეთ.

მშვილდოსანი
ისწავლეთ “არას” თქმა და საკუთარ თავს სხვის გამო საფრთხეში ნუ ჩაიგდებთ. მეტი დრო დაუთმეთ საოჯახო საქმეების შესრულებას. საღამოს კარგია შოპინგი. საყვარელი ადამიანისთვისაც შეიძინეთ საჩუქრები.

თხის რქა
დღევანდელი დღე ოჯახის წევრებისა და ნათესავების მზრუნველობაში უნდა გაატაროთ. მოერიდეთ განმარტოებას, საღამო საყვარელ ადამიანთან ერთად გაატარეთ.

მერწყული
პოზიტიური და კომუნიკაბელური ხართ. დატკბით დღევანდელი დღით. ოჯახის წევრები გაგანებივრებენ მზრუნველობით, საღამოს საყვარელი ადამიანი – სიურპრიზით.

თევზები
დღეს თქვენი ნახვა ყველას უხარია; არ გამოაკლდეთ მეგობრულ შეხვედრებს; იყავით კონტაქტური, საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენლებთანაც კი, თუმცა არ აეჭვიანოთ საყვარელი ადამიანი.

1817 ნახვა

კომენტარის დატოვება