ავტორის არქივი: 2GINAL

2GINAL ავტორის შესახებ

თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია

ჰოლივუდური დიეტა

ჰოლივუდური დიეტა გრძელდება 2 კვირა და წონაში 7-9 წილოგრამამდე დაგაკლებინებთ. ამ დიეტის დროს შიმშილი თითქმის არ გიწევთ, დღის განმავლობაში 8 ჯერ მიირთმევთ საკვებს.

მითითებები:

1) 08:00 სთ – 1 ჭიქა უშაქრო ჩაი.

2) 10:00 სთ – 100 გრამი უცხიმო ხაჭო.

3) 12:00 – 1 ცალი მოხარშული კვერცხი.

4) 14:00 – 2 ცალი ვაშლი.

5) 16:00 – 100 გრამი უცხიმო ხაჭო.

6) 18:00 – 50 გრამი შავი შოკოლადი.

7) 20:00 – 100 გრამი შავი ქლიავი ან 2 ვაშლი.

8) 22:00 – 1 ჭიქა მაწონი.

ინგრედიენტები:

ჩაი
კვერცხი
ხაჭო
ვაშლი
შავი შოკოლადი
ქლიავი
მაწონი

114 ნახვა

ჰოლანდიური დიეტა

ჰოლანდიური დიეტა იმათთვისაა ვინც შიმშილის გრძნობას ვერ იტანს და კარგად ჭამასაა მიჩვეული. დიეტა ერთ კვირიანი, მისი დახმარებით 3-4 კილოგრამამდე დაიკლებთ.

მითითებები:

1) საუზმე:
200 გრამი იოგურტი, კრეკერი შებოლილ ლორთან ერთად, 2 ფინჯანი მწვანე ჩაი.
სადილი:
ორი ბუტერბროტი ლორით. ერთი შემწვარი კვერცხი, უცხიმო რძე.
ვახშამი:
150 გრამი შემწვარი სოკო უცხიმოდ, კარტოფილის პიურე, ვაშლი.
ძილის წინ:
100 გრამი უცხიმო იოგურტი.

2) საუზმე:
ბუტერბროდი 20 გრამი ყველით, 30 გრამი ხორცი, 2 ფინჯანი ჩაი.
სადილი:
ერთი ნაჭერი პური, კეფირი, 100 გრამი უცხიმო ყველი.
ვახშამი:
ერთი კოტლეტი, 2 მოხარშული კარტოფილი, 2 ნაჭერი ყველი.

3) საუზმე:
100 გრამი იოგურტი, ერთი ჭიქა გრეიფრუტის წვენი, 2 ფინჯანი ჩაი.
სადილი:
2 ბუტერბროდი მოხარშულ ხორცთან ერთად, მწვანე ბოსტნეულის სალათი, ერთი ვაშლი.
ვახშამი:
150 გრამი მოხარშული თევზი ან მოხარშული ინდაურის ფილე,

4) საუზმე:
2 ბუტერბროდი ყველთან ერთად, 2 ფინჯანი ყავა.
სადილი:
2 ბუტერბროდი ლორით, კიტრი, პომიდორი, ერთი ჭიქა უცხიმო რძე.
ვახშამი:
100 გრამი იოგურტი, 2 ფინჯანი ჩაი, ერთი ვაშლი.

5) საუზმე:
100 გრამი ხაჭო, 2 ფინჯანი ჩაი.
სადილი:
2 ბუტერბროდი, მარწყვის მარმელადი, ერთი ჭიქა რძე.
ვახშამი:
ბოსტნეულის სალათა, მაკარონი, 100 გრამი იოგურტი. ერთი ვაშლი, 2 ფინჯანი ყავა.

6) საუზმე:
ბუტერბროდი ლორთან და მდნარ ყველთან, 2 ნაჭერი როზდბიფი, 2 ფინჯანი ჩაი.
სადილი:
ბუტერბროდი ყველთან, კვერცხთან და პომიდორთან ერთად. ერთი ჭიქა რძე.
ვახშამი:
ერთი თეფში ბოსტნეულის წვნიანი, ერთი ბუტერბროდი, ერთი ჭიქა უცხიმო რძე.

7) საუზმე:
ბუტერბროდი კვერცხით და პომიდვრით, ერთი ჭიქა ფორთოხლის წვენი, 2 ჭიქა ჩაი.
სადილი:
2 ბუტერბროდი ლორით, 100 გრამი იოგურტი.
ვახშამი:
100 გრამი ხორცი, 30 გრამი ყველი, ერთი ჭიქა წითელი ღვინო.

ინგრედიენტები:

კეფირი
ხორცი
სოკო
ფორთოხალი
ვაშლი
რძე
ხაჭო
კარტოფილი
გრეიფრუტი
ლორი
კიტრი
პომიდორი
იოგურტი
ყველი
პური

331 ნახვა

ჯემა შედის პაპარაცული ფოტოები და კაბა , რომელზეც საზოგადოება ალაპარაკდა

28 წლის სელებრითი ჯემა შედი გასულ კვირას პაპარაცებმა მანჩესტერში დააფიქსირეს, ჯემა ღამით საკმაოდ გამჭირვალე და ღრმად დეკოლტირებული კაბით სეირნობდა, ფოტოებში კარგად ჩანს რომ ჯემას არც ფეხსაცმელი აცვია, მას ფეხსაცმელები ხელში უჭირავს და ისე სეირნობს.

ფოტოების ინტერნეტში გავრცელებას საზოგადოების ნაწილის მოწონება მოჰყვა ნაწილი კი აღფრთოვანებული ჯემას კაბით დარჩა. ფაქტია რომ 28 წლის სელებრითი საკმაოდ თამამი და წარმატებულია.

41 ნახვა

ჯანსაღი დიეტა ერთ კვირიანია, ამ პერიოდში თქვენ 3-4 კილოგრამამდე დაიკლებთ

ჯანსაღი დიეტა ერთ კვირიანია, ამ პერიოდში თქვენ 3-4 კილოგრამამდე დაიკლებთ. დიეტის განმავლობაში მაქსიმალურად მოერიდეთ ტკბილეულს.

მითითებები:

1) საუზმე:
უშაქრო ჩაი ან ყავა,ერთი ნაჭერი შავი პური

2) ლანჩი:
100 გრამი ნებისმიერი არატკბილი ხილი

3) სადილი:
200 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 200 გრამი მოხარშული ბოსტნეული, ერთი ნაჭერი შავი პური, უშაქრო ჩაი.

4) ვახშამი:
100 გრამი მოხარშული ქათმის ხორცი, 100 გრამი მოხარშული ბოსტნეული, ერთი ნაჭერი შავი პური, უშაქრი ჩაი.

ინგრედიენტები:

პური
ქათმის ხორცი
ხილი
ჩაი
ყავა
ბოსტნეული

393 ნახვა

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

დაშვებული პროდუქტები და სასმელები:

1. რომელი სასმელი შეიძლება დავლიო დუკანის დიეტის დროს წყლის გარდა?
– შეგიძლიათ დალიოთ უშაქრო ყავა,ჩაი, უცხიმო რძე,მინერალური გაზიანი წყალი. ასევე შეგიძლიათ მიირთვათ დიეტური სასმელები(დღეში არაუმეტეს 1 ჭიქისა),რომლებიც არ შეიცავენ შაქარს და კალორიებს. თუმცა წყალს ვერაფერი შეცვლის.

2. შეიძლება ალკოჰოლი გამოვიყენო საჭმლის მომზადების დროს?
– საჭმლის მომზადების დროს შეგიძლიათ გამოიყენოთ,რადგან ამ დროს ალკოჰოლი ორთქლდება.

3. შეიძლება დავლიო ალკოჰოლი დუკანის დიეტის დროს?
– ალკოჰოლის დალევა იკრძალება გამყარების ანუ მესამე ფაზამდე.

4. შემიძლია გამოვიყენო პროტეინის დანამატები?
– ჩვენ არ გირჩევთ პროტეინის დანამატებს დუკანის დიეტის დროს. იმის გამო არა რომ ის საშიშია ან უხარისხო. იმის გამო,რომ პროტეინის დანამატები არ წარმოადგენენ რეალურ საკვებს. თუ პროტეინის ფხვნილს იყენებთ წონაში დასაკლებად,ერთხელაც შეწყვეტთ მის მიღებას და დაუბრუნდებით რელურ საკვებს,რაც თქვენი წონის მომატებას გამოიწვევს. გარდა ამისა,პროტეინის ფხვნილები შეიცავს მაღალკონცენტრირებულ ცილებს,რომელმაც შეიძლება ორგანიზმი გამოფიტოს.

5. შეიძლება საღეჭი რეზინი დუკანის დიეტის დროს?
– შეიძლება თუ იგი უშაქროა, მაგრამ ძალიანაც ნუ გადაამეტებთ,რადგან ამან შეიძლება დიარეა გამოიწვიოს.

6. თქვენ გვირჩევთ ასპარტამის გამოყენებას,მაგრამ გავიგე რომ არც ისე კარგია ჯანმრთელობისთვის. შეიძლება მის მაგივრად შაქრის სხვა შემცვლელი გამოვიყენო?
– შეგიძლიათ გამოიყენოთ Stevia, Splenda (Sucralose) ან სახარინი (შაქრის დაბალი შემცველობით).

7. შემიძლია მივირთვა სოსისი?
– სოსისი აკრძალული არაა,თუ არ შეიცავს ცხიმებს, ნახშირწყლებს, ყველს და დუკანის დიეტის დროს აკრძალულ სხვა დანამატებს(მაგალითად სოსისებს ხშირად ურევენ კანს, ხრტილებს და ა.შ.)

8. რამდენჯერ უნდა ვჭამო დღეში?
– დუკანის დიეტის დროს იმდენჯერ უნდა მიირთვათ,რამდენჯერაც გაგიხარდებათ,მაგრამ მხოლოდ დაშვებული პროდუქტები.

9. დაშვებული პროდუქტების ჭამა მართლა განუსაზღვრელი რაოდენობით შემიძლია?
– დიახ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ თუ ქოლესტერინის საკითხი გაწუხებთ,შეზღუდეთ კვერცხის მიღება. მიირთვით მაქსიმუმ 2 კვერცხის გული კვირაში.
თუ ქოლესტერინის დონე ნორმაში გაქვთ,მაშინ დღეში მაქსიმუმ 2 კვერცხის გულია დაშვებული. კვერცხის ცილა კი იმდენი მიირთვით,რამდენიც გნებავთ.

დიეტის ეფექტები:

1. რაც დუკანის დიეტაზე ვარ, მიჭირს დაძინება. რაიმე რჩევას ხომ ვერ მომოცემდით?
– დუკანის დიეტა და უძილობა ერთმანეთთან არანაირ კავშირშია. უძლობის ყველაზე გავრცელებული მიზეზია ჩაის და ყავის მოხმარება. როცა თქვენი ორგანიზმი ნაკლებ ნახშირწყლებს იღებს,უფრო მგრძნობიარე ხდება კოფეინის მიმართ. გაითავლისწინეთ,რომ ჩაი იმდენივე კოფეინს შეიცავს,რამდენსაც ყავა. განსაკუთრებით კი მწვანე ჩაი.  გირჩევთ შეზღუდოთ კოფეინის მიღება ან არ მიიღოთ საღამოს საათებში.

2. დიეტის დროს მაქვს კუნთების სპაზმი. რას მირჩევთ?
– კუნთების სპაზმი შეიძლება გამოწვეული იყოს კალიუმის ნაკლებობით. გირჩევთ დაამატოთ კელტური მარილი საკვებს ან მიიღოთ დუკანის დიეტაში დაშვებული კალიუმის შემცველი პროდუქტები (ბროკოლი,თევზეული,მწვანილები,პომიდორი,ყვავილოვანი კომბოსტო).

3. ყაბზობას(შეკრულობა) ვუჩივი დიეტის დროს. რა გავაკეთო?
– ყაბზობა მოსალოდნელია შეტევის ფაზის დროს, რადგან ცილები იწოვენ წყალს. შეკრულობის დროს თქვენს რაციონს დაუმატეთ 1 ს/კ ხორბლის ქატო და ბოჭკოვანი ნივთიერებების შემცველი პროდუქები როგორიცაა ჩია, სელის თესლი. დალიეთ 2 ლიტრი წყალი დღეში.
თუ ძლიერ ყაბზობას უჩივით,მაშინ გირჩევთ ეწვიოთ ექიმს.

4. დიეტის დაწყების შემდეგ მაქვს დიარეა. რა არის ამის მიზეზი?
– დიარეა შეიძლება დუკანის დიეტის გვერდითი ეფექტი იყოს, რადგან იმ საკვებს რასაც ახლა იღებთ,დიეტის დაწყებამდე არ მიირთმევდით დიდი რაოდენობით. იქნებ იმდენ რძეს სვამთ ვიდრე აქამდე სვამდით? იქნებ თქვენი ორგანიზმი ლაქტოზას ვერ იტანს? იქნებ საკვების რამდენიმე კომბინაციამ გამოიწვია ის? ან იქნებ დიდი რაოდენობით დამატკბობლებს იღებთ? დამატკბობლები და საღეჭი რეზინები არის დიარეის გამოწვევის ერთ-ერთი მიზეზი. გადახედეთ თქვენს მენიუს რადგან რასაც მიირთმევთ,იწვევს დიარეას.

ვარჯიში:

1. მართლა საკმარისია დღეში 20 წუთი ფეხით სიარული?
– 20 წუთი ფეხით სიარული მინიმუმია შეტევის ფაზისთვის,ხოლო 30 წუთი მინიმუმია მონაცვლეობის ფაზისთვის. ვინც დაამტავრა შეტევის ეტაპი,ყოველთვის ვურჩევთ რომ გააკეთონ მინიმუმზე მეტი, რადგან იგი ეხმარება წონის დაკლებაში და კუნთების ტონუსის მოყვანაში. მეტი დატვირთვა ამცირებს შეტევის ფაზის პერიოდს,რადგან ადამიანი სასურველ წონამდე უფრო მალე მიდის.

წონის გაყინვა:
1. როგორ შევაჩერო წონის გაყინვა შეტევის ფაზაში?
– მიუხედავად იმისა,რომ ეს იშვიათი შემთხვევაა,ხანდახან მაინც ხდება. ყველაზე ხშირად ეს გამოწვეულია ფიზიკური აქტივობის ნაკლებობით.

2. როგორ შევაჩერო წონის გაყინვა მონაცვლეობის ფაზაში?
– ბევრი რძის პროდუქტის მიღებამ შეიძლება მეტაბოლიზმი შეანელოს,რადგან ისინი ბუნებრივად შეიცავენ ნახშირწყლებს. შეამოწმეთ პროდუქტის ეტიკეტები და დარწმუნდით,რომ ცხიმის და ნახშირწყლების დაბალი შემცველობა აქვთ. მიიღეთ დიდი რაოდენობით წყალი. შეზღუდეთ მარილის მოხმარება, რადგან მარილი წყალს აკავებს ორგანიზმში. გაზარდეთ ფიზიკური აქტივობა. 

3. 6 დღე ვიყავი შეტევის ფაზაზე. ჩემმა მეგობარმა მამაკაცმა დაიკლო სამჯერ მეტი ვიდრე მე. რამეს არასწორად ვაკეთებ? 
– წონის კლება ინდივიდუალურია. ზოგიერთი თავიდანვე ბევრს იკლებს ,ზოგი კი შემდეგ ფაზაში უფრო იკლებს. თანაც მამაკაცები უფრო სწრაფად იკლებენ, ვიდრე ქალბატონები.

დანამატები:

1. უნდა მივიღოთ დანამატები დუკანის დიეტის დროს?
– დანამატები სავალდებულო არაა,თუმცა გირჩევთ მულტივიტამინების მიღებას. ასევე აუცილებლად მიირთვით ბოსტნეული მეორე ფაზიდან 
ცილა-ბოსტნეულის დღეს.

სამედიცინო საკითხები:

1. მაქვს ფარისებრი ჯირკვლის პრობლემა. შემიძლია დუკანის დიეტის დაცვა?
– ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები იწვევს ჭარბ წონას. ფარისებრი ჯირკვლის პრობლემები საჭიროებს ექიმის მიერ მკურნალობას. თუ ექიმი მკურნალობასთან ერთად დაგინიშნავთ დიეტას, შეგიძლიათ დაიკლოთ წონაში, მაგრამ შეიძლება უფრო ძნელად ვიდრე სხვებმა. დიეტის დაწყების წინ გირჩევთ კონსულტაცია გაიაროთ ენდოკრინოლოგთან.

2. მეორე ტიპის შაქრიანი დიაბეტი მაქვს. ეს დიეტა დამეხმარება წონის დასაკლებად?
– დიახ. დუკანის დიეტა გეხმარებათ,რომ სისხლში შაქრის დონემ დაიწიოს . მაგრამ კონსულტაცია მაინც უნდა გაიაროთ ექიმთან.

3. ლაქტოზაზე ალერგიული ვარ. ეს ხელს შემიშლის რომ დუკანის დიეტა დავიცვა?
– შეგიძლიათ რძის პროდუქტები სოიზე დამზადებული პროდუქტებით ჩაანაცვლოთ.

დიეტის დარღვევა:

1. დიეტა დავარღვიე. რა გავაკეთო?
–  დუკანის დიეტა მიმტევებელი დიეტაა. თუ ცოტათი დაარღვიეთ, გააგრძელეთ დიეტა.მიირთვით ის, რაც მომდევნო დღის გეგმაში გქონდათ განსაზღვრული. შეიძლება წონის კლება ცოტა ხნით შეჩერდეს. თუ არღვევთ ხშირად ,მაშინ უნდ ამოაწყოთ რამდენიმე შეტევის ანუ ცილოვანი დღე,რომ კვლავ გააგრძელოთ წონაში კლება. 

2. დიეტა დავარღვიე მონაცვეობის ფაზაში. რა გავაკეთო?
– თუ მხოლოდ ერთი დღით დაარღვიეთ, მომდევნო დღეს მიირთვით მხოლოდ ცილოვანი საკვები. თუ ერთ დღეზე მეტად დაარღვიეთ, 2 დღე მიირთვით მხოლოდ ცილოვანი საკვები და ივარჯიშეთ.
 
აწონვა:

1. დღის რომელ ნახევარშია უმჯობესი აწონვა?
– უნდა აიწონოთ დილით,სააბაზანოდან გამოსვლის შემდეგ. აიწონეთ ყოველთვის ერთსა და იმავე დროს.

ქალური პრობლემები:

1. ორსულობის და ლაქტაციის დროს დასაშვებია დუკანის დიეტა?
– არავითარ შემთხვევაში. ამ შემთხვევაში პრიორიტეტი ბავშვს ენიჭება. ორსულობის და ლაქტაციის შემდეგ კი დუკანის დიეტა ყვეალზე კარგია წონის დასაკლებად.

2. მენსტრუალური ციკლი:
– მენსტრუაციამ შეიძლება გამოიწვიოს წყლის შეკავება ორგანიზმში,რაც ნორმალურია. დალიეთ მეტი წყალი . მენსტრუაციის დამთავრების შემდეგ კვლავ განახლდება წონის კლება. 

3. მენოპაუზა
– მენოპაუზის დროს ჰორმონალურმა დისბალანსმა შეიძლება გამოიწვიოს წონაში კლების შეჩერება. გაესაუბრეთ თქვენს ექიმს, თუ რითი შეგიძლიათ ამის აღმოფხვრა.

მეთოდი:

1. როგორ ვიკლებთ წონაში თუ იმდენს ვჭამთ,რამდენიც გვინდა?
– უამრავმა კვლევებმა აჩვენა ,როგორ ეხმარება ცილები წონის დაკლებაში. დუკანის დიეტაში დაშვებული 100 პროდუქტი, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავენ პროტეინებს და არ შეიცავენ ცხიმებს, ეხმარება ორგანიზმს სწრაფად დანაყრებაში. წონაში იკლებთ სწრაფად მაგრამ შიმშილის გარეშე.

2. დუკანის დიეტა წონის კლების სწრაფი გზაა. რამდენადაა შესაძლებელი მალევე მოვიმატოთ დაკლებული კილოგრამები?
– დუკანის დიეტა იწყება შეტევის ფაზით და შემდეგ მონაცვლეობის ფაზით,რომელსაც სასურველ წონამდე მიყავხართ. როცა მიაღწევთ თქვენს ნამდვილ წონას, შემდეგი ორი ფაზა გეხმარებათ რომ მომავალში არ დაუბრუნდეთ ძველ წონას. გამყარების ფაზაში ერთვება ენერგიის წყაროთი მდიდარი საკვები. ხოლო ბოლო ანუ სტაბილიზაციის ფაზა გრძელდება მთელი სიცოცხლის განმავლობაში. თუ მას მთელი ცხოვრება მიყვებით, დაგეხმარებათ,რომ ახლოს იყოთ ნამდვილ წონასთან.

3. გამყარების და სტაბილიზაციის ფაზაში აუცილებელია ცილების დღე ხუთშაბათობით მოვაწყო?
– თეორიულად არა. თუ აუცილებელია,გადაწიე ცილების დღე კვირის სხვა დღისთვის ,მაგრამ  აუცილებლად უნდა დაიცვა კვირაში ერთხელ!

4. წონაში სწრაფად კლებისთვის შეიძლება უფრო დიდხანს ვიყო შეტევის ფაზაზე?
– არა. პირველ ფაზაზე 7 დღეზე მეტ ხანს ყოფნამ შეიძლება სერიოზული საფრთხე მოუტანოს თქვენს ჯანმრთელობას.

შვრიის ქატო:

1. შემიძლია რამდენჯერმე ვჭამო შვრიის ქატო დღეში?
– არა. აუცილებლად მიიღეთ მხოლოდ იმდენი,რამდენიც იმ ფაზისთვისაა დასაშვები,რომელ ფაზაშიც იმყოფებით.

2. დღის რომელ ნახევარია შვრიის ქატომ მიღება უკეთესი?
– გშიათ დილით? მოამზადეთ შვრიის ქატოს ფაფა ან ბლინები გემრიელი და ნოყიერი საუზმისთვის. არ გაქვთ დრო სადილის მოსამზადებლად? მოამზადეთ დუკანური სენდვიჩი შვრიის ქატოს პურით შებოლილი თევზით,ლორით.
თუ შუადღით გიყვართ სასუსნავების მირთმევა, მიირთვით 5 საათზე. ეძებთ დიეტაში დაშვებულ ტკბილეულს?  მოამზადეთ ქატოსგან და დამატკბობლისგან ბლინები.
შვრიის ქატოს მიღება დღის ნებისმიერ მონაკვეთში შეგიძლიათ!

დიეტის წესები:

1. დიეტის დროს შეიძლება მივირთვა სტაფილო და ჭარხალი? და თუ კი,რამდენი?
– კი,მაგრამ კვირაში მხოლოდ 200 გრამი,ცილა-ბოსტნეულის დღეს. ჭარხალი და სტაფილო შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს. უმჯობესია მიირთვათ უმად ვიდრე მოხარშული. რადგან მოხარშულიდან უფრო ადვილად შეიწოვება შაქარი,ვიდრე უმი ბოსტნეულიდან.

2. შემიძლია იმდენი კვერცხი ვჭამო,რამდენიც მინდა?
– თუ ქოლესტერინის პრობლემა არ გაქვთ მიირთვით 2 კვერცხის გული დღეში, ცილა რამდენიც გნებავთ.
თუ მაღალი ქოლესტერინის დოენ გაქვთ, მიირთვით მაქსიმუმ 2 ცალი კვერცხის გული კვირაში.ცილა რამდენიც გნებავთ.

ჯანმრთელობა:

1. რა არის დუკანის დიეტის გვერდითი ეფექტები?
– შეკრულობა, რაც გამოწვეულია ცხიმის შემცველი პროდუქტების ნაკლებობით. ეს შეიძლება აიცილოთ თუ დღეში 2 ლიტრ წყალს მიიღებთ. ასევე დაგეხმარებათ შვრიის ქატოს დღიური დოზა.
ცუდი სუნი პირის ღრუში,რაც ცილოვანი დიეტის თანმხლები მოვლენაა. დაღეჭეთ უშაქრო საღეჭი რეზინი და დალიეთ წყალი რეგულარულად ინტერვალებით. ცუდი სუნი მალევე გაქრება
თავის ტკივილი,ესეც თან სდევს ცილოვან დიეტას. 2 ლიტრი წყლის მიღება და ყოველთვის დანაყრებული ყოფნა ამ სიმპტომებს მალევე გააქრობს.

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

4846 ნახვა

ხურმას დიეტა

ხურმას დიეტა მკაცრია, თუმცა ძალიან ეფექტიანი. დიეტა 5-6 დღიანია და ამ პერიოდში 3-5 კილოგრამამდე დაიკლებთ. ხურმას მოყვარულებისთვის სასიამოვნო დიეტა იქნება.

მითითებები:

1) დიეტის პირველ და ბოლო დღეს ვჭამთ 1 კილოგრამ ხურმას, დანარჩენ დღეებში 2 კილოგრამს.

2) დიეტის დროს სასმელი მხოლოდ წყალი ან უშაქრო ჩაია დასაშვები.

ინგრედიენტები:

ხურმა
წყალი
ჩაი

17 ნახვა

ხორცის დიეტა 10 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 5-6 კგ – მდე დაიკლებთ

ხორცის დიეტა 10 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 5-6 კილოგრამამდე დაიკლებთ. ხორცის მოყვარულისთვის ეს იდეალური დიეტაა, ეფექტური და გემრიელი.

მითითებები:

1) საუზმე: 100 გრამი უქონო ხორცი, 100 გრამ ბოსტნეულთან ერთად.

2) ლანჩი: ერთი მოხარშული კვერცხი.

3) სადილი: 200 გრამი უქონო ხორცი 200 გრამ ბოსტნეულთან ერთად.

4) ვახშამი: 100 გრამი უქონო ხორცი 100 გრამ ბოსტნეულთან ერთად.

ხორცი გრილზე უნდა იყოს შემწვარი. უკიდურეს შემთხვევაში ზეითუნის ზეთზე.

ინგრედიენტები:

ბოსტნეული
ხორცი
კვერცხი

243 ნახვა

ხორცის განტვირთვის დღე

ხორცის განტვირთვის დღე საკმაოდ მარტივია. ის შეგიძლიათ დაიცვათ კვირაში ან ორ კვირაში ერთხელ. ამ დღეს თქვენ 0,5-1 კილოგრამამდე წონას დაიკლებთ.

მითითებები:

1) 400გრამი ხორცი (ღორის ხორცის გარდა) მოხარშეთ მარილის და სუნელების გარეშე. გაანაწილეთ 4-5 ჭამაზე.

2) დღეში 2 ჯერ შეგიძლიათ მიირთვათ უმი ბოსტნეული.

ინგრედიენტები:

ბოსტნეული
ხორცი

63 ნახვა

ხორბლის რძე ბევრად სასარგებლოა ვიდრე ძროხის რძე! როგორ მოვამზადოთ? (ვიდეო)

1616 ნახვა

ხმაური ბათუმში და დაკავებული 5 პირი – რა ხდება ჭავჭავაძის ქუჩაზე (ვიდეო)

ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩაზე სამართალდამცავებმა კიდევ სამი პირი დააკავეს. როგორც “ინტერპრესნიუსს” შსს-ში განუცხადეს, სამი პირის დაკავება ადმინისტრაციული კოდექსის 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისმობს. მანამდე ბათუმში, პლაზას მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ მოქალაქეებსა და საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს შორის დაპირისპირება მოხდა, რა დროსაც ორი ადამიანი დააკავეს.

ჭავჭავაძის ქუჩაზე შეკრებილების განცხადებით, საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძღოლს 50-ლარიანი ჯარიმა დაუწერა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. მომხდარ ფაქტს ჭავჭავაძის ქუჩაზე მყოფი მოქალაქეების პროტესტი და გზის გადაკეტვა მოჰყვა.
ამ წუთებში ბათუმში, ჭავჭავაძის ქუჩა კვლავ გადაკეტილია.

მარიკო კეკელიძე

68 ნახვა

ხინკლის ეროტიკული რეკლამა ოდესის რესტორნიდან (ვიდეო)

ხინკლის ეროტიკული რეკლამა რუსული რესტორანისგან. რესტორანი უკრაინაში, ოდესაში მდებარეობს.

165 ნახვა

ხილის დიეტა

ხილის დიეტა ერთ კვირიანია და ამ პერიოდში თქვენ 4-6 კილოგრამს დაიკლებთ. დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა ხილის მოყვარულებისთვის რთული დასაცავი არ იქნება.

მითითებები:

1) საუზმე: ხილის სალათი ლიმნის წვენთან ერთად.

2) სადილი: მოხარშული ბრინჯი ბოსტნეულთან.

3) ვახშამი: ხილის სალათი (საუკეთესო ვარიანტი: ანანასი, კივი, მანგო)

ინგრედიენტები:

ხილი
ბოსტნეული
ბრინჯი

116 ნახვა

ხილის და კეფირის დიეტა 4-5 დღიანია და დღეში 1 კილოგრამს დაიკლებთ

ხილის და კეფირის დიეტა 4-5 დღიანია. დიეტა საკმაოდ მარტივია დასაცავად. მის განმავლობაში თქვენ დღეში 1 კილოგრამს დაიკლებთ.

მითითებები:

1) დილით მიირთვით ერთი ვაშლი და ერთი ჭიქა კეფირი.

2) დღის განმავლობაში 600-700 გრამი ნებისმიერი არატკბილი ხილი.

3) საღამოს ერთი ჭიქა კეფირი.

ინგრედიენტები:

ხილი
კეფირი

118 ნახვა

ხილის და ბოსტნეულის განტვირთვის დღე

ხილის და ბოსტნეულის განტვირთვის დღე დაგეხმარებათ ერთ დღეში 1 კილოგრამი დაიკლოთ. დიეტა რეკომენდირებულია კვირაში ერთხელ 1-2 თვის განმავლობაში.

მითითებები:

1) დღის განმავლობაში მიირთვით მხოლოდ და მხოლოდ ხილი და უმი ბოსტნეული. დაშვებულია ხილის ჩირიც.

2) სასმელად მიირთვით მხოლოდ წყალი ან ახლადდაწურული ხილის წვენი.

ინგრედიენტები:

ხილი
ბოსტნეული
წყალი

142 ნახვა

ხაჭოს დიეტა 4 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 2.5-3 კილოგრამს დაიკლებთ

ხაჭოს დიეტა 4 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 2.5-3 კილოგრამს დაიკლებთ. დიეტა საკმაოდ მკაცრია, თუმცა მოკლევადიან დიეტებში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია.

მითითებები:

დღეში მიირთმევთ 500-600 გრამ გაჭოს და კიტრს ნებისმიერი რაოდენობით. არაუმცირეს 2,5 ლიტრი წყალი დღეში.

ინგრედიენტები:

ხაჭო
კიტრი
წყალი

699 ნახვა

ხაჭოს და გრეიფრუტის დიეტა 3 დღეში 3 კილოგრამი

ხაჭოს და გრეიფრუტის დიეტა დიეტა საკმაოდ მკაცრია და ერთფეროვანი თუმცა 3 დღე ამ დიეტის დაცვა სავსებად ატანადია. 3 დღეს თქვენ 3 კილოგრამამდე დაიკლებთ.

მითითებები:

1) დღეში სამჯერ, სამი დღის განმავლობაში, მიირთვით 120 გრამი ხაჭო და ერთი გრეირუტი.

ინგრედიენტები:

გრეიფრუტი
ხაჭო

124 ნახვა

ხაჭოს და ბრინჯის დიეტა

ხაჭოს და ბრინჯის დიეტა 4 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 2-3 კილოგრამს დაიკლებთ. დიეტა საკმაოდ მკაცრია, მაგრამ მოკლე ვადიანი დიეტებიდან ერთ ერთი ყველაზე ეფექტურია.

მითითებები:

1) დღის განმავლობაში მივირთმევთ 300 გრამ უცხიმო ხაჭოს და 150 გრამ მოხარშულ ბრინჯს.

2) დალიეთ წყალი მინიმუმ 1,5-2 ლიტრი დღეში.

ინგრედიენტები:

ხაჭო
ბრინჯი

134 ნახვა

ჭრელი დიეტა ერთ კვირიანია და ამ პერიოდში თქვენ 5-6 კგ – მდე დაიკლებთ

ჭრელი დიეტა ერთ კვირიანია და ამ პერიოდში თქვენ 5-6 კილოგრამამდე დაიკლებთ. სახელიდან გამომდინარე ალბათ მიხვდით, რომ დიეტა ძალიან მრავალფეროვანია.

მითითებები:

1) დღე – 500 გრამი ბოსტნეული.

2) დღე – 150 გრამი გრილზე შემწვარი ხორცი.

3) დღე – 7 მოხარშული კვერცხი.

4) დღე – 400 გრამი მოხარშული ხბოს ხორცი.

5) 5 დღე – 400 გრამი მოხარშული თევზი.

6) დღე – 1 კილოგრამი ხილი.

7) დღე – 1 კილოგრამი ხილი.

ინგრედიენტები:

კვერცხი
ბოსტნეული
ხილი
თევზი
ხორცი

113 ნახვა

ჭარხლის და კეფირის დიეტა 2-3 დღიანია თქვენ 2 – 2.5 კილოგრამს დაიკლებთ

ჭარხლის და კეფირის დიეტა 2-3 დღიანია და ამ პერიოდში თქვენ 2-2,5 კილოგრამს დაიკლებთ. დიეტა საკმაოდ მკაცრია თუმცა ამავდროულად ძალიან ეფექტური.

მითითებები:

1) დღის განმავლობაში მიიღეთ 400-500 გრამი მოხარშული ჭარხალი და 1-1,5 ლიტრი დაბალკალორიული კეფირი.

2) დიეტის დროს შეგიძლიათ მიირთვათ უშაქრო ყავა ან ჩაი.

ინგრედიენტები:

ჭარხალი
კეფირი
ყავა
ჩაი

464 ნახვა

წყლის დიეტა

წყლის დიეტა – ამაზე მარტივი დიეტა ალბათ დედამიწაზე არ არსებს, თქვენ არ ცვლით საკუთარ რაციონს და არც საკვების დოზებს ამცირებთ. თქვენ უბრალოდ სვამთ წყალს. წყლის დიეტით კვირაში 2-3 კილოგრამით დაიკლებთ. ეცადეთ ეს დიეტა ერთი თვის მანძილზე მაინც დაიცვათ.

მითითებები:

1) პირევლი წესი:
არანაირი წყალი ან სხვა სასმელი ჭამის შემდეგ. არა ნაკლებ 2 საათისა დაელოდეთ საკვების მიღების შემდეგ და მერე დალიეთ წყალი.

2) მეორე წესი:
საკვების მიღებამდე 20-25 წუთით ადრე დალიეთ ერთი ჭიქა წყალი.

3) მესამე წესი:
წყლის დღის ნორმა დამოკიდებულია წონაზე. ყოველ კილოგრამზე თქვენი წონისა მიიღეთ 40 მლ. წყალი. ანუ თუ იწონით 100 კილოგრამს დღეში 4 ლიტრი წყალი უნდა დალიოთ. რა თქმა უნდა ეს რაოდენობა დღეზე გადაანაწილეთ. ერთიიანად დიდი რაოდენობა წყლის მიღება შეიძლება ძალიან საშიში იყოს.

946 ნახვა