Загрузка...

კალაძე: მიუღებელია, რომ პოლიციელის მხრიდან ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი, ვიცე-პრემიერი კახა კალაძე ეხმაურება თბილისში, Birja Mafia-ს წევრების მხარდასაჭერ აქციას და ამბობს, რომ ქვეყანაში ნარკოპოლიტიკა შესაცვლელია, როგორც ეს პრემიერმა კვირიკაშვილმა თქვა.

“თითოეული ჩვენგანისთვის მიუღებელია, არა აქვს მნიშვნელობა, ეს იქნება მთავრობის წევრი, თუ ნებისმიერი მოქალაქე, როცა ძალოვანი უწყების თანამშრომლის მხრიდან, თუნდაც ეჭვის დონეზე ვუშვებთ ნარკოტიკის ჩადების შესაძლებლობას, ეს ყველაფერი წარსულში უნდა დარჩეს და დარწმუნებული ვარ, რომ წარსულში დარჩება, როცა მოხდება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია და პოლიციის რეფორმის ბოლომდე მიყვანა, რომელიც დაწყებულია”, – ამბობს კალაძე.

კალაძის თქმით, ის ენდობა პოლიციას და მიუღებელია, რომელიმე მათგანის რაიმე სახის გადაცდომამ ჩირქი მოსცხოს პოლიციელებს. მისივე განმარტებით, ამ საკითხზე პროკურატურამ დაიწყო მოკვლევა და თუ ვინმეს რაიმე გადაცდომა აქვს, დაისჯება.

კახა კალაძე, შესაძლოა, თბილისის მერობის კანდიდატი გახდეს ქართული ოცნებიდან. ამის შესახებ მისი თანაგუნდელები ღიად საუბრობენ. არჩევნები რამდენიმე თვეში, 2017 წლის შემოდგომაზე იმართება. სანამ კალაძე Birja Mafia-ს დაკავებულ წევრებზე ამ განცხადებას გაავრცელებდა, ბიძინა ივანიშვილის შვილმა, ბერა ივანიშვილმა ფეისბუკზე დაპოსტა, რომ ის სოლიდარობას უცხადებს დაკავებულ რეპერებს. აღნიშნულ განცხადებებს კი წინ უძღოდა მასშტაბური აქცია, რომელიც თეთრი ხმაურის მოძრაობამ თბილისში, რუსთაველის გამზირზე 10 ივნისს გამართა.

აქცია რუსთაველის გამზირზე რეპერების დუეტის, Birja Mafia-ს წევრების, გიორგი ქებურიასა და მიშკა მგალობლიშვილის მხარდასაჭერად გაიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 9 ივნისს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მუსიკოსებს სამართალდამცავები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება MDMA-ს შეძენა-შენახვას ედავებიან. რეპერების თქმით, მათ ნარკოტიკი ჩაუდეს და რეალურად, მათზე შური იმ კლიპის გამო იძიეს, სადაც პოლიციელი გააშარჟეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.

320 ნახვა

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)