კატეგორიის არქივი: კინო და ტელევიზია

“საქართველო ჩემი გულია” ბერას გამოსვლა FOX5 NEWS (ვიდეო)

271 ნახვა

Birja Mafia – ს წევრები სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს (ვიდეო)

რეპერი მიხეილ მგალობლიშვილი სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო. ადვოკატები 50 000 ლარიან გირაოს ითხოვდნენ.

სასამართლო დარბაზის დატოვების შემდეგ მიხეილ მგალობლიშვილმა იმღერა კიდეც. მან მედიასთან სასამართლო შენობის გარეთ მცირე კომენტარი გააკეთა.

“მადლობა ყველას, ვინც გვერდში დამიდგა. სირცხვილი მათ, ვინც ამ ამბის თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის გამოყენება სცადა,” – განაცხადა მიხეილ მგალობლიშვილმა.

სასამართლო პროცესზე კი რეპერმა, მიხეილ მგალობლიშვილმა განაცხადა, რომ მას ნარკოტიკი ჩაუდეს.

მეორე რეპერის, გიორგი ქებურიას პროცესი 15:00 საათზე დაიწყება.

პროკურატურის პოზიციით, ჯგუფ ბირჟა მაფიის წევრების პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის. შეკითხვაზე – დაიკითხნენ თუ არა პოლიციელები, პროკურორის თქმით, ყველა საგამოძიებო მოქმედება ჩატარდება.

„იმ ფაქტორის გათვალისწინებით, რომ ისინი წარსულში ნასამართლევები არ არინ, ჩატარებული ექსპერტიზის შედეგად ნარკოტიკის მოხმარების ფაქტი არ დაუდგინდათ, მათი პატიმრობაში ყოფნა მიზანშეწონილი არ არის,“ – განაცხადა პროკურორმა, დავით გუმბერიძემ.

ჯგუფ ბირჟა მაფიას რეპერი გიორგი ქებურია სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს. დაკავებულის გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლომ მიიღო.

ის წინასწარი პატიმრობიდან 20 000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს.

მუსიკოსი აცხადებს, რომ დაკავების შემდეგ სამართალდამცველები მასზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახორციელებდნენ და აღიარებით ჩვენებაზე ხელი ძალდატანებით მოაწერინეს.

გიორგი ქებურიამ ასევე აღნიშნა, რომ ის საქართველოს ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის შვილს, რეპერ ბერა ივანიშვილს, იცნობს და მას მადლობა გადაუხადა.

ცოტა ხნის წინ სასამართლო დარბაზიდან რეპერი მიხეილ მგალობლიშვილიც გათავისუფლდა. ის პოლიციამ გიორგი ქებურიასთან ერთად, დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის ფაქტზე დააკავეს, თუმცა რეპერები აცხადებენ, რომ ისინი სამართალდამცველებმა ცოტა ხნის წინ გავრცელებული კლიპის გამო დააკავეს.

გიორგი ქებურიას განცხადებით, კომპანიას, რომელმაც კლიპის გადაღება დააფინანსა, ვიდეოს გამოქვეყნების შემდეგ სამართალდამცველები დაუკავშირდნენ და კლიპში პოლიციელის როლის შემსრულებელი მსახიობის დაფარვა მოსთხოვეს.

მუსიკოსის თქმით, მას დაკავების დროს ნარკოტიკული საშუალება არც უნახავს, მიუხედავად იმისა, რომ ოქმის მიხედვით, რეპერები დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების შეძენა-შენახვის გამო დააკავეს.

771 ნახვა

დათო ხუჯაძისა და მარინა დევიატოვას აჭარული სიმღერა (ვიდეო)

დათო ხუჯაძემ მარინა დევიატოვასთან ერთად დუეტში აჭარული სიმღერის რემიქსი შეასრულა, რომელმაც ქართველი მსმენელის ერთი ნაწილი მოხიბლა.

249 ნახვა

მოგზაურობა ულამაზეს საქართველოში – მოკლემეტრაჟიანი ფილმი (ვიდეო)

243 ნახვა

ვლადიმირ პუტინის მოულოდნელი მიმართვა – “ჩემო ძვირფასო, საქართველოს მოქალაქეებო!” (ვიდეო)

ჩვენ გულწრფელად ვისწრაფვით, რომ რუსეთ-საქართველოს კავშირები ნაყოფიერად განვითარდეს, გამდიდრდეს ახალი საქმეებით, იდეებითა და გეგმებით” , – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით ქართველი ხალხისა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებისთვის გამოგზავნილ მისალოც წერილში.
ინფორმაციას „რია ნოვოსტის” თბილისის საერთაშორისო პრესცენტრი ავრცელებს.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ქართველ ხალხსა და დიდი სამამულო ომის ვეტერანებს დამდეგ გამარჯვების დღეს ულოცავს:
„ძვირფასო ვეტერანებო! ძვირფასო, საქართველოს მოქალაქეებო! სულითა და გულით გილოცავთ დიადი გამარჯვების 69 წლის იუბილეს. ჩვენი მამებისა და პაპების უკვდავი გმირობა, რომელთაც სამშობლო და მომავალი თაობებისთვის მშვიდობა სასტიკ, სისხლიან ომში დაიცვეს, გმირული და ურყევი თავფურცელია რუსეთ-საქართველოს ერთიან ისტორიაში.
მრავალსაუკუნოვანი კავშირი, კულტურული და სულიერი სიახლოვე, მეგობრობისა და ურთიერთგაგების ტრადიციები დღეს უმნიშვნელოვანესი საწინდარია რუსეთ-საქართველოს შორის კეთილმეზობლობის აღსადგენად.
ამ საზეიმო დღეს დიდი სამამულო ომის ვეტერანებს ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას ვუსურვებ, საქართველოს ყველა მოქალაქეს კი მშვიდობასა და აყვავებას”, – ნათქვამია რუსეთის პრეზიდენტის წერილში.

317 ნახვა

ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა (ვიდეო)

586 ნახვა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით (ვიდეო)

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა.

– ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება –

– ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

– უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

184 ნახვა

პატრიარქი 2009 წელს მოწამლეს? – მეუფე პეტრეს სკანდალური განცხადება (ვიდეო)

მარტვილისა და ჭყონდიდის მიტროპოლიტმა მეუფე პეტრემ (ცაავა) “იმედის დროში” კათოლიკოს-პატრიარქის მოწამვლის მცდელობის კიდევ ერთი ფაქტი გაიხსენა, რომელიც მისი მტკიცებით, პატრიარქის მდივან-რეფერანტ შორენა თეთრუაშვილს უკავშირდება. მეუფე პეტრემ კიდევ ერთხელ დაადანაშაულა თეთრუაშვილი “ჩრდილოვან მმართველობაში” და საპატრიარქოში წლების მანძილზე “ინტრიგების მოწყობაში.

278 ნახვა

მამა გიორგის ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა გავლენიანმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედელისთვის სთხოვა

ჭყონდიდის მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს განცხადებით, მამა გიორგი მამალაძეს ციანიდი საპატრიარქოს ერთ-ერთმა პირმა მისი ნათესავი ოქრომჭედილისთვის სთხოვა. ამის შესახებ მეუფე პეტრემ “იმედის დროში” განაცხადა.

102 ნახვა

მამა გიორგი არ არის ის ადამიანი, ვინმეს მოკვლა შეეძლოს – სოსო ოხანაშვილი (ვიდეო)

ვერ დავიჯერებ, მამა გიორგი არ არის ის ადამიანი, ვინმეს მოკვლა შეეძლოს, – ამის შესახებ პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “პოსტსკრიპტუმი” განაცხადა.

204 ნახვა

“ღმერთმა დამიფაროს, სასულიერო პირს ხელით შევეხო” – სოსო ოხანაშვილი (ვიდეო)

ადასტურებს თუ არა სოსო ოხანაშვილი მასა და მამა მიქაელ ბოტკოველს შორის ფიზიკურ დაპირისპირებას? – ამ შეკითხვას პატრიარქის უკვე ყოფილმა დაცვის უფროსმა გადაცემა “პოსტსკრიპტუმში” უპასუხა.

119 ნახვა

ელოდება თუ არა სოსო ოხანაშვილი დაკავებას? (ვიდეო)

პატრიარქის დაცვის უკვე ყოფილი უფროსი, სოსო ოხანაშვილი არ გამორიცხავს, რომ ის შესაძლოა დააკავონ, – ამის შესახებ მან “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “პოსტსკრიპტუმი” განაცხადა, როდესაც უპასუხა კითხვას – გამორიცხავს თუ არა ამ გეგმის ნაწილი მისი დაკავებაც ყოფილიყო. როგორც სოსო ოხანაშვილმა აღნიშნა, იყო და ახლაც არის მცდელობები, რამენაირად მოხდეს მისი ამ საქმესთან დაკავშირება.

131 ნახვა

“პატრიარქმა დამლოცა” – როგორ გადადგა სოსო ოხანაშვილი (ვიდეო)

სოსო ოხანაშვილმა პატრიარქის დაცვის უფროსის პოსტი საკუთარი ნებით დატოვა, – ამის შესახებ სოსო ოხანაშვილმა “რუსთავი 2”- ის გადაცემაში “პოსტსკრიპტუმი” განაცხადა.
მისივე თქმით, არსებული გარემოებებიდან გამომდინარე, ის საპატრიარქოში ვეღარ გაჩერდებოდა.

113 ნახვა

დავადასტურებ იმას, რომ შორენა თეთრუაშვილთან ტკბილი ურთიერთობა არ მქონდა (ვიდეო)

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის უკვე ყოფილი დაცვის უფროსი, სოსო ოხანაშვილი აცხადებს, რომ საპატრიარქოში ის სიმართლისა და უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლას შეეწირა. ამის შესახებ ოხანაშვილმა “რუსთავი 2”-ის გადაცემაში “პოსტსკრიპტუმი” განაცხადა.

116 ნახვა

“ვიცი ის საქმეები, რომელიც იქ ხორციელდებოდა” შოკისმომგვრელი ინფორმაცია (ვიდეო)

მოვა დრო და ყველაფერს ვიტყვი, ეს იმაზე შოკისმომგვრელი იქნება, ვიდრე დღეს ხდება, – ამის შესახებ “პოსტსკრიპტუმს” პატრიარქის დაცვის სამსახურის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა განაცხადა.

105 ნახვა

პატრიარქს პირდაპირ უთხრეს, რომ მამა გიორგი მის მოსაწამლად მიდიოდა (ვიდეო)

პატრიარქს პირდაპირ უთხრეს, რომ მის მოსაწამლად მიდიოდა მამა გიორგი და ის მარტო არ მოქმედებდა და მეც რაღაცნაირად ვიყავი ჩართული ამ საქმეში, – ამის შესხაებ პატრიარქის დაცვის ყოფილმა უფროსმა სოსო ოხანაშვილმა “პოსტსკრიპტუმს” განუცხადა.

119 ნახვა

“ჩემი ანაფორა დაუფინეთ, არ შესცივდეთო” – ემოციური ისტორია პატრიარქზე (ვიდეო)

“ჩემი ანაფორა დაუფინეთ, არ შესცივდეთო” – ემოციური ისტორია პატრიარქზე, როცა ის ცხინვალში შევიდა.

124 ნახვა

“დაგალეწავდით თითებს ჩაქუჩებით” – დიმა ობოლაძის ემოციური მონოლოგი (ვიდეო)

“სხვა შუა დღეში” დიმა ობოლაძემ მაია ასათიანს “რუსთავი 2”-ის სახელით მიუსამძიმრა. მან ასევე იმ ადამიანებს მიმართა, რომლებიც მაია ასათიანის მწუხარების გამო ნეგატიურ კომენტარებს წერენ.

208 ნახვა

სცენაზე გამოსულ მოცეკვავე გოგონას ჩაცმულობაზე დასცინეს, ხოლო როცა მან ცეკვა დაიწყო, ყველა პირდაღებული დატოვა (ვიდეო)

გასართობ შოუში Танцы ალიონა დვოიჩენკოვას გამოსვლამ ყველა აალაპარაკა. გოგონამ უკვე საკმაოდ დიდი პოპულარობა მოიპოვა და მისი ვიდეო მილიონობით ადამიანმა გააზიარა.

170 ნახვა