თბილისში ხალხი პანიკაშია: “ფეისბუქზე” გავრცელდა ვიდეო, სადაც სიბნელეში უცნაური ღმუილი ისმის (ვიდეო)

ცნობილი ტელე-რადიო წამყვანის, მირიან ჯეჯელავას მიერ სოციალრ ქსელში გავრცელებულმა ვიდეომ საზოგადოების ერთ ნაწილში პანიკა გამოიწვია. “ეს რა ღმუილია???? გავვარდი აივანზე. არავინ და არაფერია. რაც მოვასწარი გადავიღე,” – წერს იგი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე. კადრებმა, სადაც ღამის სიბნელეში მხოლოდ უცნაური ღმუილი ისმის, ბევრს ე.წ. კუმისელი მოჩვენება და რეიკი გაახსენა. ზოგმა კი ეს ხუმრობად ჩათვალა, რასაც მირიან ჯეჯელავა კომენტარებში არ ეთანხმება. ძნელი სათქმელია, ვიდეოში ასახული ხმა ვის ან რას ეკუთვნის, ან ეს უწყინარი ხუმრობაა თუ სინამდვილე, მაგრამ ფაქტია, რომ ინტერნეტმომხმარებლებში დიდი რეზონანსი და მღელვარება გამოიწვია.

30 ნახვა

კომენტარის დატოვება