კატეგორიის არქივი: რჩევები

კიბოს პროფილაქტიკა ხალხური მედიცინის რჩევების მიხედვით (ვიდეო)

428 ნახვა

თუ თქვენ ეს სიმპტომები აღმოაჩინეთ, ესე იგი თქვენს ორგანიზმს წყალი არ ჰყოფნის

წყლის გარეშე სიცოცხლე შეუძლებელია. წყალი აუცილებელია ნებისმიერი ცოცხალი ორგანიზმისთვის.
წყალი არეგულირებს სხეულის ტემპერატურას და აუმჯობესებს საჭმლის მონელების პროცესს.
გაითვალისწინეთ: წყლის შემცვლელად არვითარ შემთხვევაში არ გამოგადგებათ წვენები, ჩაი, ენერგეტიკული სასმელები, ყავა, და კოფეინის შემცველი სასმელები. კოფეინი ორგანიზმის გაუწყლოებას იწვევს.

სიმპტიმები, რომლებიც მიუთითებს, რომ თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია.

ხშირი შარდვა

თუ ჯანმრთელი ორგანიზმი გაქვთ, დღეში 6-7-ჯერ დაგჭირდებათ შარდის ბუშტის დაცლა. თუმცა ეს რაოდენობა ინდივიდუალურია ყველა ადამიანისთვის, თუნდაც იმიტომ, რომ ყველა სხვადასხვა რაოდენობის წყალს სვამს.

თუ დღეში მხოლოდ 2-3-ჯერ შარდავთ, ესე იგი მეტი წყალი უნდა დალიოთ.

წყლის ნაკლებობა უარყოფითად მოქმედებს თირკმლების ფუნქციაზე და მას შეიძლება სერიოზული გართულებები მოჰყვეს.

კანის სიმშრალე

თუ საკმარის წყალს სვამთ, სახის კანის პრობლემა არ უნდა გაწუხებდეთ. თუ სახის კანი გამოგიშრათ, სავარაუდოდ, თქვენს ორგანიზმს წყალი აკლია. ამ შემთხვევაში, წყლის ბალანსის აღსადგენად, კარგი იქნება, თუ ყოველ საათში ერთ ჭიქა წყალს დალევთ. მალე თქვენი კანი გლუვი და ხავერდივანი გახდება.

თავის ტკივილი

ორგანიზმის გაუწყლოება თავის ტკივილის ერთ-ერთი ძითითადი მიზეზია.
ასეთი თავის ტკივილის დროს თითქმის შეუძლებელია დახრა, სწრაფად მოძრაობა, კიბეზე ასვლა-ჩასვლა. ასეთი ტკივილები თავს იჩენს, როცა ორგანიზმს წყალი აკლია

პირის სიმშრალე
პირის სიმშრალე ხშირად სწორედ ორგანიზმის გაუწყლოებაზე მიანიშნებს. თუმცა ზოგჯერ ეს სხვადასხვა პრეპარატის მიღებით შეიძლება იყოს გამოწვეული.

შარდის ფერი
შეცვლილი შარდის ფერი ხშირად იმის მანიშნებელია, რომ ორგანიზმს წყალი აკლია.
თუ შარდი მუქი ფერის გაქვთ, ჩვეულებრივზე მეტი წყალი დალიეთ. თუ თქვენს შარდს მოყავისფრო ელფერი დაჰკრავს ესე იგი გაუწყლოების მძიმე ფორმასთან გვაქვს საქმე.

წყალი ნელ-ნელა დალიეთ, რომ ორგანიზმმა თანაბრად მოახერხოს საჭირო ორგანოებზე მისი გადანაწილება.

შიმშილი
შიმშილს გრძნობთ მაშინაც კი, თუ ცოტა ხნის წინ წაიხემსეთ? შეეცადეთ წყურვილი და შიმშილი ერთმანეთში არ აგერიოთ. ასე რომ, ვიდრე კიდევ ერტხელ წახემსებას გადაწყვეტთ, ჯერ ერთი ჭიქა წყალი დალიეთ.

თავბრუსხვევა
მსუბუქი ტავბრუსხვევა მიანიშნებს, რომ თქვენმა ორგანიზმმა ბევრი წყალი დაკარგა და მარაგი ვერ შეივსო.
როგორც კი თავბრუსხვევას იგრძნობთ, დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.

ქრონიკული გაუწყლოების სიმპტომები
ქრონიკულ გაუწყლოებას რამდენიმე გამოკვეთილი სიმპტომი აქვს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია:
შარდგამომყოფი გზების ინფექცია.

ნაადრევი დაბერება.

შფოთიანობა.

ქოლესტერინის მაღალი დონე.

გაუვალობა/კუჭის წვა.

91 ნახვა

სილამაზის ამ თურქული რეცეპტის მეშვეობით ყველაზე ღრმა ნაოჭებიც გასწორდება!

ჯერ კიდევ რამდენიმე წლის წინ შენი სახის დანახვა სარკეში გიხაროდა, ახლა კი ნაოჭები არ გაძლევს მოსვენებას? დაუყოვნებლივ იმოქმედე! ჩვენ გვაქვს თურქული ნიღბის საოცარი რეცეპტი, რომელიც სწრაფად და ძალიან ეფექტურად მოქმედებს. ყველა ინგრედიენტი ხელმისაწვდომია, არანაირი ეგზოტიკა.

როგორ გავიახალგაზრდავოთ კანი:

დაიმახსოვრე, ნებისმიერი ნიღბის დადება რეკომენდებულია მხოლოდ გაასუფთავებულ კანზე! ნიღაბში შემავალმა ზოგიერთმა კომპონენტმა შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს, ამიტომაც მგძნობიარე კანის მქონე ქალბატონებს ვურჩევთ, გამორიცხონ ინგრედიენტებიდან თაფლი და დარიჩინი. ამ ორი ინგრედიენტის ჩანაცვლება შეგიძლიათ კვერცხის გულით.

nigabi

ინგრედიენტები:
3 ს/კ საჭმლის სოდა
1 ჩ/კ თაფლი
1 ჩ/კ ზეთოვანი ვიტამინი E
1/4 ჩ/კ
დაფქული დარიჩინი
4 ჩ/კ რძე ან ნაღები

მომზადების წესი:
შეურიეთ ყველა ინგრედიენტი: უნდა მიიღოთ საკმაოდ სქელი მასა.
დაიდეთ ნიღაბი სქელ ფენად სუფთა კანზე სახისა და ყელის მიდამოებში, მოერიდეთ თვალის ირგვლივ კანს და ტუჩებს. აცადეთ ნიღაბს, რომ შეგაშრეთ.
15-20 წუთში თბილი წყლის მეშვეობით და მასაჟური მოძრაობით ჩაოიბანეთ ნიღაბი სახიდან.

ნიღბის ჩამოშორებისთანავე შეატყობთ, რომ კანი საგრძნობლად გამოცოცხლდა, გაღიავდა, კანი გადაიჭიმა, ხოლო ფორები გასუფთავდა და შეიკრა. გამოიყენე ეს საშუალება კვირაში 2-ჯერ, რათა შესამჩნევი შედეგი მიიღო!

57 ნახვა

უნიკალური იაპონური მეთოდი: როგორ შევამციროთ წელის გარშემოწერილობა 1,5 ზომით დიეტისა და ვარჯიშის გარეშე (ვიდეო)

153 ნახვა

როგორ გავხსნათ ბიუსტჰალტერი ერთი ხელით (ვიდეო)

მეგობარ გოგონასთან განმარტოვების შემდეგ, მამაკაცისთვის პირველი ბარიერი ბიუსტჰალტერია.

კი, შესაძლოა, მან ბიუსტჰალტერი თავად მოიხსნას, მაგრამ, თუ თქვენი ვნებები არ ცხრება და ერთმანეთის გარეშე წამსაც ვერ ძლებთ, მაშინ საქმეში მოქნილი ხელები უნდა ჩართოთ.

ჩვენ გასწავლით ბიუსტჰალტერის ერთი ხელით გახსნას.

ჯერჯეობით უნდა გაერკვიოთ, როგორ მუშაობს ბიუსტჰალტერის მექანიზმი. ესეიგი, ის სპეციალური ორი ან ოთხი სამაგრის საშუალებით მაგრდება ქალის მკერდზე. ხშირ შემთხვევაში, სამაგრები ბიუსტჰალტერის უკანა მხარესაა განთავსებული. ორივე ბოლოს სამაგრი ერთამეთისკენ უნდა გამოწიოთ და ერთი მეორედან ამოიღოთ.

თუმცა, არსებობს ისეთი ბიუსტჰალტერებიც, რომლებსაც შესაკრავი წინა მხრიდან აქვს. არ შეგეშინდეთ, იქაც იმავე სისტემის სამაგრები დაგხვდებათ.

უფრო დეტალურად რომ ავხსნათ, როცა ქალი თქვენ წინაშე სახით არის მომართული, ხელს ადებთ ზურგზე, საშუალო და დიდი თითებით ლიფის ორივე დაბოლოებას უჭერთ და მარჯვენა სამაგრებს მარცხენა სამაგრებისკენ წევთ.

93 ნახვა

რჩევები მამებისთვის: როგორ დავიჭიროთ ბავშვი სწორად

როგორ უნდა მოიქცეთ, რომ ჩვილი თქვენს ხელებში დაწყანრდეს და თავი კომფორტულად იგრძნოს?

ამის შესახებ ქვემოთ მოგიყვებით.

1. როცა ხელში აგყავთ
ხელები დაიჭირეთ ისე, თითქოს შეშა მიგაქვთ, რათა ბავშვი ხელებში მოხერხებულად ჩაიწვინოთ. წესით, მარჯვენა ხელი ჩვილის თავის ქვეშ უნდა იყოს და კისერს უმაგრებდეს, ხოლო მარცხენა – მის დანარჩენ სხეულს.

2. როცა გიჭირავთ
ბავშვები ხშირად იმის გამო ტირიან, რომ არაკომფორტულად გრძნობენ თავს. მათ არ სიამოვნებთ, როცა მშობლებს ძალიან მაგრად უჭირავთ.

თუ ბავშვი კალთაში გყავთ ჩასმული და არ ისვენებს, შეეცადეთ, ხელი მაგრად არ მოუჭიროთ.

3. როცა აწყნარებთ
თუ ბავშვი ტირის, ისე მოატრიალეთ, რომ მუცელი თქვენს დომინანტ ხელზე აღმოჩნდეს. ამ დროს, თქვენი ხელის გული ჩვილის ფეხებს შორის უნდა მოექცეს. როცა ბავშვი სხეულის ქვევით დასაყრდენს იგრძნობს, ის მოლბება და დაწყნარდება.

54 ნახვა

როგორ შევარჩიოთ საჩუქარი საყვარელი ქალისთვის – 3 მარტივი რჩევა

როგორ შევარჩიოთ სამკაულები მეგობარი გოგონასთვის – მამაკაცები ამაზე მხოლოდ მაშინ ვფიქრდებით, როდესაც უშუალოდ ფაქტის წინაშე ვდგებით, რომ ჩვენი საყვარელი არსებისთვის საჩუქარი გვაქვს საყიდელი… გადაწყვეტილებას კი მოსდევს კითხვების კორიანტელი, რომელთაგან ყველაზე ხშირად საკუთარ თავს ვეკითხებით, თუ რა შევურჩიოთ, როგორ ავარჩიოთ ზომა, და რა მასალისგან უნდა იყოს დამზადებული საჩუქარი. Adami ამ სამ კითხვაზე პრაგმატულ რჩევებს გთავაზობთ.

nomer1

რა შევურჩიოთ
თუ თქვენ გოგონასთან, რომლისთვისაც მომავალ დღესასწაულებზე საჩუქრის ყიდვა გსურთ, არ გაქვთ ინტენსიური ურთიერთობა და ეს არის პირველი ახალი წელი, რომელსაც თქვენ ერთად შეხვდებით, უმჯობესია, რომ საყურეები, ყელსაბამი ან სამაჯური შეარჩიოთ. ბეჭედი, ამ შემთხვევაში, ცუდი ვარიანტია, ვინაიდან შესაძლოა, ამით დააფრთხოთ ის, ან პირიქით – თქვენმა სურვილმა, რომ ის უბრალოდ ახალი ბეჭდით გაახაროთ, მოულოდნელი შედეგი მოგიტანოთ და გოგონამ საჩუქრის პასუხად დაგახვედროთ ფრაზა, – “დიახ, ათასჯერ დიახ!”.

nomer2

როგორ ავარჩიოთ სასურველი ზომა
ერთია საჩუქრის არჩევა, და მეორე – ზომა. დიახ, ალბათ თითოეული თქვენგანი ხშირად მდგარხართ ვიტრინასთან და მას შემდეგ, რაც ტანჯვის ფასად შეარჩიეთ ყელსაბამი ან ბეჭედი, ფიქრობთ, თუ რა ზომა მოერგება თქვენს ფავორიტ გოგონას… იცოდეთ, რომ ყელსაბამის შემთხვევაში, მისი სიგრძე არ უნდა აღემატებოდეს 28-30 სანტიმეტრს.

nomrebi-3

მასალა
მნიშვნელოვანია, თუ რა მასალისგან იქნება დამზადებული საჩუქარი (მაგალითად, საყურე), რომელსაც საყვარელ გოგონას მიართმევთ. საჭიროა, რომ დროდადრო დააკვირდეთ, რათა ამოიცნოთ, თქვენი გოგონა ოქროს ანიჭებს უპირატესობას, თუ ვერცხლს. ისე კი, რომ იცოდეთ, ქალების აბსოლუტური უმრავლესობა ოქროზე გიჟდება…

20 ნახვა

როგორ მოვიქცეთ, როცა ცოლი ორსულადაა

ორსულობისა და მის შემდგომ პერიოდში მეუღლისადმი მამაკაცის დამოკიდებულება სხვადასხვაგვარია.

მამაკაცმა ზოგჯერ არც კი იცის, როგორ მოიქცეს ცოლის ორსულობისას, თუმცა, უმეტესად ალერსითა და მზრუნველობით ეპყრობა მას. ამ დროს მამაკაცს შესაძლოა, დაეუფლოს სიამაყეც, რადგან მამობის მოლოდინი ესალბუნება მის თავმოყვარეობას და ხაზს უსვამს მის მამაკაცურ სიმწიფეს.

მამაკაცი მოუთმენლად ელის პატარას დაბადებას, განსაკუთრებით მაშინ, თუ ეს მისი პირველი შვილია, თუმცა, ერთგვარი შიშიც უჩნდება, რომ ცოლი მთელ ყურადღებას ბავშვზე გადაიტანს, თვითონ კი გარიყული დარჩება.

ამან შესაძლოა, გააღიზიანოს, გაუღვიძოს სხვა ქალებთან გართობისა და თავისუფალი დროის სახლის გარეთ გატარების სურვილი.

როდესაც ასეთი რამ ხდება, ქალი საყრდენის გარეშე რჩება. ეს მაშინ, როდესაც ისე სჭირდება თანადგომა, როგორც არასდროს – ბავშვის დაბადება ხომ მისი ცხოვრების ახალი ეტაპის დასაწყისია.

სამშობიაროდან გამოსვლის შემდეგ ქალის მთელი დრო და ენერგია ბავშვის მოვლას ხმარდება. მამაკაცმა უნდა გაითვალისწინოს, რომ მის მეუღლეს ახლა მასზე მეტად უჭირს: ქალმა იმშობიარა, მისმა ორგანიზმმა უდიდესი ცვლილებები განიცადა, ბავშვის მოვლა მისგან კოლოსალურ ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას მოითხოვს…

ამიტომ ქალს ქმრის თანადგომა სჭირდება. მეუღლის დახმარება კარგი ქმრის ერთ-ერთი თვისებაა. ფიზიკურზე არანაკლებ მნიშვნელოვანია მორალური მხარდაჭერა.

ქალი უნდა გრძნობდეს, რომ ქმარი მას ყოველთვის დაეხმარება, რომ შეუძლია, მისი იმედი მუდამ ჰქონდეს. თუმცა, ახალგაზრდა დედები ხშირად ვერ აფასებენ მეუღლის მონდომებას და ალერსითა და სინაზით ვერ პასუხობენ.

ეს შესაძლოა, გაყრის მიზეზად იქცეს, რადგან მამაკაცს ხშირად არ ესმის, რომ ცოლის გულგრილობა სინამდვილეში გადაღლილობის, ნერვული და ფიზიკური გამოფიტვის ბრალია.

ამ დროს ოჯახში იშვიათი არ არის კონფლიქტი. მიუხედავად ყველაფრისა, მამაკაცმა თავი ხელში უნდა აიყვანოს და შეძლოს მხარდაჭერა, რაც ძალიან სჭირდება ახალგაზრდა დედას.

როცა ბავშვი წამოიზრდება და ამდენი ზრუნვა აღარ დასჭირდება, ქალიც მეტ ყურადღებას დაუთმობს მეუღლეს, ისევ განიმსჭვალება მის მიმართ სინაზითა და სიყვარულით, თუნდაც იმიტომ, რომ მძიმე დღეებში ქმარი მუდამ გვერდით ედგა.

შეიძლება ითქვას, რომ ეს ოჯახური ბედნიერების ერთ-ერთი საიდუმლოა. ბედნიერი ოჯახი რომ შევქმნათ, უნდა ვისწავლოთ რთული პერიოდების ერთად გავლა. ოჯახური სირთულეების გადალახვა, საკუთარ თავსა და ერთმანეთზე პასუხისმგებლობა. ეს ძლიერი და ბრძენი ადამიანების ხვედრია. ასეთ ადამიანებს შეუძლიათ, იამაყონ საკუთარი თავით და გარშემო მყოფების პატივისცემაც დაიმსახურონ.

წყარო: mkurnali.ge

14 ნახვა

მომავალი მეჯვარე – რა გვევალება და რა უნდა გავაკეთოთ

თქვენმა მეგობარმა მეჯვარეობა გთხოვათ? ეს ნიშნავს, რომ საფიქრალი და სანერვიულო მოგემატათ: რა უნდა გააკეთოთ იმისთვის, რომ კარგად შეასრულოთ თქვენი მოვალეობები? რა ფინანსებია საჭირო? რა ტრადიციები არსებობს და რისი უგულებელყოფა არ შეიძლება? ამ კითხვებზე პასუხის გასაცემად ჩვენი სტატია დაგეხმარებათ.

1. თანადგომა. პირველ რიგში, უმნიშვნელოვანესია, რომ მეჯვარემ მორალური თანადგომა გამოუცხადოს ნეფე-პატარძალს. მეჯვარემ სასიძო უნდა გაამხნევოს და აგრძნობინოს, რომ ამ განსაკუთრებულ დღეს ის მის გვერდითაა. მეჯვარის მთავარი დანიშნულება სწორედ ესაა – გაამხნევოს და გვერდში დაუდგეს ნეფე-პატარძალს.

2. ხარჯების დაგეგმვა. უნდა გაარკვიოთ წყვილის გეგმები: რამდენ კაციან ქორწილს გეგმავენ, როგორ გარემოში. რამდენად ტრადიციული ქორწილი სურთ. ამ დეტალების გარკვევა ხარჯების დაგეგმვაში დაგეხმარებათ.

3. მანქანა ნეფე-პატარძლისთვის. გაითვალისწინეთ, რომ ბიჭის მეჯვარეები ხშირად საკუთარ თავზე იღებენ იმ მანქანის ხარჯებს, რომლითაც ნეფე-პატარძალი გადაადგილდება.

თუ თქვენ თავად გყავთ მანქანა, შესთავაზეთ ნეფეს, ან იფიქრეთ ალტერნატივაზე.

4. ჯვრისწერისა და ხელისმოწერის ხარჯები. ასევე სასურველია, ჯვრისწერისა და ხელისმოწერის ხარჯები თქვენ დაფაროთ. ჯვრისწერის დროს ზოგჯერ მღვდელი პირდაპირ ითხოვს საფასურის გადახდას. ზოგჯერ კი შესაწირში უნდა მოათავსოთ ფული. სასურველია, მინიმუმ 30-40 ლარი მაინც. ასევე თქვენ უნდა შეიძინოთ კელაპტრები, რომლებიც ეკლესიაშივე იყიდება.

5. ვიდეო და ფოტოგადაღება. თქვენი მხრიდან კარგი ჟესტი იქნება, თუ ქორწილის ვიდეო და ფოტოგადაღების ხარჯებს დაფარავთ. ან უბრალოდ, აქტიურ მონაწილეობას მიიღებთ გადაღების დაგეგმვაში.

6. საქორწილო საჩუქარი. მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს საქორწილო საჩუქრას, რადგან ის წყვილის სურვილისა და საჭიროებების გათვალისწინებით უნდა შეირჩეს. ხშირად მეჯვარე ოქროს სამკაულს ყიდულობს. ამ შეთხვევაში კარგად დაფიქრდით: ნამდვილად სასურველია თუ არა ოქროს სამკაული თქვენი მეგობრისთვის? იქნებ ის საოჯახო ნივთს ანიჭებს უპირატესობას ან მოგზაურობას?

კიდევ უამრავი ხარჯის გაწევა შეიძლება, თუ მეჯვარეს ამის ფინანსური შესაძლებლობა აქვს: დაწყებული რესტორნის ხარჯების დაფარვით, საქორწილო მოგზაურობის დაფინანსებით დამთავრებული.

ყველაფერი, როგორც უკვე აღვნიშნეთ, იმაზეა დამოკიდებული, თუ როგორს და რამხელა ქორწილს გეგმავს წყვილი. მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ პატარა წვეულების დროსაც კი, სულ მცირე, 500-1000 ლარი დაგჭირდებათ.

იმისთვის რომ ზუსტად “მოერგოთ” დაგეგმილი ქორწილის სიტუაციებსა და ზუსტად შეაფასოთ თქვენი მეგობრის საჭიროებები, ეცადეთ, მაქსიმალურად იაქტიუროთ და ჩაერთოთ ქორწილის დაგეგმვის პროცესში.

თქვენი მთავარი მოვალეობა დოგმების შესრულება კი არა, წყვილისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის, შეძლებისდაგვარად გალამაზებაა.

ფოტოს ავტორი: გიორგი ტორონჯაძე

38 ნახვა

ბარები თბილისში, სადაც უცხოელი გოგონების გაცნობა შეგიძლიათ

თბილისი ლამაზი ადგილობრივი გოგონების ნაკლებობას არ უჩივის, თუმცა, როგორ უნდა მოვიქცეთ, თუ გვსურს, რომ დროებით დავისვენოთ ქართველი გოგონების, როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარეებისგან, “თვალს წყალი დავალევინოთ” და ერთი ან რამდენიმე საღამო (რა იცით, იქნებ მთელი ცხოვრებაც…) უცხოელი გოგონას გარემოცვაში გავატაროთ.

ახალი გოგონა ახალი გამოცდილებაა და რაც უფრო გართობითა და თავგადასავლებით არის გაჯერებული ურთიერთობა, მეტად სასიამოვნოა ეს ახალი გამოცდილება, როგორც თქვენთვის, ასევე თქვენი პარტნიორისთვის. სიმართლე რომ ითქვას, ხშირად ქართველ ბიჭებს ზუსტად იმიტომაც გვიჩნდება უცხოელი გოგონას გაცნობის სურვილი, რომ ის “აქანე სტენკას არ დადგამს” და არც რაიმე ვალდებულებებს აჩენს ურთიერთობაში, ვინაიდან ტურისტთან რომანის გაბმა თავისთავად დროებითია და ამას, როგორც თქვენ, ისევე თქვენი პარტნიორი თავიდანვე შეგუებულია. თუმცა, ცხადია, არსებობს გამონაკლისებიც და ვინ იცის, იქნებ სიყვარულშიც გადაიზარდოს…

მოკლედ, როგორ მოვიქცეთ, თუ “ორი ღერი ინგლისური” ვიცით, ჯიბეში ცოტა ფულიც გვაქვს და ახალი გამოცდილებებისთვის უცხოელი გოგონას გაცნობა გვინდა. ამისთვის თუ ძველი თბილისის ქუჩებში ხეტიალმა არ გიშველათ, სადაც ყველაზე დიდი შანსია, რომ უცხოელ გოგონას გადაეყაროთ, არჩევანისთვის რამდენიმე ადგილს გთავაზობთ, სადაც თუ არ გაგიმართლათ და გოგო ვერ გაიცანით, კარგ გარემოში განტვირთვა და საკმაოდ მისაღებ ფასში დალევა მაინც შეგრჩებათ

DIVE Bar Tbilisi დედაქალაქს 2013 წელს შეემატა. საკმაოდ მოკრძალებულ სივრცეში უცხოელები გიმასპინძლებენ. სტაფი ინგლისურენოვანია და თუ ინგლისური არ იცით, იქ შესვლამდე ფრაზები, რომლითაც ბართან უნდა იკონტაქტოთ, Google Translate-ით გადათარგმნეთ

DIVE კვირიდან ხუთშაბათის ჩათვლით საღამოს 6-დან ღამის 1 საათამდე მუშაობს, პარასკევს და შაბათს კი საღამოს 6-დან ღამის 3 საათამდე შეგიძლიათ იქ მისვლა. გირჩევთ, რომ იქ ნაჭამი მიხვიდეთ, რადგან მენიუში გუშინდელი გამხმარი პურის ნამცეცებიც კი არ აქვთ. ბარში მხოლოდ სასმელია, რომლის ფასი საკმაოდ მოკრძალებულია – კათხა ლუდი, ჭიქა არაყი და შავი ღვინო იქ 3 ლარად ფასობს…

შემდეგი ჩვენ მიერ რეკომენდირებულ ადგილებს შორის “ვარშავაა”. მართალია, აქ ძირითადად უცხოელები “ბუდობენ”, თუმცა, შეიძლება ითქვას, რომ იქ ვინმე გოგოს გაცნობის შანსი იმდენადვე მცირეა, რამდენადაც თავად ბარის ფართი

“ვარშავა” პუშკინის 19-ში მდებარეობს. თუ მწეველი ხართ, გახსოვდეთ, რომ იქ მოწევა აკრძალულია.

ვერ მოწევთ ვერც “ზოესთან”, სანამ ჯადოსნური საათი თერთმეტჯერ არ ჩამოკრავს, თუმცა, ღამის თერთმეტი საათის შესრულებისთანავე იქაურობა ისეთ სიგარეტის კვამლში გაეხვევა, რომ უმჯობესია, უცხოელი გოგონას გაცნობა მანამდე სცადოთ, ვიდრე ბარში “კარგი ხილვადობაა”.

ბარი ვახტანგ ბერიძის 5-ში მდებარეობს და დღის 4-დან ღამის 1 სათამდეა ღია. რაც შეეხება გარემოს, იქ ყველანაირი მიზეზია, რომ არასდროს ჩახვიდეთ, – არ იჭერს ტელეფონის სიგნალი, არის WiFi-ს დაბალი, თითქმის გამოუსადეგარი სიგნალი, არის ნესტი, თერთმეტი საათის შემდეგ, როდესაც ერთდროულად ოცდაათი ადამიანი ეწევა, იხრჩობი სიგარეტის კვამლში, თუმცა ამ ყველაფრის მიუხედავად, კაცმა არ იცის რატომ, მაგრამ მაინც მოგწონს იქ ყოფნა

მასპინძლების ნაწილი აქაც, ისევე, როგორც Dive-ში, უცხოელია, თუმცა, ბარის მფლობელმა, ვის სახელსაც ატარებს ეს დაწესებულება, ძალიან კარგად იცის ქართული. სამწუხაროდ, ის იქ ყოველთვის არ დაგხვდებათ…

ზოეს მსგავსად უკვე წლებია თბილისში ცხოვრობს და საკმაოდ წარმატებულ პაბს ფლობს ინგრიდიც (თუ სწორად მახსოვს მისი სახელი), თუმცა, არაფრის დიდებით, ცოცხალი თავით ერთ სიტყვა ქართულსაც კი არ ამბობს.

ჰანგარი – ასე ქვია თბილისში არსებულ ირლანდიურ პაბს, რომელშიც სტუმართა აბსოლუტური უმრავლესობა უცხოელია. შეიძლება ითქვას, რომ თუ თქვენ უცხოელი გოგონას გაცნობას აპირებთ, იდეალური “ხაფანგია” ეს ამისთვის

აბა ჰე, გადმოიღეთ თაროდან ბავშვობის დროინდელი გახოკიძის “ინგლისური ენის გრამატიკა” და ესტუმრეთ ჩვენ მიერ რეკომენდირებულ ადგილებს, წარმატებებს გისურვებთ!

37 ნახვა

როგორ ვაკოცოთ სწორად (1942 წლის ინსტრუქცია)

ახლა ისეთი დროა, ბავშვებმაც კი იციან, როგორ აკოცონ სწორად. ფილმები, ჟურნალები, წყვილები სკვერებში, საიტები – კოცნას ძირითადად ახალგაზრდები აქედან სწავლობენ.

1942 წელს კი ახალგაზრდობა ნაკლებად იყო ინფორმირებული ამის შესახებ.

იმ დროინდელმა ჟურნალმა “Life”-მა გადაწყვიტა, ახალგაზრდებს დახმარებოდა და გამოაქვეყნა სწორად კოცნის ინსტრუქციები, რომელსაც უკვე ჩვენს ვებგვერდზე გთავაზობთ.

rigbt-1-346436
wrong-2-346366
right-2-34636

49 ნახვა

ბრიუს ლის ფილოსოფია: TOP 14 ცხოვრებისეული პრინციპი

ბრიუს ლიმ საბრძოლო ხელოვენებასა და კინემატოგრაფიაში წარმატებას მხოლოდ მუშტების წყალობით არ მიაღწია. მისი კიდევ ერთი საიდუმლო ნამდვილი მამაკაცური ფილოსოფია იყო.

გთავაზობთ ბრიუსის (იგივე ლი იუენ კამი) ცხოვრებისეულ პრინციპებს, რომელთა მიხედვითაც ის წარმატებული მამაკაცი გახდა.

1. მნიშვნელოვანი არ არის, რამდენად ნელა მოძრაობ. მთავარია, რომ შენ არ ჩერდები.

2. ნამდვილი მეგობრები ალმასებივით არიან – ძვირფასები და იშვიათები. შეცდომით არჩეული მეგობრები კი შემოდგომის ფოთლებივით არიან – ყველგან ყრიან.

3. თუ გაკრიტიკებენ, ესეიგი ყველაფერს სწორად აკეთებ. ადამიანები ყოველთვის იმას ესხმიან თავს, ვისაც ჭკუა აქვს.

4. სულელებს ყოველთვის გრძელი ენა აქვთ.

5. მიზანს ყოველთვის არ უნდა მიაღწიოთ. ზოგჯერ ეს მიმართულებაა მოძრაობის გასაგრძელებლად.

6. საკუთარი შეცდომების პატიება ყოველთვის შეიძლება, თუ მათი აღიარების სიმამაცე გაგაჩნიათ.

7. იყავი მომთმენი, მაგრამ დაუმორჩილებელი. იყავი ძლიერი, მაგრამ არა სასტიკი.

8. სიმარტივე ხელოვნების უმაღლესი საფეხურია.

9. არ აქვს მნიშვნელობა რას აკეთებ. მთავარია, როგორ აკეთებ ამას.

10. არ მეშინია იმის, ვინც 10 ათას დარტყმას სწავლობს. მეშინია იმის, ვინც ერთ დარტყმას 10 ათასჯერ სწავლობს.

11. რაზეც ფიქრობ, ის ხდები.

12. თუ ფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია, მაშინ იცოდე, რომ შენ თავად გახადე ეს შეუძლებელი.

13. ბრძოლაში სპონტანურობა იმარჯვებს. ზეპირი ყოველთვის წაგებულად რჩება.

14. გაათავისუფლე შენი ტვინი, გახდი უფორმო, როგორც წყალი. წარმოიდგინე, რომ მას ჭიქაში ასხამ და ის ჭიქა გახდება. თუ მას ჩაიდანში ჩაასხამ, ის ჩაიდანი გახდება. გახდი წყალი, ჩემო მეგობარო.

23 ნახვა

კოტე თოლორდავა: ქალის გულის მოსაგებად კერძი მომიმზადებია და გაჭრა კიდეც

მსახიობი კოტე თოლორდავა უპირატესობას იტალიურ-ფრანგულ სამზარეულოს ანიჭებს, თუმცა ამჟამად დიეტაზეა და საყვარელ ქართულ კერძზეც უარს ამბობს. კოტეს კულინარიის თემაზე რამდენიმე შეკითხვით მივმართეთ.

– შენი წიგნების თაროზე ან სამზარეულოში მოიძებნება ადგილი კულინარიული წიგნებისთვის?
– აუცილებლად.

– ვინ ყიდულობს ხოლმე მათ?
– მე.

– …და ხშირად იყენებ?
– კი.

– რომელი ქვეყნის სამზარეულო გირჩევნია?
– იტალიურ-ფრანგული.
– ყველაზე ეგზოტიკური რა გაგისინჯავს?
– რვაფეხა, არა, ამაზე ეგზოტიკურიც დამიგემოვნებია, მაგალითად, კუს სუპი.

– როგორ გემოს ანიჭებ უპირატესობას?
– ცხარეს.

– რომელი კერძი გამოგდის ყველაზე გემრიელად?
– სტეიკი, შამპინიონების სოუსით.

– კულინარიულ გადაცემებს უყურებ?
– დრო არ მაქვს.

– ქალის გულის მოსაგებად კერძი მოგიმზადებია?
– კი და სხვათა შორის, გაჭრა კიდეც.

– რამდენად მნიშვნელოვანია, რომ ქალი კარგი მზარეული იყოს?
– სასურველია, რომ კერძების მომზადება ეხერხებოდეს, თუმცა ეს მისი მთავარი ღირსება არ უნდა იყოს.

– გურმანად მიგაჩნია თავი?
– დიახ.

– ეთანხმები მოსაზრებას, რომ ხორცეულს მამაკაცი უკეთესად ამზადებს, ვიდრე ქალი?
– კი.

– რომელ მაღაზიაში ყიდულობ საკვებს?
– ძირითადად, ”ნიკორაში”.

– რატომ?
– კარგი თევზეული და ნეკნები აქვთ, თევზეულიდან განსაკუთრებით ქაშაყი მიყვარს, უგემრიელესია და ვიცი, რომ ხარისხიანი და სანდოა. თან ახლოს არის ჩემს სახლთან.

– ჩამოთვლილი პროდუქტით რა კერძს მოამზადებდი?
– ყველაფერს ერთმანეთზე დავალაგებდი და ორ შებრაწულ პურს შორის მოვაქცევდი.

ინგრედიენტები:
მოხარშული ძეხვი
მაიონეზი
პური
ზეთისხილი
ზეთი
სალათის ფოთოლი
მდნარი ყველი

ავტორი: თათული ღვინიანიძე
წყარო: reitingi.ge

25 ნახვა

4 რჩევა სამსახურის მაძიებლებისთვის – დროა, სამსახურის ძებნას შეუდგეთ!

უნივერსიტეტი დაასრულეთ? ახლა დროა, სამსახურის ძებნას შეუდგეთ. გთავაზობთ 4 რჩევას, რომლებიც ახალი სამსახურის მოძიებაში დაგეხმარებათ.

1. სწორად შეავსეთ რეზიუმე: წარმოიდგინეთ, სრულიად უცნობი ადამიანი თქვენს რეზიუმეს კითხულობს. ვაკანსიას თქვენ გარდა, უამრავი ადამიანი გამოეხმაურა; ვის კანდიდატურას განიხილავენ? – უპირატესობას მიანიჭებენ CV-ს, სადაც პიროვნების ღირსებები უკეთ იქნება წარმოჩენილი. ამისთვის კი საჭიროა: გაეცნოთ ვაკანსიის გრაფაში, რა კატეგორიის ადამიანები სჭირდებათ და რისი გაკეთება მოგიწევთ. მოიძიეთ ინფორმაცია კომპანიის შესახებ. გარკვევით მიუთითეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ და საერთოდაც, რატომ უნდა დაგასაქმონ თქვენ და არა – სხვა. ამასთან, ნუ დააკოპირებთ რეზიუმეს და სხვადასხვა ვაკანსიაზე ნუ გადააგზავნით; ყველგან ერთნაირი მოთხოვნები არ არის.

2. მოძებნეთ ყველა ვაკანსია: პირველ რიგში, გააცნობიერეთ, რომ მსოფლიოში უმუშევრობის დონე მაღალია. ინტერნეტში უამრავი ვებსაიტია, სადაც ვაკანსიებზე ინფორმაცია დევს. იყიდება გაზეთებიც, სადაც სპეციალური სვეტი სწორედ სამსახურის მაძიებლებისთვისაა გამოყოფილი. ყურადღება მიაქციეთ სოციალურ ქსელებსაც. ამასთან, იკონტაქტეთ დასაქმებულ მეგობრებთან – სისტემატურად ჰკითხეთ, მის სამსახურში ვაკანსია ხომ არ გამოცხადდა.

3. რა უპირატესობა გაქვთ სხვებთან შედარებით: დღის განმავლობაში კომპანიებში ათასობით რეზიუმე იგზავნება. ხშირ შემთხვევაში, მათ თავისუფალი დრო არ აქვთ და თქვენს მონაცემებს ყურადღებითაც არ კითხულობენ. როგორც წესი, დამსაქმებელი ინტერესდება იმ პიროვნების მონაცემებით, სადაც აშკარად ჩანს, რომ სწორედ ამ კომპანიაში მუშაობა სურს. ამასთან, თუ ენთუზიაზმს გამოავლენთ და დამსაქმებელს საკუთარ მოსაზრებებს შესთავაზებთ, კადრების შერჩევისას უპირატესობას მოგანიჭებენ.

4. მოთმინება იქონიეთ: არაფერია იმაზე საშინელი, როდესაც ყველაფერს ზედმიწევნით გააკეთებთ, შთამბეჭდავ რეზიუმესაც გააგზავნით, მაგრამ მომავალი მაინც ბუნდოვანია და არც არავინ გამოგეხმაურათ. გახსოვდეთ, რომ სამსახურის მოძებნა ერთგვარი კონკურსია.

28 ნახვა

რა უნდა გააკეთოთ, ქალებისთვის მიმზიდველი რომ იყოთ

ბევრი მამაკაცი ცდება, როდესაც ფიქრობს, რომ ქალის მოსახიბლავად საკმარისია, საკუთარი თავი შესთავაზოს მას.

ქალს უნდა დაანახოთ, რომ თქვენი გაცნობით ის შეიძენს საინტერესო და გონებამახვილ თანამოსაუბრეს, ვნებიან სექსუალურ პარტნიორს. გაითვალისწინეთ – საჭიროა საერთო მისწრაფებებიც. ამრიგად, თქვენი ამოცანაა, ქალზე სწორი შთაბეჭდილება მოახდინოთ. უწინარესად, კარგად უნდა იცოდეთ, რა გინდათ ცხოვრებისაგან.

მაგალითად, რომელ სფეროში გსურთ კარიერის გაკეთება, რით აპირებთ სახელის დამკვიდრებასა და რა საშუალებებით მოგიხდებათ არსებობა. აუცილებელია იმის ცოდნაც, რამდენად ამბიციური ხართ. და ბოლოს, უნდა გქონდეთ პრობლემის მოგვარების რამდენიმე გეგმა. ეს პრინციპი ქალებთანაც ჭრის: მათ მოსწონთ მამაკაცები, რომლებსაც მკაფიო ცხოვრებისეული გეგმები აქვთ, თუნდაც ეს გეგმები რეალობისგან შორს იყოს. ქალების უმრავლესობას იზიდავს მამაკაცი, რომელმაც ნულიდან დაიწყო და ყველაფერს მიაღწია, სხვაგვარად რომ ვთქვათ – “თავად შექმნა თავისი თავი”, ამიტომ ისინი იოლად ეგებიან ანკესს, როდესაც მამაკაცი უხატავს მათ ლაჟვარდოვან გეგმას, როგორ გახდეს მილიონერი. ქალებს განსაკუთრებით ის ხიბლავთ, რომ თუ ასეთ მამაკაცს ცოლად გაჰყვებიან, თავადაც მილიონერები გახდებიან, ხოლო განქორწინების შემთხვევაში, მიიღებენ მისი ქონების ნახევარს. ტკბილი სიტყვა “ფული” ყველას ყურს ესალბუნება. ხელი მოჰკიდეთ რაიმე საქმეს.

თვითშეფასებას ისე არაფერი ვნებს, როგორც უსაქმურობა. ყველაზე უარესი, რაც შეიძლება აკეთოთ, უსაქმოდ ჯდომა და წუწუნია, ამიტომ ეცადეთ, მაქსიმალურად დაიტვირთოთ სხვადასხვა საქმით, გაიჩინოთ გატაცება. ურიგო არ იქნება, თუ, მაგალითად, უცხო ენის ან კულინარიულ კურსებზე ჩაეწერებით. ჯერ ერთი, ეს ყველაფერი დაგეხმარებათ, გამოძერწოთ და გააშალაშინოთ საკუთარ თავში დონ ჟუანის უნარ-ჩვევები, მეორე – ამგვარ კურსებზე, ჩვეულებრივ, ბევრი გოგონა დადის. გარწმუნებთ, ნებისმიერი სასწავლო კურსის აუდიტორიის ორი მესამედი, პირველადი სამედიცინო დახმარებით დაწყებული, ყვავილების დიზაინით დამთავრებული, ქალი იქნება, რომელთა შორის ბევრს იპოვით მომხიბვლელს. ასეთი თანაფარდობა მამაკაცისთვის ძალზედ ხელსაყრელია, რადგან რაც უფრო ნაკლებია კონკურენტი, მით უფრო მეტია წარმატების შანსი. ამგვარად, საქმიანი მამაკაცი მიმზიდველია. ეს აქსიომაა. უსაქმურობა კლავს, ამიტომ ნუ მოუშვებთ მას ახლოს. ოღონდ ნურც მეორე უკიდურესობაში გადავარდებით – შრომაჰოლიკად ნუ იქცევით. დაიტოვეთ დრო ბარში, კაფეში, კლუბსა და სხვა ადგილებში სასიარულოდაც.

229 ნახვა

დავით ქაცარავა: მე არ მჯერა, რომ შუა საუკუნეების ქართველი მამაკაცი ბევრი სმით გამოირჩეოდა

დავით ქაცარავა თვლის, რომ ქართველი მამაკაცი შთამბეჭდავად ვერ იბრძოლებდა ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღეს იქცევა. არ უყვარს ალკოჰოლური სასმელები, არ ეწევა და ცდილობს ცხოვრების ჯანსაღი წესის პროპაგანდით ყველა “მოწამლოს”.

უყვარს სპორტული, კომფორტული სამოსი და დანის ტარება… თვლის, რომ მამაკაცი ყოველთვის მამაკაცად უნდა რჩებოდეს თავისი მონადირის ინსტიქტებით.

იურისტი, ყოფილი ბანკირი, მსახიობი და ჯომარდობის ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქაცარავა ADAMI-ს შემდეგი რესპოდენტია, რომელიც საკუთარ იმიჯზე საუბრობს და ქართველ მამაკაცებს საინტერესო, პრაგმატულ რჩევებს აძლევს.

იმიჯი: “იმიჯის ფორმირებაში მთავარია პოზიციონირება საკუთარი თავის მიმართ. ანუ როგორი იმიჯი გინდა, რომ შეიქმნა. ეს ალბათ პირველი შეკითხვაა, რომელსაც საკუთარ თავს უსვამ და შემდეგ იწყებ იმიჯის ფორმირებას. მაგრამ მე არასოდეს მიფიქრია, რა იმიჯი მინდოდა, რომ მქონოდა. უბრალოდ, ვცხოვრობ ისეთი წესით, რომელიც ჩემთვის ყველაზე მომხიბვლელია, საინტერესოა და ვაკეთებ იმას, რაც ჩემი ჰობია, ჩემი ცხოვრების ნაწილია.

საბოლოო ჯამში, ჩემი იმიჯი თავისთავად ჩამოყალიბდა. ხდება ხოლმე, ვიღაც მკითხავს – შენ ხომ მსახიობი ხარ? რა თქმა უნდა, ესეც ვარ, ვიღაც მეუბნება: შენ ის არ ხარ, ჯომარდელი? კი. გაცილებით ნაკლები მეკითხება უკვე – შენ ის არ ხარ, ბანკირი რომ იყავი? ჩემი საბანკო გამოცდილებები ძალიან შორ წარსულშია. ამჟამად უფრო სპორტულ-სამსახიობო იმიჯს ვატარებ. ალბათ სპორტული იმიჯი ჩემთვის ყველაზე მთავარია.

იმიჯი სხვადასხვა რამეს მოიცავს: ჩაცმის სტილი, საუბრის მანერა, ცხოვრების სტილი და ა.შ. ცალკე ვერცერთს გამოვყოფ.

რაც შეეხება ჩაცმის სტილს, ყველაფერს თავისი დანიშნულება და თავისი ადგილი აქვს.

ახლა რაც მაცვია, ეს არის ჩემთვის ყველაზე კომფორტული სტილი-სპორტული. თუმცა, როდესაც რაღაც მნიშვნელოვანი შეხვედრაა, შესაბამისობაში უნდა იყო, ეტიკეტს დიდი მნიშვნელობა აქვს და ძირითადად, ვცდილობ ხოლმე ეტიკეტის წესები დავიცვა. როცა საჭიროა ჩავიცვა ოფიციალურად, კლასიკურად და ა.შ. თუ კლასიკურ სტილზე ვსაუბრობთ, ძალიან მიყვარს კოსტიუმი.

მიყვარს მოკლე პალტოები. აქაც სხვადასხვა არჩევანია, მე უფრო აგრესიული სტილი მომწონს. ძირითადად, ისეთ გარემოში მიწევს ყოფნა, სადაც სპორტული სტილი მისაღებია.

გაზაფხულზე, ზაფხულსა და შემოდგომაზე იშვიათად თუ მიპოვით თბილისში, ტყე-ღრეში ვარ ხოლმე “გავარდნილი”, სადაც გაცილებით უკეთესად ვგრძნობ თავს, ვიდრე ქალაქში”.

იმიჯი და წარმატება: იმიჯს და წარმატებას ერთად მოიაზრებს და თვლის, რომ იმიჯი ნამდვილად თამაშობს გარკვეულ როლს წარმატების მიღწევაში:

“იმიჯის გამოძერწვის პროცესში მოდის წარმატება. ბევრ შემთხვევაში, საქმის წარმოებაში, ყოველდღიურ ცხოვრებაში, ვგრძნობ, რომ ჯანსაღი იმიჯი მაქვს და ეს ყველაზე მეტად მიხარია. ძალიან მახარებს ხალხის დამოკიდებულება. მე ვცდილობ, რამდენადაც შემიძლია პროპაგანდა გავუწიო ცხოვრების ჯანსაღ წესს, რაც შეიძლება მეტი ადამიანი “მოვწამლო” ასეთი ცხოვრებით, მოვწყვიტო მოწევას, დალევას ან კომპიუტერთან უსასრულო ჯდომას.”

საყვარელი აქსესუარები: აქსესუარებს საჭიროების მიხედვით არჩევს. და გამომდინარე იქიდან, რომ უყვარს ბუნება, დანის გარეშე არსად წასვლა შეუძლია:

“ჩემი აქსესუარებია: საათი, სათვალე, ტელეფონი, დანა. დანას ვერ ვიშორებ განსაკუთრებით მაშინ, როცა მივდივარ ტყეში. აქსესუარებს ვატარებ მხოლოდ პრაქტიკულობიდან გამომდინარე, ოცნება მაქვს, ისე დავალაგო ჩემი ცხოვრება, რომ ტელეფონი არ მჭირდებოდეს. დღეს ტელეფონის გარეშე ძალიან რთულია, მაგრამ მე არ მინდა, მღლის საშინლად. მაგრამ ეს არის აქსესუარი, რომლის გარეშე ცხოვრებაც არ გამომდის.”

ფერები: როდესაც სპორტულად იმოსება, მწვანე ფერს განსაკუთრებულ პრივილეგიას ანიჭებს. კლასიკური გარეგნობისთვის კი შავ და ნაცრისფერ ფერებს არჩევს:

“სპორტულ სტილში კამუპლირებულ ფერებს ვანიჭებ უპირატესობას. მწვანე ფერი, მომწვანო-ყავისფერი. როდესაც ტყის განწყობა მაქვს, ბუნებასთან შესაბამისობაში მიყვარს ჩაცმა. რაც შეეხება კლასიკურს, შავი და ნაცრისფერი-ორი ფავორიტი ფერი მაქვს. ჰალსტუხების ფერებიდან მუქ ლურჯს, ყავისფერს და ბორდოს გამოვყოფდი”.

მოდის ტენდენციები: “აბსოლუტურად არ ვითავლისწინებ მოდის ტენდენციებს. ჩემთვის მოდური არის ის, რაც ჩემთვის კომფორტულია. არავითარ შემთხვევაში ჩავიცვამ ისეთ რაღაცას, რაც უბრალოდ, მოდურია და ჩემთვის მიუღებელია, არაკომფორტულია. თუმცა, შეიძლება დაემთხვეს ჩემი გემოვნება და მოდის კონკრეტული ტენდენცია”.

სასმელი: “არასოდეს მივდივარ ე.წ. პახმელიამდე. ნასვამობის შეგრძნებაც კი მიუღებელია ჩემთვის. ძირითადად, 2-3 ჭიქით შემოვიფარგლები. თუმცა, დაგემოვნება მიყვარს. შავი ღვინო ძალიან მიყვარს. შემიძლია, ერთი ჭიქა მთელი დღის განმავლობაში ვაგემოვნო. ასევე ვისკი. ღვინო, ვისკი და ჭაჭა. არაყს არ ვსვამ, მაგრამ ჭაჭა მიყვარს. ისიც მაშინ, როცა ცივი წყლიდან ამოვდივარ ჯომარდობის შემდეგ. მაქსიმუმ 100 გრამი. ჭაჭა ჩემთვის განსაკუთრებული სასმელია. ვიცი, რომ ეს ვიღაცამ გასაყიდად კი არა, საკუთარი თავისთვის გააკეთა. ხშირად მჩუქნიან ხოლმე ჭაჭას და ზუსტად ვიცი, რომ ნაჩუქარი ჭაჭა გულით არის გაკეთებული”.

კვება: “მივხვდი, რომ სპორტული ცხოვრების დროს სწორი კვება ერთ-ერთი მნიშვნელოვანია. ვცდილობ, კონკრეტული კერძები კვების რაციონიდან ამოვიღო. ეს არის ტკბილეული, ცომეული. შემწვარ-მოხრაკულზე უარს ვერ ვამბობ. მაგრამ ვხედავ, რომ ამ რამდენიმე მიმართულების ამოღებით ვარჯიში სწორად მიდის. თუმცა, ამ საკითხს ასკეტურად არ ვუდგები”.

რჩევები ქართველ მამაკაცებს: “ქართველ მამაკაცებს, პირველ რიგში, ვურჩევდი, გააქტიურდნენ. დალევაზე თქვან უარი. სამწუხაროდ, ქართველი მამაკაცების უდიდესმა ნაწილმა დალევაში ზომიერება არ იცის. ესეთი სტერეოტიპია შექმნილი – რაც მეტს დალევ, მით უფრო მაგარი ხარ. ვთვლი, რომ ეს სასმელის მიმართ არასწორი დამოკიდებულებაა. დამახინჯებული, არასწორად მოტანილი ტრადიციაა. მე არ მჯერა, რომ ქართველი, შუა საუკუნეების მამაკაცი ამით გამოირჩეოდა – სვამდა ბევრს.

არა, ის, დარწმუნებული ვარ, ძალიან ზომიერად და იშვიათად, განსაკუთრებულ შემთხვევებში სვავდა. ქართველი ისე ვერ იბრძოლებდა, როგორც იბრძოდა, ისე რომ მოქცეულიყო, როგორც დღევანდელი მამაკაცების უმრავლესობა იქცევა.

ასე რომ, ვურჩევდი, გავიხსენოთ “ვისი გორისა ვართ”, როგორები იყვნენ ჩვენი წინაპრები, ნაკლები დავლიოთ და ვიცხოვროთ უფრო აქტიურად. ჩვენ არ გვაქვს მხოლოდ საკუთარ თავზე ზრუვნის უფლება, ჩვენ ძალიან რთულ დროს ვცხოვრობთ. მამაკაცი ყოველთვის მამაკაცად უნდა რჩებოდეს თავისი მონადირის ინსტიქტებით.

ძლიერი ოჯახი ძლიერი ქვეყანაა. მინდა, მამაკაცებმა მეტი დრო დაუთმნონ საკუთარ თავს, ასე მათი მარგი ქმედების კოეფიციენტი გაიზრდება იმიტომ, რომ აქტიური ცხოვრება, სპორტული ცხოვრება, ბუნებასთან დაახლოება, მათ პოტენციალს უფრო გაზრდის.

რაც შეეხება სტილს, ეს ძალიან ინდივიდუალურია და ვერაფერს ვურჩევ. ერთადერთი: საკუთარ თავს მოუსმინონ და შექმნან ის სტილი, რომელშიც ყველაზე კომფორტულად იგრძნობენ თავს. სტილში შენ საკუთარ თავს პოულობ”.

ავტორი: თამარ კორკოტაშვილი

20 ნახვა

15 ნაბიჯი, თუ როგორ დაიწყო ჯანსაღი ცხოვრების წესი

ხშირად იხილავთ ასობით რჩევას, თუ როგორ შეცვალოთ ცხოვრება უკეთესობისკენ. თუმცა, ჩვენი რედაქცია გთავაზობთ იმ ძირითად 15 პუნქტს, რომლებიც რადიკალურად შეცვლის თქვენს ჯანმრთელობასა და ცხოვრების წესს.

1. გააფერადე შენი კერძი
14 წლიანმა გამოკვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცებს, რომლებიც უმეტეს წილად ჭამენ ხილსა და ბოსტნეულს, კუჭ-ნაწლავის კიბოს რისკი 70%-ით ნაკლები აქვთ. აქედან მორალი: არასდროს ჭამოთ საკვები, რომელიც არ შეიცავს ხილ-ბოსტნეულს. შემწვარი კარტოფილი არ ითვლება.

2. გახეხეთ კბილები მშრალი ჯაგრისით
მშრალი ჯაგრისის გამოყენება 60%-ით თავიდან აცილებს კბილის ქვის წარმოქმნას და 50%-ით აჩერებს ღრძილების სისხლდენას. სპეციალისტები ამბობენ, რომ საჭიროა თავიდან მშრალი ჯაგრისით კბილების გახეხვა, პირის ღრუს გავლება და შემდგომ კბილის პასტის გამოყენება.

3. ჭამე მეტი, რათა ნაკლებს იწონიდე
სხვადასხვა კვლევის შედეგად დადგინდა, რომ იმ 2,000 ადამიანიდან, რომლებმაც 30 კგ-მდე დაიკლეს, 78%-ს კვირაში 7-ჯერ ჰქონდათ საუზმე. აქედან მორალი: ჯანსაღი დღე იწყება საუზმით.

4. გაამდიდრე რაციონი პომიდვრით
ვაორმაგებთ პომიდორის რაოდენობას ჩვენს რაციონში (ასევე ყველანაირ ტომატურ ნაწარმს), ის 34%-ით ამცირებს პროსტატის კიბოს გაჩენის რისკს.

5. ნაკლები ქოლესტერინი
შეამცირე ცხოველური ცხიმის, ალკოჰოლისა და დიდი რაოდენობით ცილების საკვებად მიღება. ეს ყოველივე ავიწროვებს სისხლძარღვებს, კერძოდ კი არტერიებს.

6. არ დაგავიწყდეს თევზი კვირაში ერთხელ
კვირაში ერთხელ მაინც თითოეულმა ჩვენთაგანმა უნდა ჭამოს თევზი. უპირველეს ყოვლისა ეს ეხება მამაკაცებს. დავიწყოთ იქიდან, რომ თევზი შეიცავს ბევრ სასარგებლო ნივთიერებას, ის ხელს უწყობს ტვინის ჯანსაღ მუშაობას, ასევე ის 25%-ით ამცირებს ინფარქტის რისკს.

7. აუცილებლად დაკავდი სპორტით
დამტკიცებულია, რომ სპორტი სულ მცირე 10 წლით ახანგრძლივებს ცხოვრებას, ამიტომ გირჩევთ, კვირაში ერთხელ მაინც დაკავდეთ სპორტით. ეს შეიძლება იყოს ტენისი, ველოსპორტი, ფეხბურთი, კალათბურთი ან ხელბურთი, ან თუნდაც ცეკვა.

8. ჭამე ორი ვაშლი დღეში
ვაშლი არის ერთ-ერთი ხილი, რომელსაც აქვს ანტი-ოქსიდანტური თვისებები (რამდენიმე თვეში დაიკლებთ 4 კგ-ით), ხოლო დიდი რაოდენობის რკინის (Fe) შემცვლელობა ებრძვის კიბოს უჯრედების წარმოქმნას.

9…და ნაკლები ძეხვეული
ძეხვი და ისეთი პროდუქტები, როგორიცაა სოსისი, სარდელები, შაშხი, ლორი და ა.შ. შეიცავენ დიდი რაოდენობის ცხიმს, ხოლო ხორცს, რომლისგანაც ის არის ნაწარმოები, პროცესის განმავლობაში დაკარგული აქვს ყველა დადებითი თვისება.

10. გაატარე მეტი დრო ოჯახთან
აუცილებლად გაატარე მეტი დრო ოჯახთან, სასურველია სუფთა ჰაერზე. სულ მცირე, კვირაში ერთხელ გაემგზავრე ქალაქგარეთ მეუღლესთან ან პარტნიორთან ერთად, რის შედეგადაც სტრესისგან განიტვირთები.

11. განდევნე დეპრესია
გავაგრძელოთ სტრესით. ის ანგრევს შენს ჯანმრთელობას და მენტალურად გღლის. როგორც წესი, სტრესი არის რუტინული გაწამაწიის შედეგი სამსახურში. ამიტომ, როგორც კი იგრძნობ, რომ დაიღალე, გადი ოფისიდან ან სამუშაო ადგილიდან და 5 წუთის განმავლობაში მაქსიმალურად ეცადე არაფერზე იფიქრო (სიგარტსაც ნუ ეწევით).

12. მიირთვი ბალი ძილის წინ
დიახ, ბალი ან ალუბალი. მერწმუნეთ, ძილის წინ ბალით ან ალუბლით წახემსების შედეგია კარგი ძილი.

13. ჭამე ბანანი
მამაკაცთა დიდი ნაწილი უჩივის მაღალ არტერიულ წნევას. ბანანი კი შეიცავს მიკროელემენტს – პოტასიუმს, რომელიც ასტაბილურებს სისხლის წნევას. ჭამე ბანანი ყოველ დღე და დაივიწყე წამლების შესახებ.

14. გაჩერდი და დაიმახსოვრე
ახალი ინფორმაციის მიღების შემდეგ, მაქსიმალურად ეცადე დაისვენო 10 წთ-ის განმავლობაში. შოტლანდიელი მკვლევრები ამტკიცებენ, რომ შენ 20%-ით უკეთ იმახსოვრებ და სწავლობ, როცა ისვენებ.

15. იმუშავე მეტი
80-იან წლებში ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ მამაკაცები, რომლებიც საშუალოზე მეტად მუშაობენ, 10 წლით უფრო მეტხანს ცხოვრობენ.

22 ნახვა

სხეულის ენის ძირითადი 5 ფრაზა

ამ წამს შემოხვედი და არაფერი გითქვამს, თუმცა, ადამიანმა, რომელთანაც გაქვს შეხვედრა, უკვე მიიღო პირველი შეტყობინება. შეტობინება შენი სხეულის ენაზე. ადამიანები ქვეცნობიერ დონეზე იღებენ ინფორმაციას შენი მზერიდან, ქცევებიდან და სიარულიდან. სხეულის ენა განსაზღვრავს შენს განწყობასა და ნდობის დონეს.

სხვადასხვანაირად ვმოძრაობთ, ვდგავართ მაშინ, როცა მშვიდად ვართ და მაშინაც, როცა ვღელავთ. ამიტომ ადამიანთა უმეტესობა პირველი შეხედვით იგებს ჩვენს ემოციურ დონეს. გთავაზობთ 5 რჩევას, რომლებიც დაგეხმარება კარგი შთაბეჭდილება მოახდინო მოსაუბრეზე.

1. ამოყავი ხელები ჯიბეებიდან
ქვეცნობიერად ჩვენ ვყოფთ ხელებს ჯიბეებში იმ შემთხვევაში, როცა ვგრძნობთ დისკომფორტს, თავდაუჯერებლობას. სწორედ ასე აღიქვამენ გარშემო მყოფნი, სანამ შენ ხელებს ჯიბიდან არ ამოყოფ. ასევე, ამ შემთხვევაში შენ იკუზები, რაც სულაც არ ახასიათებს გახსნილ და მტკიცე პიროვნებას.

2. ნუ ცქმუტავ
ფუსფუსი – ნერვიულობის ერთ-ერთი მახასიათებელი. ნუ აკეთებ ზედმეტ მოძრაობას ხელებით, თუმცა, სულაც არ ნიშნავს, რომ ქვასავით უნდა იჯდე სკამზე, რა თქმა უნდა, შეგიძლია მშვიდად ჟესტიკულირება. ასევე, ნუ აქანავებ ფეხებს და ერიდე სხვა რიტმულ მოძრაობებს, როგორიცაა ქუსლებით კაკუნი.

3. ნუ არიდებ მზერას მოსაუბრეს
როცა მარტო სეირნობ ქუჩაში, რა თქმა უნდა, სავსებით ნორმალურია, რომ არ ცდილობ მზერა ყველა მოსიარულეს გაუსწორო. თუმცა, როცა ესაუბრები ადამიანს, შენი მზერა უნდა იყოს მტკიცე და სწორი და მნიშვნელოვანია თვალების კონტაქტის დამყარება. მოსაუბრეს გაუჩნდება ნდობის განცდა შენდამი, წინააღმდეგ შემთხვევაში, ეს შესაძლოა მოვეტონში ჩაითვალოს.

4. ნუ იკუზები
გასწორდი წელში. ეს ალბათ საუკეთესო რჩევაა ადამიანისთვის, რომელსაც სურს, გამოიყურებოდეს თვითდაჯერებულად.

5. ღიმილი
წარმატებული და თავის თავში დარწმუნებული ადამიანები ხშირად იღიმიან, რითაც გარშემო კეთილ განწყობას ქმნიან. ღიმილი ასევე იმის მანიშნებელია, რომ ადამიანს არ აწუხებენ შიშები და ის არ არის აღელვებული. ეცადე მეტი გაუღიმო მოსაუბრეს და პასუხად იმავეს მიიღებ.

რა თქმა უნდა, ადამიანის სხეულის ენა დიდი ლექსიკონისგან შედგება. აქ აღწერილია მხოლოდ ის 5 ძირითადი ჟესტი, რომლებიც უნდა იცოდე. ასე რომ, დაიმახსოვრე და აუცილებლად სცადე იყო მეტად გახსნილი.

44 ნახვა

ლესბოსელების 5 სექს-რჩევა მამაკაცებს

ლესბოსელი ქალები სულ მცირე 35%-ით უფრო ხშირად განიცდიან ორგაზმს, ვიდრე ჰეტეროსექსუალი ქალები. უკანასკნელები ხშირად მას იმიტირებენ.

ქალები ხშირად ჩივიან, რომ უხეშ მამაკაცებს არ ესმით მათი სულისა და სხეულის ფიბრების. ლესბოსელებს კი ყველაფერი ესმით, მეტიც, მათ ყველაფერი შეუძლიათ. დიახაც ასეა, ჩვენ ცუდად გვესმის ქალების, თუმცა, ადვილად ვსწავლობთ.

რითი განსხვავდება ორი ქალის სექსი ქალისა და მამაკაცის სექსისგან? რა თქმა უნდა, გამოვკითხეთ ერთი-ორი ლექსბოსელი და ჩამოვაყალიბეთ რამდენიმე სექს-საიდუმლო ამორძალებისგან.

1. ლესბოსელები არ ჩქარობენ

ლესბოსელები გვირჩევენ არა მარტო აქტზე გავამახვილოთ ყურადღება, არამედ პრელუდიებზე. ზოგი ქალი რჩება დაუკმაყოფილებელი იმით, რომ პრელუდია იყო მოკლე, ან საერთოდ არ ყოფილა. ლესბოსელები გვირჩევენ არ ვიჩქაროთ და კარგად აღვეგზნოთ და, რა თქმა უნდა, აღვაგზნოთ ქალი. სექსის დროსაც ნუ ჩქარობთ, ქალებს გარკვეული რითმი მოსწონთ.

2. ლესბოსელებმა იციან ფიზიოლოგია

ქალებმა კარგად იციან თავისი სხეული და მასზე ზეგავლენის მეთოდები. იყავი მომთმენი და მიუდექი ქალის სხეულს უფრო დეტალურად. ქალის ორგაზმი უნიკალურია. ის რაც მუშაობს ერთ ქალთან, შეიძლება არ მოუხდეს მეორეს. გაიგე შენი პარტნიორის ეროგენული ზონები და მათზე ზემოქმედების ეფექტური მეთოდები.

3. ლესბოსელები ნაზები არიან

მამაკაცები ბევრად უფრო უხეშები არიან, ვიდრე ლესბოსელები. ეს ხშირად დისკომფორტს უქმნის ქალებს და არა სიამოვნებას. ქალის მგრძნობიარე კანი და სხეულის ნაწილები ხშირად მოწყვლადია გარე ფაქტორების მიმართ. განსაკუთრებით ეს ეხება ძუძუს თავებსა და კლიტორს.

4. ლესბოსელები და თითები

ლესბოსელებს არ აქვთ ასო, შესაბამისად ისინი ვალდებულნი არიან სხვა გზები გამონახონ. უმეტეს შემთხვევაში, ლესბოსელები იყენებენ ფალოიმიტატორებს, ან თითებს. ლესბოსელები პარტნიორები სექსის დროს ერთმანეთს მასაჟს უკეთებენ ეროგენულ ზონებში, რაც ძალიან კარგად აისახება ორგაზმში.

5. ლესბოსელები და კოცნა

ლესბოსელებმა კარგად იციან, რომ კოცნა უნდა ხდებოდეს არა მარტო პრელუდიის დროს, არამედ მთელი პროცესის განმავლობაში.

416 ნახვა