Загрузка...
როგორ მოვიმატოთ წონაში სწორად


ჩვენი გვერდი:


პუტკუნა ქალბატონები ახლა ამოისუნთქებენ და შეამჩნევენ, რომ წონის მომატება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შემდეგ მისი მოშორება. და მართვლაც, რაც შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ფასტ ფუდები, დესერტები, ცხოვრების ნაკლებადმოძრავი სტილი და წონაც თავისით გაიზრდება, დიახ ასე შეიძლება.

მაგრამ ასეთ შემთხვევაში წონის მომატებასთან ერთად სერიოზულ ზიანს მიაყენებთ თქვენს ჯანმრთელობას, რადგან პირველ რიგში საჭიროა კუნთის და არა ცხიმის მასის გაზრდა. სასურველი მიზნისკენ სწორი გზა არის მაღალკალორიული დიეტისა და აქტიური სპორტული სავარჯიშოების ერთობლიობა.

თუ გაწუხებთ წონის სიმცირე, მაშინ გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

მოახდინეთ მადის სტიმულაცია
საკვების მომზადების დროს აქტიურად გამოიყენეთ არომატული სუნელები, თუ გიყვართ მწარე, არ მოიკლოთ ხახვი და წიწაკა. ჭამის დროს მიიღეთ გაზირებული მინერალური წყალი ან ხილის წვენი.
ჭამეთ ხშირად
საჭმელი უნდა მიიღოთ დღეში მინიმუმ 5 ჯერ. საუზმის, სადილისა და ვახშმის გარდა მიეცით საკუთარ თავს 3-4 ჯერ მცირედ წახემსების უფლება.
ყოველი ჭამის შემდეგ მოდუნდით
ჭამის შემდეგ ძილი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.
დალიეთ მეტი სითხე
განსაკუთრებით გაზარდეთ რძიანი და ხილის წვენების მიღება. რეკომენდირებულია დღეში მინიმუმ 3 ლიტრი სითხის მიღება.
აკონტროლეთ კალორიები
უპირატესობა მიანიჭეთ მაღალი ენერგეტიკული შემცველობის მქონე საკვებს. თქვენს შემთხვევაში მისასალმებელია სასურველი რაოდენობით დესერტის შეჭმა და მოწონებული კერძის დამატების მოთხოვნა.
პერიოდულად გაზარდეთ პორციები
გამოიყენეთ დიდი თეფშები და საკვებს მოასხით იმდენი სოუსი რამდენიც მოგესურვებათ.
კონსულტაცია გაიარეთ დიეტოლოგთან
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა საკვების დანამატებთან, მაშინ სასურველია პროტეინითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.
კალორიულ კვებასთან ერთად არ დაივიწყოთ სპორტული ვარჯიშები
სხეულის მასის გასაზრდელად შესანიშნავი იქნება სხვადასხვა სახის ძალისმიერი სავარჯიშოები. თუ არ დაუთმობთ საჭირო დროს სპორტს, მაშინ თქვენს მიერ მიღებული დიდი რაოდენობით კალორიები დაილექება მუცლისა და თეძოების მიდამოებში. დაფიქრდით, გსურთ სიზარმაცის გამო ასეთი შედეგის მიღება

იმ შემთხვევაში, თუ ასეთ რეჟიმში გაატარებთ 1-2 თვეს და შედეგი არ იქნება, ან მოხდება უმნიშვნელო ზრდა,

მაშინ ჯობს მიმართოთ ექიმ-ენდოკრინილობს. შესაძლებელია თქვენი პრობლემების ზიზები ბევრად უფრო ღრმა იყოს.

509 ნახვა

როგორ მოვიმატოთ წონაში სწორად

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)