Загрузка...
ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა (ვიდეო)


ჩვენი გვერდი:


ერთი ამბავის ორი სხვადასხვა ვერსია: სტატიაში გაეცნობით ორივე ვერსიას რომელიც დაწერილია თვითმხილველების მიერ Facebook – ზე.

ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა, რომელიც ორსულ ქალს გამოესარჩლა
“დღეს, დაახლოებით 13:00 სათზე, აბაშიძისა და ბერძენიშვილის ქუჩების კვეთაზე, ჩემი ყურადღება მიიპყრო ქალბატონის შეშფოთებულმა ტონმა და მისმა პროტესტის გამოხატვამ პატრულის მიმართ.
საუბრიდან რამდენიმე ფრაზა მომესმა, რომელსაც ეს ქალი შეშფოთებით გამოთქვამდა, რაც უკავშირდებოდა ე.წ ზებრაზე გადასვლას და იმას, თუ როგორ შეშინდა იგი იმ ფაქტით, რომ მას გზაზე გადასვლისას კინაღამ მანქანამ დაარტყა. იქვე ამ ქალს გვერდში ედგა ერთი ახალგაზრდა მამაკაცი, მოგვიანებით აღმოჩნდა რომ ის ამ ქალბატონს უბრალოდ თანადგომას უცხადებდა, ცდილობდა შიგადაშიგ სიტყვა ჩაეკვეხებინა საუბარში, რომელიც ინტენსიურად მიმდინარეობდა პატრულსა და აღნიშნულ ქალბატონს შორის.

პატრულის თანამშრომლები თითქოს ამ ქალბატონის დაწყნარებისა და დაცვის ნაცვლად, რაღაცას უკიჟინებდნენ, საკმაოდ აგრესიული ტონით გამოირჩეოდნენ და მოუწოდებდნენ მას მიეღო შესაბამისი ზომები და გაესაჩივრებინა აღნიშნული ფაქტი და თითქოს ცდილობდნენ ამით მის თავიდან მოცილებას.

ვიდრე მე შენელებული სვლით ქუჩის მოპირდაპირე მხარეს გვერდი ავუარე პატრულის მიერ ზებრაზე მიტოვებულ მანქანას და განვაგრძე ჩემი გზით სვლა, ამასობაში 3 დამატებითი პატრულის ეკიპაჟი ოპერატიულად შემოვარდა ქუჩის სხვადასხვა მხრიდან და მიცვივდნენ კოლეგებს დასახმარებლად.

თავიდან დავიწყე იმ მანქანის ძებნა, რომელიც პოტენციური დამნაშავე უნდა ყოფილიყო ამ სიტუაციაში, თუმცა ამაოდ. ფაქტი გამაოგნებელია: მანქანა, რომლის მოძრაობამაც ამ ქალის აღშფოთება და შიში გამოიწვია, აღმოჩნდა თავად პატრულის. მოგვიანებით გავარკვიე იქვე მყოფი ადამიანებისგან, რომ ეს ქალი იყო ორსულად და ის ახალგაზრბიჭი, რომელიც მას იცავდა, იყო უბრალო გამვლელი, რომელმაც ის ამ სიტუაციაში დაიცვა და ცდილობდა პატრულისთვის შეეხსენებინა ქალბატონის ფიზიკური მდგომარეობა. თუ რა მოყვა ამას ყველაფერს, თავად შეგიძლიათ ვიდეომასალაში იხილოთ” – წერს ფაქტის თვითმხილველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

კადრებში ჩანს, რომ ახალგაზრდა მამაკაცი ასფალტზე ჰყავთ დაწვენილი და მას ექვსამდე პოლიციელი აკავებს. რამდენიმეწუთიანი შეხლა-შემოხლის შემდეგ, ახალგაზრდა მამაკაცს ხელბორკილს ადებენ და პოლიციის მანქანაში სვამენ. არსებული ინფორმაციით, ახალგაზრდა ვაკე-საბურთალოს პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, დაკავებულს სახეზე დაზიანებები აღენიშნება, რომელიც სავარაუდოდ დაკავების მომენტში მიიღო

მეორე ვერსია:

რომ არ იცით მანდ რა მოხდა ვიღაც ინტრიგნის სიტყვებს ნუ უჯერებთ რადგან სანამ ეს ლაპარაკი შემოესმებოდა იქ არ ყოფილხართ! როდესაც სიტუაცია დაიძაბა და აღშფოთებული ხმაური გაიგო შემდეგ მოვიდა და ჩართო ტელეფონი. მაგრამ მანამდე რაც მოხდა ესაა საკითხავი! ცუდი ისაა რომ წაიკითხავთ რაღაცას და პირდაპირ იჯერებთ ბრმად. სინამდვილე ისაა რომ ორსული გოგო გადადიოდა ქვეითთა გადასასვლელზე, საპატრულო ეკიპაჟის მანქანა ნელა მიდიოდა დაახლოებით 10 კმ/სთ ეს გოგონა მოძრაობის მხარეს საერთოდ არ იყურებოდა არამედ საპირისპირო მიმართულებით და პლიუს ამას ტელეფონზე საუბრობდა მაგრამ ძალიან კარგად იცოდა რომ საპატრულო ეკიპაჟი მოდიოდა რომლებმაც თავისი მოვალეობა შეასრუკეს და ქვეითთა გადასასვლელთან ავტომობილი შეაჩერეს მაგრამ ამ გოგონამ (რომელოც ჩემი შეხედუკებით ვაკელია იქვე მცხოვრები და კანონმდებლობაში ძალიან კარგად ჩახედული გარკვეული რომ იცის რო ორსული ქალის დაკავება არ შეიძლება) საპატრულო ეკიპაჟს მიმართა სიტყვებით ,,თქვენ შიგ ხომ არ გაქვთ?,, შემდეგ ეკიპაჟის წევრები გადმოვიდნენ, ცდილობდნენ გოგონას დამშვიდრბას მაგრამ რას დაამშვიდებდნენ ეს სცენა ამ ეშმაკის დადგმული იყო, დაიწყო ინტრიგნობა მიიქცია ხალხის ყურადღება და შემდეგ გამვლელმა რომელიც ,,ქართველი ვაჟკაცია,, ,,პაძერჟკა,, მისცა ამ ეშმაკ ინტრიგან ვაკელ გოგონას და ამჯერად საზოგადოებრივ თავშეყრის ადგილას ღრიალი და გინება დაუწყეს ეკიპაჟის წევრებს, სიტუაცია რომ არ გამწვავებულიყო ეკიპაჟმა დამხმარე ძალა გამოიძახა და შემდეგ ეს მოხდა რაც მოხდა. ჩემი აზრით ეგ ,,ქართველი ვაჟკაცი,, დასაკავებელი იყო რაც შეეხება ორსულ გოგონას ხელწერილით უნდა გაეშვათ და შემდეგ სასამართლოში დაებარებინათ და ემსჯელათ მის ადმინისტრაციულ სამართალდარღვევაზე მოსამართლეს. იმედია შ.ს.ს პრეს სამსახური მალე ამოიღებს საპატრულო ეკიპაჟის კადრებს სადაც ჩანს რო ავტომობილი ჩერდრბა, აგრეთვე იწ მდრბარე სათვალთვალო ვიდეოკამერას თუ არსებობს და ჯსეთი კვეთაა რომ უნდა იყოს და ნათლად გამოჩნდება ის რაზრც ვლაპარაკობ. დასანანი ისაა რო გამოჩნდებიან ინტრიგნები ამ ყველაფერს თავისი ფანტაზიის ინტერპრეტაციას აძლევენ იმის გამო რომ პოლიცია არ მოსწონთ და შემდეგ თავის უარყოფით შთაბეჭდილებებს ხალხს თავზე ახვევენ! ამაზე მწყდება გული 🙁 – წერს ფაქტის თვითმხილველი ფეისბუქის პირად გვერდზე.

221 ნახვა

ინციდენტი ვაკეში: რატომ დააკავა პატრულმა ახალგაზრდა (ვიდეო)

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)