პატიმრები კამერიდან გაიქცნენ, რათა გულწასულ მცველს დახმარებოდნენ (ვიდეო)

აშშ-ში, ტეხასის შტატის ქალაქ უეტერფორდის საოლქო სასამართლოს შენობაში, პატიმრები კამერიდან გაიქცნენ, რათა დახმარებოდნენ დაცვის თანამშრომელს, რომელსაც გულის შეტევა დაემართა. ამის შესახებ WFAA8 იუწყება.

ინციდენტი 23 ივნისს მოხდა. პატარა ოთახში მდებარე კამერაში 8 პატიმარი იმყოფებოდა. მოპირდაპირე მხარეს, სკამზე დაცვის თანამშრომელი იჯდა, რომელიც მათთან საუბრობდა.

გარკვეული ხნის შემდეგ, პატიმრებმა შენიშნეს, რომ მცველი ცუდად გახდა და სკამიდან გადავარდა. ამის შემდეგ, პატიმრებმა დახმარების სათხოვნელად ყვირილი ატეხეს, თუმცა, როდესაც მათ ძახილს არავინ გამოეპასუხა, ერთ-ერთმა პატიმარმა კამერის კარის გატეხვა გადაწყვიტა.

„ძალიან გაგვიკვირდა, როდესაც სხვა მცველები ჩვენთან იარაღით მოცვივდნენ“, — აღნიშნა ერთ-ერთმა პატიმარმა.

კამერიდან გამოქცეულმა პატიმრებმა, დახმარების მოთხოვნით ოთახის კარზე ბრახუნი დაიწყეს. ავადმყოფ მცველს კი უკვე პულსიც აღარ ესინჯებოდა.

სულ მალე, ადგილზე პოლიციელებიც გამოჩნდნენ, რომლებმაც, სანამ სიტუაციაში გაერკვეოდნენ, პატიმრებს კამერაში დაბრუნება უბრძანეს. ამის შემდეგ, ერთ-ერთმა მათგანმა ავადმყოფი მცველისთვის გულის მასაჟის გაკეთება დაიწყო და მცველი ნელ-ნელა გონზე მოვიდა. როგორც შემდეგ გაირკვა, დაცვის თანამშრომელს გულის შეტევა ჰქონდა მიღებული.

პატიმრის განცხადებით, მას კამერიდან გამოქცევა არც კი უყოყმანია, „მცველი კარგი კაცია“, — აღნიშნა მან.

მცველი, რომლის ვინაობაც არ სახელდება, თავს უკვე კარგად გრძნობს და მალე სამსახურსაც დაუბრუნდება.

წყარო: telegraph.co.uk

34 ნახვა

კატეგორია: ვიდეო, სხვადასხვა
ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)