კატეგორიის არქივი: საინტერესო

როგორ გამოიყურება “ტიტანიკი” ჩაძირვიდან 105 წლის შემდეგ (ფოტოები)

ლეგენდალური ლაინერი „ტიტანიკი“ ზუსტად 105 წლის წინ ჩაიძირა, 1912 წელს.

დღეს ინტერნეტში გავრცელდა ფოტოები, რომლებიც წყალქვეშაა გადაღებული და რომლებზეც ნათლად ჩანს, როგორაა შენახული გემის კორპუსი.

ამჟამად „ტიტანიკი“ 4 ათასი მეტრის სიღმეზეა და მისი კორპუსის ორ ნაწილს შორის დაშორება 600 მეტრია. შეგახსენებთ, ჩაძირვისას ლაინერი შუაზე გადატყდა.

მეცნიერები ფსკერის ამ ნაწილში დღემდე პოულობენ სარკეებს, სკივრებს, ავეჯსა და სხვა ნივთებს, რომელიც გემის ინტერიერისა და მგზავრების ბარგის ნაწილია.

1417 ნახვა

კიბოს პროფილაქტიკა ხალხური მედიცინის რჩევების მიხედვით (ვიდეო)

429 ნახვა

კანონიერ ქურდს თავი მოაჭრეს – დიდი ქურდული გარჩევები თბილისში

მკვლელობა კაზინოში და პუტინის ფარული კავშირები ქართველ კრიმინალებთან

ე.წ. კანონიერი ქურდების ინსტიტუტმა, რომელიც «გულაგის არქიპელაგის» ავტორის ალექსანდრე სოლჟენიცინის თქმით, კრემლის დირექტივით შეიქმნა, ტრანსფორმაცია რამდენჯერმე განიცადა. თავდაპირველად ქურდები ხელისუფლებასთან ფარულად თანამშრომლობდნენ, თუმცა მე-20 საუკუნის 70-იან წლებში, კრიმინალური სამყაროს ავტორიტეტებს პოლიტიკური ამბიციები გაუჩნდათ. მაგალითად, ამბობენ, რომ გივი ბერაძე, იგივე «შრამი», რომელიც საბჭოთა კავშირში ყველაზე გავლენიან ქართველ კანონიერ ქურდად ითვლებოდა, შს მინისტრ შოლოკოვთან მეგობრობდა… სტავროპოლის მხარის ცეკა-ს მდივნობისას კრიმინალებს მიხეილ გორბაჩოვიც დამეგობრებია… ამიტომაც გორბაჩოვის «პერესტროიკა» «ქურდულ სამყაროსაც» შეეხო, რაც იმას ნიშნავდა, რომ ქურდებს კერძო საკუთრების შეძენის უფლება მიეცათ… მაშ ასე, როგორ იქცნენ კანონიერი ქურდები მაფიოზებად და რა შეიცვალა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ «დაუწერელ ქურდულ კანონებში»? «ქართული სიტყვა» კრიმინალური სამყაროს უცნობ დეტალებს გთავაზობთ.

მკვლელობა 9 იანვრის ქუჩაზე

…1992 წლის იანვარია. რამდენიმე დღეა, საქართველოს სამხედრო საბჭო მართავს. სამშობლოდან განდევნილ ზვიად გამსახურდიას სომხეთი პოლიტიკურ თავშესაფარზე უარს ეუბნება. პრეზიდენტის ამალა გეზს ჩეჩნეთისკენ იღებს… სწორედ ამ დროს თბილისში, ხილიანის ქუჩაზე უცნობები შავ ჩემოდანს პოულობენ, რომელშიც ადამიანის მოჭრილი თავი დევს. შემთხვევის ადგილას მისული სამართალდამცავები მომხდარის შესახებ ჯაბა იოსელიანს ატყობინებენ. «მხედრიონის» ლიდერი მოჭრილ თავს კრიმინალისტივით ათვალიერებს და ჩურჩულებს:

– ანზორაა, აღაიანი… საწყალი…

რატომ მოაჭრეს თავი ანზორ აღაიანს? მართალია, აღაიანის მკვლელობიდან 20 წელზე მეტი გავიდა, მაგრამ ამ კითხვას პასუხი არ გასცემია… აღაიანი თბილისელი ქურთი იყო, რომელსაც შავ სამყაროში დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. უცნობია, აღაიანმა და ჯაბა იოსელიანმა ერთმანეთი სად და როდის გაიცნეს, მაგრამ აღაიანის მკვლელობის შემდეგ ხალხში ხმა დაირხევა, რომ მას ჯაბასთან ურთიერთობა ჯერ კიდევ კომუნისტების დროს დაეძაბა. იტყვიან იმასაც, რომ იმ «სხვოტკას», რომელზეც ჯაბას ქურდის ტიტული ჩამოართვეს, თითქოს აღაიანიც ესწრებოდა და სიცოცხლეს სწორედ ამიტომაც გამოასალმეს(!).

სხვათა შორის, მას შემდეგ, რაც ქვეყნის მართვა სამხედრო საბჭომ დაიწყო, თბილისში კრიმინალური გარჩევები გახშირდა, რომლებსაც რამდენიმე კრიმინალური ავტორიტეტის სიცოცხლე შეეწირა. გარდაცვლილთა უმეტესობა, როგორც ამბობენ, ჯაბა იოსელიანთან იყო დაპირისპირებული, ანუ იოსელიანმა არასასურველი ხალხი თავიდან მოიცილა?

…1996 წლის 11 ივლისი.

ავსტრიის დედაქალაქი ვენა…

კაზინო «ასტორიის» შესასვლელთან მაყუჩიანი პისტოლეტით სამშენებლო კომპანია «მარკო პოლოს» აღმოსავლეთ ევროპაში არსებული სასტუმროების გენერალურ დირექტორ დავით სანიკიძეს კლავენ. მართალია, სანიკიძე ევროპაში გავლენიან და წარმატებულ ბიზნესმენად ითვლებოდა, მაგრამ ის ქართული «ქურდული სამყაროს» ერთ-ერთი «ნათლია» იყო…

ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან განდევნის შემდეგ თბილისი ე.წ. საძმოებად დაიყო. «მეტეხის საძმოც», რომლის ატამანიც დავით სანიკიძე გახლდათ, სწორედ იმხანად შეიქმნა. სანიკიძეს სამხედრო საბჭოსთან ახლო ურთიერთობა ჰქონდა…

დავით სანიკიძე ბათუმელი იყო, თუმცა 1980 წელს, საცხოვრებლად მოსკოვში გადავიდა, სადაც ცნობილ რუს კრიმინალ ვიაჩესლავ ივანკოვს, იგივე «იაპონჩიკას» დაუახლოვდა და მისი მარჯვენა ხელი გახდა… გადაუმოწმებელი ინფორმაციით, დავით სანიკიძემ და ჯაბა იოსელიანმა ერთმანეთი სწორედ ჩრდილოეთში გაიცნეს, თუმცა 1992 წლამდე მათ ურთიერთობა არ ჰქონიათ…

მას შემდეგ, რაც «მხედრიონი» ქვეყნის სათავეში მოვიდა, სანიკიძე საქართველოში დაბრუნდა და, როგორც ამბობენ, ჯაბა იოსელიანის ხელშეწყობით, ავიაკომპანია «ორბის» პრეზიდენტად დაინიშნა. მას ბიზნესინტერესები სასტუმრო «მეტეხშიც» ჰქონდა…

დავით სანიკიძე და მისი მეგობრები გუდაურში სასტუმრო «გუდაურის» ხელში ჩაგდებასაც ცდილობდნენ, თუმცა სოლიკო ხაბეიშვილმა, რომელიც იმხანად ედუარდ შევარდნაძის ფონდის ხელმძღვანელი იყო, «მეტეხის საძმოს» წინააღმდეგობა გაუწია.

1995 წლის 20 ივლისს, ხაბეიშვილი საკუთარ სახლთან ააფეთქეს. მართალია, მისი მკვლელობა თემურ ხაჩიშვილსა და სხვა მხედრიონელებს დაბრალდათ, მაგრამ არსებობს ვერსია, რომ ამ აფეთქების უკან «მეტეხის საძმო» იდგა…

1994 წელს, დავით სანიკიძისა და ჯაბა იოსელიანის ურთიერთობა დაიძაბა. ერთი ვერსიით, უთანხმოების მიზეზი ბიზნესში გავლენის სფეროების გადანაწილება გახდა…

1994 წლის 7 აგვისტოს, 9 იანვრის ქუჩაზე (ახლანდელი ტერენტი გრანელის სახელობის ქუჩა) ორ კრიმინალურ დაჯგუფებას შორის შეიარაღებული შეტაკება მოხდა, რომლის დროსაც ორი ადამიანი დაიღუპა, მათ შორის, დავით სანიკიძის ძმისშვილი ლაშა სანიკიძე… ამ მკვლელობის შემდეგ, დავით სანიკიძე, დღემდე დაუდგენელი ბოროტმოქმედის თანხლებით, სასტუმრო «მეტეხში» მიდის და გიგა გელაშვილს ხვდება. ქურდული გარჩევა რამდენიმე საათს გრძელდება, რომლის დამთავრების შემდეგაც, კახა კოტრიკაძეს, თენგიზ გრძელიძეს, თემურ ბაზაევსა და ელიზბარ სინჯიანს კლავენ…

გამოძიების მასალების მიხედვით, სანიკიძემ იცოდა, რომ «მხედრიონელები» სახელმწიფო მეთაურის წინააღმდეგ ტერაქტს გეგმავდნენ. 1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე განხორციელებულ თავდასხმამდე 5 წუთით ადრე ის ტელეფონით, თურმე, გიგა გელაშვილს ელაპარაკა…

მეოცე საუკუნის 90-იან წლებში ქართველი «კანონიერი ქურდები» და კრიმინალური ავტორიტეტები გავლენას მხოლოდ ქართულ კი არა, რუსულ პოლიტიკაზეც ახდენდნენ. მაგალითად, მიხეილ მირელაშვილი, იგივე მიშა კუტაისსკი წარმოშობით ქართველი ებრაელი, სამტრედიის რაიონის სოფელ კულაშში დაიბადა. ახალგაზრდობისას ვაჭრობით იყო დაკავებული. 1985 წელს, საცხოვრებლად ლენინგრადში (ახლანდელი სანკ-პეტერბურგი) გადავიდა და ადგილობრივ ხელისუფლებას დაუახლოვდა. იმხანად, როცა მიშა კუტაისსკი ლენინგრადში ჩავიდა, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ლენინგრადის მერის – ანატოლი სობჩაკის მოადგილედ მუშაობდა და მირელაშვილს, თურმე, დასანახად ვერ იტანდა. გაპრეზიდენტების შემდეგ, პუტინმა, როგორც სარწმუნო წყარო ამბობს, მიშა კუტაისსკიზე შური იძია – მას რუსეთში მცხოვრები ქართველი «კანონიერი ქურდი» გოჩა ბირკაძე მიუგზავნა და მილიონამდე დოლარი მოსთხოვა. მირელაშვილმა ბირკაძეს ფული არ მისცა. ამის გამო გამომძალველებმა მამამისი გაიტაცეს…

სხვათა შორის, საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ მიხეილ მირელაშვილმა ხელი სათამაშო ბიზნესს მოჰკიდა და იმ დროს, როცა ვლადიმერ პუტინი რუსეთის პრეზიდენტი გახდა, ის ლენინგრადში რამდენიმე კაზინოს, სასტუმროსა და რესტორანს ფლობდა. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, მიშა კუტაისსკი ბორის ბერეზოვსკისა და ვლადიმერ გუსინსკისთან მეგობრობდა

რატომ გახდა ჯაბა იოსელიანი ქურდი

მართალია, «მხედრიონი» კრიმინალური მენტალიტეტის ორგანიზაციად ითვლებოდა, მაგრამ სარწმუნო წყაროს თქმით, «კანონიერი ქურდები» მხედრიონელებს პატივს მაინცდამაინც არ სცემდნენ. ეს კი, ალბათ, იმით აიხსნება, რომ ჯაბა იოსელიანმა ქურდობაზე უარი ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე, ანუ მეოცე საუკუნის 80-იან წლებში თქვა. სხვათა შორის, ამბობენ, რომ ჯაბას ქურდობა უნდოდა, მაგრამ «გრეხები» «გაუბაზრდა» და «არაქურდადაც» ამიტომ «დატოვეს» («გრეხი», «არაქურდობა» და «დატოვება» ქურდული ტერმინებია).

ამონარიდი «მხედრიონის» ლიდერის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

«- ბატონო ჯაბა, ქურდობაზე უარი რატომ თქვით?

– დავინახე, რომ შეიძლებოდა ახალი ცხოვრების დაწყება. ჩემი თავი ვიცოდი – ვინ ვარ, რა შემიძლია. საკმაოდ ნაკითხი ვიყავი და უცებ «ავქაჩე», 5 წელიწადში გავაკეთე საკანდიდატო და სადოქტორო. ეს უკვე სხვა დრო იყო – ბრეჟნევის პერიოდი, სუნთქვა შეიძლებოდა…

…ჩემს ახალგაზრდობაში ორი გზა იყო – ქუჩა და კომკავშირი. შეიძლება, სხვაგან ეს კომკავშირი ნორმალური იყო, მაგრამ ჩვენთან იქ ყველა მაიმუნი და ჩამშვები შედიოდა. მაშინ თუ კომკავშირელი არ იყავი, ათწლედს ვერ დაამთავრებდი და უმაღლესში არ მიგიღებდნენ, ესე იგი, უნდა ყოფილიყავი მონა. ამას კი მიჯობდა, ჩემი თავის პატრონი ვყოფილიყავი…

– ბატონო ჯაბა, ქურდად ვინ დაგასახელათ, ანუ თქვენი ნათლია ვინ იყო?

– არავინ. ამას შენ თვითონ ამბობ, შენ თვითონ უნდა განაცხადო. ის ხალხიც, რომელთანაც პურს ჭამ და შენს ცხოვრებას ხედავს, ამას იღებს და თუ რამე პრეტენზია არ აქვთ – ხარ ქურდი…»

საბჭოთა კავშირში ერთი კანონიერი ქურდი ყოფილა, «ნაჩე». ჯაბა იოსელიანს «ნაჩესთან» უთანხმოება მოსვლია და მისთვის ფიზიკური შეურაცხყოფაც მიუყენებია. ამის შესახებ მოსკოველ ქურდებს გაუგიათ და ჯაბასთვის საქმე გაურჩევიათ. სწორედ ამ «რაზბორკაზე» უთქვამს ჯაბას, რახან «ნაჩე» უფრო მოგწონთ, თქვენთან საქმე აღარ მაქვს და ქურდობაზე უარს ვამბობო.

ამონარიდი ჯაბა იოსელიანის ერთ-ერთი ინტერვიუდან:

«…კი, იყო ასეთი შემთხვევა და იქ, «ნაჩეს» გარდა, ჯახიც იყო, მაგრამ ქურდებიდან ამიტომ არ წამოვსულვარ… უკვე 39 წლის ვიყავი და ყველაფერი მომბეზრდა. ქურდებმა დაიწყეს ახალი, სხვანაირი ცხოვრება, გაჩნდა რეკეტიორობა. მე ამას ვერ ვიზამდი, ვერ ვეტყოდი ჩემს ახლობელს, ან ნაცნობს – მაიტა ფული, თორემ დედას გიტირებ-მეთქი… ვგრძნობდი, რომ ახალ გარემოში ნამდვილად მომკლავდნენ, ან მე ვერ შევიკავებდი თავს. რატომ უნდა შემეკლა თავი ან ციხეში წავსულიყავი, როდესაც ისინი მაინც თავისას გააკეთებდნენ? ცხონებული ილო დევდარიანი იყო, რომელმაც დაიწყო თბილისში «რეკეტიორობა». მაშინ ციხეში ვიყავი, ტუბზონაში და შემოვუთვალე, რას აკეთებ-მეთქი. კარგი რამე მითხრა: ჯაბა, აბა, რა უნდა ვქნა, ვიჯიბგირო და ციხეში წავიდე? ესენი მილიონებს შოულობენ და მე კაპიკებისთვის წავაგო თავიო? ვეღარაფერი ვუთხარი – სწორი იყო… მახსოვს, ერთი «ბიჭია» იყო და ქურდებმა პასუხი მოსთხოვეს, სამი წელია, გარეთ ხარ და რატომ არ გიჭერენო. მაშინ პასპორტები არ ჰქონდათ ქურდებს. ისეთი სისტემა იყო, სამი დღე რომ გაგეთია ნათესავთან, ან ახლობელთან, მეოთხე დღეს უბნის ინსპექტორი დაგადგებოდა…

7 წელიწადს დაკეტილ ციხეში ვიყავი, «ლაგერებში» არ მიშვებდნენ, როგორც კი მიმიყვანდნენ, მაშინვე «ბურში» მიკრავდნენ ხოლმე თავს. ამ გაუტეხელობის გამო ქურდებს ყველა პატივს სცემდა. 1958 წელს, 8 თვის განმავლობაში იზოლატორში ვიყავი, ცემენტის იატაკზე. ამიყვანდნენ კამერაში, ისევ ჩამიყვანდნენ უკან. 54 კილოგრამი ვიყავი… პეჩორაში 40 დღეს ვშიმშილობდი. მინისტრის მოადგილე ჩამოვიდა – შენ ოღონდ ზონაში შედი, მეტი არაფერი გვინდაო. იქ კი როგორ შევიდოდი? ბოზებისა და მამაძაღლების ზონა იყო…»

წითელი ავანტიურა

…მეოცე საუკუნის 80-იან წლებში სოხუმში ტრაგედია დატრიალდა: 80 წლის მოხუცმა, შამფრიანმა, რომელიც 1918-21 წლებში, ანუ პირველი რესპუბლიკის დროს ეროვნული გვარდიის არტილერიის კაპიტანი იყო, 30 წლის მეზობელს, სიჭინავას ყელი გამოსჭრა. გამოძიებით დადგინდა, რომ სიჭინავა შამფრიანს უდიერად ექცეოდა და ამცირებდა. მოხუცმა შეურაცხყოფა ვეღარ აიტანა და სიჭინავა ამიტომაც მოკლა… ეროვნული გვარდიის მხცოვანი კაპიტნისთვის ეს მეორე პატიმრობა იყო. პირველად 1937 წელს, ანტისაბჭოთა განწყობისთვის დაუჭერიათ. მაშინ სასჯელს ტაიგაში იხდიდა. ამის გამო მოხუც კაპიტანს ლავრენტი ბერია, წესით, არ უნდა ჰყვარებოდა, მაგრამ რომც მოგეკლათ, ლავრენტიზე აუგს ვერ დააცდევინებდით.

– «პრიშოლ უ ვლასტი ბერია, ოტკრილის ტურემნიე დვერია», – ღიღინებდა ხოლმე მოხუცი.

– ბერიამ თავი როგორ შეგაყვარა? – ჰკითხეს ერთხელ ეროვნული გვარდიის გადამდგარ კაპიტანს.

– ეს გრძელი ამბავია, – ჩაიცინა მოხუცმა, – «ტროიკამ» გადასახლება მომისაჯა. ტაიგაში გამაგზავნეს… ბადრაგმა ტყეში დაგვტოვა, სამუშაო იარაღები დაგვიყარა და გვითხრა, სამ თვეში სოფელი უნდა ააშენოთო. საშინელი სიცივე და აუტანელი შიმშილი იყო… თუ ვინმე ავად გახდებოდა, ვლოცულობდით, რომ მალე მომკვდარიყო და შეგვეჭამა. ადამიანის ძვლებს ნარის ქვეშ ვყრიდით… ბერია «ენ-კა-ვე-დე»-ს მინისტრი რომ გახდა, პატიმრებისთვის «პაიოკი» დააწესა და ჩვენც ამოვისუნთქეთ… ბერიას ბრძანებით, ზონები ბრიგადებად დაყვეს, რომელსაც სათავეში ე.წ. «ბუგორები» ჩაუყენეს, თუმცა ზონაში მაინც «ბეზპრედელი» იყო… «ბუგორებს» განსაკუთრებით ცუდი ურთიერთობა «პოლიტიკურებთან» ჰქონდათ. ბოლოს, შევთანხმდით, რომ ერთმანეთის საქმეში არ ჩავერეოდით…

უცნობია, კანონიერი ქურდის ტიტული პირველად ვინ მიიღო, თუმცა პატიმარ შამფრიანს უთქვამს, რომ პირველი «კანონიერი ქურდები» სწორედ «ბუგორები» იყვნენ. თითო «ლაგერში» 50-60 «ბუგორი» ყოფილა, თუმცა ქურდი ყველაზე «უმწიკვლო მასტი» (ეს ქურდული ტერმინია), ანუ ის გამხდარა, ვისაც არც პასპორტი ჰქონდა და არც ცოლი ჰყავდა… ერთი სიტყვით, კომუნისტების ავანტიურამ გაამართლა – ქურდებმა ზონებში «პალაჟენია დააყენეს». სხვათა შორის, თავდაპირველად კანონიერი ქურდი რამდენიმე «ლაგერს» ე.წ. მაყურებლის დახმარებით აკონტროლებდა. მართალია, «მაყურებელს» «ზონაზე» გავლენა ჰქონდა, მაგრამ მას არ შეეძლო, გადაწყვეტილება ქურდთან შეთანხმების გარეშე მიეღო…

«კანონიერმა ქურდებმა» იმის გაკეთება შეძლეს, რასაც ე.წ. ატრიადის ხელმძღვანელები ვერ აკეთებდნენ. არადა, «ატრიადის» ხელმძღვანელები და ციხის ოპერმუშაკები მაღალი რანგის პროფესიონალები იყვნენ და ისინი «მასტებს» სიარულზე სცნობდნენ, ვინ «ქათამი» იყო და ვინ «მუჟიკი»,» – ეუბნება «ქართულ სიტყვას» ადამიანი, რომელმაც სასჯელაღსრულების სისტემაში წლები იმუშავა.

– «ქათამს» ვის ეძახიან?

– ვინც ციხეში გააუპატიურეს… «მუჟიკები» შავი სამყაროს წესებით ცხოვრობენ, მაგრამ ქურდებს მაინცდამაინც არ ემორჩილებიან. გარდა ამისა, არსებობენ «პოლიტიკოსები» და «ტრუდიაგებიც». სხვათა შორის, «ტრუდიაგები» ციხეში გამომუშავებული ფულით ოჯახებს ინახავდნენ…

– ეს ტერმინები სპეცსამსახურებმა მოიგონეს?

– არა… «კანონიერმა ქურდებმა» თავიანთი ენა იმიტომ შექმნეს, რომ მათი ლაპარაკი ზედამხედველს ვერ გაეგო, თუმცა დღეს ყველაფერი გაშიფრულია… მოკლედ, «კანონიერმა ქურდებმა» საბჭოთა სახელმწიფოს გამტკიცებაში ლომის წილი შეიტანეს. მათ ყველა ურჩი პატიმარი დაიმორჩილეს და მუშაობა დააწყებინეს. ამის შემდეგ ჩეკა-მ პატიმრებს სპეციალური ბარათები დაურიგა, რომელზეც გამომუშავებული თანხა ირიცხებოდა. კოლონიებში ე.წ. ლარიოკებიც გაიხსნა, მაგრამ თუ პატიმარს ბარათზე თანხა არ ჰქონდა, «ლარიოკში» ვერაფერს იყიდდა. მართალია, «კანონიერი ქურდები» არ მუშაობდნენ, მაგრამ ბარათები მათაც ჰქონდათ… პატიმართა ბარათებს თითქოს «კანონიერი ქურდები» აკონტროლებდნენ, მაგრამ ეს ბუტაფორია იყო.

– ამას რატომ ამბობთ?

– იმიტომ, რომ სინამდვილეში ყველაფერს სახელმწიფო აკონტროლებდა. სხვათა შორის, ამ ბარათებიდან პატიმრებს ტანსაცმლის, კვებისა და მკურნალობის თანხებს უქვითავდნენ. ბოლოს კი, საქმე იქამდე მივიდა, რომ შინაგან ჯარსაც პატიმრები ინახავდნენ(!).»

მილიონი დოლარის საიდუმლო

სწორედ იმ დროს, როცა ზონებში ე.წ. საბართე სისტემა დამკვიდრდა, რუსეთის ერთ-ერთ კოლონიაში სასჯელს «მხედრიონის» ფუძემდებელი ჯაბა იოსელიანი იხდიდა… ციხიდან გამოსვლის შემდეგ ის წიგნს – «ლიმონათის ქვეყანას» დაწერს და «ენ-კა-ვე-დე»-ს ზემოხსენებულ ინიციატივას ასე გაიხსენებს:

«…მთავრობამ კიდევ ერთი ღონისძიება მოიგონა მუშახელის დასაინტერესებლად – ჩათვლების სისტემა. პატიმარი, რომელიც გადააჭარბებდა შრომის ნორმას, მიიღებდა ერთი დღიდან შვიდ დღემდე ჩათვლას, სხვა სიტყვებით, 25 წლიდან პატიმარს თეორიულად 5 წელიწადში შეეძლო გათავისუფლება. ამას დაემატა ლაგერების გადასვლა სამეურნეო ანგარიშზე. ე.ი. ძალდატანების, მიზანდასახულობისა და აუცილებლობის პირობებს დაემატა მატერიალური სტიმულირება. პატიმარი ახლა მხოლოდ უმაღლესი გასამრჯელოთი – 800 გრამი შავი პურით კი არ იყო მარტო დაინტერესებული, არამედ შეეძლო, დაქვითვების, გადასახადების შეწერის შემდეგ, რაშიც ადმინისტრაციისა და დარაჯების ხარჯიც შედიოდა, ხელზე ერთი-ორი კაპიკიც მიეღო და ლაგერის მაღაზიაში მარგარინი, თეთრი პური, თამბაქო და ზოგჯერ ძეხვიც ეყიდა.

როგორც საბჭოთა კავშირის თითქმის ყველა ლაგერში, აქაც არსებობდა ბანაკი «ინდია». ეს სახელწოდება საბჭოთა პროპაგანდის 20-იანი წლების ნაშთი იყო, ე.ი. – უღარიბესი ქვეყანა… ბანაკ «ინდიაში» ცხოვრობდნენ სამუშაოზე უარისმთქმელი გაფიცულები, მოთამაშეები, ქურდბაცაცები, სიმულიანტები, ნარკომანები, მორწმუნეები, «ჩეფირისტები», პედერასტები და დასახარისხებლად დროებით მოყვანილი პატიმრები. პროფესიონალი ქურდებისათვის, რეციდივისტებისა და რეჟიმის დამრღვევთათვის ლაგერის ხელმძღვანელობამ გაძლიერებული რეჟიმის ბარაკი – «ბური» რკინა-ბეტონის იზოლატორად გადააკეთა და იქ ასამდე კაცი ჰყავდათ 400 გრამ შავ პურზე დაყუდებული, სახაზინო ზოლიან ზებრისებრ ტანსაცმელში გადაცმული.

ჩეჩნების ჯგუფი ცალკე ბარაკში ცხოვრობდა. მართალია, იქ სხვა პატიმრებიც, კერძოდ, ე.წ. ბენდეროველებიც იყვნენ, მაგრამ ჩეჩნებს თავი დამოუკიდებლად ეკავათ, ქურდებიც ერიდებოდნენ მათ ბარაკში შესვლას და რაიმეს წაგლეჯვას და თხოვნას…»

სხვათა შორის, 1996 წელს ჯაბა იოსელიანის «ლიმონათის ქვეყანა» სახელმწიფო პრემიაზე წარადგინეს. ამ დროს «მხედრიონის» ლიდერი 1995 წლის 29 აგვისტოს ედუარდ შევარდნაძეზე მოწყობილი ტერაქტის ბრალდებით იყო დაპატიმრებული. ჯაბა იოსელიანმა ორთაჭალის ციხიდან წერილი გამოაგზავნა და განაცხადა: «სახელმწიფო პრემიის მიღება ჩემი მხრიდან ბოზობა იქნება!»

მეოცე საუკუნის 70-იან წლებში «კანონიერმა ქურდებმა» დიდი ძალაუფლება მოიპოვეს. მეტიც, მათ მეგობრები პოლიტიკურ წრეებშიც ჰყავდათ, თუმცა ზოგმა ხელისუფლებასთან ურთიერთობაზე უარი განაცხადა. ურჩებს კი, როგორც ამბობენ, თავიდან იცილებდნენ.

«ვალიკო სამუშია ზუგდიდელი «კანონიერი ქურდი» იყო, რომელიც სასჯელს პერმში იხდიდა. მას რამდენჯერმე შესთავაზეს, რომ კოლონიის ოპერნაწილთან ეთანამშრომლა, მაგრამ სამუშიამ უარი განაცხადა. მართალია, მას არაფერი აწუხებდა, მაგრამ კოლონიის უფროსის გადაწყვეტილებით, ოპერაცია გაუკეთეს და ნარკოზიდან ვეღარ გამოვიდა. სხვათა შორის, პოლიტბიუროს წევრ მიხეილ ფრუნზესაც თავის დროზე ასე მოექცნენ და მას ოპერაცია სტალინის დავალებით გაუკეთეს», – ამბობს «ქართული სიტყვის» თანამოსაუბრე.

ჯაბა იოსელიანი, როგორც შავი სამყაროს ყოფილი წარმომადგენელი, კანონიერი ქურდებისა და ხელისუფლების თანამშრომლობას კატეგორიულად უარყოფდა. გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე მან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადა:

«…ქურდული სამყარო ორგანოებმა შექმნეს. ქურდებში ხშირად ხდებოდა «გარჩევები», ზოგს გადაცდომა მოსდიოდა, ან წააგებდა და ვერ ჩააბარებდა და ასეთებს ქურდები თავისი ოჯახიდან აგდებდნენ. ასეთები ჯერ დაფანტულები იყვნენ სხვადასხვა ზონებში, შემდეგ ჩეკისტებმა ერთად შეკრიბეს, შეაბეს წითელი სამკლაურები და ქურდებს დაუპირისპირეს… ამ ბოზების დახასიათებით ხდებოდა ხალხის ზონებიდან გათავისუფლება…»

კიდევ ერთი საინტერესო დეტალი: საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტი «კანონიერი ქურდი» ქართველი, ან საქართველოს მოქალაქე იყო. კაკო კოხია, ნოდარ გრიგოლაია, მერაბ ჯანგველაძე, ვახო ქარდავა, გურამ ფიფია, კიმო კვარაცხელია – ეს იმ ქართველი კანონიერი ქურდების არასრული სიაა, რომლებმაც მეოცე საუკუნის 80-იან წლებში მოსკოვი უბნებად დაყვეს. საბჭოთა კავშირში ყველაზე გავლენიან ქართველ «კანონიერ ქურდად», თურმე, გივი ბერაძე, იგივე «შრამი» ითვლებოდა, მას ქურდობა «კარმანშჩიკობით» დაუწყვია… შოთა კვირაიას შს მინისტრობის დროს გივი ბერაძეს შინ პოლიციის ფორმაში ჩაცმულმა ხალხმა მიაკითხა. მას შემდეგ «შრამი» აღარავის უნახავს. ერთი ვერსიით, ბერაძეს ჯაბა იოსელიანთან ჰქონდა უთანხმოება. აფხაზეთის ომის დროს რუსეთში «მოღვაწე» ქართველ კანონიერ ქურდებს ქართული არმიის დასახმარებლად მილიონი დოლარი შეუგროვებიათ და სამშობლოში გამოუგზავნიათ, მაგრამ ფული დაკარგულა. ჯაბას და «შრამის» დაპირისპირებაც სწორედ ამ ნიადაგზე დაწყებულა. ამ თემას ერთ-ერთ ინტერვიუში ჯაბა იოსელიანიც შეეხო.

ამონარიდი ჯაბა იოსელიანის ინტერვიუდან:

«…ქურდებში გამივრცელეს ხმა, რომ არსენა მიქელაძე მოვკალი: ვითომ ქურდებმა ფული მოაგროვეს იარაღისთვის, მიქელაძემ მომიტანა და მე მოვაკვლევინე. არ იციან, რა სისულელეს ამბობენ. ქურდს რა უფლება აქვს, იარაღი მოაგროვოს და მთავრობას მიუტანოს? იმ წუთში დედას უტირებენ ქურდები. ვთქვათ, არსენა მიქელაძეს ქურდებმა ფული გამოატანეს და მე მოვკალი. მერე, სად არიან ის ქურდები? რატომ არ მომკითხავენ, ფული სად არისო? რატომ არ მომკითხავენ, ძმაკაცი რატომ მოგვიკალიო? ამიტომ ეს ჩეკისტების თეთრი ძაფითაა ნაკერი…»

ზვიად გამსახურდიას სამშობლოდან განდევნის შემდეგ, როგორც აღვნიშნეთ, თბილისში «ქურდული გარჩევები» გახშირდა, რომელსაც რამდენიმე კანონიერი ქურდის სიცოცხლე შეეწირა. ანზორ აღაიანიც სწორედ იმ დროს მოკლეს. მასაც, «შრამის» მსგავსად, როგორც ამბობენ, ჯაბასთან ჰქონდა უთანხმოება. გადაუმოწმებელი ინფორმაციით, აღაიანსაც, წეღანდელი თქმისა არ იყოს, თავი მოაჭრეს…

ვანო პავლიაშვილი
qartulisityva.ge

16998 ნახვა

ასე გადაუხადა გოგონამ 18 წლის შემდეგ იმ პოლიციელს მადლობა, რომელმაც ის ბავშვობაში სიკვდილისგან იხსნა!

ჯოსიბელ აპონტემ კონეკტიკუტის სახელმწიფო უნივერსიტეტი გასულ კვირაში დაამთავრა და გამოსაშვებ საღამოზე ის ადამიანი მიიწვია,რომელმაც 18 წლის წინ ის სიკვდილს გადაარჩინა…

18 წლის წინ პოლიციის ოფიცერმა პიტერ გეტცმა 5 წლის ჯოსი ბიძამისის ცეცხლმოკიდებული ბინიდან გამოიყვანა. გოგონა უგონოდ იყო, მაგრამ გეტცმა მას ადგილზევე აღმოუჩინა პირველადი დახმარება და საავადმყოფოშიც თავადვე გადაიყვანა.

ემოციური ისტორიის გმირებს ერთმანეთი წლების მანძილზე არ დაუკარგავთ. ოფიცერი გეტცი, რომელსაც თავად ორი ქალიშვილი ჰყავს, სამუშაო მაგიდაზე ინახავდა ხანძრის ადგილას ფოტორეპორტიორის მიერ გადაღებულ კადრს, რომელზეც ჯოსიბელის გადარჩენაა ასახული, ყურადღებას აქცევდა გოგონას განათლებას სკოლაში: “უბრალოდ მინდოდა დავრწმუნებულიყავი, რომ ის კარგად იყო” – უთხრა აწ უკვე გადამდგარმა პოლიციელმა ადგილობრივ პრესას.

თავის მხრივ, არც პატარა ჯოსიბელს დავიწყებია პოლიციელის სიკეთე: “მან მე მეორედ მაჩუქა სიცოცხლე” – ამბობს გოგონა.

გამოსაშვებ საღამოზე აპონტემ გეტცი დიდი სიხარულითა და პატივისცემით მიიპატიჟა და 18 წლის შემდეგ, მათ კიდევ ერთი, ბევრად უფრო ბედნიერი ფოტო აქვთ ერთად…

1998 წელი

2016 წელი

364 ნახვა

თუ თქვენ ეს სიმპტომები აღმოაჩინეთ, ესე იგი თქვენს ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის

წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. წყალი აუცილებელია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის.
წყალი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
გაითვალისწინეთ: წყლის შემცვლელად არვითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ წვენები, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ყავა, და კოფეინის შემცველი სასმელები. კოფეინი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.

სიმპტიმები, რომლებიც მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია.

ხშირი შარდვა

თუ ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვთ, დღეში 6-7-ჯერ დაგჭირდებათ შარდის ბუშტის დაცლა. თუმცა ეს რაოდენობა ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვა რაოდენობის წყალს სვამს.

თუ დღეში მხოლოდ 2-3-ჯერ შარდავთ, ესე იგი მეტი წყალი უნდა დალიოთ.

წყლის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს თირკმლების ფუნქციაზე და მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს.

კანის სიმშრალე

თუ საკმარის წყალს სვამთ, სახის კანის პრობლემა არ უნდა გაწუხებდეთ. თუ სახის კანი გამოგიშრათ, სავარაუდოდ, თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია. ამ შემთხვევაში, წყლის ბალანსის აღსადგენად, კარგი იქნება, თუ ყოველ საათში ერთ ჭიქა წყალს დალევთ. მალე თქვენი კანი გლუვი და ხავერდივანი გახდება.

თავის ტკივილი

ორგანიზმის გაუწყლოება თავის ტკივილის ერთ-ერთი ძითითადი მიზეზია.
ასეთი თავის ტკივილის დროს თითქმის შეუძლებელია დახრა, სწრაფად მოძრაობა, კიბეზე ასვლა-ჩასვლა. ასეთი ტკივილები თავს იჩენს, როცა ორგანიზმს წყალი აკლია

პირის სიმშრალე
პირის სიმშრალე ხშირად სწორედ ორგანიზმის გაუწყლოებაზე მიანიშნებს. თუმცა ზოგჯერ ეს სხვადასხვა პრეპარატის მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

შარდის ფერი
შეცვლილი შარდის ფერი ხშირად იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმს წყალი აკლია.
თუ შარდი მუქი ფერის გაქვთ, ჩვეულებრივზე მეტი წყალი დალიეთ. თუ თქვენს შარდს მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს ესე იგი გაუწყლოების მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე.

წყალი ნელ-ნელა დალიეთ, რომ ორგანიზმმა თანაბრად მოახერხოს საჭირო ორგანოებზე მისი გადანაწილება.

შიმშილი
შიმშილს გრძნობთ მაშინაც კი, თუ ცოტა ხნის წინ წაიხემსეთ? შეეცადეთ წყურვილი და შიმშილი ერთმანეთში არ აგერიოთ. ასე რომ, ვიდრე კიდევ ერტხელ წახემსებას გადაწყვეტთ, ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ.

თავბრუსხვევა
მსუბუქი ტავბრუსხვევა მიანიშნებს, რომ თქვენმა ორგანიზმმა ბევრი წყალი დაკარგა და მარაგი ვერ შეივსო.
როგორც კი თავბრუსხვევას იგრძნობთ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.

ქრონიკული გაუწყლოების სიმპტომები
ქრონიკულ გაუწყლოებას რამდენიმე გამოკვეთილი სიმპტომი აქვს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
შარდგამომყოფი გზების ინფექცია.

ნაადრევი დაბერება.

შფოთიანობა.

ქოლესტერინის მაღალი დონე.

გაუვალობა/კუჭის წვა.

91 ნახვა

ქართულად გადაკეთებული არაქართული გვარები (337 გვარი)

სოციალურ ქსელ Forum.ge-ზე გამოქვეყნდა ქართულად გადაკეთებული არაქართული გვარების სია. საინტერესოა საიდან მოხვდა ფუძითაც და წარმომავლობითაც ამდენი ქართული გვარი ამ სიაში და ვის აძლევს ხელს ამ ჩამონათვლის ასე დაგრძელება. რასაკვირველია 2GINAL-ის რედაქცია არ ეთანხმება ამ სიის ავთენტურობას. ძალიან საინტერესო იქნება ქართველი ისტორიკოსების და მეცნიერების მოსაზრება ამასთან დაკავშირებით, თუ საიდან და ვინ ავრცელებს მსგავს ინფორმაციას და რატომ ,,აბრალებენ” აშკარად ქართულ გვარებს არაქართულ წარმომავლობას.

• აბაშვილი – აზერ. (აბაევ); ოს. (აბაევ)
• აბელაშვილი – აზერ. (აბელოვ); სომხ. (აბელიან, აბელიანც, აბელოვ)
• აბრამაშვილი – აზერ. (აბრამოვ); სომხ. (აბრამიან, აბრამოვ)
• აბრამიშვილი – სომხ. (აბრამიან, აბრამოვ)
• აგულაშვილი – სომხ. (აგულოვ)
• ადამაშვილი – სომხ. (ადამიან, ადამოვ)
• ავალიშვილი – სომხ. (ავალიან, ავალოვ)
• ავაქიშვილი – სომხ. (ავაკიან, ავაკოვ, ავაქიან, ავაქოვ)
• ავთანდილაშვილი – სომხ. (ავთანდილიან, ავთანდილოვ)
• ავლოხაშვილი – რუს. (ავლოხოვ); უკრ. (ავლოხოვ)
• აზარაშვილი – აზერ. (აზაროვ); ბელორუს. (აზარევიჩ); სომხ. (აზარიან, აზაროვ)
• აზარიაშვილი – სომხ. (აზარიან, აზაროვ)
• აზირაშვილი – რუს. (აზიროვ)
• აზნაურაშვილი – სომხ. (აზნაურიან, აზნაუროვ)
• ათაბეგაშვილი – სომხ. (ათაბეგიან, ათაბეგოვ, ათაბეკიან, ათაბეკოვ)
• ათოშვილი – სომხ. (ათოიან)
• ალაგარდაშვილი – ყაზ. (ალაგარდოვ)
• ალავერდაშვილი – აზერ. (ალავერდოვ); სომხ. (ალავერდიან, ალავერდოვ)
• ალაფიშვილი – სომხ. (ალაფიევ; ალაფოვ)
• ალბორაშვილი / ალბორიშვილი – სომხ. (ალბოროვ)
• ალთუნაშვილი – სომხ. (ალთუნიან)
• ალიბეგაშვილი – დაღესტ. (ალიბეგოვ)
• ალიმბარაშვილი – ყაზ. (ალიმბაროვ)
• ალიხანაშვილი – აზერ. (ალიხანოვ); სომხ. (ალიხანიან, ალიხანოვ)
• ამანათაშვილი – სომხ. (ამანათოვ, ამანატოვ)
• ამირხანაშვილი – აზერ. (ამირხანოვ); დაღესტ. (ამირხანოვ); სომხ. (ამირხანიან; ამირხანოვ)
• ანანიაშვილი – სომხ. (ანანიან, ანანიევ, ანანიკიან, ანანიკოვ)
• ანჩაბაძე – აფხ. (ანჩაბ)
• აროშვილი – სომხ. (აროიან)
• არსოშვილი – ოს. (არსოევ); სომხ. (არსოევ)
• არუთინაშვილი – სომხ. (არუთინიან, არუთინოვ)
• არუნაშვილი – სომხ. (არუნოვ)
• ასანიშვილი / ასანიძე – აზერ. (ასანოვ)
• ასიტაშვილი – სომხ. (ასიტოვ)
• ასლამაზაშვილი / ასლამაზიშვილი – სომხ. (ასლამაზიან, ასლამაზოვ)
• ასლანიშვილი – აზერ. (ასლანოვ); სომხ. (ასლანიან)
• ასრათაშვილი – აზერ. (ჰასრათოვ); სომხ. (ასრათიან, ასრათოვ)
• აფრიამაშვილი – სომხ. (აფრიამოვ)
• აღლემაშვილი – სომხ. (აღლემოვ)
• ბაბაშვილი – აზერ. (ბაბაევ); ოს. (ბაბაევ)
• ბადაშვილი – ოს. (ბადაევ)
• ბადალაშვილი – აზერ. (ბადალოვ); სომხ. (ბადალიან, ბადალოვ)
• ბათირაშვილი – სომხ. (ბათიროვ)
• ბათმანაშვილი / ბათმანიშვილი – სომხ. (ბათმანოვ)
• ბაინდურაშვილი – სომხ. (ბაიანდურიან, ბაიანდუროვ, ბაინდურიან, ბაინდუროვ)
• ბაირამაშვილი – აზერ. (ბაირამოვ)
• ბაკაშვილი – სომხ. (ბაკაევ)
• ბალაბანაშვილი / ბალაბანიშვილი – სომხ. (ბალაბანოვ)
• ბარათაშვილი – სომხ. (ბარათოვ)
• ბარიხაშვილი – რუს. (ბარიხინ)
• ბასილაშვილი – სომხ. (ბასილიან, ბასილოვ)
• ბასიშვილი – ოს. (ბასოევ)
• ბაღდადაშვილი – სომხ. (ბაღდადიან)
• ბაღდოშვილი – სომხ. (ბაღდოიან, ბაღდოევ)
• ბეგალაშვილი / ბეგალიშვილი – ოს. (ბეგალოვ); რუს. (ბეგალოვ); სომხ. (ბეგალოვ)
• ბეგიჯანაშვილი – სომხ. (ბეგიჯანიან, ბეგიჯანოვ)
• ბეგლარაშვილი / ბეგლარიშვილი – სომხ. (ბეგლარიან, ბეგლაროვ)
• ბედოშვილი – ოს. (ბედოევ)
• ბეკოშვილი – ოს. (ბეკოევ)
• ბელიაშვილი – რუს. (ბელიაევ); სომხ. (ბელიევ)
• ბეჟანაშვილი / ბეჟანიშვილი – სომხ. (ბეჟანიან, ბეჟანიანც, ბეჟანოვ)
• ბესტავაშვილი – ოს. (ბესტაევ)
• ბიბილაშვილი – ოს. (ბიბილოვ)
• ბიგანაშვილი / ბიგანიშვილი – ოს. (ბიგანოვ)
• ბიკაშვილი – თათრ. (ბიკაევ); ოს. (ბიკაევ)
• ბითაძე – ოს. (ბითიევ, ბიტიევ)
• ბიტარაშვილი / ბიტარიშვილი – სომხ. (ბიტაროვ)
• ბოლოთაშვილი – ოს. (ბოლოთაევ)
• ბოსიკაშვილი – სომხ. (ბოსიკოვ)
• გაბარაშვილი – ოს. (გაბარაევ); სომხ. (გაბარევ)
• გაბელაშვილი – სომხ. (გაბელოვ)
• გაბიტაშვილი – სომხ. (გაბიტაევ, გაბიტოვ)
• გაბოშვილი – ოს. (გაბოევ); სომხ. (გაბოიან)
• გაბრიელაშვილი – სომხ. (გაბრიელიან, გაბრიელოვ)
• გაგიშვილი – ოს. (გაგიევ)
• გაგლოშვილი – ოს. (გაგლოევ)
• გაზაშვილი – ოს. (გასოევ)
• გალეგაშვილი – ოს. (გალეგოვ)
• გალუსტაშვილი – სომხ. (გალუსტიან, გალუსტიანც, გალუსტოვ)
• გარსევანიშვილი – სომხ. (გარსევანოვ)
• გასიშვილი – ოს. (გასიევ)
• გედევანიძე – სომხ. (გედევანოვ)
• გერგიშვილი – სომხ. (გერგაევ)
• გიგოლაშვილი – სომხ. (გიგოლაევ, გიგოლიან)
• გიკაშვილი – ოს. (გიკაევ)
• გობოზაშვილი – ოს. (გობოზოვ)
• გოგინაშვილი – სომხ. (გოგინიანც)
• გოგიჩაშვილი – ოს. (გოგიჩაევ, გოგიჩოვ)
• გოგოლი / გოგოლიშვილი / გოგოლიძე – უკრ. (გოგოლ)
• გოგორიშვილი – სომხ. (გოგორიან)
• გოზალიშვილი – სომხ. (გოზალიან, გოზალოვ)
• გოლოშვილი – ოს. (გოლოევ)
• გუდიაშვილი – ოს. (გუდიევ)
• გუზიტაშვილი – ოს. (გუზიტაევ)
• გულიაშვილი – აზერ. (გულიევ)
• გუნაშვილი – სომხ. (გუნაშევ, გუნაშოვ)
• გურგენაშვილი / გურგენიშვილი – სომხ. (გურგენიან)
• გუჩმაზაშვილი – ოს. (გუჩმაზოვ)
• დავითაშვილი – სომხ. (დავითიან)
• დალალაშვილი – სომხ. (დალალოიან)
• დალაქიშვილი – სომხ. (დალაქიან, დალაქოვ)
• დემინაშვილი – სომხ. (დემინოვ)
• დემურიშვილი – სომხ (დემუროვ)
• დოლმაზაშვილი – სომხ. (დოლმაზიან, დოლმაზოვ)
• დრიაშვილი – ოს. (დრიაევ)
• ებიტაშვილი – ყაზ. (ებიტოვ)
• ელბაქიძე – სომხ. (ელბაკიან, ელბაქიან)
• ელიზბარაშვილი – სომხ. (ელიზბარიან, ელიზბაროვ)
• ელისაშვილი – რუს. (ელისეევ); სომხ. (ელისევ)
• ელკანიშვილი – ოს. (ელკანოვ)
• ელოშვილი – ოს. (ელოევ); სომხ. (ელოიან)
• ენუქიძე – სომხ. (ენუქიან)
• ეპიტაშვილი – სომხ. (ეპიტოვ)
• ერემაშვილი – სომხ. (ერემიან, ერემოვ); უკრ. (ერემენკო)
• ვაზაგაშვილი – ოს. (ვაზაგოვ)
• ვალიშვილი – აზერ. (ვალიევ); ოს. (ვალიევ)
• ვანაძე – სომხ. (ვანიან)
• ვარდანაშვილი / ვარდანიძე – სომხ. (ვარდანიან)
• ვართანიშვილი – სომხ. (ვართანიან, ვართანიანც, ვართანოვ)
• ვართუმაშვილი – სომხ. (ვართუმიან)
• ვახრამიშვილი – სომხ. (ვახრამიან, ვახრამოვ)
• ვახტანგაშვილი / ვახტანგიშვილი – სომხ. (ვახტანგოვ)
• ველიჯანაშვილი – სომხ. (ველიჯანოვ)
• ზაზაშვილი / ზაზაძე – სომხ. (ზაზიევ, ზაზიან, ზაზოვ)
• ზანდარაშვილი – სომხ. (ზანდარიან, ზანდაროვ)
• ზასოხაშვილი – რუს. (ზასოხოვ)
• ზაქარაშვილი – სომხ. (ზაქარიან)
• ზურაბაშვილი / ზურაბიშვილი – სომხ. (ზურაბიან, ზურაბოვ)
• თათეშვილი – სომხ. (თათეოზიან, თათეოსიან, თათეოსოვ)
• თათოშვილი – სომხ. (თათოიან)
• თათულაშვილი – სომხ. (თათულოვ)
• თამაზაშვილი – სომხ. (თამაზიან, თამაზოვ)
• თანდარაშვილი – სომხ. (თანდარიან)
• თასოშვილი – ოს. (თასოევ)
• თედეშვილი – ოს. (თედეევ)
• თელიაშვილი – სომხ. (თელიევ)
• თიბილაშვილი – ოს. (თიბილოვ)
• თიგიშვილი / ტიგიშვილი – ოს. (თიგიევ, ტიგიევ)
• თომაშვილი – ოს. (თომაევ)
• თოროზაშვილი – სომხ. (თოროზოვ)
• თოფჩიშვილი – ოს. (თოფჩიევ)
• თულაშვილი – ბურიატ. (თულაევ); ოს. (თულაევ)
• თუმანიშვილი – სომხ. (თუმანიან, თუმანოვ)
• თუშმალიშვილი – რუს. (თუშმალოვ)
• იასაღაშვილი / იაშაღაშვილი – სომხ. (იაშაღიან)
• ივანიშვილი – სომხ. (ივანიან)
• იორდანაშვილი / იორდანიშვილი – სომხ. (იორდანიან, იორდანოვ
• კაკოშვილი – სომხ. (კაკოიან)
• კაჩმაზაშვილი / ყაჩმაზაშვილი – ოს. (კაჩმაზოვ)
• კიკოლაშვილი / კიკოლიაშვილი – სომხ. (კიკოლიან)
• კირაკოზაშვილი – სომხ. (კირაკოზიან, კირაკოზოვ, კირაკოსიან, კირაკოსოვ)
• კოდელაშვილი – სომხ. (კოდელიან, კოდელიანც)
• კოზანაშვილი – სომხ. (კოზანოვ)
• კოზმანაშვილი / კოზმანიშვილი – სომხ. (კოზმანოვ)
• კოკოზაშვილი – რუს. (კოკოზოვ)
• კოკოშვილი – ოს. (კოკოევ)
• კოლოტაშვილი / კოლოტაძე – რუს. (კოლოტოვ)
• კორკოტაძე – სომხ. (კორკოტიან)
• კუდუხაშვილი – ოს. (კუდუხოვ)
• კუზანაშვილი – სომხ. (კუზანოვ)
• კულუმბეგაშვილი / ყულუმბეგაშვილი – ოს. (კულუმბეგოვ, ყულუმბეგოვ)
• კუსრაშვილი / კუსრაძე – ოს. (კუსრაევ); რუს. (კუსრაევ)
• ლაზარაშვილი – ასირ. (ლაზარევ); სომხ. (ლაზარიან, ლაზაროვ)
• ლაზარიშვილი – სომხ. (ლაზარიან, ლაზაროვ)
• ლევანიშვილი / ლევანიძე – სომხ. (ლევანიან)
• მაზანაშვილი / მაზანიშვილი – აზერ. (მაზანოვ); სომხ. (მაზანიან)
• მაზაშვილი – სომხ. (მაზაევ)
• მაზმიშვილი – სომხ. (მაზმანიან)
• მათიაშვილი – აზერ. (მათიევ)
• მათოშვილი – სომხ. (მათოსიან)
• მაკარაშვილი – სომხ. (მაკარიან, მაკაროვ)
• მაკასარაშვილი – სომხ. (მაკასაროვ)
• მალხაზიშვილი – სომხ. (მალხასიან, მალხაზიან, მალხაზოვ)
• მამადაშვილი – აზერ. (მამადალიევ); სომხ. (მამადიან)
• მამულაშვილი – სომხ. (მამულიან, მამულოვ)
• მანველიშვილი – სომხ. (მანველიან)
• მანთაშაშვილი / მენთეშაშვილი – სომხ. (მანთაშიან, მანთაშოვ); დაღესტ. (მანთაშევ)
• მარგიშვილი – ოს. (მარგიევ)
• მარკოზაშვილი – სომხ. (მარკოსიან, მარკოსიანც, მარკოსოვ, მარკოზიან, მარკოზიანც, მარკოზოვ)
• მარჯანიშვილი / მარჯანიძე – სომხ. (მარჯანიან)
• მაღალაშვილი – სომხ. (მაღალიან, მაღალოვ)
• მაყიშვილი – ოს. (მაყიევ)
• მედოიძე – სომხ. (მედოიან)
• მელიქიშვილი – სომხ. (მელიქიან, მელიქოვ)
• მერაბიშვილი – სომხ. (მერაბიან, მერაბოვ)
• მილაშვილი – სომხ. (მილაევ)
• მინაშვილი / მინაძე – სომხ. (მინასიან, მინასოვ)
• მირაქიშვილი – სომხ. (მირაქიან, მირაქოვ)
• მირველაშვილი – სომხ. (მირველოვ)
• მირზაშვილი – აზერ. (მირზაევ, მირზოევ); სომხ. (მირზოიან)
• მიქელაძე – სომხ. (მიქელიან, მიქელოვ)
• მუზაშვილი – ოს. (მუზაევ)
• მურადაშვილი – აზერ. (მურადოვ); სომხ. (მურადიან, მურადოვ)
• მურაჩაშვილი – რუს. (მურაჩევ)
• მუსაშვილი – აზერ. (მუსაევ)
• ნადირაშვილი / ნადირაძე – აზერ. (ნადიროვ); სომხ. (ნადირიან, ნადიროვ)
• ნაზარაშვილი / ნაზარიშვილი – რუს. (ნაზარევ; ნაზაროვ); სომხ. (ნაზარიან, ნაზაროვ)
• ნალბანდიშვილი – სომხ. (ნალბანდიან, ნალბანდოვ)
• ნანიშვილი – თათრ. (ნანიევ); ოს. (ნანიევ)
• ნარტკოშვილი – ოს. (ნარტკოევ)
• ნიაზაშვილი – აზერ. (ნიაზოვ); სომხ. (ნიაზოვ)
• ნონიაშვილი – სომხ. (ნონიანც, ნონიევ)
• ობოლაშვილი – სომხ. (ობოლოვ)
• ომანაშვილი – აზერ. (ომანოვ)
• ომარაშვილი – აზერ. (ომაროვ)
• ონიკაშვილი – სომხ. (ონიკიან)
• ოსეფაშვილი – სომხ. (ოსეფოვ)
• ოხანაშვილი – სომხ. (ოხანიან)
• პაატაშვილი – სომხ. (პაატოვ)
• პაპაშვილი – სომხ. (პაპაიან)
• პაპელაშვილი / პაპელიშვილი – სომხ. (პაპელოვ)
• პაპოშვილი – სომხ. (პაპოიან)
• პარასკევაშვილი – სომხ. (პარასკევოვ)
• პარუნაშვილი – სომხ. (პარუნიან, პარუნოვ)
• პეტაშვილი – სომხ. (პეტანიან, პეტახჩიან)
• რევაზიშვილი – სომხ. (რევაზიან, რევაზოვ)
• რიკაძე – რუს. (რიკოვ)
• როსტომაშვილი – სომხ. (როსტომიან, როსტომოვ)
• რუსიშვილი – ოს. (რუსიევ)
• საათაშვილი – აზერ. (საათოვ)
• სააკაშვილი – ოს. (სააკოვ); სომხ. (სააკიან, სააკოვ)
• საბანაშვილი – სომხ. (საბანოვ)
• საგინაშვილი – სომხ. (შაგინიან, შაგინოვ)
• სადათერაშვილი / სადათიერაშვილი – სომხ. (სადათეროვ)
• სამადაშვილი – აზერ. (სამადოვ)
• სამარჯიშვილი – სომხ. (სამარჯიევ)
• სამსონაშვილი / სამსონიშვილი / სამსონიძე – სომხ. (სამსონიან, სამსონოვ)
• სარალაშვილი – აზერ. (სარალოვ)
• სარაჯიშვილი – სომხ. (სარაჯევ, სარაჯიევ, სარაჯიან)
• სარდანაძე / სარდანაშვილი – რუს. (სარდანოვ)
• სარიშვილი – სომხ. (სარიევ)
• სელიმაშვილი – აზერ. (სელიმოვ); სომხ. (სელიმიან)
• სიმონიშვილი – სომხ. (სიმონიან, სიმონოვ)
• სოლომონიძე – სომხ. (სოლომონიან, სოლომონოვ)
• სოლოღაშვილი – სომხ. (სოლოღიან, სოლოღიანც, სოლოღოვ)
• სომხიშვილი – ოს. (სომხიევ)
• სტეფანაშვილი / სტეფანიშვილი – სომხ. (სტეფანიან, სტეფანიანც, სტეფანოვ, სტეპანოვ)
• სულთანიშვილი – სომხ. (სულთანიან)
• სულხანიშვილი – სომხ. (სულხანოვ)
• ტაგანაშვილი – რუს. (ტაგანოვ)
• ტაკაშვილი – სომხ. (ტაკაევ)
• ტარიელაშვილი – სომხ. (ტარიელოვ)
• ტატალაშვილი / ტატალიშვილი – სომხ. (ტატალიან)
• ტატულაშვილი / ტატულიშვილი – სომხ. (ტატულიან, ტატულოვ)
• ტატურაშვილი – უკრ. (ტატურევიჩ); ბელორუს. (ტატურევიჩ)
• ტერტერაშვილი – სომხ. (ტერტერიან, ტერტეროვ)
• ტერუნაშვილი – სომხ. (ტერუნიან, ტერუნოვ)
• ტოტიკაშვილი – სომხ. (ტოტიკოვ); ყაზ. (ტოტიკოვ)
• უდუმაშვილი – სომხ. (უდუმოვ)
• უზუნაშვილი – აზერ. (უზუნალოვ); სომხ. (უზუნიან, უზუნოვ)
• უმეკაშვილი – ყაზ. (უმეკოვ)
• ურიგაშვილი – ოს. (ურიგაევ)
• ურუმაშვილი – სომხ. (ურუმიან, ურუმოვ)
• უსუფაშვილი – აზერ. (იუსუპოვ, იუსუფოვ, უსუპოვ, უსუფოვ)
• ფავლენიშვილი – სომხ. (ფავლენიან)
• ფარაჯანაშვილი – სომხ. (ფარაჯანოვ, ფარაჯევ)
• ფარსადანაშვილი / ფარსადანიშვილი – სომხ. (ფარსადანიან, ფარსადანოვ)
• ფაფაკერაშვილი – სომხ. (ფაფაკეროვ)
• ფილიშვლი – ოს. (ფილიევ)
• ფირალიშვილი – აზერ. (ფირალიევ); სომხ. (ფირალოვ)
• ფოლადაშვილი / ფოლადიშვილი – აზერ. (ფოლადოვ); რუს. (ფოლადოვ); სომხ. (ფოლადიან, ფოლადიანც)
• ფუხაშვილი – ოს. (ფუხაევ)
• ქარაზანაშვილი / ქარაზანიშვილი – რუს. (კარაზანოვ); სერბ. (კარაზანოვ)
• ქარსანაშვილი / ქარსანიშვილი – ოს. (ქარსანოვ)
• ქარუმიძე – აზერ. (ქარუმოვ)
• ქარქუზაშვილი / ქარქუსაშვილი – ოს. (ქარქუზაევ, ქარქუსოვ); რუს. (კარკუზაევ)
• ქელეხსაშვილი – ოს. (ქელეხსაევ)
• ქერდიყოშვილი – ოს. (ქერდიკოვ)
• ქისიშვილი – ოს. (ქისიევ)
• ქიტესაშვილი – სომხ. (ქიტესოვ)
• ქობესაშვილი / ქობეზაშვილი – ოს. (ქობესოვ)
• ქობულაშვილი – ოს. (ქობულოვ); სომხ. (ქობულოვ)
• ქოზაშვილი – თათრ. (კოზაევ, ქოზაევ)
• ქოქოშვილი – თათრ. (ქოქოევ); ოს. (ქოქოევ);
• ქოჩიშვილი – სომხ. (ქოჩიევ)
• ქოჩორაშვილი / ქოჩორაძე – სომხ. (ქოჩორიან, ქოჩორიანც, ქოჩოროვ)
• ქუმარიტაშვილი – ოს. (კუმარიტოვ, ქუმარიტოვ)
• ქუმსიშვილი – ოს. (კუმსიევ, ქუმსიევ)
• ქურდაძე – სომხ. (კურდოგლიან, კურდოვ, ქურდოღლიან, ქურდოვ)
• ქუჯოშვილი – სომხ. (კუჯოიან, ქუჯოიან)
• ღამბარაშვილი – აზერ, (გამბაროვ); სომხ. (გამბარიან, ღამბარიან, ღამბაროვ)
• ღარიბაშვილი – აზერ. (გარიბოვ); სომხ. (ღარიბიან, ღარიბოვ)
• ყაზარაშვილი – ოს. (ყაზაროვ)
• ყაზიშვილი – ოს. (ყაზიევ)
• ყალაბეგაშვილი – დაღესტ. (ყალაბეგოვ)
• ყარაულაშვილი – თათრ. (კარაულოვ)
• ყარყარაშვილი – სომხ. (კარკარიან)
• ყაფლანიშვილი – სომხ. (კაპლანიან, ღაპლანიან)
• ყოჩიაშვილი – სომხ. (კოჩიევ, ყოჩიევ)
• ყულიჯანაშვილი / ყულიჯანიშვილი / კულიჯანაშვილი – სომხ. (კულიჯანიან, კულიჯანოვ, ყულიჯანოვ)
• შავერდაშვილი – სომხ. (შავერდიან, შავერდოვ)
• შავლოხაშვილი – ოს. (შავლოხოვ); რუს. (შავლოხოვ)
• შაინიძე – სომხ. (შაინიან, შაინოვ)
• შალიბაშვილი – ყაზ. (შალიბოვ)
• შარიფაშვილი – აზერ. (შარიპოვ, შარიფოვ)
• შაქარაშვილი – სომხ. (შაქარიან, შაქაროვ)
• შერმაზანაშვილი – სომხ. (შერმაზანოვ)
• შიხიაშვილი – აზერ. (შიხიევ); სომხ. (შიხიან)
• ჩალაგაშვილი – აზერ. (ჩალაგაევ)
• ჩანდიშვილი – ოს. (ჩანდიევ); ყაზ. (ჩანდიევ)
• ჩარაშვილი – ოს. (ჩარაევ)
• ჩარექაშვილი / ჩარექიშვილი – ოს. (ჩარექოვ)
• ჩერქეზიშვილი – სომხ. (ჩერქეზიან, ჩერქეზოვ)
• ჩიბირაშვილი – ოს. (ჩიბიროვ)
• ჩიგოშვილი – ოს. (ჩიგოევ)
• ჩიტაშვილი – სომხ. (ჩიტაევ)
• ჩოჩიშვილი – ოს. (ჩოჩიევ)
• ციბაძე – აფხ. (ციბა)
• ცოფურაშვილი – აზერ. (ჩოპუროვ, ჩოფუროვ)
• ცხოვრებაშვილი / ცხოვრებაძე – ოს. (ცხოვრებოვ)
• ძებისაშვილი – ოს. (ძებისოვ)
• ძიგოშვილი – ოს. (ძიგოევ)
• ხაბელაშვილი – ოს. (ხაბელოვ)
• ხაზალაშვილი – სომხ. (ხაზალიან)
• ხარატიშვილი – სომხ. (ხარატიან, ხარატოვ)
• ხარებაშვილი – ოს. (ხარებოვ)
• ხარიტონაშვილი / ხარიტონიშვილი – სომხ. (ხარიტონოვ)
• ხაჩირაშვილი – ოს. (ხაჩიროვ)
• ხაჯიშვილი – სომხ. (ხაჯიევ)
• ხეთაგურაშვილი / ხეთაგური – ოს. (ხეთაგუროვ)
• ხეჩიკაშვილი – სომხ. (ხეჩიკიან, ხეჩიკოვ)
• ხეჩოშვილი – სომხ. (ხეჩოიან)
• ხიზანაშვილი / ხიზანიშვილი – სომხ. (ხიზანიან, ხიზანოვ)
• ხითარიშვილი – სომხ. (ხითარიან, ხითაროვ)
• ხინჩაგაშვილი / ხინჩაგიშვილი / ხინჩეგაშვილი – ოს. (ხინჩაგოვ)
• ხოსიტაშვილი – სომხ. (ხოსიტოვ)
• ხოხაშვილი – ოს. (ხოხაევ)
• ხოჯაშვილი – აზერ. (ხოჯაევ)
• ხრიკაძე – სომხ. (ხრიკიან)
• ხუბულაშვილი – ოს. (ხუბულოვ)
• ხუგაშვილი – ოს. (ხუგაევ)
• ხუციშვილი – ოს. (ხუციევ)
• ჯაბიშვილი / ჯაბიძე – ოს. (ჯაბიევ)
• ჯალალიშვილი – სომხ. (ჯალალიან, ჯალალოვ)
• ჯამალაშვილი – აზერ. (ჯამალოვ)
• ჯანაშვილი – ოს. (ჯანაევ)
• ჯანიბეგაშვილი – სომხ. (ჯანიბეგოვ)
• ჯაფოშვილი – სომხ. (ჯაფოიან)
• ჯეირანაშვილი – აზერ. (ჯეირანოვ); ოს. (ჯეირანოვ); სომხ. (ჯეირანოვ, ჯეირანიან)
• ჯიოშვილი – ოს. (ჯიოევ)

წყარო: forum.ge

2949 ნახვა

ნინი გოგიჩაიშვილი: – „ჩემით არასდროს გამოვიჩენდი ინიციატივას, ვინმესთვის მიმეწერა“

გთავაზობთ ნაწყვეტს ინტერვიუდან ნინი გოგიჩაიშვილთან, რომელიც „პრაიმტაიმში“ დაიბეჭდა. ნინი პირველად ჩვენთან შეყვარებულზე, საქართველოს ნაკრების ფეხბურთელზე, გიორგი ჭანტურიაზე ალაპარაკდა.

– როგორ გაიცანით ერთმანეთი?
– მე და გიორგის უამრავი საერთო მეგობარი გვყავს. გიორგი გერმანიაში ცხოვრობდა „დუის ბურგში“ თამაშობდა და ხშირად ვერ ვხვდებოდით ერთმანეთს. მას მერე რაც ერთად ვართ, სიშორე ხელს არ გვიშლის, სულ ხაზზეა, სულ ვსაუბრობთ. გიორგიმ ყოველთვის იცის სად ვარ, რას ვაკეთებ და ანალოგიურად მეც. უკვე 8 თვეა ერთად ვართ და მგონი კარგად ვართ (იცინის).
– როგორ გაგრძნობინა, რომ სიმპათია ჰქონდა შენ მიმართ?
– გიორგი ძალიან მამაკაცურია, დასახულ მიზანს ყოველთვის აღწევს. სწორედ ასეთი მამაკაცი მჭირდებოდა გვერდით. ჩემით არასდროს გამოვიჩენდი ინიციატივას, ვინმესთვის მიმეწერა, სიმპათიები გამომემჟღავნებინა. მამაკაცი მონადირე უნდა იყოს, რომ მოგინადიროს. გიორგი რომ გავიცანი, მეორე დღიდან ვგრძნობდი, რამდენად სერიოზულად იყო განწყობილი ჩემ მიმართ, როგორ სიამოვნებდა ჩემთან ერთად ყოფნა. ჩემთვისაც, თავიდანვე ძალიან კომფორტული და სასიამოვნო იყო მასთან ურთიერთობა. ასე მეგონა დიდი ხნის მეგობრები ვიყავით.
– მეგობრობით დაიწყო თქვენი სიყვარული?
– (იცინის) არა, გიორგის შემთხვევაში ასე არ ხდება, თავიდანვე გაგრძნობინებს, რომ შენთან ვერ იმეგობრებს… გიორგის ის თვისებები აქვს, რომელიც მომწონს. აქვს ძალიან კარგი იუმორი, არის მამაკაცური და შეუძლია გადაწყვეტილება მიიღოს, ძლიერია. თან საკმაოდ სერიოზული ადამიანია, შრომისმოყვარე. ყველა მისი წარმატება მისი დამსახურებაა. მომწონს ის, რომ სპორტსმენის ცხოვრებით ცხოვრობს, როცა ვარჯიში აქვს ამას სერიოზულად უდგება, არ ერთობა, არ სვამს, თავისი საქმის პროფესიონალია.
– მოკლედ, დიმიტრია გელოვანი?
– (იცინის) ჰო, ექიმი არ არის მხოლოდ… მეც არ ვარ ძალიან მომთხოვნი და კაპრიზული გოგო. ორივეს გვესმის, რომ ერთმანეთისთვის ბევრი დრო არ გვაქვს. ჩემი აზრით, ასე უფრო კარგია, სულ გენატრება და ელოდები როდის ჩამოვა. ამ პირობებში ურთიერთობა სულ ახალია.

57 ნახვა

ჯემა შედის პაპარაცული ფოტოები და კაბა , რომელზეც საზოგადოება ალაპარაკდა

28 წლის სელებრითი ჯემა შედი გასულ კვირას პაპარაცებმა მანჩესტერში დააფიქსირეს, ჯემა ღამით საკმაოდ გამჭირვალე და ღრმად დეკოლტირებული კაბით სეირნობდა, ფოტოებში კარგად ჩანს რომ ჯემას არც ფეხსაცმელი აცვია, მას ფეხსაცმელები ხელში უჭირავს და ისე სეირნობს.

ფოტოების ინტერნეტში გავრცელებას საზოგადოების ნაწილის მოწონება მოჰყვა ნაწილი კი აღფრთოვანებული ჯემას კაბით დარჩა. ფაქტია რომ 28 წლის სელებრითი საკმაოდ თამამი და წარმატებულია.

41 ნახვა

მარკ ცუკერბერგმა განაცხადა რომ შაბათ კვირას ფეისბუქი გაითიშება

თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ შაბათ-კვირას ისვენებთ, შესაბამისად დაგეგმავთ დღეს, გადაიღებთ ფოტოებს და უიქენდის ამსახველ ვიდეო თუ ფოტო მასალას ორშაბათს ატვირთავთ, ეს ერთგვარ სტიმულსაც მოგცემთ და მოუთმენლად დაელოდებით ახალი სამუშაო დღის დაწყებას.
ფეისბუქი შაბათ-კვირას გაითიშება. ამის შესახებ მისმა დამფუძნებელმა მარკ ცუკერბერგმა ტელეარხ „BLEF-TV“-სთვის მიცემულ ინტერვიუში განაცხადა. კითხვაზე, თუ რატომ გაითიშება გიგანტური სოც-ქსელი შაბათ-კვირას, ცუკერბერგი პასუხობს, რომ სამყარო ზედმეტად გახდა ფეისბუქდამოკიდებული, რაც ადამიანის ფსიქიკაზე დამანგრეველ ეფექტს ახდენს.
„ვფიქრობ შაბათ-კვირას ფეისბუქის გათიშვით ადამიანები შეძლებენ ერთმანეთთან რეალური ურთიერთობების დამყარებას, რაც რეალურ და ვირტუალურ სამყაროს შორის ბალანსს აღადგენს.“ – აცხადებს „ფეისბუქის“ დამაარსებელი – „წარმოიდგინეთ ფეისბუქი იქცა ერთგვარ სამუშაო ადგილად, რამაც ადამიანები მასზე ისეთივე დამოკიდებული გახადა, როგორც ნარკოტიკი, ამიტომ საჭიროა მასზე შესვლისას გამოცხადდეს ისეთივე უქმე დღეები, როგორც სამუშაოზე“. გეგმის მიხედვით აღნიშნული ცვლილება 2017 წლიდან იგეგმება, თუმცა ზუსტი დრო დაკონკრეტებული არ არის.
„ერთი რამ ზუსტად ვიცი, რომ პარასკევს, ზუსტად ღამის 12 სათზე, ქვეყნების სასარტყელო დროის მიხედვით, ფეისბუქი გაითიშება მთელ სამყაროში და ორშაბათ დილამდე არ ჩაირთვება. თქვენ უკვე გეცოდინებათ, რომ შაბათ-კვირას ისვენებთ, შესაბამისად დაგეგმავთ დღეს, გადაიღებთ ფოტოებს და უიქენდის ამსახველ ვიდეო თუ ფოტო მასალას ორშაბათს ატვირთავთ, ეს ერთგვარ სტიმულსაც მოგცემთ და მოუთმენლად დაელოდებით ახალი სამუშაო დღის დაწყებას. ამ ცვლილებით თქვენ უფრო მეტ დროს გამონახავთ ოჯახთან საურთიერთოდ, დიდი ხნის უნახავი ნათესავების სანახავად, წიგნების წასაკითხად, ბუნებაში პიკნიკის მოსაწყობად და კიდევ ვინ იცის, რამდენ დავიწყებულ ადამიანურ ქცევას გაიხსენებთ.“. – ამ სიტყვებით ცდილობს ცუკერბერგი მილიონობით აღშფოთებული ადამიანის დამშვიდებას.

12 ნახვა

მთელი მსოფლიო დღეს კიბოს ვაქცინის შექმნას ზეიმობს

ისრაელის ბიოტექნიკურმა კომპანიამ შექმნა ინოვაციური ვაქცინა, რომელიც კიბოს წინააღმდეგაა მიმართული. ვაქცინის ეფექტი 90 პროცენტს უტოლდება და ის გათვლილია, როგორც სიმსივნის დიაგნოზის მქონე პაციენტებისთვის, ასევე კიბოს პრევენციისთვის.

ამ ეტაპზე ვაქცინა ისრაელის კლინიკა „ჰადასში“ კლინიკურ გამოკვლევას გადის და 2017 წელს ის შესაძლოა, ვაქცინაციის გეგმიურ კალენდარში მოხვდეს. ცნობილია, რომ ვაქცინა პირველ ეტაპზე კიბოს უჯრედების წინააღმდეგ იქნება მიმართული, ხოლო თუ მისი ეფექტი დადასტურდა, მას ყველა სახის სიმსივნის სამკურნალოდ გამოიყენებენ. გარდა ამ ეფექტისა, ვაქცინა ადამიანის იმუნური სისტემის გაუმჯობესებასაც შეუწყობს ხელს, რაც ამ დაავადების დროს ერთ-ერთი წამყვანი პრობლემაა.

ამ ვაქცინის მოქმედების პრინციპი მიმართულია იმაზე, რომ ადამიანის იმუნური სისტემა მოემზადოს ნებისმიერი ვირუსის და ინფექციის დასამარცხებლად. თეორიულ დონეზე ვაქცინა მოქმედებს როგორც წამალი, რომელიც ადამიანის ორგანიზმში შეყავთ. ეს ვაქცინა იმუნური სიტემის აქტივიზიაციასთან ერთად MUC1-ის მოლეკულებსაც ანადგურებს, რომელიც სიმსივნურ უჯრედებშია. სწორედ ამ მოლეკულას შეიცავს დღეს გავრცელებული სიმსივნეები. მეცნიერები ამბობენ, რომ სიმსივნის ბოლო სტადიაზე ქიმიოთერაპიის კურსი კვლავ საჭირო იქნება. სიმსივნური წარმონაქმნების ოპერციული გზით მოშორების შემდეგ კი ვაქცინით სიმსივნესთან ბროძოლა შესაძლებელი ხდება. ვაქცინა ხანგრძლივმოქმედია და ის რეციდივის წინააღმდეგაც არის მიმართული.

fithacker.ru

770 ნახვა

რა ღირს შეყვარებული საქართველოში?

ძლიერი გრძნობები და ურთიერთობები კარგია, თუმცა ჩვენ სამყაროში საბოლოოდ ყველაფერი ერთ რამემდე – ფინანსურ რესურსებამდე მიდის.

იმის მიუხედავად, რომ პრაგმატულად და უხეშად ჟღერს, ”ფორტუნამ” გადაწყვიტა გაარკვიოს რა უჯდებათ მამაკაცებს შეყვარებულობის პერიოდი.

ექსპერიმენტისთვის სხვადასხვა ასაკის და ურთიერთობის სხვადასხვა ფაზაზე მყოფი ორი მამაკაცის კონკრეტული შემთხვევები ავიღეთ და, რა თქმა უნდა, საერთო ფონიც გავითვალისწინეთ.

პირობითად ექსპერიმენტისთვის შერჩეულ მამაკაცები ასე დავყავით: გიორგი 30 წლის და ლუკა 21 წლის.

მათთან საუბრისას გავარკვიეთ, რომ ამ მხრივ გასათვალისწინებელია ორი მთავარი ფაქტორი: ასაკობრივი კატეგორია და ურთიერთობის ეტაპი.

პირველ რიგში ყველაზე მნიშვნელოვან ხარჯებს დავწერ, რომელსაც ვერც ერთი შეყვარებული დააღწევს თავს.

ლუკას შემთხვევაში დაბადების დღის საჩუქრის ღირებულება – 150–დან 350 ლარამდე მერყეობს; ახალ წელს საჩუქარი 50–100 –ლარამდე უჯდება. ქალთა დღეს შეიძლება 20–30–ლარზე მეტი არ დაჯდეს, სიყვარულის დღის საჩუქარი კი 100 ლარამდე ჯდება (შესაძლებელია საჩუქარში მოიაზრებოდეს ვახშამი და საჩუქარი ერთად).

ანუ გამოდის, რომ შეყვარებულ ბიჭს წელიწადში მხოლოდ დღესასწაულები სულ მცირე 350–დან 550 ლარამდე უჯდება. (გააჩნია წელს და შესაძლებლობებს).

ამას ემატება ყველაზე მნიშვნელოვანი გადაადგილების ხარჯები. ლუკას შემთხვევაში გადაადგილება მისი საკუთარი ავტომობილით ხდება.

„თითო ნახვაზე სულ მცირე, 8 ლარის საწვავია საჭირო. კვირაში 4-5-ჯერ მაინც ვხვდებით“, – თქვა ლუკამ ჩვენთან.

შესაბამისად, შეყვარებული ბიჭის მგზავრობის ხარჯი თვეში 40 ლარი, ხოლო წელიწადში 480 ლარია (გასათვალისწინებელია, რომ ექსპერიმენტის ამ მონაწილეს ეკონომიური ავტომობილი ჰყავს და ტაქსით მგზავრობა ბევრად უფრო ძვირი დაჯდება).

ასევე „ფორტუნასთან“ ჩვენმა ექსპერიმენტის მონაწილემ აღნიშნა, რომ არის უხილავი ხარჯები, (ტკბილეული, მცირე საჩუქარი), რომელთა ღირებულება თვეში 50 ლარს არ აღემატება.

„თვეში ერთხელ მაინც მივდივართ კინოში ან თეატრში. კინოში ერთი ვიზიტი დაახლოებით 40 ლარი ჯდება, თეატრი შედარებით იაფი. გარდა ამისა, თვეში რამდენჯერმე ვსტუმრობთ სწრაფი კვების ობიექტებს ან კაფეებს. ამის ღირებულება ერთიანობაში 100 ლარს არ აჭარბებს“, – აღნიშნა მან.

გამოდის, რომ ამ ნაწილში ლუკა თვეში საშუალოდ 140 ლარს ხარჯავს.

უხეშად რომ დავთვალოთ, ლუკას შემთხვევაში ჩვეულებრივი თვე, როცა არც შეყვარებულის დაბადების დღეა და არც რაიმე დღესასწაულია ბიჭისთვის 200-დან 250-მდე ჯდება.

წელიწადში კი მხოლოდ მნიშვნელოვანი დღესასწაულების გათვალისწინებით, თქვენ რჩეულთან ერთად ყოფნა 3200 ლარამდე დაგიჯდებათ.

ექსპერიმენტის მეორე მონაწილე 30 წლის გიორგი ამბობს, რომ სტუდენტურ ასაკში სხვა მოთხოვნებია, ხოლო თუნდაც 30 წელს გადაცილებული ქალბატონის გულის მოგება უკვე „სხვა ფასი“ ღირს.

„თუ ახალგაზრდებს სწრაფი კვების ობიექტები, მისალოცი ბარათები და სხვა შედარებით „იაფად გამოსასვლელი“ აკმაყოფილებთ, შესაძლოა უკვე შემდგარი ქალის გულის მონადირება 200 და 300-ლარიანი სუნამოთი დაიწყოს.

ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია რა ეტაპზეა გოგოს და ბიჭის ურთიერთობა. საწყის ეტაპზე, როდესაც ბიჭს ჯერ კიდევ მოსაპოვებელი აქვს გოგონას ყურადღება და „თანხმობა“, ცოტა უფრო „ძვირი ჯდება“. მერე და მერე შესაძლოა ერთობლივად გადაწყვიტონ და შედარებით „იაფად გამოძვრნენ“, – აღნიშნა „ფორტუნასთან“ გიორგიმ.

მისი კონკრეტული ხარჯებით თავს არ შეგაწყენთ და მოკლედ გეტყვით, რომ საშუალოდ შეყვარებულისთვის გაწეული ხარჯები თვეში მის შემთხვევაში 200 ლარს შეადგენს. რაც წელიწადში 3500 ლარს არ აღემატება.

„ჩემი ბოლო, პირადი მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, შეყვარებულობა ძალიან ძვირი არ „ღირდა“. მე საკუთარი შემოსავალიც მაქვს და ამიტომ ამ მხრივ ცოტა ადვილია, როდესაც თუნდაც, მუდმივად მშობლებს არ თხოვ ფულს. ჩემი „ხარჯი“ იყო ელემენტარული ხასიათის სიურპრიზები (ეს შეიძლება 5 ლარის ღირებულებისაც ყოფილიყო), უბრალოდ მოულოდნელობის და ყურადღების ეფექტი ქონდა. თუ ბიჭმა ზუსტად იცის რა ესიამოვნება გოგონას, შესაძლოა დიდი თანხა არც დაჭირდეს. რა თქმა უნდა, ბანალური დეტალი: რესტორანი (საშუალოდ თვეში ორჯერ), მანქანის ხარჯის მოყვანა უხერხულიც კია. თავისთავად ყოფილა ცოტა უფრო ღირებული საჩუქარი. მაგ: დაბადების დღეზე და სხვა გაუთვალისწინებელი.

ვიტყვი იმასაც, რომ მქონია იდეა და რადგან მისი განხორციელება ძალიან დიდ თანხებთან იყო დაკავშირებული, ვეღარ გამიკეთებია“, – გვითხრა მან საუბრისას.

„ხარჯის ზომას“ ურთიერთობის ინტენსივობაც განსაზღვრავს.

„მქონია შემთხვევა კვირაში 4-5-ჯერ მინახავს (ყოველდღე მცირე სიურპრიზს ვუწყობდი) და დაახლოებით 10-დღიანი პაუზაც ყოფილა. ასეთ დროს დანახარჯიც განსხვავებულია“, – აღნიშნა მან.

„ისე, ეს ცხოვრებისეულ ეტაპზე ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო ხარჯია და მართალი გითხრათ მირჩევნია ხარჯი მქონდეს, ვიდრე „უსიყვარულობით თანხები დავზოგო“, – გვითხრა ჩვენი ექსპერიმენტის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ბოლოს კი საკუთარ მოსაზრებასაც გაგაცნობთ და გეტყვით, რომ 500-ლარიანი საჩუქრის ნაცვლად 20-ლარიანის ჩუქებაც შეგიძლიათ (ისევე, როგორც 500-ლარიანის ნაცვლად 3500 ლარიანის). ასევე, აუცილებელია არაა ყველა ხარჯი ყოველთვის მამაკაცმა გასწიოს. შესაბამისად, ის ხარჯები, რაც დავთვალეთ, მხოლოდ უხეში კალკულაციაა და ეს ყველაფერი თქვენს შესაძლებლობებზე, ფანტაზიასა და თქვენი რჩეულის მოთხოვნებზეა დამოკიდებული.

ასე რომ, სასიამოვნო ხარჯებს და ამ ხარჯების გაწევის შესაძლებლობას გისურვებთ. დასკვნად კი გეტყვით, რომ ფული მთავარი არა, თუმცა აუცილებელია.

მათ კი, ვისაც შეყვარებული და მეორე ნახევარი ჯერ არ გიპოვიათ, იმით დაგამშვიდებთ, რომ თამამად გეტყვით – თქვენ თვეში 200-ს, წელიწადში დაახლოებით 3000 ლარზე მეტს ზოგავთ.

40 ნახვა

კაცმა მთელი თავისი დანაზოგი საყვარელ ქალს დააახარჯა, მან კი ქორწინებიდან მე-3 დღეს ქმარს საშინელი რამ გაუკეთა

კაცი სახელად ლუი ჩინეთში, შანხაის პროვინციაში ცხოვრობს, იგი დიდი ხნის განმავლობაში დეპრესიაში იყო, რადგან მეუღლემ, ქორწილიდან მესამე დღეს მიატოვა.
მამაკაცმა მთელი თავისი დანაზოგი თავისი მეუღლის ბედნიერებას დაახარჯა.
“12,830 დოლარი მას ქორწილს დავახარჯე, 2,990 დოლარი კი მის ჩაცმასა და გალამაზებას. მისი ბედნიერებისთვის არაფერი დამუშურებია.” -ამბობს ლუი.
ქორწილიდან მესამე დღეს ლუის ცოლმა უთხრა, რომ მაღაზიაში მიდიოდა საყიდლებზე და მალე დაბრუნდებოდა, ლუი დიდ ხანს ელოდა, მაგრამ ქალი აღარ დაბრუნდა.
მეორე დღეს მან ცოლს სამსახურში მიაკითხა, მაგრამ ქალმა მასთან საუბარი არ ისურვა.
კაცმა სასამართლოში ცოლის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა, მოსამართლემ მისი სარჩელი დააკმყოფილა, მის მეუღლეს დაუსწრებლად 13,500 დოლარი გადახდა დააკისრა.
გაყრიდან სამი წლის შემდეგაც, ლუი კვლავ ფულისა და ცოლის გარეშე ცხოვრობ.

18 ნახვა

უკრაინელი ჰაკერი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ISIS ვიდეოები ტელევიზია CIA-ს სტუდიაში არის გადაღებული

1-19

,,როდესაც პირველად ვნახე ტერორისტების ეს ვიდეო, თუ როგორ აჭრიდნენ თავს ამერიკელ ჟურნალისტს, ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ როდესაც გავაანალიზე ვიდეო, ვთქვი, რომ: ,,ოჰ, ეს ფილმს გავს””

,,და ბოლოს… არ იყო ცუდი იცით? პირიქით, მაგრამ მაინც მივედი იმ დონემდე რომ მივხმდარიყავი, არ იყო ეს ვიდეო ჭეშმარიტი და ნამდვილი, რომელსაც წარწერა “შეტყობინება ამერიკას” ჰქონდა თავზე. ამ ვიდეოს ორიგინალი ახლა გასაიდუმლოებულია, რომელიც აშშს მთავრობის რამდენიმე წევრისთვისაა ხელმისაწვდომი მხოლოდ.

ჩვენს გარშემო ომი მიმდინარეობს, ომი, რომელიც ჩვენთვის უხილავია. ამ ომის მთავარსარდლები კი მთავრობაში მჯდომი ხალხია, რომლებიც საკუთარი ინტერესებით მოძრაობენ. ამ ვიდეოს გაშუქების მთავარი მიზეზი კი მთავარსარდლები არიან.

ამ ვიდეოს თავიდანვე ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. იგივე ამერიკის ტელევიზიები თავდაპირველად დაზუსტებით ვერ აშუქებდნენ ვიდეოს შინაარსს და მიზეზს. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი მწვანე ეკრანზე გამოტანილი წერილია.

და აი ბოლოს ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემი ნათქვამი გამართლდა, როდესაც ჰაკერთა ჯგუფმა უკრაინიდან ივლისის თვეში სენატორ მაკკეინის პორტატული ინფორმაციები დაჰაკეს, სადაც შემთხვევით ISIS ვიდეო აღმოაჩინეს. შემდგომში მათი ინფორმაციით, გამოიკვლიეს ეს ვიდეო და აღმოჩნდა, რომ ეს არის დადგმული სცენარი, რომელიც ფილმის გადაღების პროცესს ჰგავს. ფილმის მთავარ გმირებს კი ISIS ჯგუფის წევრები თამაშობენ.

უყურეთ ვიდეოს და შეგიძლიათ დასკვნები თავად გამოიტანოთ:

126 ნახვა

რას ხედავთ ფოტოზე? მოსახლეობის 99% – ის პასუხი ამ კითხვაზე არასწორია!

14604865_562942790558029_4444913342294468683_n

პასუხი: თეთრი საღებავით გაკეთებული ჩრდილები

45 ნახვა

რუსთავის სასამართლოდან გაქცეულმა პატიმარმა, სანამ რესტორანში დააკავებდნენ, ცოლის მოყვანა მოასწრო

გაქცეული პატიმარი, რომელიც 2 თვიანი ძებნის შემდეგ, რესტორანში დააკავეს, ოთარ ვარამაშვილია. ის სამართალდამცველებმა სწორედ მაშინ დააკავეს, როცა ცოლის მოყვანას აღნიშნავდა.

რუსთავის საქალაქო სასამართლოდან გაქცევა ვარამაშვილმა პურისგან გაკეთებული ხელყუმბარის გამოყენებით შეძლო. გაქცევის ამსახველი კადრები “იმედმა” ექსკლუზიურად მოიპოვა და გადაცემა “იმედის დროში” გაუშვა. ვიდეოზე ჩანს, როგორ ისვრის გაქცეული პატიმარი ბადრაგის მიმართულებით რაღაც ნივთს , რის შემდეგაც მას არავინ აღარ მისდევს. თვითმხილველების თქმით, პურისგან გაკეთებული ხელყუმბარა ვიზუალურად ნამდვილისგან არაფრით განსხვავდებოდა.

ოთარ ვარამაშვილმა “იმედის დროს” წერილი გამოუგზავნა და გაქცევის გეგმა გაუმხილა.

“დიდი ხანი ვემზადებოდი, გაქცევის წყურვილი მამოძრავებდა, ჩემი ცხოვრება ისე აეწყო, რომ ციხეში უფრო ბევრი მაქვს ნაცხოვრები, ვიდრე გარეთ. ვემზადებოდი გასაქცევად და პურისგან გავაკეთე ხელყუმბარა, რათა დრო მომეგო . შევძელი ამ ხელყუმბარის გამოტანა ციხიდან და შევქმენი ფონი, რომ სუსტად ვიყავი. საბადრაგო სამსახურმა მოადუნა ყურადღება და გავიქეცი ყველაზე მკაცრი ციხიდან. შემდეგ გავიგე, რომ ბადრაგის თანამშრომლებიც დაუკავებიათ. არადა ეს ადამიანები რა შუაში არიან. ყველაფერი მარტომ დავგეგმე და განვახორციელე. თუმცა პროკურორი ამბობს, რომ შეთანხმებული ვიქნებოდი ვინმესთან და გაქცევაში მომეხმარნენ. ეგეთი რამ არ ყოფილა”-წერს ვარამაშვილი და 45 დღიანი თავისუფლების მთავარ შედეგს ამხელს-მან მოასწრო და ოჯახი შექმნა. ჯვარი ქალაქგარეთ, ერთ-ერთ მონასტერში დაიწერა. ჯვრისწერის გაგრძელება კი რესტორანში სადღესასწაულო სუფრა იყო, სადაც მისი აყვანა მოხდა.

ამჟამად პატიმარი ვარამაშვილი ისევ ციხეშია და მეუღლეზე დარდობს. ამბობს, რომ მოსამართლის ლმობიერების იმედი აქვს. ადვოკატის ვარაუდით მას საპატიმროში 7-8 წლის გატარება კიდევ მოუწევს.

წყარო: იმედის დრო

29 ნახვა

მეგრული „პაპიტო“ „ნიჭიერში“ და ჟიურის აღფრთოვანებული წევრები

ნიჭიერის“ მეშვიდე სეზონის ჩაწერა მეგრელმა კონკურსანტმა გაახალისა. მხიარულმა, უკომპლექსო გოგონამ შავი შორტებით მალე მოახერხა დარბაზის აყოლიება. მეგრულმა „პაპიტომ“ ნიკა გვარამია და რუსკა მაყაშვილი ცეკვის ხასიათზე დააყენა. ორივე სცენაზე ავიდა და გოგონას პარტნიორობა გაუწია. მხიარულმა გოგონამ მხოლოდ ზაალ უდუმაშვილის აყოლიება ვერ შეძლო. ნიკა გვარამიამ პაპიტოს მეგრელ შემსრულებელს ნომრის გამეორება წამყვანებთან, ვანიკოსთან და გიორგისთან ერთად სთხოვა. ამ სამეულმა ისეთი ცეცხლი დაანთო სცენაზე ზალიკოც დათანხმდა გოგონას გადაყვანას მეორე ტურში.

ფოტო: ქეთი სვანაძე

img_5180

img_5182

img_5184

img_5189

 

 

img_5199

img_5201

img_5202

img_5215

img_5195

58 ნახვა

მამაკაცური მიმზიდველობის საიდუმლო გამჟღავნდა… ეს კუნთები და კარგი იუმორის გრძნობა არაა!

რატომღაც მიჩნეულია, რომ ქალს მამაკაცში მამაკაცურობა და იუმორის გრძნობა მოსწონს. მაგრამ მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ასე არაა. ქალისთვის მამაკაცში უპირველესი ღირსება – ალტრუიზმია, ხალხის დახმარება და კეთილი საქმების კეთება.

დასკვნის საფუძველი მრავალწლიანი კვლევაა. კანადელმა მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ იმ მამაკაცებს, რომლებიც ხშირად ეხმარებია გარშემო მყოფებს, ხშირად აქვთ სექსი.

მეცნიერებმა გამოკითხეს დასაქორწინებელი მამაკაცები: რა სიხშირით აკეთებდნენ კეთილ საქმეს: რიცხავდნენ თუ არა ფულს საქველმოქმედო ორგანიზაციებში, ეხმარებოდნენ თუ არა გარშემო მყოფებს (მაგალითად, თოვლისგან მანქანის გაწმენდაში). შემდეგ ეკითხებოდნენ პირად ცხოვრებაზე. როგორც გაირკვა, გულკეთილი მამაკაცები პოპულარობით სარგებლობენ ქალებში
და ხშირად აქვთ სექსი.

მეორე ცდით, ქალებს შესთავაზეს აერჩიათ ორი მამაკაცი: ერთი ხანგრძლივ ურთიერთობისთვის, მეორე – პაემნისთვის. მათ არჩევანი ფოტოებით უნდა გაეკეთებინათ. იყვნენ სიმპათიური მამაკაცები და არც ისე. ყველა ფოტოს ჰქონდა მამაკაცის დახასიათება. ვინ მონაწილეობდა საქველმოქმედო საქმიანობაში, ვინ ეხმარებოდა გარშემო მყოფებს.

ერთი შეხვედრისთვის ქალები ირჩევდნენ ეგოისტ, მაგარამ მიმზიდველ მამაკაცებს, მაგრამ ქმრად – კეთილებს და ამ შემთხვევაში მათ გარეგნობას არანაირი მნიშვნელობა არ ჰქონდა.
როგორც გაირკვა, მამაკაცის ალტრუიზმს ქალი ქმრობასთან, მამობასთან აკავშირებს. სხვათა შორის, მეორე ცდის მიხედვით გაირკვა, რომ მამაკებსაც კეთილი გოგონები მოსწონთ საცოლედ.

რა თქმა უნდა, გარეგნობას და იუმორის გრძნობას დიდი მნიშვნელობა აქვს. აგრეთვე, ბევრი ქალი უპირატესობას ჭკვიან მამაკაცს ანიჭებს, მაგრამ თუ მამაკაცს კეთილი გული აქვს, მისი სილამაზე და ჭკუა უკვე მეორეხარისხოვანია…

266 ნახვა

უცხოელ მამაკაცებს ისლანდიელ ქალთან ურთიერთობისთვის 5.000 დოლარით აჯილდოვებენ

ზოგიერთი ქვეყანა დემოგრაფიულ პრობლემებს მკვეთრად განიცდის. ისეთ ქვეყნებში, სადაც მცირე მოსახლეობაა და მით უმეტეს ქალები ჭარბობენ მამაკაცებს, დგება ერის გადაშენების საფრთხე. სწორედ ასეთი ქვეყანაა ისლანდია. ისლანდიის სახელმწიფომ შემოიღო ახალი კანონი, რომლის მიხედვითაც თუ უცხოელი მამაკაცი ისლანდიელ ქალთან ერთად იცხოვრებს ისლანდიაში ერთი წელი და ექნება მასთან სქესობრივი ურთიერთობა, მაშინ ისლანდიის სახელმწიფო ამ მამაკაცს ყოველთვიურად უხდის 5000 დოლარს.

1090 ნახვა

“თქვენ ისევ ის ზოდიაქოს ნიშნები ხართ, რაც იყავით” – რა განმარტებას აკეთებენ პროფესიონალი ასტროლოგები “NASA-ს აღმოჩენაზე”

“თქვენმა ზოდიაქოს ნიშანმა განლაგება შეიცვალა. 2000 წლის შემდეგ პირველად, NASA-მ ზოდიაქოს ნიშნები განაახლა”, – გუშინ ამ ნიუსმა ქართული სოციალური ქსლები და ვებ-გვერდები მოიცვა, თუმცა ამბავი ძველია და მასთან დაკავშირებით პროფესიონალი ქართველი ასტროლოგები განმარტებას ჯერ კიდევ წლების წინ აკეთებდნენ.

“ბოლო 2-3 ათასი წლის მანძილზე, ვარსკვლავებმა განლაგება შეიცვალეს. დედამიწაზე ბევრი რამ განვითარდა და შეიცვალა მას შემდე, რაც უძველესი ასტროლოგები ცას დააკვირდნენ და ცამაც იგივე გავლენა განიცადა. ამიტომ, დედამიწის მოსახლეობის 86% მცდარი ჰოროსკოპის ნიშანს ატარებს. დაინტერესებულხართ ოდესმე, რატომ არ დაემთხვა სრულად თქვენი მახასიათებლები თქვენსავე ასტროლოგიურ პროფილს? NASA-ს მიერ განახლებულ ზოდიაქოს ნიშნებს თუ დააკვირდებით, გაგაოცებთ მათი სიზუსტე”.
დედამიწის მოსახლეობის 86%, რომელიც ამ ცვლილებას განიცდის, ზოდიაქოს ახალ ნიშანს უკეთესად შეეწყობა. ცოტა ხნით განაახლეთ თქვენი ზოდიაქოს თანავარსკვლავედი და დააკვირდით, როგორ იმოქმედებს იგი თქვენზე. თქვენ მიიღებთ უმნშვნელოვანეს ინფორმაციას, რომელიც ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბებს.
1452776432-zodiac-signs
განახლებული ზოდიაქოები ასე გამოიყურება:

თხის რქა – 20 იანვარი – 16 თებერვალი
მერწყული – 16 თებერვალი – 11 მარტი
თევზები – 11 მარტი – 18 აპრილი
ვერძი – 18 აპრილი – 13 მაისი
კურო – 13 მაისი – 21 ივნისი
ტყუპები – 21 ივნისი – 20 ივლისი
კირჩხიბი – 20 ივლისი – 10 აგვისტო
ლომი – 10 აგვისტო – 16 სექტემბერი
ქალწული – 16 სექტემბერი – 30 ოქტომბერი
სასწორი – 30 ოქტომბერი – 23 ნოემბერი
მორიელი – 23 ნოემბერი – 17 დეკემბერი
მშვილდოსანი – 17 დეკემბერი – 20 იანვარი”, – აღნიშნული ინფორმაცია წლების წინ უცხოურ საიტებსა და სოციალურ ქელებშიც ვრელდებოდა, თუმცა განმარტება ამ საკითხთან დაკავშირებით უცხოელმა ასტროლოგებმაც გააკეთეს.

აი, რას ამბობენ ქართველი ასტროლოგები:

ქეთი ვაწაძე, 2013 წელი:

“ისევ მეცამეტე ნიშნის შესახებ…

მოკლედ და უბრალო ენით რომ ავხსნა, ასტროლოგიაში, ზოდიაქოს სისტემაში გამოიყენება არა თანავარსკვლავედები, არამედ ზოდიაქოს ნიშნები, რომელიც არ არის ერთი და იგივე.
ზოდიაქოს ნიშნები ეკლიპტიკის პირობითი დანაყოფებია, რომლებიც 30 გრადუსისგან შედგება. ზოდიაქოს სისტემის ათვლის წერტილი ვერძის ზონა, უფრო კონკრეტულად კი გაზაფხულის ბუნიაობაა (20-21 მარტი).

ზოდიაქოს სისტემა არის სტატიკური (უძრავი) და რაც არ უნდა მოხდეს, ყოველთვის გაზაფხულის ბუნიაობიდან იწყება, ანუ, 21 მარტს, ყოველწლიურად იბადება ვერძის ნიშნის წარმომადგენელი, 21 აპრილს-კუროსი და ა.შ.

ანუ, ზოდიაქოს სიტემაში ყოველთვის იყო და არის 12 ნიშანი. უბრალოდ ეს გაუგებრობა თანავარსკვლავედებისა და ზოდიაქოს სისტემის გაიგივებამ გამოიწვია, რომელიც პრეცესიის გავლენით დღეს უკვე არააქტუალურია (განსხვავებით ადრეული ეპოქისგან, როდესაც მოხდა ზოდიაქოს ნიშნებისთვის თანავარსკვლავედების შესაბამისი სახელების დარქმევა, მაშინ, როდესაც ცის კაბადონზე თანავარსკვლავედების განლაგება ზოდიაქოს ნიშნების განთავსებას ემთხვეოდა).

ხოლო ე.წ. მე-13 ზოდიაქო, გველისმჭერი, უფრო მისტიკური ხასიათისაა (ბევრი ასტროლოგის აზრით მდებარეობს მორიელსა და მშვილდოსანს შორის) და მისი ვითომდა “აღმოჩენა” არ ახდენს ადამიანის ზოდიაქოს ნიშანზე და ფსიქოტიპზე გავლენას და არც ზოდიაქოს ნიშნების საზღვრების

41 ნახვა