კატეგორიის არქივი: მუსიკა

მისი სიმღერის საშინლად შესრულების მოსმენისას, სტინგი რეაქციას ვერ მალავს (ვიდეო)

რა თქმა უნდა, დიდი პატივია, როდესაც სიმღერას იმ არტისტის წინაშე ასრულებ, ვისაც ეს ნაწარმოები ეკუთვნის. ხშირ შემთხვევაში ეს პატივისცემად ითვლება, თუმცა ხანდახან ყველაფერი ისე კარგად არ მიდის როგორც დაგეგმილი გვქონდა.

რამდენიმე კვირის წინ, შვედური Polar Music Prize, რომელსაც ხშირად მუსიკის ნობელის პრემიასაც უწოდებენ, სტინგს გადაეცა. საზეიმო ცერემონიალზე კი, მისთვის პატივის მიგება ლეგენდარულმა პუერტო რიკოელმა გიტარისტმა, ხოსე ფელიციანომ გადაწყვიტა. მან სტინგის კლასიკა Every Breath You Take შეასრულა, მაგრამ მაინცდამაინც კარგად არ გამოუვიდა.

როგორც ხედავთ, სტინგის დამოკიდებულება მისმა ემოციებმა და მიმიკამ გასცა.

97 ნახვა

დათო ხუჯაძისა და მარინა დევიატოვას აჭარული სიმღერა (ვიდეო)

დათო ხუჯაძემ მარინა დევიატოვასთან ერთად დუეტში აჭარული სიმღერის რემიქსი შეასრულა, რომელმაც ქართველი მსმენელის ერთი ნაწილი მოხიბლა.

249 ნახვა

6 წლის რუსი ბიჭუნას მიერ შესრულებული “თბილისო” და მისი წამოუდგენელი ნიჭი აუცილებლად აღგაფრთოვანებთ (ვიდეო)

127 ნახვა

რუსი ბავშვის მიერ საოცრად შესრულებული უკვდავი ქართული ჰიტი “არგო” უკრაინულ “Voice”-ში! (ვიდეო)

117 ნახვა

BLACK SEA ARENA-ს სცენის ეფექტები – Promo Show საკონცერტო დარბაზიდან (ვიდეო)

Scenos techninis servisas ინტერნეტში ავრცელებს კადრებს promo show 2016-დან, რომელშიც BLACK SEA ARENA-ს სცენის ეფექტების ხილვაა შესაძლებელი.

თვის ბოლოს, BLACK SEA ARENA-ზე, რომელიც ფონდმა „ქართუმ“ სახელმწიფოს დღეს ოფიციალურად გადასცა, პირველი კონცერტი გაიმართება.

რეგიონში პირველი, უმაღლესი დონის საკონცერტო დარბაზი, 10 000 მაყურებელზეა გათვლილი და ადაპტირებულია შშმ პირთათვის. მშენებლობაში ფონდმა „ქართუმ“ 200 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განახორციელა. დარბაზის პროექტირებაზე გერმანულმა კომპანია Drei Architekten-მა იმუშავა.

25 ნახვა