ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)

საქართველოს ეროვნული ფედერაციის თაოსნობით, ბოდიბილდინგის და ფიტნესის განვითარების პეტიცია დგება. პეტიციის ფარგლებში სხვადასხვა სპორტდარბაზი და კომპანია იღებენ პასუხისმგებლობას, რომ სპორტის განვითარებას და ახალგაზრდების ჩაბმულობას ურზუნველყოფენ ამ სფეროში. სპორტში ახალგაზრდების ჩართულობის მიზნით 10 ივლისს საუკეთესო პოზირებაში შეჯიბრი სახელწოდებით: “Fit body universy” უნდა გაიმართოს. შეჯიბრში 50 სპორტსმენი მონაწილეობს. „კვირა“ დაუკავშირდა საქართველოს ეროვნული ბოდიბილდინგის, ფიტნესისა და ბოდიფიტნესის ფედერაციის პრეზიდენტს, ზაალ რუხაძეს, რომელმაც დეტალურად ისაუბრა გასამართ შეჯიბრებაზე და ბოდიბილდინგში არსებულ მდგომარეობაზე. „იდება პეტიცია, რომელსაც ხელს აწერს საქართველოს ბოდიბილდინგის სამყარო. ვალდებულებას ვიღებთ, განვავითაროთ ახალგაზრდობის ჩართულობის უზრუნველყოფა სპორტში. ჩვენს ფედერაციასთან ერთად, რამდენიმე დიდი დარბაზის ქსელი მონაწილეობს. ზუსტად ამ პეტიციის ფარგლებში გვინდა „Fit body universy“ ჩავატაროთ. შეჯიბრი დაგეგმილია 10 ივლისს, სადაც სპორტსმენები წარდგებიან და საუკეთესო პოზირებას აჩვენებენ. გამარჯვებულს გადაეცემა საკვები-დანამატები, ვაუჩერები, საჩუქრები და ასევე ბოდიბილდერის ქანდაკება. საქართველოში ბოდიბილდინგის ოჯახი ძველ და ახალ მხარედ იყო გაყოფილი. ჩვენ ვართ ახალი ფედერაცია, რომელიც 2 წლის წინ დაარსდა. გვყავს 150 სპორტსმენი. რაც შეეხება ძველ ფედერაციას, ის არსებობდა 1993 წლის შემდეგ, მათ 7 სპორტსმენი ჰყავდათ. ახალ ფედერაციას შეჯიბრი 60-70 ათასი ლარი გვიჯდება, ისინი კი ამისთვის მხოლოდ 300-400 ლარს ხარჯავენ. იყო შემთხვევა, როდესაც მათ გამარჯვებულ სპორტსმენს შავ-თეთრი ტელევიზორი გადასცეს, უფრო უარესიც, ერთ-ერთი გამარჯვებული სპორტსმენი სცენიდან იმის გამო გაიქცა, რომ მას ჯილდოდ ნაყინი გადასცეს. მოკლედ რომ ვთქვა, ძველ ფედერაციას ხელმძღვანელობდა ადამიანი, რომელიც სხვადასხვა მიზნისთვის იყენებდა სტატუსს. ჩვენ დავუყენეთ საკითხი, რომ სპორტის განვითარება გვინდა და არ გვინდა მხოლოდ კომერციულობა, იმიტომ რომ სპორტსმენები იჩაგრებიან და ამ სფეროთი აღარ ინტერესდებიან. ახლა ერთი მიზნის ქვეშ ვართ – საქართველოში ბოდიბილდინგი უნდა განვითარდეს“, – განუცხადა „კვირას“ ზაალ რუხაძემ.

18 ნახვა

ზაალ რუხაძე: საქართველოში ბოდიბილდინგი უნდა განვითარდეს

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)