იმბირის ჩაი

იმბირის ჩაი გამოიყენება შემდეგი პროპორციით: ქლიავის ხელა იმბირი და 2 ლიტრი წყალი.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე იმბირის ჩაის რეცეპტს.

  • გავთალოთ იმბირი,დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავყაროთ თერმოსსში, დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე საათით.მივიღოთ კვებამდე ნახევარი საათით ადრე 0.5 ან 1 ჭიქა იმბირის ჩაი.
  • გავთალოთ იმბირი: გავხეხოთ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად,გავასუფთაოთ რამოდენიმე კბილი ნიორი,ჩავყაროთ იმბირი და ნიორი თერმოსსში,დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ მხოლოდ 15 წუთით.ვსვათ ჩაი მთელი დღის განმავლობაში კვების რაოდენობის მიღების მიუხედავად.
  • გავთალოთ და თხლად დავჭრათ იმბირი,შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ ადუღებიდან 15 წუთი.როდესაც ჩვენი ჩაი გამზადდება,გაგრილების შემდეგ დავუმატოთ ჭიქის მეოთხედი ლიმნის წვენი და ცოტა თაფლი.

677 ნახვა

კომენტარის დატოვება