ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)

სელის თესლი / დამხმარე პროდუქტი / დუკანის დიეტა – dukanis dieta


ჩვენი გვერდი:


სელის თესლი შეიცავს მაღალი ბიოლოგიური აქტივობის ცილას რომელიც თავისი შემადგენლობით ადამიანის ორგანიზმის იდეალური ცილის ტოლფასია.

იგი ცხიმოვანი მჟავების ომეგა-3 ომეგა 6 დაომეგა-9 ყველაზე მდიდარი მცენარეული წყაროა ეს ის მნიშვნელოვანიმჟავებია რომ ლებსაც ჩვენი ორგანიზმი თვითონ ვერ აწარმოებს. მათიმიღება ხდება საკვებთან ერთად. ომეგა-3–ის შემცველობა სელის თესლში 2-ჯერ უფრო მაღალია ვიდრეთევზის ქონში.ასევე სელის თესლი შეიცავს ვიტამინებს: D, E, B2, B3, B4, B5, B6, B9, ტოკოფეროლებს, ბეტა-კაროტინს, მინერალებს, მაკრო დამიკროელემენტებს: კალიუმს, კალციუმს, მაგნიუმს, რკინას, მანგანუმს, სპილენძს, ქრომს, სელენს, ალუმინს, ნიკელს, იოდს, ბორს და თუთიას.

სელის თესლი წარმოადგენს ლიგნანების უმდიდრეს წყაროს. ლიგნანები აფერხებენ სიმსივნური უჯრედების ზრდას კონცეროგენეზის სხვადასხვა ეტაპზე. სელის თესლში შემავალ ლიგნანებს აქვთ ძლიერი ანტიოქსიდანტური თვისებები. ამის გამო, ისინი რეკომენდირებულიაათეროსკლეროზითა და გულის უკმარისობით დაავადებულთა სამკურნალოდ.

საკვებში მათი გამოყენება ამცირებს თრომბების წარმოქმნის რისკს, დაბლა წევს არტერიულ წნევას, მცირდება არითმიების, გულის სარქველებთან დაკავშირებული დაზიანებების წარმოქმნის ალბათობა.

სელის თესლი შეიცავს ბოჭკოვან ნივთიერებებს,რაც ძალიან სასარგებლოა კუჭ-ნაწლავისთვის.
სელის თესლის ხშირი გამოყენება აძლიერებს ინსულინის მოქმედებას და იცავს ორგანიზმს დიაბეტის წარმოქმნისა და განვითარებისაგან.

სელის თესლი უზრუნველყოს ნორმალურ ჯანმრთელ კანსა და თმას. აფერხებს მათ ასაკობრივი ცვლილებებს, ხელს უწყობს “ახალგაზრდული კანის” დაბრუნებას. ხელს უწყობს ორგანიზმში ცხიმების წვას.

წყლის შეკავება ორგანიზმში გამოვლინდება შეშუპების სახით ზედმეტი წონის, პოსტკლიმაქტერული პერიოდის,გულსისხლძარღვთა დაავადებების შემთხვავაში. ასეთ დროს გაძნელებულია თირკმლის მიერ ნატრიუმისა და წყლის გამოყოფა. სელის თესლის ხშირი გამოყენება ხელს უწყობს თირკმლის ნორმალურ მუშაობას.

სელის თესლი გამოიყენება ყველა სახის ცივი კერძების, ნებისმიერი ბოსტნეულის სალათის მოსამზადებლად. სელის თესლი შეიძლება დაემატოს ფაფებს. ძალიან სასარგებლოა მისი მიღება ხაჭოსთან, მწვანილთან,არაჟანთან. სელის თესლი შეიძლება მიიღო რძესთან,იოგურტთან და კეფირთან ერთად.
შეგიძლიათ ზემოდან მოაყაროთ გამომცხვარ ბლინებს,ფუნთუშებს და პურს.

დუკანის დიეტის პირველ ფაზაზე შეგიძლიათ მიიღოთ 1 ჩ/კ დღეში, მეორე ფაზაზე კი 2 ჩ/კ დღეში.

2567 ნახვა

სელის თესლი / დამხმარე პროდუქტი / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)