შემზარავი კადრი: მომენტი, როცა რუსეთის ელჩს ტყვია ხვდება (ვიდეო +18)

შემზარავი კადრი: მომენტი, როცა რუსეთის ელჩს ტყვია ხვდება.

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვს ესროლეს, რომელიც გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე “რუსეთი თურქების თვალით” სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, – დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია.

Reuters – ახალგაზრდა, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პოლიციაში მსახურობდა

ახალგაზრდა, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩს თავს დაესხა, პოლიციაში მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სააგენტო Haber Turk-ი იტყობინება, რომ ის პოლიციიდან 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელის სახელი მევლუთ მერტ ატლინტასია, ის 1994 წელს დაიბადა და იზმირში პოლიციის სკოლა დაამთავრა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლის გახსნისას თავდამსხმელი ყვიროდა: “არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავწყდეთ სირია!”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტი უწოდა და საკითხის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გატანა მოითხოვა.

ელჩზე განხორციელებული თავდასხმის გამო, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა.

ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. კარლოვს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოდიოდა. ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რუსეთის ელჩის გარდა, ანკარაში გამოფენის დროს სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

პირი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.

56 ნახვა

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)