კატეგორიის არქივი: სხვადასხვა

ხმაური ბათუმში და დაკავებული 5 პირი – რა ხდება ჭავჭავაძის ქუჩაზე (ვიდეო)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა კიდევ სამი პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს. მანამდე ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილების განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს 50-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარ ფაქტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა კვლავ გადაკეტილია.

მარიკო კეკელიძე

68 ნახვა

ძაღლმა მეგობარი დახრჩობას გადაარჩინა (ვიდეო)

174 ნახვა

ჩუღურეთის რაიონში მარათონი „ჩემი გაზაფხული“ გაიმართა (ვიდეო)

583 ნახვა

შს მინისტრის პირველი კომენტარი ბათუმის დრამატულ ვითარებაზე (ვიდეო)

საჭირო თუ გახდა, დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული, – ამის შესახებ ბათუმში შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით საქართველოს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა განაცხადა. მისი თქმით, საჭირო თუ გახდა საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული.

“თუ საჭირო გახდა დამატებითი ძალები იქნება მობილიზებული. საჭირო თუ გახდა საკადრო გადაადგილებებიც იქნება განხორციელებული. ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით. მივემგზავრები ბათუმში, რათა ადგილზე გავეცნო შექმნილ ვითარებას”, – განაცხადა მღებრიშვილმა.

210 ნახვა

შემზარავი კადრი: მომენტი, როცა რუსეთის ელჩს ტყვია ხვდება (ვიდეო +18)

შემზარავი კადრი: მომენტი, როცა რუსეთის ელჩს ტყვია ხვდება.

თურქეთში რუსეთის ელჩი ანდრეი კარლოვს ესროლეს, რომელიც გარდაიცვალა, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქული მედია ავრცელებს.

რუს დიპლომატს მაშინ ესროლეს, როდესაც ის თანამედროვე ხელოვნების გალერეაში ფოტოგამოფენაზე “რუსეთი თურქების თვალით” სიტყვით გამოდიოდა. შეიარაღებულმა მამაკაცმა 62 წლის ელჩს უკნიდან იმ დროს ესროლა, როდესაც ის სიტყვით გამოსვლას ასრულებდა.

“ჩვენ ვკვდებით ალეპოში, თქვენ აქ მოკვდებით”, – დაიძახა რუსეთის ელჩზე თავდამსხმელმა და ელჩს ხუთი ტყვია ესროლა. თავდამსხმელი ნეიტრალიზებულია.

Reuters – ახალგაზრდა, რომელმაც თურქეთში რუსეთის ელჩი მოკლა, თურქეთის პოლიციაში მსახურობდა

ახალგაზრდა, რომელიც თურქეთში რუსეთის ელჩს თავს დაესხა, პოლიციაში მსახურობდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი თურქეთის უსაფრთხოების ძალების წარმომადგენელზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, სააგენტო Haber Turk-ი იტყობინება, რომ ის პოლიციიდან 15 ივლისის სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის საქმის გამოძიების ფარგლებში გაათავისუფლეს.

დაუდასტურებელი ინფორმაციით, თავდამსხმელის სახელი მევლუთ მერტ ატლინტასია, ის 1994 წელს დაიბადა და იზმირში პოლიციის სკოლა დაამთავრა.

როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, ცეცხლის გახსნისას თავდამსხმელი ყვიროდა: “არ დაგავიწყდეთ ალეპო! არ დაგავწყდეთ სირია!”

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მომხდარს ტერაქტი უწოდა და საკითხის გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომაზე გატანა მოითხოვა.

ელჩზე განხორციელებული თავდასხმის გამო, თურქეთის შინაგან საქმეთა სამინისტრომ ანკარაში რუსეთის საელჩოს დაცვა გააძლიერა.

ელჩი ანდრეი კარლოვი ანკარაში თანამედროვე ხელოვნების ცენტრში გამოფენის გახსნაზე იმყოფებოდა. კარლოვს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის  ღონისძიებაზე მისასალმებელი სიტყვით გამოდიოდა. ის მიღებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. რუსეთის ელჩის გარდა, ანკარაში გამოფენის დროს სროლის შედეგად კიდევ სამი ადამიანი დაშავდა.

პირი, რომელმაც ანკარაში რუსეთის ელჩს ცეცხლი გაუხსნა, პოლიციის მიერ ლიკვიდირებულია.

66 ნახვა

შემზარავი კადრები: მთვრალი თინეიჯერები “Instagram”-ის პირდაპირ ეთერში გზიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ (+18)

სუსტი ნერვების მქონეებმა არ ნახოთ!

შემზარავი კადრები: მთვრალი თინეიჯერები “Instagram”-ის პირდაპირ ეთერში გზიდან გადავარდნენ და დაიღუპნენ, შემთხვევა რუსეთში მოხდა (+18).

2640 ნახვა

შემაძრწუნებელი კადრები: ქვების წვიმა აჭარის პოლიციის სამმართველოსთან (ვიდეო)

აჭარის პოლიციის სამმართველოსთან განვითარებული მძიმე მოვლენების ამსახველი კადრები, როცა აქციის მონაწილეები ქვებს ისროდნენ, აჭარის ტელევიზიამ გაავრცელა.

337 ნახვა

ქართველი გოგონას უკანალით ცეკვა ინტერნეტჰიტი გახდა (ვიდეო)

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ვიდეო, სადაც ქართველი გოგონა უკანალით ცეკვავს. მისი ცეკვა “ტვერკინგს” ჰგავს.

მიუხედავად უამრავი ცუდი გამოხმაურებისა, ქართველი გოგონა მშვენივრად ასრულებს მოძრაობებს. რა თქმა უნდა, ვიდეოს დადებითი გამოხმაურებებიც აქვს.

ის კი ფაქტია, რომ ამ რგოლმა ქართულ ინტერნეტ სივრცეში პოპულარობა უკვე მოიპოვა.

137 ნახვა

ქალი ვარჯიშობს და თან შვილს ძუძუს აწოვებს (ვიდეო)

212 ნახვა

უკრაინელი ჰაკერი, რომელმაც აღმოაჩინა, რომ ISIS ვიდეოები ტელევიზია CIA-ს სტუდიაში არის გადაღებული

1-19

,,როდესაც პირველად ვნახე ტერორისტების ეს ვიდეო, თუ როგორ აჭრიდნენ თავს ამერიკელ ჟურნალისტს, ეს საკმაოდ შოკისმომგვრელი იყო, მაგრამ როდესაც გავაანალიზე ვიდეო, ვთქვი, რომ: ,,ოჰ, ეს ფილმს გავს””

,,და ბოლოს… არ იყო ცუდი იცით? პირიქით, მაგრამ მაინც მივედი იმ დონემდე რომ მივხმდარიყავი, არ იყო ეს ვიდეო ჭეშმარიტი და ნამდვილი, რომელსაც წარწერა “შეტყობინება ამერიკას” ჰქონდა თავზე. ამ ვიდეოს ორიგინალი ახლა გასაიდუმლოებულია, რომელიც აშშს მთავრობის რამდენიმე წევრისთვისაა ხელმისაწვდომი მხოლოდ.

ჩვენს გარშემო ომი მიმდინარეობს, ომი, რომელიც ჩვენთვის უხილავია. ამ ომის მთავარსარდლები კი მთავრობაში მჯდომი ხალხია, რომლებიც საკუთარი ინტერესებით მოძრაობენ. ამ ვიდეოს გაშუქების მთავარი მიზეზი კი მთავარსარდლები არიან.

ამ ვიდეოს თავიდანვე ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა. იგივე ამერიკის ტელევიზიები თავდაპირველად დაზუსტებით ვერ აშუქებდნენ ვიდეოს შინაარსს და მიზეზს. ექსპერტები აცხადებდნენ, რომ ეს ყველაფერი მწვანე ეკრანზე გამოტანილი წერილია.

და აი ბოლოს ყველაზე საინტერესო ის არის, რომ ჩემი ნათქვამი გამართლდა, როდესაც ჰაკერთა ჯგუფმა უკრაინიდან ივლისის თვეში სენატორ მაკკეინის პორტატული ინფორმაციები დაჰაკეს, სადაც შემთხვევით ISIS ვიდეო აღმოაჩინეს. შემდგომში მათი ინფორმაციით, გამოიკვლიეს ეს ვიდეო და აღმოჩნდა, რომ ეს არის დადგმული სცენარი, რომელიც ფილმის გადაღების პროცესს ჰგავს. ფილმის მთავარ გმირებს კი ISIS ჯგუფის წევრები თამაშობენ.

უყურეთ ვიდეოს და შეგიძლიათ დასკვნები თავად გამოიტანოთ:

126 ნახვა

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება “რუსთავი 2”-თან დაკავშირებით (ვიდეო)

უზენაესმა სასამართლომ რუსთავი 2-ის საქმეზე გადაწყვეტილება მიიღო. 9 მოსამართლისგან შემდგარი დიდი პალატა სამაუწყებლო კომპანიის საქმეზე, დღის 12 საათიდან მსჯელობდა. განხილვა ზეპირი მოსმენის გარეშე, დახურულ ფორმატში წარიმართა.

უზენაესმა სასამართლომ გადაწყვეტილება ოფიციალურ ვებ გვერდზე ოფიციალურად გამოაქვეყნა.

– ლევან ყარამანაშვილის, გიორგი ყარამანაშვილის, შპს ტელეკომპანია საქართველოს, ნინო ნიჟარაძის, შპს ჰაიდელბერგცემენტ ჯორჯიას საკასაციო საჩივრები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2016 წლის 10 ივნისის განჩინება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება –

– ქიბარ ხალვაშისა და შპს პანორამა-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

– გაუქმდეს შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის პარტნიორების: ლევან ყარამანიშვილის 22%-ის, გიორგი ყარამანიშვილის 18%-ის, შპს ტელეკომპანია საქართველოს 51%-ის და ნინო ნიჟარაძის 9%-ის წილების რეგისტრაცია საჯარო რეესტრში და შპს სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ის 60% წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნებ ქიბარ ხალვაში და 40%-ის წილის მესაკუთრედ ცნობილი იქნეს შპს პანორამა.

– უცვლელად დარჩეს წინამდებარე გადაწყვეტილების შესავალ ნაწილში მითითებული სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის გასაჩივრებული განჩინების წინმსწრები განჩინებები; მოპასუხეებს შპს ტელეკომპანია საქართველოს, გიორგი ყარამანიშვილს, ლევან ყარამანიშვილს და ნინო ნიჟარაძეს, ქიბარ ხალვაშსა და შპს პანორამას სასარგებლოდ, სოლიდარულად, დაეკისრათ სახელმწიფო ბაჟის სახით 5000 ლარის ანაზღაურება;

– საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილება საბოლოოა და არ საჩივრდება.

181 ნახვა

სროლა თბილისში – სოსო ჯოხაძის მკვლელობა (ვიდეო)

მკვლელობა თბილისში – სოსო ჯოხაძე საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარედ მოკლეს. მის ავტომობილს ცეცხლი მაშინ გაუხსნეს, როდესაც ის ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე შუქნიშანზე გაჩერდა.

ფალიაშვილისა და თაქთაქიშვილის ქუჩების კვეთაზე სათვალთვალო კამერით გადაღებული კადრები გავრცელდა. მასალაში ჩანს, როგორ ესვრის ერთი პირი სოსო ჯოხაძის მანქანას. კადრების მიხედვით, თავდამსხმელს სახეზე ნიღაბი არ უკეთია.

თვითმხილველების ინფორმაციით, მანქანაში იჯდა მოკლულის ძმაც, თუმცა გიორგი ჯოხაძეს სროლისას დაზიანება არ მიუღია.

თავდამსხმელი პოლიციამ მომხდარიდან მალევე დააკავა. სოსო ჯოხაძის მკვლელობისთვის ბრალს ბადრი ნათობაძეს წაუყენებენ. თავდასხმის ოფიციალური მოტივი ამ დროისთვის უცნობია. არაოფიციალური ვერსიით, მკვლელობა წარსულში მომხდარი დაპირისპირების გამო, შურისძიების მიზნით მოხდა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდამსხმელი ნასამართლევია, ნათობაძე სასჯელს ნარკოტიკების შეძენა-შენახვისთვის იხდიდა. კრიმინალური წარსული აქვთ ძმებ ჯოხაძეებსაც. მათი სახელი სხვადასხვა გახმაურებულ ისტორიას უკავშირდება.

მოკლულის ცხედარი პროზექტურაში გადაასვენეს. შემთხვევისას დაჭრილი ამ დროისთვის რესპუბლიკურ საავადმყოფოშია. ის ადვოკატი ზაქარია ჩიბუხაშვილია. მას უკვე ჩაუტარდა ოპერაცია. ჭრილობა ჩიბუხაშვილს გულმკერდის არეში აქვს მიყენებული.

117 ნახვა

სოციალურ ქსელში ბორჯომში სტიქიის ამსახველი ვიდეო ვრცელდება (ვიდეო)

სოციალურ ქსელში ვრცელდება ვიდეო, რომელზეც ბორჯომში სტიქიაა ასახული. ბორჯომში და ბორჯომის სოფლებში დაახლოებით ერთი საათი ძლიერი სეტყვა, წვიმა და ქარიშხალი იყო. დატბორილია გზები, შენობა-ნაგებობები, გათიშულია ელექტროენერგია.

2030.news-ის ჟურნალისტის ინფორმაციით, განსაკუთრებით რთული ვითარებაა ბორჯომის რაიონის სოფელ სადგერში, სადაც ქარის მიერ მოგლეჯილმა ხეებმა სოფლამდე მისასვლელი გზა ჩაკეტა.

დატბორვის ადგილებში სპეციალური სამსახურები მუშაობენ.

82 ნახვა

სოფიკო შევარდნაძის სექსუალური მიხვრა-მოხვრა მოსკოვის ქართულ რესტორანში დიდ ყურადღებას იპყრობს (ვიდეო)

სოფიკო შევარდნაძეს “ინსტაგრამზე” ვიდეო დაუპოსტეს, რომელიც მოსკოვში, რესტორან “არაგვში” არის გადაღებული. მუსიკას აყოლილი ტელეწამყვანის სექსუალურმა მიხვრა-მოხვრებმა ინტერნეტმომხმარებლების ყურადღება მიიპყრო.

140 ნახვა

სასწრაფოდ! რა ჩაიდინა პოლიციამ ბათუმში ხალხი ქუჩაშია გამოსული (ვიდეო)

ინტერნეტმომხმარებელი ნინული ქავთარაძე სოციალურ ქსელში ვიდეოს აქვეყნებს და წერს:„მივმართავ ქალაქ ბათუმის მერიას და ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციას! ნახეთ რა ხდება ბათუმის ბულვარში, სადაც დაცვის პოლიციელები ქართულ ცეკვას უკრძალავენ ბავშვებს. მიზეზს არ ხსნიან, იმიტომ რომ ასე უნდათ. სინამდვილეში მთელ ბათუმში ისმის თურქული და ირანული მუსიკები! თურმე თურქეთის საელჩოს არ მოსწონს და ხელს უშლის ქართული მუსიკა და ცეკვა, რომელიც იქვეა 30 მეტრში. დაფიქსირდა, ხელი შეუშალეს საელჩოს ქართული დაცვის პოლიციის წარმომადგენლებმა, ისე რომ მათ პატრულიც არ გამოიძახეს! გთხოვთ გააზიაროთ ყველამ, რათა გავრცელდეს თურქულ-ქართული სპეცსამსახურების კოჰაბიტაციის მონახაზი!

1453 ნახვა

სასტიკი კადრები: ჩინეთში გოგონა სასტიკად სცემეს და ვიდეოზე გადაიღეს (ვიდეო)

276 ნახვა

სამშობლოს მონატრებულმა ემიგრანტებმა შუა გაზაზე იცეკვეს – ვიდეო, რომელიც გულს აგიჩუყებთ

125 ნახვა

სათვალთვალო კამერებმა მაღაზიის მფლობელი და მისი თანაშემწე სექსის დროს დააფიქსირა (ვიდეო+18)

ჩინური სოციალური მედია დაიპყრო ვიდეომ, სადაც დახლს უკან მაღაზიის მფლობელი და მისი თანაშემწე სექსით არიან დაკავებულები.

150 ნახვა