კატეგორიის არქივი: გასახდომი მენიუ

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური

ფრანგმა ექიმმა-დიეტოლოგმა და ნუტრიციტოლოგმა პიერ დუკანმა ბოლო წლებში შეიმუშავა ახალი, თავისი დიეტის საკმაოდ საინტერესო ვარიანტი, სახელწოდებით “ დუკანის ექსპრეს დიეტა” და დეტალურად აღწერა ის თავის წიგნში < კვების საფეხური: მეორე ფრონტი> . ეს არის მსუბუქი ცილოვანი დიეტა, უფრო უნივერსალური და ბალანსირებული კლასიკურ, 4- ფაზიანი დიეტისგან განსხვავებით. ამ დიეტით შესაძლებელია კვირაში საშუალოდ 700-1200გრ დაკლება და გრძელდება მანამ, სანამ სასურველ წონას არ მიაღწევთ. ეს დიეტა განკუთვნილია მათთვის ვინც უკვე დაიკლო წონაში ან ვისაც სულ ცოტა ზედმეტი კილოგრამები აწუხებს. გასათვალისწინებელია, რომ ამ დიეტით კლება მიდის უფრო ნელა, ვიდრე ტრადიციული 4-ფაზიანი დიეტისას.

დიეტის აუცილებელი პირობაა 1,5 ს/კ შვრიის ქატო, 2 ლ სუფთა წყალი და 30 წთ(შესაძლებელია მეტიც) ფეხით სიარული დღეში!!! და არანაირი ალკოჰოლი 6 დღის განმავლობაში.

დიეტის არსი მდგომარეობს იმაში, რომ კვირა გრძელდება 7 დღე/ საფეხური. ყოველ ახალ დღეს მენიუში ერთვება ახალი პროდუქტი, რაც გვიქმნის კიბის ასოციაციას. ე.ი. ყოველ დღე ადამიანი ადის თითო ახალ საფეხურზე, რაც ვლინდება მენიუში ახალი პროდუქტების დამატებით. ამგვარად წარმოიქმნება კვების კიბე. აქედან წარმოიქმნა ამ წიგნის და ახალი დიეტის სახელწოდებაც.

ორშაბათი: სუფთა ცილის დღე. ამ დღეს დაშვებულია ყველა პროდუქტი რაც < შეტევაში> იხ. 1 ფაზა. ამ პროდუქტებს ვიღებთ როცა გვინდა და რამდენიც გვინდა. შვრიის ქატოს დღიური ნორმა 1,5 ს/კ. დამატებითი პროდუქტები დაშვებული არ არის.

სამშაბათი: ცილოვან პროდუქტს ემატება ბოსტნეული- ნებისმიერი რაოდენობით, გარდა დიდი რაოდენობით სახამებლის შემცვლელი და ტკბილი ბოსტნეულისა. ( კარტოფილი აკრძალულია) დაშვებული 28 სახეობის ბოსტნეულის ჩამონათვალი იხილეთ < მეორე ფაზა, კრუიზი > შვრიის ქატო 1,5 ს/კ . დამატებითი პროდუქტები ისევ აკრძალულია.

ოთხშაბათი: ცილოვან პროდუქტებს და ბოსტნეულს ემატება 150გრ ნებისმიერი სახეობის ხილი(გარდა ბანანის, ყურძენის, ლეღვის, კარალიოკის და ბალისა).ეს შეიძლება იყოს 1 ც ვაშლი,1ც ფორთოხალი ან გრეიფრუტი, მსხალი, ქლიავი, გარგარი, ასევე 2-3 პატარა ზომის მანდარინი, 1 ნაჭერი საზამთრო ან ნესვი, 1 ფინჯანი კენკრა… აკრძალულია ნებისმიერი სახეობის ჩირი. ამ დღეს დაშვებულია 1 სახეობის დამატებითი პროდუქტი. შვრიის ქატოს ისევ 1,5 ს/კ.

ხუთშაბათი: ცილებს, ბოსტნეულს და პორცია ხილს ემატება 45გრ ხორბლის უხეში ცეხვილი პური( დაახლოებით 2 თხელი ნაჭერი). ისევ რჩება 1 დამატებითი პროდუქტი და შვრიის ქატო 1,5 ს/კ.

პარასკევი: ცილებს, ბოსტნეულს,პორცია ხილს და პურს ემატება 40 გრ ყველი მაქ. 20% ცხიმიანობით (დაახლოებით 1 ნაჭერი). 1 დამატებითი პროდუქტი და 1,5 ს/კ შვრიის ქატო ისევ რჩება.

შაბათი: ცილებს, ბოსტნეულს, პორცია ხილს, პურს და ყველს ემატება 220გრ სახამებლის შემცველი პროდუქტები(პარკოსნები, ბურღულეული, კარტოფილი) იგულისხმება უკვე მომზადებული/მოხარშული პროდუქტი და არა მოსახარში. ისევ რჩება 1 დამატებითი პროდუქტი და 1,5 ს/კ შვრიის ქატო.

კვირა: მენიუში რჩება ყველა ის პროდუქტი, რაც აქამდე გვქონდა. ამის გარდა შეგვიძლია საკუთარ თავს მოვუწყოთ ზეიმი და ამ დღეს მივირთვათ რაც გვსურს,დღეში ერთხელ რესტორნის პორცია პირველი, მეორე, დესერტის და 1 ბოკალი ღვინოს ჩათვლით.

თუ ამ კვირაში დაკლებული კგ არ გვაკმაყოფილებს, ვიმეორებთ დიეტას ისევ თავიდან იმდენჯერ, სანამ სასურველ წონას არ მივაღწევთ. მიღებული შედეგის შესანარჩუნებლად აუცილებელია გაკეთდეს მესამე ფაზა. იხ. ფაილებში.

გისურვებთ წარმატებებს!

ექსპრეს დიეტის შესაძლო ვარიანტი ( აუცილებელი არ არის )

დღე 1: საუზმე- ომლეტი კვერცხით და უცხიმო რძით, ნაკლებმარილიანი სიომგა და ყავა.
სადილი – ქათმის კატლეტი და უცხიმო კეფირი.
სამხარი – ხაჭო იოგურტით.
ვახშამი – ზღვის პროდუქტები. აირჩიეთ ის, რომელიც თქვენ უფრო გიყვართ. განსაკუთრებით კარგი იქნება ზღვის კოქტეილი.

დღე 2: საუზმე-დილის ხაჭოს ნამცხვარი ჩაისთან ერთად, გემოვნების მიხედვით მწვანე ან შავი. უფრო უკეთესი იქნება ბალახების ჩაი, მაგ. პიტნის.
სადილი – ხბოს კატლეტები ბოსტნეულის სალათით.
სამხარი – კეფირი ქატოთი.
ვახშამი – ქათამი მოხარშული, შემწვარი ან ორთქლზე მომზადებული ბოსტნეულის რაგუსთან ერთად.

დღე 3: საუზმე-ჩიზქეიქი ნატურალური იოგურტით და ცოტა ხილით, ყავა.
სადილი – ნებისმიერი თევზის სუპი(უხა). უკეთესი იქნება თევზის “სოლიანკა”.
სამხარი – ხილი. გახსოვდეთ რომელია დაშვებული და რომელი არა.
ვახშამი – ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი/შემწვარი ხორცი.

დღე 4: საუზმე- ახალი ხაჭო კეფირით.
სადილი – ხორცის ჩაშუშული.
სამხარი – ნაკლებმარილიანი სიომგის და მწვანილის ბუტერბროტი.
ვახშამი – ხორცის რულეტი ბოსტნეულით.

დღე 5: საუზმე – ქათმის ფილე, 1 ვაშლი და ჩაი.
სადილი – შემწვარი თევზი ცეხვილ პურთან ერთად.
სამხარი – ქატოს ბლინები ხაჭოსთან ერთად.
ვახშამი – ქათმის კატლეტები ნებისმიერ ბოსტნეულის სალათთან ერთად.

დღე 6: საუზმე – მოხარშული კვერცხი, ნაკლებმარილიანი სიომგა, ყავა.
სადილი – გაამდიდრეთ თქვენი რაციონი ხსნადი ცილებით. მოამზადეთ ჩაშუშული ლობიო და მიირთვით ბოსტნეულის სალათასთან ერთად.
სამხარი – ჩიზქეიქი ბალახების ჩაისთან ერთად.
ვახშამი – ორთქლზე მომზადებული თევზი კომბოსტოს სალათთან ერთად.

დღე 7: საუზმე – კვერცხის ომლეტი ხორცთან ერთად. ყავა.
სადილი – ბოსტნეულის სუპი ხორცით.
სამხარი – ხილი, რომლიც შეიძლება მიირთვათ არომატულ ყველთან ერთად.
ვახშამი – ბოსტნეულთან ერთად გამომცხვარი თევზი და 1 ბოკალი წითელი ღვინო.

სასმელები: რა შეიძლება დალიოთ 7 – დღიანი დიეტის დროს:
ხილის სასმელები;
ნატურალური წვენები, განზავებული სუფთა წყლით, თანაფარდობით 1:1;
კომპოტები;
მინერალური, არაგაზირებული წყალი;
კეფირი მაქ. 1% ცხიმიანობით.
არანაირი დამატკბობელი და შაქარი. ყველაფერი მხოლოდ ნატურალური. ასევე შეგიძლიათ დალიოთ კისელი.

უკუჩვენება: თუ თქვენ გაწუხებთ გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, გაქვთ თირკმელების და საშარდე სისტემის პრობლემები, გაწუხებთ კუჭ-ნაწლავის ტრაქტი აუცილებლად გაიარეთ კონსულტაცია მკურნალ ექიმთან.

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

20633 ნახვა

ფეტვის დიეტა ერთ კვირიანია და ამ პერიოდში თქვენ 3-4 კგ – მდე დაიკლებთ

ფეტვის დიეტა ერთ კვირიანია და ამ პერიოდში თქვენ 3-4 კილოგრამამდე დაიკლებთ. ფეტვის ფაფა სასარგებლოა, იგი სასვეა ვიტამინებით და მიკროელემენტებით.

მითითებები:

1) საუზმე: ერთი პორცია ფეტვის ფაფა, ერთი უცხიმო იოგურტი.

2) ლანჩი: ვაშლი ან ფორთოხალი.

3) სადილი: ერთი პორცია ფეტვის ფაფა, ბოსტნეულის წვნიანი და ბოსტნეულის სალათი.

4) ვახშამი: ერთი პორცია ფეტვის ფაფა, ერთი უცხიმო იოგურტი.

ინგრედიენტები:

ფეტვის ფაფა
ვაშლი
პორთოხალი
იოგურტი
წვნიანი
ბოსტნეული

690 ნახვა

კიტრის კოქტეილი

საჭიროა:
– კიტრი – 6 ცალი (საშუალო)
– ნიახური – 3 ცალი
– ლიმონი – ½ ცალი
– ყინულის კუბიკები

მომზადების წესი:
ლიმონი გავწუროთ, კიტრი და ნიახური გავთალოთ და დავაბლენდეროთ,დავუმატოთ ლიმონის წვენი.

ორი პორცია კიტრის კოკტეილი – 58 კალორია

1138 ნახვა

იმბირის ჩაი

იმბირის ჩაი გამოიყენება შემდეგი პროპორციით: ქლიავის ხელა იმბირი და 2 ლიტრი წყალი.

ჩვენ შემოგთავაზებთ რამდენიმე იმბირის ჩაის რეცეპტს.

  • გავთალოთ იმბირი,დავჭრათ თხელ ნაჭრებად, ჩავყაროთ თერმოსსში, დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ რამდენიმე საათით.მივიღოთ კვებამდე ნახევარი საათით ადრე 0.5 ან 1 ჭიქა იმბირის ჩაი.
  • გავთალოთ იმბირი: გავხეხოთ ან დავჭრათ თხელ ნაჭრებად,გავასუფთაოთ რამოდენიმე კბილი ნიორი,ჩავყაროთ იმბირი და ნიორი თერმოსსში,დავასხათ ადუღებული წყალი და გავაჩეროთ მხოლოდ 15 წუთით.ვსვათ ჩაი მთელი დღის განმავლობაში კვების რაოდენობის მიღების მიუხედავად.
  • გავთალოთ და თხლად დავჭრათ იმბირი,შემდეგ ჩავყაროთ ქვაბში და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ ადუღებიდან 15 წუთი.როდესაც ჩვენი ჩაი გამზადდება,გაგრილების შემდეგ დავუმატოთ ჭიქის მეოთხედი ლიმნის წვენი და ცოტა თაფლი.

670 ნახვა

2 კვირიანი დიეტა

პირველი კვირა
ორშაბათი
3 კვერცხი ან 5 საშუალო ზომის კარტოფილი.
გამოვთვალოთ 4 კვება – დილით, შუადღისას, 3-4 საათამდე და საღამოს (არაუგვიანეს 18 საათი); თქვენ შეგიძლიათ სვათ მხოლოდ წყალი – მარტივი და მინერალური.
სამშაბათი
100 გრ ხაჭო, უცხიმო არაჟანი, 200 – 250 მლ იოგურტი ან კეფირი
ოთხშაბათი
2 პატარა ვაშლი, 0,5 ლიტრი იოგურტი ან კეფირი, ხილის წვენი 1 ლიტრი.
ხუთშაბათი
400 გრ მოხარშული ხორცი ან ქათამი, უშაქრო ჩაი.
პარასკევი
1 ლიტრი მინერალური წყალი, 0,5 კგ ვაშლი ან მსხალი. ზამთარში შეგიძლიათ გამოიყენოთ გამხმარი ხილი
შაბათი
300 მლ იოგურტი, რძე ან კეფირი, 3 მოხარშული კარტოფილი.
კვირა
0.5 ლიტრი იოგურტი ან კეფირი და მინერალური წყალი.

მეორე კვირა
ორშაბათი
200 გრ მოხარშული ხორცი, 1 კვერცხი, 2 პატარა პომიდორი, წყალი ან მინერალური წყალი.
სამშაბათი
2 ვაშლი, 100 გრ მოხარშული საქონლის ხორცი, პომიდვრისა და კიტრის სალათი ზეთით, უშაქრო ჩაი (შეგიძლიათ გამოიყენოთ სახარინი ან სხვა დამატკბობელი).
ოთხშაბათი
100 გრ მოხარშული ხორცი, 70 გრ ჭვავის პური, 2 ვაშლი ან მსხალი.
ხუთშაბათი
2 კვერცხი, 100 გრამი მოხარშული საქონლის ხორცი, 150 გრ ჭვავის პური, წყალი.
პარასკევი
0.5 ლიტრი იოგურტი, 3 მოხარშული კარტოფილი, ვაშლი (700 გრ).
შაბათი
300 გრ მოხარშული ქათამი, 2 საშუალო ზომის კიტრი, 2 კვერცხი, და ჩაი.
კვირა
მინერალური წყალი, 4 მოხარშული კარტოფილი, 2 ვაშლი.

2270 ნახვა

პიერ დუკანის დიეტა (სრული ვერსია)

ცნობილი ფრანგი დიეტოლოგის პიერ დუკანის ცილოვანი დიეტა შედგება 4 ფაზისგან.

პირველი ფაზა – შეტევა

პირველ ფაზაში დაშვებულია 72 დასახელების ცილის მაღალი შემცველობის პროდუქტი. ჩვენ შეგვიძლია ავირჩიოთ ამ პროდუქტებიდან ჩვენთვის სასურველი ერთი ან რამოდენიმე პროდუქტი და მივიღოთ დღის განმავლობაში როცა გვინდა და იმდენი, რამდენიც გვინდა.
ეს ცილოვანი პროდუქტები იყოფა 8 ჯგუფად.

1) ჯგუფი: ხორცეული;
2) ჯგუფი: ფრინველი და ბოცვერი;
3) ჯგუფი: თევზი&ზღვის პროდუქტები;
4) ჯგუფი: კვერცხი;
5) ჯგუფი: მცენარეული პროტეინები;
6) ჯგუფი: უცხიმო რძის პროდუქტები;
7) ჯგუფი: 2 ლიტრი წყალი დღეში;
8) ჯგუფი: შვრიის ქატო.

ხორცეული:

1. საქონლის ხორცი;

2. ხბოს ხორცი;

3. ცხენის ხორცი;

4. ხბოს / საქონლის ღვიძლი და თირკმელები;

5. ხბოს კოტლეტი (შნიცელი);

6. კურდღლის ხორცი;

7. საქონლის / ღორის ფილე (სუკი);

8. საქონლის / ხბოს ნეკნები;

9. საქონლის სტეიკი;

10. საქონლის / ხბოს / ცხვრის ენა;

11. როსტბიფი;

12. ძროხის ჩალაღაჯი;

13. გარეული ცხოველების ხორცი და მათი შიგნეული (ირემი, შველი,იხვი, კურდღელი).

ფრინველი და ბოცვერი (კანის და ხილული ცხიმის გარეშე)

14. წიწილა;

15. დედალი;

16. ფრინველის გულ-ღვიძლი;

17. ინდაური;

18. ხოხობი;

19. ციცარი;

20. სირაქლემა;

21. მტრედი;

22. მწყერი;

23. კაკაბი;

24. ინდაურის ლორი, 3% ცხიმინობის, 100გრ;

25. ქათმის ბარკლები;

თევზეული ყველანაირი- ახალი ან შებოლილი, ცხიმიანი და კონსერვი(საკუთარ წვენში)

26. სკუმბრია;

27. კალმახი;

28. ლოქო;

29. ორაგული;

30. ქაშაყი;

31. პალტუსი;

32. ქარიყლაპია;

33. კობრი;

34. ვირთევზა;

35. ქორჭილა;

36. სკაროსი;

37. კეფალი / ბარაბული;

38. სარდინი;

39. პიქშა;

40. ზვიგენი;

41. კამბალა;

42. სურიმი – თევზის ფარში;

43. თინუსი;

44. ხეკი;

45. ზღვის ენა;

46. საირა;

47. ლოუჩი;

48. ხიზილალა – წითელი და შავი;

49. სამეფო დორადა;

ზღვის პროდუქტები:

50. ხამანწკები;

51. მოლუსკები;

52. ლოკოკინა;

53. კიბორჩხალა;

54. ლანგუსტები;

55. მიდიები;

56. კალმარები;

57. კრევეტები;

58. რვაფეხა;

59. მდინარის კიბორჩხალა;

60. მელანთევზა;

61. ზღვის ზღარბი;

კვერცხი:

62. ქათმის / მწყერის / სირაქლემას კვერცხი;

მცენარეული პროტეინები:

63. კონჯაკის მაკარონი (შირატაკი);

64. საითანი;

65. ტოფუ;

რძის პროდუქტები 0% ცხიმიანობით:

66. რძე;

67. კეფირი;

68. ხაჭო;

69. კრემხაჭო;

70. ნატურალური იოგურტი / მაწონი;

71. ყველი;

72. მარცვლოვანი ყველი (Cottege Cheese).

ამ 72 დასახელების პროდუქტიდან მხოლოდ უცხიმო რძის პროდუქტებია შეზღუდული, კერძოდ 675მლ/მგ დღეში და სუფთა რძე მაქ. 250მლ. ქათმის კვერცხი დღეში მხოლოდ 2 ცალი მთლიანად და ცილა შეუზღუდავი რაოდენობით.(რადგან კვერცხის გული შეიცავს დიდი რაოდენობით ცხიმს, დაახლოებით 7გრ). ვისაც სისხლში ქოლესტერინის დონე მაღალი აქვს, დუკანი კვერცხის მიღებისგან თავის შეკავებას გვირჩევს და ასეთ შემთხვევაში მხოლოდ 2 ცალი კვერცხი დღეში.
ეს პროდუქტები შეგიძლიათ გამოიყენოთ ნებისმიერი რაოდენობით ,დღის ნებისმეირ დროს. დაივიწყეთ კალორიების თვლა და 6 – ის მერე არ ჭამა.

შეტევის ფაზაში დასაშვებია ასევე ზოგიერთი დამატებითი პროდუქტები, მცირე რაოდენობით:

1 . ყავა, ჩაი, ბალახების ჩაი, მინერალური წყალი;

2. ძმარი, სოიოს სოუზი უშაქროდ;

3. ჟელატინი, 30 გრ აგარ-აგარი, გამაფხვიერებელი, დროჟი;

4. რამოდენიმე ღერი მწვანილი, 1 პატარა ზომის ხახვი, 2 – 3კბილი ნიორი და სუნელები.

5. მჟავე კიტრის პიკული 3 – 4 ცალი (უშაქრო );

6. ლიმონის წვენი, მხოლოდ საჭმელის გასაკეთებლად, როგორც დანამატი ( არ დალიოთ როგორც ლიმონათი და არ შეჭამოთ მისი რბილობი, როგორც ხილი);

7. შაქრის შემცვლელი 0 კალ ( არ შეიძლება ფრუქტოზა ,გლუკოზა, სორბიტი…)

8. 2 ს/კოვზი ტომატის პასტა, უშაქრო;

9. დიეტური კოკა კოლა, პეპსი და სხვა დიეტური სასმელები. 0 კალორიით .

10. კრაბის ჩხირები 0.1 %ცხიმინით შეუზღუდავად და მეტი ცხიმიანობის არაუმეტეს 8 ცალისა დღეში (200 გრამი);

11. ჯანჯაფილი (კოჭა).

12. შირატაკის ტიპის მაკარონი, კონჯაკის ბრინჯი;

13. ნებისმიერი ზეთი 1 ჩაის კოვზი;

14. გოჯი ბერი – 1 ჩაის კოვზი შეტევაში და 2 ფაზის ცილის დღეებში. მეორე ფაზის ცილა + ბოსტნეულის დღეებში 1 ს/კ.

15. მარილი ზომიერად და უშაქრო მდოგვი 1 ჩაის კოვზი.

16. უშაქრო საღეჭი რეზინი და კარამელები 5 ცალი დღეში. გაითვალისწინეთ, რომ ყველა დიაბეტური კანფეტი დუკანში დაშვებული არ არის. ყურადღება მიაქციეთ, რომ აკრძალული დამატკბობელი არ იყოს გამოყენებული. SULA – ს კარამელები აკრძალულია!

პირველი ფაზის დროს შეიძლება იგრძნოთ პირის სიმშრალე და უსიამოვნო სუნი პირიდან. არ შეგეშინდეთ ეს არის იმის დასტური რომ თქვენ დგეხართ სწორ გზაზე:) თუ იგრძენით თავბრისხვევა, გულის ფრიალი, სისუსტე კუნთებში და ა.შ. არ შეზღუდოთ მარილი, მიიღეთ ზომიერად.

აუცილებელია!

1) 1.5 სუფრის კოვზი ქატო

2) ყოველდღიური სიარული 20 წუთი

3) და აუცილებლად უნდა დალიოთ 1.5 ლიტრი წყალი (ყავა და ჩაი ითვლება სითხის რაოდენობაში).

მეორე ფაზა – მონაცვლეობა

დუკანის დიეტის მეორე ფაზა-მონაცვლეობა , კრუიზი. მეორე ფაზა გრძელდება მანამ, სანამ არ მიაღწევთ სასურველ წონას. მონაცვლეობის სქემას ვირჩევთ ჩვენთვითონ 1/1 2/2 3/3 4/4 ან 5/5. მაგალითად, 1/1 ნიშნავს, რომ ერთი დღე ვჭამთ მხოლოდ ცილას და შემდეგი დღე ცილა + ბოსტნეულს, აუცილებლად ერთად. ამ პრინციპით შეგიძლიათ გააკეთოთ შემდეგი მონაცვლეობა 2/2 -3/3

4/4 ან 5/5 ექიმი დუკანი აღნიშნავს, რომ ყველაზე მარტივი 1/1 ზე მონაცვლეობაა .თუ რომელ სქემას აირჩევთ ნება თქვენია.
მეორე ფაზის დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ ყველაფერი პირველი ფაზიდან. ამ ეტაპზე ემატება 28 დასახელების ბოსტნეული, გარდა იმ ბოსტნეულისა რომელიც შეიცავს სახამებელს.

აკრძლულია: ავოკადო ,ბარდა, წითელი ლობიო, სიმინდი, ყველა სახის პარკოსნები და ბურღულეული: კარტოფილი, მაკარონი ,ბრინჯი, წიწიბურა.

დაშვებული ბოსტნეული:

1. არტიშოკი;

2. ბადრიჯანი;

3. მწვანე სალათის ფოთლები;

4. ყვავილოვანი კომბოსტო;

5. ბროკოლი;

6. სოკო (შამპინიონი);

7. ვარდკაჭკაჭა;

8. მჟაუნა;

9. კამა ბოლქვი (ფენხელი)

10. მწვანე ლობიო;

11. სტაფილო;

12. კომბოსტო ( თეთრი, წითელი, ვირზინგი);

13. გოგრა;

14. პრასი;

15. პალმის გული;

16. ბულგარული წიწაკა (წითელი, ყვითელი, მწვანე);

17. ბოლოკი, თალგამი;

18. რევანდი (Rhubarb);

19. ბრიუსელის კომბოსტო;

20. ჭარხალი;

21. კიტრი;

22. ნიახური;

23. სოიო;

24. სატაცური;

25. ისპანახი;

26. პამიდორი;

27. ყაბაყი;

28. ხახვი.

ამ ბოსტნეულიდან მხოლოდ სტაფილო და ჭარხალი მივიღოთ არაუმეტეს 200 გრამისა დღეში, რადგან შეიცავს შაქარს.

მთავარი წესი

1) შვრის ქატო 2 სუფრის კოვზი;

2) შეკრულობის დროს 2 კოვზი ხორბლის ქატო ;

3) ეცადეთ რომ რძის პროდუქტი არ აღემატებოდეს 700 გრამს;

4) წყალი მინიმუმ 2 ლიტრი ;

5) ყოველდღიური სიარული 30 წუთი.

მეორე ფაზაში მენიუს მრავალფეროვნებისთვის დაშვებულია შემდეგი სახის დამატებითი

პროდუქტები:

1. სიმინდის სახამებელი – 1 სუფრის კოვზი ( 20 გრამი);

2. უცხიმო რძის ფხვნილი (მაქ. 1,5% ცხიმიანობით) 3ს/კ დღეში;

3. სოიოს ფქვილი-1 სუფრის კოვზი ან 20 გრამი;

4. კაკაოს უშაქრო ფხვნილი მაქს. 10- 11% ცხიმიანობით, 1 ჩაის კოვზი – ან 7 გრამი;

5. ქათმის სოსისი 10% ცხიმიანობით- 100 გრამი;

6. არაჟანი 3%- 1 ს/კ ან 30გრ;

7. სოიოს ნატურალური იოგურტი-1 ცალი;

8. იოგურტი ცხიმგამოცლილი 0 % ხილის ნაჭრებით უშაქრო – 100 გრამი;

9. თეთრი ღვინო 3 სუფრის კოვზი ან 30მლ ( მარტო სადილის მოსამზადებლად),ამასთან 100 მლ-ზე მეტი კვირაში არა;

11. გასპაჩო -1 ჭიქა ან 150 გრამი;

12. ყველი 7 %-30 გრ;

13. სოიოს სოუზი-1 ჩაის კოვზი ან 5 გრამი;

14. ქოქოსის რძე 15 % – 100 მლ;

15. ტემპე- 50 გრამი (სოიოსგან დამზადებული პროდუქტია, ვინც იცის და აქვს მიირთვას

16. უშაქრო კეტჩუპი 1ს/კ ცილის დღეებში და ცილა+ბოსტნეულის დღეებში შეუძრუდავად;

17. Extra light Philadelphia 30გრ;

18. ხორბლის ქატო 1 ს/კ დღეში;

19. ჩიას მარცვლები 1 ჩ/კ;

20. სელის თესლი 1ჩ/კ;

ამ სიიდან შეგიძლიათ აირჩიოდ მხოლოდ 2 პროდუქტი დღეში. ან ერთი პროდუქტი ორმაგი დოზით მაგალითად, 1ს/კ სიმინდის სახამებელი და 1 ჩ/კ კაკაო. ან მხოლოდ 2 ჩ/კ კაკაო დღეში. იმ შემთხვევაში თუ რომელიმე დამატებითი პროდუქტი კლებას შეგიჩერებთ, აუცილებლად უნდა შეწყვიტოთ მისი მიღება!

უნდა ვიცოდეთ, რომ ბოსტნეულის რაციონში შეტანა იწვევს წონის მატებას, სინამდვილეში ეს მატება ხდება ბოსტნეულში შემავალი წყლის ხარჯზე, რომელიც მომდევნო სუფთა ცილის დღეებში უკვალოდ გამოიდევნება ორგანიზმიდან. წონის ასეთმა ცვალებადობამ, რომ თქვენს განწყობაზე და მოტივაციაზე არ იმოქმედოს, რეკომენდირებულია აიწონოთ კვირაში ერთხელ.

მეორე ფაზაში მენიუს მრავალფეროვნებისთვის დაშვებულია შემდეგი სახის დამატებითი პროდუქტები:

1. სიმინდის სახამებელი – 1 სუფრის კოვზი ( 20 გრამი);

2. უცხიმო რძის ფხვნილი (მაქ.1/5%)- 30 გრამი;

3. სოიოს ფქვილი-1 სუფრის კოვზი ან 20 გრამი;

4. კაკაოს უშაქრო ფხვნილი მაქს. 10- 11% ცხიმიანობით, 1 ჩაის კოვზი – ან 7 გრამი;

5. ქათმის სოსისი მაქ. 10% ცხიმიანობით 100 გრამი;

6. უშაქრო თხევადი აქტიმელი-1 პატარა ქილა;

7. სოიოს ნატურალური იოგურტი-1 ცალი;

9. იოგურტი ცხიმგამოცლილი 0 % ხილის ნაჭრებით უშაქრო – 100 გრამი(ნახშირწყლები არაუმეტეს 17%);

10. თეთრი სუფრის ღვინო 3 სუფრის კოვზი. ( მარტო სადილის მოსამზადებლად),ამასთან 100მლ-ზე მეტი კვირაში არა;

11. გასპაჩო -1 ჭიქა ან 150 გრამი;

12. ყველი 7 % ცხიმიანობით -30 მგ;

13. სოიოს სოუზი-1 ჩაის კოვზი ან 5 გრამი;

14. ქოქოსის რძე 15 %-მდე ცხიმიანობით – 100 მლ ;

15. ტემპე – 50 გრამი (სოიოსგან დამზადებული პროდუქტია, ვინც იცის და აქვს მიირთვას:)

16. უშაქრო კეტჩუპი 1ს/კ ცილის დღეებში და ცილა+ბოსტნეულის დღეებში შეუძრუდავად;

17. Extra light Philadelphia 30გრ;

ამ სიიდან შეგიძლიათ აირჩიოდ მხოლოდ 2 პროდუქტი დღეში. ან ერთი პროდუქტი ორმაგი დოზით:) მაგალითად, 1ს/კ სიმინდის სახამებელი და 1 ჩ/კ კაკაო. ან მხოლოდ 2 ჩ/კ კაკაო დღეში.

მესამე ფაზა – განმტკიცება

ჩვენი ორგანიზმისათვის დამახასიათებელია ამოწურული რესურსების შევსება.სასურველი წონის მიღწევის შემდეგ , აუცილებელია დიეტის გაგრძელება და მესამე ფაზაში გადასვლა. მესამე ფაზა პირველი ნაბიჯია, ბალანსირებული კვების ხარჯზე, წონის შენარჩუნებისათვის.

მესამე ფაზის ხანგრძლივობა

მესამე ფაზის ხანგრძლივობა ინდივიდუალურია და დამოკიდებულია , თქვენს მიერ, პირველსა და მეორე ფაზაში დაკლებული კილოგრამების რაოდენობაზე.
ყოველი დაკლებული კილოგრამი მრავლდება 10 დღეზე.
მაგალითისთვის, თუ თქვენ დაიკელით 5 კგ ,მესამე ფაზის ხანგრძლივობა 5×10=50 დღეს შეადგენს.
მესამე ფაზა ორ ეტაპად იყოფა P3a და P3b .(P3=P3a+P3b)
თითოეულში თანაბარი რაოდენობის დღეებია .
P3a მოიცავს მესამე ფაზისათვის განსაზღვრული დღეების ნახევარს 50 / 2=25 ,
ისევე როგორც P3b.

მესამე ფაზაში დამატებული საკვები პროდუქტები

დიეტის მესამე ეტაპზე საკვები პროდუქტები უფრო მრავალფეროვნდება
ხორცით,ხილით,ყველით,(კრახმალის)სახამებლის შემცველი პროდუქტებითა და პურით.ნარჩუნდება პირველსა (72) და მეორე ფაზებში დაშვებული (72+28) პროდუქტი .72 ცილა ,28 ბოსტნეული .
მესამე ფაზაში აღარაა სავალდებულო ცილა ,ცილა ბოსტნეულის დღეთა მონაცვლეობის დაცვა .თქვენი მენიუ სტაბილიზაციის ეტაპიდან ცილა ბოსტნეულით კომბინირებული ,ვიტამინებით გაჯერებული საკვები იქნება .

სავალდებულო შვრიის ოდენობა ამჯერად 2,5 სკ შეადგენს .
ყოველდღიურად წყალი – 2 ლ (ყავა ,ჩაის ჩათლით)

ხორცის სახეობები:
ცხვარი , ღორის ხორცის ყველა ნაჭერი (მაქსიმალურად მჭლე ნაჭრები)

დღეში – ნებისმიერი ნებადართული ხილის 1 პორცია.
ერთ პორციად ითვლება :
1 ცალი – ვაშლი,მსხალი,ატამი,გრეიფრუტი,მომცრო ზომის მანგო ,ფორთოხალი,ვაშლატამა.
2 ცალი – კივი,მანდარინი,გარგალი.
1 მომცრო ფიალა – მარწყვი,მალინა,მაყვალი.
1 ნაჭერი – ნესვი, საზამთრო.

არ შეიძლება:
ბანანი, ყურძენი, ბალი, ავოკადო, ყველანაირი სახის ჩირი, ყველანაირი სახის თხილი.

* ახალი ინფორმაციით დუკანმა დაუშვა თხილის მცირედი ოდენობა .რაც მუჭაში ჩაგვეტევა დაახლოებით 15გრ. გაითვალისწინეთ ,რომ თუ თხილებს მიიღებთ ზეთის დღიურ ნორმას უნდა შეელიოთ! ფაქტობრივად ალტერნატივა გაქვთ ან თხილები, ან ზეთი.

დღეში – 40 გ დაბალი ცხიმიანობის მქონე ყველი (50%)
დღეში – 2 ნაჭერი პური (ცეხვილი)

კვირაში ერთხელ (p3a) კრახმალის შემცველი პროდუქტები ,რომელთა მზა (მოხარშული) მასა არ უნდა აღემატებოდეს 225 გრ.
კვირაში ორჯერ (p3b) კრახმალის შემცველი პროდუქტები ,რომელთა მზა (მოხარშული) მასა არ უნდა აღემატებოდეს 225 გრ

გამონაკლისის სახით,
P3a ფაზის დღეებში – კვირაში ერთხელ დაშვებულია თქვენთვის სასურველი საკვების მიღება ,თავისთვის ერთგვარი ზეიმის მოწყობა.
P3b დღეებში კი მსგავსი ნებივრობის უფლება კვირაში ორჯერ გექნებათ.
თუმცაღა ძაანაც ნუ გაინებივრევთ თავს და ყველაზე მსუყე და კალორიულ საკვებს ნუ მიეძალებით და ორი კაცის პორციასაც ნუ შეჭამთ.
ნებადართულია ასევე 1 ჭიქა მშრალი ღვინოს დალევა.

სავალდებულოა !
კვირაში ერთი ცილოვანი დღე.დუკანის რჩევით კარგი იქნება თუ ცილოვან დღედ ხუთშაბათს შევარჩევთ.

მესამე ფაზა მთლიანად წონის შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. ამ ფაზაში შესაძლოა შეიმჩნეს მცირედით წონის მატება და კლება ,თუმცაღა მთლიანობაში მიღწეულ წონას უნდა ინარჩუნებდეთ.

ფიზიკური დატვირთვა სასურველია გაზარდოთ 25 -30 წ. დუკანი რეკომენდაციას სწრაფ სიარულს უწევს.

დუკანის მიერ შემუშავებული ექსპრეს დიეტა – 7 საფეხური (გამარტივებული ვერსია) ,მესამე ფაზის ალტერნატივას წარმოადგენს.

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია

მეოთხე ფაზა გრძელდება უკვე მთელი ცხოვრება..
1) ჯანსაღი კვება – მიახლოებით უნდა იკვებოთ ისე როგორც მესამე ეტაპზე მაგრამ აქ უკვე შეგიძლიათ მოიწყოთ ორი სადღესასწაულო დღე – და ორი სახამებლის შემცვლელი პროდუქტი;
2) ხუთშაბათობით უნდა გააკეთოთ ეგრეთწოდებული განტვირთვის ანუ ცილის დღე;
3) აუცილებლად უნდა იაროთ მინიმუმ 20 წუთი;
4) ყოვედღიურად უნდა მიიღოთ 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო.

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

150243 ნახვა

მწვანე ლობიო ნივრის სოუსით

საჭიროა:
– 500 გრ მწვანე ლობიო დიაგონალზე დაჭრილი
– 1 კბილი ნიორი
– ½ ჩაის კოვზი მარილი
– 150 მლ უცხიმო იოგურტი
– 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
– შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ლობიო ვხარშოთ ადუღებულ წყალში ,სანამ არ დარბილდება (6-8წუთი).
შემდეგ ჩენჩოები გავრეცხოთ კარგად და გავამშრალოთ.
ნიორი გავსრისოთ კოვზით და ავურიოთ მარილი, შემდეგ იოგურტი, კარაქი, ოხრახუში და წიწაკა.
ნივრის სოუსი ავურიოთ ლობიოში და მივირთვათ.

მზა კერძი შედგება 4 პორციისგან და შეიცავს:
– 336 კალორიას
– 12გ ცილას
– 16გ ცხიმს
– 44გ ნახშირწყლებს

575 ნახვა

სიმინდის და ლობიოს რაგუ

საჭიროა:
– 400-500 გრ მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო
– 250 გრ დაკონსერვებული სიმინდი
– 120 გრ გახეხილი ყველი
– 250 გრ ტომატის პასტა
– 1-3 გასრესილი კბილი ნიორი
– პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ნიორი და წიწაკა შევურიოთ ტომატ პასტაში.სიმინდი და ლობიო მოვხარშოთ ქვამში და ვურიოთ 2-3წუთის განმავლობაში.
გამოვრთოთ ცეცხლი და დავაყაროთ გახეხილი ყველი,დავაფაროთ თავსახური სანამ არ ჩადნება ყველი.

მზა კერძი შედგება 16 პორციისგან და თითო პორცია შეიცავს:
– 848 კალორიას
– 64გ ცილას
– 8გ ცხიმს
– 160გ ნახშირწყლებს

218 ნახვა

კლინიკა მაიოს დიეტა ზუსტი დაცვით კვირაში 4 – 8 კგ – მდე დაიკლებთ

კლინიკის დიეტოლოგები და ექიმები ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ ალკოჰოლის მიღება დაუშვებელია, რადგან ის ხელს უშლის ორგანიზმს ცხიმისაგან განთავისუფლებისათვის. მინიმუმ 24 საათი უნდა იყოს გასული დიეტის შეწყვეტისაგან რომ მივიღოთ ალკოჰოლური სასმელი.

დიეტა დაფუძნებულია “ცხიმის მწველ წვნიანზე”.
ამ წვნიანის მიღება აუცილებელია ყოველდღიურად – იმდენად ხშირად და იმდენად, როგორც გსურთ.რაც უფრო მეტს მიირთმევთ მით უფრო მეტ კილოგრამებს დაიკლებთ.

დიეტის ზუსტი დაცვით კვირაში 3-4 კილოდან 8 კილომდე დაიკლებთ. მნიშვნელოვანია მოცემული პროდუქტების მოცემულ დღეებში მიღება.

თუ ერთი კვირის განმავლობაში 7 კილოს ან მეტს დაკარგავთ, გააკეთეთ 2 დღიანი შესვენება და განაგრძეთ დიეტა ნებისმიერ დროს. წვნიანი არ მიიღოთ დიეტის გარეშე.

დიეტის დროს კატეგორიულად იკრძალება:
– პური
– ალკოჰოლი
– გაზიანი სასმელები
– შემწვარი ან ცხიმდამატებული
– შვიდდღიან დიეტას შეგიძლიათ მიმართოთ ნებისმიერ დროს, მისი შეწყვეტის ან დარღვევის შემთვევაში დაიწყეთ პირველი დღიდან.

სულ რაღაც 7 დღეში თქვენ სიმსუბუქეს იგრძნობთ,მინიმუმ 4-5 კილოს ,ხოლო მაქსიმუმ 8-ს დაიკლებთ. შეიგრძნობთ თქვენს ჯანმრთელობასა და ენერგიას, დიეტის დაცვის პერიოდში თქვენ იგრძნობთ პოზიტიურ დინამიკას თქვენს ფიზიკურ და მორალურ მდგომარეობაში.

ზოგადი წესები
– მკაცრად დაიცვას რეკომენდაციები ყოველდღე. დაუშვებელია გადახვევა და ფანტაზიები.
– აიწონეთ ყოველ დილით
– წვნიანი ჭამეთ ყოველთვის, როგორც კი იგრძნობთ შიმშილს
– კარაქი – ის შეიძლება გამოყენებულ იქნას კვირაში მხოლოდ ერთხელ მოხარშულ კარტოფილთან ერთად
– ყურადღებით ამოიღეთ ცხიმი ხორციდან და მიირთვით კანგცალილი

ცხიმის მწველი წვნიანის რეცეპტი:
6 საშუალო ზომის ხახვი, რამდენიმე პამიდორი (შესაძლებელია დაკონსერვებული),
1 პატარა თავი კომბოსტო, 2 მწვანე წიწაკა, 1 კონა ნიახური, 2 ცალი ბოსტნეულის ბულიონის კუბიკი.

წვნიანის მიღება შესაძლებელია ნებისმიერ დროს,ასევე აუცილებელია შევავსოთ დიეტა სხვა კომპონენტებისაგან.

პირველი დღე:
დღეს მიირთმევთ მხოლოდ სუპს და ხილს,ხილი დასაშვებია ნებისმიერი სახის,გარდა ბანანისა.
შეგიძიათ მიირთვათ ჩაი ან ყავა

მეორე დღე:
სუპი და ბოსტნეული ნებისმიერი სახის.
ლანჩის დროს, , შეგიძლიათ მიირთვათ მოხარშული კარტოფილი კარაქით. არ ჭამოთ არც ერთი სახის ხილი. დალიეთ სასმელი წყალი.

მესამე დღე:
წვნიანი,ხილი და ბოსტნეული,თუმცა ამჯერად გამორიცხულია მოხარშული კარტოფილი.
თუ თქვენ ამ სამი დღის განმავლობაში სწორად დაიცავთ კვების რაციონს,თქვენ უკვე დაიკლებთ 2,5-3 კილოს.

მეოთხე დღე:
წვნიანი,ხილი,ბოსტნეული,ბანანი და რძე!
სუპი,ხილი და ბოსტნეული შეგიძლიათ მიიღოთ სასურველი რაოდენობით მაგრამ არა ბანანი. ბანანი შეგიძლიათ მიირთვათ არაუმეტეს სამისა.

მეხუთე დღე:
ძროხის ხორცი,პამიდორი და სუპი. ხორცი შეგიძლიათ მიირთვათ 300დან 800გრამამდე,პამიდორი რამდენიც გინდათ,დღეს სასურველია მიირთვათ სუპი მხოლოდ ერთხელ.

მეექვსე დღე:
ხორცი,ბოსნეული და სუპი.თუ გსურთ შეგიძლიათ მიირთვათ 2-3 ცალი სტეიკი და ასევე ყველა ფოთლოვანი ბოსტნეული.

მეშვიდე დღე:
ყავისფერი ბრინჯი,ხილის წვენი და ბოსტნეული. ბრინჯს შეგიძლიათ დაამატოთ ხახვი,ყვავილოვანი კომბოსტო და პამიდორი.

1856 ნახვა

5 კგ 7 დღეში

1 დღე
საუზმე – მოხარშული კვერცხი, ჩაი ან შავი ყავა, პური.
საუზმე 2 -100 გ ვაშლი.
სადილი -130 გრამი მჭლე მოხარშული საქონლის ხორცი, 100 გრამი მოხარშული კარტოფილი, 200 გრამი ბოსტნეულის სალათი , ყავა, მინერალური წყალი.
შუადღე – ჩაი, 100 გრამი ხილი.
ვახშამი – 80 გ მჭლე ლორი ან მოხარშული ხორცი, მოხარშული კვერცხი, 100 გრ ბოსტნეული, 10 გრ კარაქი, წვენი.

2 დღე
საუზმე – ერთი ჭიქა მწვანე ჩაი, 1 ჩაის კოვზი თაფლი,ტოსტი
საუზმე 2 – 200 გრამი სტაფილოს სალათი, ზეითუნის ზეთით.
სადილი – 50 გრ ძროხის ხორცი, 100 გრ მოხარშული კარტოფილი, მინერალური წყალი
შუადღე – ყავა რძით (100 მლ) ან ხილის წვენი.
ვახშამი – 150 გრ შემწვარი თევზის ფილე, 150 გრ ისპანახი, მინერალური წყალი და მწვანე ჩაი.

3 დღე
საუზმე – 30 გ მჭლე ლორი, 20 გრამი ნამცხვარი და ჩაი.
საუზმე 2 – 150 გრ გრეიფრუტი ან მისი წვენი 100 მლ.
სადილი – 150 გრ მოხარშული ხორცი, სტაფილო და კარტოფილი (200 გ).
შუადღე – ერთი ჭიქა ტომატის წვენი და სადღეგრძელო.
ვახშამი – 100 გრ მოხარშული კარტოფილი, 50 გრ უცხიმო ხაჭო, 1 ჩაის კოვზი თაფლი, მინერალური წყალი ან მწვანე ჩაი.

4 დღე
საუზმე – 50 გრამი ყველი, 30 გრამი პური, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
საუზმე 2 – 1 დიდი ფორთოხალი ან მანდარინი.
სადილი – 150 გრ ქათამი, მინერალური წყალი, 100 გ კარტოფილი, 150 გრ კიტრის სალათი.
შუადღე – 150 გრ ვაშლი.
ვახშამი – ომლეტი მცენარეულ ზეთში (2 კვერცხი, 30 გ მჭლე ლორი), 150 გრ პომიდორის სალათი , წვენი ან მინერალური წყალი.

5 დღე
საუზმე – 100 გრამი უცხიმო ხაჭო, 30 გრამი პური, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჭიქა მწვანე ჩაი.
საუზმე 2 – 100 გ კენკრა ან ხილი, მაგრამ არა ტკბილი.
სადილი – 150 გრამი მოხარშული მჭლე ხორცი, 100 გრამი კარტოფილი, ერთი ჭიქა კომპოტი (ჩირი).
შუადღე – ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი ან 150 გრამი ვაშლი (შეგიძლიათ ჩაანაცვლოთ მსხლით).
ვახშამი – ბოსტნეულის სალათი მცენარეული ზეთით, წვენი ან მინერალური წყალი.

6 დღე
საუზმე – 50 გრ უცხიმო ხაჭო, 20 გრამი ორცხობილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, ერთი ჭიქა ჩაი.
საუზმე 2 – ერთი ჭიქა რძე.
სადილი – 150 გრ შემწვარი მჭლე ლორი, 100 გრამი მოხარშული კარტოფილი, 100 გრ ბოსტნეულის სალათი ოხრახუშით და ზეითნუნის ზეთით.
შუადღე – ყავა რძით (100 მლ), 200 გრ მწვანე ლობიო, მინერალური წყალი.
ვახშამი – ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი და დიეტური ფუნთუშები.

7 დღე
საუზმე – 1 დიდი ვაშლი ან მსხალი.
საუზმე 2 – 200 გრამი სტაფილოს სალათი არომატიზებული ზეთით.
სადილი – 100 გრამი საქონლის ხორცი სოუსით, 100 გ კარტოფილი, 50 გ კომბოსტოს სალათი.
შუადღე – კეფირი
ვახშამი – 100 გრამი სოკო კვერცხით, კიტრის სალათი ზეთით და ნახევარი ლიმნის წვენით , მინერალური წყალი.

1340 ნახვა

გასახდომი განტვირთვის დღეები რის დროსაც ვიკლებთ დღეში 500-800 გრამს

განტვირთვის დღეები უკეთესია შაბათ-კვირას მოვაწყოთ,მოვუმატოთ ფიზიკურ დატვირთვას და კარგად გამოვიძინოთ.

გასახდომი განტვირთვის დღეები – ეს არის ორგანიზმის ერთგვარი გამოცოცხლება,კვების ზიგზაგი რის დროსაც ვიკლებთ დღეში 500-800 გრამს!

მაგალითად ადვილად გადასაგორებელია ხილ-ბოსტნეულის განტვირთვის დღეები,რადგან გეუფლებათ საკმარისი საკვების მიღების შეგრძნება,როგორც შედეგი კი რეფლექსურად ითრგუნება კვების ცენტრი.

ცილოვანი საკვების კი აჩქარებს ცხიმებისა და ნახშირყლების ათვისებას და შესაბამისად ადვილად გადაიტანება.

გასახდომი განტვირთვის დღეები იყოფა რამოდენიმე ნაწილად:

ცილოვანი დღეები : კეფირი, ხაჭო,ხორცი, თევზი. ცხიმოვანი დღეები : არაჟანი და ნაღები. ნახშირწყლების  დღეები : წიწიბურა, ბრინჯი, ვაშლი, კიტრი, საზამთრო  და შოკოლადიც კი !

თქვენ ასევე შეგიძლიათ აირჩიოთ კონკრეტული განტვირთვის დღე თქვენივე გემოვნებით და რაც  არანაკლებ მნიშვნელოვანია – თქვენ შეგიძლიათ გაამეოროთ თქვენი არჩეული განტვირთვის დღეები,როდესაც ის შედეგს გამოირებს !

თუ თქვენ გინდათ უფრო სწრაფად დაიკლოთ წონაში,გირჩევთ რომ ჯერ გააკეთოთ ხორცის განტვირთვის დღე,შემდეგ კი ბოსტნეულის,კეფირის ან არაჟნის დღე. ამ შემთვევაში თქვენ ამ ორ დღეში დაიკლებთ 2 – 2,5 კილოს.

სანამ განტვირთვის დღეებს ავირჩევთ და შევასრულებთ,უნდა გვახსოვდეს შემდეგი:

განტვირთვის დღეები ეწინააღმდეგება ბალანსირებული დიეტის პრინციპს, ასე რომ განტვირთვის დღეების დაცვა შეიძლება კვირაში მხოლოდ ერთხელ ან ორჯერ.

ახლა კი შემოგთავაზებთ განტვირთვის დღეებს.

ხორცის განტვირთვის დღე – ჩვენ გვაქვს ორი ვარიანტი:

1. უცხიმო და უმარილო 400 გრ მოხარშული ხორცი,გავყოთ ოთხ პორციად და თითო

პორცია მივირთვათ ნებისმიერ ბოსტნეულთან ერთად ( კარტოფილის გარდა).გარდა

ამისა ამ დღეს სასურველია საუზმეზე და ვახშამზე დავლიოთ უშაქრო ჩაი.

2. 200-250გრ უმარილო მოხარშული ხორცი  მივირთვათ უშაქრო ჩაისთან

და ნებისმიერ წვენთან ერთად. ეს შეგვიძლია გავიმეოროთ დღეში 5-6 ჯერ.

ხორცი შეგვიძლია ასევე მოვამზადოთ ღუმელში სანელებლებით.

ბოსტნეულის მოყვარულთათვის არსებობს

ბოსტნეულის განტვითვის დღე,

თითო ბოსტნეულის დღეს თქვენ შეგიძლიათ მიირთვათ 1,2  – 1,8 კილო ბოსტნეული (კარტოფილის გარდა).

საკვების მიღება შეგვიძლია დღეში 6ჯერ,ასევეშემოგთავაზებთ რამოდნიმე სალათს ბოსტნეულის დღისთვის:

ვინერეტი: სალათის თასში ჩავხეხოთ  100 გრ ყველი  და 100 გრ მოხარშული ჭარხალი, 100 გრ უმი სტაფილო, ორი კოვზი ბარდა (გაროხი), 50 გრ მწვანე ხახვი, 1-2 კბილი დაქუცმაცებული ნიორი, აურიეთ წვრილად დაჭრილი  კიტრი, მოვასხათ 1-2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი და ლიმნის წვენი ( ან ძმარი)

კომბოსტოს სალათი: წვრილად დაჭრილი 400 გრ კომბოსტოს დავასხათ მდუღარე წყალი და გავაჩეროთ 2-3 წუთის განმავლობაში ( სიმწარის ამოსაღებად),შემდეგ გადავასხათ წყალი,ცოტა მარილი მოვაყაროთ. მოვასხათ მაიონეზი ან ზეითუნის ზეთი და დავუმატოთ შაქარი გემოვნებით.

ტკბილი სალათი: გავხეხოთ სტაფილო,ვაშლი  და ნიახური. დავუმატოთ ქიშმიში და ცოტა თაფლი.შეგვიძლია სურვილისამებრ დაამატოთ წვეთი მცენარეული ზეთი.

ბოსტნეულის განტვირთვის დღე ასევე მიეკუთვნება ნახშირყლების განტვირთვის დღეებს.

არაჟნის განტვირთვის დღე:

 არაჟნის დღეს 20-30% ცხიმიანი ,80 გრ არაჟანი შეგვიძლია მივირთვათ დღეში 5 ჯერ.

ასევე 1-2 ჭიქა ასკილის ბულიონი.

კიტრის განტვირთვის დღე:

კილო ნახევარი კიტრი (დაახლოებით 15-20 ცალი) გავყოთ 5 პორციად და მივირთვათ დღის განმავლობაში.

ვახშამზე შეგვიძლია  მივირთვათ 50გრ მოხარშული ხორცი ან ერთი მოხარშული კვერცხი,უშაქრო ჩაისთან ერთად.

კიტრის განტვირთვის დღე სხვათაშორის მიეკუთვება ნახშირწყლების განტვირთვის დღეს.

ყოველი 100 გრამი კიტრი,შეიცავს ცილების 0,8გრ-ს, ცხიმების 0,1გრ-ს, ნახშირწყლების 3მ-ს და 15 კალორიას.

რძის განტვირთვის დღე:

დღის განმავლობაში 6-8 ჯერ უნდა დავლიოთ 1-1,5 ლ რძე.

კეფირის განტვირთვის დღე:

დღეში 5ჯერ დავლიოთ 1-1,5 კეფირი.

შეგვიძლია მივაყოლოთ ნებისმიერი ტკბილი ხილი და ბოსტნეული.

ასევე მოამზადეთ კეფირ-ხილის კოკტეილი და კეფირის დღე გახდება თქვენთვის საყვარელი  განტვირთვის დღე ?

შეგვიძლია შემოგთავაზოთ კეფირის კოკტეილი.

ხაჭოს განტვირთვის დღე:

ხაჭოს მოყვარულებს შეგვიძლია შემოგთავაზოთ 3 ვარიანტი:

  • უცხიმო 400 გრ ხაჭო დაყოფილია ოთხ ეტაპად.შეგვიძლია შევურიოთ 1-2 ჩაის კოვზი ხორბლის ქატო ან მივირთვათ თაფლთან, ხილთან, კენკრასთან და ბოსტნეულთან ერთად.საუზმისა და ვახშმის დროს რეკომენრებულია ასკილის ბულიონი.
  •  დღეში 5ჯერ  1 ჭიქა რძე და 60გრ 9% ცხიმიანი ხაჭო.
  •  დღეში 5ჯერ   1 ჭიქა კეფირი და 500 გრ უცხიმო ხაჭო.

სალათების განტვირთვის დღე:

გამოიყენეთ ახალი ბოსტნეული, ხილი და მათი კომბინაციები 5-ჯერ დღეში 250-300 გრ. შეგიძლიათ დაამატოთ მცენარეული ზეთი ან არაჟანი.

შერეული განტვირთვის დღე:

დღეს გადაანაწილეთ 4 პორციაზე 6 ჭიქა რძე, მოხარშული 350 გრ ხორცი და 50-60 გრ ბოსტნეული .

მოხარშული ხორცი შეგვიძლია შევცვალოთ მოხარშული თევზით.

როდესაც სახლში არაფერია კარტოფილის გარდა,მოიწყეთ

კარტოფილის განტვირთვის დღე:

500 გრ კარტოფილი კარგად გავრეცხოთ კანიანად და მოვხარშოთ.

ან გავჭრათ სიგრძეზე და მაღალ ტემპერატურაზე შევდოთ ღუმეში 20-25 წუთი ( კანით ქვევით,უმარილოდ  და უზეთოდ)

500 გრ კარტოფილი გავყოთ ოთხ პორციად და მივირთვათ დღის განმავლობაში.
გარდა ამისა რეკომენდირებულია 2 ჭიქა ასკილი.

ჩაის  განტვირთვის დღეებში უკეთესია გამოვიყენოთ მწვანე ჩაი.

მას აქვს თვისება: მწვანე ჩაი წვავს ცხიმებს და ხელს უწყობს წონის კლებას. დიეტოლოგები თვლიან, რომ ორი ჭიქა  მწვანე ჩაი უშაქროდ დღეში წვავს 80 კალორიას.მწვანე ჩაი აქვს ანტიოქსიდანტური მოქმედება, ის ხელს უწყობს ღვიძლის და თირკმლის მუშაობას , ამცირებს ქოლესტერინის დონეს სისხლში და უმჯობესებს კუჭ-ნაწლავის მოქმედებას.

ასე რომ! ჩაის დამახდუნებელი განტვირთვის დღე,არ ქინება ცუდი ჩვენი ორგანიზმის გასაწმენდად.

ჩაი შეგვიძლია ვსვათ მთელი დღე,დღის განმავლობაში კი ჩაისთან ერთად უნდა დავლიოთ 2ლ წყალი.მწვანე ჩაი მდიდარია ცილებით და იძლევა დანაყრების განცდას, რაც განასხვავებს მას წყლის განტვირთვის დღისგან.

ბრინჯის განტვირთვის დღე:

ბრინჯი – 50გრ
შაქარი – 120 გრ
ხილი – 1.5 კგმოვხარშოთ ახალი ან ხმელი ხილის კომპოტი და  დავლიოთ ერთი ჭიქა 6-ჯერ დღეში. დღეში ორჯერ, ტკბილ კომპოტს მივაყოლოთ  უმარილო ბრინჯის ფაფა.

1109 ნახვა

პოლონური დიეტა

პოლონური დიეტა მრავალფეროვანია, მათ შორის ბევრი ხილი და ბოსტნეულია, და რაც მთავარია, არ ახლავს შიმშილის მუდმივი გრძნობა.

დღეში სასურველია მივიღოთ არაუმეტეს სამი ოთხი ჭიქა სითხე (მათ შორის, სუპები, წვენი, ყავა, ჩაი).

მენიუ A და მენიუ B უნდა გამოვიყენით დღეგამოშვებით ერთი თვის განმავლობაში, რომელიც იქნება მაქსიმალური წონის დაკარგვის მიზეზი.

დიეტა გრძელდება 4 კვირა.

პირველი კვირა

მენიუ A
საუზმე: ერთი ჭიქა თბილი რძე და 1 ჩაის კოვზი თაფლი, სუხარი
მე -2 საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი სერი პური, თხელი ფენა კარაქი, სალათის ფოთლები ან სხვა მწვანილი
სადილი: ბოსტნეულის წვნიანი(მჭლე ხორცი (100 გრ), 2-3 კარტოფილი) ხილის სალათი შაქრით და ლიმონის წვენით.
შუადღე: 2 პომიდორი ან ერთი ჭიქა ტომატის წვენი, ტოსტი ან სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი, 2 ნაჭერი პური და კარაქის თხელი ფენით და ოხრახუშით.

მენიუ B
საუზმე: ჭიქა ჩაი უშაქროდ, ერთი ნაჭერი შავი პური ოხრახუშთან ერთად .
მე -2 საუზმე: 1 ჭიქა იოგურტი, ერთი ნაჭერი შავი პური, ოდნავ დამარილებული
სადილი: წვნიანი (მოხარშული თევზი (100 გრ), 2-3 კარტოფილი, ოხრახუში) მწვანე სალათა.
შუადღე: ხილის წვენი (1 ჭიქა) ტორტი ან ფუნთუშა.
ვახშამი: ერთი ჭიქა რძე, 2 ნაჭერი პური თაფლით.

მეორე კვირა

მენიუ A
საუზმე: 1 ჭიქა ხილის ან ბოსტნეულის წვენი, ერთი სუხარი
მე -2 საუზმე: ერთი ნაჭერი შავი პური, ცოტა კარაქი და ყველით , ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ.
სადილი: ვეგეტარიანული სუპი, ქათმის კოტლეტი, სტაფილოს სალათი
შუადღე: ხილი, ფუნთუშა.
ვახშამი: ერთი ჭიქა იოგურტი, სუხარი ჯემით.

მენიუ B
საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი, 1 ნაჭერი შავი პური თაფლით.
მე -2 საუზმე: 2 ნაჭერი პური, ხორცი (100 გრ), 2 პომიდორი, ჭიქა ჩაი უშაქროდ.
სადილი: წვნიანი, (მოხარშული თევზი (100 გრ), 2 კარტოფილი) მწვანე სალათა.
შუადღე: იოგურტი,სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი უცხიმო ყველი, ბოლოკი.

მესამე კვირა

მენიუ A
საუზმე: ერთი ფინჯანი ყავა, ერთი ნაჭერი შავი პური თაფლით.
მე -2 საუზმე: იოგურტი, ერთი ნაჭერი შავი პური კარაქით, მოხარშული კვერცხი
სადილი: სოკოს წვნიანი, სტეიკი ან კოტლეტი, სალათი, ერთი ჭიქა წვენი.
შუადღე: ხილი, შავი პური.
ვახშამი: ერთი ჭიქა რძე, ფუნთუშა, ყველი (100 გრ).

მენიუ B
საუზმე: ჭიქა რძე თაფლი, პური.
მე -2 საუზმე: ერთი ჭიქა ჩაი უშაქროდ, 2 ნაჭერი პური, მჭლე ძეხვი (50 გ), 2 პომიდორი.
სადილი: წვნიანი, ჩაშუშული სოკო და ბოსტნეული, 2 გამომცხვარი ვაშლი.
შუადღე: ხილი, სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უშაქრო ჩაი, პური და თევზი (100 გრ), ვაშლი.

მეოთხე კვირა

მენიუ A
საუზმე: ჭიქა ჩაი, სუხარი თაფლით.
მე -2 საუზმე: 2 ნაჭერი პური კარაქით და უცხიმო ყველით (50 გ), 2 ვაშლი.
სადილი: წვნიანი, ქათამი (200 გრ), ბოსტნეული მწვანე სალათი
შუადღე: სტაფილოს წვენი,სუხარი
ვახშამი: ერთი ჭიქა უცხიმო იოგურტი, ფუნთუშები

მენიუ B
საუზმე: ჭიქა რძე, ჭვავის პური და კარაქი.
მე -2 საუზმე: მოხარშული კვერცხი, პური, კარაქი (20 გრ), ჩაი, ვაშლი.
სადილი: ერთი ჭიქა უცხიმო ბულიონი (ლობიო, პომიდორი, ორი მოხარშული კარტოფილი, ოხრახუში) ვაშლი.
შუადღე: იოგურტი, სუხარი
ვახშამი: ბოლოკი, 2 ბუტერბროდი პაშტეტით.

290 ნახვა

დიეტა კალიფორნიიდან 15 დღიანია რომელიც დაგვაკარგინებს 15 კილოს

15 დღიანი დიეტა დაგვაკარგინებს 15 კილოს!

საუზმე ყოველდღე: 1 ფორთოხალი, 2 მშრალი სუხარი, 1 ჭიქა ყავა / ჩაი უშაქროდ (ან შაქრის შემცვლელი).

1 დღე
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 კვერცხი, 1 ჭიქა იოგურტი / კეფირი, 2 მშრალი სუხარი, 1 ჭიქა ყავა / ჩაი უშაქროდ;
ვახშამი: 2 პომიდორი, ნახევარი სალათის ფოთოლი, 2 კვერცხი, 1/2 ჭიქა იოგურტი / კეფირი, 2 მშრალი სუხარი

2 დღე
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 კვერცხი, 1 ჭიქა იოგურტი / იოგურტი, 2 მშრალი სუხარი;
ვახშამი: 60 გრ მოხარშული ხორცი, 1 პომიდორი, 1 ტოსტი, 1 ფორთოხალი, 1/2 ჭიქა იოგურტი / კეფირი, 1 ჭიქა ყავა / ჩაი უშაქროდ; ვახშამი: დიეტური სალათი

3 დღე
სადილი: 1 ფორთოხალი, 1 კვერცხი, 1 ჭიქა იოგურტი /კეფირი, 1 სალათის ფოთოლი.
ვახშამი: 3 ნაჭერი ძეხვი, 1 ფორთოხალი, 1 ტოსტი, 1/2 ჭიქა იოგურტი / კეფირი, 1 ჭიქა ყავა / ჩაი უშაქროდ.

4 დღე
სადილი: 125 გ. ხაჭო, 1 პომიდორი, 1 კიტრი, 1 ტოსტი
ვახშამი: 60 გრ მოხარშული ხორცი, 2 პომიდორი, 1 ვაშლი, ტოსტი

5 დღე
სადილი: 200 გრ ლორი, 1 პომიდორი, 1 ტოსტი
ვახშამი: 250 გრ მოხარშული ბოსტნეული, 1 კვერცხი, 1 პომიდორი;
ვახშამი: წყალი ლიმონით.

593 ნახვა

20 დღიანი დიეტა ⭐️ ვიკლებთ 12-15 კილოს

დიეტას ვიცავთ 20 დღის განმავლობაში.
ვიკლებთ 12-15 კილოს
დიეტის შემდეგ შეგვიძია მივირთვათ ყველაფერი, მაგრამ ზომიერად.
ყოველდღიურად ვჭამოთ ხაჭო
დიეტის განმეორება შეიძლება 1 თვის შემდეგ.

გამორიცხულია:
– ღვინო
– ლუდი
– ლიმონათი
– შაქარი
– ტკბილეული
– თეთრი პური
– კარტოფილი
– მაკარონი

პირველი 2 დღის განმავლობაში:
მთელი დღის განმავლობაში, 1-2 ლიტრი რძე ან კეფირი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი, 2 ნაჭერი შავი პური

3-4 დღის განმავლობაში ცილები:
8-9 საათი: ყავა რძით, 0.5 ჩაის კოვზი კარაქი ნაჭერ შავ პურთან ერთად, 0,5 ჩაის კოვზი თაფლი
12-13 საათი: ერთი ჭიქა ბულიონი (ხორცის ან თევზის), 100 გრ. მოხარშული ხორცი ან თევზი, ერთი ნაჭერი შავი პური
16-17 საათი: ერთი ჭიქა რძე ან ჩაი 0,5 ერთი ჩაის კოვზი თაფლით
19 საათი: 100 გრ. მოხარშული ხორცი ან 2 კვერცხი და 50 გ. ყველი და ერთი ჭიქა კეფირი

ბოსტნეულის 5-6 დღე:
8 საათი: 2 ვაშლი და 2 ფორთოხალი
12 საათი: ბოსტნეულის წვნიანი და სალათი კარტოფილის გარეშე
16-17 საათი: 2 ვაშლი ან 2 ფორთოხალი
19 საათზე: ბოსტნეულის სალათი (კომბოსტო, ჭარხალი, სტაფილო) 1 ნაჭერი შავი პური, 1 ჭიქა ჩაი ჩაის კოვზი თაფლი 0.5

6450 ნახვა

რუსი ბალერინა გვთავზობთ 2 კვირიან მენიუს რითიც დავიკლებთ 8-10 კილოს

ცნობილი ბალერინა მაია პლისეცკაიას თქმით ნაკლებს თუ არ შევჭამთ, სხვა გზით ადამიანის გახდომის საშუალება ჯერ არ გამოგონილა!
რუსი ბალერინა გვთავზობთ 2 კვირიან მენიუს რის შედეგადაც დავიკლებთ 8-10 კილოს

საუზმე
1 ჭიქა შვრიის ფაფა
სადილი
1 ჭიქა ბოსტნეულის წვნიანი, 1 თასი სალათი
ვახშამი
1 ჭიქა ბრინჯი, 1 ჭიქა სალათი, შემწვარი ორაგული
კვების შუალედებში შეგვიძლია მივირთვათ ერთი ბოსტნეული და ერთი ხილი.

დღის განმავლობაში მივიღოთ წყლის მაქსიმალური რაოდენობა

თქვენ არ შეგიძლიათ ჭამოთ:
– კვერცხი
– ხორცი
– პომიდორი
– კარტოფილი
– რძის პროდუქტები
– შოკოლადი
– თევზი – იშვიათად

ბროკოლი, შვრია, ქერი და ოსპი მისაღებია.

ორი თვის შემდეგ მაია პლისეცკაია გვირჩევს დიეტის გამეორებას.

708 ნახვა

ანა იოჰანსონის დიეტა

შვეიცარიელი დიეტოლოგი ანა იოჰანსონი გვთავაზობს 6 დღიან ალტერნატიულ მონო დიეტას.
– დღე 1- თევზი
– დღე 2 – ბოსტნეული
– დღე 3 – ქათამი
– დღე 4 – მარცვლეული
– დღე 5 – ყველი
– 6 დღე – ხილი

600 ნახვა

პიერ დუკანის აკროშკა

საჭიროა:
– 2 ნაჭერი მჭლე ლორი ან მოხარშული ქათამი
– 2 მოხარშული კვერცხი
– 4 ბოლოკი
– 1 კიტრი
– 2 ჭიქა კეფირი 0-1.5%
– 1/2 ჭიქა მინერალური წყალი
– 1/2 ღვინის ძმარი
– ოხრახუში ან ქინძი, კამა
– მწვანე ხახვი
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ლორი/ქათამი,კვერცხი და კიტრი დავჭრათ კუბიკებად. დავჭრათ მწვანილი,ხოლო ბოლოკი კარგად ჩავხეხოთ.
ბოსტნეული მოვათავსოთ თასში და დავასხათ კეფირი,საჭიროების შემთვევაში დავუმატოთ წყალი, ბოლოს კი ძმარი.
კერძის მომზადებას ჭირდება 10 წუთი და შედგება ორი პორციისგან.

9215 ნახვა

პიერ დუკანის ქათმის სუპი სოკოთი

საჭიროა:
250 გრ მოხარშული ქათმის მკერდი
100 გრ სოკო
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ქინძი
შავი პილპილი
1 ლიტრი ბოსტნეულის ქათმის ბულიონი

მომზადების წესი:
გავწმინდოთ სოკო და დავჭრათ ზოლებად,გავსრისოთ და ავურიოთ ერთმანეთში ქინძი,წიწაკა და ნიორი.
დაჭრილი სოკო,ხახვი და ქინძი ჩავყაროთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გავაცხელოთ ბულიონი,როდესაც ადუღდება ჩავყაროთ სოკო,ნარევი მწვანილი, ნიორი, ქინძი და პილპილი. დავაფაროთ თავსახური და ვადუღოთ 5წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.
დავამატოთ ბულიონში თხლად დაჭრილი ქათამი.
რამოდენიმე წუთი ვადუღოთ და შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი.

კერძის მომზადებას სჭირდება 35 წუთი და მოცემული ინგრედიენტების მიხედვით შედგება ორი პორციისაგან

5242 ნახვა

პიერ დუკანის ბლინები

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი 0% რძე
– 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
– 2 სუფრის კოვზი ხაჭო 0%
– 2 სუფრის კოვზი (20 გრ) სიმინდის სახამებელი
– სახარინი გემოვნებით
– ვანილი
– 1 სუფრის კოვზი (15 მლ) მდუღარე წყალი

მომზადების წესი:
ინგრედიენტები თასში დავამატოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კვერცხი, რძე, გამაფხვიერებელი, ხაჭო,სიმინდის სახამებელი, სახარინი და ვანილი (თითქმის ყველაფერი გარდა მდუღარე წყლისა).
თასში მოთავსებული ინგრედიენტები ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
შემდეგ მორევის დროს დავუმატოთ მდუღარე წყალი.

ტაფაზე (უმჯობესია პატარა) დავასხათ ცოტა მცენარეული ზეთი და სუფრის კოვზით დავასხათ ბლინის მასა და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე.

8652 ნახვა

როგორ მოვიმატოთ წონაში სწორად

პუტკუნა ქალბატონები ახლა ამოისუნთქებენ და შეამჩნევენ, რომ წონის მომატება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შემდეგ მისი მოშორება. და მართვლაც, რაც შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ფასტ ფუდები, დესერტები, ცხოვრების ნაკლებადმოძრავი სტილი და წონაც თავისით გაიზრდება, დიახ ასე შეიძლება.

მაგრამ ასეთ შემთხვევაში წონის მომატებასთან ერთად სერიოზულ ზიანს მიაყენებთ თქვენს ჯანმრთელობას, რადგან პირველ რიგში საჭიროა კუნთის და არა ცხიმის მასის გაზრდა. სასურველი მიზნისკენ სწორი გზა არის მაღალკალორიული დიეტისა და აქტიური სპორტული სავარჯიშოების ერთობლიობა.

თუ გაწუხებთ წონის სიმცირე, მაშინ გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

მოახდინეთ მადის სტიმულაცია
საკვების მომზადების დროს აქტიურად გამოიყენეთ არომატული სუნელები, თუ გიყვართ მწარე, არ მოიკლოთ ხახვი და წიწაკა. ჭამის დროს მიიღეთ გაზირებული მინერალური წყალი ან ხილის წვენი.
ჭამეთ ხშირად
საჭმელი უნდა მიიღოთ დღეში მინიმუმ 5 ჯერ. საუზმის, სადილისა და ვახშმის გარდა მიეცით საკუთარ თავს 3-4 ჯერ მცირედ წახემსების უფლება.
ყოველი ჭამის შემდეგ მოდუნდით
ჭამის შემდეგ ძილი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.
დალიეთ მეტი სითხე
განსაკუთრებით გაზარდეთ რძიანი და ხილის წვენების მიღება. რეკომენდირებულია დღეში მინიმუმ 3 ლიტრი სითხის მიღება.
აკონტროლეთ კალორიები
უპირატესობა მიანიჭეთ მაღალი ენერგეტიკული შემცველობის მქონე საკვებს. თქვენს შემთხვევაში მისასალმებელია სასურველი რაოდენობით დესერტის შეჭმა და მოწონებული კერძის დამატების მოთხოვნა.
პერიოდულად გაზარდეთ პორციები
გამოიყენეთ დიდი თეფშები და საკვებს მოასხით იმდენი სოუსი რამდენიც მოგესურვებათ.
კონსულტაცია გაიარეთ დიეტოლოგთან
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა საკვების დანამატებთან, მაშინ სასურველია პროტეინითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.
კალორიულ კვებასთან ერთად არ დაივიწყოთ სპორტული ვარჯიშები
სხეულის მასის გასაზრდელად შესანიშნავი იქნება სხვადასხვა სახის ძალისმიერი სავარჯიშოები. თუ არ დაუთმობთ საჭირო დროს სპორტს, მაშინ თქვენს მიერ მიღებული დიდი რაოდენობით კალორიები დაილექება მუცლისა და თეძოების მიდამოებში. დაფიქრდით, გსურთ სიზარმაცის გამო ასეთი შედეგის მიღება

იმ შემთხვევაში, თუ ასეთ რეჟიმში გაატარებთ 1-2 თვეს და შედეგი არ იქნება, ან მოხდება უმნიშვნელო ზრდა,

მაშინ ჯობს მიმართოთ ექიმ-ენდოკრინილობს. შესაძლებელია თქვენი პრობლემების ზიზები ბევრად უფრო ღრმა იყოს.

601 ნახვა