კატეგორიის არქივი: რჩევები

უნიკალური იაპონური მეთოდი: როგორ შევამციროთ წელის გარშემოწერილობა 1,5 ზომით დიეტისა და ვარჯიშის გარეშე (ვიდეო)

156 ნახვა

სხეულის ენის ძირითადი 5 ფრაზა

ამ წამს შემოხვედი და არაფერი გითქვამს, თუმცა, ადამიანმა, რომელთანაც გაქვს შეხვედრა, უკვე მიიღო პირველი შეტყობინება. შეტობინება შენი სხეულის ენაზე. ადამიანები ქვეცნობიერ დონეზე იღებენ ინფორმაციას შენი მზერიდან, ქცევებიდან და სიარულიდან. სხეულის ენა განსაზღვრავს შენს განწყობასა და ნდობის დონეს.

სხვადასხვანაირად ვმოძრაობთ, ვდგავართ მაშინ, როცა მშვიდად ვართ და მაშინაც, როცა ვღელავთ. ამიტომ ადამიანთა უმეტესობა პირველი შეხედვით იგებს ჩვენს ემოციურ დონეს. გთავაზობთ 5 რჩევას, რომლებიც დაგეხმარება კარგი შთაბეჭდილება მოახდინო მოსაუბრეზე.

1. ამოყავი ხელები ჯიბეებიდან
ქვეცნობიერად ჩვენ ვყოფთ ხელებს ჯიბეებში იმ შემთხვევაში, როცა ვგრძნობთ დისკომფორტს, თავდაუჯერებლობას. სწორედ ასე აღიქვამენ გარშემო მყოფნი, სანამ შენ ხელებს ჯიბიდან არ ამოყოფ. ასევე, ამ შემთხვევაში შენ იკუზები, რაც სულაც არ ახასიათებს გახსნილ და მტკიცე პიროვნებას.

2. ნუ ცქმუტავ
ფუსფუსი – ნერვიულობის ერთ-ერთი მახასიათებელი. ნუ აკეთებ ზედმეტ მოძრაობას ხელებით, თუმცა, სულაც არ ნიშნავს, რომ ქვასავით უნდა იჯდე სკამზე, რა თქმა უნდა, შეგიძლია მშვიდად ჟესტიკულირება. ასევე, ნუ აქანავებ ფეხებს და ერიდე სხვა რიტმულ მოძრაობებს, როგორიცაა ქუსლებით კაკუნი.

3. ნუ არიდებ მზერას მოსაუბრეს
როცა მარტო სეირნობ ქუჩაში, რა თქმა უნდა, სავსებით ნორმალურია, რომ არ ცდილობ მზერა ყველა მოსიარულეს გაუსწორო. თუმცა, როცა ესაუბრები ადამიანს, შენი მზერა უნდა იყოს მტკიცე და სწორი და მნიშვნელოვანია თვალების კონტაქტის დამყარება. მოსაუბრეს გაუჩნდება ნდობის განცდა შენდამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შესაძლოა მოვეტონში ჩაითვალოს.

4. ნუ იკუზები
გასწორდი წელში. ეს ალბათ საუკეთესო რჩევაა ადამიანისთვის, რომელსაც სურს, გამოიყურებოდეს თვითდაჯერებულად.

5. ღიმილი
წარმატებული და თავის თავში დარწმუნებული ადამიანები ხშირად იღიმიან, რითაც გარშემო კეთილ განწყობას ქმნიან. ღიმილი ასევე იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს არ აწუხებენ შიშები და ის არ არის აღელვებული. ეცადე მეტი გაუღიმო მოსაუბრეს და პასუხად იმავეს მიიღებ.

რა თქმა უნდა, ადამიანის სხეულის ენა დიდი ლექსიკონისგან შედგება. აქ აღწერილია მხოლოდ ის 5 ძირითადი ჟესტი, რომლებიც უნდა იცოდე. ასე რომ, დაიმახსოვრე და აუცილებლად სცადე იყო მეტად გახსნილი.

44 ნახვა

სილამაზის ამ თურქული რეცეპტის მეშვეობით ყველაზე ღრმა ნაოჭებიც გასწორდება!

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შენი სახის დანახვა სარკეში გიხაროდა, ახლა კი ნაოჭები არ გაძლევს მოსვენებას? დაუყოვნებლივ იმოქმედე! ჩვენ გვაქვს თურქული ნიღბის საოცარი რეცეპტი, რომელიც სწრაფად და ძალიან ეფექტურად მოქმედებს. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია, არანაირი ეგზოტიკა.

როგორ გავიახალგაზრდავოთ კანი:

დაიმახსოვრე, ნებისმიერი ნიღბის დადება რეკომენდებულია მხოლოდ გაასუფთავებულ კანზე! ნიღაბში შემავალმა ზოგიერთმა კომპონენტმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომაც მგძნობიარე კანის მქონე ქალბატონებს ვურჩევთ, გამორიცხონ ინგრედიენტებიდან თაფლი და დარიჩინი. ამ ორი ინგრედიენტის ჩანაცვლება შეგიძლიათ კვერცხის გულით.

nigabi

ინგრედიენტები:
3 ს/კ საჭმლის სოდა
1 ჩ/კ თაფლი
1 ჩ/კ ზეთოვანი ვიტამინი E
1/4 ჩ/კ
დაფქული დარიჩინი
4 ჩ/კ რძე ან ნაღები

მომზადების წესი:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი: უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი მასა.
დაიდეთ ნიღაბი სქელ ფენად სუფთა კანზე სახისა და ყელის მიდამოებში, მოერიდეთ თვალის ირგვლივ კანს და ტუჩებს. აცადეთ ნიღაბს, რომ შეგაშრეთ.
15-20 წუთში თბილი წყლის მეშვეობით და მასაჟური მოძრაობით ჩაოიბანეთ ნიღაბი სახიდან.

ნიღბის ჩამოშორებისთანავე შეატყობთ, რომ კანი საგრძნობლად გამოცოცხლდა, გაღიავდა, კანი გადაიჭიმა, ხოლო ფორები გასუფთავდა და შეიკრა. გამოიყენე ეს საშუალება კვირაში 2-ჯერ, რათა შესამჩნევი შედეგი მიიღო!

57 ნახვა

სამი ეფექტური მეთოდი, თუ როგორ გახდე თავისუფალი

ჰეი! საბოლოოდ ეს მოხდა. თქვენ გაქვთ განსხვავებული ჰოროსკოპი, დედამისი ყოველ დღე გირეკავს, შენ შეუყვარდი მის კატებს, ძაღლებს, ბებიასა და მრავალ მსგავს საძაგლობას, მისი დაქალები მასთან ურთიერთობას გიშლიან, მაგრამ მათ უფრო კარგი ძუძუები აქვთ  —  ეს და კიდევ მილიონი მიზეზი, თუ რატომ უნდა დაშორდე შენს შეყვარებულს. თუმცა, ნუ ეძებ დამნაშავეებს, ეს უნდა მომხდარიყო, თუ გაღიზიანებდა კითხვებით, ქცევით, სიარულით, იყო მეტისმეტად სენტიმენტალური და უყვარდა სელფების გადაღება. ახლა მთავარი კითხვაა – როგორ დაშორდე ჯერ კიდევ შეყვარებულს? პრაქტიკა გვაჩვენებს, რომ არსებობს 3 უკიდურესად მოქმედი მეთოდი. ესენია:

მეთოდი პირველი – არაადამიანური

ასპროცენტიანი ვარიანტია, თუ ეტყვი, რომ იპოვე სხვა გოგონა. ყურადღება: ეს შეიძლება იყოს მტკნარი ტყუილი. ჰო, პირველად კი არ იტყუები, ასე რომ იცი, სულაც არაა მტკივნეული. მართალია, შეგიძლია მიიყვანო სასაფლაოზე და უთხრა, რომ გახდი სატანისტი, ის აუცილებლად გაიქცევა, თუმცა, მერწმუნე, პირველი ვარიანტი ნაღდია. ის, რა თქმა უნდა, იტყვის ”ასეც ვიცოდი!”, შეგაგინებს, ზოგი ქალი აქლემისგან წარმოიშვა ამიტომ არის ვარაუდი, რომ შეგაფურთხებს. ნუ დარდობ, შენ ხომ თავისუფალი ხდები.

მეთოდი მეორე – ადამიანური

კეთილი, წარმოვიდგინოთ, რომ არ ხარ მატყუარა და შენ მართლა გიყვარდა ეს ტერორისტი კაბაში, რომელიც დღითიდღე უწყობდა ფართო გენოციდს შენს ნერვულ სისტემას და (ალილუია!) მიხვდი, რომ არ ხარ მზად აიტანო. მაშინ, დანიშნე შეხვედრა რომელიღაც მყუდრო ადგილას (აუცილებლად არ უნდა იყოს თქვენი პირველი შეხვედრის ადგილი, არც სასაფლაო) და მოუყევი, რომ სულიერად დაცლილი ხარ, რომ დაკარგული ხარ, რომ ვეღარ ხედავ მასში ოცნების ქალს და მრავალი სხვა პოეტური სისულელე. ბოლოში აუცილებლად თქვი, რომ დაიღალე. ის აუცილებლად ატირდება, შენ შეიბრალებ და შანსს მისცემ, ამიტომ ეს მეთოდი არ არის საუკეთესო.

მეთოდი მესამე – მამაპაპური, არაადამიანური მეთოდის ნაირსახეობა

მისი უდიდებულესობა უგულებელყოფა, ანუ სხვანაირად – იგნორი. არ ელაპარაკო გოგონას, უთხარი, რომ გეძინება, ძმაკაცებთან ხარ, არც მისწერო. მას დაემართება ბევრი საინტერესო რამ – ის დრამატურგიის ყველა ნორმის შენარჩუნებით წამოწვება თავის ოთახში, იტირებს იქამდე, სანამ ცრემლები არ აავსებენ ყურებს, მოუსმენს ტრაგიკულ მუსიკას, მაგალითად სარა კონორს, მერაია კერის, სელინ დიონს, აუცილებლად ლარა ფაბიანს და სხვა მსგავს ვანილურ სისულელეს, უყურებს ყველა ტრაგი-რომანტიკულ ფილმს (შეგიძლია ახლავე ჩაუწერო გრეის ორმოცდაათი ელფერი, The Vow, The Notebook და ა.შ.), რომლებსაც საბოლოოდ ჰეფი-ენდი აქვს. ოდესღაც ის დაიღლება და თვითონ მიგატოვებს. სმს-ით შეგატყობინებს.

16 ნახვა

რჩევები მამებისთვის: როგორ დავიჭიროთ ბავშვი სწორად

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ჩვილი თქვენს ხელებში დაწყანრდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს?

ამის შესახებ ქვემოთ მოგიყვებით.

1. როცა ხელში აგყავთ
ხელები დაიჭირეთ ისე, თითქოს შეშა მიგაქვთ, რათა ბავშვი ხელებში მოხერხებულად ჩაიწვინოთ. წესით, მარჯვენა ხელი ჩვილის თავის ქვეშ უნდა იყოს და კისერს უმაგრებდეს, ხოლო მარცხენა – მის დანარჩენ სხეულს.

2. როცა გიჭირავთ
ბავშვები ხშირად იმის გამო ტირიან, რომ არაკომფორტულად გრძნობენ თავს. მათ არ სიამოვნებთ, როცა მშობლებს ძალიან მაგრად უჭირავთ.

თუ ბავშვი კალთაში გყავთ ჩასმული და არ ისვენებს, შეეცადეთ, ხელი მაგრად არ მოუჭიროთ.

3. როცა აწყნარებთ
თუ ბავშვი ტირის, ისე მოატრიალეთ, რომ მუცელი თქვენს დომინანტ ხელზე აღმოჩნდეს. ამ დროს, თქვენი ხელის გული ჩვილის ფეხებს შორის უნდა მოექცეს. როცა ბავშვი სხეულის ქვევით დასაყრდენს იგრძნობს, ის მოლბება და დაწყნარდება.

54 ნახვა

როგორ შევარჩიოთ საჩუქარი საყვარელი ქალისთვის – 3 მარტივი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამკაულები მეგობარი გოგონასთვის – მამაკაცები ამაზე მხოლოდ მაშინ ვფიქრდებით, როდესაც უშუალოდ ფაქტის წინაშე ვდგებით, რომ ჩვენი საყვარელი არსებისთვის საჩუქარი გვაქვს საყიდელი… გადაწყვეტილებას კი მოსდევს კითხვების კორიანტელი, რომელთაგან ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ვეკითხებით, თუ რა შევურჩიოთ, როგორ ავარჩიოთ ზომა, და რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული საჩუქარი. Adami ამ სამ კითხვაზე პრაგმატულ რჩევებს გთავაზობთ.

nomer1

რა შევურჩიოთ
თუ თქვენ გოგონასთან, რომლისთვისაც მომავალ დღესასწაულებზე საჩუქრის ყიდვა გსურთ, არ გაქვთ ინტენსიური ურთიერთობა და ეს არის პირველი ახალი წელი, რომელსაც თქვენ ერთად შეხვდებით, უმჯობესია, რომ საყურეები, ყელსაბამი ან სამაჯური შეარჩიოთ. ბეჭედი, ამ შემთხვევაში, ცუდი ვარიანტია, ვინაიდან შესაძლოა, ამით დააფრთხოთ ის, ან პირიქით – თქვენმა სურვილმა, რომ ის უბრალოდ ახალი ბეჭდით გაახაროთ, მოულოდნელი შედეგი მოგიტანოთ და გოგონამ საჩუქრის პასუხად დაგახვედროთ ფრაზა, – “დიახ, ათასჯერ დიახ!”.

nomer2

როგორ ავარჩიოთ სასურველი ზომა
ერთია საჩუქრის არჩევა, და მეორე – ზომა. დიახ, ალბათ თითოეული თქვენგანი ხშირად მდგარხართ ვიტრინასთან და მას შემდეგ, რაც ტანჯვის ფასად შეარჩიეთ ყელსაბამი ან ბეჭედი, ფიქრობთ, თუ რა ზომა მოერგება თქვენს ფავორიტ გოგონას… იცოდეთ, რომ ყელსაბამის შემთხვევაში, მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 28-30 სანტიმეტრს.

nomrebi-3

მასალა
მნიშვნელოვანია, თუ რა მასალისგან იქნება დამზადებული საჩუქარი (მაგალითად, საყურე), რომელსაც საყვარელ გოგონას მიართმევთ. საჭიროა, რომ დროდადრო დააკვირდეთ, რათა ამოიცნოთ, თქვენი გოგონა ოქროს ანიჭებს უპირატესობას, თუ ვერცხლს. ისე კი, რომ იცოდეთ, ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ოქროზე გიჟდება…

20 ნახვა

როგორ მოვიქცეთ, როცა ცოლი ორსულადაა

ორსულობისა და მის შემდგომ პერიოდში მეუღლისადმი მამაკაცის დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.

მამაკაცმა ზოგჯერ არც კი იცის, როგორ მოიქცეს ცოლის ორსულობისას, თუმცა, უმეტესად ალერსითა და მზრუნველობით ეპყრობა მას. ამ დროს მამაკაცს შესაძლოა, დაეუფლოს სიამაყეც, რადგან მამობის მოლოდინი ესალბუნება მის თავმოყვარეობას და ხაზს უსვამს მის მამაკაცურ სიმწიფეს.

მამაკაცი მოუთმენლად ელის პატარას დაბადებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მისი პირველი შვილია, თუმცა, ერთგვარი შიშიც უჩნდება, რომ ცოლი მთელ ყურადღებას ბავშვზე გადაიტანს, თვითონ კი გარიყული დარჩება.

ამან შესაძლოა, გააღიზიანოს, გაუღვიძოს სხვა ქალებთან გართობისა და თავისუფალი დროის სახლის გარეთ გატარების სურვილი.

როდესაც ასეთი რამ ხდება, ქალი საყრდენის გარეშე რჩება. ეს მაშინ, როდესაც ისე სჭირდება თანადგომა, როგორც არასდროს – ბავშვის დაბადება ხომ მისი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია.

სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ ქალის მთელი დრო და ენერგია ბავშვის მოვლას ხმარდება. მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მეუღლეს ახლა მასზე მეტად უჭირს: ქალმა იმშობიარა, მისმა ორგანიზმმა უდიდესი ცვლილებები განიცადა, ბავშვის მოვლა მისგან კოლოსალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოითხოვს…

ამიტომ ქალს ქმრის თანადგომა სჭირდება. მეუღლის დახმარება კარგი ქმრის ერთ-ერთი თვისებაა. ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა.

ქალი უნდა გრძნობდეს, რომ ქმარი მას ყოველთვის დაეხმარება, რომ შეუძლია, მისი იმედი მუდამ ჰქონდეს. თუმცა, ახალგაზრდა დედები ხშირად ვერ აფასებენ მეუღლის მონდომებას და ალერსითა და სინაზით ვერ პასუხობენ.

ეს შესაძლოა, გაყრის მიზეზად იქცეს, რადგან მამაკაცს ხშირად არ ესმის, რომ ცოლის გულგრილობა სინამდვილეში გადაღლილობის, ნერვული და ფიზიკური გამოფიტვის ბრალია.

ამ დროს ოჯახში იშვიათი არ არის კონფლიქტი. მიუხედავად ყველაფრისა, მამაკაცმა თავი ხელში უნდა აიყვანოს და შეძლოს მხარდაჭერა, რაც ძალიან სჭირდება ახალგაზრდა დედას.

როცა ბავშვი წამოიზრდება და ამდენი ზრუნვა აღარ დასჭირდება, ქალიც მეტ ყურადღებას დაუთმობს მეუღლეს, ისევ განიმსჭვალება მის მიმართ სინაზითა და სიყვარულით, თუნდაც იმიტომ, რომ მძიმე დღეებში ქმარი მუდამ გვერდით ედგა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ოჯახური ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლოა. ბედნიერი ოჯახი რომ შევქმნათ, უნდა ვისწავლოთ რთული პერიოდების ერთად გავლა. ოჯახური სირთულეების გადალახვა, საკუთარ თავსა და ერთმანეთზე პასუხისმგებლობა. ეს ძლიერი და ბრძენი ადამიანების ხვედრია. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, იამაყონ საკუთარი თავით და გარშემო მყოფების პატივისცემაც დაიმსახურონ.

წყარო: mkurnali.ge

14 ნახვა

როგორ ვაკოცოთ სწორად (1942 წლის ინსტრუქცია)

ახლა ისეთი დროა, ბავშვებმაც კი იციან, როგორ აკოცონ სწორად. ფილმები, ჟურნალები, წყვილები სკვერებში, საიტები – კოცნას ძირითადად ახალგაზრდები აქედან სწავლობენ.

1942 წელს კი ახალგაზრდობა ნაკლებად იყო ინფორმირებული ამის შესახებ.

იმ დროინდელმა ჟურნალმა “Life”-მა გადაწყვიტა, ახალგაზრდებს დახმარებოდა და გამოაქვეყნა სწორად კოცნის ინსტრუქციები, რომელსაც უკვე ჩვენს ვებგვერდზე გთავაზობთ.

rigbt-1-346436
wrong-2-346366
right-2-34636

49 ნახვა

როგორ გავხსნათ ბიუსტჰალტერი ერთი ხელით (ვიდეო)

მეგობარ გოგონასთან განმარტოვების შემდეგ, მამაკაცისთვის პირველი ბარიერი ბიუსტჰალტერია.

კი, შესაძლოა, მან ბიუსტჰალტერი თავად მოიხსნას, მაგრამ, თუ თქვენი ვნებები არ ცხრება და ერთმანეთის გარეშე წამსაც ვერ ძლებთ, მაშინ საქმეში მოქნილი ხელები უნდა ჩართოთ.

ჩვენ გასწავლით ბიუსტჰალტერის ერთი ხელით გახსნას.

ჯერჯეობით უნდა გაერკვიოთ, როგორ მუშაობს ბიუსტჰალტერის მექანიზმი. ესეიგი, ის სპეციალური ორი ან ოთხი სამაგრის საშუალებით მაგრდება ქალის მკერდზე. ხშირ შემთხვევაში, სამაგრები ბიუსტჰალტერის უკანა მხარესაა განთავსებული. ორივე ბოლოს სამაგრი ერთამეთისკენ უნდა გამოწიოთ და ერთი მეორედან ამოიღოთ.

თუმცა, არსებობს ისეთი ბიუსტჰალტერებიც, რომლებსაც შესაკრავი წინა მხრიდან აქვს. არ შეგეშინდეთ, იქაც იმავე სისტემის სამაგრები დაგხვდებათ.

უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, როცა ქალი თქვენ წინაშე სახით არის მომართული, ხელს ადებთ ზურგზე, საშუალო და დიდი თითებით ლიფის ორივე დაბოლოებას უჭერთ და მარჯვენა სამაგრებს მარცხენა სამაგრებისკენ წევთ.

94 ნახვა

რა უნდა გააკეთოთ, ქალებისთვის მიმზიდველი რომ იყოთ

ბევრი მამაკაცი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ქალის მოსახიბლავად საკმარისია, საკუთარი თავი შესთავაზოს მას.

ქალს უნდა დაანახოთ, რომ თქვენი გაცნობით ის შეიძენს საინტერესო და გონებამახვილ თანამოსაუბრეს, ვნებიან სექსუალურ პარტნიორს. გაითვალისწინეთ – საჭიროა საერთო მისწრაფებებიც. ამრიგად, თქვენი ამოცანაა, ქალზე სწორი შთაბეჭდილება მოახდინოთ. უწინარესად, კარგად უნდა იცოდეთ, რა გინდათ ცხოვრებისაგან.

მაგალითად, რომელ სფეროში გსურთ კარიერის გაკეთება, რით აპირებთ სახელის დამკვიდრებასა და რა საშუალებებით მოგიხდებათ არსებობა. აუცილებელია იმის ცოდნაც, რამდენად ამბიციური ხართ. და ბოლოს, უნდა გქონდეთ პრობლემის მოგვარების რამდენიმე გეგმა. ეს პრინციპი ქალებთანაც ჭრის: მათ მოსწონთ მამაკაცები, რომლებსაც მკაფიო ცხოვრებისეული გეგმები აქვთ, თუნდაც ეს გეგმები რეალობისგან შორს იყოს. ქალების უმრავლესობას იზიდავს მამაკაცი, რომელმაც ნულიდან დაიწყო და ყველაფერს მიაღწია, სხვაგვარად რომ ვთქვათ – “თავად შექმნა თავისი თავი”, ამიტომ ისინი იოლად ეგებიან ანკესს, როდესაც მამაკაცი უხატავს მათ ლაჟვარდოვან გეგმას, როგორ გახდეს მილიონერი. ქალებს განსაკუთრებით ის ხიბლავთ, რომ თუ ასეთ მამაკაცს ცოლად გაჰყვებიან, თავადაც მილიონერები გახდებიან, ხოლო განქორწინების შემთხვევაში, მიიღებენ მისი ქონების ნახევარს. ტკბილი სიტყვა “ფული” ყველას ყურს ესალბუნება. ხელი მოჰკიდეთ რაიმე საქმეს.

თვითშეფასებას ისე არაფერი ვნებს, როგორც უსაქმურობა. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება აკეთოთ, უსაქმოდ ჯდომა და წუწუნია, ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ სხვადასხვა საქმით, გაიჩინოთ გატაცება. ურიგო არ იქნება, თუ, მაგალითად, უცხო ენის ან კულინარიულ კურსებზე ჩაეწერებით. ჯერ ერთი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გამოძერწოთ და გააშალაშინოთ საკუთარ თავში დონ ჟუანის უნარ-ჩვევები, მეორე – ამგვარ კურსებზე, ჩვეულებრივ, ბევრი გოგონა დადის. გარწმუნებთ, ნებისმიერი სასწავლო კურსის აუდიტორიის ორი მესამედი, პირველადი სამედიცინო დახმარებით დაწყებული, ყვავილების დიზაინით დამთავრებული, ქალი იქნება, რომელთა შორის ბევრს იპოვით მომხიბვლელს. ასეთი თანაფარდობა მამაკაცისთვის ძალზედ ხელსაყრელია, რადგან რაც უფრო ნაკლებია კონკურენტი, მით უფრო მეტია წარმატების შანსი. ამგვარად, საქმიანი მამაკაცი მიმზიდველია. ეს აქსიომაა. უსაქმურობა კლავს, ამიტომ ნუ მოუშვებთ მას ახლოს. ოღონდ ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით – შრომაჰოლიკად ნუ იქცევით. დაიტოვეთ დრო ბარში, კაფეში, კლუბსა და სხვა ადგილებში სასიარულოდაც.

229 ნახვა

მომავალი მეჯვარე – რა გვევალება და რა უნდა გავაკეთოთ

თქვენმა მეგობარმა მეჯვარეობა გთხოვათ? ეს ნიშნავს, რომ საფიქრალი და სანერვიულო მოგემატათ: რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კარგად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები? რა ფინანსებია საჭირო? რა ტრადიციები არსებობს და რისი უგულებელყოფა არ შეიძლება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.

1. თანადგომა. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ მეჯვარემ მორალური თანადგომა გამოუცხადოს ნეფე-პატარძალს. მეჯვარემ სასიძო უნდა გაამხნევოს და აგრძნობინოს, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს ის მის გვერდითაა. მეჯვარის მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა – გაამხნევოს და გვერდში დაუდგეს ნეფე-პატარძალს.

2. ხარჯების დაგეგმვა. უნდა გაარკვიოთ წყვილის გეგმები: რამდენ კაციან ქორწილს გეგმავენ, როგორ გარემოში. რამდენად ტრადიციული ქორწილი სურთ. ამ დეტალების გარკვევა ხარჯების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

3. მანქანა ნეფე-პატარძლისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ბიჭის მეჯვარეები ხშირად საკუთარ თავზე იღებენ იმ მანქანის ხარჯებს, რომლითაც ნეფე-პატარძალი გადაადგილდება.

თუ თქვენ თავად გყავთ მანქანა, შესთავაზეთ ნეფეს, ან იფიქრეთ ალტერნატივაზე.

4. ჯვრისწერისა და ხელისმოწერის ხარჯები. ასევე სასურველია, ჯვრისწერისა და ხელისმოწერის ხარჯები თქვენ დაფაროთ. ჯვრისწერის დროს ზოგჯერ მღვდელი პირდაპირ ითხოვს საფასურის გადახდას. ზოგჯერ კი შესაწირში უნდა მოათავსოთ ფული. სასურველია, მინიმუმ 30-40 ლარი მაინც. ასევე თქვენ უნდა შეიძინოთ კელაპტრები, რომლებიც ეკლესიაშივე იყიდება.

5. ვიდეო და ფოტოგადაღება. თქვენი მხრიდან კარგი ჟესტი იქნება, თუ ქორწილის ვიდეო და ფოტოგადაღების ხარჯებს დაფარავთ. ან უბრალოდ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ გადაღების დაგეგმვაში.

6. საქორწილო საჩუქარი. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქორწილო საჩუქრას, რადგან ის წყვილის სურვილისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. ხშირად მეჯვარე ოქროს სამკაულს ყიდულობს. ამ შეთხვევაში კარგად დაფიქრდით: ნამდვილად სასურველია თუ არა ოქროს სამკაული თქვენი მეგობრისთვის? იქნებ ის საოჯახო ნივთს ანიჭებს უპირატესობას ან მოგზაურობას?

კიდევ უამრავი ხარჯის გაწევა შეიძლება, თუ მეჯვარეს ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს: დაწყებული რესტორნის ხარჯების დაფარვით, საქორწილო მოგზაურობის დაფინანსებით დამთავრებული.

ყველაფერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორს და რამხელა ქორწილს გეგმავს წყვილი. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პატარა წვეულების დროსაც კი, სულ მცირე, 500-1000 ლარი დაგჭირდებათ.

იმისთვის რომ ზუსტად “მოერგოთ” დაგეგმილი ქორწილის სიტუაციებსა და ზუსტად შეაფასოთ თქვენი მეგობრის საჭიროებები, ეცადეთ, მაქსიმალურად იაქტიუროთ და ჩაერთოთ ქორწილის დაგეგმვის პროცესში.

თქვენი მთავარი მოვალეობა დოგმების შესრულება კი არა, წყვილისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის, შეძლებისდაგვარად გალამაზებაა.

ფოტოს ავტორი: გიორგი ტორონჯაძე

38 ნახვა

ლესბოსელების 5 სექს-რჩევა მამაკაცებს

ლესბოსელი ქალები სულ მცირე 35%-ით უფრო ხშირად განიცდიან ორგაზმს, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები. უკანასკნელები ხშირად მას იმიტირებენ.

ქალები ხშირად ჩივიან, რომ უხეშ მამაკაცებს არ ესმით მათი სულისა და სხეულის ფიბრების. ლესბოსელებს კი ყველაფერი ესმით, მეტიც, მათ ყველაფერი შეუძლიათ. დიახაც ასეა, ჩვენ ცუდად გვესმის ქალების, თუმცა, ადვილად ვსწავლობთ.

რითი განსხვავდება ორი ქალის სექსი ქალისა და მამაკაცის სექსისგან? რა თქმა უნდა, გამოვკითხეთ ერთი-ორი ლექსბოსელი და ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე სექს-საიდუმლო ამორძალებისგან.

1. ლესბოსელები არ ჩქარობენ

ლესბოსელები გვირჩევენ არა მარტო აქტზე გავამახვილოთ ყურადღება, არამედ პრელუდიებზე. ზოგი ქალი რჩება დაუკმაყოფილებელი იმით, რომ პრელუდია იყო მოკლე, ან საერთოდ არ ყოფილა. ლესბოსელები გვირჩევენ არ ვიჩქაროთ და კარგად აღვეგზნოთ და, რა თქმა უნდა, აღვაგზნოთ ქალი. სექსის დროსაც ნუ ჩქარობთ, ქალებს გარკვეული რითმი მოსწონთ.

2. ლესბოსელებმა იციან ფიზიოლოგია

ქალებმა კარგად იციან თავისი სხეული და მასზე ზეგავლენის მეთოდები. იყავი მომთმენი და მიუდექი ქალის სხეულს უფრო დეტალურად. ქალის ორგაზმი უნიკალურია. ის რაც მუშაობს ერთ ქალთან, შეიძლება არ მოუხდეს მეორეს. გაიგე შენი პარტნიორის ეროგენული ზონები და მათზე ზემოქმედების ეფექტური მეთოდები.

3. ლესბოსელები ნაზები არიან

მამაკაცები ბევრად უფრო უხეშები არიან, ვიდრე ლესბოსელები. ეს ხშირად დისკომფორტს უქმნის ქალებს და არა სიამოვნებას. ქალის მგრძნობიარე კანი და სხეულის ნაწილები ხშირად მოწყვლადია გარე ფაქტორების მიმართ. განსაკუთრებით ეს ეხება ძუძუს თავებსა და კლიტორს.

4. ლესბოსელები და თითები

ლესბოსელებს არ აქვთ ასო, შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან სხვა გზები გამონახონ. უმეტეს შემთხვევაში, ლესბოსელები იყენებენ ფალოიმიტატორებს, ან თითებს. ლესბოსელები პარტნიორები სექსის დროს ერთმანეთს მასაჟს უკეთებენ ეროგენულ ზონებში, რაც ძალიან კარგად აისახება ორგაზმში.

5. ლესბოსელები და კოცნა

ლესბოსელებმა კარგად იციან, რომ კოცნა უნდა ხდებოდეს არა მარტო პრელუდიის დროს, არამედ მთელი პროცესის განმავლობაში.

417 ნახვა

კოტე თოლორდავა: ქალის გულის მოსაგებად კერძი მომიმზადებია და გაჭრა კიდეც

მსახიობი კოტე თოლორდავა უპირატესობას იტალიურ-ფრანგულ სამზარეულოს ანიჭებს, თუმცა ამჟამად დიეტაზეა და საყვარელ ქართულ კერძზეც უარს ამბობს. კოტეს კულინარიის თემაზე რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

– შენი წიგნების თაროზე ან სამზარეულოში მოიძებნება ადგილი კულინარიული წიგნებისთვის?
– აუცილებლად.

– ვინ ყიდულობს ხოლმე მათ?
– მე.

– …და ხშირად იყენებ?
– კი.

– რომელი ქვეყნის სამზარეულო გირჩევნია?
– იტალიურ-ფრანგული.
– ყველაზე ეგზოტიკური რა გაგისინჯავს?
– რვაფეხა, არა, ამაზე ეგზოტიკურიც დამიგემოვნებია, მაგალითად, კუს სუპი.

– როგორ გემოს ანიჭებ უპირატესობას?
– ცხარეს.

– რომელი კერძი გამოგდის ყველაზე გემრიელად?
– სტეიკი, შამპინიონების სოუსით.

– კულინარიულ გადაცემებს უყურებ?
– დრო არ მაქვს.

– ქალის გულის მოსაგებად კერძი მოგიმზადებია?
– კი და სხვათა შორის, გაჭრა კიდეც.

– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალი კარგი მზარეული იყოს?
– სასურველია, რომ კერძების მომზადება ეხერხებოდეს, თუმცა ეს მისი მთავარი ღირსება არ უნდა იყოს.

– გურმანად მიგაჩნია თავი?
– დიახ.

– ეთანხმები მოსაზრებას, რომ ხორცეულს მამაკაცი უკეთესად ამზადებს, ვიდრე ქალი?
– კი.

– რომელ მაღაზიაში ყიდულობ საკვებს?
– ძირითადად, ”ნიკორაში”.

– რატომ?
– კარგი თევზეული და ნეკნები აქვთ, თევზეულიდან განსაკუთრებით ქაშაყი მიყვარს, უგემრიელესია და ვიცი, რომ ხარისხიანი და სანდოა. თან ახლოს არის ჩემს სახლთან.

– ჩამოთვლილი პროდუქტით რა კერძს მოამზადებდი?
– ყველაფერს ერთმანეთზე დავალაგებდი და ორ შებრაწულ პურს შორის მოვაქცევდი.

ინგრედიენტები:
მოხარშული ძეხვი
მაიონეზი
პური
ზეთისხილი
ზეთი
სალათის ფოთოლი
მდნარი ყველი

ავტორი: თათული ღვინიანიძე
წყარო: reitingi.ge

25 ნახვა

კიბოს პროფილაქტიკა ხალხური მედიცინის რჩევების მიხედვით (ვიდეო)

429 ნახვა

თუ თქვენ ეს სიმპტომები აღმოაჩინეთ, ესე იგი თქვენს ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის

წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. წყალი აუცილებელია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის.
წყალი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
გაითვალისწინეთ: წყლის შემცვლელად არვითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ წვენები, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ყავა, და კოფეინის შემცველი სასმელები. კოფეინი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.

სიმპტიმები, რომლებიც მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია.

ხშირი შარდვა

თუ ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვთ, დღეში 6-7-ჯერ დაგჭირდებათ შარდის ბუშტის დაცლა. თუმცა ეს რაოდენობა ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვა რაოდენობის წყალს სვამს.

თუ დღეში მხოლოდ 2-3-ჯერ შარდავთ, ესე იგი მეტი წყალი უნდა დალიოთ.

წყლის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს თირკმლების ფუნქციაზე და მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს.

კანის სიმშრალე

თუ საკმარის წყალს სვამთ, სახის კანის პრობლემა არ უნდა გაწუხებდეთ. თუ სახის კანი გამოგიშრათ, სავარაუდოდ, თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია. ამ შემთხვევაში, წყლის ბალანსის აღსადგენად, კარგი იქნება, თუ ყოველ საათში ერთ ჭიქა წყალს დალევთ. მალე თქვენი კანი გლუვი და ხავერდივანი გახდება.

თავის ტკივილი

ორგანიზმის გაუწყლოება თავის ტკივილის ერთ-ერთი ძითითადი მიზეზია.
ასეთი თავის ტკივილის დროს თითქმის შეუძლებელია დახრა, სწრაფად მოძრაობა, კიბეზე ასვლა-ჩასვლა. ასეთი ტკივილები თავს იჩენს, როცა ორგანიზმს წყალი აკლია

პირის სიმშრალე
პირის სიმშრალე ხშირად სწორედ ორგანიზმის გაუწყლოებაზე მიანიშნებს. თუმცა ზოგჯერ ეს სხვადასხვა პრეპარატის მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

შარდის ფერი
შეცვლილი შარდის ფერი ხშირად იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმს წყალი აკლია.
თუ შარდი მუქი ფერის გაქვთ, ჩვეულებრივზე მეტი წყალი დალიეთ. თუ თქვენს შარდს მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს ესე იგი გაუწყლოების მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე.

წყალი ნელ-ნელა დალიეთ, რომ ორგანიზმმა თანაბრად მოახერხოს საჭირო ორგანოებზე მისი გადანაწილება.

შიმშილი
შიმშილს გრძნობთ მაშინაც კი, თუ ცოტა ხნის წინ წაიხემსეთ? შეეცადეთ წყურვილი და შიმშილი ერთმანეთში არ აგერიოთ. ასე რომ, ვიდრე კიდევ ერტხელ წახემსებას გადაწყვეტთ, ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ.

თავბრუსხვევა
მსუბუქი ტავბრუსხვევა მიანიშნებს, რომ თქვენმა ორგანიზმმა ბევრი წყალი დაკარგა და მარაგი ვერ შეივსო.
როგორც კი თავბრუსხვევას იგრძნობთ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.

ქრონიკული გაუწყლოების სიმპტომები
ქრონიკულ გაუწყლოებას რამდენიმე გამოკვეთილი სიმპტომი აქვს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
შარდგამომყოფი გზების ინფექცია.

ნაადრევი დაბერება.

შფოთიანობა.

ქოლესტერინის მაღალი დონე.

გაუვალობა/კუჭის წვა.

91 ნახვა

დავით ქაცარავა: მე არ მჯერა, რომ შუა საუკუნეების ქართველი მამაკაცი ბევრი სმით გამოირჩეოდა

დავით ქაცარავა თვლის, რომ ქართველი მამაკაცი შთამბეჭდავად ვერ იბრძოლებდა ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღეს იქცევა. არ უყვარს ალკოჰოლური სასმელები, არ ეწევა და ცდილობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდით ყველა “მოწამლოს”.

უყვარს სპორტული, კომფორტული სამოსი და დანის ტარება… თვლის, რომ მამაკაცი ყოველთვის მამაკაცად უნდა რჩებოდეს თავისი მონადირის ინსტიქტებით.

იურისტი, ყოფილი ბანკირი, მსახიობი და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ADAMI-ს შემდეგი რესპოდენტია, რომელიც საკუთარ იმიჯზე საუბრობს და ქართველ მამაკაცებს საინტერესო, პრაგმატულ რჩევებს აძლევს.

იმიჯი: “იმიჯის ფორმირებაში მთავარია პოზიციონირება საკუთარი თავის მიმართ. ანუ როგორი იმიჯი გინდა, რომ შეიქმნა. ეს ალბათ პირველი შეკითხვაა, რომელსაც საკუთარ თავს უსვამ და შემდეგ იწყებ იმიჯის ფორმირებას. მაგრამ მე არასოდეს მიფიქრია, რა იმიჯი მინდოდა, რომ მქონოდა. უბრალოდ, ვცხოვრობ ისეთი წესით, რომელიც ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელია, საინტერესოა და ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ჰობია, ჩემი ცხოვრების ნაწილია.

საბოლოო ჯამში, ჩემი იმიჯი თავისთავად ჩამოყალიბდა. ხდება ხოლმე, ვიღაც მკითხავს – შენ ხომ მსახიობი ხარ? რა თქმა უნდა, ესეც ვარ, ვიღაც მეუბნება: შენ ის არ ხარ, ჯომარდელი? კი. გაცილებით ნაკლები მეკითხება უკვე – შენ ის არ ხარ, ბანკირი რომ იყავი? ჩემი საბანკო გამოცდილებები ძალიან შორ წარსულშია. ამჟამად უფრო სპორტულ-სამსახიობო იმიჯს ვატარებ. ალბათ სპორტული იმიჯი ჩემთვის ყველაზე მთავარია.

იმიჯი სხვადასხვა რამეს მოიცავს: ჩაცმის სტილი, საუბრის მანერა, ცხოვრების სტილი და ა.შ. ცალკე ვერცერთს გამოვყოფ.

რაც შეეხება ჩაცმის სტილს, ყველაფერს თავისი დანიშნულება და თავისი ადგილი აქვს.

ახლა რაც მაცვია, ეს არის ჩემთვის ყველაზე კომფორტული სტილი-სპორტული. თუმცა, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრაა, შესაბამისობაში უნდა იყო, ეტიკეტს დიდი მნიშვნელობა აქვს და ძირითადად, ვცდილობ ხოლმე ეტიკეტის წესები დავიცვა. როცა საჭიროა ჩავიცვა ოფიციალურად, კლასიკურად და ა.შ. თუ კლასიკურ სტილზე ვსაუბრობთ, ძალიან მიყვარს კოსტიუმი.

მიყვარს მოკლე პალტოები. აქაც სხვადასხვა არჩევანია, მე უფრო აგრესიული სტილი მომწონს. ძირითადად, ისეთ გარემოში მიწევს ყოფნა, სადაც სპორტული სტილი მისაღებია.

გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე იშვიათად თუ მიპოვით თბილისში, ტყე-ღრეში ვარ ხოლმე “გავარდნილი”, სადაც გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე ქალაქში”.

იმიჯი და წარმატება: იმიჯს და წარმატებას ერთად მოიაზრებს და თვლის, რომ იმიჯი ნამდვილად თამაშობს გარკვეულ როლს წარმატების მიღწევაში:

“იმიჯის გამოძერწვის პროცესში მოდის წარმატება. ბევრ შემთხვევაში, საქმის წარმოებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვგრძნობ, რომ ჯანსაღი იმიჯი მაქვს და ეს ყველაზე მეტად მიხარია. ძალიან მახარებს ხალხის დამოკიდებულება. მე ვცდილობ, რამდენადაც შემიძლია პროპაგანდა გავუწიო ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი “მოვწამლო” ასეთი ცხოვრებით, მოვწყვიტო მოწევას, დალევას ან კომპიუტერთან უსასრულო ჯდომას.”

საყვარელი აქსესუარები: აქსესუარებს საჭიროების მიხედვით არჩევს. და გამომდინარე იქიდან, რომ უყვარს ბუნება, დანის გარეშე არსად წასვლა შეუძლია:

“ჩემი აქსესუარებია: საათი, სათვალე, ტელეფონი, დანა. დანას ვერ ვიშორებ განსაკუთრებით მაშინ, როცა მივდივარ ტყეში. აქსესუარებს ვატარებ მხოლოდ პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ოცნება მაქვს, ისე დავალაგო ჩემი ცხოვრება, რომ ტელეფონი არ მჭირდებოდეს. დღეს ტელეფონის გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ მე არ მინდა, მღლის საშინლად. მაგრამ ეს არის აქსესუარი, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ გამომდის.”

ფერები: როდესაც სპორტულად იმოსება, მწვანე ფერს განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს. კლასიკური გარეგნობისთვის კი შავ და ნაცრისფერ ფერებს არჩევს:

“სპორტულ სტილში კამუპლირებულ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. მწვანე ფერი, მომწვანო-ყავისფერი. როდესაც ტყის განწყობა მაქვს, ბუნებასთან შესაბამისობაში მიყვარს ჩაცმა. რაც შეეხება კლასიკურს, შავი და ნაცრისფერი-ორი ფავორიტი ფერი მაქვს. ჰალსტუხების ფერებიდან მუქ ლურჯს, ყავისფერს და ბორდოს გამოვყოფდი”.

მოდის ტენდენციები: “აბსოლუტურად არ ვითავლისწინებ მოდის ტენდენციებს. ჩემთვის მოდური არის ის, რაც ჩემთვის კომფორტულია. არავითარ შემთხვევაში ჩავიცვამ ისეთ რაღაცას, რაც უბრალოდ, მოდურია და ჩემთვის მიუღებელია, არაკომფორტულია. თუმცა, შეიძლება დაემთხვეს ჩემი გემოვნება და მოდის კონკრეტული ტენდენცია”.

სასმელი: “არასოდეს მივდივარ ე.წ. პახმელიამდე. ნასვამობის შეგრძნებაც კი მიუღებელია ჩემთვის. ძირითადად, 2-3 ჭიქით შემოვიფარგლები. თუმცა, დაგემოვნება მიყვარს. შავი ღვინო ძალიან მიყვარს. შემიძლია, ერთი ჭიქა მთელი დღის განმავლობაში ვაგემოვნო. ასევე ვისკი. ღვინო, ვისკი და ჭაჭა. არაყს არ ვსვამ, მაგრამ ჭაჭა მიყვარს. ისიც მაშინ, როცა ცივი წყლიდან ამოვდივარ ჯომარდობის შემდეგ. მაქსიმუმ 100 გრამი. ჭაჭა ჩემთვის განსაკუთრებული სასმელია. ვიცი, რომ ეს ვიღაცამ გასაყიდად კი არა, საკუთარი თავისთვის გააკეთა. ხშირად მჩუქნიან ხოლმე ჭაჭას და ზუსტად ვიცი, რომ ნაჩუქარი ჭაჭა გულით არის გაკეთებული”.

კვება: “მივხვდი, რომ სპორტული ცხოვრების დროს სწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ვცდილობ, კონკრეტული კერძები კვების რაციონიდან ამოვიღო. ეს არის ტკბილეული, ცომეული. შემწვარ-მოხრაკულზე უარს ვერ ვამბობ. მაგრამ ვხედავ, რომ ამ რამდენიმე მიმართულების ამოღებით ვარჯიში სწორად მიდის. თუმცა, ამ საკითხს ასკეტურად არ ვუდგები”.

რჩევები ქართველ მამაკაცებს: “ქართველ მამაკაცებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, გააქტიურდნენ. დალევაზე თქვან უარი. სამწუხაროდ, ქართველი მამაკაცების უდიდესმა ნაწილმა დალევაში ზომიერება არ იცის. ესეთი სტერეოტიპია შექმნილი – რაც მეტს დალევ, მით უფრო მაგარი ხარ. ვთვლი, რომ ეს სასმელის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. დამახინჯებული, არასწორად მოტანილი ტრადიციაა. მე არ მჯერა, რომ ქართველი, შუა საუკუნეების მამაკაცი ამით გამოირჩეოდა – სვამდა ბევრს.

არა, ის, დარწმუნებული ვარ, ძალიან ზომიერად და იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში სვავდა. ქართველი ისე ვერ იბრძოლებდა, როგორც იბრძოდა, ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღევანდელი მამაკაცების უმრავლესობა იქცევა.

ასე რომ, ვურჩევდი, გავიხსენოთ “ვისი გორისა ვართ”, როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ნაკლები დავლიოთ და ვიცხოვროთ უფრო აქტიურად. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუვნის უფლება, ჩვენ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. მამაკაცი ყოველთვის მამაკაცად უნდა რჩებოდეს თავისი მონადირის ინსტიქტებით.

ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყანაა. მინდა, მამაკაცებმა მეტი დრო დაუთმნონ საკუთარ თავს, ასე მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება იმიტომ, რომ აქტიური ცხოვრება, სპორტული ცხოვრება, ბუნებასთან დაახლოება, მათ პოტენციალს უფრო გაზრდის.

რაც შეეხება სტილს, ეს ძალიან ინდივიდუალურია და ვერაფერს ვურჩევ. ერთადერთი: საკუთარ თავს მოუსმინონ და შექმნან ის სტილი, რომელშიც ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ თავს. სტილში შენ საკუთარ თავს პოულობ”.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი

20 ნახვა

დაავადებები, რომელსაც სექსი კურნავს

სექსის პროცესში მატულობს სხეულის ტემპერატურა და წნევა, რაც მკვეთრად ზრდის სუნთქვის სიხშირესა და გულისცემას. ამასთან, ნორადრენალინის შემცველობა სისხლში სექსუალური აქტის დროს ნორმაზე 40-ჯერ უფრო მატულობს. მედიცინას ახსოვს შემთხვევები, როდესაც ადამიანი უშუალოდ აქტის პროცესში გარდაცვლილა.

თუმცა ეს დრამატული შედეგები იშვიათობაა, და მედიკოსების რეკომენდაციით, რეგულარული სქესობრივი ცხოვრება ბევრი დაავადების განვითარებას უშლის ხელს.
ამ სტატიაში გვსურს განვიხილოთ სექსი, როგორც პრევენცია დაავადებების თავიდან ასარიდებლად.

უპირველესად, სექსი უმნიშვნელოვანესია ადამიანის ემოციური მდგომარეობისთვის. მოფერება, ჩახუტება, კოცნა… ეს ყველაფერი იდეალური “წამალია” სტრესის მოსახსნელად.

გაწუხებთ უძილობა? იქნებ იმიტომ, რომ მეტწილად დაძინებას არა პარტნიორთან, არამედ ბალიშთან ჩახუტებული ცდილობთ? ცნობილია, რომ მამაკაცების უმრავლესობა სქესობრივი აქტის შემდეგ ღრმა და მშვიდ ძილს ეძლევა. მედიკოსების რეკომენდაციაა ჩაანაცვლოთ საძილე საშუალებები სქესობრივი აქტით. ეს ბევრად ჯანსაღი “წამალია” უძილობის წინააღმდეგ…

სექსი, როგორც ჭარბი წონისგან თავდაცვის საშუალება. დიახ, ეს ფიზიკური და ემოციური სიამოვნება იდეალური მეთოდია ებრძოლოთ ცხიმებს. დამტიცებულია, რომ საშუალოდ, 10-12 წუთიანი სქესობრივი აქტის დროს 200 კილო კალორია იწვევა. სქესობრივი აქტის დროს ერთდროულად რამდენიმე კუნთი მოძრაობს. ასე რომ, დაივიწყეთ დიეტა, ვინაიდან წონასთან ბრძოლის ბევრად სასიამოვნო მეთოდებიც არსებობს…

ეს სექსის ჯანმრთელობისთვის ხელშემწყობი არასრული ჩამონათვალია. საყოველთაოდ ცნობილია, რომ სექსი ხელს უწყობს გონების მუდმივად “ფორმაში ყოფნას”, შესაბამისად იდეალური საშუალებაა კარგი მეხსიერების შესანარჩუნებლად.

მოგიწოდებთ სქესობრივი კავშირის, მით უფრო შემთხვევითი კონტაქტის დროს, აუცილებლად გამოიყენეთ ბარიერული დაცვის საშუალება (პრეზერვატივი).

24 ნახვა

ბრიუს ლის ფილოსოფია: TOP 14 ცხოვრებისეული პრინციპი

ბრიუს ლიმ საბრძოლო ხელოვენებასა და კინემატოგრაფიაში წარმატებას მხოლოდ მუშტების წყალობით არ მიაღწია. მისი კიდევ ერთი საიდუმლო ნამდვილი მამაკაცური ფილოსოფია იყო.

გთავაზობთ ბრიუსის (იგივე ლი იუენ კამი) ცხოვრებისეულ პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ის წარმატებული მამაკაცი გახდა.

1. მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად ნელა მოძრაობ. მთავარია, რომ შენ არ ჩერდები.

2. ნამდვილი მეგობრები ალმასებივით არიან – ძვირფასები და იშვიათები. შეცდომით არჩეული მეგობრები კი შემოდგომის ფოთლებივით არიან – ყველგან ყრიან.

3. თუ გაკრიტიკებენ, ესეიგი ყველაფერს სწორად აკეთებ. ადამიანები ყოველთვის იმას ესხმიან თავს, ვისაც ჭკუა აქვს.

4. სულელებს ყოველთვის გრძელი ენა აქვთ.

5. მიზანს ყოველთვის არ უნდა მიაღწიოთ. ზოგჯერ ეს მიმართულებაა მოძრაობის გასაგრძელებლად.

6. საკუთარი შეცდომების პატიება ყოველთვის შეიძლება, თუ მათი აღიარების სიმამაცე გაგაჩნიათ.

7. იყავი მომთმენი, მაგრამ დაუმორჩილებელი. იყავი ძლიერი, მაგრამ არა სასტიკი.

8. სიმარტივე ხელოვნების უმაღლესი საფეხურია.

9. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ. მთავარია, როგორ აკეთებ ამას.

10. არ მეშინია იმის, ვინც 10 ათას დარტყმას სწავლობს. მეშინია იმის, ვინც ერთ დარტყმას 10 ათასჯერ სწავლობს.

11. რაზეც ფიქრობ, ის ხდები.

12. თუ ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ იცოდე, რომ შენ თავად გახადე ეს შეუძლებელი.

13. ბრძოლაში სპონტანურობა იმარჯვებს. ზეპირი ყოველთვის წაგებულად რჩება.

14. გაათავისუფლე შენი ტვინი, გახდი უფორმო, როგორც წყალი. წარმოიდგინე, რომ მას ჭიქაში ასხამ და ის ჭიქა გახდება. თუ მას ჩაიდანში ჩაასხამ, ის ჩაიდანი გახდება. გახდი წყალი, ჩემო მეგობარო.

23 ნახვა

ბახუსოთერაპია – პელმენის წვნიანი მდნარი ყველით

რა შეიძლება იყოს შემოდგომის წვიმიან და ქარიან ამინდზე უარესი? სამსახურიდან აჩქარებული ნაბიჯით რომ მიდიხარ შინ, რათა დაისვენო და ცხელი ჩაი დალიო, ხოლო სადარბაზოში შესულს არ გინდა დაიჯერო, რომ მეგობრული თავყრილობის ხმა სწორედ თქვენი ბინიდან გამოდის.

სამაგიეროდ, შინ შესული ხვდებით, რომ ინტუიცია არასოდეს გღალატობთ და თქვენი მეუღლე მეგობრებთან ერთად აღნაშნავს გაუთავებელი ჩემპიონთა ლიგის რომელიღაც რიგით თამაშს. მე უკვე დიდი ხანია დავრწმუნდი, რომ კაცებს ფეხბურთი არც ისე უყვართ, როგორც ჰგონიათ – უბრალოდ, ეს კარგი შანსია მეგობრებთან ერთად შეკრებისა და სასმლის წრუპვისთვის, რომელიც მეორე დღეს ფეხბურთის სიყვარულსაც ავიწყებთ და საკუთარი თავისასაც.

ქალებს კი არ ვიცი, რომელი უფრო არ გვიყვარს – მამაკაცების დროსტარება თუ მეორე დღეს მათი გაუთავებელი წუწუნი – როგორ სტკივათ ყველაფერი, რომ ასე მეორედ აღარ დალევენ და ბოლოს მინორულად ნათქვამი ფრაზა – “რამე წვნიანი გამიკეთე რა”… ასეთი შემთხვევებისთვის რამდენიმე მარტივი რეცეპტი მაქვს გამზადებული – რადგან ყოველ ჯერზე ხაშის ხარშვას ვერ დავიწყებ, ჩემს მეუღლეს პელმენის წვნიანით უწევს ნაბახუსევიდან გამოსვლა

გარდა იმისა, რომ უკვე აგრილდა და პელმენის ცხელი წვნიანი მადისაღმძვრელი და გემრიელი კერძია, რომლითაც შეგიძლიათ ოჯახის წევრებს გაუმასპინძლდეთ, ამ კერძს კიდევ ერთი ჯადოსნური თვისება აქვს.

მდნარი ყველით მომზადებული წვნიანი იდეალური გამოსავალია ნაბახუსევზე. შეგიძლიათ ენდოთ ჩემს გამოცდილებას, მოუმზადეთ იგი ნაბახუსევზე მყოფ მეუღლეს და მიხვდებით, რომ ორივე კმაყოფილი დარჩებით – ის იმიტომ, რომ წვნიანი ძალიან გემრიელია და სწრაფად ხსნის უსიამოვნო სიმპტომებს, ხოლო თქვენ იმდენად მარტივად შეძლებთ მის გაკეთებას, რომ სამზარეულოში სულ რამდენიმე წუთი დაგეკარგებათ. მთავარია, ისეთი პელმენი შეარჩიოთ, რომ ხარშვისას ადვილად არ იშლებოდეს.
pelmeni nikora
პელმენის წვნიანი

ინგრედიენტები:

პელმენი 500 გრ
(ჩვენ რეკომენდაციას “მზარეულის” პელმენს, “ციმბირულს” ვუწევთ, რადგან ის იოლად არ იშლება დიდხანს ხარშვისას და მასში ხორცის გემოც კარგად იგრძნობა)

ბულიონის კუბი 1 ცალი
მდნარი ყველის ფირფიტები
ქინძი
მარილი და პილპილი

მომზადება:

განიერი ქვაბით დავდგათ წყალი (დაახლოებით 2 ლ). რომ ადუღდება, დავამატოთ მარილი და ბულიონის დაფშვნილი კუბი. შემდეგ ჩავყაროთ პელმენი და მოვხარშოთ. მოხარშული პელმენი გადავანაწილოთ ღრმა თეფშებზე, დავასხათ წვენი, მოვაყაროთ მარილი, პილპილი, დაჭრილი ქინძი, დავუმატოთ თითო კოვზი არაჟანი და ზემოდან გადავაფაროთ მდნარი ყველის ფირფიტა. მივირთვათ ცხელი.

25 ნახვა