ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)

“მასთან განმარტოების სანაცვლოდ 10 ათასი დოლარი და კერძო თვითმფრინავით მომსახურება შემომთავაზა” – დაუოკებელი ტრამპი


ჩვენი გვერდი:


აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების მარათონი კულმინაციას აღწევს. ამერიკელები 8 ნოემბერს გადაწყვეტენ ვინ გახდება ქვეყნის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ ჰილარი კლინტონი.

ბოლო გამოკითხვებით, ეს უკანსკნელი რეიტინგში მცირე უპირატესობით უსწრებს ტრამპს, რომელის გარშემოც სკანდალები არ ცხრება. თავად სკანდალური განცხადებებით ცნობილ ტრამპს ბოლო ხანს აშკარად არ სწყალობენ ქალები და ერთმანეთის მიყოლებით სექსუალურ ზეწოლაში ადანაშაულებენ. ამჯერად, CNN-ის ინფორმაციით, პორნოვარსკვლავმა ჯესიკა დრეიკმა საგანგებო პრესკონფერენცია გამართა და დონალდ ტრამპი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. მისი თქმით, ინციდენტი 10 წლის წინ, კალიფორნიაში გამართულ გოლფის ტურნირზე მოხდა.

8a502a31c41e7c13d8bbe8e806c2fc96

“მასთან განმარტოების სანაცვლოდ 10 ათასი დოლარი და კერძო თვითმფრინავით მომსახურება შემომთავაზა”, – განაცხადა ჯესიკამ და ტამპთან გადაღებული ფოტოც ააფრიალა.

პრეზიდენტობის კანდიდატის საარჩევნო შტაბში ეს ამბავი უარყვეს და ინციდენტი დონალდ ტრამპის დისკრედიტაციის მცდელობად შეაფასეს, რომლის ორგანიზატორადაც მთავარ კონკურენტს, პრეზიდენტობის დემოკრატ კანდიდატს, ჰილარი კლინტონს მიიჩნევენ.

ჯესიკა დრეიკი უკვე მეთერთმეტე ქალია, რომელმაც ბიზნესმენი სექსუალურ ზეწოლაში დაადანაშაულა. ბრალდებების სერია ოქტომბერში 2005 წელს გაკეთებული ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ დაიწყო, რომელშიც ტრამპი ქალების მიმართ საუბრის დამამცირებელ მანერას მიმართავს.

ამ ცოტა ხნის მასგავი განცხადებები გააკეთა 46 წლის კრისტინ ანდერსონმა, რომელმაც Washington Post-თან განაცხადა, რომ 1990-იან წლებში, როცა მანჰეტენზე ერთ-ერთ კლუბში ოფიციანტად მუშაობდა, ტრამპმა მასზე სექსუალურ ძალადობა სცადა.

მსგავსი ბრალდებით გამოვიდა სამერ ზერვოსიც. როგორც აღმოჩნდა, ზერვოსი იმ შოუში მონაწილეობდა, რომლის წამყვანიც ტრამპი იყო. როგორც ქალბატონი ამბობს, ტრამპმა ის სასტუმრო Beverly Hills-ში გასაუბრებაზე მიიპატიჟა, რა დროსაც ქალს კოცნა დაუწყო და ცდილობდა ინტიმური ურთიერთობა დაემყარებინა.

14 ნახვა

“მასთან განმარტოების სანაცვლოდ 10 ათასი დოლარი და კერძო თვითმფრინავით მომსახურება შემომთავაზა” – დაუოკებელი ტრამპი

| ახალი ამბები | 0 კომენტარი
ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20-25 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)