გიორგი კვირიკაშვილი: საქართველოს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება

საქართველოს მხარეს სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თურქეთში მიმდინარე მოვლენებზე კომენტირებისას საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განუცხადა.

მისივე განმარტებით, ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე ვითარება ამ ეტაპზე მშვიდია.

„ის რაც თურქეთში ხდება, საკმაო შეშფოთების საფუძველს ბადებს. იმედი გვაქვს, რომ მალე სიტუაცია მალე დაწყნარდება და ჩვეულებრივ კალაპოტს დაუბრუნდება, იქამდე კი, გეტყვით, რომ ჯერჯერობით საქართველოს მხარეზე არანაირი ინციდენტი არ ყოფილა. ჩრდილოაღმოსავლეთ თურქეთის ტერიტორიაზე ვითარება მშვიდია, ამიტომ არანაირი შეშფოთების საფუძველი არ გაგვაჩნია“, – განაცხადა პრემიერმა.

გიორგი კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოს საზღვრებზე კონტროლი გამკაცრებულია.

„ვფიქრობ, უახლოეს მომავალში გამოჩნდება შემდგომი მოქმედების გზები“, – აღნიშნა მთავრობის თავმჯდომარემ.

რაც შეეხება შეკითხვას, აქვს თუ არა ქართულ მხარეს კომუნიკაცია თურქეთის ხელისუფლებასან, პრემიერ-მინისტრის თქმით, ამ ეტაპზე „კავშირი შეუძლებელია“.

10 ნახვა

კომენტარის დატოვება