ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)

კივის დიეტა


ჩვენი გვერდი:


კივის დიეტის დროს მოგიწევთ უარის თქმა ნახევარფაბრიკატებზე, კონსერვებზე, ძეხვეულზე, ცხიმიან და შემწვარ კერძებზე, მარილზე და შაქარზე.

მითითებები:

1) ორშაბათი საუზმე -200გრ „ჰერკულესის“ ფაფა ქლიავის ჩირით, 10გრ ყველი, ერთი ნაჭერი ქატოს პური. წახემსება-კივი და ვაშლი ორი კოვზი უშაქრო იოგურტით. სადილი -200გრ სოკოს წვნიანი, ქათმის მკერდი კანის და მარილის გარეშე, 100გრ ყაბაყის პიურე. წახემსება -2 კივი. ვახშამი – 5% ხაჭო კენკრასთან ერთად, ჩაი. ძილის წინ -კივის და იოგურტის სმუზი.

2) სამშაბათი საუზმე – წიწიბურა ბოსტნეულით 200გრ, ჩაი ლიმნით და ორი ორცხობილა. წახემსება – კივი და მარწყვი 5% ნაღებთან ერთად(1სუფრის კოვზი). სადილი – ბოსტნეულის წვნიანი-200გრ, ორთქლზე მომზადებული კატლეტი და 150გრ ბრინჯი. წახემსება – 2 კივი. ვახშამი – ბოსტნეულის რაგუ ყაბაყით და ყვავილოვანი კომბოსტოთი-200გრ, ჩაი, ყველის ნაჭერი. ძილის წინ – კეფირი.

3) ოთხშაბათი განტვირთვის დღე, როგორც აღწერილია ზემოთ(გამორიცხულია მხოლოდ ქათმის ხორცი). დაშვებულია რძის პროდუქტი, კივი, ჩაი და წყალი.

4) ხუთშაბათი საუზმე – ღუმელში გამომცხვარი ხაჭო მოცხართან ერთად-200გრ, ყავა. წახემსება – 2 კივი. სადილი – ბოსტნეულის წვნიანი – 200გრ, მოხარშული თევზი და მოთუშული კომბოსტო – 150გრ. წახემსება – კივის, მარწყვის და 2,5% იოგურტისგან დამზადებული სმუზი. ვახშამი – ბრინჯის ფაფა – 200გრ, ჩაი და 2 ორცხობილა. ძილის წინ – კეფირი.

5) პარასკევი საუზმე – „ჰერკულესის“ ფაფა გარგრის ჩირთან ერთად – 200გრ, ყავა, 10გრ ყველი. წახემსება – კივის და მსხლის სალათი. სადილი – წვნიანი მაკარონით – 200გრ, რაგუ ქათმის და ბოსტნეულის რაგუ(კარტოფილის გარეშე) -150გრ. წახემსება – 2 კივი. ვახშამი – ხაჭო ხილით და კენკრით – 100გრ, უხეშად დაფქული ხორბლის პურის ნაჭერი და ჩაი. ძილის წინ – იოგურტი და კივი.

6) საუზმე – ორთქლზე მომზადებული 2კვერცხის ომლეტი კამასთან ერთად, ყავა. წახემსება – 2 კივი. სადილი – თევზის წვნიანი – 200გრ, ორთქლზე დამზადებული გუფთა ბრინჯით – 150გრ. წახემსება – კივის, ბლის და ნესვის სალათი. ვახშამი – მულტი ბურღულის ფაფა-200გრ, ჩაი. ძილის წინ – დაბალ ცხიმიანი იოგურტის, კივის და მსხლის სმუზი.

7) კვირა ჩვეული კვებითი რაციონი: იკვებეთ ისე როგორც ყოველთვის, მაგრამ შეეცადეთ კერძები იყოს უცხიმო,უმარილო და უშაქრო. უკუჩვენება კივი უკუნაჩვენებია მათთვის ვისაც გასტრიტი ან ნაწლავების ანთებები აწუხებს. ფრთხილად უნდა მირთვან კივი მათ, ვისაც თირკმელებში კენჭები აქვთ – აუცილებელია ექიმთან წინასწარი კონსულტაციის გავლა. ყველა დანარჩენისთვის დიეტა საკმაოდ იოლია, გემრიელია და გაძლევთ ადგილს ფანტაზიისთვის. არ გადააჭარბოთ კვირა დღეს! არ ჩაყაროთ წყალში მთელი კვირის ნაშრომი.

კივის დიეტის დროს მოგიწევთ უარის თქმა ნახევარფაბრიკატებზე, კონსერვებზე, ძეხვეულზე, ცხიმიან და შემწვარ კერძებზე, მარილზე და შაქარზე.
ასევე ნუ მიიღებთ ალკოჰოლს, სოუსებს და მარინადებს.
დაშვებუალია დღეში ორი ჭიქა უშაქრო ყავა ან ჩაი.
დიეტის დაცვა შესაძლებელია სასურველი შედეგის მიღებამდე.

ინგრედიენტები:

200 გრამი “ჰერკულესი”
10 გრ. ყველი
1 კივი
1 ვაშლი
2 კოვზი უშაქრო იოგურტი
200 გრ. სოკოს წვნიანი
1 ქათმის მკერდი
100 გრ. ყაბაყის პიურ
200 გრ. წიწიბურა
200 გრ. ბოსტნეულის წვნიანი
200 გრ. ყვავილოვანი კომბოსტო
200 გრ. ბრინჯის ფაფა
2-3 კვერცხი

372 ნახვა

კივის დიეტა

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)