კატეგორიის არქივი: კოქტეილები

კიტრის კოქტეილი

საჭიროა:
– კიტრი – 6 ცალი (საშუალო)
– ნიახური – 3 ცალი
– ლიმონი – ½ ცალი
– ყინულის კუბიკები

მომზადების წესი:
ლიმონი გავწუროთ, კიტრი და ნიახური გავთალოთ და დავაბლენდეროთ,დავუმატოთ ლიმონის წვენი.

ორი პორცია კიტრის კოკტეილი – 58 კალორია

1138 ნახვა

იმბირის ჩაი

იმბირის ჩაი გამოიყენება შემდეგი პროპორციით: ქლიავის ხელა იმბირი და 2 ლიტრი წყალი.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე იმბირის ჩაის რეცეპტს.

  • გავთალოთ იმბირი,დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავყაროთ თერმოსსში, დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე საათით.მივიღოთ კვებამდე ნახევარი საათით ადრე 0.5 ან 1 ჭიქა იმბირის ჩაი.
  • გავთალოთ იმბირი: გავხეხოთ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად,გავასუფთაოთ რამოდენიმე კბილი ნიორი,ჩავყაროთ იმბირი და ნიორი თერმოსსში,დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ მხოლოდ 15 წუთით.ვსვათ ჩაი მთელი დღის განმავლობაში კვების რაოდენობის მიღების მიუხედავად.
  • გავთალოთ და თხლად დავჭრათ იმბირი,შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ ადუღებიდან 15 წუთი.როდესაც ჩვენი ჩაი გამზადდება,გაგრილების შემდეგ დავუმატოთ ჭიქის მეოთხედი ლიმნის წვენი და ცოტა თაფლი.

669 ნახვა

კრევეტების კოქტეილი (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 150გრ მოხარშული კრევეტი
– 200გრ უცხიმო იოგუეტი
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი
– ლიმონის წვენი
– ტაბასკოს სოუსი, სურვილისამებრ

მომზადების წესი მარტივია: დავაბლენდეროთ სანამ ერთი მასა არ გახდება

399 ნახვა