კატეგორიის არქივი: წონის შესანარჩნებელი

მწვანე ლობიო ნივრის სოუსით

საჭიროა:
– 500 გრ მწვანე ლობიო დიაგონალზე დაჭრილი
– 1 კბილი ნიორი
– ½ ჩაის კოვზი მარილი
– 150 მლ უცხიმო იოგურტი
– 1 სუფრის კოვზი ზეითუნის ზეთი
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
– შავი პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ლობიო ვხარშოთ ადუღებულ წყალში ,სანამ არ დარბილდება (6-8წუთი).
შემდეგ ჩენჩოები გავრეცხოთ კარგად და გავამშრალოთ.
ნიორი გავსრისოთ კოვზით და ავურიოთ მარილი, შემდეგ იოგურტი, კარაქი, ოხრახუში და წიწაკა.
ნივრის სოუსი ავურიოთ ლობიოში და მივირთვათ.

მზა კერძი შედგება 4 პორციისგან და შეიცავს:
– 336 კალორიას
– 12გ ცილას
– 16გ ცხიმს
– 44გ ნახშირწყლებს

585 ნახვა

სიმინდის და ლობიოს რაგუ

საჭიროა:
– 400-500 გრ მოხარშული ან დაკონსერვებული ლობიო
– 250 გრ დაკონსერვებული სიმინდი
– 120 გრ გახეხილი ყველი
– 250 გრ ტომატის პასტა
– 1-3 გასრესილი კბილი ნიორი
– პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:
ნიორი და წიწაკა შევურიოთ ტომატ პასტაში.სიმინდი და ლობიო მოვხარშოთ ქვამში და ვურიოთ 2-3წუთის განმავლობაში.
გამოვრთოთ ცეცხლი და დავაყაროთ გახეხილი ყველი,დავაფაროთ თავსახური სანამ არ ჩადნება ყველი.

მზა კერძი შედგება 16 პორციისგან და თითო პორცია შეიცავს:
– 848 კალორიას
– 64გ ცილას
– 8გ ცხიმს
– 160გ ნახშირწყლებს

218 ნახვა

ანა იოჰანსონის დიეტა

შვეიცარიელი დიეტოლოგი ანა იოჰანსონი გვთავაზობს 6 დღიან ალტერნატიულ მონო დიეტას.
– დღე 1- თევზი
– დღე 2 – ბოსტნეული
– დღე 3 – ქათამი
– დღე 4 – მარცვლეული
– დღე 5 – ყველი
– 6 დღე – ხილი

603 ნახვა

პიერ დუკანის აკროშკა

საჭიროა:
– 2 ნაჭერი მჭლე ლორი ან მოხარშული ქათამი
– 2 მოხარშული კვერცხი
– 4 ბოლოკი
– 1 კიტრი
– 2 ჭიქა კეფირი 0-1.5%
– 1/2 ჭიქა მინერალური წყალი
– 1/2 ღვინის ძმარი
– ოხრახუში ან ქინძი, კამა
– მწვანე ხახვი
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
ლორი/ქათამი,კვერცხი და კიტრი დავჭრათ კუბიკებად. დავჭრათ მწვანილი,ხოლო ბოლოკი კარგად ჩავხეხოთ.
ბოსტნეული მოვათავსოთ თასში და დავასხათ კეფირი,საჭიროების შემთვევაში დავუმატოთ წყალი, ბოლოს კი ძმარი.
კერძის მომზადებას ჭირდება 10 წუთი და შედგება ორი პორციისგან.

9223 ნახვა

პიერ დუკანის ქათმის სუპი სოკოთი

საჭიროა:
250 გრ მოხარშული ქათმის მკერდი
100 გრ სოკო
1 ხახვი
1 კბილი ნიორი
1 სუფრის კოვზი ქინძი
შავი პილპილი
1 ლიტრი ბოსტნეულის ქათმის ბულიონი

მომზადების წესი:
გავწმინდოთ სოკო და დავჭრათ ზოლებად,გავსრისოთ და ავურიოთ ერთმანეთში ქინძი,წიწაკა და ნიორი.
დაჭრილი სოკო,ხახვი და ქინძი ჩავყაროთ ქვაბში და საშუალო ცეცხლზე ვადუღოთ 1 წუთის განმავლობაში.
შემდეგ გავაცხელოთ ბულიონი,როდესაც ადუღდება ჩავყაროთ სოკო,ნარევი მწვანილი, ნიორი, ქინძი და პილპილი. დავაფაროთ თავსახური და ვადუღოთ 5წუთის განმავლობაში საშუალო ცეცხლზე.
დავამატოთ ბულიონში თხლად დაჭრილი ქათამი.
რამოდენიმე წუთი ვადუღოთ და შემდეგ ჩავყაროთ დაჭრილი ხახვი.

კერძის მომზადებას სჭირდება 35 წუთი და მოცემული ინგრედიენტების მიხედვით შედგება ორი პორციისაგან

5261 ნახვა

პიერ დუკანის ბლინები

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი 0% რძე
– 1/2 ჩაის კოვზი გამაფხვიერებელი
– 2 სუფრის კოვზი ხაჭო 0%
– 2 სუფრის კოვზი (20 გრ) სიმინდის სახამებელი
– სახარინი გემოვნებით
– ვანილი
– 1 სუფრის კოვზი (15 მლ) მდუღარე წყალი

მომზადების წესი:
ინგრედიენტები თასში დავამატოთ შემდეგი თანმიმდევრობით: კვერცხი, რძე, გამაფხვიერებელი, ხაჭო,სიმინდის სახამებელი, სახარინი და ვანილი (თითქმის ყველაფერი გარდა მდუღარე წყლისა).
თასში მოთავსებული ინგრედიენტები ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
შემდეგ მორევის დროს დავუმატოთ მდუღარე წყალი.

ტაფაზე (უმჯობესია პატარა) დავასხათ ცოტა მცენარეული ზეთი და სუფრის კოვზით დავასხათ ბლინის მასა და მოვამზადოთ საშუალო ცეცხლზე.

8690 ნახვა

როგორ მოვიმატოთ წონაში სწორად

პუტკუნა ქალბატონები ახლა ამოისუნთქებენ და შეამჩნევენ, რომ წონის მომატება ბევრად უფრო მარტივია, ვიდრე შემდეგ მისი მოშორება. და მართვლაც, რაც შეიძლება იყოს უფრო მარტივი, ვიდრე ფასტ ფუდები, დესერტები, ცხოვრების ნაკლებადმოძრავი სტილი და წონაც თავისით გაიზრდება, დიახ ასე შეიძლება.

მაგრამ ასეთ შემთხვევაში წონის მომატებასთან ერთად სერიოზულ ზიანს მიაყენებთ თქვენს ჯანმრთელობას, რადგან პირველ რიგში საჭიროა კუნთის და არა ცხიმის მასის გაზრდა. სასურველი მიზნისკენ სწორი გზა არის მაღალკალორიული დიეტისა და აქტიური სპორტული სავარჯიშოების ერთობლიობა.

თუ გაწუხებთ წონის სიმცირე, მაშინ გამოიყენეთ შემდეგი რეკომენდაციები:

მოახდინეთ მადის სტიმულაცია
საკვების მომზადების დროს აქტიურად გამოიყენეთ არომატული სუნელები, თუ გიყვართ მწარე, არ მოიკლოთ ხახვი და წიწაკა. ჭამის დროს მიიღეთ გაზირებული მინერალური წყალი ან ხილის წვენი.
ჭამეთ ხშირად
საჭმელი უნდა მიიღოთ დღეში მინიმუმ 5 ჯერ. საუზმის, სადილისა და ვახშმის გარდა მიეცით საკუთარ თავს 3-4 ჯერ მცირედ წახემსების უფლება.
ყოველი ჭამის შემდეგ მოდუნდით
ჭამის შემდეგ ძილი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი.
დალიეთ მეტი სითხე
განსაკუთრებით გაზარდეთ რძიანი და ხილის წვენების მიღება. რეკომენდირებულია დღეში მინიმუმ 3 ლიტრი სითხის მიღება.
აკონტროლეთ კალორიები
უპირატესობა მიანიჭეთ მაღალი ენერგეტიკული შემცველობის მქონე საკვებს. თქვენს შემთხვევაში მისასალმებელია სასურველი რაოდენობით დესერტის შეჭმა და მოწონებული კერძის დამატების მოთხოვნა.
პერიოდულად გაზარდეთ პორციები
გამოიყენეთ დიდი თეფშები და საკვებს მოასხით იმდენი სოუსი რამდენიც მოგესურვებათ.
კონსულტაცია გაიარეთ დიეტოლოგთან
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ არ შეგექმნებათ პრობლემა საკვების დანამატებთან, მაშინ სასურველია პროტეინითა და ნახშირწყლებით მდიდარი საკვების მიღება.
კალორიულ კვებასთან ერთად არ დაივიწყოთ სპორტული ვარჯიშები
სხეულის მასის გასაზრდელად შესანიშნავი იქნება სხვადასხვა სახის ძალისმიერი სავარჯიშოები. თუ არ დაუთმობთ საჭირო დროს სპორტს, მაშინ თქვენს მიერ მიღებული დიდი რაოდენობით კალორიები დაილექება მუცლისა და თეძოების მიდამოებში. დაფიქრდით, გსურთ სიზარმაცის გამო ასეთი შედეგის მიღება

იმ შემთხვევაში, თუ ასეთ რეჟიმში გაატარებთ 1-2 თვეს და შედეგი არ იქნება, ან მოხდება უმნიშვნელო ზრდა,

მაშინ ჯობს მიმართოთ ექიმ-ენდოკრინილობს. შესაძლებელია თქვენი პრობლემების ზიზები ბევრად უფრო ღრმა იყოს.

605 ნახვა

ქათამი დუკანურად

საჭიროა:
– 1 მთელი საშუალო ზომის ქათამი
– 1 ლიმონი
– 1 წითელი მწარე წიწაკა
– 1 სმ ახალი კოჭა (Ginger)
– 3 კბილი ნიორი
– 1 ჩაის კოვზი წიწაკა
– 2 სუფრის კოვზი ხმელი ორეგანო

მომზადების წესი:
თავდაპირველად გავათბოთ ღუმელი 190 გრადუსამდე (200 გრადუსი იდეალურია)
ლიმონი გავჭრათ შუაზე და ნახევარი ლიმონი დავაწუროთ ქათამს.
გავასუფთაოთ წითელი წიწაკა ღეროსგან და გავჭრათ სიგრძეზე, რათა განვათავისუფლოთ შიგნეულობისგან, შემდეგ დავჭრათ წვრილად ისე რომ მოვათავსოთ ქათმის მკერდში.
ასევე დავუმატოთ წვრილად დაჭრილი კოჭა და ნიორი.
ბოლოს მოვაყაროთ წიწაკა და ორეგანო და შევდგათ ღუმელში 1-2 საათი (დამოკიდებულია ქათმის ზომაზე)

1245 ნახვა

ქათამი ლიმონით დუკანურად

საჭიროა:
– 3 ქათმის მკერდი
– 1 ლიმონი
– 1 წითელ წიწაკა
– 1 დიდი კბილი ნიორი
– 1 სანტიმეტრი ახალი კოჭა
– ერთი მუჭა ახალი ქინძი
– 250გრ 0% იოგურტი ან კეფირი
– ოხრახუში
– მწვანე ხახვი
– წიწაკა
– მარილი და პილპილი გემოვნებით

მარინადისთვის:
– 1 დიდი ლიმონი,დავჭუროთ
– 1 წითელ წიწაკა, პატარა ნაჭრებად დაჭრილი
– 1 დიდი კბილი ნიორი, დაჭრილი
– 1 სანტიმეტრი ახალი კოჭა (Ginger) დაჭრილი
– ერთი მუჭა ახალი ქინძი, დაჭრილი

სოუზისათვის:
– 250გრ 0% იოგურტი/კეფირი
– 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ოხრახუში
– 2 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი
– ½ ჩაის კოვზი წიწაკა
– მარილი და პილპილი

მარინადის ინგრედიენტები კარგად ავურიოთ თასში, შემდეგ თასში დავამატოთ კუბიკებად დაჭრილი
ქათმის მკერდი და მოვათავსოთ მაცივარში ნახევარი საათით (უკეთესს შემთხვევაშ 1 საათით)
სანამ ქათამი მაცივარშია, მოამზადეთ სოუზი მოცემული ინგრედინტებისაგან და ასევე მოათავსეთ მაცივარში.
1 სააათის შემდეგ დამარინადებული ქათამი მოვამზადოთ გრილზე 25 წუთის განმავლობაში, შემდეგ კი მივირთვათ სოუზთან ერთად.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

914 ნახვა

ქათამი როზმარინით დუკანურად

საჭიროა:
– 1 მთელი ქათამი, სასურველია თავისუფალი სპექტრი
– 4 ახალი როზმარი
– 4 ნაჭერი ლიმონი

მომზადების წესი:
– ღუმელი გავაცხელოთ 180 გრადუსსზე.
– ქათამს გვერდებზე ჩავუჭრათ კანი ისე რომ ჯიბეებს გავდეს და ჩავალაგოთ 2-2 როზმარინი და ლიმონის ნაჭრები.
– ღუმელში გავაჩეროთ 1საათი და 45 წუთი.
– შემდეგ გავასუფთავოთ კანისგან და მივირთვათ.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

876 ნახვა

შებოლილი ორაგულის ომლეტი დუკანურად

საჭიროა:
– 6 კვერცხი
– 200გრ შებოლილი ორაგული
– 2 სუფრის კოვზი უცხიმო ნატურალური იოგურტი/კეფირი
– 1 სუფრის კოვზი გამხმარი კამა
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი ახალი მწვანე ხახვი
– ახლად დაფქვილი პილპილი

მომზადების წესი:
– გავახცელოთ ღუმელი 180 გრადუსზე
– თასში ავურიოთ კვერცხი,კამა და იორგურტი/კეფირი
– დაამატეთ დაჭრილი ორაგული,სეზონის ახლად დაფქვილი პილპილი და აურიეთ კარგად.
– კვერცხის ნარევი ჩავასხათ სილიკონის გორმაში,მოვაყაროთ დარჩენილი ორაგული და მწვანე ხახვი და შევდგათ ღუმელში 40 წუთის განმავლობაში.

კერძი მომზადებულია შეტევის ფაზისათვის

619 ნახვა

კვერცხი იტალიურად (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 4 კვერცხი
– ნახევარი დიდი ხახვი, დაჭრილი
– მცენარეული ზეთი
– 400გრ დაჭრილი პომიდორი
– 3 სუფრის კოვზი თბილი წყალი
– რამდენიმე ფოთოლი რეჰანი
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
– ტაფაზე დავასხათ მცენარეული ზეთი და კარგად მოვხრაკოთ ხახვი.
– დაამატეთ პომიდორი, 3 სუფრის კოვზი წყალი, აურიეთ კარგად, დაფაროთ თავსახური და გავაჩეროთ დაბალ ცეცხლზე 10-15 წუთის განმავლობაში.
– თუ შეარყობთ რომ სოუზი ტაფაზე იკრავს,დაამატეთ წყალი.
– შემდეგ დავუმატოთ რეჰანი და კარგად ავურიოთ რომ პამიდორმა აითვისოს რეჰანის არომატი.
– შემდეგ დავუმატოთ კვერცხი,მარილი და პილპილი.
– ცეცხლიდან მაშინ გადმოდგით კვერცხი,როდესაც ცილა იქნება გამაგრებული ხოლო კვერცხის გული ჯერ კიდევ თხევადი.

კერძი მომზადებულია მონაცვლეობის ფაზისათვის

5816 ნახვა

ესპანური ომლეტი (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– ახალი ისპანახი ან ბავშვის ისპანახი (260გრ)
– 4 კვერცხი
– 1 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი/კეფირი
– 2 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
– 1 ლიმონი
– 1 კოვზი წიწაკა (სურვილისამებრ)
– მარილი და პილპილი

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
– მოვათავსოთ ისპანახი ქვაბში (დაბალ ცეცხლზე)
– თასში ავთქვიფოთ კვერცხი და დავუმატოთ იოგურტი/კეფირი.
– შევურიოთ ერთმანეტში ლიმონის წვენი,წიწაკა,მარილი,პილპილი,კვერცხი,შვრიის ქატო და ისპანახი.
– მოვათავსოთ სილიკონის გორმაში და გავაჩეროთ ღუმელში 45 წუთის განმავლობაში.

1977 ნახვა

ბულგარული წიწაკა დუკანურად

საჭიროა:
– 4 წითელი ბულგარული წიწაკა
– 300გრ მჭლე ხორცი
– 1 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი შვრიის ქატო
– 2 კბილი ნიორი
– 1 ჩაის კოვზი წიწაკა

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე
– გავჭრათ სიგრძეზე ბულგარული და გავასუფთაოთ შიგთავსისაგან.
– შევდგათ ღუმელში და გავაჩეროთ 20 წუთი.
– შემდეგ სათითაოდ ყველა ბულგარულში ჩავდოთ კვერცხის,ხორცის,შვრიის და ნივრის ფარში და ისევ ღუმელში შევდგათ.
– გავაჩეროთ ნახევარი საათი,სანამ ხორცი არ გამზადდება.

1203 ნახვა

თეთრი სოუზი

საჭიროა:
– უცხიმო კეფირი (1.5%) – 170 გ
– დაბალკალორიული მაიონეზი – 2 სუფრის კოვზი
– უცხიმო არაჟანი – 2 სუფრის კოვზი
– გახეხილი რეჰანი – 1 სუფრის კოვზი
– დაჭრილი მწვანე ხახვი – 1 სუფრის კოვზი
– ვაშლის ძმარი – 2 ჩაის კოვზი
– მშრალი მდოგვი – 1 ჩაის კოვზი
– ბეგქონდარა – 1 ჩაის კოვზი
– ნიორი – 1კბილი
– შაქარი – ½ ჩაის კოვზი

დავაბლენდეროთ და მივირთვათ ზღვის პროდუქტებთან ერთად.

კალორია – 11,5
ცხიმი – 0,35 გრ

387 ნახვა

ბერძნული სალათი დუკანურად

კერძი მომზადებულია მონაცვლეობის ფაზისათვის

საჭიროა:
– 300 გრ მოხარშული ქათამი
– 1 კიტრი
– 3 საშუალო სალათი პომიდორი
– ნახევარი წითელი წიწაკა
– ნახევარი პატარა წითელი ხახვი, წვრილად დაჭრილი
– 1 კოვზი ხმელი ორეგანო
– 1 პატარა სალათის ფოთოლი
– ზეითუნის ზეთი

მომზადების წესი მარტივია – ავურიოთ ინგრედიენტები თასში

1912 ნახვა

შვრიის ბლინები (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 2 კვერცხი
– 3 სუფრის კოვზი შვრიის ქატო (თუ მონაცვლების ფაზაში ხართ +1 კოვზი)
– 3 სუფრის კოვზი უცხიმო იოგურტი

მომზადების წესი:
– მომზადების წესი მარტივია, ავურიოთ ინგრედიენტები ერთმანეთში და ვთქვიფოთ სანამ ერთი მასა არ გახდება.
– გავაცხელოთ ტაფა და მზა მასა დავასხათ

3880 ნახვა

ბეკონის და კვერცხის სენდვიჩი

საჭიროა:
– 2 შვრიის ქატოს ბლინი
– 8 უცხიმო ბეკონი
– 2 კვერცხი
– ხმელი კამა
– ახლად დაფქვილი პილპილი

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუსზე.
– შევდოთ ბეკონი,რომელსაც მომზადებისათვის ჭირდება დაახლოებით 10-15 წუთი.
– სანამ ბეკონი მზადდება,მოვხარშოთ კვერცხი.
– თითო ბლინზე მოვათავსოთ ბეკონი კვერცხი და კამა

207 ნახვა

ინგლისური საუზმე

საჭიროა:
– 1 შეკვრა ბეკონი
– 4 უცხიმო ქათამის სოსისი
– 4 კვერცხი
– 4 სუფრის კოვზი რძე
– 6 დიდი წაბლის სოკო (შუაზე გაჭრილი)
– 3 საშუალო პამიდორი (შუაზე გაჭრილი)

მომზადების წესი:
– გავაცხელოთ ღუმელი 180 გრადუზე.
– დავალაგოთ ლანგარზე სოსისები.
– მეორე ლანგარზე გადავაფაროთ საკონდიტრო ქაღალდი და ქაღალდზე დავაწყოთ სოკოები და პამიდვრები.
– დავნამოთ მცენარეული ზეთით და მოვაყაროთ მარილი.
– გამოიღეთ სოსისის ლანგარი დაამატეთ ბეკონი და ისევ შედგით 15 წუთით.
– სანამ ხორცი,სოკო და პამიდორი მზადების პროცესშია – შეწვით კვერცხი (თასში ათქვიფეთ რძესთან ერთად).

220 ნახვა

კრევეტების კოქტეილი (პიერ დუკანის დიეტა)

საჭიროა:
– 150გრ მოხარშული კრევეტი
– 200გრ უცხიმო იოგუეტი
– 1 სუფრის კოვზი დაჭრილი მწვანე ხახვი
– ლიმონის წვენი
– ტაბასკოს სოუსი, სურვილისამებრ

მომზადების წესი მარტივია: დავაბლენდეროთ სანამ ერთი მასა არ გახდება

400 ნახვა