კატეგორიის არქივი: წონის შესანარჩნებელი

ხორცის კალორიების ცხრილი

ხ ო რ ც ი

(100გრ)
ცხვრის ბარკალი – 155
ცხვრის ბეჭი – 15
ცხვრის ნეკნი – 180
ცხვრის ფილე, სუკი – 120
ძროხის მკერდი – 258
ძროხის ცხიმიანი ხორცი – 203
ხბოს ამონაჭერი – 94
ცხენის ფილე, სუკი – 106
სალა -795
ძროხის ფილტვი – 70
ძროხის ტვინი – 120
ძროხის ღვიძლი – 115
ხბოს ღვიძლი – 95
ძროხის თირკმელი – 95
ღორის თირკმელი – 102
ძროხის გული – 87
ძროხის ენა – 112
ღორის ენა – 115
ძროხის ბეჭი – 182
ძროხის მჭლე ხორცი – 184
ღორის მკერდი – 439
ღორის ცხიმიანი – 336
ღორის შებოლილი ხორცი – 124
ღორის ბეჭი – 257
ღორის მჭლე ხორცი – 137
ღორის ნეკნი – 291
ღორის ყელი – 234
ხბოს ბარკალი – 108
ხბოს ბეჭი – 105
ბატის გულ-ღვიძლი, კუჭმაჭი – 250
ინდაურის ბარკალი, თეძო – 105
ინდაურის ბარკალი, წვივი – 100
ინდაურის მკერდი, თეთრი ხორცი, ფილე – 85
ინდაურის ფრთა – 145
ინდაურის გულ-ღვიძლი, კუჭმაჭი – 129
ქათმის ღვიძლი – 92
ქათმის გული – 95
ქათმის კუჭი – 95
ქათმის მკერდი – 99
ქათამი(მუცელი) – 114
ქათამი(ფრთები) – 184
ქათამი(ბარკალი) – 158
ქათამი(ფილე) – 110
ქათამი მოხარშული – 170
ქათამი შემწვარი – 210
იხვის გულ-ღვიძლი, კუჭმაჭი – 214
წიწილის ბარკალი, თეძო – 110
წიწილის ბარკალი, წვივი – 103
წიწილის მკერდი, თეთრი ხორცი, ფილე – 85
წიწილის ფრთა – 150
წიწილის გულ-ღვიძლი, კუჭმაჭი – 139
კურდღლის ხორცი – 124
შვლის ხორცი – 106
ბოცვრის ხორცი – 156
კაკბის ხორცი – 98
ირმის ხორცი – 125
ხოხბის ხორცი – 145
მწყრის ხორცი – 130

506 ნახვა

ხილის და კენკრის კალორიების ცხრილი

ხ ი ლ ი დ ა კ ე ნ კ რ ა

(100-100გრ)
საზამთრო – 21
ალუჩა , ტყემალი – 38
გარგარი – 44
ბალი – 50
ნესვი – 25
ატამი – 43
ვაშლი – 45
ბანანი – 60
ქლიავი – 45
ვაშლატამა – 44
მსხალი – 47
თუთა – 53
ყურძენი – 69
ალუბალი – 47
ლიმონი – 21
მარწყვი – 33

242 ნახვა

ხაჭოს ნამცხვარი

საჭიროა:
ხაჭო – 150გრ
შვრიის ფანტელი – 120გრ
1 ცალი ბანანი
1 ჭიქა ქიშმიში

მომზადების წესი:
გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
ხაჭო, ბანანი და შვრია დავაბლენდეროთ.
დავამატოთ წინასწარ დამბალი ქიშმიში, ამოვურიოთ და დავტოვოთ 20-25წთ.
შემდეგ მივცეთ მრგვალი ფორმა და დავალაგოთ ცხიმწასმულ საცხობ ფორმაზე.
გამოვაცხოთ 30 წუთის მანძილზე 180გრადუსზე გახურებულ ღუმელში.

100 გრ – 89 კალორია

1352 ნახვა

ჩირის კალორიების ცხრილი

ჩ ი რ ი

(100გრ)
ბანანი – 260
მსხალი – 245
ქიშმიში – 275
ლეღვი – 265
გარგარი – 285
ატამი – 275
შავი ქლიავი – 225
ვაშლი – 235

1908 ნახვა

შოკოლადის სიროკი

ხაჭო:
500 გრ უცხიმო ხაჭო
4 კვერცხის ცილა
შაქრის შემცვლელი

მინანქარი:
4 კვერცხის გული
250 მლ რძე 0.5-1.5%
1 სუფრის კოვზი სიმინდის სახამებელი
3 სუფრის კოვზი უცხიმო კაკაო (11% მდე)
15 გრ ჟელატინი
შაქრის შემცვლელი

სანამ მზადებას დავიწყებთ ჟელატინი ჩავდოთ ადუღებულ წყალში, რომ შეიშუპოს.
ხაჭოსთვის საჭირო ინგრედიენტები ავურიოთ კარგად ერთმანეთში.

მოვათავსოთ სილიკონის თასში და შევდგათ ღუმელში 180 გრადუსზე 15 წუთით.ხოლო 15 წუთის შემდეგ გამოვიღოთ და გავაგრილოთ.

სანამ ხაჭო გრილდება, მოვამზადოთ მინანქარი ჩვენი სიროკისათვის:
ცივ რძეში ჩავუშვათ ჟელატინი,დავუმატოთ სხვა ინგრედიენტები,რომლებიც განკუთვნილ იყო მინანქრისათვის და დაბალ ცეცხლზე ვურიოთ.

სილიკონში, რომელშიც გამოვაცხვეთ ხაჭო,ჩავასხათ ჯერ მინანქარი,შემდეგ ხაჭო,შემდეგ ისევ მინანქარი

შემდეგ შევდგათ საყინულეში

ჩვენი შოკოლადის სიროკი შეიცავს:

105.7 კალორიას

13.6 ცილას

4.1 ცხიმს

3.7 ნახშირყლებს

656 ნახვა

შვრიის ბლინები (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო (თუ მონაცვლების ფაზაში ხართ +1 კოვზი)
– 3 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი

მომზადების წესი:
– მომზადების წესი მარტივია, ავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთში და ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
– გავაცხელოთ ტაფა და მზა მასა დავასხათ

3880 ნახვა

შებოლილი ორაგულის ომლეტი დუკანურად

საჭიროა:
– 6 კვერცხი
– 200გრ შებოლილი ორაგული
– 2 სუფრის კოვზი უცხიმო ნატურალური იოგურტი/კეფირი
– 1 სუფრის კოვზი გამხმარი კამა
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი
– ახლად დაფქვილი პილპილი

მომზადების წესი:
– გავახცელოთ ღუმელი 180 გრადუსზე
– თასში ავურიოთ კვერცხი,კამა და იორგურტი/კეფირი
– დაამატეთ დაჭრილი ორაგული,სეზონის ახლად დაფქვილი პილპილი და აურიეთ კარგად.
– კვერცხის ნარევი ჩავასხათ სილიკონის გორმაში,მოვაყაროთ დარჩენილი ორაგული და მწვანე ხახვი და შევდგათ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

619 ნახვა

ქათამი როზმარინით დუკანურად

საჭიროა:
– 1 მთელი ქათამი, სასურველია თავისუფალი სპექტრი
– 4 ახალი როზმარი
– 4 ნაჭერი ლიმონი

მომზადების წესი:
– ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსსზე.
– ქათამს გვერდებზე ჩავუჭრათ კანი ისე რომ ჯიბეებს გავდეს და ჩავალაგოთ 2-2 როზმარინი და ლიმონის ნაჭრები.
– ღუმელში გავაჩეროთ 1საათი და 45 წუთი.
– შემდეგ გავასუფთავოთ კანისგან და მივირთვათ.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

876 ნახვა

ქათამი ლიმონით დუკანურად

საჭიროა:
– 3 ქათმის მკერდი
– 1 ლიმონი
– 1 წითელ წიწაკა
– 1 დიდი კბილი ნიორი
– 1 სანტიმეტრი ახალი კოჭა
– ერთი მუჭა ახალი ქინძი
– 250გრ 0% იოგურტი ან კეფირი
– ოხრახუში
– მწვანე ხახვი
– წიწაკა
– მარილი და პილპილი გემოვნებით

მარინადისთვის:
– 1 დიდი ლიმონი,დავჭუროთ
– 1 წითელ წიწაკა, პატარა ნაჭრებად დაჭრილი
– 1 დიდი კბილი ნიორი, დაჭრილი
– 1 სანტიმეტრი ახალი კოჭა (Ginger) დაჭრილი
– ერთი მუჭა ახალი ქინძი, დაჭრილი

სოუზისათვის:
– 250გრ 0% იოგურტი/კეფირი
– 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
– 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი
– ½ ჩაის კოვზი წიწაკა
– მარილი და პილპილი

მარინადის ინგრედიენტები კარგად ავურიოთ თასში, შემდეგ თასში დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი
ქათმის მკერდი და მოვათავსოთ მაცივარში ნახევარი საათით (უკეთესს შემთხვევაშ 1 საათით)
სანამ ქათამი მაცივარშია, მოამზადეთ სოუზი მოცემული ინგრედინტებისაგან და ასევე მოათავსეთ მაცივარში.
1 სააათის შემდეგ დამარინადებული ქათამი მოვამზადოთ გრილზე 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მივირთვათ სოუზთან ერთად.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

914 ნახვა

ქათამი იმბირით და ლიმონით (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 2 ქათმის მკერდი
– 1 ლიმონი (დაწურული)
– 1 სუფრის კოვზი იმბირი

მომზადების წესი:
გავჭრათ ხორცი სიგრძეზე,შემდეგ მოვათავსოთ თასში სადაც დავუმატებთ
ლიმონს და დაფქვილ იმბირს,ხელით კარგად ავურევთ ,შემდეგ კი შევდგათ მაცივარში
დამარინადებული ხორცი 1 საათით.
1 საათის შემდეგ მოვამზადოთ გრილის ტაფაზე ან ღუმელში (როგორც მოსახერხებელია).

შეგიძლიათ მიირთვათ შვრიის ბლინებთან ერთად შეტევის ფაზაში, ხოლოდ სალათებთან ერთად მონაცვლეობის ფაზაში.

853 ნახვა

ქათამი დუკანურად

საჭიროა:
– 1 მთელი საშუალო ზომის ქათამი
– 1 ლიმონი
– 1 წითელი მწარე წიწაკა
– 1 სმ ახალი კოჭა (Ginger)
– 3 კბილი ნიორი
– 1 ჩაის კოვზი წიწაკა
– 2 სუფრის კოვზი ხმელი ორეგანო

მომზადების წესი:
თავდაპირველად გავათბოთ ღუმელი 190 გრადუსამდე (200 გრადუსი იდეალურია)
ლიმონი გავჭრათ შუაზე და ნახევარი ლიმონი დავაწუროთ ქათამს.
გავასუფთაოთ წითელი წიწაკა ღეროსგან და გავჭრათ სიგრძეზე, რათა განვათავისუფლოთ შიგნეულობისგან, შემდეგ დავჭრათ წვრილად ისე რომ მოვათავსოთ ქათმის მკერდში.
ასევე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კოჭა და ნიორი.
ბოლოს მოვაყაროთ წიწაკა და ორეგანო და შევდგათ ღუმელში 1-2 საათი (დამოკიდებულია ქათმის ზომაზე)

1245 ნახვა

ტკბილეულის კალორიების ცხრილი

ტ კ ბ ი ლ ე უ ლ ი

(100გრ)
თაფლი ნატურალური – 305
შაქარი – 405
კანფეტი, ნამცხვარი, ვაფლი/ვაფლი შოკოლადში – 435
ვაფლი შიგთავსით – 420
ზეფირი – 300
კარამელი – 360
კარამელი ხილის შიგთავსით – 345
კარამელი რძის შიგთავსით – 355
შოკოლადი – 550
შოკოლადი მარმელადით – 340
მარმელადი – 295
ტყლაპი, ხილის თათარა – 305
ნამცხვარი შოკოლადში – 445
პრიანიკი – 355
კექსი შიშმიშით – 300

372 ნახვა

სოფლის ომლეტი

საჭიროა:
150 გ კომბოსტო
2 ცალი კვერცხი
0,5 ლ რძე
2 სუფრის კოვზი მცენარეული ზეთი
2-3 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანილი
მარილი – გემოვნებით.

მომზადების წესი:
წვრილად დაჭრილი კომბოსტო მოხრაკეთ ზეთში (3-5 წუთის განმავლობაში), დაამარილეთ, მოასხით კვერცხშეთქვეფილი რძე. დაახურეთ თავზე და 10 წუთით დატოვეთ ცეცხლზე. სუფრასთან მიტანის წინ მოაყარეთ მწვანილი.

192 ნახვა

სიმინდის და ლობიოს რაგუ

საჭიროა:
– 400-500 გრ მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო
– 250 გრ დაკონსერვებული სიმინდი
– 120 გრ გახეხილი ყველი
– 250 გრ ტომატის პასტა
– 1-3 გასრესილი კბილი ნიორი
– პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ნიორი და წიწაკა შევურიოთ ტომატ პასტაში.სიმინდი და ლობიო მოვხარშოთ ქვამში და ვურიოთ 2-3წუთის განმავლობაში.
გამოვრთოთ ცეცხლი და დავაყაროთ გახეხილი ყველი,დავაფაროთ თავსახური სანამ არ ჩადნება ყველი.

მზა კერძი შედგება 16 პორციისგან და თითო პორცია შეიცავს:
– 848 კალორიას
– 64გ ცილას
– 8გ ცხიმს
– 160გ ნახშირწყლებს

218 ნახვა

როგორ მოვიმატოთ წონაში სწორად

პუტკუნა ქალბატონები ახლა ამოისუნთქებენ და შეამჩნევენ, რომ წონის მომატება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შემდეგ მისი მოშორება. და მართვლაც, რაც შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ფასტ ფუდები, დესერტები, ცხოვრების ნაკლებადმოძრავი სტილი და წონაც თავისით გაიზრდება, დიახ ასე შეიძლება.

მაგრამ ასეთ შემთხვევაში წონის მომატებასთან ერთად სერიოზულ ზიანს მიაყენებთ თქვენს ჯანმრთელობას, რადგან პირველ რიგში საჭიროა კუნთის და არა ცხიმის მასის გაზრდა. სასურველი მიზნისკენ სწორი გზა არის მაღალკალორიული დიეტისა და აქტიური სპორტული სავარჯიშოების ერთობლიობა.

თუ გაწუხებთ წონის სიმცირე, მაშინ გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

მოახდინეთ მადის სტიმულაცია
საკვების მომზადების დროს აქტიურად გამოიყენეთ არომატული სუნელები, თუ გიყვართ მწარე, არ მოიკლოთ ხახვი და წიწაკა. ჭამის დროს მიიღეთ გაზირებული მინერალური წყალი ან ხილის წვენი.
ჭამეთ ხშირად
საჭმელი უნდა მიიღოთ დღეში მინიმუმ 5 ჯერ. საუზმის, სადილისა და ვახშმის გარდა მიეცით საკუთარ თავს 3-4 ჯერ მცირედ წახემსების უფლება.
ყოველი ჭამის შემდეგ მოდუნდით
ჭამის შემდეგ ძილი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.
დალიეთ მეტი სითხე
განსაკუთრებით გაზარდეთ რძიანი და ხილის წვენების მიღება. რეკომენდირებულია დღეში მინიმუმ 3 ლიტრი სითხის მიღება.
აკონტროლეთ კალორიები
უპირატესობა მიანიჭეთ მაღალი ენერგეტიკული შემცველობის მქონე საკვებს. თქვენს შემთხვევაში მისასალმებელია სასურველი რაოდენობით დესერტის შეჭმა და მოწონებული კერძის დამატების მოთხოვნა.
პერიოდულად გაზარდეთ პორციები
გამოიყენეთ დიდი თეფშები და საკვებს მოასხით იმდენი სოუსი რამდენიც მოგესურვებათ.
კონსულტაცია გაიარეთ დიეტოლოგთან
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა საკვების დანამატებთან, მაშინ სასურველია პროტეინითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.
კალორიულ კვებასთან ერთად არ დაივიწყოთ სპორტული ვარჯიშები
სხეულის მასის გასაზრდელად შესანიშნავი იქნება სხვადასხვა სახის ძალისმიერი სავარჯიშოები. თუ არ დაუთმობთ საჭირო დროს სპორტს, მაშინ თქვენს მიერ მიღებული დიდი რაოდენობით კალორიები დაილექება მუცლისა და თეძოების მიდამოებში. დაფიქრდით, გსურთ სიზარმაცის გამო ასეთი შედეგის მიღება

იმ შემთხვევაში, თუ ასეთ რეჟიმში გაატარებთ 1-2 თვეს და შედეგი არ იქნება, ან მოხდება უმნიშვნელო ზრდა,

მაშინ ჯობს მიმართოთ ექიმ-ენდოკრინილობს. შესაძლებელია თქვენი პრობლემების ზიზები ბევრად უფრო ღრმა იყოს.

605 ნახვა

ჟოლოს ჩიზქეიქი

ბისკვიტის ინგრედიენტები:
2 კვერცხის ცილა
1 კვერცხის გული
1 სუფრის კოვზი სახამებელი
2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
2 სუფრის კოვზი შაქრის შემცვლელი
ვანილი

ყველის ფენის ინგრედიენტები:
500 გრ უცხიმო კრემ-ყველი (ricotta, Philadelphia)
150 გრ უცხიმო იოგურტი
1 კვერცხი
2 სუფრის კოვზი სახამებელი
4 ცალი შაქრის შემცვლელი
ვანილი
1 ჭიქა ჟოლო

ჟელეს შემადგენლობა:
100 მლ უშაქრო ჟოლოს სიროფი
3 ჟელატინის ფოთლები (ან 1 სუფრის კოზვი)

მომზადების წესი:
ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსსზე.
თასში ავურიოთ კვერცხის ცილა და მარილი,ვთქვიფოთ სანამ არ გამყარდება, შემდეგ დაამატოთ კვერცხის გული და სახამებელი.
შერეული მასა გავაჩეროთ 2-3 წუთის განმავლობაში.
დამატება დამატკბობელი, ქატო და ვანილი და დაასხით ნარევს
გამოაცხეთ 12 დან 15 წუთის განმავლობაში 180 გრადუსზე.

ცალკე თასში ავურიოთ ყველის ფენისათვის განკუთვნილი ყველა ინგრედიენტი, გარდა ჟოლოსა.
ჟოლო ბოლოს დავამატოთ და ავურიოთ ნაზად,ისე რომ ჟოლოები არ დაიშალოს.

ბისკვიტს მოვასხათ ყველის ფენა და ისევ შევაბრუნოთ ღუმელში 50-60 წუთი.

როდესაც გამზადდება,დავტოვოთ გასაგრილებლად.

როდესაც გაცივდება,დავალაგოთ ჟოლოები და მოვასხათ უკვე გამზადებული ჟელე
შემდეგ შევდგათ მაცივარში და გავაჩეროთ 2 საათი.

347 ნახვა

პურ-ფუნთუშეულის კალოერიების ცხრილი

პ უ რ – ფ უ ნ თ უ შ ე უ ლ ი

(100გრ)
ჰოთ-დოგის ფუნთუშა – 340
პური თონის – 305
პური ბოროდინული – 200
სომხური ლავაში – 235
ხორბლის პური II ხარისხის ფქვილით – 220
ხორბლის პური I ხარისხის ფქვილით – 225
ხორბლის პური უმაღლესი ხარისხის ფქვილით – 235
ხორბლის პური დაცეხვილი – 185
ჭვავის პური – 215
ჭვავის პური – 240
ჭვავის ხრაშუნა კვერები – 290
სიმინდის ბურბუშელა – 365
ფრანგული პური, ბაგეტი – 285
სახლის ბატონი – 235
ბატონი ქატოსი – 225
რძიანი ფუნთუშა – 315
შვრიის ფუნთუშა – 305
ფეტვის ფუნთუშა – 270
სოიის ფუნთუშა – 325

360 ნახვა

პიერ დუკანის ქათმის სუპი სოკოთი

საჭიროა:
250 გრ მოხარშული ქათმის მკერდი
100 გრ სოკო
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ქინძი
შავი პილპილი
1 ლიტრი ბოსტნეულის ქათმის ბულიონი

მომზადების წესი:
გავწმინდოთ სოკო და დავჭრათ ზოლებად,გავსრისოთ და ავურიოთ ერთმანეთში ქინძი,წიწაკა და ნიორი.
დაჭრილი სოკო,ხახვი და ქინძი ჩავყაროთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გავაცხელოთ ბულიონი,როდესაც ადუღდება ჩავყაროთ სოკო,ნარევი მწვანილი, ნიორი, ქინძი და პილპილი. დავაფაროთ თავსახური და ვადუღოთ 5წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.
დავამატოთ ბულიონში თხლად დაჭრილი ქათამი.
რამოდენიმე წუთი ვადუღოთ და შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი.

კერძის მომზადებას სჭირდება 35 წუთი და მოცემული ინგრედიენტების მიხედვით შედგება ორი პორციისაგან

5261 ნახვა

პიერ დუკანის მსუბუქი საუზმე

ერთი კვირაა რაც დიეტა დავიწყე ჭამიდან ჭამამდე მაინც მშივდება !

გადავწყვიტე ცოტა დრო წახემსებას დავუთმო და შემოგთავაზოთ Snack იდეები,რომელიც პიერ დუკანის დიეტას შეეფერება!

ამ პოსტში მინდა შემოგთავაზოთ ჩემი იდეები და გადაწყვეტილება მივიღოთ ერთად!

Snack იდეები ცილის დღეებში (შეტევის ფაზაში)

  • მოხარშული კვერცხი
  • კრაბის ჩხირები
  • შებოლილი ორაგული და დაბალ ცხიმიანი კეფირი/იოგურტი/ყველი ან ხაჭო
  • მოხარშული კრევეტები,დაბალ ცხიმიან კეფირთან ან იოგურტთან ერთად
  • ლორი/ვიჩინა დაბალ ცხიმიან ყველთან ან ხაჭოსთან ერთად
  • შემწვარი ქათამი
  • შვრიის ბლინები დაბალკალორიული ციივ ხორცით ან შებოლილი ორაგულით
  • უშაქრო ჟელე
  • დაკონსერვებული ტუნა ან ორაგული მარილწყალში

Snack იდეები ცილის და ბოსტნეულის დღეებში (მონაცვლების ფაზაში)

  • პომიდორი
  • ნიახური ნაღების ყველით
  • სტაფილოს ჩხირები ნაღების ყველთან ერთად
  • პამიდორი და მწვანილი ავურიოთ ნაღების ყველში
  • ვარდკაჭაჭას ფოთლები ხაჭოსთან ერთად
  • ლორი და პამიდორი შვრიის ბლინებთან ერთად
  • კიტრი კეფირთან ან იოგურტთან ერთად
  • შვრიის ბლინები ტუნასთან და სალათის ფოთლებთან ერთად
  • იოგურტი / კეფირი

2588 ნახვა

პიერ დუკანის ბლინები

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი 0% რძე
– 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
– 2 სუფრის კოვზი ხაჭო 0%
– 2 სუფრის კოვზი (20 გრ) სიმინდის სახამებელი
– სახარინი გემოვნებით
– ვანილი
– 1 სუფრის კოვზი (15 მლ) მდუღარე წყალი

მომზადების წესი:
ინგრედიენტები თასში დავამატოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კვერცხი, რძე, გამაფხვიერებელი, ხაჭო,სიმინდის სახამებელი, სახარინი და ვანილი (თითქმის ყველაფერი გარდა მდუღარე წყლისა).
თასში მოთავსებული ინგრედიენტები ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
შემდეგ მორევის დროს დავუმატოთ მდუღარე წყალი.

ტაფაზე (უმჯობესია პატარა) დავასხათ ცოტა მცენარეული ზეთი და სუფრის კოვზით დავასხათ ბლინის მასა და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე.

8690 ნახვა