Загрузка...
ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს


ჩვენი გვერდი:


მართლმადიდებლურ რელიგიაში არის 4 დიდი მარხვა: მძიმე მარხვა (სააღდგომო), პეტრე-პავლობის მარხვა, მიძინების მარხვა (მარიამობის) და საშობაო მარხვა. კვების მხრივ მარხვა გულისხმობს რაციონიდან ცხოველური პროდუქტების ამოღებას. ამ მარხვებიდან ყველაზე “იოლი” საშობაო მარხვაა, რადგან 25 დეკემბრამდე თევზით ხსნილია. საშობაო მარხვის შეთავსება დუკანის დიეტასთან რთულია, მაგრამ შესაძლებელია. სხვა მარხვის დროს დუკანის დიეტის დაცვა შეუძლებელია!

ვეგეტარიანელობა ეს არის კვების სისტემა, როცა რაციონიდან ამოღებულია მხოლოდ ხორცი, ხოლო დანარჩენი ცხოველური პროდუქტების მიღება, ისეთების როგორიცაა რძის პროდუქტები, კვერცხი, თაფლი და ა.შ. დაშვებულია. რთული ვეგეტარიანელობის მიმდევრები – ვეგანები უარს ამბობენ ყველანაირი ცხოველური წარმოშობის პროდუქტის მიღებაზე.
ვეგეტარიანელების კვების პრინციპს საფუძვლად უდევს ცხოველური წარმოშობის ცილების ჩანაცვლება, მცენარეული წარმოშობის ცილებით, როგორიცაა ოსპი,ბარდა,მუხუდო, ხმელი ლობიო, სოიო.. ეს მცენარეული პროდუქტები ისეთივე რაოდენობის ცილას შეიცავენ, რამდენიც არის ხორცში. ცილები ასევე არის რძის პროდუქტებში, კვერცხში, ნიგოზში, თხილში, ნუშში.
ვეგეტარიანებელები იკვებებიან მარცვლეულით, პარკოსნებით, ბოსტნეულით, ხილით, კვერცხით, რძის პროდუქტებით, მინერალებით… არსებობს ვეგეტარიანული კვების სხვადასხვა ვარიანტი.

1. ლაქტო-ოვო-ვეგეტარიანელობა, როცა კვების რაციონიდან ამოღებულია ხორცი, თევზი, ზღვის პროდუქტები. ხოლო კვერცხი და რძის პროდუქტები დაშვებულია.

2. პესკო-ვეგეტარიენლობა, როცა იკრძალება მხოლოდ ხორცის მიღება, რაც შეეხება თევზს, კვერცხს და რძის პროდუქტებს ისინი დაშვებულია.

3. მკაცრი ვეგერატიენელობა, ანუ ვეგანობა, როცა რაციონიდან მთლიანად ამოღებულია ყველანაირი ცხოველური ჭარმოშობის პროდუქტი.

ადამიანი, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს იკვებოს ვეგეტარიანულად, მაგრამ ამავე დროს აქვს სურვილი დაიცვას დუკანის დიეტა, რეკომენდირებულია კონსულტაცია გაიაროს ოჯახის ექიმთან ან დიეტოლოგთან, რათა თავიდან იქნეს აცილებული მნიშვბელოვანი საკვები ელემენტების დეფიციტი და ამავე დროს ქონდეს მრავალფეროვანი და გემრიელი მენიუ. ნუ მიიღებთ ერთპიროვნულ გადაწყვეტილებას!

გაყიდვაში არის ბევრი პარკოსანი: მშრალი ბარდა სუპისთვის, თეთრი ლობიო, მუხუდო, ოსპი… ამ პროდუქტებში შემავალი ცილა ისეთივე სრულფასოვანია, როგორიც ხორცში შემავალი. მაგრამ აუცილებელია ამ პროდუქტების კომბინაცია სხვა პროდუქტებთან, ისეთებთან როგორიცაა ნიგოზი, სხვადასხვა სახის თესლი (სელის, ჩიას) ან მარცვლოვანი პროდუქტები( პური, ბრინჯი, ბურღულეული, ფუნთუშეული და ა.შ.) რაციონი შეიძლება გამდიდრდეს კვერცხით, რძის და სხვა რძის პროდუქტებით. ზემოთჩამოთვლილი პროდუქტებიდან შეიძლება შედგეს მრავალფეროვანი მენიუს უსასრულო კომბინაცია.

მკაცრი ვეგეტარიანული კვება, ისევე როგორც მარხვა, ვერ შეთავსდება დუკანის დიეტასთან!

პიერ დუკანი: “ თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ რძის პროდუქტები 0% ცხიმიანობით და კვერცხი. ეს პროდუქტები უკვე წარმოადგენს მინ. რაოდენობის ცილის ბაზას. ამ ბაზას აუცილებელია დაემატოს მცენარეული ცილები, მყარი ან რბილი ხარისხის ტოფუ, სეიტანი, ასევე სოიოს ტექსტურანტი. ეს იქნება ცილოვანი დღე. ცილა+ბოსტნეულის დღეებში საკმარისია შეინარჩუნოთ ცილის ეს ბაზა და მას დაუმატოთ ბოსტნეული”.

პიერ დუკანი “ მე არ შემიძლია გახდომა”, გვ.47

“როგორ შეიძლება ერთდროულად იყოთ ვეგეტარიანელი და ამავე დროს დაიცვათ ჩემი დიეტა.ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ რას გულისხმობთ თქვენ ვეგეტარიანელობაში. თუ თქვენთვის ვეგეტარიანელობა ნიშნავს მენიუდან მხოლოდ ხორცის ამოღებას, მაშინ ის თავისუფლად შეიძლება ჩანაცვლდეს სხვა ბევრი ალტერნატიული ცილოვანი პროდუქტებით: თევზი, ზღვის პროდუქტები, კვერცხი, რძის პროდუქტები. თუ თქვენ ვეგეტარიანელობაში გულისხმობთ რაციონიდან ყველა იმ პროდუქტის ამოღებას, რომელიც ცოცხალი ცხოველის დაკვლის შედეგად მიიღება, მაშინ საქმე უფრო რთულადაა. ხოლო თუ თქვენთვის ვეგეტარინელობა, მხოლოდ მცენარეული წარმოშობის პროდუქტების მიღებაა, მაშინ ჩემი დიეტის დაცვა თქვენთვის შეუძლებელია!”

ვეგეტარიანული კვების პროდუქტების ჯგუფები:
იმისათვის რომ მივიღოთ ბალანსირებული კვება, რეკომენდირებულია მენიუში ჩავრთოთ ყველა ქვემოთჩამოთვლილი პროდუქტები.

1. სახამებლის შემცველი მარცვლოვნები- ხორბალი, შვრია, ფეტვი, ქერი, სიმინდი, ბრინჯი, ჭვავი, წიწიბურა, ამარანტი, ცომეული და ბურღულეული პროდუქტები.

2. ბოსტნეული: ბროკოლი, კომბოსტო, ისპანახი, გოგრა, სტაფილო, თალგამი, პამიდორი, ჭარხალი, პრასი, სოკო, ბადრიჯანი, ყაბაყი, ყვავილოვანი კომბოსტო, მწვანე ლობიო…შეიძლება რაციონში ჩაირთოს 5 პორცია ზემოთჩამოთვლილი პროდუქტი, რათა არ გაიზარდოს ცხიმების მოხმარება.

3. ხილი: ფორთოხალი, გრეიფრუტი, ლიმონი, ვაშლი, მსხალი, ანანასი, ატამი, ქლიავი, მარწყვი, მოცვი, კივი, მანგო, პაპაია, ბანანი.

4. ჩირი: ქიშმიში, ლეღვის ჩირი, ფინიკი, კურაგა… რომლებიც შაქრის განსაკუთრებით დიდ რაოდენობას შეიცავენ.

5. რძის პროდუქტები: იოგურტი, ყველი, რძე- ყველა ეს პროდუქტი მდიდარია კალციუმით.

6. მშრალი ბოსტნეული: ოსპი, თეთრი ლობიო, წითელი ლობიო, ბობი, მუხუდო… სხვა დანარჩენი პროდუქტი უფრო კალორიულია და ამიტომ ისინი მცირე რაოდენობით უნდა გამოიყენოთ.

7. ცხიმის შემცველი ნაყოფები: არაქისი, ნუში, ნიგოზი, თხილი, წაბლი, ბრაზილიური ნიგოზი და სხვა. სეზამის პასტა და ნუშის პასტა განსაკუთრებით მდიდარია კალციუმით.

8.თესლი- კედრის ნიგოზი, სელის თესლი, ჩიას მარცვლები, გოგრის თესლი, მზესუმზირა, სეზამი.

9.სოიო: სოიოს რძე, ტოფუ, მისო, სოიოს ცილების ტექსტურა, სოიოს სოუზი ( “Tamari” “Shoyu” “Teriyanki” ), სოიოს ფქვილი, სოიოს ზეთი, სოიოს ყველი.

10. კვერცხი რეკომენდირებულია შეიზღუდოს მთლიანი კვერცხის მიღება 4 ცალ კვერცხამდე კვირაში, რადგან კვერცხის გული შეიცავს დოდო რაოდენობით ქოლესტერინს.

პროდუქტების გადანაწილება:
აუცილებელია რომ კვების რაციონში ყოველთვის იყოს ჩართული დიდი რაოდენობით ცოცხალი ხილი და ბოსტნეული; მცენარეული წარმოშობის ცილები; სახამებლის შემცველი პროდუქტები.

მენიუს შედგენის მაგალითი:

საუზმე- ხილის წვენი, ჩაი ან ყავა შაქრით, მთლიანი ხორბლის “ხლოპიები” ( მუსლი, პური)
სადილი- მშრალი ბოსტნეული ( მაგ. ოსპის სალათი), მარცვლოვნები და ბოსტნეული ( ფარშირებული პამიდორი), ხილი.
ვახშამი- ცოცხალი ბოსტნეულის სალათი, კარტოფილი, ხაჭო, პური, ხილი.

გისურვებთ წარმატებებს
ნ. დონაძე

მასალა აღებულია და ნათრგმნია რუსული დუკანის დიეტის ოფიციალური გვერდიდან.

დუკანის ექსპრეს დიეტა – საფეხური (7 დღიანი დიეტა)

ხშირად დასმული კითხვები / დუკანის დიეტა – dukanis dieta

100 დაშვებული პროდუქტი დუკანის დიეტისათვის / დუკანის დიეტა – dukanis dieta

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს / დუკანის დიეტა – dukanis dieta

პირველი ფაზა – შეტევა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეორე ფაზა – მონაცვლეობა / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მესამე ფაზა – განმტკიცება / დუკანის დიეტა – dukanis dieta

მეოთხე ფაზა – სტაბილიზაცია / დუკანის დიეტა – dukanis dieta

შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში: დიეტების სამყარო – დუკანის დიეტა

5218 ნახვა

ვეგეტარიანელობა და მარხვა დუკანის დიეტის დროს

ავტორის შესახებ
- თუ გაქვთ რაიმე კითხვა ან გნებავთ რომ მიიღოთ ახალი დიეტების შესახებ ინფორმაცია შემოგვიერთდით სადისკუსიო ჯგუფში დიეტების სამყარო - დუკანის დიეტა ზოდიაქო - ჰოროსკოპი - ასტროლოგია


ყველაზე უსაფრთხო, ეფექტური და გემრიელი დიეტა! 💯😍💖
🍹 5 - 7კგ დაკლება (15 დღიანი კურსი) 🍹 10 - 12კგ დაკლება (20 დღიანი კურსი)
🍹 14-16კგ დაკლება (30 დღიანი კურსი) 🍹 22-25კგ დაკლება (40 დღიანი კურსი)