კატეგორიის არქივი: რძის პროდუქტების მენიუ

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური

ფრანგმა ექიმმა-დიეტოლოგმა და ნუტრიციტოლოგმა პიერ დუკანმა ბოლო წლებში შეიმუშავა ახალი, თავისი დიეტის საკმაოდ საინტერესო ვარიანტი, სახელწოდებით “ დუკანის ექსპრეს დიეტა” და დეტალურად აღწერა ის თავის წიგნში < კვების საფეხური: მეორე ფრონტი> . ეს არის მსუბუქი ცილოვანი დიეტა, უფრო უნივერსალური და ბალანსირებული კლასიკურ, 4- ფაზიანი დიეტისგან განსხვავებით. ამ დიეტით შესაძლებელია კვირაში საშუალოდ 700-1200გრ დაკლება და გრძელდება მანამ, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ. ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე დაიკლო წონაში ან ვისაც სულ ცოტა ზედმეტი კილოგრამები აწუხებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ დიეტით კლება მიდის უფრო ნელა, ვიდრე ტრადიციული 4-ფაზიანი დიეტისას.

დიეტის აუცილებელი პირობაა 1,5 ს/კ შვრიის ქატო, 2 ლ სუფთა წყალი და 30 წთ(შესაძლებელია მეტიც) ფეხით სიარული დღეში!!! და არანაირი ალკოჰოლი 6 დღის განმავლობაში.

დიეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კვირა გრძელდება 7 დღე/ საფეხური. ყოველ ახალ დღეს მენიუში ერთვება ახალი პროდუქტი, რაც გვიქმნის კიბის ასოციაციას. ე.ი. ყოველ დღე ადამიანი ადის თითო ახალ საფეხურზე, რაც ვლინდება მენიუში ახალი პროდუქტების დამატებით. ამგვარად წარმოიქმნება კვების კიბე. აქედან წარმოიქმნა ამ წიგნის და ახალი დიეტის სახელწოდებაც.

ორშაბათი: სუფთა ცილის დღე. ამ დღეს დაშვებულია ყველა პროდუქტი რაც < შეტევაში> იხ. 1 ფაზა. ამ პროდუქტებს ვიღებთ როცა გვინდა და რამდენიც გვინდა. შვრიის ქატოს დღიური ნორმა 1,5 ს/კ. დამატებითი პროდუქტები დაშვებული არ არის.

სამშაბათი: ცილოვან პროდუქტს ემატება ბოსტნეული- ნებისმიერი რაოდენობით, გარდა დიდი რაოდენობით სახამებლის შემცვლელი და ტკბილი ბოსტნეულისა. ( კარტოფილი აკრძალულია) დაშვებული 28 სახეობის ბოსტნეულის ჩამონათვალი იხილეთ < მეორე ფაზა, კრუიზი > შვრიის ქატო 1,5 ს/კ . დამატებითი პროდუქტები ისევ აკრძალულია.

ოთხშაბათი: ცილოვან პროდუქტებს და ბოსტნეულს ემატება 150გრ ნებისმიერი სახეობის ხილი(გარდა ბანანის, ყურძენის, ლეღვის, კარალიოკის და ბალისა).ეს შეიძლება იყოს 1 ც ვაშლი,1ც ფორთოხალი ან გრეიფრუტი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, ასევე 2-3 პატარა ზომის მანდარინი, 1 ნაჭერი საზამთრო ან ნესვი, 1 ფინჯანი კენკრა… აკრძალულია ნებისმიერი სახეობის ჩირი. ამ დღეს დაშვებულია 1 სახეობის დამატებითი პროდუქტი. შვრიის ქატოს ისევ 1,5 ს/კ.

ხუთშაბათი: ცილებს, ბოსტნეულს და პორცია ხილს ემატება 45გრ ხორბლის უხეში ცეხვილი პური( დაახლოებით 2 თხელი ნაჭერი). ისევ რჩება 1 დამატებითი პროდუქტი და შვრიის ქატო 1,5 ს/კ.

პარასკევი: ცილებს, ბოსტნეულს,პორცია ხილს და პურს ემატება 40 გრ ყველი მაქ. 20% ცხიმიანობით (დაახლოებით 1 ნაჭერი). 1 დამატებითი პროდუქტი და 1,5 ს/კ შვრიის ქატო ისევ რჩება.

შაბათი: ცილებს, ბოსტნეულს, პორცია ხილს, პურს და ყველს ემატება 220გრ სახამებლის შემცველი პროდუქტები(პარკოსნები, ბურღულეული, კარტოფილი) იგულისხმება უკვე მომზადებული/მოხარშული პროდუქტი და არა მოსახარში. ისევ რჩება 1 დამატებითი პროდუქტი და 1,5 ს/კ შვრიის ქატო.

კვირა: მენიუში რჩება ყველა ის პროდუქტი, რაც აქამდე გვქონდა. ამის გარდა შეგვიძლია საკუთარ თავს მოვუწყოთ ზეიმი და ამ დღეს მივირთვათ რაც გვსურს,დღეში ერთხელ რესტორნის პორცია პირველი, მეორე, დესერტის და 1 ბოკალი ღვინოს ჩათვლით.

თუ ამ კვირაში დაკლებული კგ არ გვაკმაყოფილებს, ვიმეორებთ დიეტას ისევ თავიდან იმდენჯერ, სანამ სასურველ წონას არ მივაღწევთ. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია გაკეთდეს მესამე ფაზა. იხ. ფაილებში.

გისურვებთ წარმატებებს!

ექსპრეს დიეტის შესაძლო ვარიანტი ( აუცილებელი არ არის )

დღე 1: საუზმე- ომლეტი კვერცხით და უცხიმო რძით, ნაკლებმარილიანი სიომგა და ყავა.
სადილი – ქათმის კატლეტი და უცხიმო კეფირი.
სამხარი – ხაჭო იოგურტით.
ვახშამი – ზღვის პროდუქტები. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ უფრო გიყვართ. განსაკუთრებით კარგი იქნება ზღვის კოქტეილი.

დღე 2: საუზმე-დილის ხაჭოს ნამცხვარი ჩაისთან ერთად, გემოვნების მიხედვით მწვანე ან შავი. უფრო უკეთესი იქნება ბალახების ჩაი, მაგ. პიტნის.
სადილი – ხბოს კატლეტები ბოსტნეულის სალათით.
სამხარი – კეფირი ქატოთი.
ვახშამი – ქათამი მოხარშული, შემწვარი ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულის რაგუსთან ერთად.

დღე 3: საუზმე-ჩიზქეიქი ნატურალური იოგურტით და ცოტა ხილით, ყავა.
სადილი – ნებისმიერი თევზის სუპი(უხა). უკეთესი იქნება თევზის “სოლიანკა”.
სამხარი – ხილი. გახსოვდეთ რომელია დაშვებული და რომელი არა.
ვახშამი – ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი/შემწვარი ხორცი.

დღე 4: საუზმე- ახალი ხაჭო კეფირით.
სადილი – ხორცის ჩაშუშული.
სამხარი – ნაკლებმარილიანი სიომგის და მწვანილის ბუტერბროტი.
ვახშამი – ხორცის რულეტი ბოსტნეულით.

დღე 5: საუზმე – ქათმის ფილე, 1 ვაშლი და ჩაი.
სადილი – შემწვარი თევზი ცეხვილ პურთან ერთად.
სამხარი – ქატოს ბლინები ხაჭოსთან ერთად.
ვახშამი – ქათმის კატლეტები ნებისმიერ ბოსტნეულის სალათთან ერთად.

დღე 6: საუზმე – მოხარშული კვერცხი, ნაკლებმარილიანი სიომგა, ყავა.
სადილი – გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ხსნადი ცილებით. მოამზადეთ ჩაშუშული ლობიო და მიირთვით ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
სამხარი – ჩიზქეიქი ბალახების ჩაისთან ერთად.
ვახშამი – ორთქლზე მომზადებული თევზი კომბოსტოს სალათთან ერთად.

დღე 7: საუზმე – კვერცხის ომლეტი ხორცთან ერთად. ყავა.
სადილი – ბოსტნეულის სუპი ხორცით.
სამხარი – ხილი, რომლიც შეიძლება მიირთვათ არომატულ ყველთან ერთად.
ვახშამი – ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი თევზი და 1 ბოკალი წითელი ღვინო.

სასმელები: რა შეიძლება დალიოთ 7 – დღიანი დიეტის დროს:
ხილის სასმელები;
ნატურალური წვენები, განზავებული სუფთა წყლით, თანაფარდობით 1:1;
კომპოტები;
მინერალური, არაგაზირებული წყალი;
კეფირი მაქ. 1% ცხიმიანობით.
არანაირი დამატკბობელი და შაქარი. ყველაფერი მხოლოდ ნატურალური. ასევე შეგიძლიათ დალიოთ კისელი.

უკუჩვენება: თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გაქვთ თირკმელების და საშარდე სისტემის პრობლემები, გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

20633 ნახვა

2 კვირიანი დიეტა

პირველი კვირა
ორშაბათი
3 კვერცხი ან 5 საშუალო ზომის კარტოფილი.
გამოვთვალოთ 4 კვება – დილით, შუადღისას, 3-4 საათამდე და საღამოს (არაუგვიანეს 18 საათი); თქვენ შეგიძლიათ სვათ მხოლოდ წყალი – მარტივი და მინერალური.
სამშაბათი
100 გრ ხაჭო, უცხიმო არაჟანი, 200 – 250 მლ იოგურტი ან კეფირი
ოთხშაბათი
2 პატარა ვაშლი, 0,5 ლიტრი იოგურტი ან კეფირი, ხილის წვენი 1 ლიტრი.
ხუთშაბათი
400 გრ მოხარშული ხორცი ან ქათამი, უშაქრო ჩაი.
პარასკევი
1 ლიტრი მინერალური წყალი, 0,5 კგ ვაშლი ან მსხალი. ზამთარში შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარი ხილი
შაბათი
300 მლ იოგურტი, რძე ან კეფირი, 3 მოხარშული კარტოფილი.
კვირა
0.5 ლიტრი იოგურტი ან კეფირი და მინერალური წყალი.

მეორე კვირა
ორშაბათი
200 გრ მოხარშული ხორცი, 1 კვერცხი, 2 პატარა პომიდორი, წყალი ან მინერალური წყალი.
სამშაბათი
2 ვაშლი, 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი, პომიდვრისა და კიტრის სალათი ზეთით, უშაქრო ჩაი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სახარინი ან სხვა დამატკბობელი).
ოთხშაბათი
100 გრ მოხარშული ხორცი, 70 გრ ჭვავის პური, 2 ვაშლი ან მსხალი.
ხუთშაბათი
2 კვერცხი, 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 150 გრ ჭვავის პური, წყალი.
პარასკევი
0.5 ლიტრი იოგურტი, 3 მოხარშული კარტოფილი, ვაშლი (700 გრ).
შაბათი
300 გრ მოხარშული ქათამი, 2 საშუალო ზომის კიტრი, 2 კვერცხი, და ჩაი.
კვირა
მინერალური წყალი, 4 მოხარშული კარტოფილი, 2 ვაშლი.

2270 ნახვა

პიერ დუკანის დიეტა (სრული ვერსია)

ცნობილი ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა შედგება 4 ფაზისგან.

პირველი ფაზა – შეტევა

პირველ ფაზაში დაშვებულია 72 დასახელების ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ პროდუქტებიდან ჩვენთვის სასურველი ერთი ან რამოდენიმე პროდუქტი და მივიღოთ დღის განმავლობაში როცა გვინდა და იმდენი, რამდენიც გვინდა.
ეს ცილოვანი პროდუქტები იყოფა 8 ჯგუფად.

1) ჯგუფი: ხორცეული;
2) ჯგუფი: ფრინველი და ბოცვერი;
3) ჯგუფი: თევზი&ზღვის პროდუქტები;
4) ჯგუფი: კვერცხი;
5) ჯგუფი: მცენარეული პროტეინები;
6) ჯგუფი: უცხიმო რძის პროდუქტები;
7) ჯგუფი: 2 ლიტრი წყალი დღეში;
8) ჯგუფი: შვრიის ქატო.

ხორცეული:

1. საქონლის ხორცი;

2. ხბოს ხორცი;

3. ცხენის ხორცი;

4. ხბოს / საქონლის ღვიძლი და თირკმელები;

5. ხბოს კოტლეტი (შნიცელი);

6. კურდღლის ხორცი;

7. საქონლის / ღორის ფილე (სუკი);

8. საქონლის / ხბოს ნეკნები;

9. საქონლის სტეიკი;

10. საქონლის / ხბოს / ცხვრის ენა;

11. როსტბიფი;

12. ძროხის ჩალაღაჯი;

13. გარეული ცხოველების ხორცი და მათი შიგნეული (ირემი, შველი,იხვი, კურდღელი).

ფრინველი და ბოცვერი (კანის და ხილული ცხიმის გარეშე)

14. წიწილა;

15. დედალი;

16. ფრინველის გულ-ღვიძლი;

17. ინდაური;

18. ხოხობი;

19. ციცარი;

20. სირაქლემა;

21. მტრედი;

22. მწყერი;

23. კაკაბი;

24. ინდაურის ლორი, 3% ცხიმინობის, 100გრ;

25. ქათმის ბარკლები;

თევზეული ყველანაირი- ახალი ან შებოლილი, ცხიმიანი და კონსერვი(საკუთარ წვენში)

26. სკუმბრია;

27. კალმახი;

28. ლოქო;

29. ორაგული;

30. ქაშაყი;

31. პალტუსი;

32. ქარიყლაპია;

33. კობრი;

34. ვირთევზა;

35. ქორჭილა;

36. სკაროსი;

37. კეფალი / ბარაბული;

38. სარდინი;

39. პიქშა;

40. ზვიგენი;

41. კამბალა;

42. სურიმი – თევზის ფარში;

43. თინუსი;

44. ხეკი;

45. ზღვის ენა;

46. საირა;

47. ლოუჩი;

48. ხიზილალა – წითელი და შავი;

49. სამეფო დორადა;

ზღვის პროდუქტები:

50. ხამანწკები;

51. მოლუსკები;

52. ლოკოკინა;

53. კიბორჩხალა;

54. ლანგუსტები;

55. მიდიები;

56. კალმარები;

57. კრევეტები;

58. რვაფეხა;

59. მდინარის კიბორჩხალა;

60. მელანთევზა;

61. ზღვის ზღარბი;

კვერცხი:

62. ქათმის / მწყერის / სირაქლემას კვერცხი;

მცენარეული პროტეინები:

63. კონჯაკის მაკარონი (შირატაკი);

64. საითანი;

65. ტოფუ;

რძის პროდუქტები 0% ცხიმიანობით:

66. რძე;

67. კეფირი;

68. ხაჭო;

69. კრემხაჭო;

70. ნატურალური იოგურტი / მაწონი;

71. ყველი;

72. მარცვლოვანი ყველი (Cottege Cheese).

ამ 72 დასახელების პროდუქტიდან მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტებია შეზღუდული, კერძოდ 675მლ/მგ დღეში და სუფთა რძე მაქ. 250მლ. ქათმის კვერცხი დღეში მხოლოდ 2 ცალი მთლიანად და ცილა შეუზღუდავი რაოდენობით.(რადგან კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, დაახლოებით 7გრ). ვისაც სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალი აქვს, დუკანი კვერცხის მიღებისგან თავის შეკავებას გვირჩევს და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ 2 ცალი კვერცხი დღეში.
ეს პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რაოდენობით ,დღის ნებისმეირ დროს. დაივიწყეთ კალორიების თვლა და 6 – ის მერე არ ჭამა.

შეტევის ფაზაში დასაშვებია ასევე ზოგიერთი დამატებითი პროდუქტები, მცირე რაოდენობით:

1 . ყავა, ჩაი, ბალახების ჩაი, მინერალური წყალი;

2. ძმარი, სოიოს სოუზი უშაქროდ;

3. ჟელატინი, 30 გრ აგარ-აგარი, გამაფხვიერებელი, დროჟი;

4. რამოდენიმე ღერი მწვანილი, 1 პატარა ზომის ხახვი, 2 – 3კბილი ნიორი და სუნელები.

5. მჟავე კიტრის პიკული 3 – 4 ცალი (უშაქრო );

6. ლიმონის წვენი, მხოლოდ საჭმელის გასაკეთებლად, როგორც დანამატი ( არ დალიოთ როგორც ლიმონათი და არ შეჭამოთ მისი რბილობი, როგორც ხილი);

7. შაქრის შემცვლელი 0 კალ ( არ შეიძლება ფრუქტოზა ,გლუკოზა, სორბიტი…)

8. 2 ს/კოვზი ტომატის პასტა, უშაქრო;

9. დიეტური კოკა კოლა, პეპსი და სხვა დიეტური სასმელები. 0 კალორიით .

10. კრაბის ჩხირები 0.1 %ცხიმინით შეუზღუდავად და მეტი ცხიმიანობის არაუმეტეს 8 ცალისა დღეში (200 გრამი);

11. ჯანჯაფილი (კოჭა).

12. შირატაკის ტიპის მაკარონი, კონჯაკის ბრინჯი;

13. ნებისმიერი ზეთი 1 ჩაის კოვზი;

14. გოჯი ბერი – 1 ჩაის კოვზი შეტევაში და 2 ფაზის ცილის დღეებში. მეორე ფაზის ცილა + ბოსტნეულის დღეებში 1 ს/კ.

15. მარილი ზომიერად და უშაქრო მდოგვი 1 ჩაის კოვზი.

16. უშაქრო საღეჭი რეზინი და კარამელები 5 ცალი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა დიაბეტური კანფეტი დუკანში დაშვებული არ არის. ყურადღება მიაქციეთ, რომ აკრძალული დამატკბობელი არ იყოს გამოყენებული. SULA – ს კარამელები აკრძალულია!

პირველი ფაზის დროს შეიძლება იგრძნოთ პირის სიმშრალე და უსიამოვნო სუნი პირიდან. არ შეგეშინდეთ ეს არის იმის დასტური რომ თქვენ დგეხართ სწორ გზაზე:) თუ იგრძენით თავბრისხვევა, გულის ფრიალი, სისუსტე კუნთებში და ა.შ. არ შეზღუდოთ მარილი, მიიღეთ ზომიერად.

აუცილებელია!

1) 1.5 სუფრის კოვზი ქატო

2) ყოველდღიური სიარული 20 წუთი

3) და აუცილებლად უნდა დალიოთ 1.5 ლიტრი წყალი (ყავა და ჩაი ითვლება სითხის რაოდენობაში).

მეორე ფაზა – მონაცვლეობა

დუკანის დიეტის მეორე ფაზა-მონაცვლეობა , კრუიზი. მეორე ფაზა გრძელდება მანამ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ წონას. მონაცვლეობის სქემას ვირჩევთ ჩვენთვითონ 1/1 2/2 3/3 4/4 ან 5/5. მაგალითად, 1/1 ნიშნავს, რომ ერთი დღე ვჭამთ მხოლოდ ცილას და შემდეგი დღე ცილა + ბოსტნეულს, აუცილებლად ერთად. ამ პრინციპით შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი მონაცვლეობა 2/2 -3/3

4/4 ან 5/5 ექიმი დუკანი აღნიშნავს, რომ ყველაზე მარტივი 1/1 ზე მონაცვლეობაა .თუ რომელ სქემას აირჩევთ ნება თქვენია.
მეორე ფაზის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი პირველი ფაზიდან. ამ ეტაპზე ემატება 28 დასახელების ბოსტნეული, გარდა იმ ბოსტნეულისა რომელიც შეიცავს სახამებელს.

აკრძლულია: ავოკადო ,ბარდა, წითელი ლობიო, სიმინდი, ყველა სახის პარკოსნები და ბურღულეული: კარტოფილი, მაკარონი ,ბრინჯი, წიწიბურა.

დაშვებული ბოსტნეული:

1. არტიშოკი;

2. ბადრიჯანი;

3. მწვანე სალათის ფოთლები;

4. ყვავილოვანი კომბოსტო;

5. ბროკოლი;

6. სოკო (შამპინიონი);

7. ვარდკაჭკაჭა;

8. მჟაუნა;

9. კამა ბოლქვი (ფენხელი)

10. მწვანე ლობიო;

11. სტაფილო;

12. კომბოსტო ( თეთრი, წითელი, ვირზინგი);

13. გოგრა;

14. პრასი;

15. პალმის გული;

16. ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი, მწვანე);

17. ბოლოკი, თალგამი;

18. რევანდი (Rhubarb);

19. ბრიუსელის კომბოსტო;

20. ჭარხალი;

21. კიტრი;

22. ნიახური;

23. სოიო;

24. სატაცური;

25. ისპანახი;

26. პამიდორი;

27. ყაბაყი;

28. ხახვი.

ამ ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილო და ჭარხალი მივიღოთ არაუმეტეს 200 გრამისა დღეში, რადგან შეიცავს შაქარს.

მთავარი წესი

1) შვრის ქატო 2 სუფრის კოვზი;

2) შეკრულობის დროს 2 კოვზი ხორბლის ქატო ;

3) ეცადეთ რომ რძის პროდუქტი არ აღემატებოდეს 700 გრამს;

4) წყალი მინიმუმ 2 ლიტრი ;

5) ყოველდღიური სიარული 30 წუთი.

მეორე ფაზაში მენიუს მრავალფეროვნებისთვის დაშვებულია შემდეგი სახის დამატებითი

პროდუქტები:

1. სიმინდის სახამებელი – 1 სუფრის კოვზი ( 20 გრამი);

2. უცხიმო რძის ფხვნილი (მაქ. 1,5% ცხიმიანობით) 3ს/კ დღეში;

3. სოიოს ფქვილი-1 სუფრის კოვზი ან 20 გრამი;

4. კაკაოს უშაქრო ფხვნილი მაქს. 10- 11% ცხიმიანობით, 1 ჩაის კოვზი – ან 7 გრამი;

5. ქათმის სოსისი 10% ცხიმიანობით- 100 გრამი;

6. არაჟანი 3%- 1 ს/კ ან 30გრ;

7. სოიოს ნატურალური იოგურტი-1 ცალი;

8. იოგურტი ცხიმგამოცლილი 0 % ხილის ნაჭრებით უშაქრო – 100 გრამი;

9. თეთრი ღვინო 3 სუფრის კოვზი ან 30მლ ( მარტო სადილის მოსამზადებლად),ამასთან 100 მლ-ზე მეტი კვირაში არა;

11. გასპაჩო -1 ჭიქა ან 150 გრამი;

12. ყველი 7 %-30 გრ;

13. სოიოს სოუზი-1 ჩაის კოვზი ან 5 გრამი;

14. ქოქოსის რძე 15 % – 100 მლ;

15. ტემპე- 50 გრამი (სოიოსგან დამზადებული პროდუქტია, ვინც იცის და აქვს მიირთვას

16. უშაქრო კეტჩუპი 1ს/კ ცილის დღეებში და ცილა+ბოსტნეულის დღეებში შეუძრუდავად;

17. Extra light Philadelphia 30გრ;

18. ხორბლის ქატო 1 ს/კ დღეში;

19. ჩიას მარცვლები 1 ჩ/კ;

20. სელის თესლი 1ჩ/კ;

ამ სიიდან შეგიძლიათ აირჩიოდ მხოლოდ 2 პროდუქტი დღეში. ან ერთი პროდუქტი ორმაგი დოზით მაგალითად, 1ს/კ სიმინდის სახამებელი და 1 ჩ/კ კაკაო. ან მხოლოდ 2 ჩ/კ კაკაო დღეში. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დამატებითი პროდუქტი კლებას შეგიჩერებთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება!

უნდა ვიცოდეთ, რომ ბოსტნეულის რაციონში შეტანა იწვევს წონის მატებას, სინამდვილეში ეს მატება ხდება ბოსტნეულში შემავალი წყლის ხარჯზე, რომელიც მომდევნო სუფთა ცილის დღეებში უკვალოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან. წონის ასეთმა ცვალებადობამ, რომ თქვენს განწყობაზე და მოტივაციაზე არ იმოქმედოს, რეკომენდირებულია აიწონოთ კვირაში ერთხელ.

მეორე ფაზაში მენიუს მრავალფეროვნებისთვის დაშვებულია შემდეგი სახის დამატებითი პროდუქტები:

1. სიმინდის სახამებელი – 1 სუფრის კოვზი ( 20 გრამი);

2. უცხიმო რძის ფხვნილი (მაქ.1/5%)- 30 გრამი;

3. სოიოს ფქვილი-1 სუფრის კოვზი ან 20 გრამი;

4. კაკაოს უშაქრო ფხვნილი მაქს. 10- 11% ცხიმიანობით, 1 ჩაის კოვზი – ან 7 გრამი;

5. ქათმის სოსისი მაქ. 10% ცხიმიანობით 100 გრამი;

6. უშაქრო თხევადი აქტიმელი-1 პატარა ქილა;

7. სოიოს ნატურალური იოგურტი-1 ცალი;

9. იოგურტი ცხიმგამოცლილი 0 % ხილის ნაჭრებით უშაქრო – 100 გრამი(ნახშირწყლები არაუმეტეს 17%);

10. თეთრი სუფრის ღვინო 3 სუფრის კოვზი. ( მარტო სადილის მოსამზადებლად),ამასთან 100მლ-ზე მეტი კვირაში არა;

11. გასპაჩო -1 ჭიქა ან 150 გრამი;

12. ყველი 7 % ცხიმიანობით -30 მგ;

13. სოიოს სოუზი-1 ჩაის კოვზი ან 5 გრამი;

14. ქოქოსის რძე 15 %-მდე ცხიმიანობით – 100 მლ ;

15. ტემპე – 50 გრამი (სოიოსგან დამზადებული პროდუქტია, ვინც იცის და აქვს მიირთვას:)

16. უშაქრო კეტჩუპი 1ს/კ ცილის დღეებში და ცილა+ბოსტნეულის დღეებში შეუძრუდავად;

17. Extra light Philadelphia 30გრ;

ამ სიიდან შეგიძლიათ აირჩიოდ მხოლოდ 2 პროდუქტი დღეში. ან ერთი პროდუქტი ორმაგი დოზით:) მაგალითად, 1ს/კ სიმინდის სახამებელი და 1 ჩ/კ კაკაო. ან მხოლოდ 2 ჩ/კ კაკაო დღეში.

მესამე ფაზა – განმტკიცება

ჩვენი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ამოწურული რესურსების შევსება.სასურველი წონის მიღწევის შემდეგ , აუცილებელია დიეტის გაგრძელება და მესამე ფაზაში გადასვლა. მესამე ფაზა პირველი ნაბიჯია, ბალანსირებული კვების ხარჯზე, წონის შენარჩუნებისათვის.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა

მესამე ფაზის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია , თქვენს მიერ, პირველსა და მეორე ფაზაში დაკლებული კილოგრამების რაოდენობაზე.
ყოველი დაკლებული კილოგრამი მრავლდება 10 დღეზე.
მაგალითისთვის, თუ თქვენ დაიკელით 5 კგ ,მესამე ფაზის ხანგრძლივობა 5×10=50 დღეს შეადგენს.
მესამე ფაზა ორ ეტაპად იყოფა P3a და P3b .(P3=P3a+P3b)
თითოეულში თანაბარი რაოდენობის დღეებია .
P3a მოიცავს მესამე ფაზისათვის განსაზღვრული დღეების ნახევარს 50 / 2=25 ,
ისევე როგორც P3b.

მესამე ფაზაში დამატებული საკვები პროდუქტები

დიეტის მესამე ეტაპზე საკვები პროდუქტები უფრო მრავალფეროვნდება
ხორცით,ხილით,ყველით,(კრახმალის)სახამებლის შემცველი პროდუქტებითა და პურით.ნარჩუნდება პირველსა (72) და მეორე ფაზებში დაშვებული (72+28) პროდუქტი .72 ცილა ,28 ბოსტნეული .
მესამე ფაზაში აღარაა სავალდებულო ცილა ,ცილა ბოსტნეულის დღეთა მონაცვლეობის დაცვა .თქვენი მენიუ სტაბილიზაციის ეტაპიდან ცილა ბოსტნეულით კომბინირებული ,ვიტამინებით გაჯერებული საკვები იქნება .

სავალდებულო შვრიის ოდენობა ამჯერად 2,5 სკ შეადგენს .
ყოველდღიურად წყალი – 2 ლ (ყავა ,ჩაის ჩათლით)

ხორცის სახეობები:
ცხვარი , ღორის ხორცის ყველა ნაჭერი (მაქსიმალურად მჭლე ნაჭრები)

დღეში – ნებისმიერი ნებადართული ხილის 1 პორცია.
ერთ პორციად ითვლება :
1 ცალი – ვაშლი,მსხალი,ატამი,გრეიფრუტი,მომცრო ზომის მანგო ,ფორთოხალი,ვაშლატამა.
2 ცალი – კივი,მანდარინი,გარგალი.
1 მომცრო ფიალა – მარწყვი,მალინა,მაყვალი.
1 ნაჭერი – ნესვი, საზამთრო.

არ შეიძლება:
ბანანი, ყურძენი, ბალი, ავოკადო, ყველანაირი სახის ჩირი, ყველანაირი სახის თხილი.

* ახალი ინფორმაციით დუკანმა დაუშვა თხილის მცირედი ოდენობა .რაც მუჭაში ჩაგვეტევა დაახლოებით 15გრ. გაითვალისწინეთ ,რომ თუ თხილებს მიიღებთ ზეთის დღიურ ნორმას უნდა შეელიოთ! ფაქტობრივად ალტერნატივა გაქვთ ან თხილები, ან ზეთი.

დღეში – 40 გ დაბალი ცხიმიანობის მქონე ყველი (50%)
დღეში – 2 ნაჭერი პური (ცეხვილი)

კვირაში ერთხელ (p3a) კრახმალის შემცველი პროდუქტები ,რომელთა მზა (მოხარშული) მასა არ უნდა აღემატებოდეს 225 გრ.
კვირაში ორჯერ (p3b) კრახმალის შემცველი პროდუქტები ,რომელთა მზა (მოხარშული) მასა არ უნდა აღემატებოდეს 225 გრ

გამონაკლისის სახით,
P3a ფაზის დღეებში – კვირაში ერთხელ დაშვებულია თქვენთვის სასურველი საკვების მიღება ,თავისთვის ერთგვარი ზეიმის მოწყობა.
P3b დღეებში კი მსგავსი ნებივრობის უფლება კვირაში ორჯერ გექნებათ.
თუმცაღა ძაანაც ნუ გაინებივრევთ თავს და ყველაზე მსუყე და კალორიულ საკვებს ნუ მიეძალებით და ორი კაცის პორციასაც ნუ შეჭამთ.
ნებადართულია ასევე 1 ჭიქა მშრალი ღვინოს დალევა.

სავალდებულოა !
კვირაში ერთი ცილოვანი დღე.დუკანის რჩევით კარგი იქნება თუ ცილოვან დღედ ხუთშაბათს შევარჩევთ.

მესამე ფაზა მთლიანად წონის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ამ ფაზაში შესაძლოა შეიმჩნეს მცირედით წონის მატება და კლება ,თუმცაღა მთლიანობაში მიღწეულ წონას უნდა ინარჩუნებდეთ.

ფიზიკური დატვირთვა სასურველია გაზარდოთ 25 -30 წ. დუკანი რეკომენდაციას სწრაფ სიარულს უწევს.

დუკანის მიერ შემუშავებული ექსპრეს დიეტა – 7 საფეხური (გამარტივებული ვერსია) ,მესამე ფაზის ალტერნატივას წარმოადგენს.

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია

მეოთხე ფაზა გრძელდება უკვე მთელი ცხოვრება..
1) ჯანსაღი კვება – მიახლოებით უნდა იკვებოთ ისე როგორც მესამე ეტაპზე მაგრამ აქ უკვე შეგიძლიათ მოიწყოთ ორი სადღესასწაულო დღე – და ორი სახამებლის შემცვლელი პროდუქტი;
2) ხუთშაბათობით უნდა გააკეთოთ ეგრეთწოდებული განტვირთვის ანუ ცილის დღე;
3) აუცილებლად უნდა იაროთ მინიმუმ 20 წუთი;
4) ყოვედღიურად უნდა მიიღოთ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო.

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

150243 ნახვა

გასახდომი განტვირთვის დღეები რის დროსაც ვიკლებთ დღეში 500-800 გრამს

განტვირთვის დღეები უკეთესია შაბათ-კვირას მოვაწყოთ,მოვუმატოთ ფიზიკურ დატვირთვას და კარგად გამოვიძინოთ.

გასახდომი განტვირთვის დღეები – ეს არის ორგანიზმის ერთგვარი გამოცოცხლება,კვების ზიგზაგი რის დროსაც ვიკლებთ დღეში 500-800 გრამს!

მაგალითად ადვილად გადასაგორებელია ხილ-ბოსტნეულის განტვირთვის დღეები,რადგან გეუფლებათ საკმარისი საკვების მიღების შეგრძნება,როგორც შედეგი კი რეფლექსურად ითრგუნება კვების ცენტრი.

ცილოვანი საკვების კი აჩქარებს ცხიმებისა და ნახშირყლების ათვისებას და შესაბამისად ადვილად გადაიტანება.

გასახდომი განტვირთვის დღეები იყოფა რამოდენიმე ნაწილად:

ცილოვანი დღეები : კეფირი, ხაჭო,ხორცი, თევზი. ცხიმოვანი დღეები : არაჟანი და ნაღები. ნახშირწყლების  დღეები : წიწიბურა, ბრინჯი, ვაშლი, კიტრი, საზამთრო  და შოკოლადიც კი !

თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული განტვირთვის დღე თქვენივე გემოვნებით და რაც  არანაკლებ მნიშვნელოვანია – თქვენ შეგიძლიათ გაამეოროთ თქვენი არჩეული განტვირთვის დღეები,როდესაც ის შედეგს გამოირებს !

თუ თქვენ გინდათ უფრო სწრაფად დაიკლოთ წონაში,გირჩევთ რომ ჯერ გააკეთოთ ხორცის განტვირთვის დღე,შემდეგ კი ბოსტნეულის,კეფირის ან არაჟნის დღე. ამ შემთვევაში თქვენ ამ ორ დღეში დაიკლებთ 2 – 2,5 კილოს.

სანამ განტვირთვის დღეებს ავირჩევთ და შევასრულებთ,უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

განტვირთვის დღეები ეწინააღმდეგება ბალანსირებული დიეტის პრინციპს, ასე რომ განტვირთვის დღეების დაცვა შეიძლება კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.

ახლა კი შემოგთავაზებთ განტვირთვის დღეებს.

ხორცის განტვირთვის დღე – ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი:

1. უცხიმო და უმარილო 400 გრ მოხარშული ხორცი,გავყოთ ოთხ პორციად და თითო

პორცია მივირთვათ ნებისმიერ ბოსტნეულთან ერთად ( კარტოფილის გარდა).გარდა

ამისა ამ დღეს სასურველია საუზმეზე და ვახშამზე დავლიოთ უშაქრო ჩაი.

2. 200-250გრ უმარილო მოხარშული ხორცი  მივირთვათ უშაქრო ჩაისთან

და ნებისმიერ წვენთან ერთად. ეს შეგვიძლია გავიმეოროთ დღეში 5-6 ჯერ.

ხორცი შეგვიძლია ასევე მოვამზადოთ ღუმელში სანელებლებით.

ბოსტნეულის მოყვარულთათვის არსებობს

ბოსტნეულის განტვითვის დღე,

თითო ბოსტნეულის დღეს თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ 1,2  – 1,8 კილო ბოსტნეული (კარტოფილის გარდა).

საკვების მიღება შეგვიძლია დღეში 6ჯერ,ასევეშემოგთავაზებთ რამოდნიმე სალათს ბოსტნეულის დღისთვის:

ვინერეტი: სალათის თასში ჩავხეხოთ  100 გრ ყველი  და 100 გრ მოხარშული ჭარხალი, 100 გრ უმი სტაფილო, ორი კოვზი ბარდა (გაროხი), 50 გრ მწვანე ხახვი, 1-2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი, აურიეთ წვრილად დაჭრილი  კიტრი, მოვასხათ 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და ლიმნის წვენი ( ან ძმარი)

კომბოსტოს სალათი: წვრილად დაჭრილი 400 გრ კომბოსტოს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 2-3 წუთის განმავლობაში ( სიმწარის ამოსაღებად),შემდეგ გადავასხათ წყალი,ცოტა მარილი მოვაყაროთ. მოვასხათ მაიონეზი ან ზეითუნის ზეთი და დავუმატოთ შაქარი გემოვნებით.

ტკბილი სალათი: გავხეხოთ სტაფილო,ვაშლი  და ნიახური. დავუმატოთ ქიშმიში და ცოტა თაფლი.შეგვიძლია სურვილისამებრ დაამატოთ წვეთი მცენარეული ზეთი.

ბოსტნეულის განტვირთვის დღე ასევე მიეკუთვნება ნახშირყლების განტვირთვის დღეებს.

არაჟნის განტვირთვის დღე:

 არაჟნის დღეს 20-30% ცხიმიანი ,80 გრ არაჟანი შეგვიძლია მივირთვათ დღეში 5 ჯერ.

ასევე 1-2 ჭიქა ასკილის ბულიონი.

კიტრის განტვირთვის დღე:

კილო ნახევარი კიტრი (დაახლოებით 15-20 ცალი) გავყოთ 5 პორციად და მივირთვათ დღის განმავლობაში.

ვახშამზე შეგვიძლია  მივირთვათ 50გრ მოხარშული ხორცი ან ერთი მოხარშული კვერცხი,უშაქრო ჩაისთან ერთად.

კიტრის განტვირთვის დღე სხვათაშორის მიეკუთვება ნახშირწყლების განტვირთვის დღეს.

ყოველი 100 გრამი კიტრი,შეიცავს ცილების 0,8გრ-ს, ცხიმების 0,1გრ-ს, ნახშირწყლების 3მ-ს და 15 კალორიას.

რძის განტვირთვის დღე:

დღის განმავლობაში 6-8 ჯერ უნდა დავლიოთ 1-1,5 ლ რძე.

კეფირის განტვირთვის დღე:

დღეში 5ჯერ დავლიოთ 1-1,5 კეფირი.

შეგვიძლია მივაყოლოთ ნებისმიერი ტკბილი ხილი და ბოსტნეული.

ასევე მოამზადეთ კეფირ-ხილის კოკტეილი და კეფირის დღე გახდება თქვენთვის საყვარელი  განტვირთვის დღე ?

შეგვიძლია შემოგთავაზოთ კეფირის კოკტეილი.

ხაჭოს განტვირთვის დღე:

ხაჭოს მოყვარულებს შეგვიძლია შემოგთავაზოთ 3 ვარიანტი:

  • უცხიმო 400 გრ ხაჭო დაყოფილია ოთხ ეტაპად.შეგვიძლია შევურიოთ 1-2 ჩაის კოვზი ხორბლის ქატო ან მივირთვათ თაფლთან, ხილთან, კენკრასთან და ბოსტნეულთან ერთად.საუზმისა და ვახშმის დროს რეკომენრებულია ასკილის ბულიონი.
  •  დღეში 5ჯერ  1 ჭიქა რძე და 60გრ 9% ცხიმიანი ხაჭო.
  •  დღეში 5ჯერ   1 ჭიქა კეფირი და 500 გრ უცხიმო ხაჭო.

სალათების განტვირთვის დღე:

გამოიყენეთ ახალი ბოსტნეული, ხილი და მათი კომბინაციები 5-ჯერ დღეში 250-300 გრ. შეგიძლიათ დაამატოთ მცენარეული ზეთი ან არაჟანი.

შერეული განტვირთვის დღე:

დღეს გადაანაწილეთ 4 პორციაზე 6 ჭიქა რძე, მოხარშული 350 გრ ხორცი და 50-60 გრ ბოსტნეული .

მოხარშული ხორცი შეგვიძლია შევცვალოთ მოხარშული თევზით.

როდესაც სახლში არაფერია კარტოფილის გარდა,მოიწყეთ

კარტოფილის განტვირთვის დღე:

500 გრ კარტოფილი კარგად გავრეცხოთ კანიანად და მოვხარშოთ.

ან გავჭრათ სიგრძეზე და მაღალ ტემპერატურაზე შევდოთ ღუმეში 20-25 წუთი ( კანით ქვევით,უმარილოდ  და უზეთოდ)

500 გრ კარტოფილი გავყოთ ოთხ პორციად და მივირთვათ დღის განმავლობაში.
გარდა ამისა რეკომენდირებულია 2 ჭიქა ასკილი.

ჩაის  განტვირთვის დღეებში უკეთესია გამოვიყენოთ მწვანე ჩაი.

მას აქვს თვისება: მწვანე ჩაი წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს წონის კლებას. დიეტოლოგები თვლიან, რომ ორი ჭიქა  მწვანე ჩაი უშაქროდ დღეში წვავს 80 კალორიას.მწვანე ჩაი აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის ხელს უწყობს ღვიძლის და თირკმლის მუშაობას , ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და უმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ასე რომ! ჩაის დამახდუნებელი განტვირთვის დღე,არ ქინება ცუდი ჩვენი ორგანიზმის გასაწმენდად.

ჩაი შეგვიძლია ვსვათ მთელი დღე,დღის განმავლობაში კი ჩაისთან ერთად უნდა დავლიოთ 2ლ წყალი.მწვანე ჩაი მდიდარია ცილებით და იძლევა დანაყრების განცდას, რაც განასხვავებს მას წყლის განტვირთვის დღისგან.

ბრინჯის განტვირთვის დღე:

ბრინჯი – 50გრ
შაქარი – 120 გრ
ხილი – 1.5 კგმოვხარშოთ ახალი ან ხმელი ხილის კომპოტი და  დავლიოთ ერთი ჭიქა 6-ჯერ დღეში. დღეში ორჯერ, ტკბილ კომპოტს მივაყოლოთ  უმარილო ბრინჯის ფაფა.

1109 ნახვა

20 დღიანი დიეტა ⭐️ ვიკლებთ 12-15 კილოს

დიეტას ვიცავთ 20 დღის განმავლობაში.
ვიკლებთ 12-15 კილოს
დიეტის შემდეგ შეგვიძია მივირთვათ ყველაფერი, მაგრამ ზომიერად.
ყოველდღიურად ვჭამოთ ხაჭო
დიეტის განმეორება შეიძლება 1 თვის შემდეგ.

გამორიცხულია:
– ღვინო
– ლუდი
– ლიმონათი
– შაქარი
– ტკბილეული
– თეთრი პური
– კარტოფილი
– მაკარონი

პირველი 2 დღის განმავლობაში:
მთელი დღის განმავლობაში, 1-2 ლიტრი რძე ან კეფირი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი, 2 ნაჭერი შავი პური

3-4 დღის განმავლობაში ცილები:
8-9 საათი: ყავა რძით, 0.5 ჩაის კოვზი კარაქი ნაჭერ შავ პურთან ერთად, 0,5 ჩაის კოვზი თაფლი
12-13 საათი: ერთი ჭიქა ბულიონი (ხორცის ან თევზის), 100 გრ. მოხარშული ხორცი ან თევზი, ერთი ნაჭერი შავი პური
16-17 საათი: ერთი ჭიქა რძე ან ჩაი 0,5 ერთი ჩაის კოვზი თაფლით
19 საათი: 100 გრ. მოხარშული ხორცი ან 2 კვერცხი და 50 გ. ყველი და ერთი ჭიქა კეფირი

ბოსტნეულის 5-6 დღე:
8 საათი: 2 ვაშლი და 2 ფორთოხალი
12 საათი: ბოსტნეულის წვნიანი და სალათი კარტოფილის გარეშე
16-17 საათი: 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი
19 საათზე: ბოსტნეულის სალათი (კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო) 1 ნაჭერი შავი პური, 1 ჭიქა ჩაი ჩაის კოვზი თაფლი 0.5

6450 ნახვა

თეთრი სოუზი

საჭიროა:
– უცხიმო კეფირი (1.5%) – 170 გ
– დაბალკალორიული მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი
– უცხიმო არაჟანი – 2 სუფრის კოვზი
– გახეხილი რეჰანი – 1 სუფრის კოვზი
– დაჭრილი მწვანე ხახვი – 1 სუფრის კოვზი
– ვაშლის ძმარი – 2 ჩაის კოვზი
– მშრალი მდოგვი – 1 ჩაის კოვზი
– ბეგქონდარა – 1 ჩაის კოვზი
– ნიორი – 1კბილი
– შაქარი – ½ ჩაის კოვზი

დავაბლენდეროთ და მივირთვათ ზღვის პროდუქტებთან ერთად.

კალორია – 11,5
ცხიმი – 0,35 გრ

372 ნახვა

შვრიის ბლინები (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო (თუ მონაცვლების ფაზაში ხართ +1 კოვზი)
– 3 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი

მომზადების წესი:
– მომზადების წესი მარტივია, ავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთში და ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
– გავაცხელოთ ტაფა და მზა მასა დავასხათ

3845 ნახვა

ხაჭოს ნამცხვარი

საჭიროა:
ხაჭო – 150გრ
შვრიის ფანტელი – 120გრ
1 ცალი ბანანი
1 ჭიქა ქიშმიში

მომზადების წესი:
გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
ხაჭო, ბანანი და შვრია დავაბლენდეროთ.
დავამატოთ წინასწარ დამბალი ქიშმიში, ამოვურიოთ და დავტოვოთ 20-25წთ.
შემდეგ მივცეთ მრგვალი ფორმა და დავალაგოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
გამოვაცხოთ 30 წუთის მანძილზე 180გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

100 გრ – 89 კალორია

1247 ნახვა

ჟოლოს ჩიზქეიქი

ბისკვიტის ინგრედიენტები:
2 კვერცხის ცილა
1 კვერცხის გული
1 სუფრის კოვზი სახამებელი
2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
2 სუფრის კოვზი შაქრის შემცვლელი
ვანილი

ყველის ფენის ინგრედიენტები:
500 გრ უცხიმო კრემ-ყველი (ricotta, Philadelphia)
150 გრ უცხიმო იოგურტი
1 კვერცხი
2 სუფრის კოვზი სახამებელი
4 ცალი შაქრის შემცვლელი
ვანილი
1 ჭიქა ჟოლო

ჟელეს შემადგენლობა:
100 მლ უშაქრო ჟოლოს სიროფი
3 ჟელატინის ფოთლები (ან 1 სუფრის კოზვი)

მომზადების წესი:
ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსსზე.
თასში ავურიოთ კვერცხის ცილა და მარილი,ვთქვიფოთ სანამ არ გამყარდება, შემდეგ დაამატოთ კვერცხის გული და სახამებელი.
შერეული მასა გავაჩეროთ 2-3 წუთის განმავლობაში.
დამატება დამატკბობელი, ქატო და ვანილი და დაასხით ნარევს
გამოაცხეთ 12 დან 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

ცალკე თასში ავურიოთ ყველის ფენისათვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი, გარდა ჟოლოსა.
ჟოლო ბოლოს დავამატოთ და ავურიოთ ნაზად,ისე რომ ჟოლოები არ დაიშალოს.

ბისკვიტს მოვასხათ ყველის ფენა და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში 50-60 წუთი.

როდესაც გამზადდება,დავტოვოთ გასაგრილებლად.

როდესაც გაცივდება,დავალაგოთ ჟოლოები და მოვასხათ უკვე გამზადებული ჟელე
შემდეგ შევდგათ მაცივარში და გავაჩეროთ 2 საათი.

283 ნახვა

შოკოლადის სიროკი

ხაჭო:
500 გრ უცხიმო ხაჭო
4 კვერცხის ცილა
შაქრის შემცვლელი

მინანქარი:
4 კვერცხის გული
250 მლ რძე 0.5-1.5%
1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
3 სუფრის კოვზი უცხიმო კაკაო (11% მდე)
15 გრ ჟელატინი
შაქრის შემცვლელი

სანამ მზადებას დავიწყებთ ჟელატინი ჩავდოთ ადუღებულ წყალში, რომ შეიშუპოს.
ხაჭოსთვის საჭირო ინგრედიენტები ავურიოთ კარგად ერთმანეთში.

მოვათავსოთ სილიკონის თასში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით.ხოლო 15 წუთის შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ.

სანამ ხაჭო გრილდება, მოვამზადოთ მინანქარი ჩვენი სიროკისათვის:
ცივ რძეში ჩავუშვათ ჟელატინი,დავუმატოთ სხვა ინგრედიენტები,რომლებიც განკუთვნილ იყო მინანქრისათვის და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ.

სილიკონში, რომელშიც გამოვაცხვეთ ხაჭო,ჩავასხათ ჯერ მინანქარი,შემდეგ ხაჭო,შემდეგ ისევ მინანქარი

შემდეგ შევდგათ საყინულეში

ჩვენი შოკოლადის სიროკი შეიცავს:

105.7 კალორიას

13.6 ცილას

4.1 ცხიმს

3.7 ნახშირყლებს

647 ნახვა

ჩაის და კეფირის დიეტა

1 დღე:

საუზმე. ჩაი,ერთი სუფრის კოვზი თაფლით, კაკლით, ლეღვით, ლიმნით და ქიშმიშით
სადილი. რაც ჩვენ გვინდა
შუადღე: ფორთოხალი ან გრეიფრუტი
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი 1% ცხიმით

2 დღე:

საუზმე: ჩაი თაფლით
სადილი: რაც ჩვენ გვინდა
შუადღე: 1 ჭიქა კეფირი
ვახშამი: კეფირი

3 დღე:

საუზმე: ჩაი თაფლით
სადილი: კეფირი
შუადღე: კეფირი
ვახშამი: კეფირი

4 დღე:

საუზმე: ჩაი თაფლით
სადილი: ჩაი თაფლით
შუადღე: ჩაი თაფლით
ვახშამი. ჩაი თაფლით

5 დღე:

საუზმე: კეფირი
სადილი: კეფირი
შუადღე: კეფირი
ვახშამი: კეფირი

6 დღე:

საუზმე. ჩაი,ერთი სუფრის კოვზი თაფლით, კაკლით, ლეღვით, ლიმნით და ქიშმიშით
სადილი. რაც ჩვენ გვინდა
შუადღე: ფორთოხალი ან გრეიფრუტი
ვახშამი: 1 ჭიქა კეფირი 1% ცხიმით

7 დღე:

საუზმე: ჩაი თაფლით
სადილი: რაც ჩვენ გვინდა
შუადღე: 1 ჭიქა კეფირი
ვახშამი: კეფირი

8 დღე:

საუზმე: ჩაი თაფლით
სადილი: კეფირი
შუადღე: კეფირი
ვახშამი: კეფირი

9 დღე:

საუზმე: ჩაი თაფლით
სადილი: ჩაი თაფლით
შუადღე: ჩაი თაფლით
ვახშამი. ჩაი თაფლით

10 დღე:

საუზმე: კეფირი
სადილი: კეფირი
შუადღე: კეფირი
ვახშამი: კეფირი

328 ნახვა

არაჩვეულებრივი დიეტების ხუთეული

ბანანის იაპონური დიეტა

მას შემდეგ რაც გამოიცა ბანანის დიეტის წიგნი, იაპონიაში ბანანის ნამდვილი ბუმი დაიწყო! წიგნში მოთხრობილია ნამდვილი ამბავი ახალგაზრდა იაპონელი ხიტოში ვატანაბეს ამბავი,რომელმაც დაიკლო 13 კილო რამოდენიმე თვეში. დიეტა აღმაშფოთებლად მარტივია!

ხიტოში ვატანაბეს საუზმეს შეადგენდა მხოლოდ ბანანი და წყალი!

ვახშამსა და სადილზე კი ის რასაც და რამდენსაც უნდოდა იმდენს მიირთმევდა,ასევე არ იყო აუცილებელი ტკბილეულის,ალკოჰოლის და ცხიმოვანი საკვების რაციონიდან ამოღება!

არ გვავალდებულებდა ახალგაზრდა იაპონელი ფიზიკურ დატვირთვას და ადრე დაძინება-გაღვიძებას

კვერცხის დიეტა

კვერცხის დიეტა ცნობილი გახდა გამოჩენილი ადამიანების საშუალებით,რომლებმაც სასურველი წონა დაიკლეს სასურველ დროში მხოლოდ კვერცხის ჭამით.მაგალითად, ედრიენ ბროდიმ ფილმ პიანისტის გადაღებამდე, კვერცხის დიეტის საშუალებით 13 კილო დაიკლო!

მძინარე მზეთუნახავის დიეტა

ეს დიეტა მათვისაა განკუთვნილი ვისაც ძილი უყვარს. დიეტას მარტივი პრინციპი აქვს: ” მძნავს – მაშასადამე არ ვჭამ!”. სიგიჟეს გავს,თუმცა ეფექტურია

ჰოლივუდური დიეტა

ჰოლივუდში პოპულარული გახდა რეგულარული დიეტა, რომელიც ეფუძნება – დიეტურ ფუნთუშებს,იგი აბსოლუტურად აქრობს შიმშილის გრძნობას.დიეტის ავტორი, ექიმი სენფორდ სიგელი გვირჩევს; საუზმეზე მივირთვათ 1-2 დიეტური ფუნთუშა ხოლო ვახშამზე 100 გრ უცხიმო თევზი ან ხორცი, ბოსტნეულის სალათი ლიმნის წვენით,ცოტა მაკარონი ან ნებისმიერი პიურე და 1-2 ნაჭერი ხორბლის პური.

შეზღუდული არ არის ჩაის,ყავის და წყლის რაოდენობა

ჟელეს დიეტა

როგორც მიხვდით დიეტის მთავარი შემადგენელი პროდუქტი ჟელეა,რათქმა უნდა უკეთესია უშაქროდ.

დღის განმავლობაში შეგვიძლია მივიღოთ ნებისმირ დროს ,ნებისმიერი რაოდენობით.

რაც შეება დანარჩენ საკვებს,შეგვიძლია მივირთვათ ყველაფერი – გარდა იმ საკვებისა რომელიც შეიცავს ნახშირყლებს

842 ნახვა

კვერცხის დიეტა გრძელდება 4 კვირა და ვიკლებთ 8 კილოს.

კვერცხის დიეტა, სხვა დიეტებისგან განსხვავებით გათვლილია ქიმიურ რეაქციებზე, ვიდრე კალოერიების მიღებაზე. დიეტის დაცვა შეუძლია ყველა ასაკის ადამიანს. მისი ეფექტურობა დამოკიდებულია მის დაცვაზე.

დიეტა გრძელდება 4 კვირა,დღეში ვიღებთ 2000 კალორიამდე და ვიკლებთ 8 კილოს.

კვერცხის დიეტის უპირატესობა მდგომარეობს შიმშილის გრძნობის განულებაში.ჩვენ ვერ ვგრძნობთ შიმშილს,რადგან ვირებთ უამრავ ვიტამინს.

არ შეიძლება დიეტაში მითითებული პროდუქტების შეცვლა,მსგავსი პროდუქტითაც კი!

რადგან დიეტის შედეგი იქნება მ ი ნ ი მ ა ლ უ რ ი !

კვერცხის დიეტის დროს ორგანიზმი ეჩვევა კვების ამ რეჟიმს,შესაბამისად დიეტა უნდა დავასრულოთ ეტაპობრვად 🙂

ხილი, რომელიც შეიძლება ვჭამოთ: ფორთოხალი, ვაშლი, მსხალი, გარგარი, ნესვი, საზამთრო, ანანასი, ატამი, კივი, მანდარინი,გრეიგრუტი, ქლიავი.

პირველი კვირა:

ორშაბათი

საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

სადილი: ნებისმიერი ტიპის ხილი, და ნებისმიერი რაოდენობით

სადილი: შემწვარი (მოხარშული ხორცი),ცხვრის გარდა .

სამშაბათი

საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

სადილი: მოხარშული (შემწვარი) ქათამი (კანის გარეშე )

ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათი, სუხარი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ოთხშაბათი

საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

სადილი: ნებისმიერი ყველი (უცხიმო) ნებისმიერი რაოდენობით, პომიდორი, სუხარი

სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, ცხვრის გარდა

ხუთშაბათი

საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი

სადილი: ნებისმიერი ტიპის ხილი, და ნებისმიერი რაოდენობით

სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, ცხვრის გარდა, სალათის ფოთოლი.

პარასკევი
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, მოხარშული ბოსტნეული (ბარდა,ლობიო,სტაფილო, ყაბაყი)
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი თევზი, სალათი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

შაბათი
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: ნებისმიერი ტიპის ხილი, და ნებისმიერი რაოდენობით
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი,ცხვრის გარდა , სალათის ფოთოლი

კვირა
საუზმე: 1-2 შედუღებამდე კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი (კანის გარეშე ), პომიდორი, მოხარშული ბოსტნეული, ფორთოხალი ან გრეიფრუტი.
ვახშამი: მოხარშული ბოსტნეული

მეორე კვირა

ორშაბათი
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, სალათი
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, სალათის ფოთოლი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

სამშაბათი
საუზმე: 1-2 შედუღებამდე კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, სალათი
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ოთხშაბათი
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, კიტრი
ვახშამი: 2 მოხარშული კვერცხი, ფორთოხლის ან გრეიფრუტი
მოგვიანებით: მოხარშული ბოსტნეული

ხუთშაბათი
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: 2 მოხარშული კვერცხი, ყველი (უცხიმო) ნებისმიერი რაოდენობით, მოხარშული ბოსტნეული
ვახშამი: 2 მოხარშული

პარასკევი
საუზმე:1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: მოხარშული ან შემწვარი თევზი
ვახშამი: 2 კვერცხი.

შაბათი
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: შემწვარი ან მოხარშული ხორცი, პომიდორი, ფორთოხალი ან გრეიფრუტი
ვახშამი: ხილი.

კვირა
საუზმე: 1-2 მოხარშული კვერცხი, 1/2 ფორთოხალი ან გრეიფრუტი
სადილი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი (კანის გარეშე ), პომიდორი, მოხარშული ბოსტნეული, ფორთოხალი ან გრეიფრუტი
ვახშამი: მოხარშული ან შემწვარი ქათამი (კანის გარეშე ), პომიდორი, მოხარშული ბოსტნეული, ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

მესამე კვირა

მომდევნო დღეებში, ვჭამთ რეკომენდებულ საკვებს დღის განმავლობაში ნებისმიერ დროს. თავად ვირჩევთ, სადილს და საუზმეს, ფორთოხალი და გრეიფრუტს 🙂

ორშაბათი

ხილი დაშვებულია ნებისმიერ დროს, ნებისმიერი რაოდენობით დღეში.

სამშაბათი

ნებისმიერი სალათი და ბოსტნეული დღის განმავლობაში, გარდა კარტოფილისა და მშრალი ბალახების.

ოთხშაბათი

სალათები, ხილი და ბოსტნეულიმთელი დღის განმავლობაში ნებისმიერი რაოდენობით ნებისმიერ დროს.

ხუთშაბათი

მოხარშული ან შემწვარი თევზი, სალათი, მოხარშული ბოსტნეული ნებისმიერი რაოდენობით.

პარასკევი

მოხარშული ან შემწვარი ხორცი (ცხვრის გარდა ), მოხარშული ბოსტნეული.

შაბათი და კვირა

ერთი ტიპის ხილი, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ოდენობით.

მეოთხე კვირა

ქვემოთ ჩამოთვლილი პროდუქტი მივიღოთ დღის განმავლობაში

ორშაბათი

4 ნაჭერი შემწვარი ან მოხარშული ხორცი.

ან 1/4 ქათამი,4 კიტრი 3 პომიდორი

ტუნა ზეთის გარეშე

სუხარი

ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

სამშაბათი

შემწვარი ან მოხარშული ხორცი (200 გრამი)

4 კიტრი 3 პომიდორი,

სუხარი

ვაშლი ან მსხალი (ერთი ნაჭერი ნესვი, ფორთოხალი, გრეიფრუტი).

ოთხშაბათი

ხაჭო ან თეთრი ყველი (უცხიმო)

მოხარშული ბოსტნეული

2 კიტრი, 2 პომიდორი

სუხარი

ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

ხუთშაბათი

1/2 მოხარშული ან შემწვარი ქათამი

1 კიტრი, 3 პომიდორი

სუხარი

ფორთოხალი ან გრეიფრუტი

ერთი სახის ხილი.

პარასკევი

2 მოხარშული კვერცხი

3 პომიდორი, სალათის ფოთოლი

ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

შაბათი

2 ქათმის მოხარშული მკერდი

125 გრ. ხაჭო ან ყველი

სუხარი

2 კიტრი, 2 პომიდორი, იოგურტი

ფორთოხალი ან გრეიფრუტი.

კვირა

ხაჭო

ტუნა (ზეთის გარეშე)

მოხარშული ბოსტნეული

2 კიტრი, 2 პომიდორი

სუხარი

1116 ნახვა

7 დღიანი გემრიელი დიეტა

თვეში რამოდენიმეჯერ გემრიელ 7 დღიან დიეტაზე ყოფნა სულ არ არის ძნელი.ასე რომ,მოიმარაგეთ თქვენი საყვარელი ხილ-ბოსტნეული და მიირთვით მთელი დღის განმავლობაში!

ორშაბათი

ბოსტნეულის დღე. დავუშვათ არჩეული გაქვთ კიტრი. თქვენ შეგიძლიათ მიირთვათმინიმუმ 10, მინიმუმ 20 კგ დღის განმავლობაში! მაგრამ არ აქვს მნიშვნელობა, თუ რამდენად წვნიანია კიტრი, ისინი ვერ ავსებენ საკმარისი სითხეებით ჩვენს სხეულს, ასე, რომ გირჩევთ, ამ დღეს მიიღოთ მეტი მინერალური წყალი.

სამშაბათი

თუ წინა დღეს იყო ბოსტნეულის, ეს იმას ნიშნავს, რომ შემდეგი ხილის დღეა. მაგალითად, ვაშლი, ფორთოხალი ან მსხალი. დაყავით ხილი ოთხ ან ხუთ მიღებად და ძირითადი ნაწილი მივირთვათ ვახშამზე. თუ იგრძნობთ შიმშილს, თქვენ შეგიძიათ დალიოთ უცხიმო იოგურტი ან კეფირი

ოთხშაბათი

დღეს შეგვიძლია ვჭამოთ კენკრა. ეს შეიძლება იყოს არომატული ახალი მარწყვი, ქლიავი ან ჟოლო. ვჭამოთ კეკნრა შეუზღუდავი რაოდენობით.

ხუთშაბათი

დღეს უპირატესობა რძის პროდუქტებს უნდა მივანიჭოთ. ავირჩიოთ რომელიმე რძის პროდუქტი: კეფირი,იოგურტი ან მაწონი და მივირთვათ მთელი დღის განმავლობაში!

თუ მაინც და მაინც შეგვაწუხებს შიმშილი,შეგვიძლია მივირთვათ ხაჭო არაჟნის გარეშე.უკეთესია დღე დავასრულოთ 1 ჭიქა კეფირით

პარასკევი

ისევ ბოსტნეული. არჩევანი თავისუფალია – ეს შეიძლება იყოს კომბოსტო, გოგრა, კარტოფილი (არა შემწვარი და არამედ მოხარშული) ან წვნიანი პომიდორი. ვჭამოთ მხოლოდ ბოსტნეული მთელი დღის განმავლობაში და სასმელი მინერალური წყალი.

შაბათი

ეს დღე მიუძღვენით რომელიმე მარცვალეულს: ალუბალს, გარგარს და ატამს. დღის განმავლობაში, ჭამეთ თქვენს მიერ არჩეული ხილი და ღამით დალიეთ კეფირი

კვირა

სავარაუდოდ ყველაზე მძიმე და რთული დღე. დღეს თქვენ უნდა დალიოთ ხილის წვენი – ვაშლის, ყურძნის ან ფორთოხლის.

302 ნახვა

რძის ადვილი დიეტა

ეს დიეტა მათთვისაა განკუთვნილი ვისაც უჭირს ჩვეული პროდუქტის კომპლექტის გარეშე.

ამ დიეტის კვების რაციონში შედის:

  • მარცვლეული
  • კვერცხი
  • ბოსტნეულის წვნიანი ან რძე
  • ყველი
  • ხილი
  • ბოსტნეული
  • ქატოს პური

სასმელებიდან შეგვიძლია მივიღოთ: 

  • მინერალური წყალი
  • ხილისა
  • ბოსტნეულის წვენები
  • კომპოტები
  • რძე
  • ჩაი (სასურველია რძით).

მოცემული პროდუქტებიდან შეგვიძია მოვამზადოთ კერძები ჩვენი სურვილისამებრ იოგურტთან,კეფირთან,რძესთან,ხაჭოსთან  და ყველთან ერთად.

რათქმა უნდა უნდა გავაკონტროლო საკვების რაოდენობა – ჭამაზე თითო პორცია არ უნდა აღემატებოდეს 200 გრამს დასაკვების მიღების შუალედი უნდა იყოს 2-3 საათი.

474 ნახვა

რძის მონოდიეტა დაჟინებული და მიზანდასახული ადამიანებისათვის

ეს დიეტა დაჟინებული და მიზანდასახული ადამიანებისთვისაა!

და რასაკვირველია  რძის მოყვარულთათვის,რადგან სხვა შემთხვევაში შეუძლებელია ამ რაოდენობის რძის მიღება.დიეტა გრძელდება 1 კვირა და საკვებ რაციონში შედის მხოლოდ რძე.დიეტის ეფექტისათვის აუცილებელია დავიცვალთ რძის მიღების განრიგი და დრო.

დილის რვა საათიდან საღამოს რვა საათამდე ჩვენ უნდა დავლიოთ:

1 დღე – ერთი ჭიქა რძე ყოველ ორ საათში

2 დღე – ერთი ჭიქა რძე ყოველ საათ ნახევარში

3 დღე – ერთი ჭიქა რძე ყოველ ერთ საათში

4 დღე – ერთი ჭიქა რძე ყოველ ნახევარ საათში.

 დიეტის დასრულება უნდა მოხდეს ნელ-ნელა.დიეტის დასრულების მეორე და მესამე დღეს (დაწყებიდან 8 და 9 დღეს) აუცილებელია დღის პირველ ნახევარში მივიღოთ ერთი ჭიქა რძე ყოველ ორ საათში,საუზმეზე კი ბოსტნეულის სალათები მივირთვათ.

10 დღეს შეგვიძლია ნელნელა მივიღოთ ჩვეული საკვები.

თუ ცოტა ფიზიკურ დატვირთვასაც დაუმატებთ – თქვენ საკუთარ სხეულს ვერ იცნობთ !

371 ნახვა